Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10294
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. შენ ეხლაც ეგ გქვია უბრალოდ თვალები გიჭრელდება დაღლილობისგან და ვერ არჩევ :D
  2. ფერებში არ ჯდება თორემ ყველაზე კარგი ვარიანტია :dabolili:
  3. აქამდე რაც დაიდო ყველა ძალიან ჭრელი მგონია უფრო სადა არ გამოვა რამე?
  4. Timings VS MHz პატარა გამოძიება Overclockers.ge-სგან სანამ ვანო ყინავს ყველაფერს, პრაქტიკული აჩქარებით არის დაკავებული და გუნდისთვის ვედროებით მოაქვს ქულები , მანამდე მე თეორიულ ნაწილს ვაწვები და პატარა გამოძიებას შემოგთავაზებთ. ყველას აინტერესებს მაინც რომელი ჯობია, დაბალი ტაიმინგები თუ მაღალი სიხშირეები. რა თქმა უნდა ვიცით რომ გააჩნია თანაფარდობას, ყველაფერი შედარებითია. რაც უფრო დაბალია ტაიმინგები უკეთესია, ასევე უკეთესია მაღალი სიხშირე, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს კომპრომისზე წასვლა; მაღალი სიხშირისთვის უნდა შევწიროთ ტაიმინგები და პირიქით, დაბალი ტაიმინგებისთვის უნდა გავწიროთ მაღალი სიხშირე. ხოდა დღეს ჩემი ოპერებით OCZ 1333 CL8 ვნახე დაახლოებით როგორი თანაფარდობაა სიხშირეს და ტაიმინგებს შორის. სატესტო სისტემა: Memory - OCZ 1333, CL8 CPU - i7 860 MB - P7P55D Deluxe HDD - Hitachi 320GB, 7200 rpm GPU - 8600 GS PSU - TX850 CPU Cooling - Ultra 120 OS - Windows XP SP3 ვტესტავდი პირველ რიგში Everest ბენჩმარკში, მთავარი ყურადღება გავაახვილე memory read, write და copy-ზე, ასევე გავტესტე superpi 1MB და wprime 32mb მაგრამ შედეგები საკმაოდ არაერთგაროვანი იყო თავიდან გავტესტე BCLK 133-ზე, პროცესორის მამრავლი 22 დავაფიქსირე და გამოვრთე ენერგოდამზოგველი ფუნქციები რომ სიხშირეს არ ეთამაშა. ძაბვა ყველგან ხელით დავაფიქსირე რომ დედა დაფას თავის ჭკუაზე არ ეცვალა CPU voltage - 1.15v IMC voltage - 1.26v DRAM voltage - 1.65v ეხლა ვნახოთ შედეგები 1066MHz CL 7-7-7-21 1333 Mhz CL 8-8-8-24 1600 Mhz CL 9-9-9-27 ეხლა კიდევ დავაჯამოთ ეს შედეგები მეტი უკეთესია რა შეიძლება ითქვას ამ ცხრილზე?! ფაქტია რომ სიხშირის მატება და იმავდროულად ტაიმინგების მატება წარამდობას ზრდის, როგორც ჩანს სიხშირე პრიორიტეტულია ტაიმინგებზე ასეთი თანაფარდობით. ანუ ამ შემთხვევაში ტაიმინგების შეწირვა ჯობია სიხშირის შეწირვას. ეხლა ვნახოთ wprime და superpi (მარტო მილიწამები მაქვს გამოტანილი რათა სხვაობა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო სინამდვილეში wpriem-ს პლუს 8 წამი და superpi-ს პლუს 14 წამი სჭირდებათ) ნაკლები უკეთესია აი აქ კი სრული ქაოსი დამხვდა და შემდგომშიც ასე გაგრძელდება ამ ბენჩებში. superpi თუ კლებულობს (ანუ უკეთესი შედეგია) wprime მატულობს (ანუ უარესია). შემდეგში გადავედი უკვე სხვა სიხშირეზე (რადიო სიხშირეებზე არ ვამბობ ) მოკლედ მაინტერესებდა 2000 სიხშირეც შედარებისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე 2000MHz ოპერებზე არ დგება ამიტომ მომიწია BCLK-ს გაზრდა 167-მდე და სხვა ტესტებშიც ამ BCLK-ზე ტესტების გატარება. 