Jump to content

bloodred

წევრი
  • Posts

    118
  • Joined

  • Last visited

Posts posted by bloodred

  1. On 1/9/2023 at 8:09 AM, George said:

    Intel Arc A750 ვიდეოკარტის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/3dv/intel-arc-a750-review.html ნუ ინტელს მაგაზე მძლავრი კარტაც აქვს გამოშვებული 16გბ VRAM რომელიც სადღაც 3060 და 3060Ti შხვაში დგას პერფორმანსით, A770 ვგულუსხმობ, ეგ კარტა უფრო 6600 და 3060 უწევს კონკურენციას მაქსიმუმ, მემგონი ყველაზე ძლიერ კარტათ 8გბ მოდელებში 3070Ti დარჩება, როგორც ალბათ 12გბ მოდელებში 4070Ti, მეეჭვება ამდ მაგაზე ძლიერი კარტა გამოუშვას 12გბ მოდელებიდან 7000 სერიიდან, 7800 იდეაში შეკვეცილი წარმადობით იქნება მაგრამ მაინც 16გბ GDDR6-ზე მემგონი, 7700XT კი 12გბ რომც იყოს თუ აჯობა ან გაუტოლდა მაქსიმუმ მემგონი მაინც 4070, თუმცა ისეთი პირი უჩანს რომ უფრო 4060Ti დაჩაგრავს ეგ ამდ კარტა და 6800 აჯობებს კაკრაზ 4070 ცოტათი, ნუ ჯერ გამოვიდენ მაინც, რაც უკვე გამოვიდა იმ მოდელების კვალობაზე ვაკეთებ ეგეთ ვივოდებს მარტო

    Intel Graphics Driver Now Supports Arc, 11th, 12th and 13th Generation Core Processors with One Package https://en.gamegpu.com/game/graficheskij-drajver-intel-teper-podderzhivaet-protsessory-arc-11-go-12-go-i-13-go-pokoleniya-core-s-odnim-paketom

    არ დავკვირვებივარ ინთელის კარტების გაყიდვის სტატისტიკას და საერთოდ ოემის გარდა ვინმე ყიდულობს მაგ კარტებს? ფასი დაბალი არ აქვს და ობიექტურად რომ ვთქვა მე პირადად არ ვიყიდიდი მაგ კარტებს.

