Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5411
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. 100% გეთანხმები დაახლოებით 10-11 წელია უკვე არც მახსოვს როდის დაიწყო ზუსტად ჩემი კორეული სერიალებით გატაცება, მაგრამ ზუსტად იგივე მომივიდა როცა ჩამითრია, მაგის მერე უკვე ამერიკულებისკენ იმდენად არ მიმიწევს გული. რაც შეეხება ამ სერიალებს: Каннамская красотка ძალიან კარგია მე მომეწონა, ჩინური ცხადია არ ვიცი, ჩინურებს მარტო ფილმებს ვუყურებ, სერიალებს არა. Смех в «Вайкики» აშკარად უფრო ამერიკულ სტილშია გადაღებული, საერთოდ არ გავდა კორეულ იუმორს, ამიტომ არ მომეწონა, თუმცა ბევრს მოეწონა როგორც ვიცი. Вернуться в 1988 ამას აქვს კიდე ორი სხვა ნაწილი. 1997 და 1994. სამივე კარგია როგორც ვიცი მაგრამ სასიყვარულო სამკუთხედებია როგორც ვიცი ამიტომ მხოლოდ 1997 მაქვს ნანახი ისიც მხოლოდ მესამე ცდაზე. ასევე მქონდა 1988-ს ყურების მცედლობა 2ჯერ მაგრამ ორივეჯერ პირველივე სერიის შემდეგ მივატოვე ზემოთხსენებული მიზეზის გამო. არ მისწორდება უაზრო სასიყვარულო სამკუთხედები. Наша первая жизнь ძალიან მაგარი სერიალია. აი მთელი წელი რო ერთი სტილის სერიალების ყურება გიწევს და რაღაც სიახლეს ეძებ, რაღაც უჩვეულოს მაშინ სწორედ ამას უნდა უყურო. Разрушение к вашим услугам ეს დავიწყე და 1-2 სერია ვნახე მაგრამ შეწყვეტა მომიწია. არ ვიცი გავაგრძელებ თუ არა. მსახიობები თვითონ მომწონს, მაგრამ სიუჟეტი რაღაც გაურკვეველია ჩემთვის რა მხრივ შეიძლება საინტერესო გახდეს. Проклятая недвижимость ეს დიდი არაფერი. ერთხელ საყურებლად წავა მაგრამ მე დიდად ვერ მოვიხიბლე.
  2. არაა ბოთლნექი. მაგ ვიდეოკარტას ჩემი Ruzen 3 1300X გაწურავს. რადონის პროგრამაში Graphics-ში რო დააყენო ხელით სეთინგები არ გიცდია?
  3. ტევე კია 4K, მაგრამ ვარზონასაც 2560*1440-ზე ვთამაშობ მედიუმზე(მაგრამ აშკარად ცოდოა 60კადრზე სტაბილურად ვერ დგას). ვნახავ თავისუფალი დრო რო მექნება რას იზამს FF ჩემ სისტემაზე.
  4. ეჰ ჩემი სისტემა ვერ გაქაჩავს მგონი ამას მინიმალურს აკმაყოფილებს მაგრამ ახლა 43" ტელევიზორზე მინიმალური გრაფიკით რო ვითამაშო თვალები დამთხრება
  5. მეც ეგრე მიქნა გუშინ და მივედი და წავშალე თამაში და ახლიდან დავაინსტალირე . ისევ არის უფასო CP-ები ბათლს ფასში. 2 ადგილას აწერია Free ანუ 200CP და ერთგან აწერია Clan tier და ეგ არ ვიცი რას ნიშნავს თუ ეგეც უფასოში გადის მაშინ როგორც ადრე იყო 300CP გამოდის უფასოდ. ვანგარდის იარაღები რაცხა მეუცნაურება ჯერ-ჯერობით. ერთი ორი მომეწონა მაგრამ უმეტესობას ჯერ ვერ გავუგე. მე ის არ მომწონს რომ BR Quad არის მარტო ჩვეულებრივ BR-ში და Solo. Duo, Trio და Quad არის ვანგარდის BR-ში. არ მყავს სქუადი და მარტო მიყვარს BR-ის თამაში მაგრამ არ მინდა Vanguard-ის აჭღურვილობით ვიყო შეზღუდული. ისე მაგრა დაეტყო Warzone-ს ვანგუარდს რო დაუკავშირეს თუ მე მეჩვენება არ ვიცი, სანამ Verdansk დაიხურებოდა 2 დღით ადრე უკვე შევამნჩიე თვითონ ვერდანსკშიც კი გამოსახულების ფერების გაუმჯობესება. დღეს Rebirth-ზეც კაი ფერები ქონდა, თუმცა აქ ისედაც არ ქონია პრობლემა ფერებთან მანამდეც.
