Jump to content

bloodred

წევრი
  • Posts

    118
  • Joined

  • Last visited

Posts posted by bloodred

  1. 20 hours ago, George said:

    მაგის მაქსიმალურათ დაპამპული ვერსია როგორც მივხდი 14 სერიის მეტეორ ლეიკია Core Ultra 125H/155H , მაგას აქვს მცირე დიდი ბირთვები და მაქსიმალურათ ბევრი პატარა და ეფექტური ბირთვების რაოდენობა, მინი პს და წვრილ ლეპტოპებში ექნება ეგ პროცესორი, ძალიან მძლავრი ინტეგრირებული GPU აყენია მაგაზე მგონი ამდ-ზე მძლავრიც ყოფილა, მაგრამ ეგ უკვე გაცილებით ძვირია და სხვა სიმძლავრეები აქვს, ეგეც თუ არ გაყმაყოფილებს მთლათ ექსტრიმიც გამოუშვია ინტელს i9-14900HX სახით, ეგ ყველაფერი იქნება მინი პს-ზეც და უკვე დაანონსდა კიდეც ეგეთები, თუ სწორათ მივხდი ეგენი უკვე 7 ნანომეტრიან ტეხპროცესზეა, 10-ზე აღარაა, ანუ ინტელ 4 თუ რომ ქვიათ, ინტელ 7 აღარაა ეგ ახლები, LPDDR5X ეგ ახლები

    ხო ვნახე დღეს ინსაიდერებს დაუწერიათ RDNA3 780M უსწრებს სინთეტიკებშიო 30%

    ადრეც ვწერდი ხოლმე სახლის დესკტოპი ავაწყვე 2 წლის წინ amd ryzen 5700G  კმაყოფილი ვიყავი და მაგრად მომწონს. ეს მინი პისის კონცეფცია რომ ვითარდება მაქსიმალურად კომპაქტური და ძლიერი კომპიუტერები. ეგრეც წავა ამის მერე. ძლიერი ინტეგრირებულების გამოშვება დაიწყეს.

  2. On 11/22/2023 at 8:35 AM, George said:

     

    ეგ სულ უბრალო პროცესორია 8 პატარა ბირთვით

    4 ბირთვია. მხოლოდ 4 ენერგოეფექტური ბირთვი ყველანაირი თრიდების გარეშე.

    მე ვიყიდე 1 თვის წინ beelink mini s celeron n5095 პროცესორით. N100 პროცესორზე სუსტია მაგრამ რომ არ ველოდი ისეთი კარგი რამე გამოდგა სამსახურში საოფისედ სამუშაოდ. 4K ვიდეოებს უშვებს უპრობლემოდ. შუსტრად ხსნის ყველაფერს. ძალიან პატარაა და უხმაურო. ამის მერე მხოლოდ minipc ვიყიდი. მოვიშორე იმხელა მტვრის ბუდე ხმაურიანი დიდი ქეისი. თამაშებს თუ არ თამაშობთ  N5095 გამოგადგებათ და N100. დაჟე N100 ცოტა ჩველ თამაშებსაც გათამაშებთ. ამ celeron N5095 მე nfs most wonted და nfs under ground2 ვითამაშე უპრობლემოდ ყველაზე მაღალი გრაფიკით. ახლა მინდა farcry1 ჩავწერო. მაინტერესებს რას იზავს. RAM 8GB და m2 ssd 256 აყენია ქარხნულად. ცუდი ისაა რომ მეორე სლოტი არ აქვს და მხოლოდ ერთ კანალიან რეჟიმში მუშაობს ოპერატიული.

  3. 33 minutes ago, George said:

    60 არტყამს თუმცა სადღაც მაგის ნახევარი აქვს წარმადობა საშვალოთ, სინთეთიკაში ნაკლებიც ალბათ, უნდა ქონდეს ამდ-აც რაღაცა მაგდაგვარი, არ მიძებნია ბოლოს რეები გამოუშვეს

    აემდეს ბოლო ორი თაობის და მითუმეტეს მობილკარტების გარტყმაში არ ვარ მეც. არ დავინტერესებულვარ.

