Jump to content

ЯPcasemods

წევრი
  • Posts

    76
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    3

Everything posted by ЯPcasemods

  1. Thats what i'm talking about oOO my.... სიგიჟეა თან ამ ვიდეოში ისეთი მომენტები გამოჩნდა როო... ძველი სკეჩ/კომიქსის სცნები დამიდგა თვალწინ პრეისტორიული სცენებიც გაუცოცხლებიათ
  2. Cyberpunk 2077 საინტერესო ფაქტები და წინარე ისტორიები Cyberpunk 2.0.2.0. ''კლასიკური როლფლეინგ თამაში ბნელ მომავალზე'' იყო პოპულარული ეგრედწოდებული ''კალმით ქაღალდზე'' ინტერაქცუილი RPG სერიის Cyberpunk მეორე გამოცემა. თამაში შეიქმნა მაიკ პონდსმიტის მიერ და შემდეგ იყო განახლებული ორიგინალი Cyberpunk 2013 შინაარსობრივ კანონებზე მის მიერვე. მეორე გამოცემა იყო დასათაურებული უკვე 2020-ით და ასახავდა განახლებულ სამყაროს ამავე წლის შესახებ და წარმოდგენილი იყო სამაგიდო თამაშის მსგავსი სახით. cyberpunk 2020 მინი კომიქსის მსგავსი სკეჩბუქებით და სათავგადასავლო ისტორიებით მრავალ განშტოებად გაიშალა, ამათგან ერთ-ერთი Firestorm სერია მოგვითხრობდა 2022 წლის და მეოთხე კორპორაციული ომის შესახებ. 2005 წელს გამოვიდა cyberpunk V3.0 ხოლო უკვე 2013 წელს დაანონსდა ვიდეო თამაში, რომელიც ოფიციალურად გააგრძელებდა ისტორიის ხაზს, პროექტს სათავეში ედგა პოლონური გეიმდეველოპერი კომპანია CD projekt red. ღამის ქალაქის (Night City) წარმოშობა night city - ქალაქს სადაც ყველას უნდა ცხოვრება, სადაც მეგა კორპორაციები სრულ მონოპოლიას ფლობენ და ქუჩებს საშიში გენგ/დაჯგუფებები აკონტროლებენ, თავის წარმოშობის ისტორიაც აქვს. ყველაფერი დაიწყო ერთი ამბიციური კაცის სურვილით, მას ქონდა ოცნება რომლის რეალობაში ხილვას, რთული წარმოსადგენი იყო თუ ოდესმე მოესწრებოდა. 1994 წელი ქალაქის ისტორიის დასაწყისია. ეს კი ადამიანი სახელად რიჩარდ ნაითი ( Richard night ) ბიზნესმენი და თანამედროვე ქალაქგეგმარებასა და არქიტექტურაში ჩახედული პიროვნება, რომელსაც ქონდა სურვილი დაეარსებინა სუპერგანვითარებული ქალაქი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არსად მოიძებნებოდა. 1990-ში მან დაარსა საკუთარი ჰოლდინგი რომელიც ემსახურებოდა ქალაქის მშენებლობისა და არქიტექტურული კეთილმოწყობისთვის განკუთვნილი იდეების შექმნას, იმ დროისთვის, შეერთებულ შტატებსა და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი რთული სიტუაციების გამო (ნაომარი და გაუბედურებული ტერიტორიების არსებობა), მთავრობები კონტროლს კარგავდნენ ხელისუფლებაზე, რის შედეგადაც უმსხვილესი მეგაკორპორაციები ახერხებდნენ სიცარიელის შევსებას და ძალაუფლების დიდი ნაწილის მოპოვებას. ნაითის გეგმას, შეექმნა უდიდესი ქალაქი, ჭირდებოდა კაპიტალი და მხარდაჭერა რომელიც, ზუსტად კონკრეტულ მომენტში გაუმართლა და ხვდა წილად. 