  6. რას ერჩი? მე ამ ვერდანსკმა იმენა თვალები დამთხარა ისეთი გახუნებული ფერები იყო თვალები უნდა დამეძაბა რო ვინმე შორ მანძილზე დამენახა. ამიტომ სულ ან დაუნთაუნში ვეშვებოდი ან აეროპორტი-სუპერსთორის მიდამოებში. ახალი რუკა კიდე Rebirth-ივით მრავალფეროვანია და სხვადასხვა ტიპის ლოკაციებიც საკმაოდ ბლომადაა. ზომაშიც დაახლოებით იგივე არისო რაც ვერდანსკი. ხალხიც კარგა ხანია უკვე თხოულობდა სერიოზულ ცვლილებებს და სულ უკმაყოფილო იყო იმ პატარ-პატარა ცვლილებებით რაც სეზობენის შემდეგ ხდებოდა ვერდანსკში. ამ მიწის გახლეჩით შუა ქალაქში მე პირადად უკმაყოფილო ვიყავი, სნაიპერებისთვის კიდე უკეთსი გახდა ეგ ადგილი. ადრე ქე მაინც შენობას მიეფარებოდი ახლა კიდე ნანგრევებში რას ნახავ. ნუ არ იქნებოდა ურიგო ვერდანსკიც დაეტოვებინათ, მაგრამ ახალი რუქის მერე მეეჭვება ბევრი ადამიანი დარჩენილიყო ვერდანსკში და შესაბამისად სულ პრობლემა იქნებოდა სერვერების შევსებასთან ალბათ და არ უღირთ რო დატოვონ. ბატლ ფასებში გეთანხმები, მეც უფრო MW-ს პერსონაჟები, მომწონს და მაგიტო ვთრეულობ ბატლს ფასებს რო მეორე MW-ს გამოსვლისთვის ბლომად ქულები მქონდეს ან რამე ისეთი ბანდლი თუ გაიჩითა რო მიღირდეს დათრევა. ეს ანიმირებული ტანსაცმელი და იარაღი სულაც არ მიზიდავს მაგრამ მომწონს როცა მოწინააღმდეგეს აცვია მსგავსი უფრო ადვილი შესამჩნევია.
  7. ერთი საათის წინ ვიღაც ქართველი მოვკალი ვუდსი რო დგას ამ სურათში მაგის ქვეშ გზა რო გადის მანდ არმისული წითელ სახლამდე ქვემოთ რო მჩანს. 8 კაცი ვიყავით დარჩენილი, თავიდან დავაგვიანე სროლა ქვებს მიეფარა და ავაცილე ბლომად ტყვია, მაგრამ მაინც მოვკალი ბოლოს და რო მოკვდა ხმა მესმოდა "აუ რამდენი ტყვია გაქ ტო" რომელ თამაშში ვინ მოვკალი მაგას ვერ ვნახავ? ნიკი მაინტერესებს მეგობრებში დასამატებლად.
  8. https://www.callofduty.com/blog/2021/11/call-of-duty-vanguard-warzone-caldera-season-one-map-intel საკმაოდ საინტერესო რუქა ჩანს. თავიდან მეგონა რო კუნძულის დიდი ნაწილი ტყე იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ოხრად შენობა იქნება რუქაზე თან ფერებიც ბევრად უკეთესია ვიდრე ვერდანსკში.
  9. ერთი პლიუსი ქონია სუსტ კომპზე თამაშს. მოკლედ ბოლო დროს 43" 4K ტევეზე ვთამაშობ 1920*1080 გარჩევადობაზე ასე ვთქვათ მედიუმზე. ამის გამო დისტანციაზე შენობების დეტალიზაცია მოიკოჭლებს, მაგრამ სამაგიეროდ პატარა შენობებში შიგნით თუ ვინმე მოძრაობს თუ დავუკვირდები შემიძლია მათი სილუეტები ვნახო აი Predator რო ჩართავს ხოლმე უჩინარ რეჟიმს რაღაც მაგის მსგავსაც. ანუ ფაქტიურად ვოლჰაკი მაქ ისე რო არაფერი მიჩალიჩია
  10. rutracker -მა დომენი შეიცვალა და org-ის ნაცვლად ახლა .net -ზეა ასევე rutor-ის ახალი დომენია http://new-rutor.org/ ინგლისურენოვანებს მე პირატიბეიზე ვპოულობ(ეგენიც სულ იცვლიან მგონი დომენს ამიტომ ყოველ ჯერზე გუგლში ვეძებ რო ამომიგდოს მიმდინარე ბმული) ხოლმე მაგრამ რუტრეკერზეც როცა დებენ კარგ ხარისხს მაგას მოყვება რამდენიმე აუდიო ინგლისურ და რუსულ ენებზე სხვადასხვა ხარისხით.
