Jump to content

Gamer-4ever

წევრი
  • Posts

    2336
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    65

Everything posted by Gamer-4ever

  1. არც ჩოვკას რეპაკი ჩაირთო, რა ჯანდაბა უნდა ? ვითომ ვინდოუსი არ მოწონს ? Windows® 10, Windows® 11, 64bit ესე უწერია და ეტყობა ცოტა ძველ 10 ზე არ ეშვება, ხო უნდა ეწეროს რო ამ ვერსიის და ზევით ან 10 ის ბოლო განახლებით ვინც ითამაშებთ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები
  2. ფიტგირლის რეპაკი არ გაეშვა ჩემთან, ისე კომენტარებში უწერიათ რო ჩაირთოო და ჩემთან რა ეტაკა ეხლა ჩოვკას რეპაკს ვქაჩავ და ვნახავ
  3. Wo Long: Fallen Dynasty - Digital Deluxe Edition  RePack от Chovka 21 GB
  4. რაც გამახსენდა ჩვენებური ხედვა სამყაროს მიმართ , ყველას ააქვს თავისებური ხედვა ინდივიდუალური და ეგაა საინტერესო
  5. საინტერესო თემა წამოიწია ყველა ადამიანი ფიქრობს რაღაც მომენტში ამ სამყაროზე, უმეტესობას ჩემ გარშემო არ აინტერესებთ , დაკავებულია ყოველდღიურობით და დინებას მიყვება ასე რომ ვთქვათ ყველას გვაქვს ჩვენი ხედვა ,აი ჩემებური ხედვა ესეთია როგორც ილონ მასკს გონია რო ვირუალურ სამყაროში ვართ ასევე მეც ეგრე ვფიქრობ, ანუ თუ ადამიანს შეუძლია შექმნას ვირტუალური სამყარო თუნდაც თამაშში რატო არ შეილება რო ჩვენც ეგეთ სამყაროში ვცხოვრობდეთ? აი მაგალითად ძილი , ყველას ქონია რეალური სიზმარი სადაც თავი მართლაც რეალურ სამყაროში ეგონა , მე ხშირად ძილში მეგონა თვი რეალურ სამყაროში და ამ დროს იღვიძებ და ხვდები რო სიზმარში იყავი, ანუ თვითონ ტვინსაც ააქვს უნარი შეგიქმნას ვირტუალური სამყარო , აი როგორც მატრიცაშია ამ მონაკვეთში ძაან საინტერესო მომენტია და დაგაფიქრებს ადამიანს, ეს მატრიცაც რო შეიქმა ფილმი მანდაც ეგ აზრია გატარებული , თვითონ სამყაროც ისე მისტიურათაა შექმნილი რო ვერ გაიგოს ადამიანის ტვინმა სინამდვილეში რა ხდება, ანუ ტვინიც ლიმიტირებულია იმ დონემდე რო მარტო ისე ვიყოთ როგორც ვართ და მეტი ვერ გათვიცნობიერდეს ადამიანი, ისე რაღაც წლების მერე კი გადადის კაცობრიობა განვითარების ეტაპებზე მაგრამ ძაან ნელა, აი აქამდე ხო გვეუბნებოდნენ რო უცხოპლანეტელები არ არსებობენო და ამდროს ოფიციალური ვიდეო დაიდო თან რამდენიმე კიდევ წინასწარმეტყველება , წინასწარ საინად იციან რა მოხდება ? ამ დროს არიან ხალხი ვინც ლაპარაკობს რო ეს მოხდება , გადის დრო და მართლაც ზუსტად სრულდება , ანუ წინასწარ არის დადგმული კაცობრიობის სცენარი და იმ სცენარს მივყვებით, ანუ მოსახდენი მოხდება მაინც როგორც ქრისტეს მოსვლა იწინასწარმეტყველეს და მოხდა , ანუ იმის თქმა მინდა რო ძალიან გავს ვირტუალურ სამყაროს ეს ყველაფერი დროებით სამყაროში მოვდივართ სიცოცხლის ლიმიტირებული ორგანიზმით და ისევ უკან მივდივართ ჩემი აზრით იქ ფასდება განვლილი სიცოცხლე და რაც დააშავა ადამიანმა ან რა სიკეთეც გააკეთა იმის მიხედვით , რო იძახიან ჯოჯოხეთში წავა სიკვდილის მერე ან სამოთხეში ჯოჯოხეთი ალბათ იგულისხმება ეს ჩვენნაირი პლანეტა, შიში, დარდი, არასტაბილურობა, კომფლიქტი, ორგანიზმის გამოკვება, მოვლა, შრომა მერე ოჯახის შექმნა და იქ კიდე სხვა სადარდებელი იხსნება, ანუ აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი რო ადამიანი იტანჯოს , რაც არუნდა ბედნიერი იყოს მაინც იმის ფიქრი აქ რო ერთ დღესაც დავბერდები და მოვკვდები, ანუ სულ რაღაცის დარდშია, თან ტანჯვის საფეხურებია , თუ დაიბადები ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა გადიხარ მთლიან კურსს, თუ დაიბადები მაგალითად ამერიკაში იქ შემსუბუქებულია ტანჯვის დოზა იმიტო რო უფრო განვითარებულია და კაი ხელფასებია მაგრამ ავადმყოფობები იქაც არის როგორც ყველგან და იქაც რაღაც დონეზე იტანჯები ოღონდ უფრო ნაკლებად, ანუ სატანჯველი თავის საფეხურებით, თან კიდე მთავარი საშინელება შენი ოჯახისწევრების გარდაცვალებას უყურებ და თან იმასაც ფიქრობ რო ერთ დღესაც შენც იგივე მოგელის სამოთხე ალბათ უკეთესი პლანეტა უკეთსი ორგანიზმით სადაც ამდენი მოვლა არ ჭირდება და უფრო განვითარებულია ვიდრე ჩვენი , ანუ ამდენი პლანეტები რო არის უმეტესობას ეყოლება თავისი მაცხოვრებლები სადაც მეტი განვითარება იქნება და ამ პლანატას რო შეადარებ სამოთხედ მოგეცვენება, ანუ ისეთ შედარებას ვაკეთებ საქართველოდან მე საბერძნეთში რო ჩავედი და ისე იყო მოწყობილი რო მართალაც სამოთხეში მეგონა თვი , აქ უშუქობა შიმშილი უმუშევრობა და იქ ყველაფერი ქონდათ და ხალხი გრიალებდა, იმას ვამბობ ყოველთვის რო 1995 წელს ბერძნული სოფელი იმ დონეზე იყო განვითარებული რო საქართველო კიდე ალბათ 20-30 წელი მოუნდება იმ დონემდე რო მივიდეს , მენტალურად და ვიზუალურად ვგულისხმობ, ისიც ან მივა იმ დონემდე და ან არა ეგეც არამგონია ბევრი დავწერე ეს იყო ჩემი აზრი მე როგორ წარმომიდგენია სამყარო სხვების აზრიც საინტერესო იქნება როგორია სამყარო თქვენი გადმოსახედიდან ?
  6. იქ არ მინახია არასდროს, თან ძაან ხშირად დავდიოდით ზღვაზე, სხვათაშორის ძაან გემრიელი თევზი იყო , მდინარის მაგარი უგემური იყო მაგრამ ზღვის პირიქით მაგარი გემრიელი აქ ბოლოს როდის ვითევზავე არც მახსოვს, თავისუფალ დროს აქ თბილისის ზღვაზე ავდივართ ხოლმე და ადრე ღორჯო მაინც იყო ეხლა ისიც აღარარი, დაგააგდებ ანკესს და ჭიასაც არ ეკარებიან , სულ შემძულდა თევზაობაც და ნადირობაც, დანის წაღება მიყვარდა ხოლმე ბუნებაში და ისეთი კანონები მიიღეს რო დანა ყოფილა კაცობრიობის საშიშროება და კაროჩე რა სულ შეგაძულებენ ყველაფერს , ეს რა ჯადო ქვეყანაა , ყველაფერი დებილობას აქ შეხვდები, მერე რატო მიდიან ემიგრაციაშიო , ღმერთმა გაუმარჯოს ვინც წავიდა და არაღ ცამოდის ხო კიდე ძმაკაცი გააჩერეს და მანქანა გაუჩხრიკეს , ბარდაჩოკში უპოვეს დასაკეცი დანა , ეს არის ხელმისაწვდომ ადგილასო და უნდა დავწეროთ 500 ლარიან ჯარიმაო და დანის კომფისკაცია, ანუ ვისაც ბარდაჩოკში გიდევთ დანები გადაიტანეთ ბაგაჭნიკში თორე 500 ლარიანი , ამათი უნამუსო რა, ირანი გახადეს
