Jump to content

LeItO !

წევრი
  • Posts

    4
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

LeItO ! last won the day on January 29 2011

LeItO ! had the most liked content!

LeItO !'s Achievements

Newbie

Newbie (1/14)

13

Reputation

  1. თხევადი ჟანგბადით შატლებს უშვებენ ეგ რო გამოიყენო ოვერქლოქინგისთვის ხო შენც გაფრინდები კოსმოსში ეგრევე :DDDD
  2. კომპანია ASUSTeK Computer-ის პრესსამსახურმა განაცხადა ორი ახალი ვიდეო დაფის კონკრეტულად ASUS ENGTX570 DCII/2DIS/1280MD5 და ASUS ENGTX580 DCII/2DIS/1536MD5-ის გამოშვების შესახებ. ორივე მოდელი აღსანიშნავია იმით რომ, დამზადებულნი არიან ASUS-ის ორიგინალური ინოვაციური ტექნოლოგიების Super Alloy Power da DirectCU II-ის გამოყენებით. პირველი ტექნოლოგიის "მომსახურებაში" შედის ASUS Super Hybrid Engine-კონტროლერი, რომელიც უზრუნველყოფოს წამადობის 15%-ან ზრდას, ასევე ისეთი მაღალხარისხოვანი კომპონენტები როგორიცაა Super Alloy Chokes, Super Alloy Capacitors და Super Alloy MOS მათი მეშვეობით ვიდეო ადაპტერის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზრდება 2.5-ჯერ და გამოყოფილი სითბოს რაოდენობა მუშაობის დროს შემცირდება 35C-გრადუსით. DirectCU II ტექნოლოგიაზე დაფუძნებულია "სამსართულიანი" ორიგინალური კონსტრუქციის მქონე ქულერი, რომლის სპილენძის სითბური მილები პირდაპირ კონტაქტში იმყოფება ვიდეოჩიპთან და ალუმინს რადიატორთან. სითბოს მოშორებაზე კი ორი უხმაურო ვენტილატორი ზრუნავს. შემქმნელების განცხადებით გაგრილების ასეთი სისტემა NVIDIA-ას ეტალონურ ვიდეო დაფებთან შედარბით, ტემპერატურას დამატებით 20 გრადუსით შეამცირებს. ყურადღებას იქცევს ისიც რომ ახალი მოდელების სიხშირეები ქარხნული "რაზგონის" შემდეგ GTX 580 -სთვის შეადგენს 782/4008მჰც-ს ხოლო GTX 570-თვის 742/3800-მჰც-ს ბირთვი/მეხსიერბა შესაბამისად. უკანა პანელზე განთავსებულია ორი DVI და ერთი HDMI პორტი, ასევე DisplayPort. ახალ პროდუქტებში წარმატებითაა რეალიზებული ტექნოლოგია Voltage Tweak, უტილიტ ASUS SmartDoctor-ის საშუალებით შესაძლებელია GPU-ს კვების ძაბვის გაზრდა, შესაბამისად ოვერქლოქერული პოტენციალის ზრდაც. ASUS ENGTX570 DCII/2DIS/1280MD5-ს ღირებულება იქნება 375ევრო, ხოლო ENGTX580 DCII/2DIS/1536MD5-ის 500 ევრო.
  3. GIGABYTE Technology -ის ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა Intel B65 Express ჩიპსეტზე დამზაზდებული დებიუტანტი დედა დაფის GIGABYTE GA-P65A-UD3 აღწერა. მოდელი დამზადებულია ATX ფორმფაქტორზე და გამოყენებულია Ultra Durable 3 კონცეფცია. იგი აღჭურვილია ორი სხვადასხვა ზომის რადიატორით და გათვლილია Intel Sandy Bridge LGA1155 სოკეტის პროცესორებზე. კვების სისტემა წარმოდგენილია Intersil-ის PWM-კონტროლერთან ერთად, რომელსაც აქვს VRD 12 (Processor Power Delivery Design Guidelines)-ის მხარდაჭერა , ეს ტექნოლოგია