Jump to content

Dreamliner

წევრი
  • Posts

    89
  • Joined

Everything posted by Dreamliner

  1. ჩემთანაც ძველი აყენია 2017 წლის. ისე დრაივერი მაგარი ბოზანდარა რაღაცაა. შეიძლება კოდში ერთი სიტყვა იყოს შესაცვლელი ან ჩასამატებელი რამე, მარა რო დაიკიდებენ აღარავის აინტერესებს მერე ყველა გატესტე მწარმოებლის საიტზე თუ დევს ძველი ვერსიები, ან დრაივერ პაკის ბაზაში იქნება device id-ით მონახავ. შეიძლება სიგნაჩაზე აწკმუტუნდეს მარა მოევლება მაგას. 11-ის მომდევნო ვინდოუსი ალბათ გილიოტინა იქნება ძველი კომპებისთვის, ვეღარაფერს აუვლიან გვერდს, აღარ დაყენდება და მორჩა.
  2. ანტივირუსი ხო არ აზის კრუხივით რაღაც პატარა ფაილს? რამე უცნაურ სისტემ ქლინერი ხო არ გამოიყენე ბოლოს?
  3. ფიზიკური დაზიანება ხომ არ აქვს კაბელს, შტეკერს, პორტებს? safe mode ხომ არ გიცდია? ethernet driver მოშალე და სხვა ვერსია დააყენე, თუნდაც წინა რომელიმე. ისე, bios განახლებული გაქვს? event viewer აჩვენებს რამე კრიტიკულს?
  4. კარგი იქნება თუ დააყენებ მარა ახლა თუ არაფერს უჩივი შეგიძლია დაიკიდო. ბლომად რაღაცეები კი დაიფიქსაო ამბობენ.
  5. რაც სქრინზეა პრაქტიკაში ხომ ზღაპარია ეგ?! რამი უკიდურესი მინიმუმი 4გბ გინდა, სასურველია 8. 16 იქნება "კამფეტივით". სსდ მინიმუმ 120გბ. (64 გადაივსება და რა აზრი აქვს). ჰდდ-ის არსებობა უნდა დაივიწყო საერთოდ. ან ცალკე ჩათხარო ფაილებისთვის. პროცესორი ალბათ მერვე თაობა მინიმუმ??? ნერვებზე რო არ აგთხაროს
  6. ადრე ინტერესის გამო დავაყენე ანდროიდ 9 დუალ ბუთზე ვინდოუსთან. თაჩ სქრინზე კაი იქნება მარა მაუსით რთული მოსახმარია
  7. embedded industry-მ იცის ხოლმე ეგრე. მეც ვერ ვიხეირე მაგ ვერსიისგან. ინტელის ვიდეოკარტის დრაივერთან ჰქონდა რაღაც ხიპიში. არადა ის ნოუთბუკი რომ ვიყიდე 8.1 პრო მოყვა თავიდანვე და 2 წელზე მეტი გადაუყენებლად იმუშავა.
  8. ლინუქსი ვითარდება და იხვეწება ოღონდ კუს ნაბიჯებით. ენთუზიასტების და "მოცლილი" დეველოპერების ხარჯზე. ბევრი უგზავნის დონატებს მარა ზღვაში წვეთია ეგ. სერიოზული მაყუთი რომ ჩადონ ვიღაცეებმა კი ეშველება რამე. 600-ზე მეტი ლინუქსის დისტრიბუტივი არსებობს მარა იქედან ალბათ ექვსია ნორმალურად მოხოდილი (ციფრებზე ნუ გამომეკიდებით :D ) i-ვაშლი კიდე ძვირია თორე ვიქონიებდი სიამოვნებით. ვისაც აქვს ვინდოუსი დასანახად ეზარება :-D
  9. მთლად ეგეთი დემონი და ტარტაროზიც არაა, რაღაცეებს თუ მიჯირყვნი დაყენებისთანავე მერე იშვიათად შეგაწუხებს რამე წვრილმანი. იდეალური არაფერია სამყაროში და software მით უმეტეს თანაც ეს ვინდოუსები მუქთად გვაქ რა ხანია და იმედია კიდევ დიდხანს იქნება.
  10. მაგათი ფანტაზიორი დედები . . . რიგითი იუზერი ხო ვერ ერკვევა ეგეთ წვრილმანებში და თუნდაც ერთ თვეში იმდენი ნეხვი გროვდება სისტემაში რომ ნებისმიერ კომპს დაამუხრუჭებს რაღაც დონეზე.