    ზოგადად ბოლო დროს მოიკოჭლებენ მგონი.

    თუმცა ენერგო ეფექტური, წარმადობა, კომპაქტურობა, ინტეგრაცია პროცესირებში გრაფიკული ჩიპის მომწონს და ამ პროგრესს ვგულშემატკივრობ. თუ ინთელიც ამ ხაზს გააკეთებს კარგი იქნება. მეტი კონკურენცია უკეთეს პროდუქტს შექმნის  

  4. On 9/15/2023 at 10:16 PM, George said:

    სხვათაშორის ინტელს შეიძლება ნოუტბუკებში მაინც ჯერაც არა აქვს ძალიან ძლიერი ინტეგრირებული, თუმცა ეხლახან გამოჩნა მინი პს-ში და ნოუტბუკებში ინტელის ახალი Arc A730M ვიდეოკარტა TDP 120W და GDDR6 12GB VRAM, ხოდა სულ მცირე ორჯერ ძლიერია მაგ ახალ ინტეგრირებულ რადეონზე სინთეთიკურ ბენჩმარკებში და ბევრათ ძლიერი იგრებში მაგ GDDR6 12GB VRAM ხარჯზე უკვე, საშვალო ზომის კარტაა, მუშაობსო 80-120 ვატის ფარგლებში გრუზზე ეგეთი, 192 Bit-ზეა, თამაშებში საშვალოთ 1080P 120% მძლავრია 780M-ზე ეგ კარტა უკვე, კიბერპანკში კი 65% ჯაბნის ახალ ინტეგრირებულ რადეონს, ეგეთ კარტებზე გააკეთებს ალბათ შემდგომშიც აქცენტს ინტელი, მეეჭვება გაასამაგონ ინტეგრირებულის წარმადობა დაჟე 15 სერიის 7 ნანომეტრიან პროცესორებზე

    ASRock Introduces Low-Profile Arc A310 Graphics Card for SFF Configurations https://www.guru3d.com/news-story/asrock-introduces-low-profile-arc-a310-graphics-card-for-sff-configurations.html

    Intel's Core Ultra 7 1002H Meteor Lake Client Platform Preliminary Test Findings on Geekbench 6 https://www.guru3d.com/news-story/intels-core-ultra-7-1002h-meteor-lake-client-platform-preliminary-test-findings-on-geekbench-6.html

    რამდენი აქვს tdp 780m?

    ark 730 120 ვატით თან ნოუთბუქებში წარმადობა ვატების თვალსაზრისით ძალიან ცუდია ჩემი აზრით. მასე აემდეც ჩადებს 120 ვატიან მობილვიდეო კარტას ნოუთბუქში და ექნება დიდი წარმადობა. 

    780m მუღამი სწორედ ენერგოეფექტურობაშია. არაა ეს ორი გრაფიკული ჩიპი ერთი და იგივე კონცეპცია. არ დარდება.

  5. ამბობენ ამ ჰუავეის ჩიპები უკვე ჩინეთში საკუთარ ბაზაზე  გამოუშვესო.

    7ნმ ტექნოლოგიაზეო. ანუ ჩინეთმა საკუთარ 7ნმ მიაღწია უკვე? თუ ეს ასეა tsmc და asml მონოპოლიას რაღაც დონეზე გაუჩნდება კონკურენტი რაც ძალიან კარგია

  6. ვაა. მაგარი მატებაა თუ ეს ტესტი დადასტურდა და სხვა აპებშიც თუ გამოჩნდება ასეთივე მატება. 2 თაობაში 60 პროცენტამდე მშვენიერია. ესეც საინტერესოა 6 გიგაჰერცს როგორ მიაღწიეს. რა დანერგეს ასეთი. წესით შემჭიდროვებულ ტრანზისტორებზე სიხშირის გაზრდა პრობლემაა

  7. არის რეალური სხვაობა ამ კარტებსა და სტანდარტულ გეიმინგ კარტებს შორის მაგალითად არქიკადში, ლუმიონში, 3d მაქსში და მსგავს პროგრამებში? ძირითადად გეიმინგ კარტების ანალოგიურ გრაფიკულ ჩიპებზეა ხოლმე აწყობილი და რა უზრუნველყოფს განსხვავებას?

