Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5415
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Posts posted by kloud

  1. სამიზნის ფორმა ეცვლება. კამუფლაჟს რო უცვლი (Customize-ში) მაგის გვერდით არის Reticle მაგი უნდა გახსნა და მანდ არის სხვადასხვა ტიპის სამიზნეები და დაგიწერს რა უნდა ქნა, რომ რომელიმე მათგანი გახსნა, მაგრამ როგორც ვნახე ბარეტზე ზოგ სამიზნეზე არ აქ ამის ფუნქცია.

    თუმცა 20* ზუმი გაქ ბოლობოლო 600 მეტრიდან ვკლავ ტიპებს. თან ისე კარგად ვხედავ რო გეგონება მაქსიმუმ 200-300მეტში იყვნენ. უფრო შორიდანაც არ იქნება პრობლემა უბრალოდ ნელი ტყვია აქვს და სანამ მანამდე მიაღწევს იქ არავინ დაგელოდება შენსავით თუ არაა სნაიპერი დაბანაკებული. ადრე კაშხლის მარცხნივ როა გვირაბის ზემოთ მთები მანდ ვბანაკდებოდი და ძან დიდ სივრცეზე გაქვს წვდომა, მაგრამ სხვებმაც დაიწყეს მანდ სიარული, ასევე მანდ არაფერია რომ Z-ით დააფიქსირო იარაღი და უკეთ დაუმიზნო, ამიტომ ახალი კაშხლის მარჯვნივ მანდ ცოტა უკან ვნახე ანძები რო დგას ეგ მანდ მოაჯირზე შეგიძლია იარაღი დააფიქსირო და აეროპორტს თავისუფლად ხედავ, ხშირია აეროპორტს და იქაური კოშკს შორის სროლები თუ რამე გაიხედავ მეორე მხარეს და სამხედრო ბაზასაც ხედავ. კარგად რო არენდერებდეს ბოლომდე დაახლოებისას გამოსახულებას, Superstore-ს ქვემოთ როა მაღალი შენობა მანდაც შეიძლება მიაწვდინო. 

    სხვადათორის მაგ შენობასაც მაგრა დავუმუღამე, რამდენჯერმე მთელი გუნდით მაგის სახურავზე დავეშვით და მთელი თამაში იქაურობას ვიცავდით. მოწინააღმდეგეები თუ აგითვალწუნებენ კიბეებითაც ამოდიან და პარაშუტითაც ეშვებიან ასე რომ არ მოიწყენ. თან სასნაიპეროდაც მშვენიერია Superstore-ს სახურავს ხედავ, აეროპორტის სახურავსაც, საწყობებსაც, boneyard-საც და აქეთ ორი ერთნაირი ოვალური მაღალი შენობა როა იმასაც. მოკლედ ფაქტიურად რუქის 20-25%მდე შენს ხედვის არეალშია რა. 

    2021-01-25-16-40.png

    • Upvote 1
  2. 1 hour ago, პითონი said:

    თქვენთანაც ლაგავს ამ ბოლო დროს?

     

    ლაგი არცაა, ჭედავს იმენა

    გუშინ საღამოს საეთოდ ვერ დაუკავშირდა სერვერს, ერთი ხელი პლანდერი ვითამაშე ძლივს BR-ში ვერ შევდიოდი სულ სერვერის პრობლემას მიგდებდა. ღამით უკვე არ მქონია პრობლემა.

    ლაგებს რაც შეეხება ზოგჯერ არის ხოლმე მაგრამ ისე რო სისტემატურად არა. 

  3. რბოლებში არის რაიმე Gran Turismo Sport ის გარდა PS4-ზე რომელსაც ლოკალში შევძლებთ რო ვითამაშოთ რამდენიმემ?

    და საერთოდ რა თამაშებს მირჩევდით ლოკალში ერთმანეთში სათამაშოდ PS4-ზე? იუტუბზე რო ვნახულობ ვიდეოებს ლოკალ მულტიპლეიერს სულ რაღაც საბავშვო თამაშებს მიგდებს მაინკრაფტის მსგავსი გრაფიკით.

