Jump to content

ailamo

VIP
  • Posts

    987
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Posts posted by ailamo

  1. უამრავი ბაგებია, რევიუები ტყუილა არ იკითხოთ.

    agesa/bios ბაგია, ორი სხვადასხვა, ბუსტი არ მუშაობს სწორად, პროცესრისთვის ენერგო მიწოდება არ მუშაობს სწორად, ასევე x570 ახალ ჩიპსეტ დრაივერს და nvidia-ს დრაივერს კუჭი ეშლებათ ერთმანეთზე.

    ხო კიდე რამდენიმე 3900x დაიწვა ამ ყვეალფრის გამო, სიხშირეს რომ არ იღებდა 1.5ზე მაღალი ვიოლტაჯი მისცეს.

     

     

    მე მაპატიეთ ამან საერთოთ 2.0 მისცა

     

    05093321420l.jpg

  2. Just now, dete said:

    უცებ რო შევხედე 500$ იდანო უცებ 2080 ფასი მეგონა და ისე გამიხარდა რო რავიცი, ეჰ  2080 რო ღირდეს 500$ და ტი 700 იდეალური იქნება

    უკონკურენციო გარემოშე შეუძლებელია ეგ სამწუხაროდ :( კიდე დაგვინდეს

  3. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ბარათით, ნამდვილი mid range ბარათის შეგრძნება მაქვს, კლასიკური გაგებით, ოპერატიულები დასატვიკია, ვერა და ვერ დავსვი 14 ტაიმინგებზე, მაღალ სიხშირეზე, მაწვალებს. პროცესორს 10% ipc და ერთი მაგდენი სიხშირე უნდა და იდეალური იქნებოდა.

    საერთი ჯამში 850 ლარად ეს ბარათი ნაჩუქარია ფაქტიურად, ხელიდან ვერ გავუშვებდი.

    3dmark 7984-60.jpg

  4. On 7/1/2018 at 1:37 PM, Temo58 said:

     

    სალამი, და დიდი ბოდიში ჩემი ჩაინიკური შიკითხვისთვის. ფაქტიურად ახალი დაწყებული მაქვს ქსელების შესწავლა და მინდა ღრმად გავერკვიო რა როგორ და რატო მუშაობს. არ მინდა სადმე ვიმუშავო და ზეპირად ვიცოდე ყველაფერი. 

    ანუ AP რეჟიმი ხო ყველა თანამოდროვე ვაიფაი როუტერს აქვს ? თუ სპეციალურად საოფისედ უნდა იყოს მოდიფიცირებული თვითონ როუტერი (საოფისე სიტყვაზე ვთქვი, დიდ მასშტაბზე განთავსებულ ჰოსტებზე/მოწყობილობებზე მაქვს საუბარი)

    DHCP - რატო უნდა გაითიშოს ? პროტოკოლი ხო ანიჭებს უნიკალურ მისამართს ჰოსტს/მოწყობილობას რომ შემდეგში მოხდეს მასზე ინტერნეტის მიწოდება? თუ არასწორად მესმის ? ( თუ სწორად ვხვდები, უამრავი მოთხოვნებით პროტოკოლმა რო არ დატვირთოს ქსელი იმიტო ეთიშება. მაგრამ ეგ იმ შემთხვევაში თუ სვიჩი არ გვაქვს. ) 

     

     

    გვიან გპასუხობ მაგრამ იშიათად შემოვდივარ

    ყველა როუტერს არ აქვს ap რეჟიმი, ზოგ მოდელს აქვს ზოგს არა.

     

    თუ AP რეჟიმი არა აქვს, მაგ შემთხევაში უთიშავ როუტერს DHCP-ს და კაბელს LAN პორტში აერთებ, ფაქტიურად AP რეჟიმი გამოდის. მისამართებს მოწყობილობები ცენტრალური როუტერიდან აიღებენ, სადაც ინტერნეტი შემოდის, DHCP გათიშული როუტერები კი ფაქტიურად switch და AP რეჟიმში იმუშავებს.

     

    თუ DHCP-ს არ გათიშავ და wan პორტში შეართებ როუტერებზე ინტერნეტ კაბელს, ქსელი დაიყოფა რამდენიმე სეგმენტად, პირველი სართული მეორეს კომპებს ვერ დაინახავს, თუ ეგრეა საჭირო ეგრეც შეიძლება გაკეთდეს.

     

  5. რაღაც კარგად აფაფხურდა ფასების დაკლების მიმართულება, ჯერ ამიერიკაში უპირებენ ჩივლის მწარმოებლებს, ეხლა ჩინეთი უტევს, იმედია მალე ჩამოვა ქვემოთ ფასები.