  7. რა საშინელი არსებაა , საბერძნეთში სავსე იყო მდინარეები , კი არაფერს გერჩოდენ მაგრამ მაინც რო დაინახვდი თავისებურათ მოქმედებს, თევზაობა მიყვარს ოღონდ მდინარეებს ვერიდები მაგის გულისთვის ისე ზღვაზე არარიან , მანდ შეგიძლია თამამად ითევზაო ბარემ თევზაობაზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ერთ ისტორიასაც მოვყვები ნუ მოკლედ ხშირად დავდიოდით ამ მდინარეზე და გაძეძგილი თევზით რა , გადაგდება და თევზი ეგრევე ეტაკებოდა , მოკლედ მაგრა გაგისწორდებოდა , თან ბევრნაირი თევზი , კარასი, საზანი, კრასნაპიორკა ერქვა კიდე, და ბევრი სხვადასხვა მოკლედ სავსე სადამდეც იქ ვიყავით სულ დავდიოდით ანკესთ ყოველთვის რათქმაუნდა, ბოლოს სანამ წამოვიდოდით კიდე ერთხელ ვიყავით და გადავაგდებ ჩემიფეხები , არც აკვრევინებს, ვიძახი რა ჯანდაბაა სავსე იყო ,მოკლედ მთელი დღე და მარტო ერთი პატარა კარასი თან ზუსტად სათევზაო სეზონია მერე ერთი ბერძენი კაცი მოვიდა , დაველაპარაკეთ და საერთოდ აღარ იჭირებაო ეს ბოლო პერიოდიაო , ნავით დადიანო თქვენებიო (ანუ საქართველოდან ) რაღაც აპარატი აქვთო და თან ბადეებს აგებენო ანუ ყველამ გაიგო რო იქ იქ ბევრი თევზია და ამოხვეტეს , ძირითადათ ლაპარაკია აქაურ წალკელ ბერძნებზე და ქართველებზეც რათქმაუნდა ,აი ესე შეგვარცხვინეს თავიანთი გაუმაძღრობით მაგარი ქვეყანა იყო, შაბათი -კვირა დასვენება , მიდიოდა გრიალი ყველაფერი ისვენებდა მშენებლობიდან დაწყებული მაღაზიით დამთავრებული , კვირა დღეს პურის მაღაზიაც დაკეტილი იყო მარტო რესტორნები მუშაობდენ, თან სამუშაო გრაფიკი 3 საათამდე იყო, აქ რო 6 მდეა და არც კვირა იციან არც შაბათი, იქ ცხოვრობდი და აქ კიდე გაძლებაზე ხარ აი ეს იყო ,თევზიც ბევრი იყო და უხსენებელიც სავსე
  8. გადავხედე რევიუებს და nioh + sekiro ს ჰიბრიდია ,უფრო nioh ს გავს რამდენად კარგი სათამაშო იქნება თამაშის პროცესში გამოჩდება ,გადმოვწერე და როცა მოვიცლი შევხედავ
  9. sekiro ს გავს ძაან, ერთი შეხედვით კარგი ჩანს , ვიწერ მოვსინჯავ
  10. გადმოსაწერი ბმული RePack от FitGirl  25 GB PC | Portable 45GB თამაშის შესახებ: გამოშვების წელი: 2023 მარტი ჟანრი: Action, Slasher, Third-person, 3D შემქმნელი:Team Ninja გამომცემელი:Koei Tecmo Games პლატფორმა: PC ენა: ENG-RUS კრეკი: {Goldberg+SSE} ზომა: 25 GB თამაშის შესახებ: From the depths of darkness, a dragon soars. A new dark fantasy Three Kingdoms action RPG from Team NINJA, the developers of Nioh. 184 AD, Later Han Dynasty China. The land is overcome by chaos and destruction. The imperial dynasty that prospered for many years is now about to collapse. Wo Long: Fallen Dynasty is a dramatic, action-packed story of a nameless militia soldier fighting for survival in a dark fantasy version of the Later Han Dynasty where demons plague the Three Kingdoms. Players fight off deadly creatures and enemy soldiers using swordplay based on the Chinese martial arts, attempting to overcome the odds by awakening the true power from within. Wo Long refers to a crouching dragon, and also refers to a hero or person of greatness who is not yet known. This is the story of officers, who will later become heroes, during their ‘unknown’ period, and also the story of a protagonist’s rise from being a ‘nobody’. მინიმალური სისტემური მოთხოვნები: Windows® 10, Windows® 11, 64bit PROCESSOR: ntel® Core™ i5-8400、AMD Ryzen™ 5 3400G MEMORY: 8 GB RAM VIDEO CARD: GeForce GTX 1650 4GB、Radeon RX 570 4GB რეკომენდირებული: PROCESSOR: Intel® Core™ i7-8700、AMD Ryzen™ 5 3600XT MEMORY: 16 GB RAM VIDEO CARD: GeForce RTX 2060 6GB、Radeon RX 5700XT 8GB Hard disk space: 60
