Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5413
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. https://cod.tracker.gg/warzone/profile/battlenet/Mandalorian%2321338/overview ეს ვარ მაგრამ ჩემ გარდა ბევრი მანდალორიანია და არ ვიცი როგორ უნდა იპოვო თამაშში ზუსტად ის რომელსაც ეძებ
  2. სკინებს რაც შეეხება Mandalorian არის ჩემი ნიკი ვარზონაში და თუ მაგის სკინს დაამატებენ ალბათ ფულსაც გადავხიდი მაგაში
  3. რუქის მანძილის გაზომვის ლინკი რაც დავდე მგონი არასწორია, თვითონ თამაშში კოშკიდან რო ვუმიზნებ აეროპორტის სახურავის მარჯვენა ახლო კუთხეში 200 მეტრს მიჩვენებს აქ კიდე 450ია SP-R მხეცობაა, რამდენიმე წუთის წინ ვითამაშე ერთი ხელი და 7 კაცი მოვკალი უმეტესობა 1 სროლით და რამდენიმე კიდე დავა-Down-ე, მაგრამ ერთად იყო სქუადი და ერთმანეთს კურნავდნენ თან ისეთ ადგილას რომ მეორე ტყვიის პონტი არ მქონდა. ხო ეგ CP მეც 300 მაქ. მაგრამ როდის იქნება იქამდე რო ავალთ რო შევძლოთ რაიმე ღირებულის დათრევა. 43 ლეველზე მაქ მე SPR და 8იანი სკოუპი მაქ გასახსენილი. ახლა 7იანით ვთამაშობ. სნაიპერი არ ვიცი ზუსტად რომელი იყო, მაგრამ სკოუპზე მგონი ხუფები ქონდა აკეცილი. აქა იქ ხო აგდებს ლუთებში იარაღებ ან ისე რო არის ასაღებად მანდ უნდა მოვიძიო იქნებ ვიპოვო თუ არადა იუტუბზე ვნახავ ვარზონის ვიდეოებს ან დავგუგლავ.
  4. ხო ახალი რუქა მეც არ მომეწონა, პლანდერს რაც შეეხება უკვე ხშირად ვხვდები ისეთ მატჩებში როცა ყველა მოკვლებზე ჩალიჩობს და 20-25 წუთამდე იწელება თამაში რაც კარგია. უკვე სცადა ყველამ როგორც ჩანს ეს ბუნკერები და ათჯერ ბუნკერზე ჩალიჩი ვის უნდა ახლა. ჩელენჯებსი როა რაღაც მისიები მაგას ადრე არ ვაქცებდი ყურადღებას, ახლა უფრო მომხვდა თვალში და დავიწყე ჩალიჩი და ღირს საერთოდ? XP-ს რო მომცემს მაგის გარდა რამე საინტერესო ხდება? კიდე ლეველებში რო ვიმატებ იარაღებთან ერთად სხვა რაღაცებსაც მიხსნის მაგრამ ვერ გავერკვიე რეებია. ახალი იარაღებიდან ერთი სნაიპერი მომეწონა დამიზნებისას მანძილს უჩვენებდა სამიზნემდე. ამას მივაგენი ინტერნეტში და რამდენად სწორია მასშტაბი? https://www.gamermaps.net/map/call-of-duty/warzone#4.118.-450.0 სახაზავი აქ მარცხენა ხელსაწყოებში და მაგით ზომავ მანძილს, თუ ეგ ნაღდია კი მყოლია 600-700მეტრიდან მოკლული, მიკვირდა ტიპები რო წერდნენ მე 700 მეტრიდან მოვკალი მე 800-დანო. აეროპორტის სახურავიდან ATC კოშკის სახურავამდე 425 მეტრს აჩვენებს დაახლოებით ზოგჯერ ისეთი კაი რაღაცები გამომივა რო გული მწყდება უკეთესი სისტემა რო არ მაქ და არ ვიწერ ვიდეოს. ზოგჯერ კი პირიქით მთელ მჭიდს დავახლი კაცს და ვერ ვკლავ კიდევ ერთ საინტერესო ლინკს მივაგენი https://mapgenie.io/cod-warzone/maps/verdansk იმ სკრინშოტებს ჯობია რაც წინა გვერდზე დავლინკე ეს ინტერაქტიული რუქა.