    • Upvote 1
  6. 1 hour ago, Luka_Lucha said:

    ამ ბრაუზერში ჩაჯდა Yandex--ის საძიებო სისტემა და ვერ ვშლი დამეხმაროთ იქნებ 

    https://answers.microsoft.com/ru-ru/windows/forum/windows_10-win_cortana/edge/5c9687d1-e058-495c-a66d-9f75e84c96d2?page=2&tab=AllReplies#tabs

  7. იყიდე ორი AP ან ვაიფაი როუტერი, თუ ap რეჟიმი აქვთ გადაგყავს მაგაზე, თუ არა და გაუთიშე DHCP.

    გაჭიმე კაბელი პირველიდან მეორე და მესამე სართულზე, პირველი სართულის ტპლინკს მიაერთე,

    ახალ როუტერებს, დაარქვი სხვადასხვა სახეელები და აურჩიე სხვადასხვა არხები, მაგალითად sartrtuli2wifi, channel 1 ან რავი რაც არის თავისუფალი არხი, მეორეს sartuli3wifi და channel 2

    ap-ს შემთხევაში პირველი სართულიდან ამოყვანილი კაბელი ერთი პორტი აქვს და იმაში შეაერთე, როუტერის შემთხვევაში გააჩნია რა რაოუტერია, თუ ap რეჟიმში შეუძლია wan-პორტითაც იმუშაოს მიაბი მაგაზე, თუ არა და lan პორტზე შეაერთე, wan პორტზე ჯობია, თუ რამეა და ტვინი აერია და dhcp ჩაერთო მთელი ქსელია არ დაწვება და სირბილი არ მოგიწევს აქეთ იქით, უბრალოდ იმ სართულის კომპები სხვებს ვერ დაინახევაენ და პირიქით, სანამ არ გაუთიშავ ისევ.

     

     

  8. 18 minutes ago, Dr0idGh0sT said:

    ეგ როგორ? show hidden files მონიშნული მაქვს და ეგ არვიცი რანაერად უნდა გავაკეთო?

    https://www.howtogeek.com/howto/windows-vista/show-hidden-files-and-folders-in-windows-vista/

    “Hide protected operating system files (Recommended)”

  9. ცოტა კიდე უფრო უნდა გაიაფდეს, სადღაც 300$ ნაკლები არის საჭირო, არაენთუზიასტებმა რომ დაიწყონ ყიდვა.

    საშუალო და ზემოთ თამაშები ისევ სუფსიდერებაზე ჩანს, დანარჩენი კონტენტი, ერთჯერადი შოუ დემოები, მინი თამაშები და სატესტო, ტექნოლოგიის, ასათვისებელი ვარიანტები ჩანს.

  10. 47 minutes ago, კობა7 said:

    კი ჩვეულებრივად და მერე დაერხა უცებ. არ რესეტდება. როგორ მოასწრებს დარესებას სულ ეგრე აინთება ჩაქვრება

    ტპ ლინკს რო მივწერო მეტყვიან რამეს?

     

    არასწორი ფაილით დაფლეშე ? :rolleyes:

    მაგ მოდელის unbricking ინსტრუქციები დაძებნე ფორუმებზე, თუ არადა ვწვანე საღებავი და ნაგვისკენ. 

  11. On 3/14/2017 at 1:11 PM, kane19906 said:

    ე.ი რა ხდება ყველაფერი მუშაობს ნორმალურად ანათებს და რამე უბრალოდ ინტერნეტი არაა დავარესეტე იგივეა ნათურა ანათებს მაგრამ ინტერნეტი არაა ნამუშევარია მეზობელ ქვეყანაში რამე ხომ არ უნდა ჩავწერო მოდემის პარამეტრებში ან რამე?
    c15b9c20f5a3.jpg

    პროვაიდეთან არის დასარეკი, შეიძლება პარამეტრებია გასაწერი რამე, უცხოეთში ზოგი პროვაიდერი საკუთარ პარამეტრებს ისე წერს რომ რჩება რესეტის მერეც(მაგალითად ჩვენთან სილკნეტის wifi ap-ებს ეგრე აქვთ) ან ისე აკეთებს რომ მარტო მაგათ ქსელში მუშაობს დანადგარი.

    • Upvote 1
  12. On 3/26/2017 at 0:40 PM, George said:

    AMD Ryzen Processor with 12 Cores and 24 Threads Spotted http://www.guru3d.com/news-story/amd-ryzen-processor-with-12-cores-and-24-threads-spotted.html ეგ ბოლო ინფოები გურუ3დ-ზეც დაიდო, ისე 16 ბირთვიანი უკვე მეტისმეტი იქნება გეიმინგისთვის, 6-8 ბირთვიანების საკმარისი იქნება მაგ საქმისთვის დაჟე ონლაინ შუტერების სათამაშოთაც კი, ეგეთი უკვე უფრო სერიოზული გამოთვლებისთვის უნდა დაითრიო, რენდერი და გრაფიკული სამუშაოები სიტყვაზე

    არ არის ეგ გეიმერებისთვის george, რენდერებისთვის, ანიმაციისთვის და ვიდეოზე სამუშაოდ არის, სიხშირეებს შეხედე ძლაიან დაბალია გეიმინგისთვის.