  11. ეგრე მოუვიდა ჩემ კარტასაც , ბიოსი დავფლეშე და არ ჩაირთო კიდევ კარგი მეორე ბიოსიც რო ქონდა, გადავრთე და ჩვეულებრივად ამუშავდა შემდეგ იუთუბზე მოვიძიე ინფორმაციები ჩართულ კარტაზე გადართეთო (მეორე ბიოსზე) შემდეგ ისევ გადაფლეშეთ ბიოსიო ,ეგრე გავაკეთე ,ჩართულზე გადავრთე და დავფლეშე და ეშველა, ეხლა ორივე ბიოსი მუშაობს ეს აემდეზე კი ეშველა მაგრამ ინვიდიაზე როგორ იმუშავებს არ ვიცი
  12. თერმოპასტას რო შეცვლი მაშინ გამოჩდება თერმობალიშების მდგომარეობაც , დაინახავ თუ გამოსული აქ სითხე ზეთისმაგვარი მაშინ შესაცვლელია და თუ კარგათ გამოიყურება მაშინ იყოს რაცააქ აი აქაც იყიდება მაიმარკეტზე ლინკი ლინკი 2
  13. თერმოპასტა შეუცვალე ? მაგას თერმობალიშებიც ექნება შეწსაცვლელი მე ყოველთვის როცა მეორად კარტას ვყიდულობ უცვლი ტერმოპასტას და ბალიშები თუ დამდნარია ეგეც შესაცვლელია ესე ეგ ტემპერატურები ნორმალურია მაგრამ სასურველია უფრო დაბალზე იმუშაოს
  14. https://postimages.org რო ატვირთავ ფოტოს შემდეგ ზევიდან მეორე ლინკია
  15. raised by wolves ს უყურე , მაგარი რეკლამა ქონდა, ალიენის შემქმნელებისგანო და რიდლი სკოტი რო წავიკითხე ეგრევე დამაინტერესა , ძაან საინტერესო აზრის მატრაებელი სერიალია და ეგრევე გითრევს , ანუ ხდება დედამიწის მაგვარი პლანეტების ათვისება , ანდროიდი რობოტები რომლებიც იმ დონეზე არიან განვითარებული რო მშობლების ფუნქციას ასრულებენ , ნუ კარგი აზრია გატარებული საერთო ჯამში მაგრამ რამდენიმე სერიის მერე გახდა მაგარი ბალაგანი და ვისი ანდროიდი ვის პლანეტაზე იყო ვერ გაიგებდი თან სულ ერთიდაიგივეს ტრიალი ყველა სერიაში , როგორც ჩანს დაბალბიუჯეტიანი იყო და ისეთი აზრი გაატარეს რო მიასკდებოდა ხალხი და უყურებდა ,ანუ გათვლა იყო ცოტა ფულით ბევრი მოგება ენახათ რეიტინგი ზუსტად ააქ რაც ეკუთვნის 7.5
  16. ესეც დატუნინგებული ელიტი დამძიმებული და არანაირი ლუფტი ღილაკებზე, რო გავხსენი უკანა ეტიკეტი დაზიანდა და დავაკარბონე ძაან მაგარია თამაშებში, როგორიც მინდოდა ზუსტად ისეთია
  17. ადრეც ბევრჯერ მქონდა ნანახი და ეხლა უყურე კიდე ALIEN: COVENANT ს და თურმე გვატყუებდენ ამდენი ხანი როგორც ჩვენი მთავრობა ანუ რა ხდება ეხლა ერთი ანდროიდი კეთილი იყო და მეორე ბოროტი , ბოლოს როგორც აჩვენებენ ეს ორი ანდროიდი ერთმანეთს ეჩხუბება და კეთილი კლავს ბოროტს მაგრამ დასასრული კიდე აჩვენებს რო კეთილი კი არარიო გადარჩენილიო არამედ "დევიდი" (ბოროტი) გადარჩაო სინამდვილეში გადარჩენილია კეთილი და აზრი ის იყო რო ეს ორივე რობოტი ერთი მისიით იყო წასული რო ალიენის სიცოცხლის ფორმა ეპოვა გადაერჩინა და შეენახა , ანუ როგორც ყველა სერიაში მთავრობაა დაინტერესებული ამ სიცოცხლის ფორმით რომელიც უნდათ რომ მასობრივი განადგურების იარაღად გამოიყენონ ესეც ფოტოები ჩხუბის დროს დევიდს ის გოგო ნიკაპში რაღაც მეტალს დაარჭობს , ანუ დევიდს შრამი უნდა ქონოდა და როგორც ფოტოებიდან ჩანს არააქ შრამი ანუ გადარჩა კეთილი ანდროიდი და არა დევიდი როგორც ბოლოს მთავრდება ტყუილში გვაცხოვრებდენ ეს უნამუსოები
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.