1333 და 2000 ამ სიხშირეზე მაქვს გატარებული, ძაბვა არ შემიცვლია, მხოლოდ მამრავლი დავაყენე 17 ხელით რათა პროცესორის სიხშირეც არ შეცვლილიყო. დივაიდერის პრობლემის გამო 1600MHz-ზე BCLK-160 Multiplier-18 ხოლო 1800MHz სიხშირეზე ისევ მომიწია BCLK შეცვლა რადგან DRAM:BCLK დივაიდერი არ მქონდა შესაბამისი, მოკლედ ამ სიხშირეზე BCLK-150 ასევე მამრავლი 19 რათა პროცესორის სიხშირე ყველგან თანაბარი ყოფილიყო. ევერესტი მტკივნეულად განიცდის ძირითადი სალტის სიხშირის ცვლილებებს, ამის გამო 1800-იანი სიხშირის მონაცემი შედარებით რიგიდან "ამოვარდნილი" იყო მაგრამ მაინც საინტერესო. მოკლედ გადავედი შედეგებზე BCLK 167 1333MHz CL 8-8-8-24 1600MHz CL 9-9-9-27 აქაც BCLK ვიმსხვერპლე და 160 1800MHz CL 10-10-10-30 და როგორც გითხარით BCLK 150 2000MHz CL 11-11-11-30 BCLK-167 ისევ ეს ტაიმინგები და სიხშირეები ჩემი ოპერების ზღვარია ფაქტიურად მაქსიმალური რაც შეეძლოთ ის გამოვწურე და შედეგებიც ასე დავალაგე. ბოლო კონფიგურაცია 11-11-11-30 შემთხვევით არ არის 33 მაგალითად ვერ მივეცი მაქსიმუმი 31 იყო და დავტოვე ბოლო ტაიმინგი ხელუხლებლად. ეხლა ისევ დავაჯამოთ შედეგები მეტი უკეთესია ალბათ ყველაზე საინტერესო გრაფიკი ეს არის. როგორც ხედავთ სიხშირის ზრდა ისევ პრიორიტეტულია. ჯობია ტაიმინგებით ვიზარალოთ ვიდრე სიხშირით. საინტერსოა რომ CL8 1333-ს ჯობია CL10 მაგრამ 1800 სიხშირეზე და დაბალ BCLK-ზეც კი. თითქოს CL9 1600 უკეთესია ვიდრე CL 10 1800 მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ CL9-ზე BCLK 160 იყო, ხოლო 1800-ზე 150 მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა რომ BCLK 160-ზე და CL 10 ტაიმინგებზე 1800MHz-ს უპირატესობა ექნებოდა, ვიდრე 1600MHz. მით უემეტს, რომ memory copy უკეთესია 1800-ზე, ხოლო memory write საერთოდ ყველა ტესტში კლებულობს, მხოლოდ 2000 სიხშირეზე ეწევა 1333-ს. არც ვიცი ეს რას დავაბრალო კიტის სისუსტეს თუ კიდევ რამე სხვა უზუსტობას... მოკლედ სხვა კიტზე აუცილებლად ვნახავ რა სხვაობა მექნება. ეხლა ვნახოთ ისევ Superpi და Wprime ტესტები ნაკლები უკეთესია აქ საერთოდ უცნაურად დალაგდა შედეგები. საუკეთესო შედეგი ქონდათ 1600 CL9 კონფიგურაციას. ხოლო ყველაზე უარესი 2000 CL11-ს. პრინციპში 1333 CL 8-ს 2000-ზე უარესი შედეგი ქონდა Superpi-ში. ვიცი იდეალური ტესტები არ არის მაგრამ არც ოპერებია იდეალური. რაც მთავარია ზოგადი წარმოდგენა შემექნა, რომ მაღალი სიხშირე უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე დაბალი სიხშირე და დაბალი ტაიმინგები. Wprime და Superpi ტესტების შედეგზე გავლენა ალბათ იამანაც იქონია რომ ჩემი ოპერებისთვის 2000 სიხშირე სრულიად არაბუნებრივია და ფაქტია 1600 CL9-ზე უკეთესი შედეგები მქონდა ვიდრე 1333 CL8-ზე. მოკლედ მაღლა სიხშირე და ძირს ტაიმინგები ! იდეაში ტაიმინგებიც მაღლა, ძირს იდეოლოგიურად და არა პირდაპირი მნიშვნელობით. :D