     

    ბიძაშვილის 4 კომპი აქვს ოფისში 2011 სოკეტზე და სულ მეუბნება რომ უფრო სწრაფი ჭირდება რამე, gpu რენდერი შევთავაზე, მაგრამ განათება არაფრით არ დგება როგორც ჭირდებათ ისე, თან ასევე უკვე გიგაბაიტიანი ფაილები აქვთ აწყობილი და ახალ რენდერეზე, ახალი ტექნიკით განათებაზე მაგ ფაილების გადატანა უბრალოდ საშინელი კატორღული სამუშაოა, სცენა თუ gpu-ს მეხსირებაში არ დაეტია უაზროდ ნელი ხდება. ზუსტად ესეთ ხალხისთვის იქნება ესთი პროცესორები, ფასი დუალ სოკეტ ქსეონებზე დაბალი იქნება, თან ჩვეულებრივი რამები მიდის და დესკტოპივით რაზგონდება. ნუ იმედია ;)

     

    ისე უცხოეთში კასტომ კომპი ქონდა, 10 თუ 12 ათასი დაჯდა, დუალ სოკეტ ქსეონი, წყალზე მაქსიმალური რაზგონით, პროფესიონალური ვიდეობით, მემგონი ორი ედგა კვადრო, ეგენიც წყალზე, მოკლედ ძველ დროს მისტირის და თან 10 კილო მწვანეს ვერ გაისვრის სისტემაში.

     

    On 3/26/2017 at 0:40 PM, George said:

     

    Biostar launches B250 Mini-ITX Racing series Motherboards http://www.guru3d.com/news-story/biostar-launches-b250-mini-itx-racing-series-motherboards.html

    ეს ინტელის მაზერია.

  13. ფუფ ათ კილომეტრიანი პოსტი წამეშალა, არადა ფინანსური ნაწილი კარგად გავშალე, ეხლა მაგის თავი აღარ მაქვს, დენი წავიდა ამ შაუღამისას, ეს კილომეტრიანი პოსტი უნდა იკმაროთ :))

     

    საინტერესო დღე გველის წინ, ამდენი წლის მერე კონკურენიცა დაბრუნდება პროცესორების ბაზარზე.

    სრული სტაგნაციაა უკვე რამდენი წელია, რაც ძალიან სამწუხაო სანახავია, მითუმეტეს ისეთი ხალხისთვის ვისაც ახსოვს ძველი დრო, უზარმაზარი ნახტომები წარამადობაში, ყოველი ახალი თაობის გამოსვლის მერე, ერთერთი მწარმოებელი, რაიმე ინოვაციას გვთავაზობდა პროცესორების დიზაინში ან ახალ ტექნოლოგიებს ნერგავდა წარმოებაში.

    ამ გარემოში ინტელიც სისულელეების კეთებით არის დაკავებული, გაუგებარი მობილური პროცესორები, იმ არქიტქტურაზე და ოპერაციული სისტემისთვის რომელიც საერთოთ არ მეგობრობს ენერგომოხმარებასთა და შესაბამისად ბატარიასთანტელეფონის რადიო მოდემები, რომლებიც კონკურენტებზე უარესია, მაგრამ კორპორაცული ლობის გამოყენებით მაინც იყიდება, ვიწრო სპეციალობის გამომთვლელი ჩიპები, ჰიბრიდულ თუ უცხოპლანეტელებისთვის შექმნილა არქიტრქტურაზე, ოღონდ larrabee-ში ჩადებულიმილიარდებით შექმნილი, ინტელექტუალური საკუთრება რამეში გამოიყენონ, ვიდეო საერთოთ ცალკე ამბავია, ინტელს მიაჩნია რომ ვიდეოჩიპიმარტო 2d გამოსახულების და ვიდეო კოდეკების, ჩვენება, კოდირება, ტრანსკოდირებისთვის არის, არადა ლიცენზია აქვს ვიდეო ტექნოლოგიების გამოყენებაზე nvidia-სთან და სულ ცოტახნის წინ amd-სთანაც, ფაქტიურად შეუზღუდავი ფინანსური და ინტელექუალური რესურსით, რა კარგი რამის გაკეთება შეიძლებოდა, სია გრძელია და კიდე ბევრის დამატება შეიძლება, მეხსირების ტექნოლოგიებიდან დაწყებული, მილიარდიანი ქარხნებით დამთავრებული და ნუ რაც მთავარია და ამ მომენტში აქტუალურია პროცესორების წარმადობა, რომელიც კუს ნაბიჯებიტ მიიწევს წინ, ისიც მიიწევს თუ არა კიდე გასარკვევი რომ არის.