  2. On 1/9/2023 at 10:34 AM, George said:

    ნუ ეგრე ფაქტიურათ 10 წელიც გაგიქაჩავდა იგივე 8700K რა არა, როცა გამოვიდა იქიდან რომ აგეთვალა, ალბათ კი, მერე კი უკვე გაუჭირდებოდა მაგრამ ეგრე კი გეყოფა, მე სხვა ვიგულისხმე უფრო, სერიოზული წარმადობა დაგრჩება ეგეთებზე სულ მცირე 5 წელი მაინც რამე დიდი ჩავარდნების გარეშე, ელექტროსადგური არაფერ შვაშია თუ რენდერში გჭირდება ეგ პროცესორები, გეიმინგისთვის ეგეთი არაა საჭირო და უბრალო მოხმარებელს კი ეყოფა 13400 ან თუნდაც ეგ 7600, თან კარგი ზაპასით და არა ისე, როგორც უფრო ბიუჯეტური გეიმერული სბორკების ფლობელებს, რაც არ უნდა იყოს 7800X და 13600K ძალზე მძლავრი პროცესორებია მაგ ბოლო სერიაზე, მაგაზე მეტის აღება არც ღირს თუ რამე სერიოზული საქმისთვის არ გჭირდება, ეხება გეიმინგსაც და ისეც საშვალო რენდერი და სხვა რაღაცეები გრაფიკაში თუნდაც, X3D რაც შეეხება ჩისტა ფასი-წარმადობით ძალიან ნიტო პონტი გამოდის რომ გადაითვალო ყველაფერი, კაკ მინიმუმ თავიდან მაგ ფასათ რაც ეგ მოდელები ეღირება გამოსვლის პირველ დღეებში, თან მანდ ავტომატურათ არ გიმატებს წარმადობას ყველგან, ზოგან კარგი მატება აქვს, ზოგან საერთოდ არაფერი, მაგრამ ფასი მეტი უნდა მიცე ორივე შემთხვევაში, ეგეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ერთია 350$ სეილზე რომ დაითრევ და მეორე ლამის 550$ მიცემ თავიდან, არის სხვაობა მაინც, ისე 13700K კარგი ძლიერი რამეა სარენდეროთ თუ გინდოდა, დაჟე აქვს 7800X უპირატესობა მულტითრიდინგში და უფრო 7900X არის ახლოს მაინც, 8+8 ბირთვი აქვს და მაგიტომ, ანუ ფორმალურათ 16 ბირთვიანი პროცესორია, ოღონდ 8 დამატებითი პატარა ბირთვი განახევრებული წარმადობისაა დაახლოებით დიდ ბირთვს თუ შევადარებთ მაგ პროცესორის, ცალკე გეიმინგში ეგეთის დათრევა ცოტა არ იყოს და ბევრიცაა დაჟე სტრიმინგისთვისაც კი, 13600K გეყოფა თავისუფლათ მაგ საქმისთვის, მაგას უფრო ისინი იღებენ ვისაც ბევრი რაღაცისთვის ჭირდება უფრო პროცესორი + ენტუზიასტები აწყობან კრუტოი სბორკებს ეგეთებზე ან მთლათ 13900K, ზუსტათ იგივე თემაა ამდ 7900-7950X, მარტო გეიმინგისთვის (ენტუზიასტი თუ არ ხარ) ცოდოა ეგეთის აღება, თუ დობრათ მაყუთი გაქვს რატომაც არა, დიდხანს ძლებენ მაინც მაგდენ ბირთვიანი პროცესორები, ადვილათ არ დაგისტუკებს ბირთვების სიმცირის გამო, ისე შეიძლება თეორიულათ 4090-4080 არ იყოს ან 7900xtx ბევრათ მეტს უნდოდეს ეგეთი ძლიერი პროცესორების ყიდვა მაგრამ ფასი და სხვა ფაქტორები ატორმუზებინებს მაზერი იქნება თუ გაგრილება თუნდაც, ზოგი კი მერე თრეულობს უკვე კარგათ რომ გაიაფდება, მაგრამ ყველაზე პოპულარული მოდელები მაინც 7800 და ქვემოთ იქნება ამდ-ზე და 13700 და ქვემოთ ინტელზე, ყველაზე ძვირიანებს უფრო ნაკლები დაითრევს, თუმცა ჩვენთან 7800x-13700k პატალოკია ბევრისთვის და ხშირ შემთხვევაში ვერც 13600k-7700 თრეულობენ, მაგრამ არც ეგეთი იშვიათობაა უკვე ეგეთი სიმძლავრის სბორკები, აქვს მაინც ბევრს ფული მაგისთვის მაინც ჩვენთანაც, ნუ სისტემას მართლა 5-6 წელი თუ გაგიქაჩა კიდე ააწყობ 1000-1200$ სიტყვაზე მთელ სბორკას, მაგრამ ცალკე რომ ვიდეოკარტაც ლამის მაგდენი ჯდება ნუ 900-1000$ მაინც ეგ ტეხავს უკვე მაგარი და ბევრი ვეღარც ქაჩავს ყველაფერს ან კარგა ხანი უცდის როდის შეძლებს ყველაფრის ყიდვას უკვე, კარტები გაძვირდა საშინლათ, პროცესორები ეგრე არ გაძვირებულა მაინც, ისე 2000 ვატიანი კვება არ ჭირდება დაჟე 13900K-7950X კი 4090-7900XTX თუნდაც, ალბათ თუ გახევას არ აპირებ რაზგონზე ეგეთს 1000 ვატიანიც ეყოფა, მაგაზე სკრომნი ვარიანტებს კი უფრო 850 ვატი დაჭირდება მაგ ახალ ძლიერ სისტემებზე, მეტი ნამდვილათ არ უნდა და ელექტოსადგური მარტო ფორმალურათ ერქმის მაგ სისტემებს, რახან ძალზე დიდი აქვთ წარმადობა მაგხელა ვატებს სადაც ჭამენ უკვე

