გამარჯობა.
როგორ ხართ, ბიჭებო? დიდი ხანია აღარ დამიპოსტავს, ძველი უზერის პაროლიც კი დამავიწყდა (eXtreme-Hunter ვარ) და ეს აღმიდგინა ვანომ.
მოკლედ, ესეთი პრობლემა მაქვს - რაღაც ვირუსი აქვს აკიდებული კომპს. როგორც კი ბრაუზერს ჩავრთავ (მხოლოდ ჩართვაც კი საკმარისია, ვებ-გვერდზე შესვლის გარეშეც), ვიდეო კარტა (MSI 3060ti) იტვირთება ისევე, როგორც თამაშებში (ამ წუთას 77 გრადუსზეა). msi afterburners ვხმარობ და გრადუსებთან ერთად სიხშირეებიც მაქსიმალურადაა დატვირთული. თამაშებში (თამაშსაც გააჩნია...) ნორმალურად მუშაობს - ზოგზე 55 გრადუსია, ზოგზეც ადის 75-ზე, გააჩნია გრაფიკას.
აშკარად, რაღაც მაინინგ ვირუსია და, რა ვუშველო ვინდოუსის გადაყენების გარეშე? რამე კარგი ანტივირუსი არაფერი იცით, რომ ესეთ ვირუსებს პოულობდეს? დამეხმარეთ რა, დამტანჯა.
წინასწარ, დიდი მადლობა დახმარებისთვის.