  8. თბოპაკეტია ინტეგრირებულის პრობლემა. ადრე ამას ემატებოდა ოპერატიული მეხსიერების დაბალი გამტარიანობა და სისწრაფე. ახლა დდრ4 დან მოყოლებული და განსაკუთრებით უკვე დდრ5 მაღალ სიჩქარიანი მოდულები ყოფნის ასე თუ ისე. ჩემი აზრით ამ ეტაპზეც აქვს აემდეს ორჯერ მაინც გაზარდოს სისწრაფე მაგრამ კონკურენტი არ აწვება. ესენიც ნელნელა წევენ.

    მაგრამ მაინც კარგია. ვაპირებ მაგ მინიპს ყიდვას მაგ ინტეგრირებულზე სამსახურისთვის. ადგილს არ დაიკავებს და მტვრის ბუდე არ იქნება.

  9. ჯერ მაგ ინტეგრირებულის სიმძლავრემდე მივიდეს ინთელი და მერე ვილაპარაკოთ აემდეს ინტეგრირებულის სისუსტეზე. ისიც არ დაგვავიწყდეს ეგ ინტეგრირებული რა პატარა თბოპაკეტში ჯდება და რა ცოტას მოიხმარს ამ სიმძლავრეზე. 

    2კ და 4კ რომ ითამაშოს ინტეგრირებულმა რომელ თბოპაკეტში ჩაეტევა ნეტა?

    ძალიან კარგი ინტეგრირებული გამოუვიდათ იმის ფონზე რომ კონკურენტი საერთოდ არ ჰყავთ და არც ეყოლებათ კაი ხანი. 5700g ზე ორჯერ და ზოგ თამასში სამჯერ მეტი ეფპიესი აქვს და მეტი რაღა გვინდა ახლა მაგისგან.

     

  10. სადამდე მოუმატებენ ქეშს და ბირთვებს საინტერესოა. ერთი 10 წელი კიდე იმაიმუნებენ  ამ ტექნოლოგიებით მაგრამ მერე მოუწევთ უკვე ინოვაციების დანერგვა. 

    ამოწურა თითქმის თავი ამ ტექნოლოგიამ.

    • Like 1
  11. ისეა ნვიდია და ნაწილობრივ აემდე ვიდეოკარტების ბაზარზე გამჯდარი რომ ინთელს არავითარი შანსი არ აქვს სამწუხაროდ. დოტაციაზე ამუშავებენ ახლა მაგ კამანდას სხვა პროდუქტებიდან მოგებულის ხარჯზე.რამდენი ხანი გაგრძელდება.

    აი გულახდილად თქვით ვის გაქვთ და ვინ აპირებთ ინთელის ვიდეოკარტის ყიდვას?

  12. 23 hours ago, George said:

    ხო ეგ 780M ნოუტბუკებისთვისაა მარტო, თუმცა ალბათ გამოვა რამე ანალოგი დეკსტოპებზეც G სახით, ეგ ჯერ არ გამოსულა მაგ სერიაზე, ბოლოა მგონი კაკრაზ 5700G, ანუ დესკტოპზე დაემატება როცა გამოვა 7000G სერიის პროცესორები 6-8 ბირთვიანები სულ მცირე ალბათ, ოფიციალური ანონსი არ ყოფილა მაგრამ მალე უნდა გამოვიდეს წესით უკვე ეგეთიც

    AMD might soon release Ryzen 6000G and Ryzen 7000G desktop processors with powerful iGPUs https://www.notebookcheck.net/AMD-might-soon-release-Ryzen-6000G-and-Ryzen-7000G-desktop-processors-with-powerful-iGPUs.701774.0.html 7000 სერიაზე აქვს ინტეგრირებული უკვე 5000 განსხვავებით, მაგრამ მაგ 780M  ბევრათ სუსტია ეგ მაინც

    სიამოვნებით ვიყიდიდი.  სავარაუდოდ დესკტოპის პროცესორების ენერგო პაკეტის გათვალისწინებით უფრო ძლიერი igpu ექნება.