  5. მგონი პროსტა ჭიას იხარებ რო ყველას გახსნი და ეგაა. ხო ეგ სნაიპერი მეს დავააპგრეიდე სადღაც 40 ლეველამდე ვარ მგონი 7* ზუმით და საკმაოდ დავუმუღამე, იმ კინგ სლეიერ მოუდში თითო თამაშში 3-4 ლეველს ვზრდიდი თავიდან მერე უკვე პლანდერზე გადავედი როცა ნორმალურად მოვხოდე. 57 კაცი მომიკლავს უკვე ამით. ავტომატებიდან RAM-7 მინდა ვცადო, ახლო კონტაქტში მგონი კარგი იქნება. ისე ამ თამაშში ვერ ვნახავთ მაქსიმუმ რა მანძილიდან გვყავს მოკლული მოწინააღმდეგე? ძან მაინტერესებს ზოგჯერ კილო და მ4-ზეც დაუწერია ლონგ შოთ ქილიო მაგრამ არამგონია 200მეტრზე მეტი ყოფილიყო. ინტერნეტში რო გადავხედე ტიპები 700-800 მეტრიდან მოვკლაიო ზოგი 1200საც წერს და რავი. აწი უნდა დავუკვირდე ხოლმე ზუსტ მანძილს.
  6. ამის შესახებ იცოდით? შემთხვევით გადავწყდი ბარაკებში. სხვადსხვა მისია უნდა შეასრულო თურმე რომ ყველა მოგცეს.
  7. ახალი რეჟიმი დაამატეს, იგივე Death match არის ოღონდ 3-3 კაციანი გუნდებით და BR-ის სტილში, პატარა ტერიტორიაზე ხარ და გაზი მოდის ყველა მხრიდან, ცოტა ხანში იცვლება ბრძოლის ტერიტორია და ა.შ. რამდენჯერმე, სანამ რომელიმე გუნდი არ ავა მკვლელობების რაღაც ფიქსირებულ ოდენობაზე. არაა ცუდი რამ. სულ დაძაბული ხარ. როდის საიდან გესვრიან არ იცი. რეფლებსების განსავითარებლად კარგია.
  8. აუ ამას მეც დავადგი თვალი მაგრამ ჯერ მეზარება, HDR კარგია მაგრამ მძიმეა და ერთ პოზიციაზე დიდი ხანი ვერ გააჩერებ სამიზნეს, ეს ბევრად მსუბუქია და მიზანი არ გაგირბის, ერთი ორჯერ ვიპოვე სხვისი დაგდებული იყო თუ ყუთიდან ამომიგდო არ მახსოვს და მომეწონა. რო ვუკვირდები მეც თუ სნაიპერი მკლავს ძირითადად ამით მკლავენ. Kilo-ზე დავაყენე 100 ტყვია რო ჩადის ეგ მგვალი მჭიდები და კიდე უფრო შემიყვარდა ეგ ავტომატი, რო ვიპოვი სამიზნეს დავაჭერ სროლას და ხელს არ ვუშვებ მთელი მჭიდი შემიძლია კაცს დავახალო. მიზანიც არ გაურბის დიდად.
  9. და რუქის მხრივ როგორაა ფასიანშიც მარტო ვერდანსკია თუ სხვა რუქებიცაა?
  10. რა კაი საიტი ყოფილა ეგ იარაღებზეც ყოფილა სტატისტიკა. ამ ხუთეულს მოყვება RPG-7 23 მკვლელობით. კარგი იქნებოდა RPG-ზეც რო შეილებოდეს სამიზნის დაყენება და მოდიფიკაციები. აშკარად კაი კომბოა RPG და M4 ან Kilo
  11. ვარზონაში ლუთებს ეძახიან ყუთებს რომლებშიც ფული იაღაღი და რაღაცები დევს აგერ აქ ნახავ https://gaming.amazon.com/home, ასასინზე თვითონ თამაშზე არაა აქცია, Carolingian Dynasty Gear Pack შეგიძლია დაითრიო უფასოდ
  12. Battlefield 3 და ბევრი სხვა თამაში უფასოდ ამაზონ პრაიმ გეიმინგზე. ასევე არის ლუთები ისეთ თამაშებზე როგორიცა AC: Valhala, World of tanks ... https://sharewareonsale.com/s/free-battlefield-3-and-over-more-30-games-100-discount თვითონ პრაიმი 1 თვით უფასოა მაგრამ ეგ თამაშები მერე შეგრჩება თუ არა არ ვიცი.