    იმას ვგულისხმობ რომ, ვისაც უკვე აქვს ინთელის მეთერთმეტე მეთორმეტე ან აემდეს მეხუთე სერია არაფერში არ სჭირდება აფდეითი თუ ვიღაც მარკეტინგს აყოლილი ტიპი ან ტექნოლოგიების მოყვარული ფულიანი ენთუზიასტი არაა.

    შეადარე თაობები და კარგად ჩანს რამხელაზე მოიმატა ენერგიის მოხმარებამ გინდა პროცესორებში და გინდა ვიდეო კარტებში. საერთოდ მეც და ბევრიც უკვე ფიქრობს რომ იყიდოს მინი ქეისი, მინი მაზერით და მინი კვებით. 5700G იმიტომ ავარჩიე რომ არც გაგიჟებული მოთამაშე ვარ და თამაშებს კიდე სრედნებზე და ლოუზე ყელამდე ყოფნის ამის ინტეგრირებული. არანაირი ლაგები და სტატერები არ აქვს. პროცესორის ჩასტიც ყელამდე მყოფნის მართლა ყველაფერში. 3600 რამები მიყენია ბალისტიკები. ვიფიქრე 4000 გავცვლი მეთქი მაგრამ რომ გადავხედე ტესტებს იმდენად მიზერია სხვაობა რომ გადავიფიქრე.

    მე პირადად ერთ სამ თაობას გადავახტები გინდა ერთი კომპანიის და გინდა მეორის. 

     

  3. ჩვეულებრივი და დაჟე ცოტა მეტი რო უნდა იმ მომხმარებლისთვისაც კი სრულიად საკმარისია მეთერთმეტე სერიაც მეთორმეტეც და აემდეს მეხუთე სერიაც. 99% არ აქვს 500 ჰერციანი უზარმაზარი მონიტორები 1500 ვატიანი კვება და 2000$ ვიდეო კარტები ერთი ელექტრო სადგური და 1000$ წყლის გაგრილება რომ სჭირდება. Აი როგორც ჯორჯს უყვარს თქმა ჩემი 5800× და მეორე 5700g მეყოფა დობრად ხუთი და მეტი წელიც. თამაშსიც მუშაობაშიც და ა.შ. თუ ვინმეს სერვერი ან უზარმაზარი პროექტებისთვის უნდა ეგერაა თრიდრიპერი და ზიონები 500 ბირთვით. რეალურად ზედმეტია უკვე ამხელა წარმადობები მასიური მომხმარებლისთვის

  4. 3 hours ago, Harmony Lines said:

    აღარ ვარ APU-ზე, გავყიდე ეგ სისტემა, ჩემს ძველ MSI-ს ლეპტოპზე ვარ ახლა და რაღაც პერიოდი ამაზე ვიქნები და ჯერ ეს მინდა გავაძლიერო ერთი ცალი 8GB-იანი რამი აყენია და მეორე 8-იანი გამოვწერე ჯერ მაგით დავიწყე, მერე თერმოპასტას შევუცვლი და ბოლოს სსდ-ს დავუყენებ, ამ msi-ს გაყიდვა დამენანება, მაინც პირველი ნოუთბუქია ჩემი რომელიც ვიყიდე და რელეიშენშიფი მაქვს ჩემებური ამ ნოუთბუქთან...:დ 

