გამარჯობათ, მოკლედ დავაყენე ეს სილქნეტი. ახალი კორპუსია და ჯერ მაგთი არ შემოდის როგორც გავიგე. მომცეს საკმაოდ კარგი პაკეტი 50 მბ-იანი და იაფადაც. ნუ ამ ინფორმაციას არ აქ დიდი დატვირთვა მაგრამ მაინც. მოკლედ ამ ინტერნეტს რაღაც სჭირს რა და მარტო ჩემთან არაა ესე (ძმაკაცმაც დამიდასტურა მასთანაც ესე შვება) დროდა დრო გააჩნია პერიოდს მადისქონექტებს ხოლმე ყველაფრიდან ანუ თითქოს მოდემი წამიერად ითიშება თუ რა არი არ ვიცი 2-3 წამით. დიდი არაფერი შეზღუდვაა მაგრამ თამაშებიდან მაგდებს და ფილმებსაც აჭედინებს. მოკლედ ძალიან გამაღიზიანებელია და ლოკალურად რამის გაკეთება შემიძლია? ანუ განსაკუთრებული ტრაფიკის პერიოდში შვება თუ რა სიხშირით ვერ დავადგინე. ხან ძაან მაგრად მუშაობს ხან ყოველ 5წუთში მაგდებს