1992 წელს ARASAKA, EBM(euro business machines corp.) და PETROCHEM მაგნატებმა დააფინანსეს ნაითის წამოწყება. ტერიტორიულად ქალაქი გაშენდა კალიფორნიის შტატში 1993 წელს და მას კორონადო სითი ეწოდა. დროთა განმავლობაში, ქალაქის მშენებლობაში ჩართული ორგანიზაციები გაკოტრდნენ და მოუწიათ მაფიის კლანებთან ფინანსური თანამშრომლური ურთიერთობების დამყარება, საქმე იქამდე მივიდა რომ ნაითის ხელშეუხებლობა ბევრ მათგანს არ მოსწონდა, მას რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებდნე და საბოლოოდ 1998 წლის 20 სექტემბერს ნაითი საკუთარ პენტჰაუსში მოკლეს. კორონადო სითის კი მის საპატივცემულოდ Night City ეწოდა. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, მაფიის კლანებსა და ნაით სითის წილის მფლობელ მეგაკორპორაციებს შორის უთანხმოებებს მასშტაბური სახე მიეცა, ამ ყველაფერს კი კორპორაციებმა არ დაუთმეს დიდი ყურადღება და 2005 წელს დაიკიდეს ქალაქის ბედი და მომავალი, რასაც ძალიან მალე სრული ანარქია მოყვა, ძალადობა და სისასტიკე ნაით სითის ყოველდღიურობად იქცა, ამ ეპოქას Dark Age ეწოდა. ეს გრძელდებოდა 2009 წლამდე, სანამ კორპორაციების თამაშში დაბრუნების აუცილებლობა არ გახდა საჭირო. მაგალითად, არასაკამ ალესილი კბილები გამოაჩინა და მაღალი კლასის, სუპერ აღჭურვილობით შეიარაღებული სამხედრო დანაყოფები პირდაპირ ქუჩებში გაუშვა კონტროლის დასამყარებლად, რამაც შედეგი გამოიღო და კლანები ცოტა შეაშინა, აიძულა უკან დაეხიათ. საბედნიეროდ, მომავალი რვა წლის განმავლობაში, ქალაქში სიტუაცია თანდათან დასტაბილურდა და ნაით სითის დამაარსებლის სურვილი თითქმის ბოლომდე ახდა, ქალაქი ნამდვილ მეგაპოლისად იქცა, მრავალეთნიკური მოსახლეობით, მაღალგანვითარებული სუპერტქნოლოგიებით, თუმცა მაფიის კლანები და დაუმორჩილებელი დამნაშავეები მაინც დარჩნენ ქალაქის ცხოვრების შემადგენელ ნაწილად. ეს ყველაფერი კი იმ საშინელ დღემდე...თუ ბი ქონთინუედ! თემა გადმოთარგმნილია ოფიციალური წყაროებიდან
  3. ზუსტად ''ოქროს სიტყვებია'' გეთანხმები 100% ით, დღეს ყველა გეიმერობს და ვითომ მაგარი კომპეტენტური გონია თავი მაგ სფეროში და ბევრ უმაგრეს თამაშზე ისეთი ტუტუცობები დაუწერიათ რო რავი, ეგრე უმინოსო თამაში არ არსებობს მემგონი მაგრამ რაღაცა კვეცხობა არგუმენტებს რო მოთხრიან ხოლმე ნერვი მეშლება/ თან მეცოდებიან ეგრე Witcher 3 საც ააქ რაღაც პატარ-პატარა მინუსები მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი თამაშია, გეიმინგ სამყაროში ერთ-ერთი ოქროს ასოებით ჩაწერილი თამაშია შედევრებს შორის. და სანამ მე თვითონ არ ვნახავ ხოლმე კონკრეტულ იგრას ძირ-ფესვიანად რა არი და როგორია სხვისი რივიუ/აზრები სულ არ მაინტერესებს.