    სამომავლოდ მირჩევნია მინი პისი ვიყიდო რამე საბოლოოდ თუ ვიყიდი, მომწონს ძალიან მინი პისიები თან ახალი ექსფერიენსი იქნება ჩემთვის, აფგრეიდის საშუალებაც საკმაოდ გაქვს...

    https://store.minisforum.com/collections/home-mini-pc-series/products/x500?variant=40755935838369 

     

    ზუსტად შენს აზრზე ვარ მეც. თუ აემდე ახალ ძლიერ apu გამოუშვებს აუცილებლად ვიყიდი მასზე აწყობილ მინი პისის. Არც 4k ვთამაშობ და არც 8k. Არც ონლაინ გეიმერი ვარ. Უზარმაზარ 9 სლოტიან და 80სანტიმეტრიანი ძლიერ ვიდეო კარტას უბრალოდ უნდა ვაწვევინო დენი. Დავდო უზარმაზარი ქეისი 9 ფშვიტინა ქულერით და წყლის გაგრილების პომპებით, უზარმაზარი ვატიანი ბლოკპიტანიით. 400 ვატიანი ინთელის 999 დიდი და დაკოდილ ბირთვებიანი პროცესორით.  Დღეს ჩემი პრიორიტეტებია ჩუმი გრილი კომპიუტერი. Დენის მოხმარება და სიმძლავრის შეფარდება. კომპაქტურობა. შარშან ბევრი ავწონ დავწონე და ამ კრიტერიუმებით ავაწყე 5700G. 

    Არქიკადში ლუმიონში, ფოტოშოფში 3დ მაქსში ყველაფერში გვყოფნის სამ ოჯახის წევრს ვინც რაში ვმუშაობთ. 32გბ 3600 რამები დავაყენე crusial დაბალი ტაიმინგებით. თამაშებსაც ვთამაშობთ 1080p ყველანაირს არც სტრატერები აქ და ლაგები. 

  5. 13 minutes ago, gtsetsadze said:

    ინტელის ინტეგრირებულს ჯობია? პრემიერში გამოდგება თუ იცი?

    რა შედარებაა. ჯობია ბევრად. Პრემიერში არ ვიცი ალბათ გამოდგება.

    Ბიოსიდან შეგიძლია გაუზარდო მეხსიერება თუმცა 512 და 4გბ დატესტეს და არ ჰქონდა სხვაობა. Ალბათ ავტომატურად იყენებს იმდენს რაც სჭირდება.

    Მე მაქვს ამისი უფროსი ძმა 5700g

    Და თამაშებში არ მეგონა თუ ასე კარგად მათამაშებდა. 

    • Upvote 1
  6. 9 hours ago, George said:

    თუ ერთ თრიდზე წარმადობა ასე თუ ისე რეალურია, მაგ შემთხვევაში 9000 ქულა უფრო ლოგიკური იქნებოდა 8+8 დიდი თრიდებით და 8 პატარით ვიდრე რაც მანდ უწერიათ, დავუცადოთ მართლა რამდენს დადებს ფინალური ვერსია, ანუ მაქსიმუმ 5900X ქულები მგონია მე მაინც, მეტი მეეჭვება, ეგეც თუ მართლა ეგეთი დიდი მატება აქვს ერთ თრიდზე, ისე ეგ 8 პატარა ბირთვი შეიძლება ძველ 7700K მძლავრიც აღმოჩნდეს ანუ ცალკე ეგ გათამაშებს დაჟე ნორმალურათ, რახან ეგ 8 ბირთვიანია და ის 4+4 იყო, თან ეგ DDR5-ზეა და PCI-E 5,0-ზე უკვე + გაორმაგებული L3 კეში აქვს, მაგ პატარა ბირთვების გაორმაგებაზეც იყო საუბარი 13 სერიის 10 ნანომეტრიან i9-ზე, ანუ იქ 32 თრიდამდე უნდათ გაზარდონ უკვე, მაგრამ ჯერ ეგ გამოვიდეს, ვნახოთ რამდენათ ძლიერი იქნება და რას უმატებს რეალურათ ეგ პატარა ბირთვები და სად

    ხო საინტერესოა.