  13. ჩემთან 70გბ უკავია, ისე რამდენიმე დღის წინ რო ვნახე 92გბ ეკავა, რატო იკლებს ვერ ვხვდები
  14. საღოლ შენ მაგრა თამაშობ, მე 0.58 მქონია K/D. BR ერთხელ გავსულვარ 10ეულში ისიც ქემპერობით მაქს 2 კაცი მექნება ერთ თამაშში მოკლული BR-მოუდში. ისიც ერთი გულაგში და მეორე თამაშში. პლანდერში კი 5-10 -ს ვკლავ საშუალოდ, მაგრამ აქეთაც არ მაკლებენ. 7ჯერ მაქ სულ მოგებული პლანდერი. ერთხელ სწორედ პირველად რო შევედი ბუნკერ 11-ში მაგის დამსახურებით ბოლო წამებზე ავაგროვე ფული. დიდად არ მადარდებს ეგ სტატისტიკა, მაინც არ მაქ ამბიცია რო ტოპ მოთამაშე ვიყო, მთავარია ხალხზე ვინადირო თუმცა დარწმუნებული ვარ შეთამაშებულ სქუადში უკეთეს შედეგებსაც დავდებ მაგრამ მაინც ისეთივე ნუბი ვიქნები ერთი ამ ჯაგერნაუტი მინდა რო დავბრიდო მაგრამ პლანდერში იშვიათად იჩითება მე დამტკიცება არაფრის არ მინდა, პირიქთ ვაღიარებ რომ ნუბი ვარ და გასართობად პლანდერი მომწონს, მომკლავენ გავცოცხლდები და მერე ვეძებ ჩემ მკვლელს რო შური ვიძიო პირველი ავტომატი რაც გიდევს მეც ვცადე კაი დემეჯი აქვს, მაგრამ აი რო დაუშენ ტყვიებს მოწინააღმდეგეს იმენა ვერ ვიმორჩლებ ასე ვისვრი Kilo 141-ს და M4-ს კი ძალიან მცირე აქ recoil , თან M4 ყველაფერი მაქ გახსნილი და ჩემ გემოზე მაქ დანავაროტკებული. Kilo-ზე ვმუშაობ. ეგ სნაიპერი ხო ძალიან მოშნია, თავიდან ვერ დავუმუღამე და Ax-50-ზე ვიყავი მაგრამ გუშინ ჩამივარდა ხელში ეგ მოკლულს ავწაპნე და 2 კაცი ეგრევე მივაწვინე ერთს წითელი ბარათი ქონია და ბუნკერში გავწიე მერე. უნდა დავანავაროტკო ეგეც ნორმალური სამიზნე დავუყენო. ეგ რას ნიშნავს?