     

    რატომ ამხელა დეპრესიული პროლოგი ? ნუ პირველი, იმიტომ რომ მართლა დეპრესიული სიტუაცია გვაქვს, ხოლო მეორე იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ ხვდება რომ თუ კონკურენტ უნარიანი გარემო არ დაბრუნდება ეს მათთვის იქნება ისევ ცუდიარ ესმით რომ თუ zen- მოკვდება, amd მასთან ერთათ მოკვდება, ხოლო ისინი ისევ გააგრძელებენ წლიდან წლამდე ოდნავ გაუმჯობესებულ თუ არ გაუჯობესებულ და რაც მთავარია ძვირი ან უფრო ძვირიტექნიკის ყიდვას ან ვერ ყიდვას იმიტომ, რომ მილიონერები მხოლოდ მათ წარმოდგენაში/სიზმარში თუ არიან.

     

    ეხლა კი zen-ზე ბოლოს და ბოლოს ამაზე თემა გახსნილი და zen-ზე და არა ryzen-ზე

    რა სარგებლობა მოაქვს zen-

     

    thread performance

    გაუმჯობესებული ერთ ნაკადზე წარმადობა, ინტელს აჯობებს, არ აჯობებს, გაუტოლდზება თუ ოდნავ ჩამორჩება, ამ ეტაპზე დიდად სულერთია, მთავარია რომ ის არის გაუმჯობესებული და კონკურენტ უნარიანი. ეს გაუმჯობესებები უმეტესად მოდის ინსტრუქციების prefetch და სრულიად ახალი cache-ის სისტემიდან, წინა არქიტექტურას ეს ორივე, აბსურდულად ცუდი ქონდა. როგორც წინა პოსტში დავწერე, amd- აიღო საუკეთესო prefetch-ჩი რაც შექმინილი ქონდა და გააუმჯობესა, ეს იყო bobcat-ის prefetch-. cache-ის სისტემა მართლა ნოლიდან ჩანს აწყობილი, ზემოთ დადებული ტესტებშიც გამოჩნდა ეგ, ნუ მთლად ინტელი ვერ არის, განსაკუთებით latency-ში, მაგრამ ამ ეტაპზე, მითუმეტეს desktop და mobile სეგმენტებისთვის, სერვერბი სახვა ამბავია.

    თითონ ინსტრუქციის შემსრულებელ ნაწილს რაც შეეხება, amd დაუბურნდა შედარებით ტრადიციულ სქემას და იმედია, ჭკვიანები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზეს არ გავცდებით, ბრძენების კატეგორიაში რომ არ გადიან ეგ უკვე ამ ეტაპზე გასაგებია, შესაბამისად ამით, მარტო მაღალ სიხშირეზე ორიენტირებული და წარმოების ტექპროცეზე დამოკიდებული პროცესორების არქიტექტურას ბოლო მოეღება, იმედია უკვე დავწერე ? კი ? არაუშავს კიდევ დავწერ, იმედიამრავალ ნაკადიან წარმადობაც შესაბამისად ბევრად უკეთესი იქნება, წინამორბედთან შედარებითერთადერთი პრობლემა იქნება avx ინსტრუქციები, რომელებიც ამ მომენტისთვის არც არის პოპულარუი და ინტელიც რაღაც გაუგებარ თამაშ თამაშობს, ზოგ პროცესორში თიშავს, თან პოპულარიზაციას ცდილობს ამ ინტრუქციების.

     

    memory controller

    კაშის სისტემასთან ერთან zen- ახალი მეხსირების კონტროლერიც აქვს, რომელიც როგორც იცით უკვე ორ არხიანია, რომელსასც ზემოთ დადებულ ტესტების და არა მარტო მათი მიხედვით latency-ისთან ისევ პრობლემა აქვს, მაგრამ მაღალ ეფექტურობას აჩვენებს გამტარობაში.

     ბევრგან წავიკითხე კითხვა თუ რატო ორი და არა ოთხი, მათ შორის ამ ფორუმზე იკითხა მომხმარებელმ. პასუხი ერთი არ არის და ბევრი მიზეზი აქვს ამ გადწყვეტილებას, ასევე ბევრი სხვა არქიტექტურილი არჩევანი გამომდინაერობს მისგამ.

    არა ამ მიყოლებით და პრიორიტეტით მიზეზები შემდეგია:

    1)ერთი ბირთვის სტრატებია. amd- არ აქვს რესურსი, როგორც მატერიალირი ისე ინტელექტუალური, იმისთვის რომ ორი სხვადსხვა ბირთვი მოემზადებინა, სერვერებისთვის ცალკე და პერსონალური კომპიუტერების ბაზრისთვის ცალკე. ინტელის ყველა ოთხ არხიანი პროცესორი სერვერის სეგმენტიდან არის გადმოსული.

