Jump to content

ditendra08

წევრი
  • Posts

    77
  • Joined

  • Days Won

    2

Posts posted by ditendra08

  1. USA2Georgia-ის არ უნდა გაეკარო ადამიანი. პრინციპის ამბავია. ეგეთი კომპანიები უნდა დასაჯო და დაიკიდო, სხვასგან გამოიწერო რომ ჭკუა ასწავლო ეგეთ ღორ კომპანიებს. ყველაზე ძვირიანია და პირდაპირ გძარცვავენ. ადრე კლავიატურა გამოვიწერე და 105 ლარი გადამახდევინეს შიპინგის. მაგის მერე ჩემი ფეხი მაგათთან არ ყოფილა. მე ინექსიდან ვიწერ და პრობლემა არ შემქმნია ჯერ. ერთადერთი კომპანიაა რომელიც რეალურ წონაში თვლის, არ აქვს მნიშვნელობა რა სიმგრძეა ან რა მძიმეა ამანათი. ნელები არიან, მაგრამ პრობლემა არ მქონია. მაგათთან და გავაგრძელებ გამოწერას. ჯობია გვიან ჩამოვიდეს და იაფი გადაიხადო, ვიდრე მალე და ორმაგი თანხა გადააგდო.

  2. მოკლედ სამივე პანელი დავტესტე, TN, IPS და VA და თამამად შემიძლია ვთქვა რომ VA მომეწონა ყველაზე ძალიან.

    • TN პანელს ყველაზე სწრაფი რეაგირების დრო აქვს როგორც მახსოვს, მაგრამ ხედვის კუთხეები აქვს საშინელი, გვერდიდან და ქვემოდან რომ ახედავ რენტგენივით ჩანს და თუ არ მეშლება ყველაზე ძველი პანელია ამ სამიდან. თუმცა სწრაფი რეაგირების გამო როგორც ვიცი ონლაინ competitive გეიმერები (CS-ს და მსგავს თამაშებს ვინც თამაშობენ) ძირითადად ამ პანელს ანიჭებენ უპირატესობას და რაც შეიძლება მაღალ ჰერციან მონიტორებს ხმარობენ.
    • IPS თითქმის ისეთივე სწრაფი რეაგირების დრო რაც TN-ს, თუმცა ხედვის კუთხეების პრობლემა არ აქვს, მაგრამ შავი ფერის დამუშავება აქვს საშინელი და შავ ფონზე ანარეკლის ეფექტი აქვს, თითქოსდა სარკეა უკანო.
    • VA პანელს, არც ხედვის კუთხის პრობლემა აქვს და არც შავი ფერის დამუშავების. აშკარად ჯობია იმ ორ პანელს მაგ საქმეში. უბრალოდ VA პანელს რეაგირების დრო აქვს ყველაზე ცუდი იმ ორ პანელთან შედარებით.

    საერთო ჯამში, ეხლა რომ ვყიდულობდე ახლიდან მონიტორს VA პანელზე ავიღებდი. ონლაინ ჩემპიონატებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალო BF 2042-ის სათამაშოდ გასართობად პრობლემას არ შემიქნიდა. სახლში IPS მაქვს და სამსახურში ეხლა VA დამიდგეს და ეს ბოლო მირჩევნია. და სხვათაშორის დავაკვირდი რომ VA პანელზე სურათზე თუ რამე ხარვეზია და კარგად არაა დამუშავებული სურათი უფრო ეტყობა ვიდრე IPS-ზე და TN-ზე. მაგალითად რაღაც სურათია სადაც ვერ ვხედავდი ხარვეზს და ეხლა რომ დავიდგი VA პანელიანი მონიტორი შევამჩნიე რომ არაა კარგად დამუშავებული ეგ სურათი და შავ ადგილას ეტყობა რომ ვინც დაამუშავა windows 7-ის ტასკბარი ქონდა 😄

    ოლედზე ვერ ვიტყვი ვერაფერს, არ მქონია შეხება.

  3. ჩემთან ესეთი პრობლემა მაქვს. როცა BF 2042-ს ჩავრთავ ხოლმე მაშინ გამოდის წუილის ხმა დინამიკებიდან და სულ 0-ზე რომ დავაყენო ხმა, მაინც გამოდის. სხვა დროს არ აქვს ლოლ.

  4. მე ძალიან არ მომწონს ეს ახალი პროცესორები რაც გამოდის. AMD არ ვიცი, არ მქონია, მაგრამ ინტელის ბოლო პროცესორები, განსაკუთრებით i9-ები და i7 ჩვეულებრივი ფეჩებია. ფაქტიურად ტოპ ჰაერის გაგრილებებიც ვერ ერევა. 14700k პროცესორი ვიყიდეთ და საშინელი ფეჩია. ადრე ენერგო მოხმარებაზე ახდენდნენ ფოკუსს და მომწონდა, მარა ეხლა როგორც ჩანს დაიკიდეს ენერგო მოხმარება და მთავარი აქცენტი სიმძლავრეზე აქვთ გაკეთებული. იმედია მომავალში შეიცვლება სიტუაცია...

