Jump to content

სოსო

OC Legends
  • Posts

    10293
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by სოსო

  1. ვა წამოვიდა 570-ების წვიმა მემგონი მინდა :D
  2. ვიდეოს ხათრით კი ჯობია მაზერზე ეკონომიის გაკეთება არც მთლად გადასაგდებია ის მაზერი თავის საქმეს გააკეთებს
  3. კვების ფაზებს აგრილებს საკმაოდ ცხელდება ეგ ფაზები
  4. არ გინდა შენი ვიდეოს დაფლეშვა სცადო 470-ად? რაც მე ვნახე 10 ცალი მეხსიერების ჩიპით ვიდეო დაფები იფლეშება მარტოვო 470-ად მაგრამ იქვე ტიპმა ევგას 465 დაფლეშა 470-ად http://www.xtremesystems.org/forums/showpost.php?p=4650218&postcount=133 ძალიან საინტერესო ტესტებია მადლობთ :)
  5. აუ არა რა 32 ნანომეტრული ტექნოლოგია უნდა AMD-ს 1.55 ვოლტზე 4.2 არაფერია თუნდაც 6 ბირთვიანისთვის 1.4 ვოლტი უნდა 980-ს 4.5GHz-ისთვის ძველი ბირთვის ღეჭვას არ მოაქვს დიდი სიახლეები
  6. ეს არის ის ფერმი რაც nvidia-ს თავიდან უნდოდა მარა ფასი რა ამბავია მე ამის მყიდველი არ ვარ :)
  7. მანდ გააჩნია რომელი SSD და რომელი SCSI დისკია წაკითხვა ჩაწერა სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეს ორივეს თუმდა საუკეთესო SSD-ეები (internal raid) ჯობნიან საუკეთესო SCSI ვინჩესტერებს, მაგრამ მაგთი ფასი რამოდენიმე ათასია მე SSD-ს ავიღებდი და ისე SCSI-იც ძალიან მაგარია
  8. პინები კონტაქტებია ანუ მაგ კონტაქტებით უკავშირდება დედა დაფას პროცესორი და სოკეტი იმ ადგილს ეწოდება სადაც დედა დაფაზე პროცესორი ჯდება სოკეტის ტიპს პინების რაოდენობა განაპირობებს მაგალითად 775 სოკეტს 775 პინი აქვს 1366-ს 1366 პინი და 2011 სოკეტს 2011 პინი ანუ კონტაქტი ექნება რაოდენობის გამო ძალიან დაწვრილდა პინები და უფრო ადვილად ტყდება P7P55D Deluxe მაზერი ეგრე გავაფუჭე პინები დავტეხე თუმცა გააჩნია რომელ პინებს მოტეხავს ზოგიერთი პინი დუბლირებულია (ანუ ორ-ორია) და თუ გაგიმართლა მაზერი მაინც ჩართავს პროცესორს მოტეხილი პინების მიუხედავად მე არ გამიმართლა :D
  9. ეგ არის ზუსტად AA - anti-aliasing http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B3%D0%BB%D0%B0%D0%B6%D0%B8%D0%B2%D0%B0%D0%BD%D0%B8%D0%B5 რაც უფრო მეტი X-ია მით უკეთესია გამოსახულების ხარისხი მაგრამ ვიდეო კარტის რესურსებს ჭამს 8X უკვე ბევრ ვიდეო კარტას უჭირს ნუ თამაშს და გაფართოებასაც გააჩნია 570 არ ვიცი და 560-ზე უკვე ვფიქრობ თუ გამოუშვეს ეგეთი :)
  10. ეს რა მონსტრი ქულერია? რა არის კასკადის პრინციპია თუ პელტერის ელემენტი? მინუსებში გადადის http://www.overclock.net/phase-change/822445-littledevils-phase-change-worklog.html http://www.overclock.net/phase-change/822433-littledevils-pc-case-integrated-phase-change.html
  11. როგორ და GTX 260 ხო უფრო ახალია ვიდრე 9800 GTX ხოდა ეგეც ეგრეა რა ციფრები არ არის მთავარი 1155 სოკეტს 1155 პინი აქვს და 1366 სოკეტს 1366 პინი მაგას ნიშნავს ეგ ციფრები
  12. ჩემი პირველი მობილური ბოლოს რომ ვნახე ლომბარდში იყო :D
  13. დაემატა პირველ პოსტში რა სხვა ხელოსნები არ არიან?? დაწერეთ რა ვინ იცით სხვა ვარიანტები
