Jump to content

Sata

წევრი
  • Posts

    81
  • Joined

  • Last visited

Posts posted by Sata

  1. მოკლედ ინთელის ბოსები გამოვიდნენ და ბოდიშებს იხდიან. აიო ესა ისაო ძაან გავბლატავდით 60 მილიარდიანი მოგება რომ დავინახეთ ყველაფერი ერთად მოვინდომეთო. მობილურების მოდემების ბაზარიც მოგვინდა და გრაფიკული რეშენიებიცო. მოვეშვით და ტკბობას მივეცით თავიო. გვეგონა ვეღარავინ ახლოს ვეღარ მოვიდოდაო და აღმოჩნდა რომ აემდე თურმე ბევრად წინ იყურებოდაო. ერთ დღესაც მივხვდით რომ პატრონი გვეტირა და მომავალ წელს დედაც აღარ გვეყოლება ცოცხალიო. აღარ ვიცით რა ვქნათ დეპრესიაში ვართ და ნეტა 30% პროცენტამდე დაეცეს ჩვენი წილი ბაზარზე რომ გამოვფხიზლდეთო. ბევრს მივედ მოვედეთ და შეკვეთები ნ რაოდენობით ავიღეთ მაგრამ შესრულება გაგვიჭირდა და გვაპატიეთო.

    რას იტყვით ვაპატიოთ?

    საიდან გამოაძრო ამ აემდემ (დასწყევლოს ეგ უხსენებელი ღმერთმა) ეს საზიზღარი ჩიპლეტებიო. ვის გაუგონია 4 ცალცალკე ბირთვის გადაბმა. ეგრე არ ითვლებაო. 

    მოკლედ ქე ვიშოვეთ ბევრი ფული და ქე ვდებდით ამდენ ფულს ტექნოლოგიებში მაგრამ მაგარი აფერისტი ინჟინრები გვყოლია და გვატყუებდნენ ეგ სასიკვდილეებიო. აგერ აემდეს ორი კაპიკი ქონდა და ქე გაგვიკეთა ამდენ ფულ დახარჯული ტექნოლოგიები უკანა ტანშიო. მოკლედ ახლა მთავარია ამ უბედურებიდან გამოვძვრეთ და მერე ჩვენ ვიცით წესიერად მოვიქცევით და აღარ მოგატყუებთ მომხმარებლებს როგორც გატყუებდით სენდი ბრიჯიდან მოყოლებული აქამდეო. ერთ ორ რეფრეშსაც გავაკეთებთ კიდე ბოდიშის მოხდით რადგან სხვა ახალი ჯერ არაფერი გვაქ რომ შემოგთავაზოთო და 2024 წლიდან ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო. 

     

    მოკლედ ცოტა მხატვრულად გადმოვეცი მარა ეგაა ამ სტატიებში დაახლოებით დედა აზრი რა

     

     

     
    https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32244/intel-nashla-obyasnenie-svoim-neudacham-v-osvoenii-10-nm-tehprocessa

    https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/32246/intel-ne-boitsya-poteryat-rynochnuju-dolju-eto-dazhe-horosho

  2. არავის უნდა ინთელის გაკოტრება ჯორჯ. ინთელი რომ გაკოტრდეს მივიღებთ იგივე ღორ მონოპოლისტს ოღონდ მას ამჯერად ერქმევა ამდ. ამით ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ძველ რეალობას რაც არავის გვინდა.

    დაჟე მე მინდა 2-3 მწარმოებელიც გამოჩნდეს კიდე რაც სულაც არაა უტოპია.

    ფაქტია რომ ამდს ამ ბოლო დროინდელმა წარმატებამ ინთელი მოსვა ადგილზე რითაც ისარგებლა მთელი მსოფლიოს მომხმარებელმა. თუ დავინახე რომ აემდე გახდება მონოპოლისტი ან სხვა ვინმე უპრობლემოდ დავუჭერ მხარს ინთელს. არც ერთია ჩემი კომპანია და არც მეორე. Tsmc კი რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება იმიტომ რომ მთელი მსიფლიოს კომპანიები მისი კლიენტები არიან. დარწმუნებული ვარ მსოფლიოში ყველაზე ძვირი კომპანია გახდება მალე. 