  4. https://store.playstation.com/en-us/product/UP0002-CUSA02290_00-CODBO3ZOMBIESEDN 

    მოკლედ კია PC-ს განყოფილება მაგრამ ეგ თამაშია და აქ ვიკითხავ. კონსოლებში ცალკე თემა ვერ ვნახე ამ თამაშზე.

    სონი 4-ზე გვინდა ამ თამაშის დათრევა როგორც გავიგე იაფიანი ვარიანტი შეიცავს თამაშს და ზომბი მოუდს, Deluxe კი დამატებით სიზონ პასებს. 

    ვეძებ ინტერნეტში მაგრამ აი დეტალური ინფორმაცია ვერსად ვნახე რა არის ამ სიზონ პასებში დამატებული და რა შესაძლებლობები აქვს სტანდარტულ ვერსიას. 

    ანუ არა Deluxe ვერსიით ხო შეილება ლოკალში ითამაშო 4-მდე მოთამაშემ ერთმანეთში ან კამპანია?

  5. დავითრიე 20x ზუმი როგორც იქნა M82, მაგარი რამეა. ადრე 12იანი ზუმთ 400-500 მეტრში ძლივს რო ვხედავდი მოწინააღმდეგეს ახლა 600-700 მეტრშიც კი ისე ვხედავ რო შემიძლია გავარჩიო თავისუფლად რომელი ოპერატორით თამაშობს. 

    უბრალოდ ან ჩემი კომპი ვერ ქაჩავს ან რაღაცაშია საქმე, ვერ არენდერებს გამოსახულებას როცა ვზუმავ. რა არ ვცადე გრაფიკის პარამეტრებში, მაგრამ ვერაფერმა უშველა. გარჩევადობას დავუკლებ ცოტას

    ალბათ უკეთესი პროცი და ვიდეო მჭირდება. ისედაც ბოლომდე იტვირთება სისტემა ვარზონის თამაშისას. მაგრამ მარტო თამაშის გამო ნაღდად ვერ გადავიხდი ახლა და სხვა ყველაფერისთვის საკმარისზე მეტია ჩემთვის ეგ სისტემა.

  6. ანუ ჩემი როუტერი უნდა დავუკავშირო კაბელით და მერე ჩემი როუტერი გამოვიყენო ახალი SSID-ით დაშვების წერტილად ხო? ამ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა ?

     

    ხო შავია ორანტენიანი ჩინური რაცხა

  7. მოკლედ მაქვს სილმნეტის ინტერნეტი მიყენია თავიანთი როუტერი რომელიც ასევე netis-ის როუტერთან არის დაკავშირებული( extender-ის რეჟიმში ) Wifi არეალის გასაზრდელად. ორივეს ერთიდაიგივე სახელი და პაროლი აქვს რომ ტელეფონი ავტომატურად გადაერთოს როცა ერთი ვერ იჭერს მეორეზე.

    კომპიუტერზე კაბელით მაქ შეერთებული და პრობლემა არ მაქვს, ჩემ ტელეფონზეც არ შემიმჩნევია პრობლემა მაგრამ დედაჩემის და ახლობლების ტელეფონები სისტემატურად კარგავენ კავშირს ინტერნეტთან. აჩვენებს რომ დაკავშირებულია, მაგრამ რეალურად არ არის ინტერნეტი. დღეს მაგალითად მესენჯერით ვიდეოზარი ქონდა ჩართული და ცოტა ხანი საუბრის შემდეგ გაითიშებოდა და ახლიდან ქონდა დასარეკი და გაწვალდა. შევედი სილკნეტის როუტერის სამართავ გვერდზე და ვერაფერი ნიშანი ვერ ვნახე რომ MAC მისამართები ან რამეზე ფილტრი ეყენოს.

    რისი ბრალი შეილება იყოს?

