Jump to content

bloodred

წევრი
  • Posts

    118
  • Joined

  • Last visited

Posts posted by bloodred

  1. 1 hour ago, George said:

    ეგაა 12 ბირთვიანი 24 თრიდიანი ქსეონი 2015 წლის მოდელია 2.5GHZ მუშაობს, მაგრამ ბუსტავს 2800-მდე, აქვს აგრეთვე 3300MHZ ბუსტი ორ თრიდზე, გაგრილებით არ ვიცი რა ეყოფა უფრო, 120 ვატზე გაზავს ოფიციალურათ, ალბათ ნორმალური 4 პაიპიანი კულერი უნდა ეყოს, აი აქა აქვთ შედარებით იაფათ მაგ სოკეტის კულერი http://computex.ge/product_info.php?products_id=1202&osCsid=s4kuqtb55ped6ktkltkvofvfm4 აი ესეც უნდა ეყოს წესით https://www.mymarket.ge/en/pr/18240690/Coolers/Riing-Silent-12-Pro-Blue-CPU-Cooler მაგ პროგრამაში წესით 1060 6გბ უფრო სწრაფი იქნება 580 8გბ კუდა ბირთვებზე, მე როგორც მსმენია მაგ პროგრამის წარმადობას ადარებენ პასმარკის ქულებით, თუ ერთი წინაა მეორეზე მანდ, მანდაც ეგეთივე სხვაობა ექნებაო, პასმარკში ნვიდიაზე 10300-მდე იღებს, ამდ 8700 მგონი საშვალოთ დამატებითი რაზგონის გარეშე, ამიტომ ლუმიონშიც ექნება გარკვეული სხვაობა, მაგრამ ძალზე დიდი არა https://www.videocardbenchmark.net/gpu_list.php

    ჰო ეგრეა ვიდეოებზე. გადავხედე სხვადასხვა ტესტებს. 1060 ჯობნის. ახლა დავაკვირდი და ლუმიონს სულაც არ სჭირდება თურმე ამდენი ბირთვები. უფრო ვიდეო კარტის სიმძლავრე უნდაო და ოპერატიული მინიმუმ 16გბ.

    მაშინ 1155 მაქვს ი5 3570 და იმაზე ჩავსვავ რამე ზიონს 3770 შესაბამის. ვიდეოზე ავიღებ ორიენტაციას

  2. ჯორჯ შენ როგორ ფიქრობ.

    რენდერისთვის მჭირდება კომპი სასწრაფოდ. ამდს ვერ ავიღებ ამ ეტაპზე მაგდენი ფული არ არის.

    აი ეს რომ ავიღო სიმძლავრე ფასის შეფარდებაში წავა? Kllisre X99 LGA2011-3 DDR3- DDR4 + E5 2678v3 +16gb ram

    სადღაც 100$ ღირს პროცესორი და გაგრილება ძვირი დაჯდება ამისი? 

    ხო კიდე ლუმიონს უფრო ვიდეოკარტა ჭირდება მძლავრი და 150-200$ ფარგლებში 1060 ავიღო თუ 580

  3. 3 hours ago, MaKaSaRa said:

    კომპიუტერი თუ მხოლოდ თამაშისთვისაა საჭირო ჰა იყიდონ ინტელი რას დავეძებ მაგრამ რატო უნდა ვაპრავებდე რომელიმე კომპანიის პოლიტიკას მითუმეტეს რომ ჩემი სარგებელი არაფერია ამისგან და ვიღაც სირი ინტელი მილიარდებს მოღუნავს თუ არა არ მკიდია? უფრო ნაკლები წარმადობა რომ ქონდა მაგათი ამდენი წლის ბოგინის გამო არ ვიყიდდი სულ მცირე (4/8 რომ გვამყოფეს 5-7 წელიწადი) სხვა რომ არაფერი და მითუმეტეს რომ უკვე ან თანაბარია და ან უსწრებს უკვე გეიმინგშიდაც თორე სხვებს ვისაც მხოლოდ გეიმინგი არაფრად მიგვაჩნია და უფრო საქმისთვის ვიყენებთ კომპიუტერს მართლა რატო უნდა ავიღო ინტელი არ მესმის.  ახლა რომ ჩანს ამდ-მაც ფასები მოუმატა კი არ მომწონს მაგრამ შეუძლია უკვე და ჰა. როცა ამდ გადაისხავს თავზე მერე ისევ ინტელს მივცემ პადეჟკას თუ ტექნოლოგიურად წინ წავა და პროსტა ცოტა ინსტრუქციების დახვეწაზე და ბეევრ სიხშირის მომატებაზე არ გადაგვატარებს წარმადობის მოსამატებლად. 

