Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5411
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Posts posted by kloud

  1. On 12/17/2021 at 9:06 AM, George said:

    რაც კორეული დორამების ყურება დავიწყე სულ უფრო და უფრო ნაკლებათ მიზიდავს ჰოლივუდის მსგავსი სტილისტიკის სერიალები, ორი სიტყვით რომ ამეღწერა კორეული მილატაა და ჰოლივუდური იგივე სტაფი ხრენატა ჩემთვის ან სრამატა, აი ეგრე გრუბათ ავღწერდი ჰოლივუდის ანალოგებს

    100% გეთანხმები დაახლოებით 10-11 წელია უკვე არც მახსოვს როდის დაიწყო ზუსტად ჩემი კორეული სერიალებით გატაცება, მაგრამ ზუსტად იგივე მომივიდა როცა ჩამითრია, მაგის მერე უკვე ამერიკულებისკენ იმდენად არ მიმიწევს გული. 

    26 minutes ago, George said:

    Каннамская красотка
    Далекие странники (ეგ ჩინური დორამაა)
    Смех в «Вайкики»
    Вернуться в 1988
    Наша первая жизнь
    Разрушение к вашим услугам
    Проклятая недвижимость

    რაც შეეხება ამ სერიალებს:

    Каннамская красотка ძალიან კარგია მე მომეწონა, ჩინური ცხადია არ ვიცი, ჩინურებს მარტო ფილმებს ვუყურებ, სერიალებს არა.

    Смех в «Вайкики» აშკარად უფრო ამერიკულ სტილშია გადაღებული, საერთოდ არ გავდა კორეულ იუმორს, ამიტომ არ მომეწონა, თუმცა ბევრს მოეწონა როგორც ვიცი. 

    Вернуться в 1988 ამას აქვს კიდე ორი სხვა ნაწილი. 1997 და 1994. სამივე კარგია როგორც ვიცი მაგრამ სასიყვარულო სამკუთხედებია როგორც ვიცი ამიტომ მხოლოდ 1997 მაქვს ნანახი ისიც მხოლოდ მესამე ცდაზე. ასევე მქონდა 1988-ს ყურების მცედლობა 2ჯერ მაგრამ ორივეჯერ პირველივე სერიის შემდეგ მივატოვე ზემოთხსენებული მიზეზის გამო. არ მისწორდება უაზრო სასიყვარულო სამკუთხედები. 

    Наша первая жизнь ძალიან მაგარი სერიალია. აი მთელი წელი რო ერთი სტილის სერიალების ყურება გიწევს  და რაღაც სიახლეს ეძებ, რაღაც უჩვეულოს მაშინ სწორედ ამას უნდა უყურო. 

    Разрушение к вашим услугам ეს დავიწყე და 1-2 სერია ვნახე მაგრამ შეწყვეტა მომიწია. არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა. მსახიობები თვითონ მომწონს, მაგრამ სიუჟეტი რაღაც გაურკვეველია ჩემთვის რა მხრივ შეიძლება საინტერესო გახდეს.

    Проклятая недвижимость ეს დიდი არაფერი. ერთხელ საყურებლად წავა მაგრამ მე დიდად ვერ მოვიხიბლე.

     

  2. ტევე კია 4K, მაგრამ ვარზონასაც 2560*1440-ზე ვთამაშობ მედიუმზე(მაგრამ აშკარად ცოდოა 60კადრზე სტაბილურად ვერ დგას).

    ვნახავ თავისუფალი დრო რო მექნება რას იზამს FF ჩემ სისტემაზე. 

  3. ეჰ ჩემი სისტემა ვერ გაქაჩავს მგონი ამას  :( მინიმალურს აკმაყოფილებს მაგრამ ახლა 43" ტელევიზორზე მინიმალური გრაფიკით რო ვითამაშო თვალები დამთხრება 😢

     

  4. 50 minutes ago, ottko said:

    ნერვები დამაწყვიტა რა საშინელი აპია ეს battlenet ჯერ სკანიერე ბა შეკეთებაში დალუპა მერე ბოლომდე ასკანირებდა და ვერ აკეთებდა დაზიანებულ ფაილებს მერე ფაილები წაუშალე ფიქსის თემაში ვნახე რაღაც ფიქსი და ამ გამოშტერებულმა შევაკეთე და გადმოვწერე ყველა ფაილიო და 15გბ აკლია თამაშიდან მაგდებს იასნა მთლიანად მივაშლი და თვიდან გადმოვწერ დდშ ამ პლატფორმის გადაიტანონ სტიმზე ნეტა როგორც destiny 2 

    მეც ეგრე მიქნა გუშინ და მივედი და წავშალე თამაში და ახლიდან დავაინსტალირე . 