  15. დავფიქსირდები . ესაა ჩემი ფავორიტი Loadout-ები. ახლა HDR-ს ვცდილობ დავუმუღამო ეგ უფრო მოშნი ჩანს ვიდრე AX-50 უბრალოდ ამ შავთეთრად რო აჩვენებს მაგ სამიზნეს ვერ ვუმუღამებ. ბუნკერებზე დავდებ ინფოს თუ ისეთი ვინმე შემოვა ვინც არ იცის, რო ნახოს როგორ მოხვდეს ბუნკერებში. შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს ვისაც ვიდეს ყურება ეზარება შეგიძლიათ წაიკითხოთ: მოკლედ არის 12 ბუნკერი 0-დან 11-ის ჩათვლით. რატო უნდა მოგვინდეს ბუნკერის პოვნა? იმიტომ რომ ოხრად ლუთებია შიგ და მე-11 ბუნკერში ბონუსად MP7-ის ლეგენდარული ვერსიაცაა. ლოკაციები ქვედა სურათშია მოცემული. https://postimg.cc/NL8y7Gvd ბუნკერებში მოხვედრის ორი ხერხი არის 1. Key card - რომელიც ამოდის ლუთებში(წითელ და ლურჯ ყუთებში, უფრო წითლებში, მაგრამ მე ლურჯშიც ამომივიდა, ასევე დროშა რო ახატია მაგ მისიებს როცა ასრულებ მაშინაც ამომსვლია თან ორი ერთად) https://postimg.cc/LYDqtRJq როგორც კი იპოვით ასეთ ბარათს ოღონდ წითელს შეგიძლიათ წახვიდეთ შემდეგ ბუნკერებში 0, 4, 5, 6 და 9. მაგრამ გზადთუ მოკვდებით ცხადია ბარათი დაგივარდებათ. 0-ის მიგნება გამიჭირდა პირველ ჯერზე რადგან კლდეშია სანაპიროსთან ზედ რუქის საზღვარზე და მანდ ჩასასვლელი უნდა იპოვოთ, თუ 2. ეს მეთოდი მოქმედებს მარტო მე-11 ბუნკერისთვის და ამისთვის ბევრი უნდა იწვალოთ. შეილება შეგიმჩნევიათ სხვადასხვა შენობებში ტელეფონები, ზოგიერთი მათგანი მუშაა. არის ორი ტიპის ტელეფონები. პირველი ტიპის ტელეფონებზე პასუხის გაცემისას თუ რუსული საუბარი გაიგეთ ყურადღებით მოუსმინეთ 3 ციფრს რომელსაც ახსენებენ. თუ უპასუხეთ ტელეფონს მაგრამ მაგრამ არავინ საუბრობს ე.ი. სხვა ტელეფონი უნდა ეძებოთ. ქვედა სურათზე მოცემულია ასეთი ტელეფონების ლოკაციები https://postimg.cc/qgFsSM54 ვიდეოში რომელიც ზემოთ დავლინკე 5:40-ზე ნაჩვენებია ამავე ტიპის ტელეფონების ლოკაციები რომელშიც ჩანს რომ TV station და Quarry-შიც ყოფილა მსგავსი ტელეფონები. როგორც კი მიიღებთ 3 ნიშნა კოდს უნდა დაიძრათ მეორე ტიპის ტელეფონების საძებნად. ქვედა სურათზე ნაჩვენები ციფრები შეესაბამება სწორედ იმ ციფრებს რომლებიც გიკარნახეს წინა ტელეფონზე პასუხისას. https://postimg.cc/WFbmLDVb უმეტესობა ტელეფონების პოვნა ადვილია, მაგრამ TV station-ში რახან ორივე ტიპის ტელეფონია ერთმანეთში არ უნდა აგერიოთ. ქვემოთ არის ყველა მორზეს ტელეფონის ლოკაციის სკრინი შეგიძლიათ მინიმეფს შეადაროთ.ასევე კაშხალთან არის ორივე ტიპის ტელეფონი. პირველი ტიპის ტელეფონი არის წინა შენობაში რომელზეც ვერტმფრენია სახურავზე, მეორე კი მაგის უკანა შენობაშია. ასეთივე სიტუაციაა იქ სადაც მე-2 მორზეს ტელეფონია, მის სიახლოვეს პირველი ტიპის ტელეფონი არის ბენზინგასამართი სადგურის უკანა კონტეინერში, მორზეს ტელეფონი სკრინშოტზე მოცემული შენობის მეორე სართულზეა. https://postimg.cc/7bZ9jRPM https://postimg.cc/qgDwrGzf https://postimg.cc/PPBMprW2 