Jump to content

გათი

VIP
  • Posts

    2239
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Posts posted by გათი

  1. გახდა უკვე ცნობილი რაღაც რაღაცეები. ამ ლინკზე ნახავთ სხვადასხვა მწარმოებლებს მიერ აწყობილ სთიმის ყუთებს თავიანთი მონაცემებით და ფასებით:

    http://www.pcgamer.com/2014/01/07/valve-announces-some-stuff/

     

    თავიდან პოზიტიურად და იმედებით შევხვდი ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა ვატყობ რომ ვცდებოდი. ჩემი აზრით ყოვლად უაზროა ამ ყუთების ყიდვა, როცა შემიძლია მე თვითონ ავაწყო კომპიუტერი ჩემივე შერჩეული კომპონენტებით თან ალბათ უფრო იაფადაც გამოვალ, პლიუს ეგეთ ყუთებში ვერ გექნება ისეთი კარგი გაგრილება, როგორც ჩვეულებრივ კეისში, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ამ ყუთებში ლინუქსებია დაყენებული, რომელიც არ არის გეიმერული OS და მხოლოდ პატარა კოლექცია გექნება თამაშების. და ეგ სტრიმინგიც კიდევ არავის არაფერში არ ჭირდება გეიმერების 98%-ს. ასე, რომ სთიმის ამ ამბავს ვაფასებ, როგორც ყველაზე დიდ შეცდომას/სისულელეს გეიმინგ ისტორიაში და ჩემი პროგონოზით it's going to fail  -_-

     

    ვალვმა უკვე ბევრჯერ თქვა რომ სთიმ მაშინები არ იქნებიან არანაირი "ექსკლუზივობები", არამედ იმიტომ გააკეთეს, რომ გაუმარტივონ მოწყობილობების შეძენა იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს გამოცდილება ტექნიკურ მონაცემებთან, ამ შემთხვევაში კი თითქმის ჩვეულებრივი კონსოლის ყიდვის დონეზე იქნება გამარტივებული. არაფერი ბევრის ცოდნა არ დაგჭირდება. ამის გარდა გაგრილებაზე ნამდვილად ვერაფერს იტყვი, რადგან ტონობით სტიმ მაშინი იქნება, სხვადასხვა კონფიგურაციებით, ზოგს თხევადი გაგრილებაც ექნება (მეინგეარს უეჭველი).

     

    მეორე ისაა, რომ მთელი მუღამი ზუსტად ლინუქსს აქვს, უკვე ძალიან ძალიან (ბევრი ძალიან) სერიოზული მუშაობა მიდის ლინუქსის გეიმინგზე, რადგან უამრავი მიზეზით ჯობია ვინდოზავრს (მინიმუმ ის რომ open gl cross-platform არის). nvidia, amd, valve ძალიან სერიოზულად მუშაობენ ამ ყველაფერზე, დრაივერებისა და User Experience-ის პონტში, ამასთან ვალვი ბევრ კომპანიას რთავს ამ პროცესში. რამდენიმე in-house თამაშის ძრავა უკვე გადავიდა ლინუქსზე.

     

    სტრიმინგი დროებითი პონტია სანამ მეტი თამაშის გადაპორტირება მოხდება, ჯერ ცხადია მხოლოდ აქტიური ბეტა სტადიაა.

    ამასთან სტიმი რეალურად ყველაზე დიდი გეიმინგ პლატფორმაა და უფრო დიდი პრასვეტი ექნება ვიდრე ჩვეულებრივ კონსოლებს. და ვინდოუზს რა ხდის გეიმინგ ოს-ად? გეტყვი: directx-ის მარკეტინგი. ps4-იც ლინუქსზე მუშაობს რეალურად (FreeBSD) და არავინ თქვას რომ directx ჯობია რამეთი opengl-ს, ორივე ნახეთ და რაიმე განსხვავებას თუ იპოვით დადეთ.

     

    ძალიან ბევრი გეიმერი (პირადი საუბრები, ფორუმები და youtube, თუნდაც მაშინიმა) ამბობს, რომ SteamOS-ის დასრულების შემდეგ მათთვის Windows-ის ხმარებას დიდი აზრი აღარ ექნება.

     

    ძალიან დიდი ამბები მიდის რეალურად ამ საქმეში და არ მინდოდა უპასუხოდ დამეტოვებინა ეს თემა :)

    • Upvote 2
  2. ისე ალბათ შემდეგ თაობაში იფიქრებენ დისკის ამოღებაზე და დაახლობით ისეთი სტილით გაეშვება თამაშები როგორც VITA ზე , პატარა ჩიპებით ,  , მაგრამ ეს ცოტა გრძელვადიანი თემაა 

     

    ჩიპებზე გადასვლა არასდროს მოხდება. მთელი მომავალი ციფრულ გადმოწერაზეა აგებული.

  3. გამარჯობათ,მაქვს ასეთი პრობლემა windows7 ვწერ და ამ მომენტში ჩერდება setup starting და აგარ აგრძელებს რა შევამოწმო რისი ბრალი იქნება ვინდი მუშაა 100%.

    რამდენი ხანი დაელოდე? ზოგჯერ ნორმალურია ასე 15 წუთიც (ზოგჯერ 20-იც კი, პირადი გამოცდილებაა) დასჭირდეს.