    ერთი რაც მაეჭვებს ის არის რომ ადრე ახლობელმა მთხოვა რაიმე პროგრამა მეპოვა რომლითაც შეძლებდა სხვებისთვის თავის wifi-სთან წვდომა შეეზღუდა და მსგავსი პროგრამები დავაინსტალირე ჩემთან რამდენიმე და დავტესტე, მაგრამ მერე წავშალე, შესაძლებელია რომ ამ პარამეტრები სადმე სისტემაში იყოს შენახული და მოქმედებდეს მიუხედავად იმისა რომ პროგრამა წაშლილია?

     

     

     

  8. მე aimbot-ები მაწუხებს ზოგჯერ რო მოგკლავენ ხო გიჩვენებს მკვლელის თვალით როგორ მოგკლა და აი აშკარაა რო aimbot აქ. ტიპი ვერ გხედავს მოტრიალდება და ეგრევე სამიზნე შენ თავზე ჩერდება და ერთი ტყვიით გკლავს. 

    ერთხელ კიდე საავადმყოფოს წინ როა გრძელი შენობა წითელი სხურავით მაგის სადარბაზოს კარებთან იყო ტიპი და მე გზის მხრიდან კედელია მაქედან მივდიოდი, აშკარად 50 მეტრზე მეტია მანდ და სენსორით ვერ მნახავდა, გავიხედე თუ არა მაგ კედლიდან ეგრევე მომკლა ერთი ტყვიით დანახვაც რო ვერ მოვასწარი ტიპის. 

     

  9. Cold war ბაგს რაც შეეხება რავი m82 რო დაარიგეს ლურჯი მოყინული მაგით ვთამაშობ და მშვენივრად მამჩნევენ.  თუმცა 20* ზუმზე გინდ შემამჩნიონ სადღაც კილომეტრიდან ან თუნდაც 700 მეტრიდან რო ესვრი და მანდაც თუ გაჯობა DMR-მა მაშინ უნდა მიაშალო ეგ თამაში. 

    120კადრით და 144ჰერიან მონიტორზე თამაშის ბედნიერება არ მქონია და სავარაუდოდ ამიტომაც არ ვუწუნებ არაფერს 60 ჰერციან მონიტორს და 60-70კადრს. 

     

  10. მაგ ვიდეოში რო ამბობს ეგ ტიპი მასეა მგონი Cold War-ზე უნდათ რო სასტავი გადართონ და მაგის იარაღებზე გააკეთონ აქცენტი. ვისაც ეზარება ჩემსავით ჩალიჩი და წვალება იარაღების გახსნაში ის მივა და იყიდის თამაშს ან battle pass და დაითრევს ამ იარაღებს მაგათ კიდე ფული შეუვათ. 

    ხო რა სნაიპერის ტყვიებზე რო გადაიტანონ უფრ ოსამართლიანი იქნება თუნდაც kar98 ან SPR-ის დონის რო იქნეს არაა პრობლემა თორე ახლა ავტომატადაც იყენებენ და სნაიპერეადაც. 

    M82-ით ტიპს არმორში გავარტყი და სანამ ლულა ისევ გაუსწორად სამიზნეს რო დამიშინა კაი 200მეტრიდან არ მაცალა ნორმალურად მეორე ტყვიის სროლა. მაგრამ აი 20x ზუმს რო გავხსნი მერე მსდიონ DMR-ებმა სადმე მაღალ მთებში დავიმალები და იმ სიშორიდან მოვკლავ რო ოპტიკის ანარეკლსაც ვერ ნახავენ.

  11. 23 hours ago, MaKaSaRa said:

    რო კითხო დანერფეს. არადა ისე ლანძღავენ კომენტარებში ამათ ადგილზე მაგარი შემრცხვებოდა.. რეალურად არაფერი შეცვლილა. ერთი ხელი ვითამაშე და ოოდნავ გააუარესეს ოდნავ. ეჰ..

    აი ფისტოლეტზე დემეჯ რეინჯს რო დააკლებ რა სხვაობას მოგცემს? ვინ იყენებს ფისტოლეტს შორ მანძილზე? ისეთი ფუქნციები დანერფეს ან იმდენად რო სხვაობა ფაქტიურად მიზერულია.

