Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10293
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Posts posted by სოსო

  1. Timings VS MHz

    პატარა გამოძიება Overclockers.ge-სგან

    სანამ ვანო ყინავს ყველაფერს, პრაქტიკული აჩქარებით არის დაკავებული და გუნდისთვის ვედროებით მოაქვს ქულები :miyvarxar:, მანამდე მე თეორიულ ნაწილს ვაწვები და პატარა გამოძიებას შემოგთავაზებთ. ყველას აინტერესებს მაინც რომელი ჯობია, დაბალი ტაიმინგები თუ მაღალი სიხშირეები. რა თქმა უნდა ვიცით რომ გააჩნია თანაფარდობას, ყველაფერი შედარებითია. რაც უფრო დაბალია ტაიმინგები უკეთესია, ასევე უკეთესია მაღალი სიხშირე, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს კომპრომისზე წასვლა; მაღალი სიხშირისთვის უნდა შევწიროთ ტაიმინგები და პირიქით, დაბალი ტაიმინგებისთვის უნდა გავწიროთ მაღალი სიხშირე. ხოდა დღეს ჩემი ოპერებით OCZ 1333 CL8 ვნახე დაახლოებით როგორი თანაფარდობაა სიხშირეს და ტაიმინგებს შორის.

    სატესტო სისტემა:



    1. Memory - OCZ 1333, CL8
    2. CPU - i7 860
    3. MB - P7P55D Deluxe
    4. HDD - Hitachi 320GB, 7200 rpm
    5. GPU - 8600 GS
    6. PSU - TX850
    7. CPU Cooling - Ultra 120
    8. OS - Windows XP SP3

    ვტესტავდი პირველ რიგში Everest ბენჩმარკში, მთავარი ყურადღება გავაახვილე memory read, write და copy-ზე,

    ასევე გავტესტე superpi 1MB და wprime 32mb მაგრამ შედეგები საკმაოდ არაერთგაროვანი იყო :)

    თავიდან გავტესტე BCLK 133-ზე, პროცესორის მამრავლი 22 დავაფიქსირე და გამოვრთე ენერგოდამზოგველი ფუნქციები რომ სიხშირეს არ ეთამაშა. ძაბვა ყველგან ხელით დავაფიქსირე რომ დედა დაფას თავის ჭკუაზე არ ეცვალა



    1. CPU voltage - 1.15v
    2. IMC voltage - 1.26v
    3. DRAM voltage - 1.65v

    ეხლა ვნახოთ შედეგები 1066MHz CL 7-7-7-21

    01768a76fbe6t.jpg

    1333 Mhz CL 8-8-8-24

    10ae9cd207fet.jpg

    1600 Mhz CL 9-9-9-27

    62dacf8a6e67t.jpg

    ეხლა კიდევ დავაჯამოთ ეს შედეგები

    39c29c302502.jpg

    მეტი უკეთესია

    რა შეიძლება ითქვას ამ ცხრილზე?! ფაქტია რომ სიხშირის მატება და იმავდროულად ტაიმინგების მატება წარამდობას ზრდის, როგორც ჩანს სიხშირე პრიორიტეტულია ტაიმინგებზე ასეთი თანაფარდობით. ანუ ამ შემთხვევაში ტაიმინგების შეწირვა ჯობია სიხშირის შეწირვას.

    ეხლა ვნახოთ wprime და superpi (მარტო მილიწამები მაქვს გამოტანილი რათა სხვაობა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო სინამდვილეში wpriem-ს პლუს 8 წამი და superpi-ს პლუს 14 წამი სჭირდებათ)

    33a9718d3845.jpg

    ნაკლები უკეთესია

    აი აქ კი სრული ქაოსი დამხვდა :D და შემდგომშიც ასე გაგრძელდება ამ ბენჩებში. superpi თუ კლებულობს (ანუ უკეთესი შედეგია) wprime მატულობს (ანუ უარესია).

    შემდეგში გადავედი უკვე სხვა სიხშირეზე (რადიო სიხშირეებზე არ ვამბობ :)) მოკლედ მაინტერესებდა 2000 სიხშირეც შედარებისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე 2000MHz ოპერებზე არ დგება ამიტომ მომიწია BCLK-ს გაზრდა 167-მდე და სხვა ტესტებშიც ამ BCLK-ზე ტესტების გატარება. 1333 და 2000 ამ სიხშირეზე მაქვს გატარებული, ძაბვა არ შემიცვლია, მხოლოდ მამრავლი დავაყენე 17 ხელით რათა პროცესორის სიხშირეც არ შეცვლილიყო. დივაიდერის პრობლემის გამო 1600MHz-ზე BCLK-160 Multiplier-18 ხოლო 1800MHz სიხშირეზე ისევ მომიწია BCLK შეცვლა რადგან DRAM:BCLK დივაიდერი არ მქონდა შესაბამისი, მოკლედ ამ სიხშირეზე BCLK-150 ასევე მამრავლი 19 რათა პროცესორის სიხშირე ყველგან თანაბარი ყოფილიყო. ევერესტი მტკივნეულად განიცდის ძირითადი სალტის სიხშირის ცვლილებებს, ამის გამო 1800-იანი სიხშირის მონაცემი შედარებით რიგიდან "ამოვარდნილი" იყო მაგრამ მაინც საინტერესო.