  5. ავტორი მიშა ამ რევიუს თარგმნისგან სხვა NH-ებმა თავი შეიკავეს (მაგრამ სამაგიეროდ სხვა საინტერესო თემები შემოგთავაზეს), ამიტომ ისევ მე გითარგმნით. სტატია ეხება LGA1156-ზე DDR3 ოპერატიული მეხსიერების წარმადობას. 1156 სოკეტში შედის Core i7-800 სერიის პროცესორები, Core i5-700 სერიის პროცესორები, მალე შემოაბიჯებს Core i3 პროცესორებიც, ხოლო მოხუცი 775 სოკეტი სამუდამო განსასვენებელს ჰპოვებს ნაგავსაყრელზე, ან მუზეუმში. ამიტომ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ახალი სისტემისთვის შესაფერისი ნაწილების მოძიება. დღესდღეობით ბაზარზე არის 1066, 1333, 1600 და უფრო ძლიერი ოპერატიული მეხსიერების მოდულები, მათ ფასებს შორის სხვაობაც საკმაოდ საგრძნობია. მოდით დავადგინოთ, ტყუილად ხომარ ვყრით ფულს მაღალსიხშირიან მოდულებში? ------------------------------------------------------------------------------------- ძია ტომმა tomshardware.com-იდან საჭიროდ ჩათვალა ტესტში 800MHz-იანი DDR3 მოდულების ჩართვაც, მაგრამ მუზეუმიდან გამოიტანა ისინი თუ შავ ბაზარზე იყიდა არ ვიცი 800-იანების გარდა საასპარეზოდ გამოვიდნენ 1066MHz-იანი ოპერები, რომლებიც 8-8-8-24 და 6-6-6-18 ტაიმინგებზე თავისუფლად მუშაობენ: შემდეგი მოასპარაზე გახლავთ DDR3-1333 10-10-10-26 და 7-7-7-24 ტაიმინგებით: დაბოლოს, DDR3-1600 ტაიმინგებით 11-11-11-30: და 8-8-8-24 ტაიმიგებით: სატესტო სისტემა: CPU - Intel Core i7-870 @ 2.93GHz Motherboard - Asus Maximus III Formula Graphics - Zotac Geforce GTX 260² Hard Drive - Western Digital VelociRaptor, 300GB (WD3000HLFS) 10,000 RPM, SATA/300, 16MB Cache Power Supply - PC Power & Cooling, Silencer 750EPS12V 750W Operating System - Windows Vista Enterprise Version 6.0 x64 Service Pack 2 Nvidia GeForce Drivers - 185.85 აბა ახლა დავთვალოთ წიწილები, პადონ, ქულები: როგორც ხედავთ მეხსიერების გამტარობის გარდა პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა. აქაც, Adobe Premiere-ისა და Winrar-ის გარდა რეალური ცვლილება არსად იგრძნობა. უცვლელი... ეს ერთადერთი თამაშია, სადაც რეალური ცვლილება იგრძნობა... და რაც მთავარია და ასე გიყვართ, 3DMark Vantage: აქ, როგორც ხედავთ, GPU-ზე არანაირი გავლენა არა აქვს მეხსიერებას (ან რატომ უნდა ჰქონდეს), CPU-ზე აქვს გავლენა, მაგრამ არც ისე დიდი და ჯამურ ქულაზე გავლენა - ნული. უფროსწორად ნული მთელი და რაღაც მეათედები. ნახევარი ქულაც კი არა... ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასო ამჩქარებლებო, თუკი თქვენი ჯიბე საშუალებას გაძლევთ, იყიდეთ გინდ 1600MHz-იანი და გინდ 2000MHz-იანი მეხსიერების მოდულები, მაგრამ მე მაგალითად სრულიად დამშვიდებული სინდისით და იმ აზრით, რომ ჩემს კომპს წარმადობა არ მოაკლდება, ვიყიდდი 1066 მეგაჰერციან მოდულებს, ხოლო დარჩენილ 30, 15 ან თუნდაც 10 დოლარს ყულაბაში ჩავუშვებდი... გმადლობთ ყურადღებისთვის.
