Jump to content

გათი

VIP
  • Posts

    2239
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    4

Posts posted by გათი

  1. https://www.netmarketshare.com/operating-system-market-share.aspx?qprid=10&qpcustomd=0

    market share-თ მესამე ადგილასაა.

    DESKTOP-ს გარდა

    USA-ში navy XP-ზეა და MS-ს გადაუხადეს რამდენიმე ლიმონი რომ გაეგრძელებინათ support, http://fortune.com/2015/06/24/navy-microsoft-windows-xp/

    მანქანა დანადგარებზე XP-ები აყენია, ბანკომატებშიც XP-ებია. სეისმურ (საკმაოდ ძვირიან დანადგარებშიც) ბევრგან XP-ებია. 

    ღირსები არიან რომ მაგ XP-ს გამო რაიმე უქნან :D

    დანადგარებზე, ბანკომატში და ეგეთ აპარატურაში Windows Embedded ვერსიები აყენია, ეგ სრულიად განსხვავებული კერნელის ოპერაციული სისტემაა იმის მიუხედავად რომ თითქოს იდენტურებია.

  2. 15 წლის ვარ და აქედანვე მინდა ელემენტარული ვისწავლო ფიზიკა საჭიროა რამეში?

     

    თვითონ პროგრამირების პროცესში არც ბევრი მათემატიკაა საჭირო და არც ფიზიკა, მაგრამ სიტყვაზე რაიმე თამაშს რომ წერ და გაგორებულ ბურთს გინდა აჩქარება ჰქონდეს ცხადია ძალიან გაჭირდება რამის მოფიქრება თუ აჩქარება და ვექტორი რა არის არ გეცოდინება.

     

    ფიზიკის მაგრად ცოდნა კოდის წერას ხელს არ შეუწყობს, მასეთი კონკრეტული ცოდნა მარტო კონკრეტულ ამოცანებში შეიძლება გამოიყენო ხოლმე.

     

    p.s. ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა ისწავლო ან ერთი ან მეორე :D

  3. XP ს შედარება ინტერფეისით ან რაიმეთი არც კი შეიძლება ამ დანარჩენ 3 თან მაგრამ ტავის დროზე ზე სისტემა იყო და ვისტას მერეც დარჩა 7 მდე , მაგ ლოგიკით 10 წლის შემდეგ იგივე პოზიციაზე იქნება ვინ 7 იც მაგრამ ცუდი რატომ უნდა თქვა იმ დროს 7 ზე 

     

     

    სულ ამოვში ამ XP ს იყოს ცოტა ხანს რას გიშლით :D 

    მესმის რატომაც ჩადე, გასაგებია ყველაფერი.

     

    უბრალოდ დროა შევეშვათ და დავივიწყოთ რა :D დღეს თუ კიდე მარტო ურბანული ლეგენდების გამო უნდა მიგაჩნდეს XP საუკეთესოდ

  4. მე მეგონა სანამ პროგრამისტი გახდებოდი რაღაც დონეებივით იყო ჯერ დეველოპერი და რაღააც ასეთები (სადღაც წავიკითხე აღარ მახსოვს) თნ როგორც ვიცი სხვადასხვა სახის პროგრამისტი არსებობს და მაინტერესებს საქართველოში რომელია ყველაზე პერსპექტიული და მოთხოვნადი, რა უნდა ვისწავლო აქიდანვე სანამ უნივერსიტეტში ჩავაბრებ ცოტა რამის აზრზე რო ვიყო და რომელ უნივერსიტეტში ჯობია სწავლა? სკოლაში რა საგნები უნდა ვისწავლო ყველაზე მეტად მადლობა წინასწარ   

    სკოლაში ინგლისური და მათემათიკა (პროგრამირება მათემატიკა არაა, მაგრამ კავშირში არიან) კარგად ისწავლე. უნივერსიტეტს და სწავლას რაც შეეხება მეგობრებს ჰკითხე, ნაცნობებს - ვინც იცი რომ პროგრამისტია და შენ თავად შეაჯამე რომელი უფრო მოგეწონება. research გააკეთე. რამდენი წლის ხარ?

    https://www.reddit.com/r/learnprogramming/wiki/faq თუ დამოუკიდებლად სწავლის დასაწყებად მზად იქნები ამას ესტუმრე, დაგეხმარება

    კიდევ მაინტერესებს აიტი სპეციალისტსა და პროგრამისტს შორის რა განსხვავებაა

    დიდი ალბათ. პირველი უფრო ხელობაა, ზოგადად კოდის წერასა ან კოდზე ფიქრთან არანაირი კავშირი აქვს, მეორე კიდე მეცნიერებას ჰგავს და კოდის წერაც მანდ ხდება ხოლმე.

  5. ვისტასაც გააჩნია, Vista SP2 ტექნიკურად იდენტურია Windows 7-ისა, განსხვავება მხოლოდ user interface-შია.

