Jump to content

ditendra08

წევრი
  • Posts

    77
  • Joined

  • Days Won

    2

Everything posted by ditendra08

  1. უცნაურია ბოტები არ უნდა იყვნენ. მეც მარტო Conquest-ში შევდივარ და რეალური ხალხით არის ხოლმე სავსე სულ. პირდაპირ Conquest-ს დააჭირე ხოლმე, თამაში ავტომატურად ჩაგაგდებს იქ სადაც უკეთესი პინგია და ბევრი ხალხია.
  2. ესეიგი ბორბალი კარგი აქვს და ჩუმი ხო, რაც მთავარია? როგორც ჩანს მართლა კარგი გამოუვიდათ ეგ მაუსი და თან დიზაინი რომ იგივე აქვს ზუსტად ეგ დიდ როლს თამაშობს ჩემთვის, არ მაქვს წინასწარი შიში რომ შეიძლება ხელში ვერ დაჯდეს კარგად. მოკლედ მაგას გამოვიწერ ნოემბრის დასაწყისში. მადლობა ფიდბექისთვის.
  3. მემგონი მეც მაგ მაუსს ვიყიდი ამ დღეებში მიუხედავად ჩემი ცუდი გემოცდილების რეიზერთან. ისე ეგ ლუფტი რაც ვიდეოში აჩვენე, ჩემ 502-საც აქვს, მარა მე ძველი მოდელი მაქვს Proteus Spectrum. მაუსის ყიდვა იმიტომ გადავწვიტე რომ ჩემ მაუსს გაუჩნდა ჭრიჭინის ხმა რაც საკმაოდ შემაწუხებელია სიჩუმეში. აი ვიდეო გადავიღე და კარგად ჩანს რა ხმაზეც ვამბობ. ისე კაი ხანია რაც მაქვს ეს მაუსი, მინიმუმ 5 წელი იქნება. ალბათ დეგრადირება განიცადა. არ ვიცი. რა მომეწონა ამ მაუსში: დიზაინი - იდეალურად ჯდება ჩემს ხელში და არ მინდა სხვანაირი დიზანის მაუსი ამის შემდეგ. სოფტი - საკმაოდ კარგი სოფტი აქვს სადაც შეგიძლია დააკონფიგურირო შენს გემოზე ღილაკები და მაკროები... სიმძიმე - მომწონს მძიმე მაუსები და დამატებითი სიმძიმეების ჩადების გარეშეც საკმაოდ მძიმეა. რა არ მომეწონა ამ მაუსში: პირველ რიგში ბორბალი - ძალიან ხმაურიანია ნორმალურ რეჟიმში და infinite რეჟიმში კიდევ ძალიან სენსიტიურია და არ ვხმარობ საერთოდ. ლუფტი და ეხლა როგორც ჩანს ჭრიჭინის ხმაც დაეწყო მარა წლები გავიდა სანამ ეგ დაეწყო. შენი პოსტის შემდეგ აშკარად განვიხილავ რეიზერის ბასილისკს. ეხლა ვიდეოც ვნახე სადაც G502 Hero-ს ადარებენ და როგორც ჩანს Razer ჯობია და გაუმჯობესებული ვერსია ჩანს G502-ის. განსაკუთრებით ბორბალი ნორმალური უჩანს. უბრალოდ $10-ით ძვირია, მარა მაუსი ისეთი რამეა არ ღირს ეკონომიის გაკეთება მასზე. Hero არ მაქვს, ალბათ უკეთესი უნდა იყოს ჩემზე, მარა რავიცი, ეგ ბასილისკი კარგი ჩანს. დიდი ალბათობით მაგას ვიყიდი. რაც მთავარია დიზაინი იგივე აქვს.