    5700g ვხმარობ და კარგია. ეს ხო საერთოდ კანფეტი იქნება.

  13. 26 minutes ago, George said:

    კი იდებოდა ადრეც ეგეთი ნიუსები, უბრალოთ უფრო 65-35% იყო მაშინ, ეგ მართლა დიდი სხვაობაა, მეორე მხრივ ვირტუალურ პროგნოზებში კარგა ხანია დიდი ატრივები აღარ ფიქსირდება ამდ-ზე გლობალური ბენჩმარკების სტატისტიკით https://www.cpubenchmark.net/market_share.html amd უპირატესობა დაკარგა როცა ინტელის 12 სერია გამოვიდა მაქედან, მაგის შემდეგ ისევ 48-52% დაბრუნება დესკტოპზე უჭირთ, თუმცა იყო უფრო დიდი ატრივიც ერთი პერიოდი 57-43% კი ინტელის სასარგებლოთ ეხლა გაჩერდენ ჯერ ამ ეტაპზე 55-45%, ნუ 52-48 ამდ სასარგებლოთ იყო ასე 2022 წლის დასაწყისისთვის ალბათ უფრო, მერე ინტელმა 48-ან 58%-მდე ისკუპა ანუ 10% ბაზრის წილი დაიბრუნა დესკტოპზე, მერე რამდენიმე პროცენტი ისევ დაკარგა და ბოლო რამდენიმე თვეა ეგრეა გაჩერებული სულ, თუმცა იყო მცდელობა ორივე მხრიდან ისევ გაეზარდათ ბაზრის წილი, ამდ უფრო მობილურ სექტორში აქტიურობს და გაიზარდა ისევე ბაზრის წილი მაგ ჩარტში, აი სასერვერო სექტორში რა ჭირთ არ ვიცი, თუ ეგ ჩარტი რეალურ მონაცემებს ასახავს, ან ახლოს მაინც რეალურთან, ერთი პერიოდი თითქოს 10% გაცდენ მაგრამ მერე რომ წამოვიდა ქვემოთ და ქვემოთ ეგრე რჩება ბოლო წლებია ფაქტიურათ 2-4%-ზე. ალბათ ასე თუ ისე რეალური სიტუაციაა, რახან მობილურ სექტორში მართლა აქვს წინსვლა და ჩანს მანდ ეგრევე, დესკტოპში კი მანამდე დაატორმუზეს ჰიბრიდული პროცესორები რომ გამოუშვა ინტელმა და ეგეც კარგათ აისახა, ანუ აჩვენებს რაღაც საერთო სიტუაციას ეგ ჩარტი მაინც, ნუ კარგი სეილები მოქმედებს მაინც გლობალურ გაყიდვებზე და პირიქით თუ ძვირი ღირს ესა თუ ის პროცესორი უფრო ნაკლები თრეულობს მაგ მოდელს, ანუ ფასი-წარმადობას მაინც აქვს დიდი გავლენა გაყიდვებზე

    ხან ისეა ხან ასე. გააჩნია რომელი გამოუშვებს უდაჩნი ვერსიას ფასი წარმადობა + ენერგო ეფექტურობა.

    პირადად მე ენერგო ეფექტურობას საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას ადრე. ახლა უკვე ვაქცევ და ოპტიმალურ მოდელს ვარჩევ ფასი+წარმადობა+დენი. 

    სერვერების ბაზარზე რა ხდება არ ვიცი.

    მანდ ალბათ სხვა კრიტერიუმები ერთვება საქმეში

  14. ევროპის ერთი მაღაზიის მონაცემებით

    amd 78003d გაყიდვების რაოდენობით გაანადგურა ინთელი.