  4. Samurai -ის საუნდტრეკები უმაგრესია, ეს ცალკე ალბომათ რო გამოუშვან punk/heavy ჟანრში მაგარი იქნება კი ეგრეა და ჯონი ბიძიას ძაან საინტერესო ბექსთორი აქ. ისე მაგარი ინფოები მოვაგროვე თან საკმაოდ ბევრი Cyberpunk ის სამყაროზე, ჯერ 1990 წელს Cyberpunk 2020 დან მოყოლებული რომელიც კომიქსის სახით იყო.. დავწერ ვრცელ თემებს ყველაფერზე და ყველაზე ვიზეც კი მაქ წყაროები თუ დაგაინტერესებთ
  5. ''ერთ რამეს დავწერ კაიფის გარეშე. უკვე მეორე იგრაა ეს რაზეც დავრწმუნდი რო ჰაი სეთინგზე უფრო კარგად მიაქ ვიდრე ლოუზე. ასეთი რამე ვინმეს რო ეთქვა ალბათ დავცინებდი, მაგრამ ფაქტია. არ ვიცი რანაირად ხდება, ან რა ირთვება ავტომატურად მაგ დროს, მარა ნორმალურად ითამაშება '' კი ეგრეა ეგ თამაში რატომღაც აწყობილი, ბევრ ტესტიროვკებს ვუყურე იუთუბზე და რაც უფრო დაბალ რეზოლუციაზე გაუშვეს უფრო მაღალი ნაგრუზკა დაადო როგორც პროცესორს ისე კარტას, მაგ. თუ 4/2K ზე 6/8 ბირვიან პროცს ბირთვებზე 40-45% ურტყავდა 1080p ზე უკვე 70-75+% ავიდა. რაღაც უცნაური თემაა
  6. მაგრამ მაინც 30xx სერიებში მაგდენი ფულის გადაყრა სისულელე მგონია ( ცუდად არ გამიგოთ ) ეს 3090-ს 24 გიგა რო აქ ვირამი რა ფეხებათ უნდა როცა 3070 8გიგზეა / 3080 10 გიგზე, იმისთვის მოეკლოდ და ამათთვის მოემატებინათ 70ზე 10/ 80ზე 12 გიგა მიეცათ მაინც, თან მითუმეტეს ბევრი ახალი თამაშია რომელიც 8/10 გიგას ლიქავს და ჰიჩებს და მიკრო სთათერს გაძლევს 2/4K ზე თორე კაი ოპტიმიზირებული კიბატონო ნოუ პრობლემ
  7. The Witcher III : Wild Hunt ბიძია ლეთო geralt is annoyed hail to the Queen Brothers and ladyes in arms აბა ეს ხნიერი ქალი ვინაა თუ იცით ? ეუფ რა მდენია მარა იმდენი სქრინშოტები მაქ ძლივს ავარჩიე
  8. კი გეთანხმები ზემოთ ნახსენებ განხილვაში.. მარა მაინც 1500$ ამ კარტებში სრული იდიოტიზმია და სახეში ნაცრის შეყრა, და ისე 120+ ჰერციანი მონიტორების აღებას პროსტა რა აზრი აქ ერთი ეგ არი კიდე ტყუილი ფულის გასროლა, კი გასაგებია რო ძაან რბილი გამოსახულება გექნება მარა.. დღეს იშვიათად თუ არი თამაში რო 100-110+ კადრი მოგცეს ( ისიც შუთერები ) და უბრალოდ იმდენი ჰერცი ტყუილად გაქ რა ფაკტიურად
  9. ნვიდიას მორიგი ტყუილი.. RTX 3090 ''ყველაზე მძლავრი კარტა'' რისთვისაც ვითომ არის შექმნილი რომ ართიიქსი დაძრას 4K ზე ვერაფერსაც ვერ შვება და ტიპებს რაის 4K კიარა 8K ზე ქონდათ რაღაც თამაშებზე პრეტენზია ლოლ აგერ ბოლო ახალი თამაშები რაც არის RTX ით სახეს აძრობს ამ კარტას და ამაზე დაბალი ვერსია ო სულმთლად სიაფანდი იქნება და ამ ტექნოლოგიას თუ გამოურთავ ისე კიბატონო მარა რისთვისაც გვაჩვენა ჯენსანა მატყუარამ სრული სისულელეა...