  4. არაფრის. კომპანიასაც ვერ დაარქმევ. უბრალოდ რუკებს ირჩევ და იქ ასრულებ მისიებს რომლებიც ყველა ერთნაირია. მეც ოხრად მაქვს HDD-ები. ერთი ცალი 2ტბ-იანი სადაც თამაშები მეწერა, ასევე მუსიკალური კოლექცია, მეორე 4ტბ-იანი სადაც ფილმები მაქვს გადმოწერილი და კიდევ მესამე 4ტბ-იანი მქონდა სადაც სერიალები იყო რაც ნეტფლიქსზე არ არის და მომეწონა, მარა ეგ დაიბრიდა და გადავაგდე. პლექს სერვერი მაქვს აწეული და ტელევიზორში ისე ვუყურებ. ანუ რაც ნეტფლიქსზე არ არის და მინდა რომ ვუყურო ხოლმე იმას ვიწერ და მერე პლექს სერვერით ვუშვებ. Battlefield 2042-ის გამო ვიყიდე ისე ეს ახალი სსდ. HDD-ზე ძალიან ცუდად ირთვებოდა, ტექსტურები ნელა იტვირთებოდა და შესვლა, გამოსვლას კაი ხანი უნდებოდა. კმაყოფილი ვარ ამ სსდ-ით. თან რაღაც თავიანთი დრაივერი აქვთ, რომელსაც დააყენებ და ცოტა უკეთეს შედეგს გაძლევს ვიდრე ვინდოუსის სტანდარტული დრაივერი. ცხელიც არ ჩანს, ამჟამად 30 გრადუსზეა და crystaldiskmark-ით რომ დავტვირთე მაქსიმუმ 54-ზე ავიდა. თამაში ჯერ არ ჩამირთავს არაფერი. ეხლა ვრჩები პროგრამების და სეტინგების დაკონფიგურირებას ვინდოუსში ჩემს გემოზე და დავტოვებ გადმოსაწერად კომპს ღამე. მაგ ფასაც რაც ვიყიდე 1ტბ-იანი სსდ-ები მოდიოდა.
  5. აქ დევს, pirate bay ცნობილი საიტია. მგონი აქედან გადმოვწერე მეც. რუსული არ ექნება ალბათ. რუსული საიტები არ ვიცი, არ ვხმარობ. მე მარტო ინგლისურად ვთამაშობ და ვუყურებ, რუსულთან არ მაქვს შეხება. ოპტიმიზაცია არ აქვს იდეალური მარა თუ ულტრაზე არ აუწევ, ითამაშებ პრობლემების გარეშე. ცოტა თემიდან გადავუხვევ, მარა ახალი SSD ჩამომივიდა დღეს და უნდა ჩავაყენო, ვინდოუსი გადავაყენო, აღარ მყოფნის ეს ჩემი 240გბ-იანი სსდ. ეს გამოვიწერე, 2ტბ $65-ად რაც მაგარი ფასია. ახალი ბრენდია, Hynix-ის უყიდია ინტელის SSD-ების სექცია და ამ ბრენდის სახელით გამოუშვებენ SSD-ებს როგორც ჩანს.
  6. არ მახსოვს საიდან გადმოვიწერე. ადრე ვქენი ძალიან. ესე დაგუგლე "Ready or Not torrent" და სადმე ნახავ. კი, მეც მიყვარს ტაქტიკური შუთერები ძალიან, რეინბოუს სერიებიც ნათამაშები მაქვს და SWAT-ისაც. ეს უფრო SWAT4-ის გაგრძელებაა. ძალიან გავს რომ ნახო SWAT 4-ის ვიდეოები. გრაფიკა ძალიან მომეწონა ამ Ready or Not-ის მარა ბოლო ვერსიაში რაღაცა უქნეს სარკეებს და სარკეები სარკეებს არ გავს, არ ვიცი რატომ . იარაღები და მათი customization უმაღლეს დონეზეა. ხმებიც უმაღლეს დონეზეა. ისე ჩემი სისტემა ბოლომდე ვერ რთავს. არ ვიცი პროცესორის გამო თუ რის გამო და რაღაცეები ჩაწეული მაქვს. განსაკუთრებით შენი team mate-ების კამერას თუ ჩართავ, საგრძნობლად ეცემა ფპს.