     

     

  3. 39 minutes ago, Fatal Fighter said:

    ნოქტუა მასე იყო 2011-ზეც

    დონე ბრენდია რასაც ქვია

    მომილოცავს, ძალიან მაგარი აფგრეიდია

     

    წლების მერე თუ რამეა გადახვალ 3900-3950-ზე და ეგაა :D

    მინდა ახლა 3900-3950-ზე აწყობა, კომბო 2.5კ მიჯდება მაგრამ რავიცი, ველოდები სვლას ინტელისგან ჯერ

    ტყუილად ელოდები უკეთესს ინთელისგან. სამსუნგს ეხვეწება 14 ნმ პროცები გამომაშვებინე შენს ფაბრიკებშიო. აემდემ აკრიფა ძალა. კაი გზაზე დგახარ. ყველა აემდეზე გადადის ახლა.

    • Upvote 1
  4. 15 hours ago, George said:

    ალბათ ვერა, ძალზე ძვირებია ეგენი, ე-ბეიზე რამე კიდე იყოს შეიძლება მაგრამ მეეჭვება 200$ რა უნდა მოგივიდეს აბა ეგენი ოთხმაგი და ხუთმაგი ჯდება მგონი ანალოგიური სიმძლავრის კარტებზე, სულ ბოლო ვერსიებს და ფლაგმანებს არც ვგულისხმობ 6000$+ რომ ჯდებიან, მაგ ფასათ იდეაში მოგივა ბიუჯეტური კვადროებიდან 200$-მდე, აი ასეთი ნახმარი ეგეც:

    https://www.amazon.com/gp/offer-listing/B009L8E4UO/ref=olp_f_new?ie=UTF8

    ამდ ესეთი ალბათ:

    https://www.amazon.com/HP-Radeon-3100-Graphic-Card/dp/B07CGTY27N/ref=pd_sbs_147_t_1/146-8023482-1415768?_encoding=UTF8&pd_rd_i=B07CGTY27N&pd_rd_r=67ab0dbb-1e60-4fec-a8e5-b656b212d59f&pd_rd_w=PVk2I&pd_rd_wg=z3QiU&pf_rd_p=5cfcfe89-300f-47d2-b1ad-a4e27203a02a&pf_rd_r=BM1SAE139SQKR0HQMTCY&psc=1&refRID=BM1SAE139SQKR0HQMTCY

    რისი ანალოგია ნუ მკითხავ ძალიან ძველებია ორივე, ჩემნაირი კვადრო ან ანალოგიური firegl უფრო ძვირი ჯდება მაგაზე, GTX780 სიმძლავრის პროფესიონალურ კარტას ვგულისხმობ

    ტიტანიც შეიძლება პრინციპში მაგრამ 200$ არ ვიცი ნახმარი აქვთ თუ არა, გააჩნია აქვს თუ არა მაგ პროგრამების მხარდაჭერა რაშიც შენ აპირებ გამოყენებას ტიტანებს

    მე რომ GTX1070Ti დაგიგდე მაგას 8GB მახსოვრობა და studio driver-ით შეიძლება რამე გამოგივიდეს თუ ბევრი VRAM ჭირდება და აქვს მაგ კარტის მხარდაჭერა, ტიტანები კი 350$ ყოფილა ეგეც 6GB VRAM

    ARCHICAD თუ მიაწვები უფრო მე როგორც ვიცი ჭირდება რაც შეიძლება უფრო მრავალთრიდიანი პროცესორი, ვიდეოკარტა ისეთი გადამწყვეტი არაა, მაგრამ 1070Ti studio driver-ით არ დაგწყვიტავს წესით გულს, ისე კი მინიმუმ გინდა ნვიდია Quadro 4000 მაინც მაგ პროგრამისთვის, ოპერატიული მინიმუმ 16გბ,ეგეთი ძველი პროფ კარტების აღებას მე მაინც არ გირჩევდი რამე კონკრეტულ პროგრამას რაზეც ხშირათ მოგიწევს მუშაობა მაინდამაინც ეგეთი თუ არ ჭირდება და სხვა არ იმუშავებს, სუსტებია ნამეტარი და მაგიტომ

    2 დესკტოპი და ნოუთბუქები მაქვს საინტერნეტოთაც და სათამაშოთაც. ახლა მჭირდება სპეციფიკურად მეუღლესთვის რომელიც მუშაობს 3-4 ვიზუალიზაციის პროგრამებში. დიზაინერია ექსტერიერის და ლანდშაფტის. დიდ პროექტს რომ აკეთებს უჭირს ამ აი5 ებს და აი 7 ებს 4 ბირთვიანებს. ამიტომ მინდა ბევრი ბირთვები და პროფი კარტა