    მოკლედ გადავედი შედეგებზე BCLK 167

    1333MHz CL 8-8-8-24

    5ecf39d16d58t.jpg

    1600MHz CL 9-9-9-27 აქაც BCLK ვიმსხვერპლე და 160

    d9ee86083199t.jpg

    1800MHz CL 10-10-10-30 და როგორც გითხარით BCLK 150

    44559f4d8e79t.jpg

    2000MHz CL 11-11-11-30 BCLK-167 ისევ

    864b5506bb72t.jpg

    ეს ტაიმინგები და სიხშირეები ჩემი ოპერების ზღვარია ფაქტიურად :) მაქსიმალური რაც შეეძლოთ ის გამოვწურე და შედეგებიც ასე დავალაგე. ბოლო კონფიგურაცია 11-11-11-30 შემთხვევით არ არის 33 მაგალითად ვერ მივეცი მაქსიმუმი 31 იყო და დავტოვე ბოლო ტაიმინგი ხელუხლებლად.

    ეხლა ისევ დავაჯამოთ შედეგები

    356633f12b4c.jpg

    მეტი უკეთესია

    ალბათ ყველაზე საინტერესო გრაფიკი ეს არის. როგორც ხედავთ სიხშირის ზრდა ისევ პრიორიტეტულია. ჯობია ტაიმინგებით ვიზარალოთ ვიდრე სიხშირით. საინტერსოა რომ CL8 1333-ს ჯობია CL10 მაგრამ 1800 სიხშირეზე და დაბალ BCLK-ზეც კი. თითქოს CL9 1600 უკეთესია ვიდრე CL 10 1800 მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ CL9-ზე BCLK 160 იყო, ხოლო 1800-ზე 150 მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა რომ BCLK 160-ზე და CL 10 ტაიმინგებზე 1800MHz-ს უპირატესობა ექნებოდა, ვიდრე 1600MHz. მით უემეტს, რომ memory copy უკეთესია 1800-ზე, ხოლო memory write საერთოდ ყველა ტესტში კლებულობს, მხოლოდ 2000 სიხშირეზე ეწევა 1333-ს. არც ვიცი ეს რას დავაბრალო კიტის სისუსტეს თუ კიდევ რამე სხვა უზუსტობას...

    მოკლედ სხვა კიტზე აუცილებლად ვნახავ რა სხვაობა მექნება.

    ეხლა ვნახოთ ისევ Superpi და Wprime ტესტები

    0d143966603a.jpg

    ნაკლები უკეთესია

    აქ საერთოდ უცნაურად დალაგდა შედეგები. საუკეთესო შედეგი ქონდათ 1600 CL9 კონფიგურაციას. ხოლო ყველაზე უარესი 2000 CL11-ს. პრინციპში 1333 CL 8-ს 2000-ზე უარესი შედეგი ქონდა Superpi-ში.

    ვიცი იდეალური ტესტები არ არის მაგრამ არც ოპერებია იდეალური. რაც მთავარია ზოგადი წარმოდგენა შემექნა, რომ მაღალი სიხშირე უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე დაბალი სიხშირე და დაბალი ტაიმინგები. Wprime და Superpi ტესტების შედეგზე გავლენა ალბათ იამანაც იქონია რომ ჩემი ოპერებისთვის 2000 სიხშირე სრულიად არაბუნებრივია და ფაქტია 1600 CL9-ზე უკეთესი შედეგები მქონდა ვიდრე 1333 CL8-ზე.

    მოკლედ მაღლა სიხშირე და ძირს ტაიმინგები !

    იდეაში ტაიმინგებიც მაღლა, ძირს იდეოლოგიურად და არა პირდაპირი მნიშვნელობით. :D

    • Upvote 4
  2. ავტორი მიშა

    ამ რევიუს თარგმნისგან სხვა NH-ებმა თავი შეიკავეს (მაგრამ სამაგიეროდ სხვა საინტერესო თემები შემოგთავაზეს), ამიტომ ისევ მე გითარგმნით. სტატია ეხება LGA1156-ზე DDR3 ოპერატიული მეხსიერების წარმადობას. 1156 სოკეტში შედის Core i7-800 სერიის პროცესორები, Core i5-700 სერიის პროცესორები, მალე შემოაბიჯებს Core i3 პროცესორებიც, ხოლო მოხუცი 775 სოკეტი სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებს ნაგავსაყრელზე, ან მუზეუმში. ამიტომ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ახალი სისტემისთვის შესაფერისი ნაწილების მოძიება. დღესდღეობით ბაზარზე არის 1066, 1333, 1600 და უფრო ძლიერი ოპერატიული მეხსიერების მოდულები, მათ ფასებს შორის სხვაობაც საკმაოდ საგრძნობია. მოდით დავადგინოთ, ტყუილად ხომარ ვყრით ფულს მაღალსიხშირიან მოდულებში?