https://postimg.cc/MvcDpjQn https://postimg.cc/y3DFxwWM https://postimg.cc/06CGBYLB https://postimg.cc/Z0nPwyjw https://postimg.cc/750ng8XD https://postimg.cc/7C4M9sQz https://postimg.cc/rKt1kXBW მე პირადად ვიყენებ ამ სკრინშოტებს თუ დავაპირე მე-11 ბუნკერში მოხვედრა, რო არ დავიმახსოვრო ყველა ტელეფონის რიგითი ნომერი მეორე მონიტორზე გავხსნი ამ სურათებს და ადვილად ვპოულობ სამიზნე ტელეფონს. აუცილებლად იმ თანმიმდევრობით უნდა უპასუხოთ მორზეს ტელეფონებს როგორი თანმიმდევრობითაც გიკარნახეს ტელეფონში ციფრები. მე პირველად არეულად ვუპასუხე და რო მივედი მე-11 ბუნკერთან წითლად ამინთო ყველაზე ოპტიმალურია ვერტმფრენის დათრევა და მაგით გადაადგილება, თუმცა მე კვადროცილკით ვიარე და მოვასწარი ჩავტეულიყავი. არ ვიცი რამდენად შეიძლება, რომ შენი გუნდის წევრები გააგზავნო ტელეფონებზე საპასუხოდ, თუ მასე შეილება მაშინ 3-4 კაციანი გუნდი ძან სწრაფად შეძლებს გაართვას თავი ამ მისიას. ასევე რუქაზე გადააწყდებით კარებს რომლებზეც პაროლიანი გასაღებია, სტადიონზე ყოფილა ერთი ასეთი(აქაც რომელიღაც იარაღის ლეგენდარულ ვერსიას იპოვით, არ მახსოვს რომლის), ამ ვიდეოშია ახსნილი როგორ შეაღწიო, ეგეც კაი საჩალიჩოა. კიდევ არის რამდენიმე ერთს მგონი საავადმყოფოში გადავაწყდი, ერთიც სადგურშია, ასევე პატარა ქოხმახები დგას მსგავსი პაროლიანი გასაღებებით თუმცა ჯერ არ მომიძიებია მათზე ინფო.
  16. გავხსნათ კაი აზრია. ცალკე ჯობია მგონი, მეც თავიდან ვეძებე და სულ 2-3 ჯერაა მთელ ფორუმში ნახსენებ სხვადასხვა თემებში და გული დამწყდა. change.org-ზეც წავაწყდი პეტიციას საქართველოს დროშის ჩამატების მოთხოვნით, კარგი იქნება თუ ჩაამატებენ. საღოლ თქვენ მე BR-ს რო ვთამაშობდი თავიდან 1-2 კაცს ძლივს ვკლავდი და მერე პლანდერში გადმოვბარგდი. აქ რო გკლავენ ცოცხლდები და ქემპერობა იშვიათია.
  17. ხო მეც მასე ვარ გეიმინგი მაგრა მეკიდა ბოლო წლების განმავლობაში ისე მსუბუქად თუ წავუთამაშებდი მეგობრების წრეში ფიფას, ტეკენს მაგრამ ამაზე შევჯექი რასაც ქვია. პერსონაჟები მე მაგრა მკიდია, ზოგ იარაღზე ისეთი მოთხოვნები აქ გასახსნელად რო არც ვფიქრობ მაგათ გახსნაზე ერთი არბალეტი მომცა ფექთქებადი ტყვიებით რაღაც ბონუსად, ბუნკერში შესვლისას MP7 გავხსენი კიდე და ამის გარდა M4 და AX-50 სნაიპერი, ძირითადად ამათ ვიყენებ და ახლა Kilo141-ს ვავითარებ. მეხუთე რანგის გენერალ მაიორი თუ რაღაც წოდებაზე ავედი, მაგრამ რეალურად მაგის ნახევარიც არ ვარ, ზოგჯერ თუ წამივიდა თამაში შეილება 3 კაცი ერთად მივაწვინო მაგრამ ზოგჯერ მთელი მჭიდი ერთ კაცს დავახარჯო და ვერ მოვკლა გამოუსწორებელი ნუბი ვარ Bounty Hunter-ის აღება მიყვარს, აი რო აიღებ და იმანაც რო იცის რო მასზე ნადირობ და გარბის ვან დამის ფილმი როა Hard Target მაგის მსგავსად პროსტა ნერვებს მიშლის ის რო პლანდერს რო ვთამაშობ, ჩემი გუნდელები თუ პირველივე წუთებზე არ წაუვიდათ თამაში ეგრევე ტოვებენ თამაშს და მარტო ვრჩები.
