Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5411
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. ,,შენ! დიადემა თავზე შეგშვენოდა, და მის კი ნაცვლად თმები ჩამოგშლოდა, შენი სახის, ლოცვა გულზე ამოჰქროდა, და ნაზ თვალებში გული გამოჰქროდა. მაგრამ, არავინ ჩანდა მისი დამნახველი, არავინ ჩანდა წიგნის წამკითხველი, და წიგნის თხელი უცხო ფურცლები, თეთრი ფიფქებივით სახეს ადნებოდა. დნებოდა სული, შენი და არა მღეროდა, ყვიროდი შენ და არავინ გისმენდა, თქვენ ცით მოსულხართ, რომ დაგექციათ წყალი, თქვენი დამფასებელი არავინ არის, თქვენ ცით მოსულხართ, რომ დაგექციათ წყალი, თქვენი დამფასებელი არავინ არის." ესაა ტექსტი, ამერიკელი მომღერალი მღერის https://marao.ge/urtiertobebi/selebrithebi/19161-vin-aris-amerikeli-momgherali-romelic-msoflioshi-popularuli-videothamashis-qarthul-saundthreqs-asrulebs.html
  2. დახურეთ თემა. ფაქტიურად ყოველდღე ვთამაშობ ეს დღეები 2-3 საათით ვარზონას და არაფერი არ ამოუგდია. შეილება ცრუ განგაში იყო
  3. არტეფაქტი ამომიგდო კომპიუტერი რო ჩავრთე ეგერევე, არაფერი არ მქონდა ჩართული ისე. დავარესტარტე და მაგის მერე პრობლემა არ ჰქონია. არცერთი ნაწილი არ იქნებოდა დატვირთული 10%-ზე მეტი მაგ მომენტში. დატვირთულზე როგორც ზემოთ სკრინი დავდე ვიდეო სადღაც 90%-ზე იტვირთება და პროცი 95-100% ვარზონის თამაშისას და მაშინ არ აქ საერთოდ არტეფაქტები.
  4. ფურმარკზე ნაკლებად არ იტვირთება მგონი ვარზონის თამაშისას მაგრამ ერთხელ არ შემიმჩნევია თამაშის დროს არტეფაქტები. ქულერის ბრუნვებს რაც შეეხება არ არის ჩემთან Zero RPM ველი მანდ საერთოდ. ინტერნეტში ვნახე რო კაბელის ცუდი კონტაქტის ან სხვა რაღაცების ბრალიც შეილება იყოსო და იმედია მართლა მასეა. სანამ ამ თემას გავხსნიდი მანამდე სადღაც 4საათი მაინც ვითამაშე ვარზონა და ერთი პრობლემა არ ქონია. რო ამომიგდო არტეფაქტები მაშინაც ეგრევე დავარესტარტე და გამოსწორდა. ვიდეოს რო ერხეოდეს ასე წამიერი პრობლემა ხო არ იქნებოდა?
  5. ეგ ფანის გათიშვის ფუნქცია სად ვიპოვო? AMD-ს პროგრამაში?
  6. სკრინშოტი ჩემი კომპიდან არაა, ინტერნეტიდან გადმოვწერე. ქრომსაც არ ვიყენებ, ოპერას მომხმარებელი ვარ. ASUS DUAL RX480 4gb, თეთრი ფერის როა. ავატარის ქვეშ რაც მიწერია ეგ სისტემა მაქ. Window 10 მიყენია 10.0.19044 ბილდი. 20H2ია მგონი. 4K ტევეზე მაქ შეერთებული, ვებში ვმუშაობ და მულტიტასკინგისთვის იდეალურია. და 4K ქრომა 4:4:4-ზე GTX960 ან RX400 სერიის ვიდეოკარტებზე უფრო ძველ მოდელებს არ აქვს ამიტომ მინიმუმ ისევ ასეთივე ვიდეოს ყიდვა მომიწევს. ახლანდელი ფასების გათვალისწინებით კი ყველაზე ნაკლებად მაწყობს ახლა ვიდეოკარტაში ფულის გადაყრა, ამიტომ რა შეილება ვქნა რო უფრო დიდ ხანს გამიძლოს კომპმა? სიხშირეები დავუგდე 100-100 მეგაჰერცით და მასე ვითამაშე, ქვედა სკრინზე ჩანს დატვირთვა. ასე 2 საათამდე ვითამაშე და არ ქონია პრობლემა, მაგრამ თუ თამაში აახლოვებს ვიდეოს სიკვდილის ჟამს შევეშვები საერთოდ გეიმინგს.