    -------------------------------------------------------------------------------------

    ძია ტომმა tomshardware.com-იდან საჭიროდ ჩათვალა ტესტში 800MHz-იანი DDR3 მოდულების ჩართვაც, მაგრამ მუზეუმიდან გამოიტანა ისინი თუ შავ ბაზარზე იყიდა არ ვიცი :user:

    800-იანების გარდა საასპარეზოდ გამოვიდნენ 1066MHz-იანი ოპერები, რომლებიც 8-8-8-24 და 6-6-6-18 ტაიმინგებზე თავისუფლად მუშაობენ:

    cpuz-intel-core-i7-870-@1066--8-8-8-24-memory.png

    cpuz-intel-core-i7-870-@1066--6-6-6-18-memory.png

    შემდეგი მოასპარაზე გახლავთ DDR3-1333 10-10-10-26

    cpuz-intel-core-i7-870-@1333--10-10-10-26-memory.png

    და 7-7-7-24 ტაიმინგებით:

    cpuz-intel-core-i7-870-@1333--7-7-7-20-memory.png

    დაბოლოს, DDR3-1600 ტაიმინგებით 11-11-11-30:

    cpuz-intel-core-i7-870-@1600--11-11-11-30-memory.png

    და 8-8-8-24 ტაიმიგებით:

    cpuz-intel-core-i7-870-@1600--8-8-8-24-memory.png

    სატესტო სისტემა:

    CPU - Intel Core i7-870 @ 2.93GHz

    Motherboard - Asus Maximus III Formula

    Graphics - Zotac Geforce GTX 260²

    Hard Drive - Western Digital VelociRaptor, 300GB (WD3000HLFS) 10,000 RPM, SATA/300, 16MB Cache

    Power Supply - PC Power & Cooling, Silencer 750EPS12V 750W

    Operating System - Windows Vista Enterprise Version 6.0 x64 Service Pack 2

    Nvidia GeForce Drivers - 185.85

    აბა ახლა დავთვალოთ წიწილები, პადონ, ქულები:

    012_pcmark_mem.png

    004_sandra_cryptographic_result_bandwith.png

    004_sandra_cryptographic_sha256_hashing_bandwith.png

    004_sandra_cryptographic_aes256_cryptographic_bandwith.png

    002_sandra_cpu_mflops.png

    004_sandra_memory_bandwith.png

    001_sandra_cpu_alu.png

    როგორც ხედავთ მეხსიერების გამტარობის გარდა პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.

    034_3d_studio.png

    036_fritz.png

    avg.png

    024_pdf.png

    025_photoshop.png

    032_premiere.png

    022_winrar.png

    023_winzip.png

    აქაც, Adobe Premiere-ისა და Winrar-ის გარდა რეალური ცვლილება არსად იგრძნობა.

    026_itunes.png

    027_lame.png

    029_divx.png

    030_xvid.png

    031_mainconcept.png

    უცვლელი...

    019_left_4_dead.png

    ეს ერთადერთი თამაშია, სადაც რეალური ცვლილება იგრძნობა...

    017_far_cry_2.png

    018_gta_iv.png

    და რაც მთავარია და ასე გიყვართ, 3DMark Vantage:

    015_3dmark_gpu.png

    016_3dmark_cpu.png

    014_3dmark_over_e_score.png

    აქ, როგორც ხედავთ, GPU-ზე არანაირი გავლენა არა აქვს მეხსიერებას (ან რატომ უნდა ჰქონდეს), CPU-ზე აქვს გავლენა, მაგრამ არც ისე დიდი და ჯამურ ქულაზე გავლენა - ნული. უფროსწორად ნული მთელი და რაღაც მეათედები. ნახევარი ქულაც კი არა...

    ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასო ამჩქარებლებო, თუკი თქვენი ჯიბე საშუალებას გაძლევთ, იყიდეთ გინდ 1600MHz-იანი და გინდ 2000MHz-იანი მეხსიერების მოდულები, მაგრამ მე მაგალითად სრულიად დამშვიდებული სინდისით და იმ აზრით, რომ ჩემს კომპს წარმადობა არ მოაკლდება, ვიყიდდი 1066 მეგაჰერციან მოდულებს, ხოლო დარჩენილ 30, 15 ან თუნდაც 10 დოლარს ყულაბაში ჩავუშვებდი...

    j08oyivimhajwojskns7.jpg

    გმადლობთ ყურადღებისთვის.

    • Upvote 2
  3. ავტორი მიშა

    დიდი ხანია ამ განყოფილებაში ერთი გემრიელი სტატია არ დამიდია. როგორც ამ განყოფილების ფანი და გულშემატკივარი, წარმოგიდგენთ DDR3 მეხსიერების მორიგ წარმადობის ტესტს... ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს უინტერესო იქნება ;) .

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------

    triple-channel-ddr3.jpg

    რათქმაუნდა ყველამ კარგად იცით, რომ Core 2 "ოჯახის" პროცესორები DDR3 მეხსიერების მაღალ გამტარობას ვერ ეწეოდა და "ბოთლის ყელად" იქცეოდა. ამის უკეთ გასაგებად მარტივ მაგალითს მოვიყვან:

    პროცესორი Core 2 Duo E8500, რომლის FSB 333-ის ტოლია, წამში 1333000000 (განსაკუთრებით საზრიანებისთვის სიტყვიერად ვწერ: ერთი მილიარდ სამას ოცდა ცამეტი მილიონ) ინფორმაციის გადაგზავნის ოპერაციას ასრულებს. იმის გამო, რომ FSB 64-ბიტიანია, საბოლოო ინფორმაციის გამტარობის შედეგი იქნება 10.6GB/s (1333x8). აი სწორედ აქაა პრობლემა - 333MHz-იან FSB-ს შეუძლია 10.6GB/s, ანუ იმდენი ინფორმაციის გატარება, რამდენის გატარებაც DDR2-800 მეხსიერებას შეუძლია ორარხიან რეჟიმში.

