Jump to content

kashmir

VIP
  • Posts

    3419
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    9

Posts posted by kashmir

  1. ძალიან მწირი ინფორმაციაა.

    დაწერე იმ კომპის კონფიგურაცია, რა შეცდომას აგდებს ვინდოუსი, რომელ ვერსიას აყენებდი და ა.შ

  2. რა არის GRUB?

    GRUB - არის მრავალფუნქციური ჩამტვირთავი სისტემა

    ძირითადი მახასიათებლები:

    1) შესაძლებელია დაყენდეს HDD, CD, USB ან Floppy_ზე. დღეს განვიხილავთ როგორ დავაყენოთ USB_ზე, რადგან უფრო გავრცელებული და მოქნილია;

    2) შეუძლია სხვადასხვა სახის იმეიჯების ჩატვირთვა;

    3) შეუძლია ჩატვირთოს სისტემა სხვადასხვა დისკიდან.

    თავდაპირველად ვიწერთ ამ არქივს და ვაექსტრაქტებთ (პაროლი ocge);

    დანარჩენს ვიდეოებშიც ნახავთ:

    1) GRUB_ის დაყენება USB_ზე:

    MobaLiveUSB_0.2 აკეთებს სისტემის ჩატვირთვის ემულაციას იმ დისკიდან, რომლიდანაც გაეშვება, ჰარდიდან არ გაუშვათ, ცოტა სახიფათოა.

    ჩვენს შემთხვევაში ამ პროგრამის საშუალებით ვამოწმებთ სწორად ჩაიწერა თუ არა GRUB და გამოჩნდება თუ არა GRUB Menu.

    2) Windows 7_ის ინსტალაციის გაშვება GRUB_დან:

    
    
    title Windows 7 Install
    
    rootnoverify (hd0,0)
    
    chainloader (hd0,0)/Bootmgr
    
    
    
    3) Ubuntu_ს ინსტალაციის გაშვება ფლეშკიდან + Ubuntu Live:
    title Ubuntu Live
    
    kernel /vmlinuz iso-scan/filename=/ubuntu.iso boot=casper initrd=/initrd.lz quiet splash --
    
    initrd /initrd.lz
    
    
    title Ubuntu Install
    
    kernel /vmlinuz iso-scan/filename=/ubuntu.iso boot=casper only-ubiquity initrd=/initrd.lz quiet splash --
    
    initrd /initrd.lz
    4) Hiren's Boot CD_ს გაშვება GRUB_დან (სხვადასხვა ვერსიებზე სხვადასხვანაირად კეთდება, თუ არ გამოგივიდათ რამე დაწერეთ თემაში) Hiren's Boot CD 14.0 Restored by Proteus - განსხვავება ორიგინალთან:
    title HBCD
    
    find --set-root /HBCD/Dos/dos.gz
    
    map --mem /HBCD/Dos/dos.gz (fd0)
    
    map --hook
    
    chainloader (fd0)+1
    
    rootnoverify (fd0)
    
    map --floppies=1
    
    boot

    menu.lst საბოლოო სახით

    GRUB4DOS_ზე უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ, ასევე თუ დაინტერესდით, გადახედეთ ამ ფორუმს.

    -- Acronis Disk Director 11 Home (11.0.2121) -- Acronis True Image Home 2011 Full Version Plus Pack (build 6.597) -- Active Partition Recovery (3.0) -- Active Password Changer (3.0.420) -- Active Undelete (5.5) -- Drive Image (5.6) -- ERD Explorer -- GetDataBack for FAT/NTFS (4.0) -- HDD Regenerator (1.71) -- NTFS Pro -- Norton Ghost 11.5.1 -- Norton PartitionMagic Pro Server (8.05) -- PC-Check (6.21) -- Paragon Partition Manager (7.0.1274) -- Paragon Mount Everything (3.0) -- Synantec ImageCenter (5.6) Tested, Recommended! (თუ არ გინდათ "გადაწყობილი" ვერსიების გამოყენება, Hiren's Boot CD 10.6 გადმოწერეთ, შემდეგ ვერსიებში უკვე ამოღებულია ეს პროგრამები)
    • Upvote 5
  3. რაზგონში.

    კაი ერთი :-)

    ანუ მე რა იდეა მომივიდა იცი? ავაწყოთ 3-4 საბენჩაო სტენდი სხვადასხვა სოკეტებზე, არ გაგვიჭირდება, მეც დაგეხმარებით ნაწილებით თუ რამეა...

    მონაწილეებმა რიგ-რიგობით სცადონ დარაზგონება, დრო შეზღუდული იქნება რათქმაუნდა. ყოველი მონაწილის მერე ბიოსი დეფაულტზე და ახალმა მონაწილემ თავიდან უნდა დაიწყოს.

    რათქმაუნდა სხვა მონაწილეები არ უნდა უყურებდნენ რას და როგორ აკეთებს მონაწილე, ორგანიზატორები უნდა აკვირდებოდნენ და დღის ბოლოს დაიდოს ცპუზ სქრინები და გამოვლინდეს გამარჯვებულები.

    ასე გამოირიცხება ის ფაქტორი, რომ ზოგს კარგი კომპი იქნება, ზოგს უკეთესი. იქნებ ვიღაც ძალიან მაგრად ერკვევა რაზგონის ნიუანსებში, მაგრამ თავისი ჰარდი არ უწყობს ხელს, ხომ არ უნდა დაიჩაგროს?

  4. წინა ლანფართიზე არ ვყოფილვარ (მგონი მაშინ ჯერ ფორუმზეც არ ვიყავი =)) და შეჯიბრი რა სახით ტარდება? ანუ გამარჯვებული რაში და როგორ გამოვლინდება?

  5. წინა ლანფართიზე არ ვყოფილვარ (მგონი მაშინ ჯერ ფორუმზეც არ ვიყავი =)) და შეჯიბრი რა სახით ტარდება? ანუ გამარჯვებული რაში და როგორ გამოვლინდება?

  6. მააგრად გაგიმართლა პროცესორთში, ძმაო ))

    არ დააყენო აუტოზე, მინიმალურზე დატოვე.

    + OCCT გადმოწერე და Custom გაატარე 30 წუთიანი.

    ისე სახლიდან როცა დააპირებ გასვლას დატოვე ჩართული პრაიმი 3-4 საათი მაინც რომ იტესტოს, რომ დარწმუნდე ნამდვილად სტაბილურია.

  7. იდლე (Idle) - მდგომარეობა როცა კომპიუტერი ისვენებს, არ არის დატვირთული

    გამორთვა - ტრეიში მარჯვენა კლიკი პრაიმის იკონკაზე და Exit.

    შეცდომები თუ არ ამოუგდია შედი ისევ ბიოსში და ძაბვას დაუკელი ცოტათი, მერე ისევ გატესტე პრაიმით 15-20 წუთი, თუ გაიარა კიდევ დაუკელი და კიდევ დატესტე, ასე მანამდე, სანამ შეცდომას არ ამოგიგდებს, როცა ამოგიგდებს დააბრუნე ბოლო სტაბილურ ვოლტაჟზე და გაატარე ცოტა ხანგრძლივი ტესტი (რამდენიმე საათი), თუ გაიარა კარგია, თუ შეცდომა ამოაგდო კიდევ მოუმატე ცოტა და ა.შ. ეს ყოველ პროცესორზე ინდივიდუალურია და აქ შენს მეტი ვერავინ დაგეხმარება, უნდა ტესტო...

  8. http://bit.ly/ocsoft - გადმოწერე Prime95, ჩართე და არაფერი არ შეცვალო ისე OK დააჭირე - დაიწყებს გატესტვას, თუ სისტემა არასტაბილურია შეცდომას ამოაგდებს და პრაიმის მწვანე იკონკა ტრეიში (ქვედა მარჯვენა კუთხე,საათის გვერდით) გაწითლდება
  9. FSB : 421 (3999.5~4.0 GHz)

    DRAM: 667 (FSB მატებასთან ერთად გაიზრდება და დადგება 421*2=842 მეგაჰერცზე)

    Cpu Ratio Setting----------------9.5

    CPU Voltage----------------------(1.35)

    FSB Termination Voltage----------(1.35)

    დანარჩენი ყველაფერი ავტოზე ჯერჯერობით.

    გატესტე სტაბილურობაზე, თუ წარმატებით გაიარა მერე რამებსაც მივხედავთ.

  10. ისე სანამ არ დასტაბილურდებოდა პროცესორი საერთოდ არ მოვკიდებდი რამებს ხელს, ყოფილიყო 1:1 და გაგეტესტა სტაბილურობაზე.

    FSB Frequency 421 მიეცი

    PCI-E - ეგ შეგიძლია ავტოზე დატოვო, 4,0 მდე ასაყვანად ნამდვილად არ ჭირდება მომატება.

    და გაატარე სტაბილურობის ტესტი OCCT, LinX, IntelBurnTest და ნახე ხომ არ გაჭედავს ან ხომ არ გახურდება.

