Jump to content

Top-Gun

წევრი
  • Posts

    38
  • Joined

  • Last visited

Everything posted by Top-Gun

  1. მონიტორზე მაქვს ასეთი პრობლემა და იქნებ იცოდეთ რისი ბრალია: როცა ვრთავ კომპიუტერს დენში, მონიტორი ხომ ირთვება, მაგრამ ფაქტიურად 1-2 წამში ეკრანი შავდება და არაფერი არ ჩანს, მარა ისე ჩართულია მონიტორი და ლედიც ანათებს. თუ გათიშავ/ჩართავ მონიტორს შველის, მაგრამ რატომ აკეთებს ასე?
  2. ანუ ცალკე გაყიდი? თუ კი, მაშინ მონაცემები და ფასი მითხარი რა.
  3. კეთილი. მადლობა კიდევ ერთხელ, სავარაუდოდ იქით კვირას ვიყიდი ამას, სხვა მაინც არაფერი ჩანს, უფრო იაფიანი და ხარისხიანი.
  4. მადლობა. მართლაც, ალბათ მაგას ვიყიდი, გარანტიაც აქვს ერთი წელი. უბრალოდ, რატომღაც აზრი მაწუხებს, რომ ზედმეტად ძლიერი ხომ არაა ჩემი სისტემისთვის, უფრო იაფიანიც ხომ არ შეიძლება, რომ გამომადგეს. თუმცა წინა კვებასავით 5 წელი თუ გამიძლო, მიღირს ყველანაირად.
  5. ღირს ეგ 100 ლარი ეგ კვება? ეს მაინტერესებს, ზედმეტად გაბერილი ფასი ხომ არაა?
  6. რას იტყვით, აი ამაში http://pcshop.ge/ind...temid=6&lang=en 99 ლარი ნორმალური ფასია, თუ ძვირია ან პირიქით იაფია? თვითონ ბრენდი კარგია?
  7. რას იტყვით, აი ამაში http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=148&category_id=33&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=en 99 ლარი ნორმალური ფასია, თუ ძვირია ან პირიქით იაფია?
  8. მადლობელი ვარ პასუხებისთვის. HD 5770 1gb, Phenom II X4 955 3,2 Ghz, 2x2 DDR3 აი ასეთი სისტემა მაქვს, ნუ დანარჩენი ნაწილები სტანდარტულად. 5 წლის წინ ვიყიდე კომპიუტერი, რომლის კეისსაც მოყვა 450 ვატიანი კვება, +12 ვოლტზე ქონდა 16 ამპერი. 3 წლის მერე ჩავაყენე ჰდ 5770, კიდევ ერთი წლის მერე ახალი პროცესორი, დედაპლატა და მეხსიერება, იმ 5 წლის წინანდელი კომპიუტერიდან მხოლოდ ვინჩესტერი და კვება შემორჩა. მიუხედავად იმისა, რომ კვება ძველი და სუსტი იყო, კიდევ ერთი წელი გაძლო. ამ რამოდენიმე დღის უკან, თამაშისას გაითიშა კომპიუტერი და აღარც ჩაირთო. ეგრევე რომ შევამოწმე, კვების ბლოკი იყო სასტიკად გახურებული, დანარჩენ ნაწილებს არაუშავდა და მეც დავასკვენი რომ კვება დაიწვა. ერთი სიტყვით 5 წელი იმუშავა. თვითონ ფირმას რაც შეეხება, ერთადერთი, ფენზე აწერია თვითონ კეისის ფირმის სახელი - DELUX. ახლა, ახალი უნდა ვიყიდო და ისევ 450 ვატიანი ხომ წავა??
  9. სალამი, ასეთი რაღაც მაინტერესებს: ვთქვათ გიყენია 800 ვატიანი კვების ბლოკი, მაგრამ სინამდვილეში სისტემას ჭირდება 500 ვატი მაქსიმუმ, მაინც 800 ვატს დაწვავს კომპიუტერი ანუ დენის გადასახადს ხელოვნურად გაზრდის, ტყუილ-უბრალოდ?