    ჩამონათვლიდან ჩანს რომ 83პროცენტი აემდეს პროცები იყიდება. საინტერესოა ევროპის სხვა მაღაზიებში რა ხდება.

    https://www.ixbt.com/news/2023/04/10/amd-intel-mindfactory-ryzen-7-7800x3d-intel.html

    Capture+_2023-04-10-20-38-28~2.png

  15. მოკლედ ვერც ერთმა ვერ გადაქაჩა საბანი რა. უკვე მივიდა ზღვარზე ტექ პროცესიც, არქიტექტურაც, სიხშირეებიც. რამე სასწაულები აღარ მოხდება უახლოეს წლებში როგორც ჩანს. იმედია რამე ახალ ტექნოლოგიაზე მუშაობენ პარალელურად.

  16. On 1/27/2023 at 3:02 AM, gtsetsadze said:

    მეშვიდე სერიას ყველას აქვს ინტეგრირებული მაგრამ ძველ სერიაზე სუსტია მგონი.

    Მეშვიდე სერიას უბრალოდ მონიტორზე სიგნალის გამოტანისთვის აქვს. Მე ვგულისხმობ შემდეგ თაობას მძლავრი GPU თუ ჩაუდებენ

    On 1/27/2023 at 5:34 AM, George said:

    ალბათ G ვერსიებს გულისხმობს, აი ამას დაელოდე ისე ძალიან თუ არ გექჩარება თუმცა მანამდე გამოვა 7000G სერიაც უკეთესი წარმადობით:

     

    ნუ ზუსტათ რისი თავი ექნება რომ გამოვა მერე გამოჩნდება, მაგრამ ჯერ მგონი ეგ სერია არ გამოდის ახლო მომავალში, დალოდებით 7600G უნდა დაელოდო პირველ რიგში ალბათ 6 ბირთვიანს ან 7700g 8 ბირთვიანს თუ 6 გეცოტავება, ეგ იქნება წესით წინებზე უფრო მძლავრი ინტეგრირებულით, 7000 სერიის პროცესორებს ყველას აქვთ ინტეგრირებული, მაგრამ წინა G სერიის პროცესორებზე სუსტი, არც ვიცი ზუსტათ რომელი G პროცესორის დონის ინტეგრირებული უყენია იგივე 7600 თუნდაც, მაგრამ ფაქტია რომ 7600G როცა გამოვა მაგ მხრივ ბევრათ მძლავრი იქნება, მაგრამ დაჟე 8800g როცა გამოვა თუ იქნება 3060 დონის წარმადობის მაგ დროისთვის ალბათ ლამის 5060 იქნება უკვე დაანონსებული მინიმუმ და ეგ გაცილებით მძლავრი იქნება მაგ 3060-ზე, ანუ ორივე კარტების წარმადობა სერიოზულათ აიწევს და თამაშებში შეიძლება მაგარი ჩაისვაროს ძველმა 3060 1080p კი მაღალ ნასტროიკებზე მაინც 2-3 წლის შემდეგ, ეხლა მალე რომ გამოდიოდეს ეგეთი 8800g ეგ სხვა ამბავია მაგრამ მინიმუმ 1.5 წელი დაჭირდებათ ალბათ მაგისთვის, მაქსიმუმ არ ვიცი, 2-2.5 წლის ამბავი მგონია მასეთის გამოსვლა, რომც ქონდეს ეგეთი კარგი წარმადობა უკვე 50w ინტეგრირებულზე, ისე ეგ ისე მოიყვანა მაგალითად ზედა ვიდეოში, არავის არაფერი დაუანონსებია ჯერ და არც ზუსტი პერფორმანსია ცნობილი მაგის ინტეგრირებულის, მე დაჟე 7000g ანონსაც ვერ ვხედავ, მაგრამ წელს უნდა გამოვიდენ წესით ეგეთებიც, ისე ვნახოთ აბა 7700g რამდენათ მძლავრი იქნება, გასაგებია რომ 1000+ სერიებს ვერაფერს ვერ დააკლებს, მაგრამ შეიძლება gtx780 წარმადობასთან მივიდეს უკვე ეგეთი ან მინიმუმ 770 აჯობოს უკვე, ისე ეხლა მგონი ყველაზე ძლიერი Ryzen 7 5700G ინტეგრირებული უნდა იყოს, მაგაზე ახალი არაფერი გამოუშვია ჯერ დესკტოპებში ამდ, ინტელს რაც შეეხება ნოუტბუკებში აქვს უფრო ძლიერი ინტეგრირებული ვიდრე დესკტოპის 13 სერიაში, აი ამ პროცესორზე უნდა ქონდეს ყველაზე ძლიერი ინტეგრირებული ეხლა ალბათ ინტელებიდან, აი ესეთი https://www.intel.com/content/www/us/en/products/docs/discrete-gpus/iris-xe-integrated-graphics/overview.html ინტეგრირებული აყენია ინტელის 13 სერიის მობილურ პროცესორებში და ყველაზე მძლავრი ალბათ ამ პროცესორზე უნდა ქონდეს i7-1365U https://www.intel.com/content/www/us/en/products/docs/processors/core/13th-gen-core-mobile-brief.html არის სადაც მსგავსი დონის ინტეგრირებული აყენია უფრო ძლიერ მობილურ პროცესორებშიც, მე მაქსიმალურათ ბიუჯეტური ვარიანტი მოვიყვანე მაქსიმალურათ ძლიერი ინტეგრირებულით ბოლო სერიიდან მობილურ პროცესორებში, ეგ ყოფილა 2+8 ბირთვიანი პროცესორი ყველაზე ძლიერი ინტეგრირებულით რაც აქვს ინტელს 13 სერიის მობილურ პროცესორებში ამ ეტაპზე, 13900 ინტეგრირებულს ეგ ვარიანტი ჯობია წარმადობით