    კონკრეტულად დროის ამ მონაკვეთში კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ მხარდაჭერას ამდ-ს მიმართ. თუმცა თუ იგივე წარმადობა ექნება რაც ინტელს და უფრო ძვირი ეღირებაც ვიდრე ინტელი ცხადია ინტელს ავირჩევ ისიც იმიტომ რომ ჩემი მცირე წვლილი შევიტანო ბალანსის შენარჩუნებაში :D 

    მეც ამას ვამბობ 2 წელია.

    პრინციპში ყველა ამას ვამბობთ ამ ფორუმზე ჯორჯის გარდა.

  4. ყოჩაღ ამდ! აი კომპანია და ხალხი. სად მოაგროვეს ამდენი ნიჭიერი ხალხი ერთად.

    კომპანია რომელიც კაპიტალიზაციით და რესურსით ბევრად ჩამორჩება გინდ ინთელს და გინდ ნვიდიას მაინც წინ მიდის და სისხლს უშრობს ორ მონოპოლისტ გიგანტს. 

    მაგარი კარტებია. ვნახოთ რეალური ტესტები აბა.

  5. 3 hours ago, George said:

    ძალიან ეჭვი მეპარება მაგაში, ჯერას ართიც არ ჩაძირულა, ბაზრის წილი სერიოზულათ მარტო დესკტოპ სეგმენტში შეუმცირდა, აგერაა ბოლო ვირტუალური ბაზრის წილი მე ვერაფერ ჩაძირვას მანდ ვერ ვხედავ: https://www.cpubenchmark.net/market_share.html ყველაზე ბევრი მაყუთი რომელ სექტორშიც კეთდება იქ ინტელი ჯერ კიდევ მონოპოლისტია და დიდი ატრივით ლიდერობს, ნუ დატაცენტრები,სერვერები, სუპერკომპიუტერები, მანდ ძალიან უკანაა ამდ და არც ეგ ახალი ეპიკები ცვლიან დიდათ სიტუაციას, სხვათაშორის HEDT სექტორში ძალიან დიდი ფული არც არასდროს კეთდებოდა, ეგ უფრო პრესტიჟისთვის ქონდათ ყოველთვის, ნოუტებშიც მშვენივრათ უბერავენ ამ ეტაპზე, 10 ნონომეტრზე კი მანდ უკვე გადავიდნენ ამ შემოდგომაზე + დაფინანსებაში მაინც დიდი სხვაობაა ეხლაც კი, ეგ კი ლონგ რანში საკმაოთ მნიშვნელოვანი იქნება მაინც, განსაკუთრებით ინტელმაც თუ შეძლო გადასვლა 10 და მოგვიანებით 7 ნანოზე, ინტელს მარტო მაშინ გაძვრება სული განსაკუთრებით დესკტოპ სეგმენთში თუ მართლა ვერ შეძლეს 10-7 ტეხპროცესზე გადასვლა, ისე ფინანსურათ მშვენივრათ გრძნობენ თავს ეხლაც კი, 1/4 დაახლოებით ამდ-ინტელის ჯამური წლიური შემოსავალი და შენ ჩაძირვა უძახე, ანუ ამდ რასაც ახერხებს 1 წელიწადში, ინტელი დაახლოებით 1 კვარტალში ღუნავს, სხვაობა შემცირდა მაგრამ მაინც ძალზე მაღალია, ტეხნოლოგიური უპირატესობა შეიძლება აღარა აქვს მაგრამ ფინანსურათ ჩაძირვამდე ძალიან ბევრი უკლია მაგ კორპორაციას, მაგრამ ძალაუფლებაზე ბრძოლა ნამდვილათ მიმდინარეობს ბოლო წლებში ინტელის ტოპ მენეჯერებს შორის და ერთმანეთსაც უკეტავენ ხშირათ კისლაროდს, მაგრამ ეგ ყველაფერი ჯიბის შეთხელებაზე არ მოქმედებს დიდათ, ჩემი აზრით დაჟე 70-30% რომ გახდეს ჯამური უპირატესობა ამდ სასარგებლოთ ინტელი მაშინაც არ ჩაიძირება და იშოვის თავის კლიენტურას, აგერ ამდ 15% ქონდა ლამის დარჩენილი ბაზრის წილი და გაკოტრების ზღვარზეც კი იყვნენ მისულები 2-3 წელი პადრიათ და არც მაგათ გამძვრალათ სული ბევრათ უფრო მცირე დაფინანსებით და სულ დოლგებში იყვნენ და ინტელს რა გააძრობს სულს მაგდენი მილიარდებით, მაგრამ რაც უფრო მძაფრი კონკურენცია აიწევა მით უკეთესი მაგ ბაზარზე, იქნება ვიდეოკარტებშიც ქნან რამე ახალი ნავის სერიით და ცოტა შეავიწროვონ ნვიდია, ეგეც პოზიტიურათ იმოქმედება ფასებზე, მაგრამ მასეთი ვებერთელა კორპორაციებისთვის მაინც ნეტ ინკომი წყვიტავს საკმაოთ ბევრს და მოქმედებს დალგასროჩნი პერსპექტივებზეც, ეგ პაკაზატელი როცა შეუთხელდება ინტელს მერე დაიწყება მაგ კორპორაციის ჩაძირვა, მანამდე კარგათ გრძნობენ ამ ეტაპზე თავს, კონგრესში კი მე როგორც ვიცი ყოველთვის ინტელს უჭერდენ მხარს და არა ამდ, მაშინაც კი როცა ამდ კარგათ უბერავდა, ეგ არაა შეიძლება საკმარისი მაგრამ მაინც რაღაცას ნიშნავს შტატების ბაზარზე, მიკროსოფტის და ეფლის არ იყოს, ნვიდია და ინტელი ეგრე ადვილათ ვერ ჩაიძირება მაინც და აქამდე არც ყოფილან ძალზე უბედურ კრიზისში, თუმცა ქონდათ ცუდი პერიოდები და სტაგნაციებიც თავის ისტორიაში, ჩინელებს დიდი ხანია უნდათ ინტელის თავიდან მოცილება და მიკროსოფტის მაგრამ ვერაფერი ხეირიანი აქამდე ვერ შექმნეს, რაც გამოუშვეს ეგენი ჩამორჩება მაგათ პროდუქციას ამ ეტაპზე ჯერ, ლოკალურ ბაზარზე თუ ვარგა რამეთ სხვა ქვეყნებში მაგას ვერ გაასაღებ დიდათ მაინც, ამდ კი უფრო ტაივანურ-ამერიკული კორპორაციაა, ანუ ჩინელების პარტიორები არც ეგენი არიან დიდათ, ანუ თეორიულათ შეიძლება ადრე თუ გვიან გამოუშვან ჩინელებმაც დასტოინი კონკურენტი მაგ სფეროშიც, მაგრამ აქამდე არაფერი არა აქვთ კარგი ჯერ-ჯერობით

    ნუ ჩქარობ ჩემო გიორგი ნუ ჩქარობ. არც აემდეს ეჩქარება ახლა და არც ჩინელებს. დრო ახლა მილიარდერი კომპანიის წინააღმდეგ მუშაობს. ეგ მილიარდები ნელნელა დაეხარჯებათ თუ ისეთ ბანძ პროდუქციას გამოუშვებენ რასაც ახლა უშვებენ.