     

  12. 37 minutes ago, George said:

    ჩართეს მოკლეთ ისევე https://my.silknet.com , ასე 2 კვირამდე გამორთული იყო, ქულები 0 მაქვს 500 ქულის მაგივრათ სადღაც, წევრის სტატუსიც განულებულია 14 ქულა რომ მეკუთვნის თითო დახარჯულ ლარზე, ალბათ გაასწორებენ ნელ-ნელა, მაგრამ ღამის ექსპრესი მგონი დაბრუნდა უკვე, ეგ უფრო მჭირდებოდა, ბუსტი 2 თვეში ერთხელ მეკუთვნის ხოლმე დაგროვილი ქულებით

    მე ახლახან გავხდი სილკის აბონენტი. ჩემთან აქციით არის 100მბ + ტელევიზია 34 ლარად. და რო ვიხდიდი მიკვირდა პროფილი რატო არ მაქთქო სადაც ჩემ მონაცემებს ვნახავდი. ახლა უკვე გასაგებია რაში იყო საქმე. კაია ქულები რო აქვთ ამათაც. 

    ეგ ქულები ხო არ ნულდება რაღაც პერიოდის შემდეგ? ანუ 100მბ/წმ მაქ 1 წლით(უკვე სადღაც 10 თვე დამრჩა) და ამის შემდეგო რო გამოვიყენო, მანამდე არაფერში მჭირდება, ტელევიზიაც აქციაში იყო მაგიტო ჩავირთე თორე არაფერში მჭირდება. 

     

  13. 2 hours ago, GIVI-1990 said:

    კი მაგ საწყობებთან სულ ტრიალებს ხალხი, ბარეტი მაგარი იარაღია, ბევრს დახოცავ მაგით იმიტო რო მსხვილკალიბრიანია და გადატენვა არ ჭირდება, თან რას დავაკვირდი იცი აი ცოტა მოკლე ლულას რო უყენებ  ვერ აგდებს ისე როგორც გრძელი ლულით , გრძელი ლულით მოხვედრება და დაგდება ერთია (უფრო ხშირად) ავტომატებიც ეგრეა გგონია რო ვეღარ კლავს და თურემე ლულის ბრალია , რომელი ლულითაც კარგათ კლავდი ისევ ის უნდა დატოვო

    მე მეგონა ვეღარ ვთამაშობ თქო და სხვა ავტომატს ვეძებდი , თურმე ლულა შემიცვლია და ვეღარ აგდებდა , მერე ისევ ძველზე დავაბრუნე და გადავხოცე ყველა, ანუ მაგ დეტალებსაც მნიშვნელობააქ

    ეს დღეები ხო ვერ ვთამაშობ და მაგარი სურვილი მქონდა თამაშის , ანუ იმას ნიშნავს რო ძაან კარგი თამაშია

     

    თამაშის რეჟიმებს რაც შეეხება მე მარტო პლანდერს დაუმუღამე და სულ მაგას ვთამაშობ, იმიტო რო მე ეგ მისწორდება, სხვები რო ვნახე არ მომეწონა, ტდმ ც კარგია ხოლმე როცა რთავენ იარაღის ლიველების ასაწევად

     

     

    ხო გრძელი ლულა მანძილსაც უზრდის და ტყვიაც უფრო სწორად მიდის. აი spr რო ვესვრი ხოლმე შორ მანძილზე კარგა ბლომად ზემოთ უნდა დაუმიზნო, ბარეტს კიდე სულ ცოტათი უნდა ასწიო, იმიტომ რომ თითქმის არ კარგავს ტყვია ტრაექტორიას. ხო ეგეც კარგია რო გადატენვა არ უნდა, ერთ ორჯერ გამოადგა როცა პირველ იტყვიით ვერ მოვკალი შემომიბრუნდა და აქეთაც მესროდა მაგრამ საბოლოოდ მაინც მე დავასწარი მოკვლად იმი ხარჯზე რო უფრო სწრაფად ისვრის გადატენვის გარეშე.