    2)დედაპლატა ფასი, დამატებითი არხებისთვის დამატებითი ხარჯია გასაწევი, ამ შემთხვევაში სერვერ და პერსონალურ ბაზარზე amd- უკეთესი ფასი ექნება.

    3)ადგილი ბირთვზე, თავის თავად ორჯერ მეტ ადგილს დაიკავებდა ოთხ არხიანი მეხსიერების კონტროლერი და შესაბამისი პინები. რაც საწარმოებლად უფრო ძვილი იქნებოდა, არადა ოთხი არხი მაღალი სეგმენტის გარდა არცერთ პროცესორს არ ექნება ჩართული, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ უბრალოდ არ დაჭირდებათ მეხსირების ამხელა გამტარუნარიანობა, თან ოთხი ცალცალკე ოპერატიული უნდა იყიდოს მომხმარებელმა, რაც სიტყვაზე 200$ პროცესორის მფლობელს სრულიად არ დააინტერესებს.

    4)ენერგო მოხმარება, როგორც არ უნდა ვატრიალოთ მეტი ენერგია მიაქვს ოთხ არხიან მეხსიერების კონტროლერს, ვიდრე ორიანსსულ რომ ორ არხს ხმარობდე ოთხიდან. performance per watt ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, amd- მხრიდან მისი უგულვებელყოფა შეცდომა იქნებოდა, ერთი ბირთვის სტრატეგიის შემთხევაში ხომ საერთოთ სისულელე.

     

    power consumption 

    zen-ის ენერგო მოხამრებაც გაუმჯობსებული უნდა იყოს, ამ პოსტის დაწერის დროისთვის ვერცერთი ტესტი ვერ ვნახე, მაგრამ ზემოთ ხსენებული მეხსირების კონტროლერის და avx ინსტრუქციების მხოლოდ 128ბიტით შესრულების გამო (128+128, 256ბიტიანი ინსტრუქციის შემთხევაში), სერიოზულად დაიზოგება ენერგია, ასევე amd- სენსროებით ამოტენა მთელი პროცესორი და გააუმჯობესა სიხშირის გრანულარუი კონტროლი, ბირთვების სიხშირის მატება/კლება. ეს ყველაფერი იმედს იძლევა რომ ბევრად უკეთესი ენერგო მოხამრება ექნება zen-.

    platform

    ნუ როგორც იცით, ინტელი ყველა ახალ თაობაზე ერთი ორი პინის მომატება გამოკლებით, ცვლის მთელ პლატფირმას, ნუ უმეტეს შმთხევაში მხოლოდ ფულის საშოვნელად, თან სოკეტის მიხედვით ორად არის გაყიფილი სეგმენტი. amd- ამ შემთხვევაში, პერსონალური კომპიუტერების სეგმენტშიექნება ერთი სოკეტი, პირველ ეტაპზე მხოლოდ პროცესორებისთვის, მეორე ეტაპზე კიდევ apu-ებისთვის. სერვერებზე, დესკტოპისგან განსხვავებული, მაგრამ იგივე ჩიპიზე ბაზირებული, ერთი საკეტი იქნბა,(ჯერჯერობით ეს ინფო დევს), ამაზე მოგვიანებით ქვემოთ. დადებით ნაწილთან ერთათ ამ ყველაფერს უარყოფითი ნაწილიც გააჩნია, კონკრეტულად კი დესკტოპ პლატფორმას საკმარისი რაოდენობით pci-e- არხები არ ექნება, sli/crossfire კონფიგურაციის მაქსიმალირი გამტარუნარიანობისთვის, 8+8 pci-e 3.0 არის მაქსიმუმი, სუპერ ენთუზიასტებს, სხვა მიმართულებით მოუწევთ გახედვა. მაგრამ საერთო ჯამში პლატფორმა მრავალ ფუნქციური, მრავალ სეგმენტიანი და იაფი უნდა გამოვიდეს.

     

    modular architecure

    ნუ ეს ნაწილი მარტო zen- არ ეხება, საერთო amd- სტრატეგიაა მოდულურობა. ეს სტრატეგია დაინერგა არსებული კონსოლების შექმნის დროს და ეხლა კიდევ უფრო გამუჯობესდა. ამ სტრატეგიის თანახმათ, ყველაფერი რასაც amd შექმნის, უნდა იყოს მარტივად დასაშლელი და ასაწყობი, ლეგოს კონსტრუქტორივით. zen-ის შმთხევაში ჩვენ მარტივად და მინუმალური დანახარჯებით, შიძება ვიხილოთ, პროცესორი 4/8 კონფიგურაციით (ისეთი არა ეხლა რომ აპირებენ 8/16 რომ ჩამოჭრიან უვარგისებს და ისე გაყიდიან), 4/8+gpu, 8/16+gpu, ამ შემთხვევაშითუ ენერგო მოხამრება მოგვცემს საშუალებას, რისთვისაც შეგვიძლია მაგალითად, L3 კაში ამოვიღოთ მოდულიდან, ასევე 8/16+8/16 და 8/16+8/16+8/16+8/16. ასევე კლიენტის მოთხვნით შეიძლება ბევრად უფრო წვრილი დეტალების შეცვლა, sony და microsoft-ის შემთხევაში როგორც მოხდა.