     

    On 12/7/2021 at 9:14 PM, Gamer-4ever said:

    რა იყო იცი ძაან მუღამში ვიყავიდა რო შეცვალეს სიტუაცია არ მომეწონა, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა იცი აი აქ რო იციან რამეს რო გახსნიან და თავიდან მაგარ ხაჭაპურებს რო აკეთებენ ხალხს რო მიიტყუებენ და მერე  მაკარონის გარევა რო იწყებენ , იმედგაცრუება რა, ტავიდან სიტუაცია როგორიც იყო ისეთი უნდა დატოვო არ უნდა ცვლიდნენ , ვერდანსკი უნდა დაეტოვებინათ იმიტო რო  ჩემსავით ისევ იქნებოდნენ  იქ  თამაშის მსურველები, უბრალოდ დაამატე ახვა რუქა და ეგაა

    კიდე ბატლეპასი და უფასო ცპ-ს გაუქმება, რატო ამდენი ხანი 300 ცპ ხო სულ უფასოდ იძლეოდენ ? ეხლა რა ეტაკათ ? ანო ხო შეცვალეს სიტუაცია , ნუ აგროვებთ უფასო ფულს წადითო და ბატლეპასი იყიდეთო 

    მაგრა ვთამაშობდი და ეხლა აღარ მაქ ჩართვის სურვილი , გადავედი ისევ ბფ3 და ბფ4 -ზე , მშვენიერი მულტი აქ და იქ უფრო იჭერ მურამს უკვე

    ისევ არის უფასო CP-ები ბათლს ფასში. 2 ადგილას აწერია Free ანუ 200CP და ერთგან აწერია Clan tier და ეგ არ ვიცი რას ნიშნავს თუ ეგეც უფასოში გადის მაშინ როგორც ადრე იყო 300CP გამოდის უფასოდ.

    ვანგარდის იარაღები რაცხა მეუცნაურება ჯერ-ჯერობით. ერთი ორი მომეწონა მაგრამ უმეტესობას ჯერ ვერ გავუგე. 

    მე ის არ მომწონს რომ BR Quad არის მარტო ჩვეულებრივ BR-ში და Solo. Duo, Trio და Quad არის ვანგარდის BR-ში. არ მყავს სქუადი და მარტო მიყვარს BR-ის თამაში მაგრამ არ მინდა Vanguard-ის აჭღურვილობით ვიყო შეზღუდული.

    ისე მაგრა დაეტყო Warzone-ს ვანგუარდს რო დაუკავშირეს თუ მე მეჩვენება არ ვიცი, სანამ Verdansk დაიხურებოდა 2 დღით ადრე უკვე შევამნჩიე თვითონ ვერდანსკშიც კი გამოსახულების ფერების გაუმჯობესება. დღეს Rebirth-ზეც კაი ფერები ქონდა, თუმცა აქ ისედაც არ ქონია პრობლემა ფერებთან მანამდეც.

    • Upvote 1
  5. On 12/6/2021 at 1:15 PM, Gamer-4ever said:

    რუქას გვიცვლიან :mad:

    უფასო cp-ს აღარ გვაძლევენ ეგ უნამუსოები , მიიტყუეს მთელი მსოფლიო და ეხლა შეცვალეს სიტუაცია 

    აღარააქ ისეთი მუღამი ,თან ეხლა ახალი რუქა რო იქნება კიდე იმას შეჩვევა უნდა 

    ისე მართლა თავიდან მაგარი ბატლეპასები იყო ეხლა კიდე კარნავალი გახადეს

     

    რას ერჩი? მე ამ ვერდანსკმა იმენა თვალები დამთხარა ისეთი გახუნებული ფერები იყო თვალები უნდა დამეძაბა რო ვინმე შორ მანძილზე დამენახა. ამიტომ სულ ან დაუნთაუნში ვეშვებოდი ან აეროპორტი-სუპერსთორის მიდამოებში. 
    ახალი რუკა კიდე Rebirth-ივით მრავალფეროვანია და სხვადასხვა ტიპის ლოკაციებიც საკმაოდ ბლომადაა. ზომაშიც დაახლოებით იგივე არისო რაც ვერდანსკი. 