  6. ავტორი მიშა დიდი ხანია ამ განყოფილებაში ერთი გემრიელი სტატია არ დამიდია. როგორც ამ განყოფილების ფანი და გულშემატკივარი, წარმოგიდგენთ DDR3 მეხსიერების მორიგ წარმადობის ტესტს... ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს უინტერესო იქნება . ----------------------------------------------------------------------------------------------------------- რათქმაუნდა ყველამ კარგად იცით, რომ Core 2 "ოჯახის" პროცესორები DDR3 მეხსიერების მაღალ გამტარობას ვერ ეწეოდა და "ბოთლის ყელად" იქცეოდა. ამის უკეთ გასაგებად მარტივ მაგალითს მოვიყვან: პროცესორი Core 2 Duo E8500, რომლის FSB 333-ის ტოლია, წამში 1333000000 (განსაკუთრებით საზრიანებისთვის სიტყვიერად ვწერ: ერთი მილიარდ სამას ოცდა ცამეტი მილიონ) ინფორმაციის გადაგზავნის ოპერაციას ასრულებს. იმის გამო, რომ FSB 64-ბიტიანია, საბოლოო ინფორმაციის გამტარობის შედეგი იქნება 10.6GB/s (1333x8). აი სწორედ აქაა პრობლემა - 333MHz-იან FSB-ს შეუძლია 10.6GB/s, ანუ იმდენი ინფორმაციის გატარება, რამდენის გატარებაც DDR2-800 მეხსიერებას შეუძლია ორარხიან რეჟიმში. ამ ყველაფრის მიხედვით გამოდის, რომ ორარხიან DDR2-1066-ს აზრი არ აქვს მოცემულ სისტემაზე, რადგან მისი გამტარობა - 17GB/s, აღემატება პროცესორის შესაძლებლობებს. DDR3 მეხსიერების გამოჩენის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მაღალი სიხშირეები და ინფორმაციის გამტარობა. მაგალითად DDR3-1333-ს 21.3GB/s თეორიული გამტარობა აქვს, 1600MHz-იანს - 25.6GB/s, რომელიც ორჯერ აღემატება 333MHz-იანი FSB-ს გამტარობას. ეს ჩემი გამოგონილი ზღაპრები არაა, სტატიაში ეწერა და ყველა პრეტენზიით მიაკითხეთ სტატიის ავტორს... ალბათ გაგიკვირდებათ, თუ როგორ უმკლავდება თანამედროვე პროცესორის FSB მეხსიერების გაზრდილ ინფორმაციის გამტარობას. საქმე იმაშია, რომ FSB-მ ეს თავისი უფლება-მოვალეობა IMC-ს, ანუ მეხსიერების ინტეგრირებულ კონტროლერს (Integrated Memory Controller) გადააბარა , ხოლო რამდენად კარგად ართმევს თავს IMC მასზე დაკისრებულ "საშვილიშვილო მისიას", ამის გარკვევა, როგორც უკვე მიხვდით, დღევანდელი სტატიის მთავარი მიზანი გახლავთ. გადავხედოთ სატესტო სისტემას CPU - Intel Core i7 965 Extreme Edition დღეისთვის ერთ-ერთი უძლიერესი სერიული საბრძოლო ერთეული RAM - x3 2GB DDR3-1333 G.Skill (ტაიმინგები: 7-7-7-20) არც ისე სწრაფი მოდულები... Motherboard - Asus P6T Deluxe (Intel X58) ან ეს მაზერია ცუდი, ან მე ვარ ლამერი PSU - OCZ GameXStream, 700 watt HDD - Seagate 500GB 7200-RPM (SATA300) Video Card - ASUS GeForce GTX 280 (1GB) Microsoft Windows Vista Ultimate SP1 (64-bit) Nvidia Forceware 180.70 Beta ტესტი 4 ფაზად ჩატარდება: 1. საერთო წარმადობა; 2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით; 3. ლატენტურობის ტესტი; 4. არხის წარმადობა. ----------------------------------------------------------------------------------------------------------- 1. საერთო წარმადობა მეხსიერება როგორც ხედავთ, DDR3-ს მართლაც შეუძლია Core i7 სისტემაზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა 1600MHz სიხშირეზე. შემდეგ კი თქვენ ხედავთ DDR3-ის გამტარობას შემცირებულ სიხშირეებზე, თუმცა 800MHz-ზე დაყვანა მარაზმულ იდეას უფრო ჰგავს... ევერესტის მონაცემები ცოტა უფრო დამაინტრიგებელია: გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ SuperPI-სთვის "სულ ერთია" რა სიხშირეზე იმუშავებს მეხსიერება წარმადობა პროგრამებში როგორც ხედავთ, აქ 1600 და 1333MHz-იანი მეხსიერების წარმადობაში დიდი სხვაობა არ არის. 1066-იანი და 800-იანი DDR3 მეხსიერება ჩემს მიერ არ განიხილება, რადგან ამ სიხშირეზე არცერთი თქვენგანი არ იმუშავებს. გეიმინგი გეიმინგისთვის სიხშირეებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია... 2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით მეხსიერება წარმადობა პროგრამებში გეიმინგი 3. ლატენტურობის ტესტი აქ რატომღაც მხოლოდ 1066MHz-იანი მოდულები დაიტესტა. აი შედეგებიც: წარმადობა პროგრამებში გეიმინგი 4. არხის წარმადობა მეხსიერება წარმადობა პროგრამებში გეიმინგი ----------------------------------------------------------------------------------------------------------- მგონი ტესტებმა ნათლად აჩვენა, რომ Core i7 სისტემას მართლაც შეუძლია დაიტიოს და გამოიყენოს DDR3 მეხსიერების მთელი შესაძლებლობები, თუმცა SiSoft Sandra-მ და Everest-მა საკმაოდ განსხვავებული შედეგები აჩვენა და რომელს ვენდო ვერ გადავწყვიტე . რაც შეეხება გეიმინგს, აქ მეხსიერების დიდ "ხარჯვას" არ ვხვდებით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თამაშებში აქცენტი მაინც GPU-ზე კეთდება. ჩემდა გასაკვირად ერთ-, ორ- და სამარხიან მეხსიერების მუშაობაში არ დაფიქსირებულა რადიკალური სხვაობა. მე ვიცოდი, რომ სხვაობა დაახლოებით 15-25% უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად რაც მივიღეთ მგონი თავადაც კარგად ხედავთ. იმედია ამ სტატიამ ოდნავ მაინც მოჰფინა ნათელი იმას, თუ რამდენ მეხსიერებას იყენებს კომპიუტერი, თუნდაც "ოჰოი უძლიერესი" Core i7 სისტემა გეიმინგში და პროგრამებთან "ურთიერთობისას", ასევე დაინახეთ ისიც, თუ რამდენად უფრო ეფექტურია სამარხიანი მეხსიერება ორ- და ერთარხიანთან შედარებით. ყველას დიიდი მადლობა ყურადღებისთვის. სოსო, გადახედე სტატიას და თუ რამე არასწორადაა ჩამისწორე რა :user:
  7. ავტორი მიშა ცოტა ხნის წინ მოვქექექე და გაგაცანით ინფორმაცია DDR3 მეხსიერების მოდულების ტესტირებაზე, რომელიც შეგიძლიათ აქ ნახოთ: http://www.overclockers.ge/forum/index.php?showtopic=13673 ახლა კი გაგაცნობთ მეორე ტესტს, ისევ DDR3-ებით, ოღონდ ამჯერად უკვე სხვა მოდულების. ამ ტესტების სიმრავლე აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ DDR3 სულ უფრო პოპულარული ხდება და ამიტომ თქვენც ნუ დაიზარებთ და გადახედეთ სტატიას. მაშ ასე, დღევანდელი შეჯიბრის მონაწილეები არიან: 1.Corsair Dominator PC12800C8 3x2GB კიტი 1600MHz ტაქტური სიხშირით, 8-8-8-24 ტაიმინგით და 1.65ვოლტი ძაბვით. როგორც სურათიდან ჩანს რადიატორი შეიძლება მოხსნათ კიდეც (და სავარცხლად გამოიყენოთ ) 2.Mushkin Redline PC12800C6 3x2GB კიტი 1600MHz სიხშირით და 6-7-6-18 