    13th Gen Intel Core Mobile Block Diagram H-Series, P-Series, and U-Series

    intel-13thgencoremobile-hpublockdiagram-

    აი მაგ სქემაშია 96EU ვარიანტი ინტეგრირებული ვიდეოკარტის და სამ სერიაზე გამოდის ეგეთი, მაქსიმალურათ ნაკლებ ვატებს u სერიაზე ჭამს და მანდ ალბათ უფრო აქტუალურია ძლიერი ინტეგრირებული ვიდრე H ან P სერიაზე სადაც შეიძლება ძლიერი ნვიდიას კარტაც მოყვებოდეს ნოუტბუკზე, ზუსტათ რა დონის პერფორმანსი აქვს არ მიძებნია, თუ არ ვცდები 4600G და 5700G შვაში უნდა იდგეს სადღაც, მაგრამ უფრო 4600G კონკურენტია ვიდრე 5700G საერთო წარმადობით ეგ მობილური ვარიანტი, დეკსტოპზე მაგის თავიც არა აქვს უკვე, ეგ ინტეგრირებულის წარმადობით, ისე შეიძლება სხვა სიტუაცია იყოს ცოტა საერთო პროცესორის წარმადობის მხრივ მაგ მოდელებს შორის, ანუ ინტელს თუ აქვს რამე დასტოინი და ძლიერი უფრო მობილურ სერიაში, დესკტოპზე არა, მანდ არკ სერიაა,მათ შორის იაფიანი ვარიანტებიც არა გეიმერული, რომლებიც 5700G ინტეგრირებულზე მძლავრიცაა უკვე

    ისე 5700G ვიდეოკარტა ყველაზე მძლავრ ინტეგრირებულ ვიდეოკარტათ კი ითვლება ამ ეტაპზე, მაგრამ ეგეც კი ძველი ნვიდია GTX550-560 შვაში ყოფილა დაახლოებით წარმადობით თამაშებში, ანუ დაჟე GTX770 კი ბევრი უკლია ეგეთს ჯერ, ეგ კარტა კი უკვე იჩაგრება ბოლო იგრებში 1080P კი, გჭირდება 5600XT ან 1070Ti მაინც მაგისთვის, ეგ მინიმუმ, ახლებიდან კი ალბათ 3060 ბიუჯეტური ვერსია მაინც ეხლახან რომ გამოვიდა 8გბ ან ამდ 6600, აი ეგეთი კარტა ჭირდება ახალ თამაშებში რამე რომ ქნას 1080P და ეგაა მინიმუმი, ამიტომ ეგ წარმადობა იგრებისთვის სასაცილოა, თუ ნორმალურათ თამაში გსურს ახალი იგრების, ძველებს კი ეყოფა უკვე, ზოგს კარგათ ზოგს სეთინგების დაკლებით

    Ჰო ეგ იასნია ეგრეა. Დაველოდები მაგეებს და მინი კეისში მინდა ავაწყო.