  5. On 11/18/2023 at 10:28 PM, Gurami Chichikoshvili said:

    აჰა, გასაგებია ჯორჯ, მადლობა დიდი, ანუ გასაღებს თუ იყიდი, სამუდამოა ესე იგი და არ გასდის ვადა რაღაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. 

    კი სამუდამოა. მე მაქვს ეგრე ნაყიდი. კარგი ისაა რომ დიდი ალბათობით ახალი ვერსია როცა გამოვა ვინდოუსის იმაზეც უფასოდ გადახვალ ნუ ყოველშემთხვევაში მაიკროსოფტი ჯერ-ჯერობით ყოველთვის ეგრე აკეთებდა გადასვლა უფასო იყო ხოლმე.

    • Thanks 1
  6. 26 minutes ago, Gamer-4ever said:

    აი ეს ვარტიანტებია ებაიზე თუ გინდა გადახედე  , ოპენ ბოქსები 30 $ ად   1   2   3    მეც ჩემი ოპენ ბოქსი ვიყიდე  სულ ახალი 

    მადლობა ლინკებისთვის მარა იყოს რაც არის. დავიტოვებ ამას როგორც არის. ეხლა კლავიატურისთვის ვაგროვებ ფულს შემდეგ თვეში.

  7. 28 minutes ago, Gamer-4ever said:

    საერთოდ მაუსები ეგრეა , ოდნავ სხვანაირი როა შეჩვევა უნდა რაღაც პერიოდი , 1 თვემდე ვანდომებდი მე 

    რაღაც პერიოდი არ მოგეწონება , მსუბუქი გეჩვენება და ლოჯიტეკი უფრო მოგწონს იმიტო რო შეჩვეული იყო ხელი, შეჩვევა უნდა რა , პირადი გამოცდილებიდან გეუბნები , რაღაც დრო გავა მიეჩვევა ხელი და დაგევასება  როგორც მე 

     

    ეგრე ვიყავი Luom G50 ი რო ვიყიდე , სრიალა ზედაპირი ქონდა და ძაან მძიმე იყო თან მეტალის კორპუსით , თვემდე მოვანდოიმე შეჩვევას და მერე მაგრა დამევასა , სიმძიმეც და კლიკების წკაპა-წკუპი  , მაგრა მიეჩვია ხელი ისე რო სხვა მაუსები აღარც მინდოდა მაგრამ მერე რეიზერ დეზადერით ჩვანაცვლე , იმაზეც შეჩვევის პრობლემა იყო , ანუ ეგ ნორმალური მომენტია მაუსებში

    არ გამოვა შეჩვევა ჩემს შემთხვევაში იმიტომ რომ სამსახურში ის Logitech G502 დავაყენე (ბანძ საოფისე მაუსის მაგივრად) და რამდენჯერაც სახლში მოვდივარ G502-ის მერე, ისევ ვრძნობ სხვაობას 😁

    9 minutes ago, George said:

    ისე ნვიფიას რეფლექსი თუ აქვს ვინმეს დატესტილი, რამე უპირატესობას იძლევა ეგეთი მაუსი-მონიკი თუ ბანალური მარკეტინგია, გეიმინგში თუ აქვს რამე უპირატესობა სტანდარტულ სხვა გეიმერულ მაუსთან ეგეთს, მე ჩემს მომენტალურათ თუ არა ძალიან მალე შევეჩვიე, არანაირი გართულება ან დისკომფორტი არ მქონია საერთოდ, მანამდე ძირითადათ სულ 100+ გრამიანი მოდელები მქონდა რამდენიმე წლის მანძილზე, ეგ პირველი მჩატე მაუსი იყო ფაქტიურათ აქამდე ეგეთი მჩატე მაუსები არც მქონია, ისე ჩემი მჩატეა მაგრამ დიამეტრები არა აქვს მთლათ პატარა სხვათაშორის, ბევრნაირათ შეიძლება თან დაჭერა, ძველზე ეგ არ გამოვიდოდა, აქ რამდენიმე ხვატკით შეგიძლია დაჭერა მაუსის და მაინც კარგათ ჯდება ხელში, ისე თავიდან რომ დაჭირდა ეგ შეჩხუკუნება ეგ ამბავი არ მომეწონა და მერე თან შნურებიც რომ ჩამიწყდა ადვილათ მაუსის დაშლის შემდეგ, მეგონა თვითონვე დალევდა რამდენიმე თვეში სულს, მაგრამ მაგის შემდეგ ჯერ ვერაფერ ცუდს ვერ ვატყობ, არაფერს გაუბერია მეტი ლოლ, კარგათ მუშაობენ ასნავნოი კნოპკები და არაფერი უბერავს ჯერ, კარგათ გემორჩილება სენსორიც, პლავნათ მოძრაობეს მაუსი ნაუსპადზე

    არ გამიგია ნვიდიას რეფლექსი სიმართლე რომ გითხრა. პირველად მესმის ეგ სიტყვა. რამე ახალი რამეა?

