სალამი მეგობრებო
მოკლედ ასეთი რამე შეემთხვა ჩემს კომპს:
ვიყიდე ქულერი ასუს საილენთ ნაით 2, დავხსენი კომპი, ამოვიღე მაზერი დავაყენე ქულერი, ავაწყვე ყველაფერი როგორც საჭიროა და აღარ ირთვება.
ამოვიღე ცმოს ბატარეა,ჩავსვი ისევ, კომპი ჩაირთო - შევდივარ ბიოსში, ტემპერატურა 22-27 გრადუსი. ვცვლი რაღაც-რაფერიღაცებს, ფ10>ოკ - რეზულტატი - კომპს საერთოდ არ აქვს რეაქცია, ფენები ტრიალებს, მონიტორზე ბნელა, მონიტორის ღილაკი გაყვითლდა - აი ისე, როდესაც სიგნალი არ მიეწოდება...
ვიღებ ისევ ბატარეას, ვსვამ უკან, შევდივარ ბიოსში, არაფერს ვცვლი, რესტარტის მერე იგივე რეზულტატი...
ერთადერთი უცნაური რაც ვნახე, როდესაც ბიოსში მოვინდომე ოპერების ტაიმინგების ხელით გაწერა და ავტომატურიდან მანუალზე გადავცვალე მიმიწერა 3-3-3-9, გავწერე ხელით 6-6-6-18, რესტარტის მერე იგივე რეზულტატი...
ამოვიღე ყველაფერი კეისიდან, ვცადე ჩართვა - ყველაფერი განმეორდა...
ლეპტოპი ვითხოვე უბანში და მაგით ვზივარ ეხლა... აზრზე არ ვარ რა ვქნა...