Jump to content

kloud

წევრი
  • Posts

    5411
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    8

Everything posted by kloud

  1. დავითრიე 20x ზუმი როგორც იქნა M82, მაგარი რამეა. ადრე 12იანი ზუმთ 400-500 მეტრში ძლივს რო ვხედავდი მოწინააღმდეგეს ახლა 600-700 მეტრშიც კი ისე ვხედავ რო შემიძლია გავარჩიო თავისუფლად რომელი ოპერატორით თამაშობს. უბრალოდ ან ჩემი კომპი ვერ ქაჩავს ან რაღაცაშია საქმე, ვერ არენდერებს გამოსახულებას როცა ვზუმავ. რა არ ვცადე გრაფიკის პარამეტრებში, მაგრამ ვერაფერმა უშველა. გარჩევადობას დავუკლებ ცოტას ალბათ უკეთესი პროცი და ვიდეო მჭირდება. ისედაც ბოლომდე იტვირთება სისტემა ვარზონის თამაშისას. მაგრამ მარტო თამაშის გამო ნაღდად ვერ გადავიხდი ახლა და სხვა ყველაფერისთვის საკმარისზე მეტია ჩემთვის ეგ სისტემა.
  2. ანუ ჩემი როუტერი უნდა დავუკავშირო კაბელით და მერე ჩემი როუტერი გამოვიყენო ახალი SSID-ით დაშვების წერტილად ხო? ამ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა ? ხო შავია ორანტენიანი ჩინური რაცხა
  3. მოკლედ მაქვს სილმნეტის ინტერნეტი მიყენია თავიანთი როუტერი რომელიც ასევე netis-ის როუტერთან არის დაკავშირებული( extender-ის რეჟიმში ) Wifi არეალის გასაზრდელად. ორივეს ერთიდაიგივე სახელი და პაროლი აქვს რომ ტელეფონი ავტომატურად გადაერთოს როცა ერთი ვერ იჭერს მეორეზე. კომპიუტერზე კაბელით მაქ შეერთებული და პრობლემა არ მაქვს, ჩემ ტელეფონზეც არ შემიმჩნევია პრობლემა მაგრამ დედაჩემის და ახლობლების ტელეფონები სისტემატურად კარგავენ კავშირს ინტერნეტთან. აჩვენებს რომ დაკავშირებულია, მაგრამ რეალურად არ არის ინტერნეტი. დღეს მაგალითად მესენჯერით ვიდეოზარი ქონდა ჩართული და ცოტა ხანი საუბრის შემდეგ გაითიშებოდა და ახლიდან ქონდა დასარეკი და გაწვალდა. შევედი სილკნეტის როუტერის სამართავ გვერდზე და ვერაფერი ნიშანი ვერ ვნახე რომ MAC მისამართები ან რამეზე ფილტრი ეყენოს. რისი ბრალი შეილება იყოს? ერთი რაც მაეჭვებს ის არის რომ ადრე ახლობელმა მთხოვა რაიმე პროგრამა მეპოვა რომლითაც შეძლებდა სხვებისთვის თავის wifi-სთან წვდომა შეეზღუდა და მსგავსი პროგრამები დავაინსტალირე ჩემთან რამდენიმე და დავტესტე, მაგრამ მერე წავშალე, შესაძლებელია რომ ამ პარამეტრები სადმე სისტემაში იყოს შენახული და მოქმედებდეს მიუხედავად იმისა რომ პროგრამა წაშლილია?
  4. STAR WARS™ Battlefront™ II: Celebration Edition არის უფასოდ ეპიკზე 21 იანვრამდე
  5. მე aimbot-ები მაწუხებს ზოგჯერ რო მოგკლავენ ხო გიჩვენებს მკვლელის თვალით როგორ მოგკლა და აი აშკარაა რო aimbot აქ. ტიპი ვერ გხედავს მოტრიალდება და ეგრევე სამიზნე შენ თავზე ჩერდება და ერთი ტყვიით გკლავს. ერთხელ კიდე საავადმყოფოს წინ როა გრძელი შენობა წითელი სხურავით მაგის სადარბაზოს კარებთან იყო ტიპი და მე გზის მხრიდან კედელია მაქედან მივდიოდი, აშკარად 50 მეტრზე მეტია მანდ და სენსორით ვერ მნახავდა, გავიხედე თუ არა მაგ კედლიდან ეგრევე მომკლა ერთი ტყვიით დანახვაც რო ვერ მოვასწარი ტიპის.
