Jump to content

gio14

წევრი
  • Posts

    257
  • Joined

  • Last visited

Everything posted by gio14

  1. რუსულ ვერსიაზე როგორ დავაყენო პატჩი? თორემ მასე ვერ უშვებს რატომღაც დავინჩის
  2. აჰა თერმოპასტა შემოდგომის შემდეგ არ გამომიცვლია არც მახსოვდა ეგ საერთოდ . ერთი სიტყვით მადლობთ თორემ გული გამისკდა :D
  3. ბოლოს სადღაც 2 კვირის წინ გავტესტე. ბოქს ქულერი ანუ თავისი ხო რაც მოყვებოდა? ხო არც გამომიცვლია მაგის შემდეგ. ეხლა სთოქზე მხოლოდ 2-3 მომცა სხვაობა. მეც შემეშინდა ტო რა ჭირი ეტაკა მეტქი. ბოდიშით ბიჭებო შეგაწუხეთ და მადლობთ რა, არადა მტვერი დიდად არ აქვს ხვალე გამოვწმინდავ სათანადოდ და ვნახავ.
  4. აზრზე არ ვარ რომელი ქულერია, მაგრამ აქამდე პრობლემა არ შემქმნია რამაგასთან
  5. ესეთი პრობლემა მაქვს, ანუ სულ რაღაც 100 მეგაჰერცი მოვუმატე ანუ, 2.66-დან 2.76-მდე ავიყვანე მეტი არაფერი და ტემპერატურა ევერესტის ტესტით 100% დატვირთVაზე 78-მდე ადის 10 წუთში, არადა წინად 60-მდე იყო სადღაც მაქსიმუმ. კვება მაქვს rocketfish 550w ასე ქვია მგონი და რავი რისი ბრალი უნდა იყოს?
  6. ხალხო რა ხდებაო 19 მარტსო? რაღაც მთვარეო თუ უბედურებაო. ვკვდებით? სიყვარულია ვუხსნა თუ არა ჯერ? :D:D
  7. ტომ კლენსი... ისევ და ისევ გვიბრუნდება თავისი ბახაბუხით, იმ იმედით რომ დაგვაჯეროს ფაქტი: "მე იარაღებშI მართლა კარგად ვერკვევი!" რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მას გამოსდის, იქიდან გამომდინარე რომ მისი თამაშები შემდეგი ჟანრისაა: არის 1 დან 3 ადამიანამდე და მარტონი ანადგურებენ რუსებს და ტერორისტებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ნუ არ ვღალატობთ ამ ფაქტს და ისევ ვუბრუნდებით ამ თამაშს სახელად Rainbow Six: Vegas 2, პირველმა ნაწილმა ძალიან დიდი პოპულარულობა მოიპოვა გეიმერებში, იდეალური co-op იდეალირუ AI იდეალური FPS იდეალური Stealth, მაგრამ არის თუ არა ეს ყველაფერი მე-2 ნაწილში? პასუხი: არის! მაგრამ სხვა რა არის? არც არაფერი, არა არის მაინც რაღაცა... უკეთესი "დვიჟოკი" ტი შტო Unreal 3.... Unreal 2.5-დან ამ დვიჟოკზე გადასვლა დიდი შედეგია... მე როგორც ამ დვიჟოკის მოძულემ ისევ უნდა გავაბანძო... არის ამ ვერსიაში უამრავი ბაგი, უეცრად მტრები, ვითომ და კედელში გხედავენ მოგვარდებიან და სროლას გიწყებენ, არადა გგონია რომ სუპერ შპიონი-სპეცრაზმელი ხარ. მოვრჩეთ ამ თამაშის გაბანძებას და შევუდგეთ ამ თამაშის კარგ მხარეს: როგორც პირველმა ნაწილმა ამ თამაშმაც გეიმერებს დიდი სიამოვნება მიანიჭა,თუ გინდათ თავი ისევ სამყაროს გადამრჩენლად იგრძნოთ ეს თამაში თქვენთვისაა, კარად არის დახვეწილი stealth ეფექტები, არის პირველი ნაწილიდან განსხვავებით ბევრად უფრო მეტი იარაღი, უფრო მეტი კოსტიუმი და პერსონაჟის ამოწყობის უფრო მეტი საშუალება, იარაღის დეტალიზაცია მკვეთრად გაუმჯობესდა პირველ ნაწილთან შედარებით, ტყვიის ეფექტები ძალიან კარგად იმჩნევა, იარაღიდან