  14. ეს სად წაიკითხე ? როგორც გატყობ ფიზიკა ქიმიასთან ძალიან მწყრალად ხარ მშრალი ყინული აცოტონთან ერთად იმიტომ იხმარება რომ მშრალ ყინულს აქვს სუბლიმაციის უნარი ანუ სუბლიმაცია ნიშნავს მყარიდან პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადსვლას ნივთიერებათა 99%-ს მყარიდან აირადში გადასვლამდე თხევადი მდგომარეობის გავლა უწევთ მაგრამ მშრალი ყინული ან კიდევ არის მაგალითად ნაფტალინია ეგეთი სუბლიმაციას რომ განიცდის მოკლედ მუღამი რა არის აორთქლებაზე იხარჯება დიდი ენერგია ანუ აორთქლება მოითხოვს სითბოს წართმევას თხევადიდან აირადში გადასვლას დიდი ენერგია უნდა ხოლო მყარიდან პირდაპირ აირადში კიდევ უფრო დიდი ენერგია უნდა ამიტომ გამოიყენება მშრალი ყინული, რომლის აორთქლებაზეც ბევრი ენერგია იხარჯება რომელსაც ეს ყინული ამ შემთხვევაში პროცესორს წაართმევს ანუ კარგად გაყინავს აცეტონს რაც შეეხბეა აცეტონი ადვილად აქროლადია ანუ თხევადიდან აირადში გადადის ადვილად და ისევ სითბოს წართმევის პონტშI კარგი ვარიანტია ისევე როგორც ალკოჰოლიო ბევრად კარგი აქროლადია ვიდრე წყალი მაგიტომ ხმარობენ მშრალ ყინულთან ერთად აცეტონს და არა წყალს ეფექტი გაცილებით ნაკლები იქნებოდა წყალთან ერთად რაც შეეხება აზოტს აზოტი აირია რომელიც თხევად მდგომარეობაში რომ გადაიყვანო ძალიან დაბალი ტემპრეატურაა საჭირო ხოდა როცა ორთქლდება აზოტი ძალიან დიდი ენერგიას მოითხოვს ეგ პროცესი და შესაბამისად ბევრად უკეთ ყინავს ვიდრე მშრალი ყინული და აცეტონი სხვათაშორის ჟანგბადიც ძალიან ეფექტური იქნებოდა უბრალოდ ჟანგბადი წვას უწყობს ხელს და მაგიტომ ცუდი არჩვენაი ცეცხლი რომ არ Gაჩნდეს მაგ პონტში უკეთესი არჩევანია ჰელიუმი რომელიც აზოტივით ინერტული აირია და ადვილად არ შედის ბმაში სხვა ნივთიერებებთან უფრო სწორად ძალიან ძნელად შედის, წარმოუდგენლად ძნელად ინერტული მაგიტომ ქვიათ ინერტული აირები აზოტს და ჰელიუმს მოკლედ აზოტი და მშრალი ყინული აბსოლუტურად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებია და ერთმანეთში არ გადადიან აუ რამდენი ვიბაზრე :D
  15. ბაზისური სიხშირეა როგორც FSB ინტელის პროცესორებზე ან BCLK ეგ რაც ნაკლებია მით უარესია ამათ ქონდათ და აღარ აქვთ როგორც ჩანს http://lab.ge/product_info.php?cPath=23_32&products_id=609
  16. აი ამ თემას დაბალა ხომ აქვს share ღილაკი აქედან არ გამოდის?
  17. http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story5&reid=199 მე მჯერა სამაგიეროდ http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story2&reid=193 http://www.jonnyguru.com/modules.php?name=NDReviews&op=Story2&reid=189 გოლდ სტანდარტი აღარ არის იშვიათობა აწი კვების ბლოკს რო გამოვცვლი ოქროზე ნაკლებს არ ვიყიდი :)
  18. მინდა გითხრა 54 წლის კაცისთვის მშურს შენი ნებისყოფის კარგი შედეგია ძალია
  19. ვერ გავიგე მეხსიერების მამრავლი 1:2-ზე რატომ გაქვს დაყენებული არ გინდა დაუკლო?
  20. 1066-ზე მუშაობს AM2+ და AM3 პროცესორებზე ახალ პროცესორზე გადასვლა ნამდვილად ღირს ბიოსს განახლებ და უახლესი ფენომების მხარდაჭერა აქვს მაზერს მათ შორის 6 ბირთვიანებისაც პროსტა HT სიხშირე დაეცემა მარა მაგ ატლონს ბევრად აჯობებს რაც ეხლა გაქვს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.