  8. ვერ შევეგუე მაინც ამ მჩატე მაუსს. ჩემი ძველი G502 სამსახურში წავიღე და იქ ვხმარობ და სახლში რომ მოვდივარ და Basilisk-ს ვხმარობ, მაინც ვგრძნობ სხვაობას და არ მომწონს ეს მჩატე შეგრძნება. ეგ შეგრძნება რაღაც უხარისხო, პლასტმასის შეგრძნებასთან ასოცირდება ჩემში, მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ უხარისხო არაა. უბრალოდ არ მომწონს მჩატე მაუსები და ეგაა. 4/5 დავუწერე ამაზონზე შეფასება ამ მაუსს მაგის გამო. იდეალური მაუსი იქნებოდა სიმძიმეების ჩასადები რომ მოყოლოდა როგორც G502-ს მოყვება მიუხედავად იმისა რომ არ გამომიყენებია G502-ზე, ისედაც მძიმე მაუსია დამატებითი ჩასადებების გარეშე. აი ამასაც რომ მოყვებოდეს მართლა იდეალური მაუსი იქნებოდა და ორივე კატეგორიას გაახარებდა - მჩატე და მძიმე მაუსის მოყვარულებს. დანარჩენი სხვა მხრივ მართლა ძალიან კარგი მაუსია.

  9. On 8/16/2023 at 9:21 AM, George said:

    კი მომწონდა მეც კლასიკური ვარიანტი, მომჟავო გემო რომ დაკრავდა ხორბლის და ქაფიანი იყო , ეგ რა ხილია არ ვიცი, თუ დავითრიე დავწერ რანაირი გემო აქვს დაახლოებით, ბოთლის ნიკორასი გამოვიჭირე რუსთავში და არაფრათ არ ვარგა ეგ, აი ბელორუსულები არ შემხვედრია, შეიძლება ეგენი არ ყოფილიყო ცუდი, ნუ ცოცხალი ეგ ფერმენტაციითაა, ანუ მოხარშული შეფუთვის გარეშე, დიდხანს ეგ ვარიანტი არ ძლებს, მალე უნდა დაილიოს, ამიტომ ყოველთვის არაა გაყიდვაში მანდ, მგონი დღეს უნდა მიეღოთ და შეიძლევა ავაღებინო დედაჩემმა თუ გაიარა, სადღაც ქალაქის დასაწყისშია უფრო, ახლოში არაა, თუმცა მაქეტკენაა რუსთავის მოლიც

    ნიკორაში რომ აქვთ N1 რომ აწერია ეგ ვიყიდე და აშკარად რაღაც ის გემო არ ქონდა რაც ბურახს უნდა ქონდეს. მერე სათაურს დავხედე და გარკვევით აწერია "სასმელი ბურახის არომატით". ანუ გამოდის არაა რეალური ბურახი, არამედ ბურახის იმიტაციაა. არ ვარგოდა.

    რაღაც ამ ბოლო დროს Gorilla Mint დავამუღამე და ამ ბოლო დროს მაგას ვყიდულობ.

  10. 12 hours ago, Gamer-4ever said:

    მომილოცავს 

    სიმძიმე სიმართლე რო გითხრა მე მაუსი მძიმე თუ არაა ვამძიმებ იმიტო რო მსუბუქ მაუსებს ვერ ვგუობ , მაგრამ ეს მაუსიი მძიმეა ,ისეთია როგორიც უნდა იყოს , დაბალანსებული სიმძიმე აქ , შენ ეგ ლოჯიტეკი რო გქონდა სიმძიმეების გარეშე არის 130 გრამი ანუ  მძიმე მაუსია და ეს მსუბუქი გეჩვენება , 2 კვირა და ესეც მძიმედ მოგეჩვენება  მიეჩვევი , საკმაოდ კარგი მაუსია , მე სოფტს არ ვიყენებ  , სისწრაფე დავაყენე ჩემ ჭკუაზე დპი-ღილაკით და ეგაა 

    ხო აი კლავიატურა ჰაიპერ იქსი კარგი არჩევანია,   ისე ამასაც გადახედე  Logitech G513 Carbon  65 დოლარად არის ახალი წითელ სვიჩებზე 

    მადლობა :)

    ხო მიჩვევის ამბავია. დრო მჭირდება და ესეც მძიმედ მომეჩვენება.

    სოფტს ვიყენებ მე. განათება ჩემს გემოზე დავაყენე რომ 10 წუთში გაითიშოს არა აქტიურობის შემდეგ და გვერდითა ღილაკებს ვცვლი ხოლმე ყოველთვის. სტანდარტულად პირველი ღილაკი არის forward და მეორე back, მარა მე პირიქით ვარ შეჩვეული. პირველ ღილაკზე back უფრო მეკომფორტულება და ხშირად ვიყენებ ხოლმე მაგ ღილაკს როცა უკან მინდა გასვლა. DPI 1200-ზე მაქვს მე.