    დაჟე ისიც კადრეს მომხმარებელს და აქციონერებს რომ 14 ნანომეტრზე ახლა უფრო მეტი გვრჩება ვიდრე 10 ნანოზე და ამიტომ ჯერ 2023 წლამდე გამოვუშვებთ ამ ხლამსო.

    ეს პოსტიც დაიმახსოვრე. 2-3 წელში ვნახავთ სად იქნება ინთელი. გეიმერებსაც წაართმევს გოს სექტორსაც ნოუთბუქებსაც და სერვერებსაც.

    ერთმანეთს ვერ ასწრებენ ინვესტორები აემდეს აქციების ყიდვას.

    ინთელ რიპ!

  6. აგებს ყველგან და ყველაფერში უკვე ინთელი.

    ზატო გოსზაკაზები და ბევრი ფული აქ დ:

    შარშანწინდელი პოსტების ძებნა მეზარება რეებს წერდნენ აემდეს რიზენების საცოდაობაზე და ინთელის მიუწვდომელ დიდებაზე ზოგიერთი ღრმად პატივცემული უზერები.

    ინთელ რიპს ვიტყვით მალე როგორც კოდაკი ნოკია და კონიკა ჩაიძირა. 

  7. აღარ დარჩა არცერთი არგუმენტი რატომ უნდა იყიდო ინთელი.

    აი ესაა კონკურენცია. 

    ახლა საჭიროა აემდემ კაპიტალიზაცია დაიწყოს. 

    ინთელის კაპიტალიზაციას უნდა მიუახლოვდეს რაც შეიძლება მალე. აუცილებელია სასერვერო და მობილ სეგმენტიც წაართვას. 

    ეს მატყუარა კომპანია თავის აქციონერებს და კლიენტებს უკვე 7 წელია ატყუებს რომ აი დღე დღეზე გამოუშვებს 10 და 7 ნანომეტრს. 

    ახლა ამ მომენტში აემდეს ეს სერია საჭირო იყო ფსიქოლოგიური ბარიერისთვის რომ ხალხმა დაინახოს აემდემ ყველა კომპონენტში ყველგან გაასწრო ატრივით.

    შემდეგი სერიაც მაქსიმალურად ძლიერი უნდა გამოუშვან. იქაც უნდა დაჩაგრონ. ხალხის თავში უნდა ჩამოყალიბდეს აზრი რომ აემდე თუ გაქ ესე იგი მაგარი პროცესორი გაქვს. 

    მარკეტინგი ძლიერი რამეა. 

    მერე ღორ ნვიდიასაც მოევლება ფული თუ ექნებათ.

  8. უყურეთ ზენ3 პრეზენტაციას?ინთელო დავაი დასვიდანია!

    ერთი რამდენიმე ფპს ქონდათ მეტი რამდენიმე თამაშში და მაგაშიც ჩამოიხიეს.

    აი რაღატო უნდა იყიდო ინთელი.

    დავაი დავაი დასვიდანია

  9. 3090 იყიდის მსოფლიოში ალბათ რამდენიმე ათასი კაცი. 

    ეს უფრო იმიჯ კარტაა აი რა მაგრები ვართო.

    რად მინდა ისეთი კარტა რომელიც ამდენი ეღირება და ამდენ დენს დაწვავს?

    მასე ინთელს ქონია საცდელი მოდელი რომელიც მაგაზე რამდენიმეჯერ მძლავრიაო მაგრამ ერთი ჰესი უნდა.

    რაჯამ თქვა შეგვიძლია 100- 200 ტერაფლოპის კარტაც გამოვუშვათ და ბევრად მეტიცო.

    მთავარი ისაა სამომხმარებლო სეგმენტი რასაც ხმარობს იქ რა სიმძლავრეს შესთავაზებენ რა ფასში.