    5700G არის დაახლოებით ჩვეულებრივი1050 დონის. ცოტა სუსტი. 1050ti ძლიერია.

  17. Კომპი მაქ საყიდელი კიდე ერთი სამსახურისთვის და ველოდები ახალ ინტეგრირებულ GPU ზე როდის გამოვა ახალი დესკტოპ სერია.

    თუ სერიოზული მატება ექნება რა თქმა უნდა გრაფიკულ ნაწილში. 10 და 20 პროცენტიანი მატება თუ ექნება არ დავინტერესდები. 

  18. 7 hours ago, david_888 said:

    ზოგადად მიქარე, არ უნა გეყიდა ესეთიმ სიაფანდი პლატა, ამას ჯობდფა ნორმალური ბ450 აგეღო

    Ერთი მინუსი აქვს b450. Ოპერებს მაქსიმუმ 3600 ამუშავებს. B550 უნდა აეღო

  19. არ სჭირდება ბიოსში შესვლა. მე ეგ გავაკეთე გიგაბაიტის მაზერზე. მაგ ვიდეოშია ახსნილი. ჩაწერ ბიოსის ფაილ სფლეშკაზე, შეაერთებ მაზერში და მერე მანდაა ახსნილი რა და როგორ. არ მქონდა მეც 3 სერიის პროცესორი. 

     

    ასუსზეც იქნება მსგავსი ვიდეო.

    იქნებ ეს გამოგადგეს

     

  20. 18 hours ago, George said:

    AMD "Genoa" EPYC 9654 is PassMark's fastest processor https://en.gamegpu.com/iron/amd-genoa-epyc-9654-stal-samym-bystrym-protsessorom-v-rejtinge-passmark ისე ვირტუალურ ბაზრის წილში ყველგან გაიუმჯობესა საკმაოთ სიტუაცია ამდ, მაგრამ სერვერული პროცესორების ბაზრის წილი 10% ვერ ცდება ჯერაც კი, 6% ამ ეტაპზე და მაქსიმუმ იყო ბოლო წლებში 12.4% ასული, მაგრამ ეხლა ორჯერ შემცირებულა რატომღაც 2021 წლის Q1 შემდეგ და ბოლოს უფრო ეცემა ვიდრე იზრდება

    Ნუ ყველას არ აქვს ინთელივით კომპანიების დირექტორების მოსყიდვის უნარი. სხვა გამორიცხულია იმიტომ რომ ბოლო წლებში აემდეს სერვერული პროცესორები აშკარად ჯობდა ინთელისას.

  21. 6 hours ago, mishutka said:

    გამარჯობათ, შევიძინე Asus PRIME A520M-K და Ryzen 5500. ეტყობა MB-ის ბიოსი ძველ ვერსიაზეა და CPU-ს ვერ ხედავს. განახლებისთვის საჭიროა მე-3 თაობის Ryzen, რომელიც არ მაქვს სამწუხაროდ. ხომ არ იცით ვის მივმართო რუსთავში.ჯეობიტში უარი მითხრეს არ გვაქვსო.