  18. მოკლედ საქმეები გამომიჩნდა და არ მიმიხედავს ამ თემისთვის იმ დღეებში, მადლობის თქმაც დამავიწყდა. ვინდოუსმაც აურია მაგ პერიოდში, მაიკროსოფტის მარკეტმა აურია არ ირთვებოდა არც მაქედან გადმოწერილი პროგრამები ირთვებოდა და გადავაყენე ვინდოზავრი. ახლა Call of Duty Warzone-ზე შევჯექი და რო ვუკვირდები ვიდეოც და პროციც ბოლომდე იტვირთება, VRAM-საც ფაქტიურად მთლიანად მოიხმარს მაგრამ ერთხელაც არ გაუშავებია ეკრანი. ნუ მეეჭვება მაინც ვინდოზავრის ბრალი ყოფილიყო მაგრამ რავი პრობლემა გაქრა და მეც დავიკიდე
  19. BattlerRoyal-ში შენი სნაიპერისთვის drop-ები უნდა იპოვო თვითმფრინავი რო აგდებს და მანდ შეგიძლია შენი loadout აირჩიო. მაგრამ აქ შეთამაშებული სქუადის გარეშე აზრი არ აქვს თამაშს ან სოლო უნდა ითამაშო, მე კიდე არ ვარ ისეთი გეიმერი რო სოლო მოვიგო. Plunder-ში კიდე თუ ნორმ სქუადში გაიჩითები მოგების შანსიც კარგი გაქვს, გუშინ ერთი 4-5 მატჩში გავედით პირველზე, იმ ბუნკერამდეც მივედი და გამოვაცარიელე. deathmatch 2 გუნდად იყოფით და ვის უფრე მეტი მკვლელობა ექნება ის იგებს? ეგეთიც ქონდა ვარზონას ცოტა ხნის წინ(ოღონდ მთლიან რუქაზე არა რუქის ერთ მონაკვეთში იყო) მაგრამ ამ მესამე რეჟიმს ცვლიან პერიოდულად, ახლა სატვირთო ყავს ყველა 4 კაციან სქუადს და სანამ სატვირთო მწყობრშია მანამ რამდენჯერაც მოკვდები გაცოცხლდები, მაგრამ სატვირთო თუ აგიფეთქეს გამოვარდები თამაშიდან, ერთხელ ვცადე და არ მომეწონა. მანამდე კიდე რაცხა სხვა რეჟიმი იყო. Battlefield სხვა დონე როა მაგის დასამტკიცებლად ეს ვიდეოც კმარა
  20. ამის მუღამი მაქვს მე Bunker 11, ახლა ვთამაშობდი, ყველა ტელეფონს ვუპასუხე და რო მივედი ბუნკერის კარებთან მწვანე ნათურა იყო, მაგრამ დრო დამთავრდა ვერ მოვასწარი შესვლა
  21. Battle Royal-ში დაბლა პოულობ ყუთებში Loot-ებს ეძახიან მგონი, თავიდან ფისტოლეტით იწყებ. Plunder-ში კი წინასწარ შენ მიერ შერჩეული კომპლექტი შეგიძლია აირჩიო. ამ კომპლექტს Loudout ქვია და გაქვს 10 ვარიანტი. შენ გემოზე შეგიძლია 10 სხვადასვა ვარიანტი მოაწყო. მაგრამ მარტო იარაღებში არაა საქმე სხვა გაჯეტებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შეგიძლია ერთდროულად გქონდეს 2 იარაღი, ასაფეთქებელი ყუმბარა, მოლოტოვი, კლეიმორი ან სხვა, ერთიც ცრემლსადენი, ან მისი მსგავსი რაღაცები ან კიდევ ე.წ. heartbeat sensor რომელიც 50 მეტრის რადიუსში გიჩვენებს შენ წინ თუ არის ვინმე. 2 იარაღიდან ერთი შეილება იყოს ავტომატი მეორე ფისტოლეტი ან ბაზუკა ან რამე მსგავსი მაგრამ გაქვს 3 perk-ის არჩევის უფლება რომელთაგან ერთ ერთია overkill - 2 ავტომატის ქონის უფლება ან ერთ ავტომატი და მეორე სნაიპერი და ა.