  10. ეჰ იყო დრო 3dfx ibm xerox nokia ericsson და სხვებიც ცურავდნენ ფულში. ახლა სად არიან? 

    შემოსავალი რომ აქვთ გასავალიც აქვთ. პროცესორებში ინთელის ბლატაობა მორჩა. დღეს იქნება ხვალ თუ 5 წლის მერე მორჩება კინო.

    ალბათ რესტორნების და ტანსაცმლის მაღაზიების ქსელს გახსნიან ოღონდ შტეუდი უნდა გააგდონ თორემ იქაც დაღუპავს😄

     

  11. საცოდავმა ინთელის დირექტორმა ბოდიში მოუხადა ინვესტორებს და კლიენტებს. 7ნმ 3 წელში გვექნებაო. მანამდე უმეტესად 14+++++++++ და კიდე ++++ პროდუქციას მოგაწვდითო😁

    გაგებით მოეკიდეთო.

    ტოპ 10 ყველაზე მეტად გაყიდვად პროცესორებში 7 აემდეა 😄

    მარტო ერთ დღეში ინთელის აქციების ფასებმა 16% დაიკლოო როცა აემდეს აქციების ფასი გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა.

    გვითხარი რამე ჯორჯ თორემ გვენგრევა სარაია😥

  12. აი შუაზეც რომ გაიხნენ მაინც ვეღარ გაიქცევიან წინ. იმიტომ რომ აღარ იძლევა ტექპროცესი და არქიტექტურა მაგის საშუალებას. ფიზიკას ვერ აცდებიან ვერავინ. ლონგ რანი არა შოთ რანი. ამ ტექნოლოგიით ბლატაობა მორჩა. ქორ2 დუოს და აი7 მონოპოლია  დამთავრდა. ახლა ვეღარავინ ვერსად ვეღარ გაიქცევა წინ კონკურენტთან შედარებით. დაჟე სხვა პროცესორების მწარმოებლები დაეწევიან ორივეს რამდენიმე წელში. 

    აი როგორი თემაა იცი? ადრე რომ გამოდიოდა ბრენდი ტელეფონები და ანალოგი ჩინური ტელეფონები. აი როგორც ცა და დედამიწა ეგეთი სხვაობა რომ იყო. მერე შემცირდა ჩამორჩენა და ახლა ბევრი ჩინური მწარმოებელი ჯობნის ძველ ბრენდებს. 

    ვიდეო კარტებზე ხომ საერთოდ მარაზმი მიდის. უმატებენ და უმატებენ ბლოკებს. იმატებს და იმატებს ენერგო მოხმარება და კარტის ფიზიკური ზომა. სადამდე? მეტრიან სიგრძის კარტებს გამოუშვებენ მალე ალბათ 9 მოლექსით და 8 ფანით.

    მოკლედ გატრუხდა და გატრუხდება მალე ეს ტექნოლოგიები. ექსკლუზივები ისტორიას ბარდება. 

    100 მილიარდი. 100 მილიარდი რა ჯანდაბაში გამოიხატება თუ 100ჯერ პატარა კომპანიამ გაჯობა ტექნოლოგიებში და წარმადობაში.

    წვრილად დაახვიოს შტეუდმა და უკან გაიკეთოს ეგ 100 მილიარდი.

    გაუკეთეს უკვე. 

    ჩვენ რა მერე რა ხეირი?

    შეიცვლება ეგ სტატისტიკებიც ჯორჯ შენ არხეინად იყავი.

    მე ინთელის და აემდეს პროცესორები მაინტერესებს და სულ არ ვდარდობ ინთელის სხვა ბიზნესებს და მოგებებს.