  11. უცნაურია მაგრამ ვინდოუს 7 დღემდე იღებს აფდეითებს. ალბათ ენტერპრაზ სასტავისთვის. generation2-ის ბილდები დევს პირატბეიზე, ინტეგრირებული განახლებებით.
  12. ჰო ეგ თავისთავად. ისე სამსუნგს არ აქვს ოფიციალური სთორი ჩვენთან ხომ პეკინზე იყო თუ სხვა კომპანიაში მეშლება...
  13. ჰდდ-ზე ანულებენ ხოლმე რაღაცნაირად და ეგეთი მამაძაღლობა ხდება სსდ-ზეც? 500 არ მინდა, ქლაუდზე ვინახავ თითქმის ყველაფერს, ალბათ ნახევარსაც ვერ ავითვისებ :დ ძველი ნოუტბუკის გამოცოცხლებას ვჩალიჩობ, ბატარეა შევცვალე. რამი დავუმატე. სსდ დარჩა და ეგაა
  14. იმ მაღაზიასაც გავუვლი რომ მოვიცლი. არ მეჩქარება მარა გამოწერილის ლოდინიც მეზარება, ჩვენი გადამზიდავები უბერავენ ხოლმე ამ ბოლოს
  15. ხო, ცოტა მეტი ღირს ულტრას აქვს. მაიმარკეტი არ გამხსენებია. ისე კერძო პირისგან ყიდვა არ მინდა. ეს აქვს ზუმერს ფასდაკლებით https://www.westerndigital.com/products/internal-drives/sandisk-ssd-plus-sata-iii-ssd#SDSSDA-240G-G26 ადატას ფლეშკები ბანძია ხოლმე და ალბათ სსდ-ებიც ეგეთი აქვთ. რაღაცა ჩინურებია კიდევ...
  16. ხალხნო, 150 ეროვნულ გელად რა ავიღო? ჩვენს მაღაზიებს ძირითადად კინგსტონები, ბიოსტარი და პატრიოტები აქვთ. თავგზა ამებნა იმდენი სერია და ქვებრენდია, მარკეტინგული აბდაუბდა. სამსუნგი 870 ევო ვარგა რამედ? ამაზონზე არი 40 დოლარად. სატა 3 მინდა, 2.5 დიუმიანი, 240-256გბიანი. რიდ/ვრაითი გავიგე და კიდევ რას მივაქციო ყურადღება?
  17. ჯობია 2023 წლის ბილდს და(ვ)ელოდო(თ)
  18. მოყვება ბარეორს. ინდუსები ბჟუტურებენ ძირითადად
  19. ხომ შეიძლება მოკლე, მარტივი იუზერ გაიდი რომ ააწყონ ამ კეთილმო...ულებმა და ჩატენონ სადმე. პატარა ვიზუალური მასალით + ლინკები, გადახვალ და გაერკვევი დეტალებში. ყველა დისტრიბუტივი თავისებურია, ვინდოუსიდან (ან ვაშლ ოსიდან) გადმოსულ ადამიანს ხო არ დაესიზმრება როგორ მოიხმაროს ახალი სისტემა
  20. yay -S woeusb software manager დააყენე და დაისვენებ. https://itsfoss.com/install-pamac-arch-linux/
  21. https://wiki.archlinux.org/title/USB_flash_installation_medium
  22. @Kobe McLaren https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=6260997 https://nnmclub.to/forum/viewtopic.php?t=1577974 მოდერ, ამის დადება კანონდარღვევაში მეთვლება? კრეკი, შრეკი, მსგავსი არაფერი მოყვება, ორიგინალი იმიჯებია სხვა რა, რაღაც პრიმიტიული ალტერნატივები აქვს ბევრ პროგრამას მარა ისე გამოდის - ყვავს რა ჰქონდაო... ისე ეგ ბენჩმარკები ცოტა უცნაური თემაა
  23. clear linux ვის რა ჯანდაბად უნდა, სულაც რომ მეხზე სწრაფი იყოს. ქვეყანაში 10 კომპსაც ვერ იპოვი ეგ რო ეყენოს
  24. დავიწყე გადმოწერა და მივატოვე. მაგთი ასტრალშია გასული.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.