  7. არ არის მიბმული ონლაინზე. იდო ტორენტებზე დაკრეკილი, ადრე გადმოვიწერე სანამ ვიყიდდი. SWAT4-ის და წინა Rainbow-ს ფანებს მოეწონებათ, ფაქტიურად SWAT 5 არის, მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით მიდის თამაშის დასრულება. 2021-ში დაიდო სთიმზე და ჯერ კიდევ Early Access-ის სტადიაშია. კარგი თამაშია ვისაც ტაქტიკური შუთერები უყვარს, მაგრამ ონლაინი სუსტი აქვს, მარტო ერთი რეჟიმია, იგივეა რაც სინგლი უბრალოდ ბოტების მაგივრად ხალხია შენს გვერდით. ერთხელ მგონი ვიღაც მართლა სამხედრო ტიპი გაიჩითა გუნდში. მიკროფონით გვქონდა კომუნიკაცია (default-ზე ჩართულია) და ზუსტად როგორც სამხედრო თამაშებშია ხოლმე ეგრე ლაპარაკობდა, "2 tangos inside the room" და ეგრე... ალბათ რეალობაშიც სპეცრაზმელი იყო ეგ ტიპი. ისე ვიცი, რეალური ძალოვნები თამაშობენ ამ თამაშს, მაგალითად სვოტის უფროსი. საერთო ჯამში კარგი თამაშია, გრაფიკაც მაგარი აქვს, მაგრამ მალე მოგბეზრდება იმიტომ რომ 1 რეჟიმია მარტო თამაშის. ეხლა Battlefield 2042-ს ვთამაშობ და იმაზე გადავერთე მთლიანად. თუ დაამეტებენ რამე ახალ რეჟიმებს ამ თამაშში მერე მივუბრუნდები ისევ. ამ ეტაპზე მომბეზრდა.
  8. გავაკეთე EA subscribtion თვეში 4 ევროდ და შევძლებ ამ თამაშის თამაშს. Battlefield ყოველთვის მიყვარდა ონლაინ თამაშებიდან. ბოლოს 4-ს ვთამაშობდი და იმედია ეს კიდევ უკეთესია.
  9. კი, არაა გამორიცხული გადამყვანის ბრალი იყოს. ჩემმა მეგობარმა გამოიწერა გადამყვანი ამაზონიდან nvme SSD-თვის. 1 დღე უპრობლემოდ იმუშავა და მერე რაღაც დაემართა და აღარ მუშაობდა (ზუსტად არ მახსოვს რა დაემართა). ეგ SSD მაზერზე ჩააყენა ისევ და უპრობლემოდ დაინახა მაზერმა. ასე რომ არაა გამორიცხული გადამყვანის ბრალი იყოს. თან Amazon's choice ეწერა იმ გადამყვანს.
  10. ხო, შეიძლება მოდელებზეა დამოკიდებული ან შეიძლება გამოასწორეს ხარისხი, არ ვიცი. უბრალოდ როცა ამდენჯერ ესეთი ცუდი გამოცდილება დაგემართება ერთ ბრენდზე მერე უკვე შიში გიყალიბდებდა ადამიანს იგივე ბრენდის რამე რომ იყიდო. ყავისფერი სვიჩები არ მქონია. სულ წითლები გვაქვს სახლში. ლურჯი გვქონდა და გავაჩუქე ეგ კლავიატურა. ხმაურმა ძაან შეგვაწუხა წითლები იდეალურია ჩემთვის. მარა HyperX-ის წითლები სხვანაირია ცოტა (cherry-mx) არ აქვს, მგონი რაღაც თავისი აქვს როგორც ვიცი და ჩემ მეუღლეს ზუსტად ეგ hyperx ვუყიდე და იმის ხმა კიდევ უფრო მომწონს ვიდრე ჩვეულებრივი cherry-mx-ის. მომავალში თუ გამოცვლი კლავიატურას სავარაუდოდ HyperX Alloy Elite 2-ს ავიღებ (dedicated media კლავიშები მნიშვნელოვანია ქონდეს ჩემთვის) ან Corsair K70 RGB PRO-ს, მარა ეგ უფრო ძვირი ღირს...