ამომავალი ცეცხლი ნამდვილ ცეცხლს მოგაგონებთ, მაყუჩით სროლისას გამოსული ბოლი კი კარგ ხასაითზე დაგაყენებთ, ტყვიის ნიჟარა (Shell) კი ძალიან ლამაზად იყრება და თავის ხმასაც კი ჰქმნის, რაც თქვენი შემჩნევის კიდევ ერთ შანს ჰმატებს მოწინააღმდეგეს. Unreal-ის ბაგები ანრეალის დვიჟოკი... როგორ შეიძლება თავი ავარიდოთ ბაგებს? ვერც ვერანაირად ავარიდებთ "ანრეალი ბაგების გარეშე ანრეალი არ არის" ნათქვამია ბრძენი ხალხის მიერ, უკვე ვისაუბრეთ იმაზე რომ მოწინააღმდეეები კედელში ხედავენ, ეს იმის ბრალია რომ კედელი არ არის კარგად დეტალიზირებული რის გამოც AI აღიქვამს როორც ჩვეულებრივ ცარიელ სივრცეს და გხედავს, თამასში არის ძალიან ბევრი ვიდეოსაუბარი, როცა პერსონაჟები უკავშირდებიან შტაბს რაიმე დავალების საკითხით, ამ დროს არ ინძრევა არცერთი პერსონაჟის პირი, როცა არიან შეშინებული ტყვეები, დაჭრილი მტრები, ისინი უბრალოდ დგანან იყურებიან და ყურებიდან ამოსცემენ ხმას პირის უმოძრაოდ, ვისაუბრეთ ნიჟარებზე, მაგრამ გადმოყრილი ნიჟარა იმ წამსვე უჩინარდება ჰაერში, ვითომ და იწვება ატმოსფეროში, ვერთმფრენში ყოფნის დროს კი მაშინაც როცა ყველა გვერდიგვერდ ზის, ისინი მაინც რადიოთი გელაპარაკებიან და პირს მაინც არ ანძრევენ გადავირევი.... როცა ადამიანის სახეშ შეხედავ დაინახავ კარგად დეტალიზირებულ სახეს, მაგრამ პროფილში რომ შევხედოთ? უკიდურეს შემტქვევაში ცხვირი მაინც თუ არის სახეს გამოყოფილი, თორემ იქნებოდა სიბრტყე სახე კი არა... ანუ პირველი ვეგასი ძალიან კარგი თამაში იყო, მაგრამ არის თუ არა მეორე? მე-2 ნაწილში არ არის შეცვლილი არაფერი გრაფიკის და დვიჟოკის გარდა (ისიც განახლებულია შეცვლილი კი არა) ამხელა მოლოდინის შემდგომ ამ თამაშმა მაინც გაუცრუა იმედები ფანატებს თავის დროზე... თუ არ გითამაშიათ პირველი ნაწილი, მაშინ გეგონებათ კარგი თამაში, თუ გითამაშიათ ეს თამაში კი არა, უბრალოდ მოდი გეგონებათ, ტექსტურების გაუმჯობესების... თუ პირველ ვეგასს 9,5 ეკუთვნოდა ამ თამაშს 7,5 ეკუთვნის შემქმნელების უსაქმურობისათვის. გეიმფლეი: 8/10 სთორი: 5/10 გრაფიკა: 8/10 დამუშავებულობა: 7/10 ჯამში: 7,5/10 დაწერილია GIO14-ის მიერ სპეციალურად Overclockers.ge-სათვის. გმადლობთ ყურადღებისათვის!
  8. არადა აშკარად ქოლექთორის მეტს ვერაფერს ვხედავ ან კიდევ რამე spaceship
  9. Rocketfish Power Supply 550W Modular LED ვიყიდე დღეს 130 ლარად, მშვენიერი კვებაა როგორც იქნა დავისვენე
  10. მიპასუხეთ მაინც კითხვაზე
  11. ხალხო აი სულ ბოლო 450W-ის ვარიანტი რომაა მანდ რას ამბობს რამდენი ამპერიაო 12V-ზე? 17+16=33 ამპერია თუ 17 ამპერია? :D
  12. სალამი იმ ხალხს, რომელიც აუცილებლად მიპასუხებს შემდგომ კითხვაზე და უპასუხოდ არ დატოვებს მას! http://www.computershop.ge/product_info.php?cPath=34&products_id=478&osCsid=9f510a57a84149e5ac1ae49e1197f8d0 აი ეს ბარახლო კვება ჩემს სისტემას დაძრავს ისე, რომ უკან ბარბექიუ არ მოაწყოს შპალერზე?