  10. 12 ვოლტზე ნახე აბა ================================= არ ვიცი რა, ეგება მაგ მოდელისთვის ნორმალურია, ინტერნეტში გადაამოწმე
  11. მე როგორც მივხვდი მასეც უნდა იყოს, ანუ ცპუ უფრო გრილი და რავიცი, აბა დადე ევერესტის სურთი. ხო კიდე ფანის სისწრაფემაც იკლო და ნაკლებად ხმაურიანია, 6000 ბრუნიდან 4000 ბრუნამდე ჩამოვიდა. ისე კიდე ზევით don't send-მა რომ სურათი დადო, იქ მაგის ცპუს ნაკლები ვოლტაჟი აქვს და მაგის "ბრალიც" ხომ არაა?
  12. დავაყენე ის გამწოვი როგორც საჭირო იყო ისე და დატვირთულზე ტემპერატურამ სადღაც 10 გრადუსით დაიკლო, idle-ზე 3-4 გრადუსით, მაგრამ ის მაინც ვერ გავარკვიე ნორმალური ტემპები როგორია ამ პროცესორისთვის?!
  13. გამწოვი? ჩემი კეისის უკანა პანელზე, სადაც პორტები და უსბ-ებია, აყენია ერთი ქულერი და ეგ ხომ არაა? ეგ საერთოდ საით უნდა უბერავდეს ჰაერს, შიგნით თუ გარეთ?
  14. რავიცი, მეშინია ასეთ მდგომარეობაში მალე არ გაფუჭდეს... რას იტყვით, ვიყიდო რამე სხვა ქულერი?
  15. ვაა, აბა ჩემთან რატომ აქვს ამხელა ტემპერატურა? თან, ქულერი რომ მივაჩუმო ხო უფრო მეტად აიწევს?!
  16. სალამი, რამოდენიმე დღის წინ, როგორც იქნა ჩამოვიდა უკანასკნელი ნაწილები და როგორც იქნა ავაწყვე ახალი სისტემა: Phenom II x4 955 MSI 870-G45 Corsair DDRIII 2x2GB 1600 (თუმცა 1333-ზე მუშაობს) HD5770 ხოდა მაინტერესებს ჩემი პროცესორისთვის ნორმალური ტემპერატურები როგორია, დატვირთულზე, დასვენებულზე და ა.შ მე თვითონ ევერესტში ვნახულობდი, და ყველაზე ცოტა რაც მინახავს იყო არაფრის კეთებისას 37 ცელსიუსი და ყველაზე მაღალი რაც ვნახე, თამაშისას, - 66 ცელსიუსი, ისე კი თამაშისას არის სადღაც 60-ის ფარგლებში (სხვათაშორის პირველი 2 დღე 56-ს არ ცდებოდა). ქულერს რაც შეეხება, სტოქ ქულერი მიყენია, ოღონდ ისიც ვერ დავაყენე სწორად, აი გვერდებზე რომ აქვს სოკეტზე მოსაჯდომები, ის ხომ ჯერ ერთი მხრიდან უჰნდა ჩააჯინო და მერე მეორეს უნდა დააწვე, ხოდა ერთი მხრიდან რო ვაჯენდი მერე მეორეზე ძაან მიძნელდებოდა და ძლივს ვაი-ვაგლახით ჩავაჯინე და აი ზევით რომ აქვს ჩამკეტი, რომ უნდა გადაწიო, აი ეგ ვეღარ ვქენი, კაი ძალით ვაჭერდი და არ იწეოდა, თან მეშინოდა არ გამტყდარიყო და ვითომ რამე პრობლემას შექმნის? ისე კაი უვარგისი რაღაც ჩანს, იმხელა ხმა აქვს ხოლმე გეგონება გაფრენას აპირებსო :D
  17. წავიკითხე, კაი იყო! ისე დაირექტ-იქსი რატომ არ იყო ნახსენები, მაგაშიც აჯობა ატიმ Nვიდიას, 11 ჯერ ატიზე გამოვიდა და კაი ხნის მერე Nვიდიაზე, თან ასე მგონია რომ 12-იც ჯერ აწ უკვე ამდ-ს ექნება, იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი რომ Nვიდიას საერთოდ არ ქონია 10.1