შ. არის კდიევ Cold blood რომელიც ზემოთხსენებულ სენსორზე არ გამოგაჩენს თუ მოწინააღმდეგე გეძებს და კიდე ბევრი რამ. არის ასევე სხვადასხვა ტიპის პლანშეტები, ყვითლები 3 ნაირია და მისიებს გაძლევს, მწვანეები კიდე არის UAV რომელიც იგივე heartbeat sensor არის ოღნდ თვითმფრინავს გამოახებს რომელიც გიჩვენებს რუქაზე მოწინააღმდეგეებს და არის კიდე მომბდამსენი რომელსაც ლაზერით ეუბნები სად დაბომბოს არის კიდე ტყვიამფრქვევიანი თვითმფრინავი, რომელსაც ბინოკლით უთითებ სამიზნეს. დიდ ყუთებში რომლებსაც ხსნი სიგ შეილება პატარა ყუთებიც იყოს ზოგი არის ამუნიცია ზოგი არის ჯავშანი და ა.შ. დიდ ყუთებთან ახლოს როცა ხალ რაღაც ხმა ისმის რაც გახვედრებს რომ ახლოსაა. მოკლედ ბევრი რამ არის მე თავიდან პირდაპირ შევვარდი და მარტო ხოცვაზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე მივხვდი რომ მარტო იარაღით შორს ვერ წავიდოდი და ტუტორიალებს გადავხედე. ამ ვიდეოს უყურე და ნაწილობრივ მაინც გაერკვევი.
  22. კი საკმაოდ დიდი რუქაა, აქა იქ ტრანსპორტიცაა რომლითაც შეგიძლია გადაადგილდე: ვერტმფრენი, სატვირთო, ჯიპი, კვადროციკლი. ჰესიცაა, ქვის სამტეხლოც, აეროპორტიც, სამხედრო ბაზაც კია ვაზიანი გამახსენდა , ქალაქიცაა დიდი კორპუსებით, მთებიც, გარეუბანიცაა პატარა სახლებით, ძველებრური ციხე სიმაგრეცაა, სოფელივიცაა თავისი თივის ზვინებით მოკლედ არ მოიწყენ რა შეგიძლია ერთი რომელიც ადგილი აირჩიო და იქ მოასუფთაო დახოცო ხალხი ან ირბინო მთელ რუქაზე და ასრულო მისიები.
  23. ხო მეც BF მინდოდა, მაგრამ თამაშში ფულის გადამხდელი არ ვარ. წლების წინ აქციით რომელიღაც BF დავითრიე უფასოდ, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე მაგ ანგარიშის მონაცემები და მერე ვარზონა გადმოვწერე. 100მბ მაქ ინტერნეტი და გადმოწერასთან არ მქონია პრობლემა. არის რამდენიმე რეჟიმი Battle Royal სადაც ერთი ცოცხალი უნდა დარჩეს შეგიძლია სოლო ითამაშო, ან 2,3,4 კაციან სქუადებში. ჯამში 140მდე მოთამაშეა მგონი ასის კიდე Plunder სადაც 3 ან 4 კაციან სქუადებში თამაშობ და აქ უკვე ის იგვებს ვინც ყველაზე მეტ ფულს დააგროვებს. ჯამში 100მოთამაშე ერთ რუქაზე. ხანდახან სხვადასხვა სტილის მესამე რეჟიმიც ემატება ხოლმე. pubg-ს გავს მაგრამ აშკარად ჯობია. 100გბზე მეტი არა მაგრამ 90გბ-ზე მეტი კი არის
  24. Call of Duty Warzone-ს არავინ თამაშობთ? Plunder-ს დავუმუღამე მაგრამ ვიღაც ნაყარ ნუყარ სასტავთან რო იჩითები სულ, 90% ისეთებში ვიჩითები რო ყველა თავისთვის დარბის და თუ ვინმე აქაური თამაშობს და ჩემსავით ეძებთ თანამებრძოლს მომწერეთ
  25. Crackwatch აქ შეგიძლია შეამოწმო თამაშები გატეხილია თუ არა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.