     

     

  13. 15 hours ago, George said:

    AMD EPYC Expands High-Performance Cloud Computing System Wins https://www.guru3d.com/news-story/amd-epyc-expands-high-performance-cloud-computing-system-wins.html ერთი ვერ გავიგე ეპიკებამდე 2.5% ქონდათ შემორჩენილი ბაზრის წილი, 2019 Q4 ასულან 2.3% (ეგეც ძალზე ცოტაა) მაგრამ ეხლა ვუყურებ და ისევ 1.9% ამდ ბაზრის წილი, 2020 რაღაცა ისევ შეიცვალა ინტელის სასარგებლოთ, 2020 Q1 მთლათ 1.7% ჩამოსულან, ეგ ლამის ყველაზე დაბალი ბაზრის წილია რაც ოდესმე ქონია ამდ ამ ვირტუალურ ჩარტში https://www.cpubenchmark.net/market_share.html, ნუ ყველაზე დაბალი ქონიათ 2016Q4 სულ რაღაც 1.1%, მობილური პროცესორების  ბაზრის წილში სხვათაშორის ამდ ვნახე და 25.5%-ზე მეტი არც არასდროს ქონიათ 2000 წლებშიც კი, ეხლა 13.8% უკავიათ მარტო

    საერთოდ არ მაინტერესებს ეგ საკითხი ვის რა წილი აქვს. მაგი არ აისახება პროცესორების ფასზე და სიმძლავრეზე. ფაქტია არც ტექნიკის განვითარებაზე.

    მაგ 1.8% წილის აემდემ იმ პატარა რესურსებით უკეთესი დესკტოპებიც მოგვცა, ბევრად მძლავრი სასერვერო პროცესორებიც რომლის ანალოგი არ აქვს ჯერ ინთელს,

    უკეთესი მობილური პროცესორებიც გამოუშვა და ბევრად უკეთესი ინტეგრირებული გრაფიკაც. უკეთესი ენერგო მოხმარებაც და ფასიც უკეთესი. 

    ახლა სდიე 144 ფსპეთი ითამაშებ თუ 135 ით 😁

    ასეა ეს!

    ახლა 1 წელში საერთოდ 5 ნმ გადავა და სდიოს ინთელმა სტატისტიკას და ქრთამები აძლიოს გოს სექტორს და მწარმოებლებს 

  14. მათემ და მე ვიცით ის რომ ღორებს არ დავუჭიროთ მხარი. ვინც გინდა ის იყოს. 

    დანარჩენი ყველამ თავის საქმე იცის. 

    უბრალოდ თუ მაგრები იყვნენ როგორც ჯორჯი ხატავს ინთელს გაეგრძელებინათ იგივე ფასში პროცესორების გაყიდვა.

    ინთელის ფანები ვერ ხვდებით ერთ ჭეშმარიტებას. იმ ფასში ახლა რომ გეღირსათ ინთელის პროცესორები ეგ აემდეს დამსახურებაა.

    რა ტექნოლოგიებში ფულის ჩადებაზეა ლაპარაკი წესიერი აპარატურა არ უნდათ აესემელისგან რომ იყიდონ ისეთი ღორები არიან.

    ძველი სკანერები გაწყვიტეს წელში.

    კი ბატონო გათავხედება აემდეც და ყველაც თუ მარტო დარჩა მაგრამ ჯერ იქამდე ძალიან შორია იმდენად დიდია ღორი ინთელის რესურსი.

    იყიდე აემდეს ბარათები და ხელს შეუწყობ ნვიდიას ალაგმვას.

    თან ინთელი და ნვიდია იყიდო და თან დაბალი ფასები გინდოდეს არ გამოდის ეგრე სხვის ხარჯზე

     

  15. არც თამაშითაა ყველა დაკავებული. დადე ინთელის ზიონის ტესტები და უარესი იქნება გეიმინგში.

    და თუ ინთელის სასერვერომ კიდე უფრო მოიმატა მაგაში არაფერია გასახარი. პირიქი.

    ხომ გვიხარია 6-8-10-12-16 ბირთვები ხელმისაწვდომ ფასად. აი ეგ არის აემდეს დამსახურება თორემ კიდე კაი ხანი იმაიმუნებდა ინთელი.