     

    server

    მივაღწიეთ სერვერბამდე, სადაც ძალიან ბევრი ზემოთ დაწერილი ერთათ იყრის თავს. მაგალითათზემოთ დაწერილი 8/16+8/16+8/16+8/16, ცოტა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ ეს რეალური ჩიპია რომელიც ბაზარზე გამოვა. zen-ის პროცესორს მოყვება ორი სპეციალური არხი, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვა პროცესორებითან(და არა მარტო მათთან) პირდაპირი დაკავშირება, ამ არხებს რამდენჯერმე შეეცვალა სახელი, ბოლოს რაც მახოვს gmi link- ერქვა და იყენებს infinity fabric ტექნოლოგიას (პროტოკოლს) კომუნიკციისთვის. აქვეა მეხირების კონტროლერის არჩევანიც, ოთხი ერთმანეთზე გადაბმული zen-ის ჩიპი უზრუნველყოფს 8 მეხირების არხს, რაც კონკურენტზე მეტია, თანაც დედაპლატის კომპკექსურობას და ფასს კატასტროფულად არ ზდის როგორც 16 არხის შეთხევაში იქნებოდა. იგივე შიეძლება ითქვას pci-e-ზეც, დესკტოპ პლატფორმისთვის დაშვებული კომპრომისი აქ დადებითან ფაქტად გვევილენება, ყველანერი დამატებითი ჩიპის და დედაფის სირთულის გაზრდის გარეშე, საკმარისზე მეტი pci-e ხაზია.

     

     

    მემგონი ყველა მნიშვნელოვან დეტალს შევეხე, ზედაპირულად მაინც. კიდევ ბევრის წერა შეიძილება, მაგრამ ჩემზე კარგად ამას რევიუერები დაწერენ. მე $#^#(|ადე უფრო დიდი სურათითვის მიმექცია ყურადღება პატარა დელატების გამოყენებით, იმედია ესე უფრო კარგად ჩანს, ის თუ სად მიდის კომპანია, რა გეგმები და იდეების აქვს და იმედია რაღაც გამოუვათ, თორე პერსონალური კომპიუტერი მალე ან გაქრება ან ფუფნების საგნად ჩაითვლებაეხლა ის რასაც რევიუერები არ დაწერენ amd-ს აქვს უზარმაზარი ვალები ჩასაბარებელი 2018 წელს, ბევრად მეტი ფული ჭირდება ვიდრე ეხლა ბანკებში აქვს ან ვიდრე ვინმე ვალს მისცემს კიდე, ასევე აღარ გამოვა შენობების გაყიდვა და მერე იგივეს ქირაობა, საწარმოების გაყიდვა, ან ცალკე კომპანიად გადაკეთება და კონტრაქტორად აყვანა, amd-ს ჭირდება ფული. ასერომ თუ არ მოგწონთ amd, zen-ი, vega თუ რაც არ უნდა იყოს, რასაც ეს კომპანია აწარმოებს, amd-ს გაქრობის მერე გახარება მოკლევადიანი იქნება, ფასები მოიმატებს, პროგრესი შეჩერდება.

     

    ზილინებისა, time to sleep.

     

     

    • Upvote 3
  14. ბიძაშვილის ჩამოუვიდა oculus-ი და touch controller-ები. კარგად გავერთეთ, გარკვეული მინუსები აქვს, მაგრამ საერთო ჯამში პოტენციალი აქვს.

     

    თუ რამე კითხვები გაქვთ მკითხეთ.

  15. 15 minutes ago, david_888 said:

    მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რო თავისუფლად შესაზლებელია 3.4-მა აჯობოს 4.4, თუმცა ამას პრაქტიკა გვაჩვენებს

    თეორიაში რათქმაუნდა, ჩვენ კონკრეტულ შემთხევაში კი, თუ ბირთვების რაოდენობა ერთია, არა.

    1 minute ago, david_888 said:

    კაი ინტელი მაგარია :)

    ყველაზე დიდი ამდს ქომაგს ეუბნები ეხლა შენ მაგას :) 

  16. 6 minutes ago, david_888 said:

    ეს უკვე ის დროა რო დაეხა ამდ-ს, პენტიუმები პერიოდზე ვიძახი მე

    და სულერთ არ არის რა პერიოდია, მუშაობის პირინციპი ერთ და იგივეა, ძლიერ ბირთვს ჭირდება ნაკლები სიხშირე კონკურენტ უნარიანი რომ იყოს, კაი მაგ პერიოდში ნახე მობილური პროცესორები რა აქიტექტურაზე, რა სიშხირეზე იყვნენ და რა სამუშაოს აკეთებდენ მაგ სიხშირით.