     

     

  22. 3 hours ago, George said:

    ბევრი სმარტფონზეც მშვენივრათ უბერავს (მე რა თქმა უნდა არც მიცდია) ლეპზე კი არა, მანდ გაგრილება კიდე უფრო სპეციფიკური თემაა დიდ ვებერთელა თანამედროვე კეისებზე ხოშიანი გაგრილებით რაცაა, დაჟე ჰაერზეც კი სხვაობა კოლოსალურია, მანდ 150 ვატიო და იქ 700 ვატიანსაც აგრილებს მაგაზე ბევრათ კარგათ, ეგ კარტა+პროცესორი და მაგაზე ხმაურიანიც არაა დაჟე, ანუ მე უბრალოთ მაგალითი მოვიყვანე რა კოლოსალური სხვაობაა ტპდ-ვატებში და მაინც უფრო ცხელი ლეპია, მანდ ეგ რომ გააგრილო საჭიროა დაუწიო სიხშირეს, დაუკლო  ვოლტი პროცესორ-ვიდეოკარტაზე და ასე 15% კარგავ საერთო წარმადობის, ეგ კიდე ნორმალურია თუ გსურს კარგი კულერებით 70 გრადუსი შეინარჩუნო თამაშებში, ისე 80-85 და ზევით უბერავს თუ არაფერს შეუცვლი, ამიტომ დაწვის შანსი მატულობს, მაგრამ ეგ მართლა ძალზე მოშლი ლეპია დაჟე მაგ 15% პერფორმანსის დაკლებითაც ძალიან სერიოზული წარმადობა აქვს მაგ პატარა ყუთისთვის, მაგ მხრივ ვერაფერს დაუწუნებ მაგრამ ტემპები მაინც მაღალი აქვს, აქვს რაღაც ეგეთი ამდ-აც, გამოუშვეს მაგათმაც 7000 სერიის 16 ბირთვიანი პირველი მობილური პროცესორი, ექნებათ 7000 სერიის მობილური გეიმერული კარტაც, ოღონდ რა თქმა უნდა 4090 დონის არ იქნებაო, უფრო სუსტი, ისე ცალკე რენდერში და მძიმე ტასკებში სადაც ვიდეოკარტა არ გამოიყენება ტემპები 15-20 გრადუსით ნაკლები ყოფილა პროცესორზე, ეგრე იზრდება ვიდეოკარტაც რომ ხურდება პროცესორის ტემპერატურაც მასეთ ლეპტოპებზე, ანუ რენდერისთვის ეგეთი პაჟარი აღარაა როცა თამაშობ მინიმუმ 20 გრადუსი ემატება პროცესორზეც, ეგ ეგეთი ფიშკაა მაგ თანამედროვე ლეპტოპების ბოლო სერიებზე ძლიერი ვიდეოკარტა რაზეც აყენია ყველა დუღილს იწყებს პარარელურათ პროცესორიც რომ იგრუზება და ვიდეოკარტაც და ეგ 200 ვატსაც არ ცდება პიკზე საერთო დენის მოხმარება VS 700 და მეტ ვადებს თუ შევადარებთ იგივე 13900K+4090 თამაშებში საშვალოთ, ნუ 700 თუ არა 500 ცდება ეგეთი ნამდვილათ

    Მაგას ვამბობ მეც. ტელეფონში თამაში ნუ ეს ყველამ ვიცით რომ არაა ეს ის რასაც გეიმინგი ქვია. Ლეპტოპის სიმძლავრეზე არაა უბრალოდ მაგხელა ეკრანზე და დაბლა რომ იყურები ვერაა კომფორტული. Პლიუს მაგ კლავიატურაზე თამაში უბრალოდ კატასტროფაა.

    სითბოს გამოყოფა და სითბოს ართმევა უზარმაზარი პრობლემაა. Ისე ადრე ვიყიდე სამუშაოდ i7 3630qm-ზე სონის ლეპტოპი. 100-102 გრადუსზე მუშაობდა რენდერზე. Ერთი 7 წელი მე მქონდა და რავი არ დამწვარა.  ხელზე რომ მციოდა გვერდიდან გამოსულ ცხელ ჰაერზე ვთბებოდი😁

  23. Გეიმინგ ლეპტოპი მაგარი ღადო თემაა კიდე😁

    რაც არ უნდა ძლიერი იყოს მე ვერ ვთამაშობ ლეპტოპის ფორმის აპარატზე

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.