  6. მეორედ დაუნერფავთ DMR 14 და MAC 10 და ახლა უკვე აქო შედეგი. დაბრუნდაო სნაიპერების ერაო და ვნახოთ.
  7. Cold war ბაგს რაც შეეხება რავი m82 რო დაარიგეს ლურჯი მოყინული მაგით ვთამაშობ და მშვენივრად მამჩნევენ. თუმცა 20* ზუმზე გინდ შემამჩნიონ სადღაც კილომეტრიდან ან თუნდაც 700 მეტრიდან რო ესვრი და მანდაც თუ გაჯობა DMR-მა მაშინ უნდა მიაშალო ეგ თამაში. 120კადრით და 144ჰერიან მონიტორზე თამაშის ბედნიერება არ მქონია და სავარაუდოდ ამიტომაც არ ვუწუნებ არაფერს 60 ჰერციან მონიტორს და 60-70კადრს.
  8. მაგ ვიდეოში რო ამბობს ეგ ტიპი მასეა მგონი Cold War-ზე უნდათ რო სასტავი გადართონ და მაგის იარაღებზე გააკეთონ აქცენტი. ვისაც ეზარება ჩემსავით ჩალიჩი და წვალება იარაღების გახსნაში ის მივა და იყიდის თამაშს ან battle pass და დაითრევს ამ იარაღებს მაგათ კიდე ფული შეუვათ. ხო რა სნაიპერის ტყვიებზე რო გადაიტანონ უფრ ოსამართლიანი იქნება თუნდაც kar98 ან SPR-ის დონის რო იქნეს არაა პრობლემა თორე ახლა ავტომატადაც იყენებენ და სნაიპერეადაც. M82-ით ტიპს არმორში გავარტყი და სანამ ლულა ისევ გაუსწორად სამიზნეს რო დამიშინა კაი 200მეტრიდან არ მაცალა ნორმალურად მეორე ტყვიის სროლა. მაგრამ აი 20x ზუმს რო გავხსნი მერე მსდიონ DMR-ებმა სადმე მაღალ მთებში დავიმალები და იმ სიშორიდან მოვკლავ რო ოპტიკის ანარეკლსაც ვერ ნახავენ.
  9. აი ფისტოლეტზე დემეჯ რეინჯს რო დააკლებ რა სხვაობას მოგცემს? ვინ იყენებს ფისტოლეტს შორ მანძილზე? ისეთი ფუქნციები დანერფეს ან იმდენად რო სხვაობა ფაქტიურად მიზერულია.
  10. მე ახლახან გავხდი სილკის აბონენტი. ჩემთან აქციით არის 100მბ + ტელევიზია 34 ლარად. და რო ვიხდიდი მიკვირდა პროფილი რატო არ მაქთქო სადაც ჩემ მონაცემებს ვნახავდი. ახლა უკვე გასაგებია რაში იყო საქმე. კაია ქულები რო აქვთ ამათაც. ეგ ქულები ხო არ ნულდება რაღაც პერიოდის შემდეგ? ანუ 100მბ/წმ მაქ 1 წლით(უკვე სადღაც 10 თვე დამრჩა) და ამის შემდეგო რო გამოვიყენო, მანამდე არაფერში მჭირდება, ტელევიზიაც აქციაში იყო მაგიტო ჩავირთე თორე არაფერში მჭირდება.
