Jump to content

ЯPcasemods

წევრი
  • Posts

    76
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    3

Everything posted by ЯPcasemods

  1. იდეაში ეგრე 3080/3090 4K-ს უნდა ჭამდეს ვითომ მარა... ზემოთ რაც ჩამოთვალე ეგენი ბაზარი არაა მაგათი ოპტიმიზაცია დაფრინავს... 2/4K მაინც კაი ხანი აწამებს სიტემებს მომავალშიც +ნაგავი დრაივერები და იქნება გართობა პოლნი კატუშკით როგორც დღესდღეისობით.
  2. სანაგვეა სუფთა ერთიც და მეორეც...
  3. კი ბატონო ეგრეა ზუსტად გეთანხმები 100% ით
  4. 1080/1080TI არაა 2K კარტები და რავქნა.. ნუ თამაშებსაც გააჩნია კი მარა უმეტესში ერხევათ 2K-ზე
  5. კი ეგეც არი მარა, მაინც ამდენი დრაივერი თუ ვტესტე სადაა მაგის ნერვი . სანაგვეა რა ეს ყველაფერი, დაილოცოს ძველი წლები .. ბოლოს რაც მახსოვს ყველაზე უპრობლემო დრაივერი 419.35 იყო
  6. 4K-ზე აი როგორ უნდა ითამაშო ვიდეოს ბოლოშია კაროჩე 1080P-ზე GTX 1080/1080ti ით კარგად შეუბერავ კაცი ცოტა რო დატვიკონ პერფორმანსი, 1080/80TI 2K-ზე უკვე ძაან ცოდოა ბევრ ახალ თამაშზე ამაზე კიარა მარტო
  7. არ აქვს... რაღაც ადაპტივივით მსგავსი აქ ჩამალული და ალბათ პატჩებით დაამატებენ მერე, შეიძლება ეგეც ერთ-ერთი პირობაა ძაან რო წეწავს სისტემებს მითუმეტეს 2/4K ზე.
  8. რამე კაი დრაივერი მირჩიეთ, ამ ბოლოს რაც დრაივერები გამოდის ყველა ნაგავია კაროჩე და იქნებ რომელიმე კარგად გაქვთ გატესტილი სხვადასხვა იგრებზე ოპტიმიზაცია რო უვარგოდეს რივიუებში ძაან მიწასთან ასწორებენ ხოლმე და შიშით ვეღარ ვწერ... ესეიგი ეს დრაივერები გახდა ხიჭვი ტრ....ში რა.
  9. ძალიან კარგად გააზრებულად ჩამოყალიბებული მინი განხილვაა ყოჩაღ, ამ თამაშს ყველამ შეიძლება ვერ დაუჭიროს მუღამი და გასაკვირი არაა და არც არის საჭირო, პროსტა ბახაბუხი და მანქანით გრიალი თუ გინდა არის მაგისთვის GTA ან მსგავსი თამაშები ვინ გიშლის (ზოგადად ვამბობ..) მარა პროსტა რო მარტო FPS-ის დაჭერაზე და სისტემისთვის ოპტიმიზირებაზეა მთელი განხილვა რაც მთავარია თამაშის კორი(ბირთვი) ''მოიაზრება ყველაფერი'' ბევრს აღარც ახსოვს... მეც მაგრა მინდა რო შევუბერო მარა მოვიცდი კიდე სანამ დატვიკავენ უფრო და გაასწორებენ, მოთმენით წლები ველოდი და ცოტას კიდე მოვითმენ არაა პრობლემა.
  10. არასწორად გაიგე შენ , მე ვიგულისხმე ვიჩერთან შედარებით რადიკალურად განსხვავებული თემა და არა საერთოდ... ასეთი თემა კი დეუს ექსმა წამოწია კარგად მარა მაინც აქ ამ იგრას ბევრი საინტერესო და ახალი დეტალი...