  11. პირადად მე საშინელი გამოცდილება მაქვს Razer-ის პროდუქციასთან და სულ რომ მაჩუქონ მაინც არ გავეკარები მაგ ბრენდის პროდუქციას... ჯერ სანამ მექანიკური კლავიატურები შემოვიდოდნენ და დაჟე სანამ მანათობელი კლავიატურები იყო, ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდე Razer Lycosa კლავიატურა. ძალიან ლამაზი იყო და ლურჯად ანათებდა. ნუ რათქმაუნდა ფასი ცეცხლის ქონდა იმიტომ რომ რეიზერია. შეფუთვები, სტიკერები ბლომად მოყვა. მარა ესეთი პრობლემა ქონდა - პერიოდულად უცბად იფრიზებოდა და არაფერი არ შველიდა გარდა ხელით კაბელის გამოღების და ახლიდან შერჭობის მაზერზე... მაგათ მხარდაჭერას მივწერე და ქარხნული ბრაკი არისო და ვერაფერი ეშველებაო. მოკლედ ბრაკი იყო და მაგრად მაწამებდა. აი ეს პრობლემა ქონდა ზუსტად და კომენტარებს თუ გადახედავ ნახავ რამდენს ქონდა ეგ პრობლემა კიდევ. ხო კიდევ, კლავიშებს სულ გადაცდა ასოები იმდენად საშინელი ხარისხის კლავიატურა იყო. ფასი კი ქონდა ცეცხლის, 170 ლარი. მაშინ ეგ ძვირ ფასში გადიოდა და მაშინდელ ლარსაც უფრო ძალა ქონდა. მერე, რამოდენიმე წლის შემდეგ ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე და ისევ Razer ვიყიდე მაუსის ყიდვა რომ მინდოდა. ვიყიდე Razer Lachesis მაუსი. ჯერ ხომ დახტოდა კურსორი ცუდად და მერე 2 წლის შემდეგ საერთოდ დაიბრიდა ეგ მაუსის. მგონი ლაზერი დაებრიდა. ანუ ანათებდა მარა კურსორი არ მოძრაობდა. რათქმაუნდა მაგასაც ცეცხლის ფასი ქონდა, 200 ლარი მივეცი მახსოვს. მაგასაც ბროშურები და სტიკერები ოხრად მოყვა. ტყუილა არაა გავრცელებული მოსაზრება რომ Razer ბროშურებზე და შეფუთვაზე უფრო მეტს ხარჯავს ვიდრე პროდუქციის ხარისხზე... ანუ მარტო ამ ფორუმზე არა, ნებისმიერ ინტერნაციონალურ ფორუმზე რომ შეხვიდა, იქაც ბლომად შეგხვდება ხალხი რომელსაც არ ევასება და ლანძღავს ამ ბრენდს ზუსტად მაგ მიზეზების გამო, თუმცა ფანებიც არსებობენ. ეხლა არ ვიცი როგორაა სიტუაცია - გამოასწორეს თუ არა ხარისხი თუ ისევ ისეთივე ნაგავია, მარა მე რომ რეიზერის არაფერს ვიყიდი ეგ ნამდვილად ვიცი ეხლა კორსარის მექანიკური კლავიატურა მაქვს, ძველი მოდელი. აი ახალი ხილი რომ იყო მექანიკური კლავიატურები, ჯერ კიდევ მაშინ ვიყიდე და დღემდე მუშაობს უპრობლემოდ. ერთი გადაცვეთაც არ აქვს კლავიშებს. მაუსებიდან Logitech G502 მაქვს, პირველი გამოცემა. ეგეც ძალიან ადრე ვიყიდე და მაგასაც არანაირი ცვეთა, არანაირი ნაკლი არ აქვს მთელი ამ წლების შემდეგაც კი.