  5. 20 minutes ago, George said:

    ხო კიდე გაიაფებულა, 2 კვირის წინ რომ ვნახე 700 ლარამდე ედო ერთს, 8700 კი 800 ფარგლებში აქვთ ხოლმე როგორც წესი, 3600 680 ლარი ადევს ეხლა, 3600X რატომღაც უფრო ძვირია 900 ლარათ ახალი, 9700K 1100 ლარამდეა, შტატებში ვისაც აქვს ყიდვის საშვალება გამოგზავნით ბევრათ იაფი გამოდის უკვე ამდ და ინტელიც მიკროცენტრიდან, დაჟე მთლიანი სბორკის აღებაც შეიძლება მაზერ-პროცესორ,სსდ,ოპერებით მაინც, სხვათაშორის მაიმარკეტზე მაღაზიის შემოთავასებებს სტრანნი ფასები ადევს ნახმარ-ახალ სბორკებზე, თითქმის ერთ ფასშია 8700 და 2700 სბორკები, ალბათ იმიტომ რომ ერთს იაფათ ყიდიან მეორეს კი უფრო ძვირათ ან დიდი ხნის წინ აქვთ ნაყიდი არ ვიცი, 9900K ბლეკ ფრეიდეიზე 300$ გაეძრობაო, რამდენათ ნაღდია არ ვიცი ამერიკის მაღაზიებში, ტრუხა მგონია, 370$ აქვს 9900 ნონ-კ მიკროცენტრს ეხლა და ეგეც მაზერთან ერთად როცა იღებ Z390, 9900K 300$ უკვე ძალზე იაფი გამოდის, ნონ-კ კიდე შეიძლება ჩამოსულიყო მაგდენზე ან 9700K, ნიუეგზე რაც ვნახე 9700KF 330$ მარტო https://www.newegg.com/core-i7-9th-gen-intel-core-i7-9700kf/p/N82E16819117994 2700 აქვთ 160$, მაინც ძვირია მართლა თუ არ ჩამოგაქვს მაქედან იქ ადგილზე უფრო იაფი ღირს აქ https://www.microcenter.com/product/512484/intel-core-i7-9700k-coffee-lake-36-ghz-lga-1151-boxed-processor ლოლ ეს ნაღდია https://www.amazon.com/gp/huc/view.html?ie=UTF8&newItems=Cb2969dd9-9464-4f62-8fbd-69090fa4064c%2C1 კანადიდან ამაზონზე 9700 230$-იო ლოლ საქართველოში იგზავნება თუ ატრაკებენ რაღაცას ახალია თან

    მე ვკითხულობ კვადროებს და აემდეს შესაბამის პროფესიონალურ ვიდეო კარტებს. არქიკადს და სხვა ვიზუალის პროგებს როგორც წავიკითხე პროფი ვიდეო კარტები სჭირდება რენდერის დროს. არ მაქვს 600 ლარზე მეტი ვიდეოსთვის და ვიყიდი რამეს?

    გაზაფხულზე 2700 400 ლარს შეიძლება ჩამოსცდეს კიდე თუ ეს კურსი დარჩა. ეს პროცი გადაწყვეტილი მაქვს. აი ვიდეო არ ვიცი ჯერ არ შემისწავლია პროფი ვიდეო სეგმენტის კარტები და ამიტომ ვიკითხე იქნებ თქვენ უფრო კომპეტენტური რჩევა მომცეთ

  6. ვნახოთ. შორს აღარაა უკვე ეგ დროც როცა თამაშიც აჯობებს. 

    ? 

    მე მაგალითად გაზაფხულზე ავიღებ 2700 და ვისიამოვნებ. აბა უფრო ნაკლებად მითხარი ეგეთი სიმძლავრის ინთელი და იმას ავიღებ ჯორჯ.