    თემას რაც შეეხება, თუ 4GB რამი გაქვს არ არის მიზეზი თუ რატომ არ უნდა დააყენო 64 ბიტიანი სისტემა.

     

    1. არანაირი პრობლემა არ აქვს 64 ბიტიანს.

    2. 64 ბიტიანი სისტემა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ 2^64 რაოდენობის მეხსიერების აღქმა შეგიძლია. აქ უკვე ბევრი ნიუანსია რომელშიც დეტალურად ჩასვლას ცალკე თემა უნდა, საქმე ეხება 64 ბიტიან რეგისტრებს, რომელიც ბევრად ბევრად ბევრად ბევრად უკეთესია თუნდაც ენკოდერებისთვის, თვითონ სისტემის memory mapping-ისათვის და მრავალი სხვა.

  4. ნახეთ რა იქნებ ამის ბრალია, ფაქტიურად დაუტვირთვზე ამდენ ოპერატიულს მოიხმარს და რამდენად ნორმალურია ეს? 

    Untitled.png

    ნორმალურია, როგორც გითხარი სავარაუდოდ დრაივერის ბრალია.

  5. შეიძლება უთვალავი მიზეზებიდან ერთ-ერთის ბრალი იყოს.

    უნდა ერორ კოდის მიხედვით დაგუგლო.

     

    ანუ

     

    REFERENCE_BY_POINTER

     

    0x000000018 ...

     

    პირველი დაგუგვლისას როგორც ჩანს დრაივერის ბრალია.

  6. რომ გამოდის ეგ მეც ვიცი მარა, თამაშებს გააჩნია. სერიოზული თამაშებიდან თითზე ჩამოსათველია თამაშების სია...

    AAA თამაშებიდან ჯერ ცოტაა, ძირითადად სტრატეგიები. AAA თამაშების პორტირების პრობლემა მხოლოდ თამაშის ძრავს ეხება, ამიტომ თუ დეველოპერებს უღირთ ძრავის პორტირება რატომაც არა, გრაფიკულად და მასშტაბურად სერიოზული თამაშები როგორც წესი 2-3 წლის წინანდელ ძრავებზე მუშაობს ხოლმე და ეგეც დიდი პრობლემაა. DICE უკვე ძალიან დაინტერესებულია და ამბობენ Battlefield 4-საც გამოუშვებსო.

  7. ეგ დეველოპერების ძალიან დიდი შრომის შედეგი და დამსახურებაა, მაგრამ, ლინუქსზე თამაშები მაინც ვერ იქნება ისეთი, როგორც ვინდოუსზეა. ჯერჯერობით მაინც =)

     

    სულაც არა, არაფერი დიდი შრომა არაა მაგისთვის საჭირო, უბრალოდ აქამდე მოთხოვნა არ იყო.

     

    ანალოგი შეიძლება, მაგრამ მაიკროსოფტი არასოდეს არ დაუშვებს, რომ directx ლინუქსზეც იყოს :-)

    არის ეგერ openGL, მაგრამ directx ურჩევნიათ დეველოპერებს. ალბათ უფრო მოსახერხებელია და მეტი შესაძლებლობა აქვს, თორემ openGL მულტიპლატფორმულია და ბევრად მარტივია თამაშის მორგება სხვადასხვა ოს_ებზე.

     

    OpenGL-ზე არ აქვს მეტი შესაძლებლობები, ასე ვთქვათ მაგ ორს შორის განსხვავებასაც ვერ მონახავ. ერთადერთი მიზეზი თუ რატომაა პოპულარული DirectX ისაა რომ კარგი დოკუმენტაცია აქვს, რადგან ღორი მონოპოლი კომპანია უშვებს :D ალბათ მალე მუღამიც აღარ ექნება directx-ს...

    • Upvote 1
  8. დიდი მნიშვნელობა არაა რითი დაიწყებ, mit-ში პითონით იწყებენ კურსს, სტენფორდში კიდე ჯავათი, ზოგან C*ენით. სინტაქსის სწავლა დიდი არაფერი ოხერია.

  9. რა განსხვავებაა ახლა ვიზასა და ამექს შორის

     

    ერთი სადებეტო ბარათია და მეორე საკრედიტო, განსხვავება შეგიძლია თუნდაც საქართველოს ბანკის საიტზე ნახო.

  10. ჩემი დიდი რჩევაა, რომ პროგრამულ ენას შეეშვათ და პროგრამირება ისწავლოთ, რომლითაც გაგიხარდებათ იმ ენით. მე გარკვეული მარტივი რაღაცები ვისწავლე Java-თი (მაგრამ თვითონ ჯავა არ მისწავლია), შემდეგ ფარდის მიღმა რა ხდებოდა მონაცემთა სტრუქტურებსა თუ მიმთითებლებში C++-ით გავიარე (თუმცა თვითონ C++ არ მისწავლია), მაგრამ ორივე მათგანი, რომ ენა ჯონდიში გამეარა, სასწაული განსხვავება არ იქნებოდა, სანამ ნოტაციებს (ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები, რეკურსია იტაგდალე) სწავლობთ ენას დიდი მნიშვნელობა არა აქვს და ეგენი რომ გეცოდინებათ და და შემდეგ უკვე "ტეხნიკის" ამბავია ენა, რომლის სწავლას (ანუ სინტაქსის) 1-2 კვირა სჭირდება, თუ პარადიგმები გესმით.

    • Upvote 2
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.