    ხალხიც კარგა ხანია უკვე თხოულობდა სერიოზულ ცვლილებებს და სულ უკმაყოფილო იყო იმ პატარ-პატარა ცვლილებებით რაც სეზობენის შემდეგ ხდებოდა ვერდანსკში. ამ მიწის გახლეჩით შუა ქალაქში მე პირადად უკმაყოფილო ვიყავი, სნაიპერებისთვის კიდე უკეთსი გახდა ეგ ადგილი. ადრე ქე მაინც შენობას მიეფარებოდი ახლა კიდე ნანგრევებში რას ნახავ. 

    ნუ არ იქნებოდა ურიგო ვერდანსკიც დაეტოვებინათ, მაგრამ ახალი რუქის მერე მეეჭვება ბევრი ადამიანი დარჩენილიყო ვერდანსკში და შესაბამისად სულ პრობლემა იქნებოდა სერვერების შევსებასთან ალბათ და არ უღირთ რო დატოვონ. 

    ბატლ ფასებში გეთანხმები, მეც უფრო MW-ს პერსონაჟები, მომწონს და მაგიტო ვთრეულობ ბატლს ფასებს რო მეორე MW-ს გამოსვლისთვის ბლომად ქულები მქონდეს ან რამე ისეთი ბანდლი თუ გაიჩითა რო მიღირდეს დათრევა. ეს ანიმირებული ტანსაცმელი და იარაღი სულაც არ მიზიდავს მაგრამ მომწონს როცა მოწინააღმდეგეს აცვია მსგავსი :D უფრო ადვილი შესამჩნევია.

     

  6. ერთი საათის წინ ვიღაც ქართველი მოვკალი  ვუდსი რო დგას ამ სურათში მაგის ქვეშ გზა რო გადის მანდ არმისული წითელ სახლამდე ქვემოთ რო მჩანს. 8 კაცი ვიყავით დარჩენილი, 
    თავიდან დავაგვიანე სროლა ქვებს მიეფარა და ავაცილე ბლომად ტყვია, მაგრამ მაინც მოვკალი ბოლოს და რო მოკვდა ხმა მესმოდა "აუ რამდენი ტყვია გაქ ტო"  :D   
    რომელ თამაშში ვინ მოვკალი მაგას ვერ ვნახავ? ნიკი მაინტერესებს მეგობრებში დასამატებლად.

    spacer.png

  7. https://www.callofduty.com/blog/2021/11/call-of-duty-vanguard-warzone-caldera-season-one-map-intel საკმაოდ საინტერესო რუქა ჩანს. თავიდან მეგონა რო კუნძულის დიდი ნაწილი ტყე იქნებოდა,  მაგრამ როგორც ჩანს ოხრად შენობა იქნება რუქაზე თან ფერებიც ბევრად უკეთესია ვიდრე ვერდანსკში. 

    WZP-S1-ANNOUNCEMENT-MAP.jpg

  8. ერთი პლიუსი ქონია სუსტ კომპზე თამაშს. მოკლედ ბოლო დროს 43" 4K ტევეზე ვთამაშობ 1920*1080 გარჩევადობაზე ასე ვთქვათ მედიუმზე. ამის გამო დისტანციაზე შენობების დეტალიზაცია მოიკოჭლებს, მაგრამ სამაგიეროდ პატარა შენობებში შიგნით თუ ვინმე მოძრაობს თუ დავუკვირდები შემიძლია მათი სილუეტები ვნახო აი Predator რო ჩართავს ხოლმე უჩინარ რეჟიმს რაღაც მაგის მსგავსაც. 