  11. ხო გრძელი ლულა მანძილსაც უზრდის და ტყვიაც უფრო სწორად მიდის. აი spr რო ვესვრი ხოლმე შორ მანძილზე კარგა ბლომად ზემოთ უნდა დაუმიზნო, ბარეტს კიდე სულ ცოტათი უნდა ასწიო, იმიტომ რომ თითქმის არ კარგავს ტყვია ტრაექტორიას. ხო ეგეც კარგია რო გადატენვა არ უნდა, ერთ ორჯერ გამოადგა როცა პირველ იტყვიით ვერ მოვკალი შემომიბრუნდა და აქეთაც მესროდა მაგრამ საბოლოოდ მაინც მე დავასწარი მოკვლად იმი ხარჯზე რო უფრო სწრაფად ისვრის გადატენვის გარეშე. გავხსენი ადლერის სკინი, გვიანობამდე არ ვაპირებდი თამაშის ჩართვას, მაგრამ დეიდაშვილები მოვიდნენ, დავსვი და 2-3 თამაშში გახსნეს. ნუ არც არაფერი შეცვლილა ჩემთვის თამაშისას, პროსტა რო ვიცი სხვა პერსონაჟი რო მყავს ეგაა
  12. არა ჯერ სადღაც 30%-ზე ვარ, ამ ღამე გავხსნი რა. იდეაში უკვე 500CP მაქ და 20ლარის ამბავია რო იყიდო მეორე 500 და გახსნა მთელი Battle Pass, მაგრამ მენანება მაინც ახლა მაგ ბარეტია თუ რაცაა მაგას ვხსნი 29 ლეველზე ვარ და ყოველდღიურად სადღაც 5 ლეველს მაინც ვხსნი და მალე ჩემ გემოზე მოვხოდავ. დამხმარედ კი მაქ Kilo და სხვის მუღამი არც მაქ. ეს Battle Pass უბრალოდ ბონუსია ამიტო არ მიღირს ფულის გადახდა. სათამაშოდ ახლაც მშვენიერი სბორკა მაქ. წუხელ საწყობების მარცხნივ როა მთები რუქის ბოლოში მანდ მაღლა დავიმალე და ჩემიანები სანამ მაგ საწყობებში დარბოდნენ ზემოდან ვაზღვევდი. 10 კაცი მოვკალი სანამ, რომელიღაც ჩემი მსხვერპლი ვერ მიხვდა რომ ჩემ სიახლოვეს დაშვებულიყო პარაშუტით და მოვეკალი.
  13. ნერფავენ მაგას, mac10, type 63 და დუალ პისტოლსაც ზუსტად მაგაზე ვდგავარ ახლა, ხო ძან ჭრელი ფერებია, მაგრამ ეგ არ მადარდებს. მომბეზრდა უკვე ამ რუსით და ზანგით თამაში.
  14. უნდა ითამაშო და ბოლომდე გახნსა Battle Pass-ში როა სხვადასხვა საჩუქრები, რომელშიც რამდენიმე უფასოც არის. მათ შორის არის 300CP. მთლიანი Battle Pass რო იყიდო გინდა 1000 შესაბამისად სამი სეზონი უნდა ითამაშო შესაბამისად რო 900-მდე ახვიდე და მეოთხეში უკვე საკმარისია პირველ უფასო 100CP-მდე ახვიდე და როგორც კი 1000 გაგიხდება CP შეიძენ Battle Pass. თითო სეზონი მინიმუმ 2 თვე გრძლდება როგორც ჩანს. მიმდინარე სეზონის ბოლომდე 51 დღეა დარჩენილი. დაუმატე ამას 2-2 თვე კიდე ორი სეზონი და მერე დრო რამდენიც მეოთხე სეზონში დაგჭირდება პირველ უფასო 100CP-მდე და ეგაა რა. ანუ სადღაც ნახევარი წლის თემაა რა
  15. უფასო ოპერატორი გვერგება ხალიავშიკებს თუ ადლერი როა ოპერატორი მაგის ტანსაცმლის სკინია მხოლოდ?
  16. ხო მეც მაგრა ჩამითრია და დღეიდან 2-2 საათს ვთამაშობ დღიურად, თორე საქმეში მეშლებოდა ხელი ისე შევტოპე პირველი თამაშია ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ასე რო ჩამითრია, პირიქით გეიმინგზე საერთოდ მინებებული მქონდა თავი.
  17. კიდევ ერთი მინუსი რაც ამ თამაშს აქვს, სნაიპერით როცა ხარ სამიზნის ლინზა ხო ირეკლავს შუქს და მაგით ხო შეგიძლია შეამჩნიო როცა ვინმე შორიდან გიმიზნებს. ჩრდილში რო ვარ დამალული და მაქედან როცა ვუმიზნებ მაშინაც რატოა ეგ ანარეკლი? სკოლაში კი ვსწავლობდი ფიზიკას თან ოპტიკა მომწონდა მაგრამ მაგის მერე 15 წელზე მეტია გასული და უკვე კი არ მახსოვს როგორ მუშაობდა სინათლის სვეტების გარდატეხა.