    ამ ყველაფრის მიხედვით გამოდის, რომ ორარხიან DDR2-1066-ს აზრი არ აქვს მოცემულ სისტემაზე, რადგან მისი გამტარობა - 17GB/s, აღემატება პროცესორის შესაძლებლობებს. DDR3 მეხსიერების გამოჩენის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მაღალი სიხშირეები და ინფორმაციის გამტარობა. მაგალითად DDR3-1333-ს 21.3GB/s თეორიული გამტარობა აქვს, 1600MHz-იანს - 25.6GB/s, რომელიც ორჯერ აღემატება 333MHz-იანი FSB-ს გამტარობას. ეს ჩემი გამოგონილი ზღაპრები არაა, სტატიაში ეწერა და ყველა პრეტენზიით მიაკითხეთ სტატიის ავტორს...

    ალბათ გაგიკვირდებათ, თუ როგორ უმკლავდება თანამედროვე პროცესორის FSB მეხსიერების გაზრდილ ინფორმაციის გამტარობას. საქმე იმაშია, რომ FSB-მ ეს თავისი უფლება-მოვალეობა IMC-ს, ანუ მეხსიერების ინტეგრირებულ კონტროლერს (Integrated Memory Controller) გადააბარა :chojinfc: , ხოლო რამდენად კარგად ართმევს თავს IMC მასზე დაკისრებულ "საშვილიშვილო მისიას", ამის გარკვევა, როგორც უკვე მიხვდით, დღევანდელი სტატიის მთავარი მიზანი გახლავთ.

    გადავხედოთ სატესტო სისტემას

    CPU - Intel Core i7 965 Extreme Edition დღეისთვის ერთ-ერთი უძლიერესი სერიული საბრძოლო ერთეული :spiteful:

    RAM - x3 2GB DDR3-1333 G.Skill (ტაიმინგები: 7-7-7-20) არც ისე სწრაფი მოდულები...

    Motherboard - Asus P6T Deluxe (Intel X58) ან ეს მაზერია ცუდი, ან მე ვარ ლამერი :user:

    PSU - OCZ GameXStream, 700 watt

    HDD - Seagate 500GB 7200-RPM (SATA300)

    Video Card - ASUS GeForce GTX 280 (1GB)

    Microsoft Windows Vista Ultimate SP1 (64-bit)

    Nvidia Forceware 180.70 Beta

    ტესტი 4 ფაზად ჩატარდება:

    1. საერთო წარმადობა;

    2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით;

    3. ლატენტურობის ტესტი;

    4. არხის წარმადობა.

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------

    1. საერთო წარმადობა

    მეხსიერება

    General_Memory_01.png

    როგორც ხედავთ, DDR3-ს მართლაც შეუძლია Core i7 სისტემაზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა 1600MHz სიხშირეზე. შემდეგ კი თქვენ ხედავთ DDR3-ის გამტარობას შემცირებულ სიხშირეებზე, თუმცა 800MHz-ზე დაყვანა მარაზმულ იდეას უფრო ჰგავს... ევერესტის მონაცემები ცოტა უფრო დამაინტრიგებელია:

    General_Memory_02.png

    გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ SuperPI-სთვის "სულ ერთია" რა სიხშირეზე იმუშავებს მეხსიერება

    General_Memory_03.png

    წარმადობა პროგრამებში

    General_Synthetic_01.png

    General_Synthetic_02.png

    General_Synthetic_03.png

    როგორც ხედავთ, აქ 1600 და 1333MHz-იანი მეხსიერების წარმადობაში დიდი სხვაობა არ არის. 1066-იანი და 800-იანი DDR3 მეხსიერება ჩემს მიერ არ განიხილება, რადგან ამ სიხშირეზე არცერთი თქვენგანი არ იმუშავებს.

    გეიმინგი

    General_Gaming_01.png

    General_Gaming_02.png

    General_Gaming_03.png

    გეიმინგისთვის სიხშირეებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია...