    ანუ ფაქტიურად ვოლჰაკი მაქ ისე რო არაფერი მიჩალიჩია :D  

  9. rutracker -მა დომენი შეიცვალა და org-ის ნაცვლად ახლა .net -ზეა 
    ასევე rutor-ის ახალი დომენია http://new-rutor.org/

    ინგლისურენოვანებს მე პირატიბეიზე ვპოულობ(ეგენიც სულ იცვლიან მგონი დომენს ამიტომ ყოველ ჯერზე გუგლში ვეძებ რო ამომიგდოს მიმდინარე ბმული) ხოლმე მაგრამ რუტრეკერზეც როცა დებენ კარგ ხარისხს მაგას მოყვება რამდენიმე აუდიო ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა ხარისხით.

  10. ვა მაგას არ დავკვირვებულვარ, ისე კი გამიკვირდა ჩემი ანგარიშით რო უნდა მქონოდა იმდენზე რო არ ამივიდა CP-ები.
    მე ადრე ავაგროვე ბატლ პასის საყიდი ოდენობა და მაგის მერე ვყიდულობ სულ ახალ პასს. და უკვე ავედი იმდენზე რო მეორე პასის სამყოფიც მაქვს ანგარიშზე. მაგარი ტეხავს რო ბანდლებში Modern Warfare-ს ოპერატორების სიმცირეა. არ მომწონ ამ Cold War-ის ოპერატორები, კაი იქნებოდა უკვე დათრეული ოპერატორების გაცვლა რო შეილებოდეს აქაუნთებს შორის აი როგორც ბატლ ფასის ყიდვა შეგიძლია სხვისთვის ისე.  

    მე ვთამაშობ ხოლმე ორივეს Plunder-საც და BR-საც. რამდენიმე კარგი იარაღი ჯერ კიდევ არ გამიხსნია და მაგეებს ვეჩალიჩები პლანდერში. Mandalorian#21338 არის battlenet-ის იუზერნეიმი.

     

  11. ეგაა პრობლემა რომ საფორთი არ იწუხებს თავს მსგავსი თემებით, აქვთ ერთი ავტომატიზირებული მეთოდი შექმნილი და მაგას უნდა მიყვე, მაგრმა როგორ როცა დამხმარე მეილი არ მაქ მიბმული და ტელეფონის ნომერი და პაროლი შეცვლილი აქვს დამნაშავეს. :(

  12. ჩემ ძმას გაუტეხეს gmail და როგორც ჩანს პაროლი და ტელეფონის ნომერი აქვთ შეცვლილი. არის რაიმე შანსი რომ დაიბრუნოს უკან? ყველაფერი ვცადე მე რაც შემეძლო მაგრამ არაფერი გამოდის. თვითონ მეილი გვკიდია, იუტუბი ქონდა მიბმული და მაგის დაკარგვა არ უნდა.

     

  13. Police University ყურებას მოვრჩი, არაუშავდა, იყო საინტერესო რაღაც მხრივ, მაგრამ მომენტებში ვახვევდი ისეთი მოსაბეზრებელი იყო, ძირითადად სასიყვარულო თემები.

    Jirisan-ს უკვე კარგა ხანია ველი, მგონი რაც პირველი პოსტერიდაიდო მაგის მერე. ძალიან სერიოზული ქასთი ყავს. 

    ახლა Voice 4: Judgment Hour ყურებას ვფიქრობ, წინა 3 სეზონი ნანახი მაქ და მომწონს. მთავარი გმირი ქალი კი მიშლის ცოტა ნერვებს, მაგრამ თვითონ სერიალის წინა სეზონები ყველა მომეწონა.   

  14. Only Murders in the Building მე ძალიან მომეწონა. აი რაღაც განსხვავებული აურა აქვს , კარგი იუმორი და ინტრიგა. რეალურ დამნაშავეზე თავიდანვე მქონდა ეჭვი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული. საინტერესოა მეორე სეზონი როგორი იქნება, ძან ბევრი ეჭვმიტანილი უნდა იქნეს. მგონი არავის ევასებოდა ეგ მოკლული.