  17. 8 hours ago, lasha1616 said:

    არ მეგონა სტრიმინგს თუ ამხელა რესურსი მიჰქონდა...

    ნუ ფაქტიურად ვიდეოს კონვერტაციაა

     

    4 hours ago, david_888 said:

    მაღალი სიხშირე ინტელის პოზიციაა, გავიხსენოთ ის დრო როცა ამდ კონკურენტუნარიანი იყო, ინტელი სიხშირით ეჯიბრებოდა ამდ კი ტექნოლოგიებით, 2.5-ის მქონე ამსდ-სა პროცები 3.8-ის მქონე პენტიუმებს სჯობნიდა ასე რომ მხოლოდ მაგით ნუ ვიმსჯელებთ

    მაღალი სიხშირე ინტელის პოზიცია არ არის, 8370 ? არაფერს ვამბობთ 9590-ზე.

    კარგად მახსოვს ისტორია :) მაშინ არიც ის ინტელის მობიულრი პროცესორები დავივიწყოთ რომელიც მაგ ამდს დესკტოპს ჯობდა და არც 1.86-იანი core2duo, რომელიც 2.4 - 2.6 ამდს ჯობდა.

     

    მოხოლოდ მაგით არ ვმსჯელობ, ზემოთ შენ მიერ და შემდეგ ჩემ მიერ მოყვანილ მაგალითებში, ძლიერ, მაღალი გამტარ უნდარიოანობის ბირთვს ნაკლები სიხშრე ჭირდება. ჩვენ შემთხვევაშიც ამოცანის ერთ ნაწილი ცნობილია, ბირთვის სიმძლარე დაახლოებით broadwell-ია, ანუ skylake და kabelake-ს რომ კონკურენიცა გაუწიოს სჭირდება სიხშირე.

     

  18. დონე როგორც ყოველთვის სალოებია რა ან ლიმონათის ცეხი. ამ კატასტროფის მერე PR დეპარტამენს ერთი წელი დამლაგებლებად ვამუშავებდი, უხელფასოთ, საყელურით ყელზე და მერე დავყრიდი ყველას.

    მთელ AMD-ში ერთ Vega, მოიძებნა მარტო ? TITAN X-ებზე რომ არ ეჩვენებინათ დემო. star war-სზე ხო კინაღამ გული არმერია.

    2cxtfcx.jpg

     

    კაი ეხლა კარგზე, 

     

    +/- broadwell IPC, რაც გვაჩვენეს, დარწმუნებული ვარ საუკეთესო არჩეული ბენჩებია, მაგრამ საწუწუნო არაფერია, ბულდოზერის მერე.

    რასაც ვუყურებ 6900-ს ადარებენ, არადა რეალურად ბაზარზე მთავარი კონკურენტი 6700-ი იქნება, gameing-ისთვის განსაკუთრებით.

    სიხშირეებია მთავარი და OC headroom-ი რა ექნება. 3.4 არ არის საკმარისი მეტია საჭირო, 4-ამდე ბუსტით მინიმუმ 2 ბირთვზე, რაც მეტი მით უკეთესი, საბაზისოც და ბუსტიც.

     

    კაი ეხლა ეს PR სლაიდები გდაყარეთ ნაგავში, ეს Ai net თუ რა სისულელე დაარქვეს, არის უბრალოდ უკეთესი prefetch-ი, რომელიც აიღეს bobcat-იდან და გააუმჯობესეს, bobcat-ის prefetch-ი bullodozer-საც ჯობდა, სულ რომ copy+past გაეკეთებინად უკვე კარგი იქნებოდა.

    ტურბოს უბრალოდ სენსორები დაუმატეს, ტემპერატურა და ენერგომოხმარება, ნუ და ბიჯი შეამცირეს, სახურავი მოხსნეს რაგაც დონით.

     

    კიდე რაო რა გვინდაო, მოკლედ ნაგავში PR სლაიდები.

     

    ეხლა კარგი რაც ქნეს და არავინ არ ამბობს, cache-ი :) ყველადონის, მუშაობის პრინციპიც და ტიპიც. 

    ბირთვის მოდულურობა, ისევ bobcat-ის ნავაროტი, ამ ბირთვს აიღებენ და ძალიან მარტივად ჩასვავენ კლინეტის მოთხოვნით და სპეციფიკაციით რამე SOC-ში ან custom APU-ში, xbox და ps4-ის ვარიანტი წარმოიდგინეთ, ან რამე სპეციალიზირებული აპარატურა.