  7. რამდენიმე დღის წინ ასეთი ტიპის არტეფაქტები ამომიგდო კომპიუტერი რო ჩავრთე. დავარესტარტე და გამოსწორდა ყველაფერი. ამის გარდა რაც შევამჩნიე პრობლემა შავი ფონი რო აქ მასეთ საიტებზე, პოსტებში ზოგან ტექსტებთან რამდენიმე მოციმციმე პიქსელი შევამჩნიე რამდენჯერმე. ყოველთვის არაა მასეთი რამ, მაგალითად ახლა არ ჩანს მსგავსი არაფერი. თამაშების დროს არანაირი არტეფაქტები არ მაქვს, უბერავს მშვენივრად Warzone-ს რო ვთამაშობ თითქმის სრულად იტვირთება პროციც და ვიდეოკარტაც მაგრამ არტეფაქტები არ ამოუგდია. ასეთი არტეფაქტები მგონი ერთადერთი შემთხვევა იყო რაც ამომიგდო რამდენიმე დღის წინ ისიც დაუტვირთავზე. ამის გარდა უცნაურობა რაც მქონია ისაა რომ, ცოტა ხანი რო ავდგები კომპიდან ძილის რეჟმიში ხო გადადის, დაბრუნებულზე რო დავაჭერ რამე ღილაკს და ეკრანი განათდება მერე კლავიატურა და მაუსი არ რეაგირებს საერთოდ. ასეთი რამ რამდენჯერმე მქონია. არ ვიცი ეგ რას დავაბრალო. მოკლედ რა მაინტერესებს ანუ უკვე მოვემზადო ამ ვიდეოკარტის პანაშვიდის გადასახდელად და ახალი ვიდეოკარტის საყიდლად, თუ ეშველება რამე?
  8. 10 თებერვლიდან დაბრუნდება ჩვეულებრივი პლანდერი კალდერას ვერ დავუმღამე და გადავწყვიტე Rebirth-ზე გადაბარგება. Resurgence რეჟიმი ძალიან მაგარია სანამ ერთი შენიანი მაინც ცოცხალია რომც მოკვდე უკან ბრუნდები ცოტა ხანში. პატარა რუქაა აქტიურად მიდის თამაში და უფრო სახალისოა ვიდრე კალდერაზე. კალდერაში მარტო ჩრდილოეთი და სამხრეთის ზონები მომწონს სადაც ბევრი შენობაა. ამ მთას და მის ირგვლივ ტყეებს ვერ დავუმუღამე.
  9. https://www.imdb.com/title/tt1959563/?ref_=nm_flmg_act_37
  10. პლანდერში 2მილიონამდე გაზარდეს თანხის ამბები ამიტომ მეტი ხანი გრძელდება ერთი ხელი. მაიკროსოფტმა შეიძლინა თითქმის 70მილიარდად აქტივიჟენი და ვნახოთ რა ცვლილებებს შეიტანენ მომავალში.
  11. ვერდანსკში თუ გინდა თამაში აქციაზე რო იქნება MW დაითრიე. მანდ TDM ქვია მგონი მაგ მოუდს ვერადნსკის სხვადასხვა ტერიოტორიაზე 2 გუნდი ეტაკება ერთმანეთს და ის იგებს ვინც 250 მკვლელობას დააგროვებს ან ყველა ბაზას აიღებს. მარტო MW-ს ოპერატორები და იარაღებია. რაც დავიწყე მაგის თამაში მაგის მერე სულ არის ეგ მოუდი ხელმისაწვდომი და მაგის გარდა არის კიდევ რამდენიმე სხვა მოუდიც. თან კამპანიას თუ გაივლი რამდენიმეოპერატორს გაგიხსნი და გარკვეული მისიებს თუ შეასრულებ. Kruger-საც გაგიხსნის თუ 25 ფინიშინგ მოვეს შეასრულებ ანუ ანიმაციით თუ მოკლავ. მთლიანობაში ასე 10-მდე MW-ს ოპერატორი შეგიძლია გახსნა კარიერის გავლით ან სხვადასხვა მისიის შესრულებით.