  10. ეს ორი თემა შევურიე და პლიუს ''ვალენტინოები (მექსიკელი მუჩაჩოები)''/არასაკა საიბერპანკის სამყაროში ყველაზე დიდი/ძველი და უძლიერესი კორპორაცია. დიზაინში ნაჩვენებია ორი მხარე სიმდიდრე/ძალაუფლება და აქეთ ჩვეულებრივი ფენა რომელიც სტილს აქცევს დიდ მნიშვნელობას და მერე სხვა დანარჩენს პლიუს მათი იდეოლოგია. კიბატონო გემოვნებაზე არ დაობენ რა თქმა უნდა (მეც არ მიყვარს ძაან გადატვირთვა) მაგრამ Cyberpunk ისეთი თემაა რო ამის გარეშე არ გამოვა ყველგან პანკი/ნეონები/ჰოლიგრამები/იარაღი/ფუტურიზმი და ა.შ. მადლობა გამოხმაურებისთვის
  11. რადიკალ რუ-დან არ აჩვენებს ამ სურათებს? აი ესენია რაც ავტვირთე
  12. სალამი ყველას.. ვხედავ ამ თამაშზე რა აჟიოტაჟიც არის და დიდი განხილვა მიდის ეს მომწონს ნუ რო გამოვა ვნახავთ რაც იქნება მე ეჭვიც არ მეპარება რომ უმაგრესი თამაში გამოუვათ იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ვიჩერის დევები არიან, მართალია სრულიად სხვა თემას შეეჭიდნენ მაგრამ ვნახავთ . ისე ამ ბოლოს რომ ქეის მოდინგ კონტესტი იყო თუ ნახეთ რეები ჰქმნეს, ისე მართალია გარკვეული დრო გავიდა მარა... ამ კონკურსში მეც ვიღებდი მონაწილეობას და დიდი იმედებით ვიყავი სხვისი ნამუშევრებიდან გამომდინარე, ისე ასეულობით ნამუშევარი იყო დარეგისტრირებული, უბრალოდ ბოლოს კონტესტის სასტავმა ძაან აურია შეფასების და დიზაინის კონკრეტული მოთხოვნების მხრივ და ისეთი ნამუშევრები გაიყვანეს ხუთეულში რო მერე ძაან ასხეს მაგაზე ''ასეთი პრო რენდერები რა თქმა უნდა მოიგებდაო, ჩვეულებრივი ხალხი ვერც გავქაჩავდითო ამაზე'' და ა.შ. ისე მანდ საიბერჰაკერის სკამი ვუუდუბოიზის თემატიკაზე როა ეგ ძაან ამოვარდნილი კი იყო ნამეტნავად მაგრამ ისე ყველა უმაგრესი დიზაინები კი არის, უბრალოდ რაც თავიდან ძალიან მკაცრი დიზაინ მოთხოვნები წამოაყენეს და ( მე თავი ვიმტვრიე ) ამათგან არცერთი არ აკმაყოფილებს პატარა პროცენტითაც.. მოკლედ იმედია დაგაინტერესათ და ტყუილად არ ვწერე ამდენი ისე აი ჩემი დიზაინიც, ბარემ აქვე ჩავპოსტე, თუ არ დაგეზარებათ შეაფასეთ ერთი ორი შიტყვით. ეუფ ისე ამას კი დავამოდინგებდი რეალობაში მასალა და ეს R10 რო მქონდეს და მერე თვით Cyberpunk ს რო ჩაუჯდები ეჰ
  13. ეს თემა ცოტა არ იყოს ჩაკვდა... ამიტომაც შემოგთავაზებთ ჩემი ხელით გაკეთებულ მოდინგს, მინდა ამით წავახალისო ენთუზიასტები და ამავდროულდ მეც ვნახო სარგებელი. მოკლედ მივუდექი თემას სერიოზულად და ვცდილობ წამოვიწყო ბიზნესი, კერძოდ, ვისაც სურვილი აქვს ქონდეს ლამაზი ქეისი, შეუძლია მომმართოს და შევთავაზებ დიზაინს, რომლის მოწონების და დასტურის შემთხვევაში მოვიყვან გეგმას სისრულეში! ამ კონკრეტულ თემაში გთავაზობთ პროექტს WASP (კრაზანა) . ვეცადე რაღაც განსხვავებული და ახალი გამეკეთებინა (მოდინგი საზღვარგარეთ ახალი ხილი ნამდვილად არაა, საქართველოში კი ცოტა ქიქსტარტი ჭირდება), იმედი მაქვს მოგეწონებათ... თავდაპირველი სახე : დასრულებული ქეისი, ხელით ნახატი კონცეპტით! ესეც ვიდეო მთელი სამუშაო პროცესის თვალსაჩინოებისთვის P.S ქეისი იყიდება, დაინტერესებულმა ადამიანებმა მომწერეთ პმ.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.