Jump to content

eXtreme-Hunter

წევრი
  • Posts

    13110
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    34

Posts posted by eXtreme-Hunter

  1. თქვენი დახმარება მჭირდება (ლექსო, შენი იმედი მაქვს).

    მოკლედ, რუჩნიკს ვერ ვაყენებ ვერც აქ და ვერც WRC 8-ში. წინა ვერსიის Dirt rally-ში პრობლემა არ არის, დადგა როგორც საჭიროა (ღერძი და არა ღილაკი. ესეა ასეტოშიც). არადა, ვიდეოებს ვუყურებ და ხალხს უყენიათ და მუშაობს საკაიფოდ. ჩემი აზრით, პრობლემა იმაშია, რომ რული ცალკე კონტროლერად შედის და ჯოისტიკი რისგანაც რუჩნოი გავაკეთე ეგეც ცალკე კონტროლერია და უნდა ავირჩიო ერთ ერთი. ორივე ერთდროულად ვერ დგება. რა ვუშველო? ძმაკაცთან ვსინჯე, იმასალ რული აქვს და იქაც იგივე პრობლემაა. იქნებ რამე მირჩიოთ.

  2. 4 hours ago, GoodMemoriez said:

    VDC (Virtual Drift Chapionship) ან WDT (World Drift Tour)  პაკები მონახე.
    სერიოზულად მომზადებული მანქანების მოდები აქვთ FD-სთვის და ა.შ.
    არის კიდე DCGP (Drift Corner Grand Prix), აი Drift Masters-ს თუ უყურებდი, მანდ რო პრევიუს აკეთებდნენ ასეტო კორსადან, ამ პაკიდან იყო ის მანქანები.

    WDT-ს გამომშვებლებმა, ამბოლოდროს სტრიტ პაკი და ზამთრის მანქანებიც გამოუშვეს თავისივე რუკებით, მაგაშიც თუ ხარ დაინტერესებული...
    მოკლედ რო ვთქვათ ამ საიტზე შეიხედე მინიმუმ და იპოვი ბევრ რამეს  acdriftingpro.com
     

    მადლობა რცევისთვის.

    acdriftingpro.com ამ საიტს კარგად ვიცნობ, უბრალოდ იმდენი მოდელია, რომ თუ არ გადმოვწერე და ისე არ გავსინჯე, მახასიათებლები არ აქვთ რა მონაცემებზე დგას ბოლიდი. კარგი ბაზა აქვთ გადმოსაწერი, მაგრამ საიტს ეს დიდი მინუსი აქვს, რომ  მახასიათებლები არ აქვთ. 

     

  3. 5 hours ago, STI-228 said:

     

    ეგ ნავიგაცია, ჩემი აზრით, მხოლოდ vr-ისთვის გამოდგება, რადგან თუ კოკპიტის კამერას ჩართავ, ან სავარძელი უნდა ჩაწიო დაბლა (რაც მხედველობის არეალს დააზარალებს), ან ბოლომდე გამოწიო უკან (ეს არაბუნებრივ ხედს მოგვცემს).

    მოკლედ, მგონი საჩვენო არაა ?

    პ.ს. ლექსო, დრიფტისთვის ვეძებ 700hp+ ბოლიდებს და ვერაფერი ვიპოვე. ეხლა e92 მყავს 522hp და ძალიან მესუსტება. საიტოს ლამბო გავაძრე და 650 ცხენი კი აქვს, მაგრამ საშინელი ხმა აქვს, ელექტრო ძრავივით ბზუის. თან, საკმაოდ დიდია დრიფტისთვის და ვიწრო გზებიან touge-ბზე მოუხერხებელია. რამე არ გეგულება? აბსოლუტურად სულ ერთია რა მოდელი იქნება, მთავარია ძლიერი იყოს. 

  4. 2 hours ago, STI-228 said:

    რომელი გზაა და რომელი მანქანით არის ეს შედეგი ? :) მომილოცავს 1 ადგილი :nifxav:

     

    მადლობა

    macau 

    bmw z4 gt3

  5. უფრო მალე ვუტირე დედა, ვიდრე ვვარაუდობდი ?

