გამარჯობათ. დედაპლატაზე B1 და B2 სლოტები არ მუშაობს და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ყველანაირად შევამოწმე, პროცესორიც მოვხსენი და თავიდან ჩავსვი, ქულერის გარეშეც ვცადე ჩართვა, ოპერატიულებიც სათითაოდ ჩავსვი და მაინც არაფერი შველის. DRAM ნათურა ინთება რამდენიმე წამით, მერე CPU ნათურა ნახევარი წამით, მერე ისევ DRAM ნათურა და სულ ასე შვრება სანამ არ გავთიშავ კვების ბლოკიდან, ფანები და ქულერი ირთვება და მონიტორი არაფერს აჩვენებს. თუ მარტო A1 ან A2 სლოტში ჩავსვი ოპერატიული, ან ორივეში ერთად მაშინ ჩვეულებრივ ირთვება. ბიოსში რომ შევამოწმე ოთხივე ოპერატიულის სლოტს აფიქსირებს.