  18. ხო ეგ გამხმოვანებელი არ ვიცი ვნახავ მერე ერთი როგორი გახმოვანება აქვს. მე ამათ გახმოვანებას დავუმუღამე https://softbox.tv ისე ჩემთან რუტრეკერს org-ზე არ მიხნის net-ზე ხსნის. აუ კი საჭმელები მაგრები აქვთ, თავისუფლებაზე იყო ადრე კორეული რესტორანი იქ მაქ კაი რაღაცები გასინჯული, ახლა საბურთალოზეა ბუდაპეშტის ქუჩაზე მაგრამ წელიწადზე მეტია არ ვყოფილვარ თბილისში და ვერ მივაღწიე იქამდე. კი Doctor Who კარგია, ჩემი ძმა უყურებდა და რამდენიმე სერია მაქვს მეც ნანახი მაგრამ იმდენია რომ მეზარება თავიდან ბოლომდე ყურება. Supernatural მეათე სეზონამდე ვუყურე და მერე უკვე მომბეზრდა. თუმცა ამერიკულებში აშკარად ყველაზე მეტად მომწონდა, უბრალოდ მეათეს მერე ისეთი ამბები წავიდა რო ინტერესი დავკარგე მე პირადად, ჩემმა მეგობარმა უყურა ბოლომდე და მომიყვა მერე რა ხდებოდა.
  19. გილოცავთ ყველას ახალ წელს, მრავალს დაესწარით რას ვერ ვხვდები. ჩემი თანაგუნდელი დუელში მოხვდა ვიღაცასთან მაგრამ მოკლეს, მოწინააღმდეგე ფეხზე დგას ანუ ცოცხალია და აგრძელებს თამაშს და ეგრევე მე ვკლავ, მაგრამ მკვლელობაში არ ჩამეთვალა, მხოლოდ ასისტში. კი გასაგებია ვთქვათ ჩემიანმა უფრო მეტი დააკლო ვიდრე მე მაგრამ ჯამში მოწინააღმდეგე ფეხზე ხო იდგა მე რო მოვკალი. და-down-ებულს რო კანტროლკას დაადებ ეგ კი ბატონო არ უნდა ჩაგეთვალოს არაა პრობლემა მაგრამ პირველ შემთხვევაში რატო არ მითვლის არ ვიცი. ისე ის საიტი CODTRACKER Cold War-ის იარაღების სტატისტიკას არ აჩვენებს ამ DMR-მა მართლა წაიღო ტვინი რა დღეს რო ჩავრთე რაცხა აპდეიტი გააკეთა და იმედი მქონდა დაფიქსული იქნებათქო მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში მაგით მკლავენ რა თან იმოდენა მანძილიდან რომ HDR და M82-ით ვერვკლავ ხოლმე მაქედან ერთი სროლით.
  20. ვა ჯორჯ კორეულებზეც გადმოხვედი. კაი ძველი სერიალები კი აგირჩევია თუმცა ეგ Master's.Sun მართლა კარგია, Heirs ისე რა, უფრო თინეიჯერებზე გათვლილია. ზოგადად უყვართ ამათ მოჩვენებებზე ფილმების და სერიალების გადაღება თან შამანების ინსტიტუტი ძან პოპულარული თემაა მანდ. ასევე უყვართ ჟანრების არევა ერთმანეთში, შეილება დაიწყო და გეგონოს კომედია და ბოლოს დრამაში, დეტექტივში ან ჰორორში გადავიდეს ან პირიქით. ყველაზე დიდი პლიუსი ის აქვს რომ უმეტესობა სერიალებისა სეზონებად არ იწელება და საშუალოდ 12, 16, 20 ან 24 სერიიანებია და რამდენიმე დღე კმარა რომ მთლიანად უყურო. თუმცა თავისებული თამაშის სტილი აქვთ კორეელ მსახიობებს და დამუღამება უნდა, თუ არ შეგიძლია ზოგიერთ აბსურდულ სიტუაციებზე თვალი დახუჭო მაშინ არ ღირს დრო რო დახარჯო, მაგრამ თუ შეგიძლია მაშინ ძან გასიამოვნებს. მე ახლა Zombie Detective ( https://mydramalist.com/61063-zombie-detective ) დავიწყე, ჯერჯერობით კომედიაა მაგრამ გული მიგრძნობს ბოლოში მაგრა ჩახლართავენ
  21. ხო მაგ მხრივ ვიგულისხმე მეც სასწაული უმეტესობა დუელებს ვაგებ ხოლმე ამ იარათთან არ აქ მნიშვნელობა კილოთი ვარ, m82ით თუ სხვა რამით და ფაქტიურად ნებისმიერ მანძილზე. ფაქტიურად ყოველი მეორე ამით დადის. ო 20 ზუმი კაია, დავიწყე მეც უფასოდ რო მოგვცეს გაყინული m82 მაგით ლეველების ზრდა. თუმცა ჩემზე ახალი წელი და ცუდი ამინდები არ მოქმედებს, სახლიდან ვმუშაობ ონლაინ, ამიტომ ნელი ტემპებით მომიწევს და სეზონის ბოლომდე კი გავხსნი ალბათ სრულად ამის აქსესუარებს. გუშინ რო შემოგიერთდი მეზობელი მყავდა სტუმრად და ის მენაცვლებოდა ზოგჯერ, მერე შემთხვევით გამოვიდა და დამეზარა უკან შესვლა. ბოლო დროს უმეტესად BR ვთამაშობდი. იმ კუნძულზეც შეცვალეს და mini BR არის ახლა. ვცდილობ მუღამი დავიჭირო BR-ისაც, მაგრამ ასე შემთხვევით გუნდელებში რთულია თამაში თან რო ყრია იმ იარაღებს ვერ ვუმუღამებ და სანამ ჩემი ლოუდაუთის დათრევას მოვახერხებ, მანამდე ვიმალები ხოლმე.