    არ ჩანს ეგ Logitech ცუდი, მაგრამ მედია ღილაკები არ აქვს მაგას და არ გამოდგება ჩემთვის. მედია ღილაკები სუპერ მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩართვა დაპაუზება სიმღერის ან უკან და წინ წასვლა სიმღერის პლეილისტში და ხმის აწევ დაწევის ღილაკი.

    • Upvote 1
  11. On 11/4/2023 at 8:47 PM, Gamer-4ever said:

     კი კმაყოფილი ვარ მაგ აიკეით , ერთი ხელის ჩამოსადებიც უნდა უყიდო და კომპლექტი იქნება , ხო აი სვიჩების თემა ინდივიდუალურია , მე ლურჯი წკაპუნა სვიჩი მომწონს და ისევე ლურჯებზე მინდოდა ყიდვა მაგრამ სხვაც მაინტერესებდა როგორი იყო , სასიამოვნო წკაპუნი აქ ამ ყავისფერებსაც და მომეწონა კიდეც ,რაღაცნაირი  ხმა აქ სასიამოვნო , წინა კლავიატურაც მაქ ლურჯებზე თითქმის ახალია ეგეც მაგრამ სიახლე მინდოდა და მაგიტო შევცვალე 

    ეგ კორსაირი სიმპატიურად გამოიყურება შენ რომელიც გაქ , ხო მაგ ჰაიპერ იქს-ს აქებს ყველა ,იაე აქ საკმაოდ ძვირია ეგ კლავიატურები 

    გილოცავ შენაძენს კარგი არჩევანია , მაუსები მაგრათ მიყვარს , პატარა კოლექციაც მაქ სულ ახლები ლოჯიტეკ 502 ის ჩათვლით , ეხლა კლავიატურების კოლექციასაც ვაპირებ  :D  logitech g513 carbon  ს თუ წავაწყდი კარგ ფასში მაგასაც შევიძენ 

    ჩამოვიდა როგორც იქნა Razer Basilisk V3. მომეწონა ძალიან. Matte ზედაპირი რომ აქვს პრიალას მაგივრად ეგეც მომწონს. ვიზუალით უკეთესად გამოიყურება ქვემოთ RGB განათება რომ დაკრავს. სქროლის ბორბალი უფრო ჩუმია ვიდრე G502-ის რაც ასევე პლიუსია. ლუფტის პრობლემაც არ აქვს რაც G502-ზე მქონდა. მოკლედ კმაყოფილი ვარ ძალიან. ჯერ-ჯერობით რაც მაუსები მქონია საუკეთესოა. ისე ძალიან მჩატეა G502-თან შედარებით და ცოტა მიჭირს შეგუება. ცუდი არაა, უბრალოდ რაღაცნაირი განსხვავებული შეგრძნებაა ესეთი მჩატე როა. ჰო, კიდევ სოფტიც უკეთესი აქვს ჩემი აზრით. მაგალითად G-hub-ში ვერ აირჩევ რამდენ წუთში გაითიშოს განათება. აქ შეგიძლია 0-15 წუთამდე აირჩიო ან მონიტორთან ერთად რომ გაითიშოს ეგ აირჩიო. ერთი რასაც ვისურვებდი კარგი იქნებოდა რომ დამატებითი სიმძიმეები მოყოლოდა, მარა დიდ მინუსად არ მიმაჩნია ეგ. ზოგად ჯამში მომეწონა ძალიან.

    შემდეგ თვეს კლავიატურის აფგრეიდს ვაპირებ. ვფიქრობდი რადგან მაუსი Razer-ის მაქვს ბარემ კლავიატურაც Razer-ის ამეღო და რომ გადავხედე full size კლავიატურა მედია ღილაკებით მარტო ეს ვნახე. $175 ძალიან ძვირია. განბაჟებასაც ცდება და ყველაფერს ლოლ. მაგდენს ვერ მივცემ, გამორიცხულია. ისევ HyperX Elite 2-ს დავითრევ. უმაგრესი ფასი აქვს. ჯანდაბას იყოს სხვადასხვა ბრენდის. ეხლაც სხვადასხვა ბრენდის მაქვს 😄

    On 10/30/2023 at 6:07 PM, George said:

    8BitDo ძალიან მაგარი ბრენდია. მაგის კონტროლერი მაქვს თავისი dock station-ით. საუკეთესო კონტროლერია რაც მქონია ჩემი აზრით.

  12. ხო მეც bf3 და bf4ს ვთამაშობდი სანამ ამას ვიყიდდი. ძველი დრო და იარაღები არც მე არ მიყვარს.

