გამარჯობა, მოკლედ ასეთი სიტუაციაა. მაგთიმ დამიყენა ადრე TOTOLINK-ის როუტერი N302R Plus. ამ ბოლო დროს დამტანჯა, ძალიან ცუდად მუშაობს და მინდა შევცვალო. Mikrotik-ის HAP AC Lite-ით. თან IPTVც მაქვს და როგორც ვიცი ერთი ვარიანტია რომ გავბრიჯო ეს მაგთის როუტერი და გაბრიჯვის დროს IPTV იმუშავებს მაგთის როუტერიდან ისევ ჩვეულებრივად? თუ მიკროტიკიდან უნდა ვამუშაო? და თუ არის საერთოდ შესაძლებელი რომ მაგთის როუტერი საერთოდ აღარ მედგას და მარტო Mikrotik გამოვიყენო? იძლევა მაგთი მაგის შესაძლებლობას? ამ N302R Plus-საც მემგონი არ აქვს გაბრიჯვის საშუალება, ვერ ვიპოვე სეთინგებში ვერსაც. ვინმეს ხომ არ გიცდიათ მსგავსი რამ ამ როუტერზე? პირდაპირ მაგთის როუტერის LAN პორტზე რომ შევაერთო მიკროტიკის როუტერი იმუშავებს ეგრე?