    კიდე ის მაინტერესებს შესაბამისი დატვირთვის არ არსებობის შემთხვევაში ენერგო ეფექტირობისთვის ეს პატარა ბირთვები მუშაობს მხოლოდ თუ მთლიანი პროცესორი.

    ეს თუ ასეა ეს იქნება ყველაზე სწორი მიდგომა ამ პროცესორში.

    ახალი ინტეგრირებული რომ ჩადეს მიდლში ეგეც ყველაზე მეტად  საინტერესოა  ვიდეო კარტების დეფიციტის პერიოდში. საინტერესოა რა სიმძლავრისაა ეგ ინტეგრირებილი ჯპუ.

     

     

     

  7. 20 hours ago, George said:

    Alleged Intel Core i9-12900K beats AMD Ryzen 9 5950X with Cinebench R20 (bigtime) https://www.guru3d.com/news-story/alleged-intel-core-i9-12900k-beats-amd-ryzen-9-5950x-with-cinebench-r20-(bigtime).html

    არა მგონია ეს ინფო მართალი იყოს რადგან ერთერთი ენთუზიასტის დადებულია.

    როგორც წერენ ინთელის ამ პროცს აქვს 8 ძლიერი ბირთვი თავისი 8 თრიდით და 8 სუსტი ბირთვი უთრიდოთ. გამოდის 16 ბირთვი 8ძლიერი + 8სუსტი + 8 თრიდი. ანუ სულ 24 აემდეს აქვს სრული ძლიერი 16 ბირთვი + 16 თრიდი სულ 32. კაი შეიძლება ერთ თრიდში ჯობდეს. ნუ მე ეჭვი მეპარება 26% ჯობდეს მაგრამ ვთქვათ. აი მრავალ ბირთვიან რეჟიმში რანაირად აჯობებს ვერ ვხვდები.

    ვნახოთ რამდენიმე თვეში გავიგებთ. 

  8. პრობლემა აემდესი არის ის რომ ჩიპების მწარმოებლები ვერ აკმაყოფილებენ მიწოდებას რადგან ვაშლს აქვს ყველა რესურსი დაკავებული.

    ამ მომენტისთვის ერთ კი არა ორი თაობა აქვთ წინსწრებით უკვე მზად მაგრამ ვერ უმზადებს tsmc.

     

  9. 8 hours ago, George said:

    BIOSTAR Announces B550T-Silver Motherboard https://www.guru3d.com/news-story/biostar-announces-b550t-silver-motherboard.html

    ძვირიანი Ryzen 9 5950X 32 თრიდიანის და GeForce RTX 3090 კომბო რომელიც ბიუჯეტური მანქანის ფასი ჯდება ეხლა: https://overclockers.ru/blog/Zystax/show/49746/sborka-moschnogo-igrovogo-kompjutera-po-cene-avtomobilya-v-2021-godu ძვირიან მონიტორთან და სხვა ნაწილებთან ერთად ეხლანდელი მაღალი ფასებით გამოვიდა 12700$-მდე ლოლ, რამე მანქანა ნამდვილათ მოგივა მაგ ფასათ უხმარიც კი ალბათ

    ეს სისტემა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოხმარებისთვის რაც არ უნდა გეიმერი ან პრადვინუტი მომხმარებელი იყო ზედმეტია.

    ეს არის რაბოჩი სისტემა. 3დ, არქიტექტურული გრაფიკული ან დიდი გამოთვლითი პროგრამებისთვის. 

    ესეთი სამუშაო პროგრამები ასეთი სისტემის ფულს თავისუფლად ამოიღებს.