    აქედან გადმოწერე: http://bit.ly/ocsoft

  11. ქულერი როგორი გაქვს? დარაზგონებასთან ერთად პროცესორის ტემპერატურაც იმატებს და აკონტროლე.

    ოვერქლოქინგის დროს რომ დაწვა რამე ძალიან მონდომებული უნდა იყო ))

    სტაბილურია ეგრე?

    და + რა კვება გაქვს?

  12. FSB Frequency--------------------(420) (420*9.5=3990 MHz)

    PCI-E-------------Auto

    DRAM Frequency-------------------(840MHZ) (თავიდან ჯობია 1:1 დააყენო ოპერატიულები, თუ ყველაფერი კარგად იქნება მერე სცადე 5:6)

    CPU Voltage----------------------1.30-1,32 (თუ სტაბილური იქნება, მერე დააკლებ ნელ-ნელა და მონახავ მინიმალურ სტაბილურ ვოლტაჟს)

    NB Voltage-----------------------1.10 დან 1,20 მდე (1,16...)

    CPU Spread Spectrum--------------Disabled

    დანარჩენები ავტოზე დატოვე ჯერ

    (ისე კოპიო ე8500 არის ეს პროცესორი =) )

  13. ცუდადაა საქმე ))

    Tunatic - ძალიან ძველია ეს ვერსია, დაიკიდეს ეგ პროექტი ეტყობა, თან ბევრს ვერ პოულობს,

    Audiggle - Down Under Maintenance_ო

    აი მესამემ იმუშავა (http://audiotag.info), უბრალოდ არ არის მოსახერხებელი მთელი სიმღერის ატვირთვა ))

    სპეციალურად გავწმინდე სიმღერა ყველანაირი ტეგისგან, გადავაკონვერტირე და მაინც ამოიცნო:

    0kky4ftidxriaz8yez4.jpg

  14. მიკიპედია:

    ლატენტურობა

    ლატენტურობა, ანუ "დაგვიანება" არის დრო, რომელიც გადის მონაცემთა მოთხოვნიდან მონაცემთა მიღებამდე. იგი ასევე ცნობილია სახელწოდებით CAS (Column Address Strobe) Latency, ან უბრალოდ CL. ლატენტურობის რიცხვი წარმოადგენს ციკლის რაოდენობას. ანუ მაგალითად მოდულისთვის, რომელსაც აქვს CL3, მეხსიერების მოთხოვნიდან მის მიღებამდე გადის 3 ტაქტური ციკლი. CL5-იან მოდულს უფრო მეტხანს "მოუწევს" ლოდინი. ასე რომ რაც ნაკლებია ლატენტურობა, მით უკეთესია მოდული. თვალსაჩინოებისთვის იხ. სურათი

    • Upvote 1
  15. ეს არის დროის მონაკვეთი, როდესაც მემორი კონტროლერი ეუბნება მოდულს, რომ დაუკავშირდეს მემორის კონკრეტულ ბლოკს რამში და ის ინფორმაცია, რომელიც ამ ბლოკშია გადასცეს მოდულის პინებზე - დროის ამ მონაკცეთს ეწოდება Latency და რაც ნაკლებია მით მეტია წარმადობა. (მგონი :xelitavi: )

  16. CPUCOOL და CPUFSB

    ეს 2 პროგრამა ნახეთ აბა ვინმემ, ძაან კარგი პროგრამა ჩანს მაგრამ ჩემს მაზერბორდთან ვერ ურთიერთობს და იქნება თქვენთან ნახოთ როგორია ეს პროგრამები და რამდენად გამოსადეგია, ერთი შეხედვით ძალიან კარგი პროგრამები ჩანს და დამატებას ალბათ იმსახურებს CPU overClocking Tools სექციაში

    არ ვიცი, არ გამომიყენებია, ვნახოთ, დატესტონ ბიჭებმა და თუ გამოდგება ჩავამატოთ, რა პრობლემაა.

    გიო, ბექა, მადლობა :-)

    SetFSB ცუდი ვარიანტია

    ID-ს ითხოვს

    ეს ვერსია არაფერს ითხოვს

    http://rapidshare.co..._2_2_125_92.rar

    პლუს პაწა ტექსტური დოკუმენტი დავამატე შით

    განვაახლე.

    პ.ს. გლობალზე ნორმალური აფლოადი ვისაც აქვს პმ შემეხმიანოს, პატარა დახმარება მჭირდება...

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.