    გავხსენი ადლერის სკინი, გვიანობამდე არ ვაპირებდი თამაშის ჩართვას, მაგრამ დეიდაშვილები მოვიდნენ, დავსვი და 2-3 თამაშში გახსნეს. 

    ნუ არც არაფერი შეცვლილა ჩემთვის თამაშისას, პროსტა რო ვიცი სხვა პერსონაჟი რო მყავს ეგაა :D

     

  14. 51 minutes ago, GIVI-1990 said:

    ესეიგი გახსენი ეგ ოპერატორი, ძალიან კარგი, ხო მეც მომბეზრდა ეგ სტოკ ოპერატორები, მაგიტო ვაგროვებ ფულს რო რაიმე კარგი ოპერატორი ავაგდო, ეგეც კარგია რათქმაუნდა , მეც მისული ვიყავი და მეც გავხსნი ცოტახანში 

    არა ჯერ სადღაც 30%-ზე ვარ, ამ ღამე გავხსნი რა. 

    იდეაში უკვე 500CP მაქ და 20ლარის ამბავია რო იყიდო მეორე 500 და გახსნა მთელი Battle Pass, მაგრამ მენანება მაინც :D 

    ახლა მაგ ბარეტია თუ რაცაა მაგას ვხსნი 29 ლეველზე ვარ და ყოველდღიურად სადღაც 5 ლეველს მაინც ვხსნი და მალე ჩემ გემოზე მოვხოდავ. დამხმარედ კი მაქ Kilo და სხვის მუღამი არც მაქ. ეს Battle Pass უბრალოდ ბონუსია ამიტო არ მიღირს ფულის გადახდა. სათამაშოდ ახლაც მშვენიერი სბორკა მაქ. წუხელ საწყობების მარცხნივ როა მთები რუქის ბოლოში მანდ მაღლა დავიმალე და ჩემიანები სანამ მაგ საწყობებში დარბოდნენ ზემოდან ვაზღვევდი. 10 კაცი მოვკალი სანამ, რომელიღაც ჩემი მსხვერპლი ვერ მიხვდა რომ ჩემ სიახლოვეს დაშვებულიყო პარაშუტით და მოვეკალი. 

     

  15. ნერფავენ მაგას, mac10, type 63 და დუალ პისტოლსაც

    4 hours ago, GIVI-1990 said:

    ეს ოპერატორი ხომ არ გაგიხსნია ? ისე მაგას სტოკ ოპერატორი ჯობია ისევ , წითელი კაპიშონი პირდაპირ ხვდებათ თვალში, თითქოს მიზანი გახატია თავზეო, 

    Cp მაქ შეგროვილი 400 , კიდე მიუმატებ 100 ამ სეზონზე , ყიდვას ჯობია ესე შეაგროვო იმიტო რო მეტი მუღამი გექნება თამაშის, ცოტა ცოტას რო აგროვებ კარგია ეგრე 

    ერთ კვირაში პროცესორი ჩამომდის და ჩემი კომპიც გაიმართება , ცოტა პაუზაც კარგია რა 

    ზუსტად მაგაზე ვდგავარ ახლა, ხო ძან ჭრელი ფერებია, მაგრამ ეგ არ მადარდებს. მომბეზრდა უკვე ამ რუსით და ზანგით თამაში.

  16. 3 hours ago, L3onidas said:

    BP როგორ ყიდულობთ ?

     

    უნდა ითამაშო და ბოლომდე გახნსა Battle Pass-ში როა სხვადასხვა საჩუქრები, რომელშიც რამდენიმე უფასოც არის. მათ შორის არის 300CP.

    მთლიანი Battle Pass რო იყიდო გინდა 1000 შესაბამისად სამი სეზონი უნდა ითამაშო შესაბამისად რო 900-მდე ახვიდე და მეოთხეში უკვე საკმარისია პირველ უფასო 100CP-მდე ახვიდე და როგორც კი 1000 გაგიხდება CP შეიძენ Battle Pass.