    Call of dutyები არცერთი არ მომწონდა ონლაინში. ეგ Warzone წავითამაშე ცოტა და battle royale ჟანრია რომელიც ძალიან არ მიყვარს, ასე რომ არც გამიგრძელებია ისე წავშალე. ონლაინ თამაშებიდან rainbow six siege, the division, for honor, CSGO, rainbow six extraction, dead by daylight - ამეებს ვთამაშობდი ერთი პერიოდი მარა ყველა მომბეზრდა. ეხლა ძირითადად ან ამ ახალ bfს ჩავრთავ ხოლმე ან ready or notს და ეგაა. ისე რაღაც Facebook ის თამაშს ვთამაშობ აქტიურად წლებია და მაგ თამაშზე წინ არცერთ თამაშს არ ვაყენებ და ფულსაც ვრიცხავ ხოლმე პერიოდულად იმ თამაშში. დღის უმეტეს ნაწილს მაგ თამაშს ვუთმობ და საღამოს ცოტა დრო თუ მომრჩა bfს ჩავრთავ ხოლმე.

  13. ონლაინში ასწორებს Ready or Not თამაში რეალურ გუნდთან მიკროფონით. გუნდურ-ტაქტიკური თამაშია. გუშინ წავითამაშე ცოტა, მე, ერთი გერმანელი, ერთი რუმინელი და ერთი უნგრელი ვიყავით გუნდში და გაასწორა ძალიან. კაი ბლომად რუკებზე ვითამაშეთ.

    ამჟამად ჩემი ტოპ საყვარელი ონლაინ თამაშები ესაა:

    1. Battlefield 2042
    2. Killing Floor 2
    3. Ready or Not
    • Upvote 1
  14. @Blue_Origin, კი, ეგრე იცის უცბად სიკვდილი. ეგრე მოკვდა ორივე სსდ ჩემთან, უცაბედად არანაირი სიმპტომების გარეშე. ისე, ორივე 120გბ-იანები იყო, სხვადასხვა ბრენდის.

  15. 31 minutes ago, Gamer-4ever said:

     კი კმაყოფილი ვარ მაგ აიკეით , ერთი ხელის ჩამოსადებიც უნდა უყიდო და კომპლექტი იქნება , ხო აი სვიჩების თემა ინდივიდუალურია , მე ლურჯი წკაპუნა სვიჩი მომწონს და ისევე ლურჯებზე მინდოდა ყიდვა მაგრამ სხვაც მაინტერესებდა როგორი იყო , სასიამოვნო წკაპუნი აქ ამ ყავისფერებსაც და მომეწონა კიდეც ,რაღაცნაირი  ხმა აქ სასიამოვნო , წინა კლავიატურაც მაქ ლურჯებზე თითქმის ახალია ეგეც მაგრამ სიახლე მინდოდა და მაგიტო შევცვალე 

    ეგ კორსაირი სიმპატიურად გამოიყურება შენ რომელიც გაქ , ხო მაგ ჰაიპერ იქს-ს აქებს ყველა ,იაე აქ საკმაოდ ძვირია ეგ კლავიატურები 

    გილოცავ შენაძენს კარგი არჩევანია , მაუსები მაგრათ მიყვარს , პატარა კოლექციაც მაქ სულ ახლები ლოჯიტეკ 502 ის ჩათვლით , ეხლა კლავიატურების კოლექციასაც ვაპირებ  :D  logitech g513 carbon  ს თუ წავაწყდი კარგ ფასში მაგასაც შევიძენ 

    ხო, პერიფერიას მეც ვაქცევ ყურადღებას. მაუსი, კლავიატურა ისეთი რამეა, ყოველდღე გაქვს შეხება რამდენჯერაც დაჯდები და ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს.

    მადლობა :)

  16. 43 minutes ago, Gamer-4ever said:

    ჰაერის უკმარისობა მეც მაქ ხოლმე , გულია , პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა  , ბეტალოკი ზოკ-მა მიშველა , ჩიტივით ვარ ეხლა 

     

    ხო ლუდი კარგი რამეა , მეც შემიძლია ზაფხულში კაი ჩაციებული 2 ლიტრი დავლიო , ზამთარში ვერ ვსვავ ,არ მინდება , თანამშრომელი მყავს სულ ლუდს სვავს , ტიპს ვენებში აქ შეერთებული ისე უყვარს :D 

    ხო ლუდს გააჩნია , ზოგი ატკიებს ტავს და ზოგიც არა , უმეტესობა ატკიებს 

    მე ყველა სეზონზე ვსვამ. ისე შემოდგომა ზამთარში უფრო მისწორდება, იმიტომ რომ ზაფხულში მერე ოფლ-დენა იცის და ისედაც რომ ცხელა კიდევ უფრო გცხელა ლუდს რომ დალევ 😁.  ხო, მეც ძაან მიყვარს 😁

  17. ესეთი უცნაირი გლიჩი მაქვს ამ ბოლო დროს ამ თამაშში: მატჩი როგორც კი მრთავდება და ახალი იწყება, იმის მაგივრად რომ დაიწყოს, შავი ეკრანი გამოდის, თუმცა ხმა ისმის და alt+f4-ით მიწევს თამაშის გამორთვა და ახლიდან ჩართვა... ვინმეს გააქვთ ეს გლიჩი? როგორც ჩანს სხვებსაც ქონიათ რედიტზე, მარა fix ჯერ კიდევ არაა 😐