  10. ვნახოთ. მეც არაერთხელ დავწერე რომ მივესალმები ინტეგრირებული გრაფიკის განვითარებას თორემ მაინიგმა და ფასების კატასტროფულად აწევამ მსოფლიო დატოვა ხელცარიელი.

    ბევრი პლიუსიც აქვს ინტეგრირებულს. ცოტა დენის მოხმარება მინი ქეისებში მოთავსება წონა და ა.შ.

    მე მაგალითად აღარ ვთამაშობ ან იშვიათად. თანახმა ვარ საშუალო რეზოლუციაზე და საშუალო სეტინგებზე თუ გაქაჩავს თამაშებს ინტეგრირებულები. 

  11. ხო ამ პაპსა ეპლმა შეჭამა ყველა რესურსი. 

    მაინინგმა ვიდეო კარტები შეჭამა მაგრამ წარმოების სიმძლავრეები არ ყოფნის უკვე მსოფლიოს.

    ხან მეხსიერების ჩიპებია დეფიციტში ხან პროცები და ხან ჯეპეუები. წელს კიდე ახალი კონსოლების გამოშვებაც დაემატა და კატასტოფა დეფიციტია ყველგან.

  12. 7 hours ago, George said:

    Ryzen 3 3100 VS Ryzen 5 1600 დააჯახეს ერთმანეთს იგრებში  GeForce RTX 2070 Super-ზე: https://overclockers.ru/lab/show/108093/bitva-processorov-ryzen-3-3100-vs-ryzen-5-1600-v-svyazke-s-videokartoj-geforce-rtx-2070-super ანუ ძველი 12 თრიდიანი ახალი 8 თრიდიანის წინააღმდეგ, რაზგონზე თუ ამუშავებ ძველს ახალს უკვე აღარ ჩამოუვარდება მაგ კარტაზე, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ წურავენ ეგ პროცესორები ეგეთ კარტას როგორც ალბათ 5700XT-1080ti

    ბევრს სულ არ აინტერესებს თამაშები. აი მე მაგალითად დამაინტერესებდა ამ ორი პროცესორის შედარება პროგრამებში.

    გაძვირდა ძველი რიზენებიც. ალიზე მეგონა დავარდებოდა ფასი მაგრამ უფრო მოიმატა.

    ესეც ვიდეო კარტები ხო არაა კაცო.

  13. დღეს თქვა ინთელის დირექტორმა მომავალ წლებში პისი სექტორში მთავარ კონკურენტად ეფლს განვიხილავთო.

    ზოგადად კარგია ბაზარი რომ გაიშალა და ერთ კომპანიას არ მიყავს პარადი მაგრამ ახლა სხვა პრობლემა გამოჩნდა. ადრე თუ ინთელი გლობალ ფაუნდერსი  ტიესემსი სამსუნგი და კიდე იყვნენ კომპანიები უშვებდნენ ჩიპებს ახლა ეს TSMC გაიჭრა წინ და ყველა ცდილობს ამათ დაუკვეთოს. ამათ კიდე სიმძლავრეები აღარ ყოფნით. ამიტომ დეფიციტი წარმოიქმნა ბევრ სეგმენტში.

    ჯერ აემდეს პროცესორებს და ვიდეო კარტებს ძლივს ასწრებდა და ახლა ვაშლი და ინთელიც ემატება. ამიტომ თუ კონკურენციამ ფასები დააგდო ეს დეფიციტი ფასებს ზემოთ წევს. ამას ემატება ეს ოხერი კიბო მაინინგიც. ახლა აშკარად გამოჩნდა რომ საჭიროა ახალი ჩიპების დამამზადებელი. აქაა უკვე საჭირო კონკურენცია.