    თავი რომ შევაკლა 0,7 - 0,8-ს კიდე ამოვიღებ.

    Capture.JPG

    • Upvote 1
  6. ?

    ეხლა გამახსენდა, ადრე ეგ სეთინგები ჩემებურად მქონდა მორგებული და რეალურად გამოიყურებოდა. მერე გადავაყენე კორსა და ხელი აღარ დამიდია მაგისთვის. fov-ს ვაბრალებდი. თურმე, ცხვირწინ მაქვს გამოსავალი.

    მოკლედ, მოგვარდა.

    პ.ს. ძალიან დიდი ხანია არ მივკარებივარ და ეხლა ჩავუჯექი. ერთ ტრეკზე (macau) 0,8 წამი მაშორებს პირველ ადგილს (მე-4 ვარ) და ზამასკაში ვარ. ალბათ, ღამეს გამათენებინებს. ბოლომდე არ ვწურავ შესაძლებლობას და 0,3 პრობლემა არ არის. იმ დანარჩენ 0,5-ს კი, ნაღდად დიდი ბრძოლა უნდა, რისთვისაც ეხლა ვემზადები. sparco-ც კი გავამზადე?

    • Upvote 1
  7. 34 minutes ago, STI-228 said:

    გამარჯობა. FOV-ი Triple screen აპლიკაციით სწორედება 3 მონიტორზე. 3 მონიტორზე ეგ არ იცვლება, მაგრამ distance to monitor პარამეტრი შეგიძლია შეცვალო და პრინციპში ეგ იგივეა, რაც FOV. ამ ვიდეოში არის ნაჩვენები.

     

    მადლობა. 

    მიზეზი, რის გამოც მინდა fov-ის შეცვლა, არის ის, რომ თითქოს მთლად რეალურად არ გადმოსცემს ბოლიდის სისწრაფეს. ცოტა უფრო ნელი ჩანს, ვიდრე რეალურად იქნებოდა. ადრე სხვასთან ვსინჯე და, დაბალ fov-ზე უფრო უმატებს მაღალი სიჩქარის შეგრძნებას. ალბათ, 56-ის მაგივრად, რომ 55-ზე დადგეს, უფრო აჩქარდება. ვსინჯავ ეხლა და დავწერ შედეგს.

  8. FOV-ს ვერ ვცვლი. 56-ზე დგას და ჩამქრალია ღილაკი. ეს სიმი გამოსვლისას მალევე ვიყიდე და იმის მერე წლებია 56 fov-ით ვთამაშობ, მაგრამ ეხლა რაღაც ექსპერიმენტივით მომინდა და ვერ ვცვლი. 3 მონიტორის ბრალი ხომ არ იქნება? სხვასთან ვნახე და 1 მონიტორზე ჩვეულებრივად შეგიძლია აწევ-დაწევა.

  9. გამარჯობათ. როგორ ხართ?

    დიდი ხანია აქ აღარაფერი დამიპოსტავს.

    მჭირდება ვიდეო კარტის ხელოსანი. ახლობელმა მთხოვა, 1080ti აქვს გაფუჭებული, რაღაც ტრანზისტორი აქვს მოტეხილიო (აზრზე არ ვარ, როგორ მოახერხა).

    მოკლედ, იქნებ ვინმე მირჩიოთ.

  10. 15 hours ago, STI-228 said:

    მშვიდობაში :) 

    მე გატეხილი გადმოვწერე გუშინ და ცოტახანი ვიარე. მართალია კლავიატურით ვატარე, მაგრამ ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ერთადერთი ღილაკების შეცვლის ფუნქცია/მენიუ ვერ ვიპოვე და ცოტა გამიკვირდა ? 

     

     

    მართვას არაუშავს, თუმცა ბებერ ლომთან ახლოსაც ვერ მოვა. ჯერ ადრე იყო რელიზი, ბევრი რამ აქვთ დასახვეწი...