  11. ვა მაგას არ დავკვირვებულვარ, ისე კი გამიკვირდა ჩემი ანგარიშით რო უნდა მქონოდა იმდენზე რო არ ამივიდა CP-ები. მე ადრე ავაგროვე ბატლ პასის საყიდი ოდენობა და მაგის მერე ვყიდულობ სულ ახალ პასს. და უკვე ავედი იმდენზე რო მეორე პასის სამყოფიც მაქვს ანგარიშზე. მაგარი ტეხავს რო ბანდლებში Modern Warfare-ს ოპერატორების სიმცირეა. არ მომწონ ამ Cold War-ის ოპერატორები, კაი იქნებოდა უკვე დათრეული ოპერატორების გაცვლა რო შეილებოდეს აქაუნთებს შორის აი როგორც ბატლ ფასის ყიდვა შეგიძლია სხვისთვის ისე. მე ვთამაშობ ხოლმე ორივეს Plunder-საც და BR-საც. რამდენიმე კარგი იარაღი ჯერ კიდევ არ გამიხსნია და მაგეებს ვეჩალიჩები პლანდერში. Mandalorian#21338 არის battlenet-ის იუზერნეიმი.
  12. ეგაა პრობლემა რომ საფორთი არ იწუხებს თავს მსგავსი თემებით, აქვთ ერთი ავტომატიზირებული მეთოდი შექმნილი და მაგას უნდა მიყვე, მაგრმა როგორ როცა დამხმარე მეილი არ მაქ მიბმული და ტელეფონის ნომერი და პაროლი შეცვლილი აქვს დამნაშავეს.
  13. ჩემ ძმას გაუტეხეს gmail და როგორც ჩანს პაროლი და ტელეფონის ნომერი აქვთ შეცვლილი. არის რაიმე შანსი რომ დაიბრუნოს უკან? ყველაფერი ვცადე მე რაც შემეძლო მაგრამ არაფერი გამოდის. თვითონ მეილი გვკიდია, იუტუბი ქონდა მიბმული და მაგის დაკარგვა არ უნდა.
  14. Police University ყურებას მოვრჩი, არაუშავდა, იყო საინტერესო რაღაც მხრივ, მაგრამ მომენტებში ვახვევდი ისეთი მოსაბეზრებელი იყო, ძირითადად სასიყვარულო თემები. Jirisan-ს უკვე კარგა ხანია ველი, მგონი რაც პირველი პოსტერიდაიდო მაგის მერე. ძალიან სერიოზული ქასთი ყავს. ახლა Voice 4: Judgment Hour ყურებას ვფიქრობ, წინა 3 სეზონი ნანახი მაქ და მომწონს. მთავარი გმირი ქალი კი მიშლის ცოტა ნერვებს, მაგრამ თვითონ სერიალის წინა სეზონები ყველა მომეწონა.
  15. Only Murders in the Building მე ძალიან მომეწონა. აი რაღაც განსხვავებული აურა აქვს , კარგი იუმორი და ინტრიგა. რეალურ დამნაშავეზე თავიდანვე მქონდა ეჭვი, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული. საინტერესოა მეორე სეზონი როგორი იქნება, ძან ბევრი ეჭვმიტანილი უნდა იქნეს. მგონი არავის ევასებოდა ეგ მოკლული.