  14. მე მქონდა ადრე E5450 მაგ მაზერზე 3.8 მეტი ვერ დავიჭირე სტაბილურად. 3.9 ლურჯ ეკრანს მიგდებდა. ვოლტაჟი არ მახსოვს მაგრამ კაი ბლომად მქონდა დაყენებული. თუ 3.8 იმუშავებს დატოვე. 3.8 და 4.0 შორის დიდი სხვაობა არ იქნება.

  15. ინთელმა იმიტომ გადაასწრო მაშინ რომ უკეთესი პროცესორები გამოუშვა რასაც აემდემ 15 წელი ვეღარ უპასუხა.

    როცა უპასუხა შედეგიც სახეზეა.

    გოგლა თქმის არ იყოს 3-4 წელი უნდა კიდე ასეთი ტემპით რომ აემდე ფეხზე დადგეს.

    ჩინური რუსული და სხვა ალტერნატივა თუ შემოვა მივესალმები. 

    იგივეს მივესალმები ვიდეოკარტების ბაზარზე თორემ არაადეკვატური კოსმოსი ფასებია. თან ეს ორი კომპანია ვეღარც აკმაყოფილებს ბაზარს.

  16. ინთელი იძულებილია მაქსიმალურად დაწიოს ფასები.

    შეტრიალდა სიტუაცია. ადრე აემდე აკეთებდა იგივეს.

    ახლა ფასი წარმადობით ინთელი უკეთესი გახდა.

    რომ შეეძლოს ინთელი არაფრით არ იზავდა ფასის დაწევას. როგორც ჩანს არ შეუძლიათ. როგორც ჩანს ვერც 10 ნანომეტრი გამოდის ისეთი რომ რამედ ღირდეს.

    მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ნელნელა ფინანსური გათანაბრებაც მოხდება.

  17. მე იმას ვამბობ რომ ამ სერიით აემდეს 5000 სერიას ვერ გადაასწრო. კონკურენტული გარემო ვერ შექმნა. ამდს პროცესორების გაყიდვის პრობლემა არ აქვს. პირიქით დამზადების პრობლემა უფრო აქ. მყიდველი მეტია ვიდრე მიწოდება შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს რომ ფასს არ დააგდებს.

    შენ კი იცი ამას მე სულ ინთელზე ვწერდი და ახლა აემდე დგას მაგ რელსებზე.

    რაც მომეწონა და მთელი გულით ვგულშემატკივრობ ეს ინტეგრირებული ვიდეოა ინთელის. ინთელმა თუ ვიდეოკარტების გამოშვებაში წარმატებას მიაღწია ეს ყველას წაგვადგება. ისეთი ცუდი სიტუაციაა ვიდეოკარტების მხრივ ეს შვება იქნება.

     

  18. ის. მაზერი რა ღირს მაგხელა ენერგო მოხმარებას რომ გაუძლოს? მაგას იაფიანზე ვერ დააყენებ.

    რა შუაში კიდე აემდეს ლიმიტი რომ მოუხსნა ენერგომოხმარების?

    რატომ უნდა მოუხსნა? არ სჭირდება მეტი. აი ამ 11900 სჭირდება. ვერ ეტევა მაგ პაკეტში.

    ფასს თუ დაადებენ იაფს თორემ ძვირი მაზერი ძვირი პროცესორი ძვირი გაგრილება კაი ფასს აარტყავს და ვის რა ჯანდაბად სჭირდება მაგი ამხელა ფასად?

    მე ველოდებოდი ამ ყველაფერში რომ წინ წავიდოდა და კონკურენცია იქნებოდა. ახლა ეს არაფერი არაა. ინთელის თავგადაკლული ფანი ან გაუთვიცნობიერებელი მყიდველი თუ იყიდის.

    აი ვკითხოთ აქაურ უზერებს 5800x da 11900 შორის რომელს აიღებდნენ და უცბათ გავიგებთ.

    შენ უფრო მეტად ხარ ფასებში გათვიცნობიერებული და დადე აბა რა დაჯდება ზბორკა აემდესი და ზბორკა ინთელის.