  12. მხვდა პატივი მეთამაშა FIFA 21 ახლობლის სონიზე. პირადად კომპში FIFA 19 მიწერია და ამას ვთამაშობ ხოლმე მეგობრებთან. ადრე პესი არ მომწონდა იმიტომ რომ რეალობისგან შორს იყო, კალათბურთის ანგარიშით მთავრდებოდა ხოლმე პესს რო ვთამაშობდით, მაშინ როცა ფიფა უფრო რეალისტური იყო ჩემთვის. და სწორედ პესი გამახსენა FIFA 21-ის თამაშმა. განსაკუთრებით არ მომეწონა დაცვა. ვერაფერს ვერ ვაკეთებდი დაცვაში. მინიმუმ 10 ბურთი გადიოდა თითოეულ თამაშში. ვარდნაში ართმევა თურმე ნულიკის ნაცვლად ახლა ოთხკუთხედზე გადმოუტანიათ და ოთხკუთხედით ადრე რო მსუბუქად უხვედრებდა ფეხს ეგ ფუნქცია ახლა ფაქტიურად არ არის ისე ცუდადაა გაკეთებული. მაშინ როცა FIFA 19-ში ძან სერიოზულადაა დაცვის თემები გაკეთებული, რის ხარჯზეც ძან ხშირია 0-0 დასრულებული თამაშები მიუხედავად იმისა რომ დარტყყმების რაოდენობა არ არის ცოტა. მაგრამ FIFA 21-ის სასარგებლოდ ვიტყვი იმას რომ მსაჯობის თემები ბევრად უკეთესია, ხელსაც დებს ჯარიმას და რაღაც აბსურდები არ ხდება რომელიც სამწუხაროდ FIFA 19-ში არაერთხელ მქონია, მაგალითად აშკარა ხელი არ დაუდია ან მოწინააღმდეგის გადაგდებული ჰაუტზე ისევ მოწინააღმდეგისთვის მიუცია. მაგრამ საბოლოოდ დაცვის მინუსი FIFA 21-ში აშკარად დიდი ნაკლია ჩემთვის, აი ვარდნის გარეშე არარეალურია ბურთის წართმევა, ვარდნაში კიდე ზოგჯერ შეილება არ გამოგივიდეს როგორც გინდა და წითელი აირტყა.
  13. მე MW დავითრიე ახალი წლის აქციით 30₾ დაახლოებით და რამდენიმე საათში გავიარე კამპანია. რის შემდეგაც გამიხსნა რამდენიმე ოპერატორი. კიდევ რამდენიმე ოპერატორს გარკვეული მისიების შესრულების შემდეგ გამიხსნის. ხალხი კიდე თამაშობს როგორც ჩანს. თან ზოგ მოუდში ვერდანსკშო ხარ მულტიპლეერის თამაშისას. ასევე CO-OP-შიც ვერდანსკში არის მისიები. ნოსტალგია თუ მომაწვება ხოლმე მაგას ვრთავ. ტეხავს ის რო ის ოპერატორები რომლებიც მე მინდა მარტო MW-ს დროინდელი Battlepass-ებით შეგეძლო დაგეთრია ან Bundle-ს ყიდვით, ამ შემქმნელებს კიდე რა აქვთ ატეხილი ამ ბანდლებს იმის ნაცვლად რო ყველა რაც აქვთ მუდმივად ხელმისაწვდომი იყოს და ვისაც რომელი უნდა ის დაითრიოს, შეზღუდული რაოდენობით უდევთ და პერიოდულად ცვლიან ხოლმე. ვერ ვხვდები რატო აკეთებენ ასე. ამ კალდერათი რო მეგონა ისე არ ვარ კმაყოფილი. არც იარაღები მომწონს, მაგრამ სოლო BR მარტო Vanguard მოუდშია და ძალით გათამაშებენ ტიპები Vanguard-ის იარაღებით. ყოველ სეზონში ალბათ იმდენს ვითამაშებ რო Battlepass-ები გავიარო MW 2-ის გამოსვლისთვის რო საკმაოდ CP დამიგროვდეს.
  14. მეორე 13გბიანი რელიზის გადმოწერა დავიწყე, ჰიბრიდიაო უწერია ამ მეორეს. ამას რაც შეეხება, ვთქვათ ფლეშკით თუ გავუშვებ მაგ ტელევიზორზე მაშინ შეილება რო სწორი ფერები ექნეს?
  15. https://rutracker.net/forum/viewtopic.php?t=6160054 ეს გადმოვწერე. კომპზე მონიტორად ვიყენებ ამ ტევეს https://www.tcl.com/in/en/tvs/p725 რომელსაც აქვს Dolby Vision და Dolby Atmos მხარდაჭერა მაგრამ ფილმს რო ვრთავ სეპიას სტილში აჩვენებს, არის შანსი რო ნორმალურად აჩვენოს თუ სხვა რელიზი უნდა გადმოვწერო?