ტაიმინგით ( ), ძაბვა 1.65v. ყუთი მომეწონა ძალიან ესეც მოხსნილი რადიატორით 3.OCZ Blade PC16000C7 3x2GB კიტი 2000MHz ტაქტური სიხშირით, 7-8-7-20 ტაიმინგით და 1.65v ძაბვით. რაც ყველაზე მთავარია, როგორც ტესტის პირველწყარო იტყობინება, სამივე ფირმის მოდულები Elpidia-ს ჩიპებზეა აწყობილი. ახლა რაც შეეხება სატესტო სისტემას: CPU - Intel Core i7 Extreme 965 MB - Gigabyte EX58-Extreme SVGA - Gigabyte Radeon 4870X2 PSU - OCZ ProXstream 1000 Watt PSU SiSoftware's S.A.N.D.R.A. 2009 Lavalys Everest 4.60 Futuremark 3D Mark '06 - total score and cpu score Futuremark PCMark Vantage - total score Futuremark 3DMark Vantage - all scores Superpi 1.5, Xtremesystems edition Crytek/Electronic Art's Crysis, through Madboris' Benchmark Tool Maxon's Cinebench 10 კიტების გამოცდა ჩატარდა შემდეგ ტაიმინგებზე: ახლა კი ვნახოთ შედეგები: Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz ლატენტურობა 1333MHz ლატენტურობა 1600/2000MHz PCmark Vantage Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Cinebench Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz 3Dmark 06 Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz 3DMark Vantage Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Superpi 16k-ზე (როგორც მივხვდი) Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Wprime Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Crysis Memory @ 1333Mhz Memory @ 1600Mhz/2000Mhz Overclocking: Maximum OC cas 7 vcore : 1.200V CPU multi : 19-20 Memory divider : 2:10 Uncore multi : 20 QPI setting : x44 vQPI : 1.515V vDimm : 1.66V Memory timings : 7-7-7-21-1T Maximum OC cas 8 vcore : 1.200V CPU multi : 21 Memory divider : 2:12 Uncore multi : 24 QPI setting : x44 vQPI : 1.515V vDimm : 1.66V Memory timings : 8-8-8-24-1T Maximum OC cas 9 vcore : 1.200V CPU multi : 19-20 Memory divider : 2:12 Uncore multi : 24 QPI setting : x44 vQPI : 1.515V vDimm : 1.66V Memory timings : 9-9-9-27-1T ესეც გრაფიკული ხერხით გამოსახული ცხრილებიდან ყველაფერი თვალნათელია, ახლა კი კონკრეტულად ორ სიტყვა თითოეულ კიტზე: Corsair Dominator PC12800C8 პლიუსები: კარგი დიზაინი, მაღალი ხარისხის რადიატორი OC კარგი პოტენციალი 2GHz-ს ზევით ხელმისაწვდომობა ფასი/ხარისხი-ს კარგი თანაფარდობა მინუსები: მოეშვით rev. 2.1-ს, როცა გაქვთ rev. 2.2-ის შოვნის საშუალება Mushkin Redline PC12800C6 პლიუსები: კარგი შესახედაობა OC-ს შესანიშნავი პოტენციალი მადისაღმძვრელი შეფუთვა (ფრაზა საჭმლის რეკლამიდანაა მგონი ) გადასარევი ფასი მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით მინუსები: დაბალი ხელმისაწვდომობა OCZ Blade PC16000C7 პლიუსები: საუკეთესო კიტი i7-ისთვის კარგი რადიატორი კარგი OC პოტენციალი მინუსები: დაბალი ხელმისაწვდომობა როგორც არ უნდა შეხედოთ, ის კომპიუტერის საკმაოდ ძვირი დეტალია. თუკი ვინმეს გეყოთ მოთმინება და თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ სტატია, უღრმესად გმადლობთ!