დამტკიცებულია Intel-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ ახალ მოდელს აქვს DualBIOS-ის ფუნქცია ( BIOS-ის დაცვა ორი მიკროსქმის გამოყენების საშუალებით), ასევე აღჭურვილია GIGABYTE On/Off Charge Technology-ით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია iPhone, iPad ან iPod touch-ის ელემენტების სწრაფი დატენვა USB-ის საშუალებით, იმ შემთხვევშიც კი როცა კომპიუტერი გათიშულია. მოდელი GA-P65A-UD3 ასევე კომპლექტირებულია ისეთი ოვერქლოქერული ინსტრუმენტებით როგორიცაა: Cloud OC და Hotkey OC,ასევე ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიით AutoGreen Technology და Dynamic Energy Saver 2. ტექნიკური მახასიათებლების ჩამონათვალი: ოთხი 240-კონტაქტური DIMM-სლოტი 32GB-მდე ორარხიანი DDR3 1333/1066/800 მჰც. ოპერატიული მეხსიერების განთავსებისთვის. აუდიოკოდეკი, რომელიც უზრუნველყოფს, 7.1-არხიან HD Audio ხმას; ერთგიგაბიტიანი Ethernet-კონტროლერი; ორი PCI Express x16 სლოტი AMD CrossFireX-ის მხარდაჭრით, წყვილი PCI Express x1 და სამი PCI სლოტი; SATA II-ის 5 პორტი და ერთი SATA III-ის პორტი; უკანა პანელზე განთავსებულია PS/2-ის ორი პორტი, S/PDIF-გამომყვანი, ექვსი პორტი USB 2.0, ორი USB 3.0, კონექტორი RJ-45 და ექვსი სტანდარტული აუდიოკონექტორი. ფასი და წარმოებაში ჩაშვების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.
  4. AMD-ს ფლაგმანის Dual-GPU ვიდეოდაფის Radeon HD 6990-ის ( Antilles) ოფიციალური პრემიერა როგორც ცნობილია, ამაწლის თებერვლის თვის მეორე ნახევარში გაიმართება. 26 იანვარს ღონისძიებაზე " AMD Asia Pacific Fusion Tech Day", Shangri-La Hotel-ის სინგაპურის ფილიალში, AMD-ს კორპორატიულმა ვიცეპრეზიდენტმა და ამასთანავე გრაფიკული ქვეგანყოფილების( Advanced Micro Devices (AMD)) ხელმძღვანელმა Matt Skynner-მა, იქ მყოფ ჟურნალისტებს წარუდგინა მომავალი ფლაგმანის ნიმუში. ინფორმაციის თანახმად ახალი პროდუქტი შთამბეჭდავი სიგრძის შავ ბეჭდურ მიკროსქემაზეა დამზადებული, აქვს PCI Express 2.1 x16-ინტერფეისი, აღჭურვილია წყვილი 40ნმ -ანი Cayman XT-ჩიპით და 3072 ნაკადური პროცესორით. რაც შეეხება GDDR5 მეხსიერებას იგი წარმოდგენილია 256-bit ინტეფეისითა და 4GB-ით. გამოყოფილი სითბოს მოშორებაზე პასუხს აგებს ორსლოტიანი ქულერი ერთი ვენტილატორით. HD6990-ის კვებას უზრუნველყოფს ერთი 8-pin და ერთი 6-pin-ანი კონექტორი. უკანა პანელზე განთავსებულია ერთი DVI -პორტი და Mini DisplayPort-ის კვარტეტი. ვიდეო ადაპტერი თავსებადია DirectX 11 და Shader Model 5.0,-თან აღჭურვილია მე-3 თაობის UVD 3 ვიდეოპროცესორით, გააჩნია AMD PowerTune Technology და AMD Eyefinity Multi-display Technology-ის მხარდაჭერა, ასევე შესაძლებელია მისი 2-Way CrossFireX რეჟმში ჩართვა. AMD Radeon HD 6990-ის ფასი სავარაუდოდ 500$-ს გადააჭარბებს.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.