  16. რა ამბავია მარტი, ორი თვე ახლა ამას უნდა ველოდო? ეჰ
  17. Spider man როდისკენ იქნება ხო არ იცით? ცხადია კაი ხარისხით ყოველდღ შევდივარ ტორენტებზე და ვამოწმებ ახალ დამატებულ ფილმებს მაგრამ ჯერ არ ჩანს
  18. ახლა რო დავითრიო COD Modern Warfare 2019 რომელ ოპერატორებს გამიხსნის ვარზონაში ხო ვერ მეტყვით? და სხვა რამეს თუ მომცემს ვარზონაში მაგ თამაშის ყიდვა? ამ ვანგარდის იარაღები არ მომწონს და ისე MW და Cold War-ზე მირევნია დავრჩე, ოპერატორები აშკარად MW-სი მომწონს, მაგრმა იმის გამო რომ MW-ს მეხუთე სეზონში შემოვუერთდი Warzone-ს Battle pass Cold War-ის დროს დავითრიე.
  19. მე უფრო ტევეარხებით ვანსხვავებ დორამებს, არ ვიცი რომელს რომელი სტუდია უშვებს. ახლა შევედი ამ Studio Dragon-ის საიტზე და მართალი ხარ აშკარად ბევრი ჩემი საყვარელი სერიალი ამათი გამოშვებული ყოფილა.
  20. https://mydramalist.com/683767-wonder-woman ამას ვიწყებ ახლა. სახალისო უნდა იყოს. კარგი ქასთი ყავს როგორც მთავარ როლებში ასევე ეპიზოდურშიც.
  21. ოხრად ვიდეოებს ვუყურე იუტუბზე, მაგრამ მანდ ძირითადად დენდის გრაფიკის მქონე თამაშებია, თან ზოგან ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაციაა. მაგალითად Dirt სერიის თამაშები როა მეხუთეს აქვს როგორც გავიგე split screen მაგრამ მაგას ჩემი კომპი მეეჭვება რო გაქაჩავს. მეასმე და მეოთეზე ზოგან წერია არისო ზოგან არაო და ახლა ყველა თამაშის გადმოწერა და შემოწმებაზე უფრო სწრაფი ვისაც უთამაშია იმის პასუხი იქნება.
  22. PC-ზე რა თამაშები გეგულებათ 4-მა რო ითამაშოს ლოკალში გეიმპადებით გაყოფილი ეკრანით ან ერთ მთლიან ეკრანზე როგორც ტანკნატორკშია. Fifa 19 , NBA 2K21 და Tekken 7 მაქ მაგრამ ამათ 2კაცზე მეტით ვერ ვთამაშობ, ნუ NBA სავარაუდოდ შევძლებ არ მიცდია, მაგრამ Fifa არ ირთვება როცა 4 გეიმპადია შეერთებული კომპზე. Tanknarok-ია ჩვენი შეუცვლელი მეგობარი როცა ბევრნი ვართ. რეისინგი მარტო Blur ვიცი მაგრამ მოგვბეზრდა უკვე, გრაფიკაც დიდი არაფერი აქვს. Split/Second უნდა ვცადო მაგრამ ეგეც კაი ძველი თამაშია. რამე უფრო ახალი მინდა ნორმალური გრაფიკით 4K-ზე რო გავუშვა ჩემ სისტემაზე. გაქვთ რამე რჩევები?
  23. https://mydramalist.com/59021-tian-ya-ke ცუდი არ ჩანს 8.6 არაა დაბალი რეიტინგი. ამ საიტზე ნახავ აზიური ფილმების და სერიალების რეიტინგს. 8-ს ზემოთ თუა ე.ი. ნორმალური სერიალია და ღირს ყურება უმეტეს შემთხვევაში მაგრამ ახლა ხო იცი როგორ ცვეტში არიან სიმპატიაჟკა აიდოლები და თუ სერიალში აიდოლს ჩააკვეხებ რომელიც ევასებათ გოგოებს მაგიც უმატებს რეიტინგს. ფილტრში ოღონდ ჟანრები არ უნდა გამოიყენო. ხშირად სერიალებს რომელიც სავსეა იუმორით საერთოდ არ უწერია კომედია ჟანრში. ფილტრიც კარგი აქვს მაგ საიტს და მოსახერხებელია სასურველი ფილმის თუ სერიალის პოვნა. მანდ ვარჩევ და მერე უკვე softbox.tv-ზე ვეძებ თუ აქვთ გახმოვანებული.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.