    2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით

    მეხსიერება

    Frequency_Memory_01.png

    Frequency_Memory_02.png

    Frequency_Memory_03.png

    წარმადობა პროგრამებში

    Frequency_Synthetic_01.png

    Frequency_Synthetic_02.png

    Frequency_Synthetic_03.png

    გეიმინგი

    Frequency_Gaming_01.png

    Frequency_Gaming_02.png

    Frequency_Gaming_03.png

    3. ლატენტურობის ტესტი

    აქ რატომღაც მხოლოდ 1066MHz-იანი მოდულები დაიტესტა. აი შედეგებიც:

    Latency_Memory_01.png

    Latency_Memory_02.png

    Latency_Memory_03.png

    წარმადობა პროგრამებში

    Latency_Synthetic_01.png

    Latency_Synthetic_02.png

    Latency_Synthetic_03.png

    გეიმინგი

    Latency_Gaming_01.png

    Latency_Gaming_02.png

    Latency_Gaming_03.png

    4. არხის წარმადობა

    მეხსიერება

    Channel_Memory_01.png

    Channel_Memory_02.png

    Channel_Memory_03.png

    წარმადობა პროგრამებში

    Channel_Synthetic_01.png

    Channel_Synthetic_02.png

    Channel_Synthetic_03.png

    გეიმინგი

    Channel_Gaming_01.png

    Channel_Gaming_02.png

    Channel_Gaming_03.png

    -----------------------------------------------------------------------------------------------------------

    მგონი ტესტებმა ნათლად აჩვენა, რომ Core i7 სისტემას მართლაც შეუძლია დაიტიოს და გამოიყენოს DDR3 მეხსიერების მთელი შესაძლებლობები, თუმცა SiSoft Sandra-მ და Everest-მა საკმაოდ განსხვავებული შედეგები აჩვენა და რომელს ვენდო ვერ გადავწყვიტე :xeli: . რაც შეეხება გეიმინგს, აქ მეხსიერების დიდ "ხარჯვას" არ ვხვდებით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თამაშებში აქცენტი მაინც GPU-ზე კეთდება. ჩემდა გასაკვირად ერთ-, ორ- და სამარხიან მეხსიერების მუშაობაში არ დაფიქსირებულა რადიკალური სხვაობა. მე ვიცოდი, რომ სხვაობა დაახლოებით 15-25% უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად რაც მივიღეთ მგონი თავადაც კარგად ხედავთ.

    იმედია ამ სტატიამ ოდნავ მაინც მოჰფინა ნათელი იმას, თუ რამდენ მეხსიერებას იყენებს კომპიუტერი, თუნდაც "ოჰოი უძლიერესი" Core i7 სისტემა გეიმინგში და პროგრამებთან "ურთიერთობისას", ასევე დაინახეთ ისიც, თუ რამდენად უფრო ეფექტურია სამარხიანი მეხსიერება ორ- და ერთარხიანთან შედარებით.

    ყველას დიიდი მადლობა ყურადღებისთვის.

    სოსო, გადახედე სტატიას და თუ რამე არასწორადაა ჩამისწორე რა :user:

    • Upvote 3
  4. ავტორი მიშა

    ცოტა ხნის წინ მოვქექექე და გაგაცანით ინფორმაცია DDR3 მეხსიერების მოდულების ტესტირებაზე, რომელიც შეგიძლიათ აქ ნახოთ: http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=13673

    ახლა კი გაგაცნობთ მეორე ტესტს, ისევ DDR3-ებით, ოღონდ ამჯერად უკვე სხვა მოდულების. ამ ტესტების სიმრავლე აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ DDR3 სულ უფრო პოპულარული ხდება და ამიტომ თქვენც ნუ დაიზარებთ და გადახედეთ სტატიას.

    მაშ ასე, დღევანდელი შეჯიბრის მონაწილეები არიან:

    1.Corsair Dominator PC12800C8 3x2GB კიტი 1600MHz ტაქტური სიხშირით, 8-8-8-24 ტაიმინგით და 1.65ვოლტი ძაბვით.

    c6050b101798t.jpg

    როგორც სურათიდან ჩანს რადიატორი შეიძლება მოხსნათ კიდეც (და სავარცხლად გამოიყენოთ :P)

    b3870f7f106et.jpg

    2.Mushkin Redline PC12800C6 3x2GB კიტი 1600MHz სიხშირით და 6-7-6-18 ტაიმინგით ( :ugly_confused2: ), ძაბვა 1.65v.

    324502d05d6dt.jpg

    ყუთი მომეწონა ძალიან :P

    981721f824aat.jpg

    ესეც მოხსნილი რადიატორით

    7c72f878ba69t.jpg

    3.OCZ Blade PC16000C7 3x2GB კიტი 2000MHz ტაქტური სიხშირით, 7-8-7-20 ტაიმინგით და 1.65v ძაბვით.

    80b94d05c97et.jpg

    d7305be2e53ct.jpg

    რაც ყველაზე მთავარია, როგორც ტესტის პირველწყარო იტყობინება, სამივე ფირმის მოდულები Elpidia-ს ჩიპებზეა აწყობილი. ახლა რაც შეეხება სატესტო სისტემას:

    CPU - Intel Core i7 Extreme 965

    MB - Gigabyte EX58-Extreme

    SVGA - Gigabyte Radeon 4870X2

    PSU - OCZ ProXstream 1000 Watt PSU

    SiSoftware's S.A.N.D.R.A. 2009

    Lavalys Everest 4.60

    Futuremark 3D Mark '06 - total score and cpu score

    Futuremark PCMark Vantage - total score

    Futuremark 3DMark Vantage - all scores

    Superpi 1.5, Xtremesystems edition

    Crytek/Electronic Art's Crysis, through Madboris' Benchmark Tool

    Maxon's Cinebench 10

    კიტების გამოცდა ჩატარდა შემდეგ ტაიმინგებზე:

    9f80c61c73aat.jpg

    ახლა კი ვნახოთ შედეგები:

    Memory @ 1333Mhz

    f65039e9a841t.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    bba71b00ddc8t.jpg

    ლატენტურობა 1333MHz

    d578c2a1d27bt.jpg

    ლატენტურობა 1600/2000MHz

    e53f247fd323t.jpg

    PCmark Vantage

    Memory @ 1333Mhz

    b820b8b23ebft.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    8cd0e81a9974t.jpg

    Cinebench

    Memory @ 1333Mhz

    42577b03b3dat.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    51401c7ecfa3t.jpg

    3Dmark 06

    Memory @ 1333Mhz

    779d8a775eact.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    05a69cd00668t.jpg

    3DMark Vantage

    Memory @ 1333Mhz

    22ef96995878t.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    f500c16ad14dt.jpg

    Superpi 16k-ზე (როგორც მივხვდი)

    Memory @ 1333Mhz

    78606ee79d7at.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    47e915744982t.jpg

    Wprime

    Memory @ 1333Mhz

    e7e165b64bb2t.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    ab6f5829991at.jpg

    Crysis

    Memory @ 1333Mhz

    51de6adee476t.jpg

    Memory @ 1600Mhz/2000Mhz

    fcca4bd22d7ft.jpg

    Overclocking:

    Maximum OC cas 7

    vcore : 1.200V

    CPU multi : 19-20

    Memory divider : 2:10

    Uncore multi : 20

    QPI setting : x44

    vQPI : 1.515V

    vDimm : 1.66V

    Memory timings : 7-7-7-21-1T

    Maximum OC cas 8

    vcore : 1.200V

    CPU multi : 21

    Memory divider : 2:12

    Uncore multi : 24

    QPI setting : x44

    vQPI : 1.515V

    vDimm : 1.66V

    Memory timings : 8-8-8-24-1T

    Maximum OC cas 9

    vcore : 1.200V

    CPU multi : 19-20

    Memory divider : 2:12

    Uncore multi : 24

    QPI setting : x44

    vQPI : 1.515V

    vDimm : 1.66V

    Memory timings : 9-9-9-27-1T

    ესეც გრაფიკული ხერხით გამოსახული :P

    0223977b34d4t.jpg

    ცხრილებიდან ყველაფერი თვალნათელია, ახლა კი კონკრეტულად ორ სიტყვა თითოეულ კიტზე:

    Corsair Dominator PC12800C8

    პლიუსები:

    კარგი დიზაინი, მაღალი ხარისხის რადიატორი

    OC კარგი პოტენციალი 2GHz-ს ზევით

    ხელმისაწვდომობა

    ფასი/ხარისხი-ს კარგი თანაფარდობა

    მინუსები:

    მოეშვით rev. 2.1-ს, როცა გაქვთ rev. 2.2-ის შოვნის საშუალება

    Mushkin Redline PC12800C6

    პლიუსები:

    კარგი შესახედაობა

    OC-ს შესანიშნავი პოტენციალი

    მადისაღმძვრელი შეფუთვა (ფრაზა საჭმლის რეკლამიდანაა მგონი :P)

    გადასარევი ფასი მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით

    მინუსები:

    დაბალი ხელმისაწვდომობა

    OCZ Blade PC16000C7

    პლიუსები:

    საუკეთესო კიტი i7-ისთვის

    კარგი რადიატორი

    კარგი OC პოტენციალი

    მინუსები:

    დაბალი ხელმისაწვდომობა

    როგორც არ უნდა შეხედოთ, ის კომპიუტერის საკმაოდ ძვირი დეტალია.

    თუკი ვინმეს გეყოთ მოთმინება და თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ სტატია, უღრმესად გმადლობთ!

  5. ავტორი მიშა

    არავისთვისაა საიდუმლო, რომ მომხმარებლებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს i7 სისტემები. ცხადია ამ სისტემის "კონფიგის" აწყობა არც თუ ისე იაფია. ეს DDR3 მეხსიერების მოდულებსაც შეეხება. ისინი უნდა იყოს იაფი, ხარისხიანი, მაღალი წარმადობით და თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე კარგი "სარაზგონო"(მეზიზღება ეს სიტყვა) პოტენციალის მქონე. ჰოდა აი გადავაწყდი ინტერნეტში 6GB-იანი 6 DDR3 "კიტის" ტესტების შედეგებს და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეცნო. დავიწყოთ მოდულების გაცნობით.

    1.A-Data DDR3-1333+ CAS 7. როგორც ხვდებით 1333MHz-ზე მომუშავე მოდულებია. ტაიმინგია 7-7-7-20, ძაბვა 1.65 ვოლტი. ინტერნეტში ფასი - 113$.

    b1b1bbb40e43t.jpg

    2.Corsair XMS3 DDR3-1600 CAS 8. სიხშირე 1600MHz, ტაიმინგი 8-8-8-24 1.65ვ-ზე. ფასი - 130$.

    cd17ce483c00t.jpg

    3.Crucial DDR3-1333 CAS 9. სიხშირე 1333MHz, 1.50ვ ძაბვა და 9-9-9-24. ფასი - 98$.