    და Windows XP არარელევანტურია მაინც, როგორ შეიძლება საუკეთესოდ მიგაჩნდეს დღევანდელ დღეს არ მესმის. Windows 8.1-ც კი უფრო მეტ კომპიუტერზე აყენია ვიდრე XP, სტატისტიკა (რომლის მეტწილად დაჯერება შეიძლება) ინტერნეტში არის.

  6. lisp რა მაფიაა ამიხსენით ვინმემ, რისთვის გამოიყენება, თუა ხმარებაში და თუ გქონიათ ვინმეს შეხება

     

    ფუნქციონალური პარადიგმის ენაა, ცოტათი ჩამკვდარი, ძირითადად მაგისი დიალექტი Scheme გამოიყენება ხოლმე და თვითონ Lisp-ით emacs-ის კონფიგურაციაც შეგიძლია :D ფიქრის სხვა სტილი გინდა Lisp-ით პროგრამირებისთვის, ძირითადად ხელოვნურ ინტელექტში იყენებენ.

  7. ბოლო-ბოლო უშვებენ ამ mantle-ს linux-ზე? რას შვება ამდენ ხანს AMD. კაი შანსი აქვს ეხლა საკუთარი gaming პლატფორმა შექმნას, ისევე როგორც MS-ს აქვს და nvidia რო დგას სათავეში. 

    gaming linux-ზე mantle-ს დახმარებით საკმაოდ მალე აყვავდებოდა, მითუმეტეს ისედაც ეხლა რო ვუყურებ linux-ზე იგივე თამაში უფრო მეტ FPS-ს მაძლევს ვიდრე windows-ზე მაძლევდა (Left 4 Dead 2) 

    მართალია, ОpenGL-ს ნაკლები "overhead" აქვს ვიდრე DirectX-ს და Source (2) Engine კარგად ხმარობს მაგ ფაქტს.

     

    დამჯერი დაიჯერებს :D

  8. choosing sides is dumb.

     

    ორივე მშვენიერი კონსოლია. დღესდღეობით 2 რამაა განსხვავება, PS4-ს ცოტათი უკეთესი არქიტექტურა აქვს (not a big game changer though) და კვების ბლოკი თან არ ჰკიდია.

     

    დანარჩენით - who gives a shit? რომელიც არ უნდა იყიდო - სწორი არჩევანი გაგიკეთებია! ორივე კარგი კონსოლია და ვერაფერს დაუწუნებთ მართლა. აიღეთ ფურცელი, ჩამოწერეთ რა გინდათ და იმის მხიედვით აირჩიეთ კონსოლი.

  9. არც კი ვეჯიბრებით ვინდოუსს, ოპერაციული სისტემის პროვოკაციაა ენტი :)

    :D საწმუხარო სიმართლეა, მაგრამ მარკეტინგულად აქვთ კარგად საქმე (რაც უცნაურია, იმიტომ რომ Mc მარკეტინგის აზრზე არაა)

  10. მკვდარი თემაა, მაგრამ, for the love of god არ იხმაროთ dev-c++ (მკვდარია) და რაშიც გინდა იმაში წერეთ, 1 წელი emacs-ში ვწერდი c/c++-ს.

    • Upvote 1
  11. როდის გეცლება ამ ნიუსის დასაწერად ?

    ინგლისურად კი არის ბევრი ინფო ნეტში, მაგრამ ინგლისურად ბევრი ვერაფერი გავიგე.  :)

     

     

    დიდი ბოდიში რომ ამდენი ხანი არ დამიწერია, რთული მიზეზების გამო არ ვიცი კარგ გემრიელ სტატიას როდის დავწერ. ცვლადებზე ოპერაციების ჩატარება თვითონ RAM-ზე საკმაოდ "ძვირია" (საჭირო მეხსიერების ბლოკის მოძებნა ყოველ მიმატება გამოკლებაზე ძალიან ცუდია), ამიტომ გამოთვლები ხდება პროცესორის რეგისტრებში. 64-ბიტიანი კოდი როგორც წესი კარგად აკეთებს ყველა რეგისტრის (რეესტრის) უტილიზაციას და შესაბამისად უფრო ეფექტიანი მანქანური კოდი მიიღება. წარმადული განსხვავება პროგრამიდან პროგრამაში განსხვავდება, გააჩნია რამდენად ინტენსიური გამოთვლებია და ა.შ. მაგრამ საერთო ჯამში 64-ბიტიანი უკვე დეფაქტო სტანდარტი უნდა იყოს, რადგან მიზეზი არ არის თუ რატომაა ცუდი. OS X მაგალითად უკვე დიდი ხანია მხოლოდ 64 ბიტიანია, ხოლოდ უბუნტუს გადმოწერისას კი default-ად გთავაზობს 64-ბიტიანს.