  16. Shader-ები რო არ დააინსტალიროს ისე არც რთავს თამაშს, მარტო მენიუში შეგიძლია იძრომიალო. ხო ვიცი ტელევიზორი რო არაა გეიმინგისთვის კარგი ვარიანტი, მაგრამ სამუშაოდ იდეალურია 4 მონიტორის ქონის ტოლია და მუშაობისასარ მიწევს ფანჯრების ჩაკეცვა და რამე, ყველაფერს ერთად ვხედავ. კვირის განმავლობაში მაქს 10სთ ვითამაშო, დანარჩენს ვმუშაობ ამიტომ მომიწია ამ არჩევანის გაკეთება. მე ის მაკვირვებს რომ ასე იცის თამაშის ჩართვიდან პირველ ორ ხელში მაქსიმუმ და მერე უკვე ნორმალურად მიაქვს (ნუ ჩემი სისტემის კვალობაზე ნორმალურად). უკვე ერთი ხელი BR-ის მოგებაც მოვახერხე ამ ტელევიზორზე გადასვლის შემდეგ.
  17. თამაშს რო ჩავრთავ, თავიდან რამდენიმე წუთი ან შეილება მეტიც, იცის ხოლმე ძან დაგვიანებით რეაგირება. მაგალითად მაუსის მარჯვენა ღილაკს რო ვაჭერ ან საერთდ არ გადადის ADS-ში ან დიდი ხნის მერე, სროლითაც არ ისვრის ხოლმე, ზოგჯერ პარაშუტის გახსნა დაკეცვაზეც არ რეაგირებს. მოძრაობებზეც მარჯვივ ვაჭერ და მარცხნივ მიდის ან წრეებს არტყამას და ა.შ მოკლედ მაგარს უბერავს რა. მაგრამ რაღაც დროის მერე სწორდება. რას დავაბრალო? FPS 50-60 მაქ, Input lag 110ის ფარგლებში. ინტერნეტზე აქციას ვადა გაუვიდა და 100მბ/წმ-დან 20მბ/წმ-ზე ჩამომაგდეს. და ასევე ცოტა ხნის წინ მონიტორის ნაცვლად ტელევიზორი დავიდგი TCL 43P725, როგორც კი თამაშს ჩავრთავ Gaming mode-ზე გადადის, მაგრამ მაინც ჩინურია და ალბათ მაღალი ლაგი აქვს. რას დავაბრალო? ტელევიზორს ვითომ?
  18. https://www.callofduty.com/vanguard/campaign . Warzone-ს არ აქვს მარტო ამ სერიიდან კამპანია, დანარჩენს ყველას აქვს. კრეკს რაც შეეხება ხო, ვერანაირად ვერ დაკრეკავენ რადგან ყოველ ჩართვაზე ვერიფიკაციას გადის სერვერთან.
  19. ხო კორეელი რო გესალმება როგორ ხარო კი არ გეკითხება, გეუბნება ხო ისადილე, ხო ივახშმე და ასეთებს. მაგათთვის ჭამა ძან მნიშვნელოვანი თემაა. არც უნდა გაგიკვირდეს სისხლის ჯგუფი თუ გკითხა. მაგათთვის სისხლის ჯგუფის ცოდნაც ძან მნიშვნელოვანია ამის მიხედვით არკვევენ რა ხასიათის ადამიანი შეილება იყო. ამიტომ როცა კორეული სერიალის ყურებას ვიწყებ საჭმელი ან სასუსნავები მომარაგებული მაქვს ხოლმე. რაც შეეხება გეი თემებს ეგ ბოლო წლებში წამოიწია თორე მანამდე მაგარი პრობლემური თემა იყო ფილმებში წამოწევა, მარტო ერთეული რეჟისორები ბედავდნენ. პასტელნი სცენები კი სერიალებში ნაკლებადაა, უფრო ფილმებში აქვთ და ცენზურით. ზღვარს არ გადადიან, საოჯახო კომედია და მასეთებში არ აკვეხებენ, როგორც ამერიკელებს ჩვევიათ. მე Rookie-ს ყურება დავიწყე. იუტუბზე გადავაწყდი ნაწყვეტს და დამაინტერესა. თითქოს ტიპიური ამერიკული სერიალია პოლიციელებზე, მაგრამ აქ თავისი მუღამი. პოლიციელების ყოველდღიურ ცხოვრებაზეა, არ არის რაღაც სუპერგმირებზე და რომლებიც მარტო მთელ კარტელებს ებრძვიან და რამე. ისე კარგად მიდის რომ 2-3 დღეში უკვე მეორე სეზონის შუაში ვარ.
  20. კი კარგია. მაგრამ მეორე სერია ღმერთმა იცის როდის გამოვა
  21. ხო Move To Heaven საერთოდ პირველ ადგილზეა აზიური დორამების რეიტინგში Mydramalist-ზე. მას მოყვება Hotpital Playlist ორივე ნაწილი მეორე და მესამე ადგილებზე. Navillera მეცამეტეზეა. უნდა ვუყურო ორივეს ახლო მომავალში.