  15. Shader-ები რო არ დააინსტალიროს ისე არც რთავს თამაშს, მარტო მენიუში შეგიძლია იძრომიალო.

    ხო ვიცი ტელევიზორი რო არაა გეიმინგისთვის კარგი ვარიანტი, მაგრამ სამუშაოდ იდეალურია 4 მონიტორის ქონის ტოლია და მუშაობისასარ მიწევს ფანჯრების ჩაკეცვა და რამე, ყველაფერს ერთად ვხედავ. კვირის განმავლობაში მაქს 10სთ ვითამაშო, დანარჩენს ვმუშაობ ამიტომ მომიწია ამ არჩევანის გაკეთება.

    მე ის მაკვირვებს რომ ასე იცის თამაშის ჩართვიდან პირველ ორ ხელში მაქსიმუმ და მერე უკვე ნორმალურად მიაქვს (ნუ ჩემი სისტემის კვალობაზე ნორმალურად). უკვე ერთი ხელი BR-ის მოგებაც მოვახერხე ამ ტელევიზორზე გადასვლის შემდეგ. 

  16. თამაშს რო ჩავრთავ, თავიდან რამდენიმე წუთი ან შეილება მეტიც, იცის ხოლმე ძან დაგვიანებით რეაგირება. მაგალითად მაუსის მარჯვენა ღილაკს რო ვაჭერ ან საერთდ არ გადადის ADS-ში ან დიდი ხნის მერე, სროლითაც არ ისვრის ხოლმე, ზოგჯერ პარაშუტის გახსნა დაკეცვაზეც არ რეაგირებს. მოძრაობებზეც მარჯვივ ვაჭერ და მარცხნივ მიდის ან  წრეებს არტყამას და ა.შ მოკლედ მაგარს უბერავს რა. მაგრამ რაღაც დროის მერე სწორდება. 

    რას დავაბრალო? 

    FPS 50-60 მაქ,
    Input lag 110ის ფარგლებში.
    ინტერნეტზე აქციას ვადა გაუვიდა და 100მბ/წმ-დან 20მბ/წმ-ზე ჩამომაგდეს.

    და ასევე ცოტა ხნის წინ მონიტორის ნაცვლად ტელევიზორი დავიდგი TCL 43P725, როგორც კი თამაშს ჩავრთავ Gaming mode-ზე გადადის, მაგრამ მაინც ჩინურია და ალბათ მაღალი ლაგი აქვს. 

    რას დავაბრალო? ტელევიზორს ვითომ? 

  17. https://www.callofduty.com/vanguard/campaign . Warzone-ს არ აქვს მარტო ამ სერიიდან კამპანია, დანარჩენს ყველას აქვს. 

    კრეკს რაც შეეხება ხო, ვერანაირად ვერ დაკრეკავენ რადგან ყოველ ჩართვაზე ვერიფიკაციას გადის სერვერთან.

     

    • Sad 1
  18. ხო კორეელი რო გესალმება როგორ ხარო კი არ გეკითხება, გეუბნება ხო ისადილე, ხო ივახშმე და ასეთებს. მაგათთვის ჭამა ძან მნიშვნელოვანი თემაა. არც უნდა გაგიკვირდეს სისხლის ჯგუფი თუ გკითხა. მაგათთვის სისხლის ჯგუფის ცოდნაც ძან მნიშვნელოვანია ამის მიხედვით არკვევენ რა ხასიათის ადამიანი შეილება იყო.

    ამიტომ როცა კორეული სერიალის ყურებას ვიწყებ საჭმელი ან სასუსნავები მომარაგებული მაქვს ხოლმე. 

    რაც შეეხება გეი თემებს ეგ ბოლო წლებში წამოიწია თორე მანამდე მაგარი პრობლემური თემა იყო ფილმებში წამოწევა, მარტო ერთეული რეჟისორები ბედავდნენ.

    პასტელნი სცენები კი სერიალებში ნაკლებადაა, უფრო ფილმებში აქვთ და ცენზურით. ზღვარს არ გადადიან, საოჯახო კომედია და მასეთებში არ აკვეხებენ, როგორც ამერიკელებს ჩვევიათ. 

    მე Rookie-ს ყურება დავიწყე. იუტუბზე გადავაწყდი ნაწყვეტს და დამაინტერესა. თითქოს ტიპიური ამერიკული სერიალია პოლიციელებზე, მაგრამ აქ თავისი მუღამი. პოლიციელების ყოველდღიურ ცხოვრებაზეა, არ არის რაღაც სუპერგმირებზე და რომლებიც მარტო მთელ კარტელებს ებრძვიან და რამე. ისე კარგად მიდის რომ 2-3 დღეში უკვე მეორე სეზონის შუაში ვარ.