  11. ამ ბოლო დროს რეისინგს ცოტა ჩამოვშორდი და დღეს მივხვდი, რომ მომენატრა. შევედი სტიმზე და ვიყიდე ეს სიმი. ბევრი აგინებს, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება სხვის აზრებს და მირჩევნია მე თვითონ გავტესტო. ეხლა დავიწყე გადმოწერა და ნახევარ საათში მექნება. ვნახოთ აბა, რამდენ ხანში წავშლი? (იმედი მაქვს, თავს არ წამაშლევინებს). გატეხილი ვერსია შეგნებულად არ გავტესტე. ორიგინალი მაინტერესებს თავისივე ონლაინით.

    • Upvote 1
  12. წუხელ გვიან გადმოვწერე და მხოლოდ 5 წუთით წავიგონკავე გასასინჯად. თითქოს რაღაც აკლია. მთავარი, რაც არ მომეწონა ვიწრო გზებიანი ლოკაციებია. მართვას რაც შეეხება, არაუშავს, რაღაც დირტ 4-ის სტილშია. საჭეც თითქოს უფრო ინფორმატიულია, მაგრამ მაინც ვერ არის 10/10. დღეს კარგად ჩავუჯდები და ბოლომდე გავტესტავ. იმედია, ცოტა შემეცვლება შეხედულება...

     

  13. On 1/25/2019 at 11:17 PM, STI-228 said:

    დღეს ჩამომივიდა და იმაზე ბევრად უკეთესია, ვიდრე წამომედგინა :wub:

    f4cafe0932c5.jpg

    მშვიდობაში. მაგარი რუჩნიკი აგიგდია :)
    შთაბეჭდილებები?...

    • Thanks 1
  14. 33 minutes ago, STI-228 said:

    კიდევ დიდი ხანი ვერ გადავალ 3 მონიტორზე ჩემი კომპიუტერის გამო :( სამსახურში მაქვს 2 კომპიუტერი და იქიდან გადავიღე სურათი. ესეც გარედან მთლიანი კოკპიტი: Link გამოგვიარეთ ერთ შაბათ დღეს თუ გეცლებათ :) 

    ვნახოთ. სიამოვნებით.

  15. On 7/6/2018 at 1:25 PM, STI-228 said:

    როგორ მინდოდა თამაში, არადა არცერთი არ ჩაირთო :( ჩართვის დროს error-ს აგდებს, ეტყობა ცუდი გატეხილია.

    68799aa704d1.jpg

    სამ მონიტორზე გადახვედი?

  16. 2 hours ago, მათე said:

    windows-რომ გატესტო მარტივად უბრალოდ გადმოწერე რამე linux რაც გინდა mint, manjaro ან რამე ჩაწერე ფლეშკაზე დაბუთე და live-ში გაშვების ფუნქცია აქვთ. იქ რაც გინდა ტესტე საიტები ყველაფერი. არაფერი არ დაგჭირდება firefox-ც მოყვება და იმუშავებს ყველაფერი. მერე უბრალოდ გამორთე კომპი და ჩართე ისევ windows :)

    ანუ, ამ მეთოდით დავადგენ თუ სისტემის პრობლემაა და არა ჰარდის, ხო?

  17. 12 hours ago, Gogla1990 said:

    HDD-RAM თუ ჯანზეა მაშინ ქსელის კარტა უბერავს

    მეც მაგას ვფიქრობ უკვე. რამი კარგია. ჰდდ-ს დ დისკად ვხმარობ და სისტემა სსდ-ზე დგას. ამასაც გავტესტავ (რა პროგრამას მირჩევ). ვაი ფაიზე კარგად მუშაობს. მეორე კომპიც კარგია და მხოლოდ ჩემსაზეა პრობლემა. თან მარტო აპლოადი კი არა, უკვე საიტებზეც დაერხა. უმეტესად გლობალი უჭირს. იუტუბზე კარგად მუშაობს, მაგრამ სხვა საიტები უჭირს. მაგალითად, ფაილ.ჯიზე პირველ გვერდს გახსნის და მეორე გვერდზე რომ მინდა გადასვლა იწყებს გაჭედვას. ასევეა აიმუვისზეც. სპიდტესტზე თითქმის ვერც შედის. თუ შევა და, ვაი მაგ შესვლას. აპლოადის პრობლემა ხომ თავისთავად. ერთი ვარიანტი მრჩება, ვიყიდო პისიაი ქსელის კარტა და ჩავაყენო. ეხლა ვფიქრობდი, ვინდოუსი ხომ არ გადავაყენოთქო, მაგრამ ტყუილი დროის კარგვა მგონია...

  18. გამარჯობათ.

    მოკლედ, რა პრობლემა მაქვს.
    2 კვირის წინ აპლოადს ვერ აკეთებდა. ჯერ ჯერობით არც მჭირდებოდა და ვიფიქრე, პროვაიდერის პრობლემაა და თავისით მოაგვარებენთქო. გუშინწინ დავრეკე და ოპერატორმა არაო, ჩვენგან ყველაფერი კარგად არისო. რეები არ ვქენით, აქედან იქიდან გადატვირთვებით. ბოლოს, გამოუშვეს ხელოსანი და მოდემი შემიცვალეს, მაგრამ ისევ ისეა. სპიდ ტესტზე რომ ვამოწმებ, დაუნლოადი კარგია და აპლოადის შემოწმებას, რომ იწყებს, დაიწყება 15 მბ-დან, 1-2 წამში ჩამოდის 1-ზე და ბოლოს ნოლზე, მერე კი ერორს აგდებს. სხვა ოთახში მეორე კომპიც გვაქვს, იქ ყველაფერი საკაიფოდ მუშაობს, დაუნიც და აპიც. კაბელიც შევცვალე, მოდემი ხომ უკვე ვთქვი და მაინც არაფერი შველის. რას მირჩევთ? 

    ანუ, პროვაიდერი გამოირიცხა, რადგან იგივე მოდემით მეორე კომპზე კარგად მუშაობს, და კაბელებიც გამოირიცხა. სხვა რა ვარიანტი იქნება? 5 წუთის წინ მეილზე 1,5 მბ-იანი ფაილი ვერ გავაგზავნე. გადავჯექი მეორე კომპზე და უპრობლემოდ ატვირთა.

    ძალიან გთხოვთ, არ დაიზაროთ და იქნებ რამენაირად მომაგვარებინოთ.

  19. 8 hours ago, მათე said:

    ჩამოსქროლე და კარგად დაათვალიერე ეგ განახლება თუა დაყენებული მახსოვს ძაან ადრე 7-ს რ ვიყენებდი შემთხვევით დავაყენე და ნომრები არეული იყო. თუ არადა ჯერ ცადე https://stackoverflow.com/questions/7759642/reset-windows-activation-remove-license-key

    მანდ პტიჩკიანი პასუხი რაცაა. ანუ რო ჩამოყარო აქტივაცია და მერე ცადო ხელახლა გააქტიურება.

    გაიხარე. გაამართლა შენმა რჩევამ.

  20. 2 hours ago, ottko said:

    რომელიჩაქ განახლება რომელიც ბლოკავს kms /windows loader by daz მგონი ესე ქვია ცადე  ? 

    აი ეს განახლება წაშალე KB971033 და მერე გააქტიურე

    ეგეთი განახლება არც არის. მაქსიმუმი KB40-ია.
     

    Capture.JPG

  21. ვიყენებ ვინ 7-ის ერთი და იგივე ვერსიას (დისკზე მაქვს) და პრობლემა არასდროს მქონია (გააქტიურება არ ჭირდებოდა). რამოდენიმე დღის წინ განვაახლე სერვის პაკ 1-ზე და 2 დღის შემდეგ ამოაგდო not genuine. ვსინჯე 3 სხვა და სხვა ლოადერი, მაგრამ მაინც არ აქტიურდება. რამეს მირჩევთ?

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.