    ხო კიდე აქვე გკითხავთ 200 დოლარად რომელ პროფი ვიდეოს ვიყიდი მეორადს ფასი წარმადობის მიხედვით იქნებ თქვენ ერკვეოდეთ მაგ სეგმენტში

  7. შენი პოსტებიდან გამონაქვს აზრი რომ კომპიუტერი მხოლოდ სათამაშოდ უნდა კაცს და მეტი არაფრისთვის. არაა ეგრე. რამდენიმე წელია აღარ ვთამაშობ და არც ჩემს გარშემო იკლავს მძიმე თამაშებით თავს ვინმე. დაჟე ბავშვებიც ფორთნაითის და ეგეთი თამაშების მეტს აღარაფერს თამაშობენ. გეიმერები არაა კომპიუტერის მომხმარებლის დიდი ნაწილი. ეს ერთი და მეორე კიდე წეღან გითხარი რომ რაიზენით ვერ ითამაშებ? შენ 10 წლის წინანდელი ნიკოლოზის დროინდელი ანტიკვარით თამაშობ და იძახი ჯერ ესეც მყოფნისო და თურმე 3600 და 3800 ყოფილა თამაშებისთვის გამოუსადეგარი? 

    ვიყიდი და ძალიან კარგად გააკეთებს ყველაფერს. მალე ის მიზერული არაფრისმომცემი და შეუმჩნეველუ რამდენიმე კადრიც აღარ იქნება სხვაობა და მერე რას იტყვი? აი შემდეგ თაობაში 3 კადრით რომ გადაუსწროს აემდემ ჰეითერებს რამე დაგრჩებათ კიდე სათქმელი?

    ცოტა რეალურები ვიყოთ და დავეშვათ ძირს.

    თქვა აქ რამდენიმე ადამიანმა და ვეთანხმები რომ სხვა რომ არაფერი  მარტო იმიტომ ვიყიდით აემდეს რომ ეს დღევანდელი რეალობა მან მოგვიტანა და მადლიერები ვართო.

  8. დღეს 3950 რამდენიმე საათში გააქრესო თაროებიდან. თან რეკომენდირებული 750 მაგივრად 950 ყიდეს მაღაზიებმაო.

    მე ვერც ერთს ავიღებ და ვერც მეორეს. მე ავიღებ 2600 ან 2700 ამ გაზაფხულზე. გეიმინგს რაც შეეხება 2600 საკმარისია კი არა და მეტიცაა. არც თამაშს არ სჭირდება 150 ფპს. რა სადმე ვერ გათამაშებს თუ რა? და საერთოდ კომპი მარტო თამაშისთვის არაა მოგონილი. მაგისთვისაა კონსოლები. აღარც თამაშები გამოდის წესიერი კაი ხანია ზედ რომ მიაკვდე. მე უფრო პროფესიონალური ვიდეო კარტა მჭირდება და ძლიერი სარენდერო პროცი არქიკადისთვის და ვიზუალიზაციის პროგებისთვის.

    ამ წუთში ლეპტოპს ვაწვალებ ინთელის აი7 აყენია მესამე თაობის. მაგარი შეღავათს მომცემს რიზენი

  9. ეჰ ესეც ინთელს ნოკაუტი. საწყალი. 

    ერთი ბირთვის სიმძლავრითაც ვეღარ ჯობნის. შტეუდს გააგდებენ.? აჰა მეფეები მოვიდნენ. ჯორჯ შენ ისე ლაპარაკობ გეგონება აემდე ადგილზე იდგეს. ადგილზე კი არა გიჟივით უმატებს პერფომანს ახალ ახალ თაობებს ერთი მეორის მიყოლებით ლამის 3თვეში ერთხელ უშვებენ. აჰა შენ შენი საყვარელი 144 ჰ მონიკების თემაც მორჩა. ქაჩავენ უკვე ახლები მაგასაც

    148829_O.png

    148827_O.png

  10. 39 minutes ago, MaKaSaRa said:

    იმენნა ბიუჯეტურ ზბორკას რომ ვაწყობდე AMD-ს რანაირად მიუახლოვდება ინტელი არ მესმის. 75-80$ B450 MB-ები ღირს, ამწუთას ryzen 2600 114$ ჯამში 200$ გამოდის არცკიდე და ფპს-ში რამდენით უნდა აჯობოს 100ფპს-ს ზევით ეგ პირადად მე არ მაინტერესებს როცა rtx 2080-ების ყიდვას არც ისე ვგეგმავ და არ მგონია გეიმერების 80% მაინც მასეთ ძლიერ კარტებზე იყოს რომ დაიჩაგროს ამდ. სანამ პროცესორი დაალიმიტებს რომელიმე თამაშში მანამდე კარტა მოკვდება საშუალო სეგმენტის 2060-5700-2070-ასეთებს ვგულისხმობ რაც რეალურია უფრო შევიძინო სიტყვაზე. ასე რომ ნებისმიერ ვარიანტში AMD-ს სასარგებლოდ გავაკეთებდი არჩევანს მითუმეტეს ვხედავ რა პოლიტიკა აქვთ. 3 წლის უკანდელ ბიუჯეტურ დედადაფებზეც კი მიდის თანამედროვე პროცესორები. კიდე დასახვეწია ცხადია მაგრამ მე რომ სისტემას შევცვლი ჩემს არჩევანს აუცილებლად ამდ-ზე გავაკეთებ და მცირე წვლილს შევიტან მის წარმატებაში :D 