     

  19. 2 hours ago, George said:

    ისე არა კომედიური სერიალებიდან Move To Heaven საკმაოთ კარგი დონის, ოღონდ მძიმე საყურებელია, სიკვდილ-სიცოცხლის თემატიკაზეა, ბალეტს რომ სწავლობენ ეგაა კიდე ძლიერი დორამა, Navillera ქვია, ძლიერი აქტინგი აქვსო იძახიან

    ხო Move To Heaven საერთოდ პირველ ადგილზეა აზიური დორამების რეიტინგში Mydramalist-ზე. მას მოყვება Hotpital Playlist ორივე ნაწილი მეორე და მესამე ადგილებზე. Navillera მეცამეტეზეა. უნდა ვუყურო ორივეს ახლო მომავალში.

     

  20. 13 hours ago, George said:

    მე გუშინ ჩავათავე მერვე ეპიზოდის ყურება, 6 ეპიზოდის მეორე ნახევარში გარკვეული რასინქორი ქონდა რახან ვერ ვიპოვე ნეტფლიქსის ტრანსფერზე დასმული ონლაინ ტრანსლიაცია რომ დამემატებინა ხმა, ნუ დაიდო რუტრაკერზე ეგეთი, მაგრამ მანდ STEPonee გოგოს ქართული გვარი აქვს ისე ვინც თარგმნის https://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=6125893 მე სოფტბოქსის ვარიანტი უფრო მომწონს კორეელების დუეტი, ეგენი რეალური კორელეები არიან რუსულათ მოლაპარაკე, იციან კორეულიც და რუსულიც კარგათ, სხვათაშორის Yumiui Sepodeul და  Dalriwa Gamjatang საკმაოთ კარგი დონის დორამები ჩანს, ვნახავ ორივეს, განსაკუთრებით პირველმა უნდა გაამართლოს, საკმაოთ ორიგინალური სიუჟეტი აქვს, მეორე რაღაც ისტორიული დორამაა ჩუდნი პერსონაჟებით, 50 წლებია მგონი, არ დამიზუსტებია მაგრამ თანამედროვე დროს არ გავს, დიდი ალბათობით მაგ ორსაც ვნახავ ისევ სოფტბოქსის პერევოდით, hdrezka იდება იმავე ტრანსფერში რაც 1080P რარბაგზე, არ გავს ეგ ორი იმ დორამების რიცხვს თავიდან რომ მაღალი რეიტინგი აქვს და მერე ეცემა ხოლმე ხშირათ 8 ბალზე ქვემოთ, კაკრაზ საკმაოთ მაღალი ბალები აქვს ორივეს, თუ დაეცემა რეზკათ უფრო მეორე მგონია, თუმცა ბევრს მოეწონა კომენტებს რომ ვუყურებ ეგეც, ლოლ თანამედროვე დრო ყოფილა მაგ მეორეშიც, მაგრამ რაღაც ძალიან სტრანნათ აცვიათ 50 წლების სტილში პოსტერში, მანდ უფრო მწარე ღადაობებზეა მგონი, სხვა შეიძლება არაფერი იყოს საინტერესო, მაგრამ უყურებს ხალხი მაგ დორამასაც, უცხოელებსაც ვხედავ და ალბათ კორეაში არაა მარტო გადაღებული

    ხო მეც სოფთბოქსს ვუმუღამებ. ბიჭია მანდ კორეული წარმოშობის ყაზახეთში ცხოვრობდა, გოგო ყაზახია, მაგრამ ახლა კორეაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მაგრა გაიქაჩნენ, მაგრამ ეგ არ მომწონს ტოტალიზატორის რეკლამას რო აკეთებენ, თუმცა დღეს ყველგან ეტენებია ნეგ ონლაინ ტოტალიზატორები და გამხმოვანებლებისაც მესმის, ჩვენი ხათრით ხო არ გაახმოვანებენ ფული ხო უნდათ მაგათაც. 