     

    29 minutes ago, lasha1616 said:

    იმ დოტაში ვერ მივხვდი კარგად რაზე საუბრობდნენ, თუ არ ვცდები i7 6700-ს ადარებდნენ დარაზგონებულს და მაინც ჭედავდა... 

    4.5ზე იყო დარაზგონებული 6700. თამაში +სტრიმინგი, 6700 უბრალოდ ბირთვები არ ეყო, dota 2 კარგად იყენებს ბირთვებს.

  19. Wall of text warning!! :) 

    ნუ თორიაში  GloFo გამოეყო და amd დიდი წილს ფლობდა, ფულიც მიიღო, ვალების გასასტუმრებლად, ასევე პრიორიტეტული კლიენტი იყო, მაგრამ amd-ს კონტრაქტში გაწერილი ქონდა ძალიან წამგებიანი პუნქტი,  GloF-ს წარმოების სიმძლავრის გარკვეული ნაწილი აუცილებდად უნდა შეესყიდა, გამოიყენებდა ამ სიმძლავრეს თუ არა ეს სულერთი იყო, ფული მაგიდაზე. amd-ს ფული უჭირდა შესაბამისად    GloFo -ს წილის გადაცემით უხდიდა, კი აწარმოებდა დამატებით სიმძლავრეებზე, llano-ს და მომდევნო apu-ებს, მამგრამ ვერ ყიდდა, ბოლოს მოუწია 100მილიონის ჩამოწერა იმიტომ რომ საწყოვებში პროდუქცია უბრალოდ "ულპებოდა", ამასთან ერთათ  GloFo -ს წილს კარგავდა, გადაწყვეტილება იყო მიღებული GPU-ები ეწარმოებითანთ,  GloFo-ში, სადღაც 3 წლის წინ მოხდა ეს. მაგრამ 20nm ტქპროცესი გმირულად დაიღუპა ლაბორატორიაში, შესაბამისად 14-ზე გადაწყდა წარმოების დაწყება, მაგრამ არქც აქ არის კარგად საქმე, ფაქტი სახეზეა. ერთ პატრარა გრაფას მიაქციეთ ყურადღება gpu-z-ში,Revision, ხშირად ის ცარიელა ან იგნორირებული, ყველა სიხშირეებს, ბირთვების რაოდენობას, გამტარუნარიანობას უყურებს, 480-ს უწერია C7-ი, ეს ნიშნავს რომ სამი მეტალის შრე და შვიდი სილიკონის, ცვლიება მოხდა სანამ იმ ვარინატს მივიღებდით რაც ეხლა ბაზარზე გამოდის, 1080-ს A1 ;) თუ მეხსიერება არ მღალატობს ამაზე მეტი მხოლოდ Fiji(fury)-ს ქონდა, მაგრამ იქ ეს ეგზოტიკური ტექნოლოგიების მასიურ წარმოებაში დანერგვის გამო იყო, ჩიპის ზომა და ტრანზისტორების რაოდენობაც შეადართ ამ ორს შორის და მიხვდებით, რომ GloFo-ს 14nm-ი ძალიან ცუდ დრეშია, amd ჩვეულებრივ ასწრებს ხოლმე nvidia-ს ტექპორცესის ათვისებაში, ბევრი მაგალითია ამისი, იგივე ქარხანაში მასიური წამორების დაწყებასაც თავისთავად ასწრებს ხოლმე, ეხლაც ეგრე მიდიოდა საქმე, მუშა ჩიპები ჯერ კიდე შემოდგომაზე დაბრუნდა ქარხნიდა, მოგვიანებით დემოსტრაციაც იყო, მაგრამ ერთია, რამდენიმე ჩიპი და მეორეა მასიური წარმოება, რაშიც GloFo ისტორიულად მოიკოჭლებდა, ჯერ კიდე amd-ს ნაწილი, რომ იყო იმ დროიდან, ამის მრავალი მაგალითი არსებობს.

    • Upvote 2
  20. 10 hours ago, George said:

    მე კი მგონია რომ ამჯერათ ამდ რაღაც ნამეტარი გაუჭირდა 16 ნანომეტრზე გადაბარგება, ჯერ ჰაი ენდ კარტები არსად ჩანს როცა უკვე ნვიდიამ გამოუშვა 1070-1080, ეხლა 480 ქონდათ დიდი იმედები, შეხედა ნვიდიამ რისი თავიც ქონდა და უცბათ 1060 დაანონსა, 3/6გბ ვერსიები იქნებაო ვითომ 192 ბიტიანი, მეეჭვება 250$-ზე მეტი დაადონ 3გბ ვერსიას, მე მაინც მიმაჩნია რომ ორივე კარტა იდეალური იქნება 1080P და 2K უკვე სუსტი იქნება ბევრ ახალ თამასში სეტინგების დაწევის გარეშე, მომავლისთვის კი კიდე უფრო გაუჭირდება

    გითხრა რა მოხდა ? ;) no word: GloFo . :))

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.