  18. სალამი... ესე იგი, მეთელი ისტორია არის ასეთი, ძაან გთხოვთ ნუ დაიზარებთ წაკითხვას: მაქვს ერთი თამაში: Battlefiled Bad Company 2, რომელსაც თითქმის ერთი წელია ვთამაშობ ონლაინში. ამ რამოდენიმე ხნის წინ გადავედი ჯე-ლინკზე(მანამდე ახალი ქსელების ინტერნეტი მქონდა) ხოდა ამ თამაშშიც შემექმნა პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ გლობალის სისწრაფე 10-ჯერ გაიზარდა და პინგიც 10-20 ერთეულით შემცირდა, თამაშს დაეწყო ე.წ. stuttering ლაგები, ანუ რაღაც უაზრო შეფერხებები, როცა პინგიც ნორმალურია და დანარჩენი ყველაფერიც. თავიდან ვეჩალიჩე 1-2 დღე, მარა რო ვერაფერი მოვუხერხე შევეშვი, ისევ თამაშს დავაბრალე, ყოველი პაჩის მერე ეცემოდა წარმადობა, თან ჩემს პენტიუმ დ-ზე ძაან შესამჩნევი იყო ეს ყველაფერი. მერე 2 კვირა ხელი არ მიხლია, ბოლოს ისევ გამომიჩნდა თავისუფალი დრო და ამ პრობლემის შესწავალაც უფრო საფუძვლიანად დავიწყე. ლოგიკურად მივუდექი, ერთარდერთი რაც შევცვალე ინტერნეტი იყო, ასე რომ მეც ადაპტერს ჩავუტარე "თვიქები", კერძოდ: გავთიშე მე-6 ვერსიის ინტერნეტ პროტოკოლი, ფაილების და პრინტერების შეარინგი და კასპერსკის "ნდის" ფილტრი. ჩავრთე თამაში და რას ვხედავ ეს შენი ლაგები გაქრა. მაგრა გამიხარდა, მეთქი მეღირსა როგორც იქნა ამის ნორმალური თამაში, მაგრამ ჩემი ფეხები, 30 წუთში კომპი გაიყინა და გამოუშვა ხმა დაახლოებით ასეთი: "ტრრრრრრრრრ". თავიდან ვიფიქრე პროცესორის ბრალია-თქო, დარაზგონებული მქონდა (თუმცა მანამდედაც მქონდა დარაზგონებული მარა ასე არ შვრებოდა), ერთი სიტყვით ჩამოვარაზგონე, ჩავრთე თამაში ისევ ისე, მერე მეთქი ტემპერატურის ბრალი ხომ არა რის-თქო, მაგრამ აქაც ყველაფერი რიგზე იყო, თან პროცესორის დამნაშავეობას ისიც უარყოფდა ჩემს თავში რომ 2 თამაში მაქვს კიდევ ასასინების კრედო და კრაიზის 2, როივეს ოფლაინში ვთამაშობ, ორივე წურავს ჩემს პენტიუმ დ-ს მარა ასეთი რაღაცა 3 საათის შემდეგაც კი არ მოსდის. მოკლედ შევეშვი რპოცესორს და მივადექი კასპერსკის "ნდის" ფილტრს, თან მათ საიტზე ეწერა რო გათიშვა არაა რეკომენდირებულიო, ამიტომაც საერთოდ მოვშალე, შევამოწმე კიდევ ისე ქნა, მერე ხელახლა ჩავწერე, მაინც ისე გაჭედა, თან ამასობაში ყოველთვის ვამოწმებდი სისტემ32-ში დრაივერებში და თითქოს ყველაფერი კარგად იყო(ანუ რო წავშალე გაქრა იმ ფილტრის ფაილი და რო ჩავწერე ხელ-ახლა - გაჩნდა). მერე დავიწყე ყველაფრის უკან დაბრუნება, ჯერ ინტერნეტ პროტოკოლი ჩავრთე, მერე ფაილების და პრინტერის შეარინგი, ატის, აწ უკვე აემდეს აფლიქეიშენ პროფილები მქონდა და ეგენიც კი წავშალე მაგრამ არაფერმა არ უშველა, მაგალითად დღეს ვცადე და თან მილაგავდა იმ უბედური ლაგით და თან ისევ ისე გაჭედა. ახლა რაც მთავარია რო როცა იჭედება არის ასეთი სიტუაცია: ეკრანზე ჩანს ის მომენტი რომლის დროსაც გაეჭედა, თან ეს მომენტი შეიძლება სულაც არ იყოს დატვირთული რაღაც ბაბასილი სცენებით, აფეთქებებით, ხმა ისმის ტრრრრრრრრ და შველის