    036918b144f6t.jpg

    4.OCZ Intel Extreme Series DDR3-1333 CAS 7. 1333MHz, 8-8-8-20, 7-7-7-20 (თუმცა ტესტირებაზე მგონი 8-9-9-21 და 7-8-8-21 გამოიყენეს), 1.6v, 100$.

    441d680070b7t.jpg

    5.Patriot Viper DDR3-1333 CAS 7. 1333MHz, 7-7-7-20, 1.6v. ფასი - 115$.

    0715e9233224t.jpg

    6.Super Talent Chrome DDR3-1600 CAS 9. 1600MHz, 9-9-9-28, 1.65v. ფასი 111$ გახლავთ.

    2e4c3ac9f2a6t.jpg

    სისტემა:

    Hardware

    CPU Intel Core i7-920 (2.66 GHz, 8.0 MB Cache)

    CPU Cooler Swiftech Apogee GTZ Liquid Cooling

    Motherboard Foxconn Flaming Blade, BIOS P05 (04/13/2009)

    Intel X58/ICH10R Chipset, LGA-1366

    Graphics Zotac GeForce GTX260² 896MB

    576/999MHz GPU/Shader, GDDR3-2484

    Hard Drive WD VelociRaptor WD30000HLFS

    300 GB, 10,000 RPM, 16 MB Cache

    Sound Integrated HD Audio

    Network Integrated Gigabit Networking

    Power Cooler Master RS850-EMBA

    850W, ATX12V v2.2, EPS12V

    Optical Lite-On LH-20A1L, 20X DVD±R

    Software

    OS Microsoft Windows Vista Ultimate x64 SP1

    Graphics NVidia Forceware 182.08

    Chipset Intel INF 9.1.0.1007

    ბენჩმარკში გამოიყენეს Memtest 86+ და SiSoft Sandra 2009.

    სატესტო ტაიმინგები:

    6b10fd3749edt.jpg

    ტესტირების შედეგები სიხშირის ოვერქლოქინგში:

    0fbe9a836f6ft.jpg

    უმდაბლესი ტაიმინგის სტაბილურობის ტესტი 1600MHz-ზე

    afe52a6a5940t.jpg

    იგივე, 1333-ზე

    8b5fd8f39a99t.jpg

    და 1066-ზე

    fa2126f7c217t.jpg

    მე ამ ცხრილებში ვერაფერი გავიგე, ჩახედული ხალხი იმედია გაიგებს :rolleyes:

    დაიღალეთ თქვენც, დავიღალე მეც....ამიტომ ვდებ ბოლო ცხრილს, სადაც წერია რომელია საუკეთესო "კიტი" ოვერქლოქინგისთვის (მგონი ფასის დათვალისწინებითაც).

    7abb5237040dt.jpg

    ვიმედოვნებ, რომ ჩემი სხვა თემებისგან განსხვავებით ეს ცოტა უფრო აქტუალური და სასარგებლო იქნება თქვენთვის და დაგეხმარებათ მეხსიერების თქვენთვის სასურველი მოდულების შეძენაში... :rolleyes:

    • Upvote 1
  6. ავტორი OgaiB

    ადრე სადღაც დვწერე ინტელის განყოფილებაში და არავის არ უცდია.

    პროექტის ავტორებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს და AMD-ს ჩიპსეტებზეც შესაძლებელი გახდა SLI-ს ჩართვა.

    ესეც პროექტის ლინკი:

    http://xdevs.com/e107_plugins/content/content.php?content.30

    ესეც განხილვები ცნობილ ფორუმებზე:

    http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?t=231383

    აქ ბოლოსკენ ნახეთ:

    http://forums.techpowerup.com/showthread.php?t=60844

    ესეც ჩემი შედეგები, 1 ვიდეოთი:

    60cd06210e2a.jpg

    SLI-ში, ბრიჯის გარეშე:

    7fc27b0b5376.jpg

    SLI-ში, ბრიჯით:

    9bc960bdbbf4.jpg

    ესეც ინსტრუქცია Windows &-თვის:

    Hi

    I just did a clean OS install, this was what I had to do:

    Motherboard DFI LP DK 790FXB-M2RSH (0820a)

    Graphics 2 x ASUS 9800GT

    OS Windows 7 Ultimate x64

    1 - Install Win7 x64.

    2 - Install System and 190.62 Win7 x64 (WHQL) drivers.

    3 - Disable UAC.

    4 - Restart.

    5 - Run SLI string installer as Admin select ASUS certificate.

    6 - Run LHALMod as Admin

    7 - Copy moded nvlddmkm.sys (rev2) Win7 x64 to C:\windows\system32\drivers\

    8 - Sign the nvlddmkm.sys with:

    Run the Driver Signature Enforcement Overrider

    Select "Sign a System File"

    type in C:\windows\system32\drivers\nvlddmkm.sys

    Reboot, and enable SLI.

    ესეც საჭირო ფაილები:

    http://www.filefactory.com/file/a0hf247/n/SLI_rar

    იდეაში 32 ბიტზეც იგივეა.