    თითო სეზონი მინიმუმ 2 თვე გრძლდება როგორც ჩანს. მიმდინარე სეზონის ბოლომდე 51 დღეა დარჩენილი. დაუმატე ამას 2-2 თვე კიდე ორი სეზონი და მერე დრო რამდენიც მეოთხე სეზონში დაგჭირდება პირველ უფასო 100CP-მდე და ეგაა რა.

    ანუ სადღაც ნახევარი წლის თემაა რა

  17. 36 minutes ago, GIVI-1990 said:

    ბატლეფილდშიც ირეკლავს ,ეგრე მახსოვს რო ირეკლავს იქაც, ხო ეხლა რაღაც ნაკლები ექნება როგორც უფასო თამაშს მაგრამ საერთო ჯამში მაღალ შეფასებას იმსახურებს ,  იმიტო რო მაგარ მუღამში გაგდებს , ამდენი გადაბმულად დიდი ხანია არ მითამაშია

    ეხლა ეს დღეები დავპაუზდები , კვებამ გააჩახა ისევ , ამ კომპის რემონტმა ხო დამტანჯა, სულ რაღაცას ერხევა , სულ კონტროლი უნდა, თან მაგრათ ვუვლი კომპს და მაინც ფუჭდება , ეს ნაწილებიც ისე გაძვირებული რო ოქროს ფასი დაედო, მეორე კომპზე ვერ ჩავრთავ ის სუსტია ამ კომპთან შედარებით

    ისე ცოტა პაუზა კარგიც არი გვიანობამდე ვიჯექი ხოლმე 2-3 საატამდე ყოველდღე

    ხო მეც მაგრა ჩამითრია და დღეიდან 2-2 საათს ვთამაშობ დღიურად, თორე საქმეში მეშლებოდა ხელი ისე შევტოპე :D პირველი თამაშია ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ასე რო ჩამითრია, პირიქით გეიმინგზე საერთოდ მინებებული მქონდა თავი.

     

  18. კიდევ ერთი მინუსი რაც ამ თამაშს აქვს, სნაიპერით როცა ხარ სამიზნის ლინზა ხო ირეკლავს შუქს და მაგით ხო შეგიძლია შეამჩნიო როცა ვინმე შორიდან გიმიზნებს.

    ჩრდილში რო ვარ დამალული და მაქედან როცა ვუმიზნებ მაშინაც რატოა ეგ ანარეკლი? სკოლაში კი ვსწავლობდი ფიზიკას თან ოპტიკა მომწონდა მაგრამ მაგის მერე 15 წელზე მეტია გასული და უკვე კი არ მახსოვს როგორ მუშაობდა სინათლის სვეტების გარდატეხა. 

  19. ხო ეგ გამხმოვანებელი არ ვიცი ვნახავ მერე ერთი როგორი გახმოვანება აქვს. მე ამათ გახმოვანებას დავუმუღამე https://softbox.tv 

    ისე ჩემთან რუტრეკერს org-ზე არ მიხნის net-ზე ხსნის.
    აუ კი საჭმელები მაგრები აქვთ, თავისუფლებაზე იყო ადრე კორეული რესტორანი იქ მაქ კაი რაღაცები გასინჯული, ახლა საბურთალოზეა ბუდაპეშტის ქუჩაზე მაგრამ წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ თბილისში და ვერ მივაღწიე იქამდე.

    კი Doctor Who კარგია, ჩემი ძმა უყურებდა და რამდენიმე სერია მაქვს მეც ნანახი მაგრამ იმდენია რომ მეზარება თავიდან ბოლომდე ყურება. 

    Supernatural მეათე სეზონამდე ვუყურე და მერე უკვე მომბეზრდა. თუმცა ამერიკულებში აშკარად ყველაზე მეტად მომწონდა, უბრალოდ მეათეს მერე ისეთი ამბები წავიდა რო ინტერესი დავკარგე მე პირადად, ჩემმა მეგობარმა უყურა ბოლომდე და მომიყვა მერე რა ხდებოდა.