    მეც მინდა წვლილი შევიტანო აემდეს წარმატებაში. 

    ისე აემდეს თემაში მეტი აემდეზე რომ ვილაპარაკოთ ჯობია მგონი

  11. არა უშავს დაფინანსება დააკლდება. დაგდებული ფასები და ნაკლები გაყიდვები დააკლებს ფულებს.

    მობილურ სეგმენტშიც გამოუშვებენ მომავალ წელს და იქაც დააკლებენ. დიდი ფული რომ ქონდა რა ქნა რო? 50 ჯერ პატარა კომპანია ათრევს ჩუსტივით ამხელა მონსტრს და თან ისე არიან დაბნეულები რა გააკეთონ არ იციან. შტეუდა გააგდონ თუ ის უსაქმური გადაბირებული რაჯა.

    ჯერ გეიმინგშიც აღარ ჩამორჩება და თუ რაღაც რამდენიმე პროცენტით ჩამორჩეს ეგეც არ წყვიტავს რეალურ თამაში არაფერს და თან რომ იცი რომ თამაშითაც არ გაქ პრობლემა და მოშნ პროგრამებშიც კუდსაც არ დაანახებ იგივე ფასის ინთელს მაგრად გისწორდება.

    ნეტა 2-3 კომპანია კიდე შემოვიდეს პროცესორების და ვიდეოს ბაზარზე. აი მაშინ იქნება ამბავი

     

  12. შეუქცევადი პროცესია დაწყებული.  დრო ინთელის საწინააღმდეგოდ მუშაობს ამ ეტაპზე. მონსტრებს უშვებს აემდე და ისეთი აკრეფილი აქვს რომ არც გაჩერდება რამდენიმე წელი. ჩემს გარშემო მასიურად აწყობს ხალხი აემდეზე და სახელიც გაითქვა კარგად. აემდეს ხსენებაზე ყველა იძახის რომ ეს ხომ ძაან ძლიერიაო დ:

    იმ დღეს შევედი მაღაზიაში და კონსულტანტი ეუბნებოდა მყიდველს თუ ძაან ძლიერი გინდა აემდეზე აგიწყობთო.

    თან იაფია და გამყიდველსაც მეტი ფული რჩება. აუწყობს ინთელის ფასებში

  13. კი გიორგი ძლიერია და ამდენი წელი ხალხის გატყავებით დაუგროვდა რესურსი მაგრამ ახლა ამ მომენტმა ხომ გახადა იძულებული დაეგდო ფასები და გაეზარდა სიმძლავრე. ამ სიმძლავრის ინთელის პროცესორს ამ ფასში ვინ წარმოიდგენდა? 

    თურმე ყოფილა შესაძლებელი. 

    და საერთოდ ამერიკის ანტიმონოპოლური სამსახური რას მიკეთებდა ამ ღორი კომპანიის ასალაგმავად? არც არაფერს. მაქსიმუმ იმას რომ ბოლომდე არ გაესრისა აემდე.

    იქაა კორუფცია თუა.

    ძალიან კარგი. დავტკბეთ ამ მომენტით და ვისარგებლოთ პროლეტარიატმა?

  14. რა დრო დაუდგათ ამ გაუმაძღარ ღორებს. უღრმესი მადლობა აემდეს ამისთვის. დასაფასებელია. არადა რიზენები რომ არ გამოეშვა აემდეს ეს ღორების კომპანია 6/12 გაგვატარებინებდა ერთი 5 წელს კიდე.

  15. ეგ თუ მცირე ატრივია?? 

    მცირე ატრივი კი არა ყველა თამაში უგებს კაი მაგრად მაგ მხოლოდ სამაინინგო საცოდაობა პროცესორს. სინთეტიკა და პროგების ტესტი  არ დადეს თორემ მერე გენახა ატრივები.