  22. ხო მეც სოფთბოქსს ვუმუღამებ. ბიჭია მანდ კორეული წარმოშობის ყაზახეთში ცხოვრობდა, გოგო ყაზახია, მაგრამ ახლა კორეაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მაგრა გაიქაჩნენ, მაგრამ ეგ არ მომწონს ტოტალიზატორის რეკლამას რო აკეთებენ, თუმცა დღეს ყველგან ეტენებია ნეგ ონლაინ ტოტალიზატორები და გამხმოვანებლებისაც მესმის, ჩვენი ხათრით ხო არ გაახმოვანებენ ფული ხო უნდათ მაგათაც. იმ ორ დორამას რაც შეეხება ორივეს ასე ვთქვათ საშუალოდ დონის ქასთი ყავს 1-2 ვარსკვლავით, მაგრამ mydramalist-ზე 8.6 და 8.4 აქ რეიტინგები ასე კარგი უნდა იყოს. პოსტერებს არ უნდა უყურო. მე მასე პოსტერების გამო ვაიგნორებდი ფილმებს და მერე როცა მოვიდოდა ყურების დრო ვნანობდი აქამდე რატო არ ვუყურეთქო. უცხოელებს რაც შეეხება არ ვიცი რამდენად იქნება ეგ უცხოეთში გადაღებული, სიუჯეტის მიხედვით მეეჭვება. ყავთ ზოგადად კორეაში რამდენიმე ცნობილი უცხოელი ტიპი, რომლებსაც იწვევენ ხოლმე ფილმებში უცხოელების სათამაშოდ და შეილება ეგ თემა იყოს. წელს აშკარად ნაყოფიერი წელი იყო დორამების მოყვარულებისთვის. ბევრი მაღალი ხარისხის დორამა გამოვიდა. ადრე მახსოვს თითებზე ჩამოსათვლელად გვქონდა ფავორიტი დორამები ყოველ წელს. თან ცა და დედამიწასავით იყო მთავარი გმირების თამაში და მეორეხარისხოვნების თამაში, ახლა უკვე აშკარა წინსვლაა ამ მხრივაც. მე ამ Cha cha cha-ს რო მოვრჩები The Veil უნდა ვუყურო. მთავარი გმირის შემსრულებელი მსახიობი მევასება. ძალიან სახასიათო ტიპია ბევრი კარგი როლი აქვს შესრულებული. განსაკუთრებით ბოროტმოქმედები გამოსდის ძან მაგრა.
  23. ხო ბრუკლინი ამ სეზონით მორჩა, ჩაჩაჩას მეც ვუყურებ მეცამეტეზე ვარ და რავი აქამდე კარგი იყო და აწი ვნახოთ იმედია ბოლოს არ მიაფუჩეჩებენ.
  24. ოფიციალური GTA 5 მაქ დეიდაშვილის კომპზე ჩაწერილი, ადრე დავითრიე უფასოდ Epic games-ზე. რაღაც პერიოდი თამაშობდა მშვენივრად და გუშინ ეპიკსიდან გამოიყვანა სისტემამ და ახლიდან მოუწია ავტორიზაცია ამის მერე GTA არ ირთვება ამას უწერს. ეპიკსიდან verify-მ არ უშველა, ახლა კიდე რაღაცებს ვჩალიჩობ. იქნებ ვინმეს გქონდეთ გამოცდილი და მირჩიოთ რა ვქნა.
  25. Hospital Playlist მართლა ტოპ სერიალია. კაცები მაქედან ძალიან პოპულარულები არიან, ქალი კიდე ახლა იდგამს ფეხს კინოში, მანამდე მუსიკალური თეატრის მსახიობი იყო. ეგ კი არა ეპიზოდურებშიც ბევრი ტოპ მსახიობი ყავთ მოწვეული. ის სტატია კიდე VK-დან ძან სუსტი რეიტინგია, ტოპ ათეულში ნაღდად არცერთ მათგანს არ მოვახვედრებდი მე თუმცა ნორმ სერიალებია. ძან ბევრი სერიალია ე.წ. underrated მხოლოდ იმიტომ რომ სიმპათური აიდოლები და არ თამაშობენ. Gaetmaeul Chachacha ამის ბოლო სერია 17ში გამოდის და დავიწყებ აუცილებლად, მომწონს ორივე მთავარი გმირი.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.