  12. მე საერთოდ თერმო პასტის გარეშე ვამუშავებ სამსახურში ერთ კომპს. სელერონია გაუძლებს
  13. როგორ მზადდება ვიდეო ბარათები
  14. მონსტრი არ გამისინჯავს მარა გორილას გემოში ვერ ვნახე სხვაობა. ერთადერთი Burn-ში ვხედავ სხვაობას, უკეთესი გემო აქვს ვიდრე სხვებს რეებიც გავსინჯე. იშვიათად ვყიდულობ ხოლმე, ესე თვეში ან 2 კვირაში ერთხელ უფრო, მარა თუ ვყიდულობ Burn-ს ვყიდულობ ძირითადად.
  15. ეხლა გადავიკითხე ეს თემა და გორილა ვიყიდე მწვანე, იმდენი აქო Game-Forever-მა ისე ლურჯი და კიდევ ყავისფერიც იყო. ვერ ვნახე მაინც სხვაობა გემოში ამასა და სხვა ენერგტეტიკულ სასმელებში. ანუ ბუღა, 16-ე, ბლუ, XL და ეს გორილაც ერთნაირი გემო აქვთ ჩემთვის, სხვაობას ვერ ვხედავ . მარა მე ისე ვერც პეპსის და კოკაკოლას გემოში ვხედავ სხვაობას ერთი Burn არის რომელსაც ცოტა განსხვავებული გემო აქვს და შედარებით მომწონს ენერგეტიკულებიდან. ისე რაც შეეხება ენერგეტიკულებს, გემოთი ძალიან მომწონს ეგ სასმელები, მაგრამ სუსტი გული მაქვს და მიჩქარებს გულს და ცუდად მხდის ხოლმე, ამიტომ ვცდილობ იშვიათად დავლიო. ზოგადად კოფეინი მიჩქარებს გულს და ვერც ჩაის და ვერც ყავას ვერ ვსვამ ხშირად. Fuse/Lipton ჩაიები გავსინჯე და არ მომწონა არცეთი გემოთი, თან გაზი რომ არ აქვთ დიდად არ მომეწონა. Boom არ მომეწონა საერთოდ.
  16. მეც ეგრე ვარ გიო. ვერც ეგ ფრისინქი დავამუღამე და ვერც HDR. Vsync-ით მშვენივრად ვთამაშობ. რაც მართლა მაგარ სხვაობას იძლევა მონიტორებში არის ჰერცები და რეზოლუცია. დანარჩენი მკიდია. Screen tearing-ს ყველაფერი ჯობია.
  17. თამაშებში დიდად ვერ შეატყობ. აი ტესტს როცა კითხულობ მაგალითად აქ. ნორმალურად ჩანს ტექსტი? თუ ვერ ატყობ ესე იგი არ ეტყობა.
  18. ხო მარა, ამ ადამიანმა ხომ 2560x1440 გაფართოებით აიღო და არა 4k... და მაგაზე ვკითხე პიქსელების საქმე როგორაა თქო, თორემ აბა 32-იანს რომ არ დაეტყობა 4კ გაფართოებაზე პიქსელები ეგ მეც კი ვიცი.
  19. პიქსელების ამბავი როგორაა 32-იანზე. არ ეტყობა, ხო?
  20. მეც ვერ ვიტან ხმაურიან კეისს. მირჩევნია ცოტა ცხელი იყოს ტემპები ოღონდ ხმა არ იყოს და არც ყურსასმენები მისწორდება ყურებზე. ღამე რომ ვზივარ, სიჩუმეში ხმა არ უნდა ისმოდეს კეისიდან. ასე რომ David-ის და Guram-ის კარგად მესმის. მეც თქვენნაირი ვარ მე არქტიკის ფენები მიყენია კეისში და დაწეული მაქვს სიჩქარეები ჩემ გემოზე, ისე რომ არ ისმის ხმა არც დატვირთვაზე და არც დაუტვირთავზე. პროცესორი i5 10400f მაქვს და ძალიან გრილი პროცესორია და ჩემი ამჟამინდელი ქულერითაც კმაყოფილი ვარ. საერთოდ არ აქვს ხმა. პროცესორი ცოტა კი მალიმიტებს ახლანდელ თამაშებში, მარა დიდად აღარ ვთამაშობ ახალ თამაშებს, ერთი ონლაინ თამაშია რომელსაც წლებია ვთამაშობ და იქ კი ყოფნის ყველაფერს ბოლომდე პროცესორიც და ვიდეოც შემდეგი რასაც გამოვცვლი იქნება მონიტორი და მერე სკამი.