  13. ტემპლიერთა და ასასინთა ბრძოლა გრძელდება, დიახაც ეს ისტორიული შერკინება Assassin’s Creed -ის უკვე რიგით მე-2 ნაწილს ითვლის. 2 წლიანი შესვენების შემდგომ უბიმ სახელურები აიკაპიწა და საქმეს შეუდგა, რის შემდგომაც ჩვენ მოგვევლინა Stealth და უვკე Adventure ჟანრის კიდევ ერთი შედევრი. 9გბ მოცულობის ფაილი თავის წონას ამართლებს და ადამიანს წარმოუდგენს ნამდვილ გაშლილ სივრცეს, ძველ იტალიურ რენესანსის პერიოდში. არც დესმონდი დარჩა უკმაყოფილო იგი უკვე მორგებულია ანიმუსის რიგით 2.0 ვერსიას და საქადაგებლად მზადაა. ისტორიას ჩვენ ერთ ერთი იტალიელი ახალგაზრდის, ეციო აუდიტორე დე ფირენსეს სხეულში გვათავსებს და მის თვალებსა და გონებას გვანიჭებს, რომლის შემდგომ მთავარ გმირს მინიმუმ 20 მაქსიმუმ 40 საათ სიამოვნებას ანიჭებს, თავისი დამატებითი ქვესტებითაც, რაც მოთამაშეს ექსტრა სიამოვნებას ანიჭებს. ეს თამაში პირველისაგან მხოლოდ და მხოლო რამოდენიმე RPG ელემენტითა და უსერიოზულესი Gameplay-თი განსხვავდება, რომელიც მოთამაშეს მოწყენის შანსს არ აძლევს, როგორ უნდა მოიწყინო როცა ბრძოლა გიწევს: წყალში, მიწაზე, ცხენებით, ეტლებით არ დამიჯერებთ და ჰაერშიც კი. გაცოცხლებული რამოდენიმე ისტორიული პერსონაჟები როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი და სილვიო ბარბარგო 3 უძველეს ქალაქს მონტერიდჟონს, ფლორენციასა და ვენეციას უფრო საინტერესო ატმოსფეროს ჰმატებს. ქალაქები თავისი ისტორიული ხედებითა, უძველესი არქიტექტურითა და სისხლისმსმელი დარაჯებით ეხლა ინფრასტრუქტორის როლსაც გაკისრებენ, უნდა გაზარდოთ თქვენი ვილის ეკონომიკა, უნდა გაალამაზოთ და ვაჭრებისათვის უფრო მიმზიდველი გახადოთ იგი. თამაშის ძრავი შემქმნელებმა იგივე დატოვეს როგორც პირველში გვხვდებოდა, არც გრაფიკამ განიცადა დიდი ცვლილება, მაგრამ დამეთანხმეთ ეს ის შემთხვევაა, როცა გრაფიკა მე-12423534543 ხარისხოვანია და თქვენ ამ ჩამთრევი სიუჟეტითა და თავბრუდამხვევი ილეთებით ტკბებით. თამაშში ძლიერ განიცადა ცვლილება ინტელექტმა, დარაჯები ეხლა ნებისმიერ კონფლიკტზე რეაგირებენ, ზოგს თავისი სუბიექტური აზრი აქვს და თუ არ მოეწონეთ იმ წამსვე ჩხუბზე წაქეზებას ცდილობენ, რაც ისევ და ისევ მოთამაშის ნერვებზეა დამოკიდებული, დაღვრის სისხლს თუ არა. აგრეთვე ინდივიდუალურები არიან გამვლელები, თუ თქვენი კრიმინალურობის დონა ქალაქში პიკს აღწევს, ჩვეულებრივ გამვლელებს ან ეშინიათ თქვენი, გარბიან, გერიდებიან, უკიდურეს შემთხვევაში დარაჯებთან გასმენენ ხოლმე. თამასში ზოგჯერ თქვენი თანამგზავრებიც გყავთ იქნება ეს ქურდთა მმართველი ანტონიო თუ ქუჩაში თვალთმაქცი მეძავეები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სიმაღლეზე ასვლას ლამობთ და მეგზურიც რითმში ვერ ჯდება, იგი მუდამ ეძებს უფრო ადვილ გზას თქვენამდე მოაღწიოს, იმის მიუხედავად ეს კიბე იქნება, მე-2 სახურავი ანდა რამოდენიმე ასეულ მეტრში მყოფი ასასვლელი, რაც მისიების დროს ცოტა