მარტო რესტარტი, ხოდა რესტარტის მერე გამოდის ვინოდუსის შეტყობინება რომ რაღაც მოხდა და დეტალებში წერია აი ეს Problem signature: Problem Event Name: BlueScreen OS Version: 6.1.7601.2.1.0.256.1 Locale ID: 1079 Additional information about the problem: BCCode: 124 BCP1: 0000000000000000 BCP2: FFFFFA8005B87038 BCP3: 0000000000000000 BCP4: 0000000000000000 OS Version: 6_1_7601 Service Pack: 1_0 Product: 256_1 Files that help describe the problem: C:\Windows\Minidump\040311-21730-01.dmp C:\Users\GiorGi\AppData\Local\Temp\WER-104770-0.sysdata.xml Read our privacy statement online: http://go.microsoft.com/fwlink/?linkid=104288&clcid=0x0409 If the online privacy statement is not available, please read our privacy statement offline: C:\Windows\system32\en-US\erofflps.txt ყურადღება მიაქციეთ რომ წერია თითქოს იყო BSOD-ი თუმცა როგორც უკვე დავწერე ლურჯი ეკრანი არ გამოჩენილა გაჭედვის დროს. მოკლედ ეგებ ვინმე მომეშველოს, ნებისმიერი რამით მაინც აბა ველი თქვენს გამოხმაურებებს smile.gif მადლობა Top-Gun
  19. სად წადით ხალხო, სოსო ნუ მიმატოვებთ ასე ბედის ანაბარა :user:
  20. ჩემს საქმეზე არაფერი ისმის? მეშინია არაფერი გავაფუჭო, დღეს დავაყენე ისევ ცპუ ფრექვენსი 230-ზე, მერე ვქორ ვოლტაჟი 1,2-ზე, დრამი კიდე 400-ს რაღაცაზე ხოდა მონიტორი ვაბშე აღარ ჩაირთო, ჩავიჯვი კინაღამ შიშისგან :xelitavi:
  21. ასე მქონდა : ოღონდ 224-ის ნაცვლად 234 მეწერა, ისე აქ ყველაფერი ავტოზე აყენია და აგერ დამატებით გადავუღე სურათები დრამის შესაძლო პარამეტრები(ავტოზე მიყენია): ცპუ-ს ვქორ ვოლტაჟი: აქ არ დაეტია ყველა პარამეტრი, აი მანდ რო წერია სულ ქვემოთ მაქედან იწყება და ადის 1,7 ვოლტამდე... ისე კიდე რა ხდება, აი ამ 224-ის დროსაც კომპს რო ვრთავ ჯერ ხომ ინთება მერე ეგრევე ითიშება და მერე ისევ ირთვება და მიდის ჩვეულებრივად. ისე კი შეგაწუხე მთელი დღე მადლობა კიდევ ერთხელ :)
  22. ვერ გაქაჩა 3,5-მდეც კი, დავაყენე ფსბ - 234, ხოდა რო ჩაიტვირთა ვინდი, სადაც ველქომ უნდა დაეწეროს მანდ მონიტორი გაითიშა, კომპი კი მუშაობდა მარა ეკრანზე არაფერი იყო. რისი ბრალი იქნება, კვების, ვოლტების თუ დრამის??
  23. და ამ პროცესორზე 3,5-მდე 3,6-მდე ავალ, ჩემს პირობებში თუ ვერა? აი მხოლოდ FსB რო ავიყვანო 233-ზე ეყოფა დანარჩენი ყველაფერი... ანდა რა მაინტერესებს, დავუშვათ იმხელაზე ვუწევ რო არ ქაჩავს ან კვება, ან გაგრილება ან ვოლტები, ამ შემთხვევაში რა მოხდება?
  24. მეც იგივე პრობლემა მაქ, ფაიერფოქსით შემოვდივარ და ყოველ შემოსვლაზე ხელ ახლა მიწევს "საინ ინი", იქ დაწერილი კი მხვდება სახელი და პაროლი, მარა მაინც უკუღმართი რაღაცაა... ეშველება რამე?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.