    იმ ორ დორამას რაც შეეხება ორივეს ასე ვთქვათ საშუალოდ დონის ქასთი ყავს 1-2 ვარსკვლავით, მაგრამ mydramalist-ზე 8.6 და 8.4 აქ რეიტინგები ასე კარგი უნდა იყოს.

    პოსტერებს არ უნდა უყურო. მე მასე პოსტერების გამო ვაიგნორებდი ფილმებს და მერე როცა მოვიდოდა ყურების დრო ვნანობდი აქამდე რატო არ ვუყურეთქო. 

    უცხოელებს რაც შეეხება არ ვიცი რამდენად იქნება ეგ უცხოეთში გადაღებული, სიუჯეტის მიხედვით მეეჭვება. ყავთ ზოგადად კორეაში რამდენიმე ცნობილი უცხოელი ტიპი, რომლებსაც იწვევენ ხოლმე ფილმებში უცხოელების სათამაშოდ და შეილება ეგ თემა იყოს.

    წელს აშკარად ნაყოფიერი წელი იყო დორამების მოყვარულებისთვის. ბევრი მაღალი ხარისხის დორამა გამოვიდა. ადრე მახსოვს თითებზე ჩამოსათვლელად გვქონდა ფავორიტი დორამები ყოველ წელს. თან ცა და დედამიწასავით იყო მთავარი გმირების თამაში და მეორეხარისხოვნების თამაში, ახლა უკვე აშკარა წინსვლაა ამ მხრივაც. 

    მე ამ Cha cha cha-ს რო მოვრჩები The Veil უნდა ვუყურო. მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი მევასება. ძალიან სახასიათო ტიპია ბევრი კარგი როლი აქვს შესრულებული. განსაკუთრებით ბოროტმოქმედები გამოსდის ძან მაგრა.

  21. On 10/22/2021 at 6:34 AM, George said:

    Brooklyn Nine-Nine მერვე და მგონი ფინალური სეზონის ყურებას მოვრჩი 3 დღის უკან Web-dl 1080P-ში ნიუსტუდიოს მნაგაგალოსკით, მაღალი დონის კრიმინალური სიტკომია პოლიციელებზე, ენდი სამბერგი, სტეფანი ბეატრისი, ტერი კრიუსი, მელისა ფუმერო, ჯო ლო ტრულიო და ანდი ბაუერი თამაშობენ, ორი გოლდენ გლობი აიღო მაგ სერიალმა, 11 პრაიმტაიმ ემიზე იყო წარდგენილი და ორი აიღო, რაღაც არ იყო ისეთი სასაცილო სეზონი, პუტკუნა ზანგი ისევ გაეძრო მაგ სეზონშიც, ამჯერათ ჩააყუდეს ციხეში, მაგრამ ისევ აითესება, რასისტული თემა იყო მაგ სეზონშიც, სულ 10 ეპიზოდი იყო და რამდენიმე თან პრახადნოი, ცუდი ენდინგი არ ქონია, მთლიანობაში მაგ სეზონს 8 ბალს დავუწერდი, ბოლო რამდენიმე გაბანძდა უკვე და დრო იყო დაესრულებინათ, პირველი ხუთი უფრო მაღალი დონის იყო მაინც, უკეთესი შუტკებით, გუშინწინ Gaetmaeul Chachacha ჩავუჯექი Web-dl 1080P-ში სოფტბოქსის ორხმიანი პერევოდით, რომელიც მეთვითონ დავამატე, მაგ კორეული ნეტფლიქსის დორამას ინგლისურათ Hometown Cha-Cha-Cha ქვია, შიკარნი რამე გამოდგა, ჯერ 4 ეპიზოდი ვნახე და ასწორებს მაგარი, საუნდტრეკიც ზავადნოი აქვს, მეორე პლანის პერსონაჟები მშვენივრათ თამაშობენ მაგ სერიალში, რომანტიკული ლინიაც მაღალ დონეზეა, არის დუშევნი მომენტებიც, იუმორიც ასწორებს, იმედია არ გაბანძდება, რახან ჩახლართული ისტორია არაა ნამდვილათ მაგ რომანტიკულ კომედიაში, ლოლ მაგ სერიალის ყურების შემდეგ კალმარების ჭამა მომინდა

    ხო ბრუკლინი ამ სეზონით მორჩა, ჩაჩაჩას მეც ვუყურებ მეცამეტეზე ვარ და რავი აქამდე კარგი იყო და აწი ვნახოთ იმედია ბოლოს არ მიაფუჩეჩებენ.