არ იყოს ნერვების ამშლელია, რადგან თუ მეგზური შორს წავა თქვენი მისია იშლება მისი დაკარგვის გამო. არსენალის უდიდესი კოლექცია სირიული, ვენეციური, ფლორენციული ხმლები, ხანჯლები, აბჯარი ეს ყველაფერი მხოლოდ 1/10 ნაწილია არჩევნისა, გარდა ამისა პირველად ცხოვრებაში შეგიძლია მოირგოთ მოდური ტანისამოსი, რომელიც შემდეგი სიტყვებიდან გამომდინარე : Модная одежда из милана! მოდის დედაქალაქ მილანიდან უნდა იყოს , ორმაგი ფარული ხმლები, მუშტები, სასროლი დანები, შხმაი, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, დამალული სასროლო იარაღიც კი გაძლევთ შანსს გამოიჩინოთ ცივსისხლიანობა და თქვენთვის სასურველი ულამაზესი გზით მოკლათ თქვენ ხელთ ჩაგდებული მსხვრეპლი, კისერს მოგრეხთ, ყელს გამოჭრით თუ მუცელს დაუფატრავთ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. არც ჩვენ ძველ ბრატებს ვივიწყებთ და თამაშის პროცესში რამოდეინმეჯერ ვახსენებთ ალტაირს, ზოგჯერ მის ეპოქაშიც კი ვბრუნდებით შესაჯამებლად მინდა გითხრათ, რომ ზემოთ ხსენებული თამაში არის უდიდესი Fun, Story, Gameplay, Stealth, რამოდიმე მომენტში სტრატეგიის აჯამსანდალიც კი, რომელის ართამაში უბრალოდ გეიმერთა მიმართ უპატივცემლობა და თქვენი თავების მიმართ უპასუხისმგებლობა, რადგან ეს არა მარტო დროს გაგიყვანთ არამდეს თქვენც კი გადაგიყვანთ სამყაროში სადაც, ერთ ადამიანს ისტორიის სვლის შეცვლა შეუძლია, ამიტომაც მე ამაყად ვამბობ: Эта игра удалась на славу! „ვკლავთ რადგან ვთვლით, რომ ესე იქნება უკეთესი მთელი მსოფლიოსათვის და რა თქმა უნდა ჩვენი თავებისათვის“ -ასასინთა კრედო! შეჯამება: Story: 9.0 Gameplay: 9.5 Graphic: 8.0 Overall: 9.5 რევიუ დაწერილია Gio14-ის მიერ სპეციალურად Overclockers.ge-სათვის, მადლობთ ყურადღებისათვის
  14. ვობშემ პერსონაჟების დეტალიზაცია არაა კარგი მაგრამ გარემო იმენა მხეცურია, აი ბანკს ვგულისხმობ, აი ბანკი რომაა დეტალიზირებული ასე ლამაზად თუ გააკეთბებდით არ მეგონა, დანარჩენი ალბათ როგორც ალფას შეეფერება ისეა, წარმატებები ერთი სიტყვით. მაგრამ აი ბანკის ინტერიერი ძააააან მაგრად გააკეთეთ აი მართლა საკონკურენტო დონეზე :D
  15. ექიმი მოდის მგონი დამიწია ეხლა. თამაშობს ტემპერატურა
  16. სიცხე მაქვს 39 :| თავი მისკდება, საშინლად მტკივა. მიანცდამაინც დღეს რა
  17. რადიო აფხაზეთს უყურეთ ეხლა ვარესები გავუშვი და წაიკიტხავს იმედია http://radio.navi.ge/%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90/
  18. რაც მთავარია იქ რაც დავწერე ზევით იმას ხო გაქაჩავს უპრობლემოდ? და ამის ნამდვილი ფასი რა იქნება?
  19. http://www.coolermaster.com/product.php?product_id=5906 ეს როგორი კვებაა 120 ლარად?
  20. კვებას რომ უწერია 12V1-17A 12V2-16A რას უნდა ნიშნავდეს? რამედ ვარგა? 450W კვებას
  21. რა მეცოდება ტო კაიფობ? ღამით ვტრივარ ხოლმე დაჟე :D:D:D
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.