  19. ამ ინთელის მეთერტმეტე სერიამ აემდეს FX და ინთელის პრესკოტის დაპირისპირება გამახსენა. მაშინაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო როცა იმ მონენტში ინთელმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირა თანამედროვე აემდეს FX და გამოუშვა ორბირთვიანი სიხშირებ გამოწურული უცხელესი პრესკოტები უზარმაზარი ენერგო მოხმარებით. მაზერბორდებს წვავდა ის პროცესორები.

    ახლაც ცდილობს ოღონდ რამდენიმე პროცენტით გადაასწროს და 250 ვატიან 14+++++++++++ ტექნოლოგიას წურავს ბოლომდე.

    მაქს 125 ვატიან 5800x 250 ვატიანი 11900კ 6.5% ასწრებს.

    არ ვიცი ვინ იყიდის ამხელა თბოპაკეტიან პროცესორს რომელიც ბოლომდე გაჭინთული 6% ასწრებს მხოლოდ კონკურენტს.

    ისიც რეალურ პროგრამებში არ ვიცით გაასწრებს თუ არა.

    ეს არის სრული ფიასკო. ერთადერთი ინტეგრირებული ვიდეო არის მანდ წარმატება რაც უდაოდ გასახარია.

     

     

  20. 1 hour ago, George said:

    ისე სარერველო და მობილური სეგმენტის ნაწილს დაკარგავს ამდ და ინტელიც, რახან ეპლი და ეხლა უკვე მიკროსოფტიც ნელ-ნელა სხვადასხვა სეგმენტებში არმ პროცესორებზე გადადიან, თვითონვე უნდა გამოუშვან ან უკვე გამოუშვეს, გეგმები დიდი აქვთ და ვნახოთ, მაგრამ ეგ არმ არ ვარგა ჯერ დიდათ გეიმინგისთვის და ზოგ მძიმე სამუშაოებშიც უფრო სუსტია სტანდარტულ პროცესორებზე, მაგრამ ეგეც შეიძლება შეიცვალოს რამდენიმე წლის შემდეგ

    დაკარგავენ და დაკარგონ ჯორჯ.

    ეგ არაა სადარდებელი ჩვენი.

    ფასსაც დაუწევენ.

    ვიდეო კარტაზე ვარ გამწარებული. ამ ზაფხულს 250 ლარად აემდეს 570 580 ვყიდულობდით და ახლა 500 ლარი უნდა. უნდა რაღაც შეზღუდვა დააწესონ ლიცენზიის გამცემმა ორგანოებმა ამერიკა ევროპაში რომ ვიდეო კარტებს აღარ ქონდეს მაინინგის ფუნქცია. გამოუშვან სპეციალური ვიდეოკარტები მაგისთვის რომელსაც სხვა ფუნქციები არ ექნებათ.

    ვიღაცა რომ მაინინგობს ამის გამო ჩვეულებრივ უმრავლესობას რატომ უნდა გაგვიძვირდეს ორჯერ სამჯერ?

    იმას ამოუწყდა ოჯახი ვინც ეგ მაინინგი გამოიგონა პირველად. მაგისი წვრილი მზერა გავფანტე. 

  21. მოკრძალებული კი არაა აემდეს გეგმები უბრალოდ არ სჭირდებათ მეტი. აემდე უკვე დაადგა ნელნელა გაძვირების გზას. იყიდება ეგრევე და ფასმაც მოიმატა. ახლა ინთელის პროგრესი გვჭირდება რომ ფასები დარეგულირდეს ისევ.

    ნეტა ვიდეოკარტების ბაზარზე გამოჩნდებოდეს რამდენიმე მწარმოებელი თორემ კარტა ვერ გიყიდია კაცს მანქანის ფასი დაედო ამ დებილი მაინინგის გადამკიდე. ნეტა აკრძალავდნენ. 

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.