    მოკლედ ეს წელი იყო აემდესი. ინთელი იძულებული გახდა დააგდოს ფასი. ეს კიდე უფრო დიდ დეფიციტს გამოიწვევს ინთელის პროცესორების. არადა კომპანიას საგზაო რუკაში 2017 წელს 10 ნანო ედო და 2020 წელი მოვიდა და 14 ნანოს აშლიფოვკებს კიდე.

    აი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ატლონს რომ ვერაფერს უპირისპირებდა იმ დროს ინტელი გარდა უაზროდ სიხშირეების გაზრდისა. მერე ერბოკვერცხს და კარტოფილს ერთად რომ შეწვავდი ეგეთი პროცები რომ იყო. ახლა დასჭირდება ქორ2დუოს ნაირი გარღვევა იმიჯი რომ დაიბრუნოს რაც დღევანდელი გადასახედიდან არ ჩანს

    • Like 1
  16. მაგ რუსულ ოვერქლოქერებზე მაგ სტატიის ავტორი ფენიქსა არის ძალიან დაცინული და აგდებული. ექსელის ლომს და ათას რაღაცას ეძახიან უზერები.

    მაგ ტიპს არ აქვს არც პროცესორები და არც არაფერ ტესტებს ეგ არ ატარებს. ეს შენც იცი კარგად. მეორე კიდე უკვე მერამდენე სტატია და შედარება გამოუშვა აემდეს წინა თაობის რიზენს ინთელის ბოლო თაობას რომ ადარებს და 3000 სერიას ცოცხალი თავით არ ადარებს. ამის გამო მთელი ფორუმი დასცინის. შენ კიდე აკოპირებ და აკოპირებ უკვე მერამდენედ ამ აბსურდს. მე სხვა არხებს მოვძებნიდი. 

  17. მე 3600 კი ვფიქრობ მაგრამ შეიძლება 2700x ავიღო. თამაშები აღარაა უკვე წინა პლანზე ჩემთვის. უფრო სამუშაოდ მჭირდება. ლანდშაფტის და შენობების დიზაინს ვაკეთებ და რენდერზე მაქ კომპი ძირითადად ჩართული. აი 5 მაქ 3570კ და ძალს ესაა და ძალს მე. 2700 500 ლარში ვიყიდი და ეგაა რა. 

  18. აღარც იგრებში ჩამორჩება უკვე. ყოველ შემთხვევაში თამაშის დროს თვალი ვერ მიხვდება მაგას. დანარჩენში ხომ კანფეტია აემდეს მესამე სერია. ჩემს მეგობარს აქვს მაღაზია და უკვე იმდენი კაცი კითხულობს რიზენებს რომ ცოტა მქონდა გამითავდა და უნდა მოვიმარაგოო. უკვე გაიგო ნაროდმა რიზენი. მე ვაპირებ 3600 ყიდვას. ახალწლებზე ვიყიდი. 

  19. სულ არ მაინტერესებს ინთელის რაზრაბოტკებში ჩადებული დიდი ფული. არ ჩაუდია აემდეს მაგხელა ფული მარა კი გადააღუნა თავზე ეგ ძვირ რაზრაბოტკა ფულ ჩადებული პროცესორები თავზე. მე ის მანაღვლებს რომ დიდმა ფულიანმა ძიამ თავისი ფინანსებით საბოლოოდ არ მოახრჩოს კონკურენტი რომელმაც ჩვენ დედამიწის ღარიბ მოსახლეობას გაგვაგებინა კარგი პროცესორის გემო და გახადა ხელმისაწვდომი.

     

    ეგაა და ეგ. თუ აემდე გაღორდება იგივეს ვიტყვი იმაზეც.

     

    ისე მე იმას ვხედავ რომ მალე ბაზარზე სხვა პროცესორის მწარმოებლებიც გამოჩნდებიან. ჩინეთს დაუმზადებია საკუთარი წარმოების საკმაოდ ნორმალური პროციკები.

    ინთელის ბლატაობის ხანა დასასრულისკენ მიდის და ამას ვეღარ შეაჩერებს

  20. ამიტომ უნდა თქვას უარი ხალხმა ინთელის გაიაფებულ პროცესორებზე. თუ ინთელი გაიმარჯვებს ათმაგად ამოიღებს ჩვენი ჯიბეებიდან პერსპექტივაში.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.