  18. On 10/30/2023 at 8:52 PM, Gamer-4ever said:

    ჩამომივიდა AUKEY KM-G12 

    ძალიან კარგი ჩანს პირველადი შეხედვით , კაი ძვირფასი პროდუქტის შთაბეჭდილებას ტოვებს 

    ყავისფერი სვიჩები აქ და კაი ხმაურიანია ესეც , ლურჯებზე ჩუმია მაგრამ ამასაც ააქ თავისი ჩხაკა ჩხუკი, მე უფრო ჩუმი მეგონა , ზედაპირიც სასიამოვნო აქ ღილაკებს , ლედ განათების ბევრი არჩევანი აქ , დაბლითა განათება და ღილაკების განათბა 

    მოკლედ კაეგი რამე გამოდგა

    3.jpg

    2.jpg

    ლამაზი ჩანს. მე ძველი ვერსია მაქვს Corsair K70-ის, ჯერ სანამ RGB შემოვიდოდა მოდაში, მარტო წითლად ანათებს და ორი USB კაბელით შედის მაზერზე 😆. წითელ სვიჩებზეა და ყველაზე მეტად წითელ სვიჩებზე მომწონს. ლურჯ სვიჩებზეც გვქონდა სახლში კლავიატურა და საშინელება იყო, იქითა ოთახში რომ ბეჭდავდა ჩემი ცოლი მეორე ოთახში მესმოდა 😁 გავაჩუქე ბოლოს, ახლობელს მივეცით. Hyper X Alloy Origins ვუყუდე დაბადების დღეზე და ძალიან მაგარი კლავიატურაა. ვიზუალურადაც და build quality-იც მაგარი აქვს. სოფტიც საკაიფო აქვს. თან ეგენი თავიანთ წითელ სვიჩებს ხმარობენ, cherry MX არ არის და ძალიან მომწონს ხმა და დაჭერის შეგრძნება. მოკლედ ისე მომეწონა ეგ HyperX-ის კლავიატურა რომ მეც მინდა ვიყიდო მომავალში, მარა მე ამ ვერსიას ვიყიდი - HyperX Alloy Elite 2, დამატებითი მედია ღილაკების გამო. მაგრად შევეჩვიე მაგ ღილაკებს, სუპერ კომფორტულია მუსიკის სმენა თუ გიყვარს კომპთან ჯდომისას. ისე მაგარი ფასი ადევს ეხლა - $70.

    გამოვიწერე გუშინ Razer Basilisk V3. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა :) 

  19. 16 hours ago, Gamer-4ever said:

    ისე კოკა-კოლა და პეპსიც შეიცავენ კოფეინს პეფსი უფრო , რო დავლევ ხოლმე ვეღარ ვიძინებ , ოღონდ გულზე არ მოქმედებს , ეტყობა ნორმალური დოზითაა 

    უალკოჰოლო ლუდი არ გამისინჯავს , ერთი უნდა ვიყიდო ეგეც , ლუდი მიყვარს განსაკუთრებით ზაფხულში მაგრამ აი მეორე დღეს თავის ტკივილი არასასიამოვნოა, თან რო დალევ გთენთავს და გაძინებს , უალკოჰოლო უნდა მოვსინჯო მეც

    კი, შეიცავენ. ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ჩემზე მაგალითად არც ენერგეტიკული სასმელები და არც კოკა კოლა, პეპსი და სხვა სოდები და არც ყავა და ჩაი არ მოქმედებს ძილზე. გულის აჩქარებაზე უფრო მოქმედებენ. ჩაის მაგალითად ფაქტიურად ვერ ვსვამ და რაღაც უცნაურ ეფექტს იწვევს - მთქნარება მეწყება ხოლმე გაუჩერებლად და თითქოს ჰაერი არ მყოფნის.

    ლუდი მეც ძალიან მიყვარს, ყოველ კვირა დიდ 3 ლიტრიან ბოთლს ვსვამ ხოლმე, ცოტა მადუნებს მარა ძალიან არა. დათრობით არ მათრობს, ალბათ ორგანიზმი შეეჩვია 😄 ნუ ლუდსაც გააჩნია და აჰკოლჰოლის დონეს. სამსახურში უალკოჰოლოს ვსვამ იმიტომ რომ ალკოჰოლი არ აქვს მარა გემო მაინც აქვს ლუდის და ლუდი ზუსტად გემოს გამო მიყვარს. მოკლედ ხან უალჰოკოლო ლუდს დავითრევ ხოლმე, ხან ენერგეტიკულს ხან კოკაკოლას (ბრაზილიური ყავით როა ეგ მიყვარს ძაან), ხან იმ ნარინჯისფერ კაბისას, მაგასაც მაგარი გემო აქვს.