     

  22. ოფიციალური GTA 5 მაქ დეიდაშვილის კომპზე ჩაწერილი, ადრე დავითრიე უფასოდ Epic games-ზე. რაღაც პერიოდი თამაშობდა მშვენივრად და გუშინ ეპიკსიდან გამოიყვანა სისტემამ და ახლიდან მოუწია ავტორიზაცია ამის მერე GTA არ ირთვება ამას უწერს. 
    ეპიკსიდან verify-მ არ უშველა, ახლა კიდე რაღაცებს ვჩალიჩობ. იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილი და მირჩიოთ რა ვქნა.

     

    119138847_376777766654347_8390481624296799239_n.png

  23. On 10/11/2021 at 7:23 PM, George said:

    Seulgiroun Euisasaengha ორი სეზონის ყურებას მოვრჩი 3 დღის უკან Web-dl 1080P-ში, სამხრეთ კორეული ნეტფლიქსის შიკარნი დორამა გამოდგა, ძალიან დუშევნი საყურებელი იყო, ამჯერათ 5 ექიმზე იყო სერიალი, რომლებიც სტუდენტობიდან დაამხანაგდენ და ერთ ჰოსპიტალში მუშაობენ ეხლა, კომედიაც იყო და მურტალი დრამაც, ბევრი იღუპებოდა ჰოსპიტალში მძიმე ავადმყოფობების და ტრამვების გამო, მათ შორის პატარა ბავშვებიც კვდებოდენ, ისეთ სტილშია გადაღებული რომ ერთ ეპიზოდში იტირებ და მერე იცინებ ან პირიქით, ურევია რომანტიკული ატნაშენიებიც, ბოლოს ყველაფერი ჰეპი ენდით დასრულდა, მესამე სეზონი ალბათ აღარ იქნება,თუმცა ეგეც სავსებით საკმარისი იყო, ჩავარდნები და გაწელვები არ ქონია მაგ სერიალს, ჯამში 9 ბალს დავუწერდი, Tvshow კარგათ გადათარგმნა, ცუდია ჯერ მარტო სულ რამდენიმე კორეული სერიალი რომ აქვთ გადათარგმნილი https://vjxyq.filmstv.club/koreia/ სხვა ახალი დორამებიდან მალე Gaetmaeul Chachacha უნდა დაიდოს და ვნახავ მაგასაც, მაგის გარდა  Yumiui Sepodeul ჩანს საკმაოთ მაღალი დონის და Dalriwa Gamjatang, ორივე საკმაოთ უცნაური სიუჟეტითაა და რამდენიმე კვირაა რაც დაიწყო პრემიერა, თუმცა რომანტიკული კომედიებია სამივე სერიალი რაც ჩამოვთვალე, რარბაგზე ვხედავ ნორმალური ტრანსფერით სამივე სერიალს და თუ გაამართლა შეიძლება სოფტბოქსის პერევოდის დამატება Hdrezka-ან მაგ Web-dl 1080P-ზე

    Hospital Playlist მართლა ტოპ სერიალია. კაცები მაქედან ძალიან პოპულარულები არიან, ქალი კიდე ახლა იდგამს ფეხს კინოში, მანამდე მუსიკალური თეატრის მსახიობი იყო. ეგ კი არა ეპიზოდურებშიც ბევრი ტოპ მსახიობი ყავთ მოწვეული.

    ის სტატია კიდე VK-დან ძან სუსტი რეიტინგია, ტოპ ათეულში ნაღდად არცერთ მათგანს არ მოვახვედრებდი მე თუმცა ნორმ სერიალებია. 

    ძან ბევრი სერიალია ე.წ. underrated მხოლოდ იმიტომ რომ სიმპათური აიდოლები და არ თამაშობენ.

    Gaetmaeul Chachacha ამის ბოლო სერია 17ში გამოდის და დავიწყებ აუცილებლად, მომწონს ორივე მთავარი გმირი. 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.