    ნელნელა ართმევს ბაზარს და ეს კარგია. ნუ სექტა სექტაა და ეგენი ორჯერ ნელიც რომ იყოს ინთელი და ხუთჯერ მეტიც რომც ღირდეს მაინც ინთელს იყიდიან.

    • Upvote 3
  16. ეგ ახლა გვგონია ჯორჯ რომ 12 თრიდი საკმარისი იქნება კაი ხანი იგრებში. ისე უცბათ დაალიმიტებენ რომ თვალს ვერ დავახამხამებთ.

    არავის არ აწყობს უკვე 10 წელი გაქაჩინოს პროცესორმა

  17. მოკლედ ამ ეტაპზე წარმოებაში დაახლოებით პარიტეტია რა. ფასებშიც თითქმის. ზოგან ერთი და ზოგან მეორე მცირე უპირატესობით წინ და უკან.

    საქმე უკვე გემოვნებაში და შეხედულებაშია ვინ რას აიღებს.

    მე და თუნდაც ამ ფორუმელთა უმეტესობა აემდესკენ ვიხრებით.

    უმცირესობა ინთელისკენ.

    იმედია ასე გაგრძელდება კიდე და ეს სასიკეთოთ წაადგება ყველას.

     

  18. 17 hours ago, მათე said:

    არ ჯდება ძვირი მაგაზე დავწერე ზემოთ. შენ ეტყობა საერთოდ არ კითხულობ ხოლმე ჩემ პოსტებს. ინტელზე სულ მაზერები უნდა იცვალო და უკვე საკმაოდ ფასიანი გაგრილებაც გინდა და AMD-ზე ეგე 4 წელია იგივე მაზრზე ზის ხალხი. ეხლაც 4000 სერიის მხარდაჭერა ექნებაო ზოგ 4xx სერიის მაზერზე, უფრო სადაც 32 MB bios -ა, რადგან ადგილი არაა და იმასაც ამბობდნენ ძველ რაიზენების საპორტს ამოვიღებთ და მაგით ახალი სერიის საპორტს ჩავუდებთო ზოგი მწარმოებელი. ფასებიც უცებ ვარდება ეგერ 380$-დ 3900x იჩითებოდა უკვე 12 ბირთვიან და 24 ნაკადიანი პროცესორი. 400$-მდეა ეხლა მაგის ფასი. იდეალური რამეა მაგ ფასად. ეხლა რო გადავხედე მაგარი უაზრობა კაკრას 25%-თ ნაკლები რაოდენობის ბირთვების მქონე პროცესორის ყიდვაა მე თუ მკითხავ რადგან გეიმინგში უმნიშვნელო სხვაობა ყოფილა რო გადავავლე youtube-ზეც თვალი. სამაგიეროდ დანარჩენ ყველაფერში ryzen ჯობია და მაგას ყველა ამბობს რომ productivity-ში amd 100% ჯობია.

    B450 ჩიპსეტი ვისაც აქვს ბიოსის განახლების მერე 4000 სერიაც წავა. მეტი რაღა ქნან? 

    ეგ 3000 რეფრეშიც კაი იქნება. 200 დან 500 მჰ მდე დაემატებაო. სტოკზე და რაზგონზე. აიღებს ბ350 მაზერის მფლობელი და კმაყოფილი იქნება.

    აი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის რამხელა საქმე გაუკეთა მომხმარებელს აემდემ. ამის არ დანახვა შეუძლებელია. 228 დოლარამდე ჩამოაქვესკნელებინა ინთელს ახალი ძლიერი პროცესორის ფასი. მეტი რა ქნას? მილიარდები რომ დააგროვა მერე მაგით ჩვენ რა? მე შენ გეტყვი ტექნოლოგიებში ჩადო და წინ წაწია კაციბრიობა. აგერ უკვე 5 წელია ხეხავს 14 ნმ. ღორები.