  22. ხო ეგ DMR რაცხა სასწაულია, ჯერ იმოდენა რეკოილი აქ რო 10 ტყვიიდან მაქს 2ს მახვედრებენ, მაგრამ მაინც მკლავენ. სნაიპერით ზუმის დროს ზოგჯერ შენობების ტექსტურები რამდენიმე წამის შემდეგ იტვირთება და პარამეტრებში შეიძლება რამე გავაკეთო რო ეშველოს ამას? SPR მომბეზრდა იმიტომ რომ მაქსიმუმ 8 აქ ზუმი და ისევ HDR-ს დავუბრუნდი 12 ზუმის გამო და შედეგიც გამოიღო, ჩემი პირადი რეკორდი მოვხსენი 13 მკვლელობა 1 თამაშში. დაუნთაუნში ერთი სახურავი დავამუღამე რომლიდანაც ასაულტებში Kilo-ს მაინც ვერ ვღალატობ. მაინც მაგარია რაც არ უნდა დაასუსტონ, გუშინ აეროპორტში ერთი მჭიდით 4 კაცი გავისტუმრე საიქიოს.
  23. ხო მაგას ვგულისხმობ Battle Pass-ის გვერდი როა მთავარ მენიუში მანდ 100 ლეველი როა, ეგ ოპერატორებსაც გაძლევს, იარაღების ბლუპრინტებსაც და რასაც დახარჯავ მაგ CP-ს უკან იბრუნებ და მეტსაც ბოლომდე რო გახვალ. Kilo-ზე მგონი მასეა, გუშინ რაღაც მიკვირდა ზოგ თამაშში 1 კაცს ძლივს ვკლავდი.
  24. მე შევეშვი ექსპერიმენტებს Kilo + SP-R208 ამათზე გავჩერდი უბრალოდ Kilo-სთვის საუკეთესო დამატებებს ვარჩევ. მინდოდა 2 ერთად როა საშუალო და ახლო მანძილზე სამიზნე ეგ მაგრამ აშკარად მოუხერხებელია მაგით და მატო ახლოსთვის გამოსადეგ სამიზნეს ვარჩევ ახლა ისეთს რო სროლისას ხედვის არედან არ დამეკარგოს მოწინააღმდეგე.
  25. არის Battle pass-ში Cold Warის ოპერატორები, პრსოტა Free-ში არაა მაგრამ საკმარის CP-ს რო დააგროვებ (1000) და დაითრევ Battle Pass უნდა მოგცენ წესით, უბრალოდ ამ სეზონის მერე ხო კიდე ერთი სეზონი უნდა იჩალიჩო და კიდე მაგის მომდევნო სეზონში 100 CP დარჩება სათრევი და მაგ დროს რა იქნება Battle Pass-ში ვინ იცის. აუ მერე ერთ დღეს სტადიონის Easter egg-ზე ვიჩალიჩოთ. Challeng-ების ერთ მისია მაქ და მად დალუქულ ოთახშია შესასრულებელი და მარტო ვერ ვასწრებ კოდის გაშიფვრას. მინიმუმ 2 გასაღებია საპოვნი რო მთავარ ოთახში შეაღწიო იქ ოხრად ლუთებია და Kilo-ს ბლუპრინტია კიდე.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.