  8. ავტორი მიშა არავისთვისაა საიდუმლო, რომ მომხმარებლებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს i7 სისტემები. ცხადია ამ სისტემის "კონფიგის" აწყობა არც თუ ისე იაფია. ეს DDR3 მეხსიერების მოდულებსაც შეეხება. ისინი უნდა იყოს იაფი, ხარისხიანი, მაღალი წარმადობით და თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე კარგი "სარაზგონო"(მეზიზღება ეს სიტყვა) პოტენციალის მქონე. ჰოდა აი გადავაწყდი ინტერნეტში 6GB-იანი 6 DDR3 "კიტის" ტესტების შედეგებს და გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეცნო. დავიწყოთ მოდულების გაცნობით. 1.A-Data DDR3-1333+ CAS 7. როგორც ხვდებით 1333MHz-ზე მომუშავე მოდულებია. ტაიმინგია 7-7-7-20, ძაბვა 1.65 ვოლტი. ინტერნეტში ფასი - 113$. 2.Corsair XMS3 DDR3-1600 CAS 8. სიხშირე 1600MHz, ტაიმინგი 8-8-8-24 1.65ვ-ზე. ფასი - 130$. 3.Crucial DDR3-1333 CAS 9. სიხშირე 1333MHz, 1.50ვ ძაბვა და 9-9-9-24. ფასი - 98$. 4.OCZ Intel Extreme Series DDR3-1333 CAS 7. 1333MHz, 8-8-8-20, 7-7-7-20 (თუმცა ტესტირებაზე მგონი 8-9-9-21 და 7-8-8-21 გამოიყენეს), 1.6v, 100$. 5.Patriot Viper DDR3-1333 CAS 7. 1333MHz, 7-7-7-20, 1.6v. ფასი - 115$. 6.Super Talent Chrome DDR3-1600 CAS 9. 1600MHz, 9-9-9-28, 1.65v. ფასი 111$ გახლავთ. სისტემა: Hardware CPU Intel Core i7-920 (2.66 GHz, 8.0 MB Cache) CPU Cooler Swiftech Apogee GTZ Liquid Cooling Motherboard Foxconn Flaming Blade, BIOS P05 (04/13/2009) Intel X58/ICH10R Chipset, LGA-1366 Graphics Zotac GeForce GTX260² 896MB 576/999MHz GPU/Shader, GDDR3-2484 Hard Drive WD VelociRaptor WD30000HLFS 300 GB, 10,000 RPM, 16 MB Cache Sound Integrated HD Audio Network Integrated Gigabit Networking Power Cooler Master RS850-EMBA 850W, ATX12V v2.2, EPS12V Optical Lite-On LH-20A1L, 20X DVD±R Software OS Microsoft Windows Vista Ultimate x64 SP1 Graphics NVidia Forceware 182.08 Chipset Intel INF 9.1.0.1007 ბენჩმარკში გამოიყენეს Memtest 86+ და SiSoft Sandra 2009. სატესტო ტაიმინგები: ტესტირების შედეგები სიხშირის ოვერქლოქინგში: უმდაბლესი ტაიმინგის სტაბილურობის ტესტი 1600MHz-ზე იგივე, 1333-ზე და 1066-ზე მე ამ ცხრილებში ვერაფერი გავიგე, ჩახედული ხალხი იმედია გაიგებს დაიღალეთ თქვენც, დავიღალე მეც....ამიტომ ვდებ ბოლო ცხრილს, სადაც წერია რომელია საუკეთესო "კიტი" ოვერქლოქინგისთვის (მგონი ფასის დათვალისწინებითაც). ვიმედოვნებ, რომ ჩემი სხვა თემებისგან განსხვავებით ეს ცოტა უფრო აქტუალური და სასარგებლო იქნება თქვენთვის და დაგეხმარებათ მეხსიერების თქვენთვის სასურველი მოდულების შეძენაში... :rolleyes:
  9. ავტორი OgaiB ადრე სადღაც დვწერე ინტელის განყოფილებაში და არავის არ უცდია. პროექტის ავტორებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს და AMD-ს ჩიპსეტებზეც შესაძლებელი გახდა SLI-ს ჩართვა. ესეც პროექტის ლინკი: http://xdevs.com/e107_plugins/content/content.php?content.30 ესეც განხილვები ცნობილ ფორუმებზე: http://www.xtremesystems.org/forums/showthread.php?t=231383 აქ ბოლოსკენ ნახეთ: http://forums.techpowerup.com/showthread.php?t=60844 ესეც ჩემი შედეგები, 1 ვიდეოთი: SLI-ში, ბრიჯის გარეშე: SLI-ში, ბრიჯით: ესეც ინსტრუქცია Windows &-თვის: Hi I just did a clean OS install, this was what I had to do: Motherboard DFI LP DK 790FXB-M2RSH (0820a) Graphics 2 x ASUS 9800GT OS Windows 7 Ultimate x64 1 - Install Win7 x64. 2 - Install System and 190.62 Win7 x64 (WHQL) drivers. 3 - Disable UAC. 4 - Restart. 5 - Run SLI string installer as Admin select ASUS certificate. 6 - Run LHALMod as Admin 7 - Copy moded nvlddmkm.sys (rev2) Win7 x64 to C:\windows\system32\drivers\ 8 - Sign the nvlddmkm.sys with: Run the Driver Signature Enforcement Overrider Select "Sign a System File" type in C:\windows\system32\drivers\nvlddmkm.sys Reboot, and enable SLI. ესეც საჭირო ფაილები: http://www.filefactory.com/file/a0hf247/n/SLI_rar იდეაში 32 ბიტზეც იგივეა. ნებისმიერ ჩიპსეტზე SLI ჩართვა შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტზე http://www.slipatch.com/
  10. მიეცეს კეისარს კეისრისა არა?! ისე 30 ხმაზე მეტს ველოდი
  11. მოიცა ეგ თემები გადმოტანილი არ არის? ყველა ეგეთი თემა აქ უნდა იყოს
  12. არ გინდა ძველების გადაწერა ხუმრობ მაგდენი ნიუსის დაკოპირებას? რამე ახალი დაწერე ჯობია გადმოვაკოპიროთ მნიშვნელოვანი თEმები და მიმოხილვები მარტო :)
  13. ხელმოწერის ზომაზე არ არის მაგ user bar-ების გამო საიტი იყო დაბლოკილი არ გახსოვთ კაცო?!
  14. მოდი შეეშვი მაგ საკითხს და რამე კარგი ნიუსი დაწერე უკეთესად გამოგდის :D
  15. ანალოგიურად მეც პორტალის მისამართს რაც შეეხება შეგვიძლია აქვე ფორუმზე გავაკეთოთ რამე ლინკი ან პირდაპირ აქ ჩავსვათ
  16. მოკლედ ასეთი საკითხი წამოიჭრა გვინდა თუ არა პორტალი ზოგის აზრით პორტალი გვატორმუზებდა ხალხი შემოდიოდა და რეალურად რაც მთავარია ჩვენთან ანუ ფორუმი იმას ვეღარ ამჩნევდა ხოდა რას ფიქრობთ გავაუქმოთ პორტალი და ვიყოთ მარტო ფორუმი? ნიუსები დაიდება ისევ შესაბამის განყოფილებებში დაწერეთ ჰაზრი თქვენი არგუმენტებით უაზრო პოსტებით ვერ დაგვეხმარებით :)
  17. 4.5 ან ზევით უნდა აწიო ქულები რომ მოაგროვო მაგ პროცესორით და მინიმუმ 1.6 ვოლტი დაგჭირდება მაგისთვის შეიძლება გაგრილება არც გეყოს ბიოსის დაფლეშვამ შეიძლება უშველოს რამე ან ვოლტმოდი გინდა გადავიდა იქ სადაც საჭიროა
  18. ესენი ვნახე http://www.gmayor.com/Remove_Password.htm http://www.petri.co.il/word-password-recovery.htm მე მონდა მაგის სოფტი მაგრამ საბოლოოდ წავშალე პროგრამული პრობლემაა გადავიდა სოფტში
  19. ევერესტის ძაბვებს ნუ ენდობი სისულელლეებია ეგ ბიოსში უნდა ნახო hardware monitor მანდ იქნება რეალური ძაბვები რაც შეეხება შენს პრობლემას შეიძლება კვებაც იყოს შეიძლება მაზერის ბრალიც არის კვების ბლოკის ქულერი ტრიალებს?
  20. აბა რომელს ხმარობთ, ვისაუბროთ პლიუსებზე და მინუსებზე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.