     

    ვიღაც ინდოელ რაჯკაპურსაც კი აქვს თავი მაგის ყიდვის უკვე.

    კაია კაი კონკურენცია. ახლა ვიდეო კარტების ბაზარზეა ეს საკითხი მოსაგვარებელი. ძალიან თავზე აქვს გადაიმასქნებული ნვიდიას.

     

    ეგ ყბადაღებული რამდენიმე ეფპიესი კიდე არის სისულელე როგორც ზემოთ დაწერეს. თან ეგ სხვაობა რომ მისცეს 1000 და 2000 დოლარიანი ტოპ კარტა უნდა გედოს კეისში თავისი 200 დოლარიანი კვებით. რამდენი ყიდულობს ნეტა 2080ti ს? 

    ასე რომ ჩემი მადლიერი ხმა აემდეს!

     

  19. 19 minutes ago, მათე said:

    კი single thread-შიც ჩამორჩება ერთ სიხშირეზე. 4000 სერიაზეც თუ გაამართლა AMD-ს სიტყვამ მაშინ სერიოზულ შარშია ინტელი. ნუ აქამდე რაც თქვეს გამოდის zen, zen+, zen2-ში ანუ 3 თაობაში ამოიღეს ინტელის 8 თაობის წინსვლა. ბულდოზერი მგონი დაჟე ინტელის მეორე თაობის sandy bridge-ს დონეზეც არ იყო. ეს ბოლო კი აშკარად clock for clock ჯობია ინტელს. ინტელებს უბრალოდ ძალიან მაღალი სიხშირეები აქვთ, თუმცა ამავდროულად ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარენ და შესაბამისად ცხელდებიან.

    10900k-ს ტესტები ვნახე წყლის 150$-იან გაგრილებაზე დატვირთვაზე 93 გრადუსზე ავიდა და 250 W-ს მოიხმარდა :D

    ფასები კი დააგდებინა AMD-მ ცოტა პროცესორებზე, მაგრამ მაგარი უაზრობაა ინტელი რა. სულ ახალ ახალი მაზერი უნდა იყიდო, პროცესორები მაინც ცოტა ძვირია AMD-სთან და ამას პლიუს ძვირიანი გაგრილებებიც უნდათ. ჯამში რას იღებ ოდნავ სწრაფია ზოგ თამაშში. ვსო. პროდუქტიულობაში AMD ბევრად ჯობია და ყველაფრის გათვალისწინებით AMD-ს აღება ჯობია ინტელისას.

    ლიზამ თქვა მეოთხე თაობაში ჯერ მოვკლავთ ინთელს და დავმარხავთო. მერე ამოვიღებთ და დავწვავთო მერე ფერფლს წყალს გავატანთო.

    20% სხვაობა არა იხვის ტოლმა. 2-3 წუთი იძლევა 5 გეგაჰერცზე მეტს და იმ მომენტში იღებენ სქრინებს. რამდენიმე თამაში ანახა რამდენიმე პროცენტით მეტი. ეგ არი და ეგ. რეალურ თამაში აზრი არა აქ მაგას. ბევრი ვიდეო და ტესტია ჩატარებული ამის შესახებ. დაჟე i3 იძლეოდა ხოლმე ვითომ მაღალ ეფპიესს და რეალობაში ლაგავდა. 

    ეგ მაღალი სიხშირეები ვეღარ ექნება უფრო პატარა ნანომეტრზე და მაგ ქაღალდზე დაწერილ უპირატესობასაც დაკარგავს. იციან ეგ და იმიტომაც ებღაუჯებიან 14+++++++ უსასრულობამდე ტექპროცესს.

    ვნახავთ რაის 5.3 ექნება ინთელს 7ნმზე. თუ ეღირსად კიდე 10 წლის მერე ეგ ტექპროცესი

     

    ?

  20. აშკარად ჩამორჩა არქიტექტურაშიც ინთელი.

    4.7 რატომ უნდა ჯობნიდეს მთელი 600 mhz მეტს.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.