     

  20. გილოცავთ ყველას ახალ წელს, მრავალს დაესწარით

    რას ვერ ვხვდები. ჩემი თანაგუნდელი დუელში მოხვდა ვიღაცასთან მაგრამ მოკლეს, მოწინააღმდეგე ფეხზე დგას ანუ ცოცხალია და აგრძელებს თამაშს და ეგრევე მე ვკლავ, მაგრამ მკვლელობაში არ ჩამეთვალა, მხოლოდ ასისტში. კი გასაგებია ვთქვათ ჩემიანმა უფრო მეტი დააკლო ვიდრე მე მაგრამ ჯამში მოწინააღმდეგე ფეხზე ხო იდგა მე რო მოვკალი. და-down-ებულს რო კანტროლკას დაადებ ეგ კი ბატონო არ უნდა ჩაგეთვალოს არაა პრობლემა მაგრამ პირველ შემთხვევაში რატო არ მითვლის არ ვიცი. 

    ისე ის საიტი CODTRACKER Cold War-ის იარაღების სტატისტიკას არ აჩვენებს :(

    ამ DMR-მა მართლა წაიღო ტვინი რა დღეს რო ჩავრთე რაცხა აპდეიტი გააკეთა და იმედი მქონდა დაფიქსული იქნებათქო მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში მაგით მკლავენ რა თან იმოდენა მანძილიდან რომ HDR და M82-ით ვერვკლავ ხოლმე მაქედან ერთი სროლით.

  21. On 12/8/2020 at 6:07 AM, George said:

    Joogoonui Taeyang ყურება დავიწყე გუშინ Web-dl 1080P-ში, ინგლისიურათ Master's.Sun ქვია მაგ სერიალს, კარგი დონის კიდე ერთი კორეული დორამაა, ამჯერათ ფანტაზიური კომედიური ჰორორია, ეგეც SBS სტუდიის სერიალია, თითქმის ყველა კორეული სერიალი რაც ვნახე მაგ სტუდიის გადაღებული ყოფილა ისე, დუხებზე ვისაც უყვარს აზიური ჰორორები კარგი რამეა ნამდვილათ, პრიკოლნი სპეცეფექტებია დაჟე მომენტებში საკმაოთ საშიშიც, ისე მთავარ როლში რომ გოგოა დუხებს რომ ხედავს ნამეტარი ფერთხუმ და მოუწესრიგებელ ვიდშია, მემგონი გადააჭარბეს, შეიძლება გარკვეული ანტიპატიაც გამოიწვიოს მაყურებელში, სპეციალურათაა ეგრე რომ უფრო გაგეცინოს ალბათ, ნუ კაცი პერსონაჟის ანტიპოდია მაღაზიის ფლობელის, ეგ აქტიორები კორეულ ფილმებშიც თამაშობენ, კაცი ნანახი მყავდა აქამდე, კარგი ზაკრუჩენი სიუჟეტი კი აქვს და გარკვეული კრიმინალიც ურევია სიუჟეტში

    ვა ჯორჯ კორეულებზეც გადმოხვედი. კაი ძველი სერიალები კი აგირჩევია თუმცა ეგ Master's.Sun მართლა კარგია, Heirs ისე რა, უფრო თინეიჯერებზე გათვლილია. ზოგადად უყვართ ამათ მოჩვენებებზე ფილმების და სერიალების გადაღება თან შამანების ინსტიტუტი ძან პოპულარული თემაა მანდ. ასევე უყვართ ჟანრების არევა ერთმანეთში, შეილება დაიწყო და გეგონოს კომედია და ბოლოს დრამაში, დეტექტივში ან ჰორორში გადავიდეს ან პირიქით. 

    ყველაზე დიდი პლიუსი ის აქვს რომ უმეტესობა სერიალებისა სეზონებად არ იწელება და საშუალოდ 12, 16, 20 ან 24 სერიიანებია და რამდენიმე დღე კმარა რომ მთლიანად უყურო. 

    თუმცა თავისებული თამაშის სტილი აქვთ კორეელ მსახიობებს და დამუღამება უნდა, თუ არ შეგიძლია ზოგიერთ აბსურდულ სიტუაციებზე თვალი დახუჭო მაშინ არ ღირს დრო რო დახარჯო, მაგრამ თუ შეგიძლია მაშინ ძან გასიამოვნებს.