    ნებისმიერ ჩიპსეტზე SLI ჩართვა შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტზე

    http://www.slipatch.com/

    • Upvote 3
  7. მოკლედ მე მგონ ისაკითხი გარკვეულია

    აშკარად 50/50 არის რა

    ხოდა ვისაც არ უნდოდა იმას ასე ვთქვაატ და არ ადარდებს

    ხოდა ვისაც უნდოდა იმას ჭირდება

    ხოდა დაე ქონდეთ იმათ ვისაც სჭირდება

    და ვისაც არ ადარდებს -ნუ შევლენ

    დავალება შეტანილია ადმინკაში და პორტალი იქნება

    მიეცეს კეისარს კეისრისა არა?! :D

    ისე 30 ხმაზე მეტს ველოდი

  8. გენც იურიდიულზე მარტო ინტრიგნული კითხვების დასმის ტექნიკას გასწავლიან

    ეგაა სულ 5 წლიანი სტუდენტობა

    სხვა დანარჩენი ცვალებადი მასალაა :D

    გენც არა

    ვალე დამიძახე :D

  9. ძველი ნიუსები კი არა ბრაუზერების ისტორია და ეგეთებს ვამბობ თორე ძველებს რა დამაწერინებს :D:xelitavi:

    მოიცა ეგ თემები გადმოტანილი არ არის?

    ყველა ეგეთი თემა აქ უნდა იყოს

  10. თავი მტკივა ძველებიც ხელახლა მაქ გადასაწერი :( წეღან JPG სურათებს არ სვავდა თემაში :xelitavi:

    არ გინდა ძველების გადაწერა

    ხუმრობ მაგდენი ნიუსის დაკოპირებას?

    რამე ახალი დაწერე :)

    ჯობია გადმოვაკოპიროთ მნიშვნელოვანი თEმები და მიმოხილვები მარტო :)

  11. ხო მარა არც ისე თვალსაჩინოდაა ,ეხლა 1 იდეა მომივიდა თავში როცა დარეგისტრირებული ან დაურეგისტრირებელი წევრი შემოვა საიტზე ჰქოდეს არცევანის უფლემა ერთადერთხელ აირჩიოს ან ფორუმი ან პორტალი და ყოველ შემდეგ შემოსვლაზე იქ შევა ავტომატურად თუ არ ენდომება ეგრე მერე შეძლებს შესვლას და სხვას დაამახსოვრებინებს ,თუ შესაძლებელია ასეთი რამე ? :ugly_confused2:

    მოდი შეეშვი მაგ საკითხს და რამე კარგი ნიუსი დაწერე :keh:

    უკეთესად გამოგდის :D

  12. მე პორტალზე უფრო ვარ და ვეცნობი სიახლეებს ვიდრე ფორუმზე, უბრალოდ ნაკლები დრო იხარჯება სიახლის ნახვაში. ჩემი აზრით, ფორუმს უფრო ისეთი მომხმარებელი ყავს ვინც ასე თუ ისე სიღრმისეულად აინტერესებს OC და სხვა. მე კი პორტალზე უბრალოდ ინფორმაციის მისაღებად შემოვდივარ, თუ დამაინტერესა რამე თემის განხილვა მაშინ უკვე ფორუმს მივმართავ ხოლმე. თუ არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს პორტალის არსებობა მგონია რომ აჯობებს მისი დატოვება, თუ რა თქმა უნდა რეალურად იარსებებს და განახლდება

    რომ განახლდება ხოლმე ინფორმაციით მაგ პირობას მეც მოგცემდი :user:

    ანალოგიურად მეც :)

    პორტალის მისამართს რაც შეეხება შეგვიძლია აქვე ფორუმზე გავაკეთოთ რამე ლინკი ან პირდაპირ აქ ჩავსვათ

    portalu.jpg

  13. მოკლედ ასეთი საკითხი წამოიჭრა

    გვინდა თუ არა პორტალი

    ზოგის აზრით პორტალი გვატორმუზებდა

    ხალხი შემოდიოდა და რეალურად რაც მთავარია ჩვენთან ანუ ფორუმი იმას ვეღარ ამჩნევდა

    ხოდა რას ფიქრობთ გავაუქმოთ პორტალი და ვიყოთ მარტო ფორუმი?

    ნიუსები დაიდება ისევ შესაბამის განყოფილებებში :)

    დაწერეთ აზრი თქვენი არგუმენტებით

    უაზრო პოსტებით ვერ დაგვეხმარებით :)

    • Upvote 1
  14. 4.5 ან ზევით უნდა აწიო ქულები რომ მოაგროვო მაგ პროცესორით და მინიმუმ 1.6 ვოლტი დაგჭირდება მაგისთვის

    შეიძლება გაგრილება არც გეყოს

    ბიოსის დაფლეშვამ შეიძლება უშველოს რამე

    ან ვოლტმოდი გინდა :)

    გადავიდა იქ სადაც საჭიროა

  15. ევერესტის ძაბვებს ნუ ენდობი

    სისულელლეებია ეგ

    ბიოსში უნდა ნახო hardware monitor

    მანდ იქნება რეალური ძაბვები

    რაც შეეხება შენს პრობლემას

    შეიძლება კვებაც იყოს შეიძლება მაზერის ბრალიც არის

    კვების ბლოკის ქულერი ტრიალებს?

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.