  20. 11 hours ago, Gamer-4ever said:

    ხო თავიდან რაღაცნაირი გემო აქ , მეორე და მესამე დალევაზე უფრო მოგწონს , მონსტრს ააქ იდენტური გემო როგორც გორილას

    ექსტა კოფეინით ყავისფერი გავსინჯე და საერთოდ არ მომეწონა , ძაან რაღაცნაირი ცუდი გემო აქ , ნიკორაში ქონდათ ფასდაკელებით 2.50 , კლასიკური მწვანე ყველას ჯობია, კარფური მაგარი გაუნამუსოებულია 4 ლარზე აიყვანეს 

    მოუკელი ენერგეტიკულებს , გულმა დამიწყო აჩქარება , 2ნაბიჯის ენერჯის ვაბრალებ , მაგას ვსვავდი ყოველდღე და ბოლოს გამიჩმახა, ამიტომ იაფიანი არ უნდა დალიო, ეხლა შეილება კვირაში 1 გორილა გაუშვა ვენებში ეგეც ძაან დაღლილი თუ ვარ 

     

    ხო, მეც ნიკორაში ვიყიდე ფასდაკლებაზე. მეც ეგრე ვარ, ყოველდღე რომ დავლიო გულზე მიჩმახებს და მეც ვცდილობ ხოლმე რომ კვირაში ერთხელ ან მაქსიმუმ 2ჯერ დავლიო და კოკა კოლათი ჩავანცვლებ ხოლმე ხანდახან ან უალჰკოჰოლო ლუდით როცა სამსახურში ვარ. თან გვერდზეა ხოლმე ნიკორა და ცდუნება უფრო დიდია რომ არ შევიდე და რამე არ ვიყიდო 😁

  21. სხვათაშორის მეორეჯერ ვიყიდე გორილა და ამჯერად მომეწონა. ალბათ თავიდან რაღაც ვერ დავამუღამე გემო. ლურჯიც გავსინჯე მინტის გემოთი. ორივე მომეწონა, მარა მწვანე - ჩვეულებრივი მირჩევნია. ყავისფერი ექსტრა კოფეინით არ გამისინჯავს. ეგ ალბათ ცუდად გამხდის. მოკლედ, საბოლოო ჯამში მომეწონა გორილა. პირველზე გემოთი მაინც Burn-ს დავსამდი, მეორეზე გორილას, მესამეზე და მეოთხეზე სხვა ენერგეტიკულებს. მონსტრი არ გამისინჯავს ისე. მაგასაც საინეტერესო დიზაინი აქვს ქილაზე. ალბათ გორილას მსგავსი იქნება.

    Gorilla, Energy Drink, 450 Ml. - Veli storeКаталог Напиток Gorilla mint 0,45л ж/б 1/24 б/алк (со вкусом мяты) от  магазина | Дискаунтер Больше Меньше

    სხვათაშორის კაბისა დავაგემოვნე. ნორმალურია ეგეც მარა გორილასავით განსხვავებული გემო არ აქვს. კიდევ მეორე აქვს კაბისას, ნარინჯისფერი - ეგ პრინციპში ენერგეტიკული სასმელი არ არის, ჟენშენს შეიცავს და კიდევ რაღაც ხილის გემო დაკრავს და გემოთი ძალიან მომეწონა. აი ეს:

    KABISA VITAMIN GINSENG & GUARANA + MAGNESIUM SOFT DRINK 250ml SINGLE - A.  Ally & Sons

  22. 1 hour ago, George said:

    თამაშებს სანამ აქტიურათ ვთამაშობდი ყველაფერს ინგლისურათ ვხურავდი ხოლმე, ერთიც არ მაქვს რუსულათ გავლილი, აი ფილმებს და სერიალებს რუსულათ ვუყურებდი ბავშობიდან, აი პირველი ვიდეოკასეტები რომ შემოვიდა 80 წლებში მაქედან მოყოლებული, რავი ჩემი აზრით თარგმანის საერთო ხარისხს რომ დავანებოთ თავი და გოლოსებს, მთავარი მაინც მიჩვევის ფაქტორია, ანუ მანამდე წლები ან ათწლეულები თუ რამეს ხურავდი და უყურებდი ერთ ენაზე და მითუმეტეს გაგებით ყველაფერს იგებდი, ძალიან რთულია მერე სხვა ენაზე რამის თამაში ან ყურება,მათ შორის მშობლიურ ენაზეც კი, მიჩვევის ფაქტორია, თან ქართულათ ყველაფერი მაინც არ ითარგმნება დიდი სურვილიც რომ მქონოდა მაგ ენაზე რამის ნახვის და ვერც მაქსიმალურათ კარგ ფორმატში ვნახავდი ბევრ რამეს, თუმცა როგორც რუსულ გახმოვანებაზე ბევრი რაღაცის დამატება შეიძლება უფრო კარგ ფორმატში, ონლაინი თუ არ გაკმაყოფილებს, მაგიც მეხერხება, მეც არ მომწონს თარგმანი და გოლოსები, მიჩვევის ამბავიც მაქვს, ამიტომ ძალით ყურებას მირჩევნია ისევ ყველაფერი ვნახო რუსული გახმოვანებით, ნუ ლუბიტელსკი აზვუჩკები მანდაც პრატივნი მოსასმენია ხშირათ, მაგრამ არის კარგი ხარისხიანი მნაგაგალოსკები და დუბლაჟები რუსულათ, სპორტულ ტრანსლიაციებსაც მე ვუყურებ დიდ აბიომში რუსული კომენტარით, თუმცა როცა არაა რუსულათ ინგლისურათაც მშენივრათ ვნახო შეიძლება ან კრაინი ვარიანტია ჩვენ ტვ-ში ქართულათ ყურება რამე ტრანსლიაციის, იგივე სილკტვ იპტვ-ზე, მე ისე რუსული უფრო მესმის მაინც, აქცენტით ვლაპარაკობ კი და ხანდახან შეიძლება გრამატიკული შეცდომებიც დავუშვა, მაგრამ არ მაქვს პრობლემა გაგების, მათ შორის ძალიან რთული მატერიალისაც, ინგლისურიც მესმის იმ დონეზე თამაშის დახურვა რომ შემლებოდა, ანუ რასაც ბაზრობენ იგრებში ასე 80% კარგათ მესმოდა და დანარჩენი 10% მიახლოვებით ალბათ, მარტო ლაპარაკის 10%-ში შეიძლება არ ვიცოდე ზუსტათ რას გულისხმობდენ, ანუ მშვენივრათ ვხურავდი ყველაფერს და ძალიან რთულ მისიებსაც ვასრულებდი ჩახლართული სიუჟეტით, არ მჭირდებოდა მაგისთვის გიდები, მე გიდებს ვიყენებდი მარტო იმიტომ რომ რამე კარგი მისია არ გამემაზა დახურვის პროცესში და რომელი მისიების როდის დახურვა ჯობდა მაგასაც ვამოწმებდი ხოლმე ხანდახან გრძელ თამაშებში ოხრათ საიდმისიები და კვესტები სადაცაა შესასრულებელი და მაგ გიდებსაც უფრო ინგლისურათ ვკითხულობდი მშვენივრათ, მაგრამ სერიალებზე და ფილმებზე თავის დროზე არ გადავერთე ინგლისურ ენაზე და ეხლა მიჭირს უკვე ენის ჩანაცვლება, თუმცა ბევრი ფილმი და სერიალი ბევრათ კარგი საყურებელია ორიგინალ ენაზე კარგი აქცენტი აქვთ ხოლმე ტოპოვი მსახიობებს, მოკლეთ ბევრი რამე შეჩვევაზეცაა და გემოვნებაზე

    მე ამერიკელი მეუღლე მყავს და სახლში მხოლოდ ინგლისურად ვსაობრობთ და ინგლისურად ვუყურებთ სერიალი იქნება თუ თამაში. ასე რომ მე ინგლისური ფაქტიურად თითქმის მშობლიური ენასავით მესმის. გარეთ და სამსახურში ქართულად მიწევს საუბარი და ურთიერთობა ხალხთან. უცხოურ სერიალებს (ესპანურს, გერმანულს, ფინურს, ფრანგულის, თურქულს და ა.შ. ყველას ინგლისური გახმოვანებით ვუყურებთ, ნეტფლიქსი გვაქვს და იქ ყველა კონტენტი ინგლისურადაა გახმოვანებული, თუმცა შეგიძლია უყურო ორიგინალურ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით, მარა ინგლისურად დუბლირებული მირჩევნია.

  23. On 10/29/2023 at 11:42 AM, G1ORG1 said:

    ყური არ გაქვს მიჩვეული და მაგიტო, ესპანურ დუბლირებულებს რომ ვუყურებდი თავიდან, კინო კი არა თეატრი მეგონა იმდენად არასასიამოვნო იყო. 

    მე ვუყურებ ხოლმე ესპანურ ფილმებს და სერიალებს ინგლისურად დუბლირებულს გიო და ჩემთვის მისაღებად დუბლირებულებია. ნუ მაინც ეტყობა ხოლმე რომ დუბლირებულია მარა შემაწუხებლად ცუდი არაა 🙂

  24. 11 hours ago, მიშკა said:

    მეც extension-ებით ვბლოკავდი აქამდე, მარა გუშინ გამომიცხადა რო გათიშე ან წაშალე თორე ვიდეოს არ ჩავრთავო და მართლაც აღარ ჩართო ნაბიჭვარმა

    ახლა დავაყენე და ვნახოთ აბა. 

    აი ამას მიგდებდა ყველა adblocker-ზე რაც extension-იდან მქონდა ჩართული

    13.JPG

    მაგან გადახდა მომთხოვა. ხალიავაზე არ მუშაობს ჩემთან

     

    14.JPG

    ხალიავა არ ვიცი რა არის, მაგრამ მუშაობს უფასოდ. გადახდა მხოლოდ აპლიკაციას უნდა თუ გინდა რომ ვინდოუსში გეყენოს, ქრომში არანაირი გადახდა არ ჭირდება.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.