    მე ახლა Zombie Detective ( https://mydramalist.com/61063-zombie-detective ) დავიწყე, ჯერჯერობით კომედიაა მაგრამ გული მიგრძნობს ბოლოში მაგრა ჩახლართავენ :D

     

  22. On 12/29/2020 at 9:31 PM, MaKaSaRa said:

    სასწაული კი არა ბუნების შეცდომაა. ეგეთი დაუბალანსებელი იარაღი ამდენიხანია ვთამაშობ და არ ყოფილა აქ. ახლაც ვთამაშობდი და გამოვედი დავანებე თავი. blunder-ში მაგას არ აქცევთ ალბათ ყურადღებას რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული უპირატესობა და მაგის წინააღმდეგ შეუძლებელია. მე კიდე არ მინდა მაგ იარაღით თამაში. აწეულიც არ მაქვს. როცა დაასუსტებენ მერე დავუბრუნდები რა. გაიკეთონ უკან. ყველა მაგას ამბობს სთრიმერი, ცნობილი, უცნობი რომ არ შეიძლება ეგ იარაღები იყოს ეგეთი ფორმით თამაშში

    ხო მაგ მხრივ ვიგულისხმე მეც სასწაული :D უმეტესობა დუელებს ვაგებ ხოლმე ამ იარათთან არ აქ მნიშვნელობა კილოთი ვარ, m82ით თუ სხვა რამით და ფაქტიურად ნებისმიერ მანძილზე. ფაქტიურად ყოველი მეორე ამით დადის. 

     

    On 12/29/2020 at 10:50 PM, GIVI-1990 said:

    ჩემთანაც ეგრეა , განახლება რო მოდის სეტინგებსაც არესეტებს , თავიდან მიწევს ხოლმე დაასტროიკება

    ხო მეც ვეღარ ვიყენებ , როგორი მაგარიც არ უნდა იყოს იარაღი მობეზრება იცის და ისე ვეღარ კლავ როგორც თავიდან , ამიტომ ვცვლი ხოლმე იარაღებს ხშირად , ეგ უფრო ახლო მანძილებზეა ,სწრაფი დამიზნება და გადატენვა მაგ მხრივ ძაან მაგარია და ისედაც , ხო აი ოპტიკაც რო ქონდეს შორი მანძილის ვაფშე გაასწორებდა

    ისე ეხლა m82 დამაქ და მაგარ შედეგს იძლევა , ისე მაგას ქონია მაგარი ოპტიკა იუთუბზე ვნახე 20x აქ ზუმი ,ჯერ არ გამიხსნია , მალე გახსნის ჩემთან და ეგ იქნება სერიოზული იარაღი

    ო 20 ზუმი კაია, დავიწყე მეც უფასოდ რო მოგვცეს გაყინული m82 მაგით ლეველების ზრდა. თუმცა ჩემზე ახალი წელი და ცუდი ამინდები არ მოქმედებს, სახლიდან ვმუშაობ ონლაინ, ამიტომ ნელი ტემპებით მომიწევს და სეზონის ბოლომდე კი გავხსნი ალბათ სრულად ამის აქსესუარებს.

    გუშინ რო შემოგიერთდი მეზობელი მყავდა სტუმრად და ის მენაცვლებოდა ზოგჯერ, მერე შემთხვევით გამოვიდა და დამეზარა უკან შესვლა.

    ბოლო დროს უმეტესად BR ვთამაშობდი. იმ კუნძულზეც შეცვალეს და  mini BR არის ახლა. ვცდილობ მუღამი დავიჭირო BR-ისაც, მაგრამ ასე შემთხვევით გუნდელებში რთულია თამაში თან რო ყრია იმ იარაღებს ვერ ვუმუღამებ და სანამ ჩემი ლოუდაუთის დათრევას მოვახერხებ, მანამდე ვიმალები ხოლმე.

     

     

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.