  21. მგონი კონკრეტულ მოდელბზეა ეგ პიქსელების თემა დამოკიდებული. მახსოვს მეგობარმა იყიდა BENQ-ის 27 full HD 165 ჰერციანი და რომ დავჯექი არ შემიმჩნევია პიქსელების პრობლემა, ნუ ყოველ შემთხვევაში არ მომხვდა თვალში ცუდად. ეხლა კიდევ სამსახურში მონიტორის აფგრეიდი გავაკეთე და 27-იანი Full HD ავიღე, სამსუნგის რაღაც მოდელი და ისე საშინლად ეტყობა პიქსელები რომ 1 დღეზე მეტი ვერ გავიჩერე და ისევ ჩემ TN პანელიან 22-იან Full HD-ის დავუბრუნდი ჩემი აზრით მონიტორები ამ კრიტერიუმით უნდა იყიდო: 1080p - 24 inch 1440p - 27 inch 4k - 32 inch 27-იანი 1440p sweet spot-ია - არც პატარაა და არც ისეთი დიდი რეზოლუცია აქვს რომ RTX 4090 დაგჭირდეს.
  22. 10gb-იანია, მაგრამ არ აქვს გადავსებული vram. ტექსუტები დაწეული მაქვს და რაღაცეები სეტინგებში. Ready or Not მაქვს თამაში და მანდაც არ მაქვს კარგი პერფორმანსი. არც ვიჩერის ბოლო პაჩში. მიწევს დაწევა რაღაცეების. აშკარად ამ ახალ თამაშებში არ მაქვს ისეთი კარგი პერფომანსი და ალბათ პროცესორის ბრალია. უბრალოდ მიკვირს რომ 6 ბირთვიანი არ უნდა ყოფნიდეს ახალ თამაშებს. მახსოვს ჯერ კიდევ i7 3770k რომ მქონდა, თავის დროზე მაგარ პროცესორად ითვლებოდა 4 ბირთვიანი, გავიდა დრო და ბირთვების რაოდენობა მოუმატეს კომპანიებმა და ორი ბირთვი კიდევ დამემატა ამ ჩემს ახალ პროცესორზე იმ i7-ის შემდეგ, პლიუს უფრო ახალი თაობაა ვიდრე რაც მქონდა და რომ ვყიდულობდი ვფიქრობდი 6 ბირთვი როგორ ვერ უნდა ეყოს თამაშებს მეთქი თან იმ 3770-სთან შედარებით ბევრად ახალი პროცესორი იყო, მარა როგორც ჩანს რაღაც საშინელი მძიმე თამაშები მოდის ეხლა და 6 ბირთვიც აღარ ყოფნის. მაგათი დაწევის არც თავი მაქვს და არც ფული, რომ ყოველ 2-3 წელში ახალ ახალი პროცესორები და ვიდეო ბარათები ვცვალო. ეს ვიდეო ბარათიც ძლივს ვიყიდე... ისე ადრე ესე ძვირი არ ჯდებოდა სათამაშო კომპიუტერის აწყობა. ეხლა აშკარად საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ნუ რაც არის ეგ არის. მეტს ვერაფერს ვეღარ გავაძლიერებ, უბრალოდ დასანანი ფაქტია რომ 6 ბირთვიანი პროცესორი არ ყოფნის ახალ თამაშებს... ისე მე ოპერატიული მეხსიერებაც სტანდარტულზე მაქვს, მაზერი არ მაძლევს ავწიო მაღლა.
  23. 6 ბირთვიანია ჩემი პროცესორი. i5 10400 6 ბირთვიანი პროცესორია.
  24. ჩემს სისტემაზეც იგივე სიტუაცია მაქვს. ვარდება ფპს ზოგ ადგილებზე და ლეგები იგრძნობა.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.