  12. კი ნამდვილად არ ჩამორჩება დიდად პს 4 ს თან თუ გავითვალისწინებთ რომ ეს ცოტა გვიან გამოვიდა 

     

    ისე ვინც ითამაშა მითხრა იმ ადამიანმა რომ ფორზა 5 ყოფილა ძალიან მაგარი და პს 4 ის ჯერ ვერცერთი თამაში ვერ შეედრება , კონსოლებს შორის სხვაობა ჩანს მხოლოდ 4K ტელევიზორზე :)

     

    ზოგიერთ თამაშზე 1080p-ზეც ჩანს უკვე. შეგიძლია დამატებით მასალებისთვის ანანდტექს (anandtech.com)-ს გადახედო.

  13. დღეს ჰითსინქი გამოვცვალე და როგორც აღმოჩნდა  დისკიდან არ მოდის ხმა :/ და საიდან მოდის ეგ ვერ გავიგე, თუმცა მოგვიანებით ჩავუჯდები. დახურეთ თემა, მგონი არავინაა კიდე აქ დამწერი.

  14. სალამი ხალხო. ჩემს HDD-ს ძალიან დიდი უცნაურობა სჭირს. cold boot-ზე საზიზღარ ხმაურს უშვებს, რომელი დაახლოებით 1 წუთში ჩერდება და შემდეგ უკვე ჩვეულებრივად ოპერირებს.

     

    საუბარია Caviar Black-ზე.

     

    არ მითხრათ გაბენჩეო და ეგეთები, იმდენ სოფტზე გავატარე რომ არც ვიცოდი ამდენნაირი ტესტი თუ არსებობდა.

    სისწრაფე, seek time ვყელაფერო ნორმაშია, არც ბედ ბლოქები, სმარტ სტატუსიც ok აქვს.

     

    მაინტერესებს რამე ასეთი თუ შეგხვედრიათ? ცხადია მგონი ენძრევა და უნდა გამოვცვალო, მაგრამ მაინც საინტერესოა გამოცდილება თუ არსებობს ასეთი შემთხვევის.

     

    ეს ხმა:

     

    https://soundcloud.com/gati-1/hdd-grinding-noise

     

    emedded ვერ ვქენი.

  15. თუ ჩამოწერ ან ჩამოწერს ვინმე, 4 გბ-ზე ოპერატიულის დანახვის გარდა რა უპირატესობები აქვს 64 ბიტიან სისტემას კაი იქნებოდა.

     

    მადლობა წინასწარ.

     

    კარგი, უახლოეს მომავალში (რამდენიმე დღეში) დავწერ.

    • Upvote 1
  16. როდესაც სურს ენჯინი პირველად გადართეს opengl-ზე, სერიოზული წინსვლა ჰქონდა წარმადობაში თავიანთ თამაშებს. ისე ზოგადად, გასაგებია ვინდოუსზე გაზრდილი ხალხნი ვართ ყველანი, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ "biased" არ ვიყოთ. მე სამივე ოპერაციულ სისტემას ვიყენებ (desk-ზე windows, ლეპტოპზე os x და ubuntu), მაგრამ ვინდოუსს არც ვიხმარდი თამაშებზე რომ არ მაფერხებდეს.

     

     

    SteamOS არის იმედი შუშაბანდის მნიშვნელოვნად შემოკლებისა :D

    :miyvarxar:

  17. მეც ვაპირებ გადასვლას ახლო მომავალში ოღონდ ჯერ არ მაქვს დისტრო არჩეული რომელზე :D

    რისთვის გამოვიყენებ ყველაზე ხშირად შევხედავ თუ რამე Dual boot_ში გავუშვებ თამაშებს ნოუთზე არც ეხლა ვთამაშობ(პრინციპში არც PCზე და ვერც ;დ) მაგრამ რაღაც არ მინდა ჯერ სხვა გარემოსთან შეგუება არ ვარ მზად : d

     

    აი ლინუქსზე კრეკების საქმე როგორ იქნება მაგალითად? თუ არ არის რაიმე სხვაობა შეტეხვაში ნეტა შეიძლება მაგიტომაც არის ერთ ერთი პლიუსი დეველოპერებისთვის რო უფრო ძნელად შეიძლებოდეს შეტეხვა(ეჭვი მეპარება რაღაც)

     

    სათამაშო დისტროს პონტში ჯერ-ჯერობით უბუნტუა კარგი (და ზოგადად, მგონი ყველაზე user friendly დისტროა ჯერ-ჯერობით). თუმცა ზოგადად ორივე სტიმ ოს და უბუნტუ დებიანის ბაზაზეა და ერთმანეთთან პრაქტიკულად ბოლომდე თავსებადია.

     

    კრეკების საქმე იგივეა, ახლა ბევრი არ იშოვება იმიტომ რომ მოთხოვნა შესაბამისი არაა, მაგრამ ეგ ვალვს მაგრად ჰკიდია, 60$-იან თამაშს სეილზე უცებ გაასაღებს.

  18. ალბათ ვერა  :D ანუ შენ მოგწონს ეს ყველაფერი ? 

    კი. მე იმ კომპანიების დაცვას ნამდვილად არ დავიწყებ, რადგან ძალიან მკიდიან თავიანთი მიზნებით, მაგრამ ზოგადად ძალიან ცუდი არგუმენტები ითქვა.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.