  11. აა კომპეტენტური კაცი, მეც მაგას ვიძახი ხოლმე, კი ერთი სასტავისაა მარა ურადიკალურესად განსხვავებული თემა აიღეს და არ შეეშინდათ ექსპერიმენტების და მე ვიცი რო უმაგრესი რამე იქნება როცა ვითამაშებ... კი პროსტა ძველ სისტემებს წველავს ნუ უფრო კარტებს მარა ნუ ალბათ ცოთას შეასწორებენ. ისე მინიმუმზე gtx780 RX470 აწერია მარა gtx970/980 მედიუმ/ლოუზე 1080P-ზე 15-22 კადრს იჭერს
  12. ოპტიმიზაციას არაფერი უჭირს მემგონი რაც ვნახე ვიდეოები კაი ოპტიმიზაცია აქვს ნუ ცოტა დატვიკვა უნდა მარა ეგაა რო კაი სისტემა უნდა ჯერ 1080 p-ზე და 2/4K ზე ხო იასნა თან თუ RTX და DLSS ზე თუ მიგიწევს გული..
  13. ძაან საინტერესო იქნება 3-ვე გაზას რო გატესტავ, ხო ნუ ვიჩერთან შედარებით გააჩნია როგორ ითამაშებ უფრო ნაკლებ დროს წაიღებს ალბად გადაბმული ქვესთები+ ისე წანწალი, მეც ვიჩერში 350 საათი მოვუნდი გართობას ყველაფრიანად + DLC ეებით ბოლო ქვამდე გადავჩითე მთელი სამყარო სადაც ფეხის დადგმა შეიძლებოდა ყველგან ვიყავი და ბევრი დამალული მაგარი ითემებიც ვნახე რომელსაც ისე ვერც იპოვის კაცი, მაგ თამაშით ვცხოვრობდი 2 თვე ამ თამაშში მაგაზე მეკეტება და ეხლა რო მეფიქრება CP77-ში რეები იქნება უიუი , თან მერე უფასო დიდ DLC ებს კიდე დაამატებენ ზემოდან დროთა განმავლობაში, არა ისე კი წაიღებს ტონა დროს...
  14. კი ამდენჯერ გადაწევას აჯობებდა კიდე კაი ხანი მოეთმინათ, მარა მეორე ისაა რო 8 წელია ეს თამაში დეველოპმენტშია და ძაან გაიწელა, ბევრი გაჭირვება ქონდა CDPR-ს მახსოვს ამათი პოსტები ხან სად მხვდებოდა და ხან სად, ხალხს ეძებდნენ პროგრამერებს, 3დ არტისტებს, არტ დიზაინერებს და ა.შ. ზოგ კომპანიას რო ყავს მთელი შანტრაბა და ძლივს რო რაღაც აკეთებენ და ისიც რო არ ვარგა და დაუმთავრებელ პროდუქტში ტონა ფულს იწოვენ მაგალითად ზემოთ ხსენებულნი... ძაან კომპლექსური თამაში არი რავი ტონა კონტენტით და ბაგები მაინც ექნება ალბათ კი მარა ეშველება მაგას რაღაც დროის განმავლობაში.
  15. მე საწყენად არ მითქვამს, და ნუ ეხლა ასე უცებ ვერ ვიხსენებ ამდენ თამაშს რომელს რამდენი დაუწერეს და რაში მარა ტუპოი ხალხი რო თამაშობს რომელსაც მაგალითად რეისინგში ან ისეთ ოფენვორლდ თამაშში მანქანა ვერ უტარებია მერე ის მანქანის ან ფიზიკაზე ან ჰენდლინგზე რაღაც ნონსენსს ამბობს, ანდაც სხვა სტილის თამაშებზე... ამიტომ ყველა ტიპს უნდა ჰყავდეს თავის შემფასებელი მე ასე ვფიქრობ და იმათ ''აცენკებს'' უყურონ სხვებმა. ისე რამდენიმე დღეშიო სადღაც 38 გიგ. აფდეითს აპირებენო თუ რაღაც CP-ისთვის. ზუსტად გეთანხმები მაგაში.. მარა ქულებს უფრო მეტს აკლებენ ხოლმე ვიდრე უმატებენ მემგონი. მაგარი ნაჩალიჩარი აქვთ
  16. ''who gives a shit about leaks and 90+'' ანუ ვის რაში აინტერესებს ლიქები და რივიუები? ვინც ნაღდად ელოდება კი ნახავს რაც არი და ვიღაცის ნაცოდვილარ რივიუებს და შეფასებებს ნუ უყურებთ... ბევრ მაგარ თამაშზე ისეთი კვერცხობა მინუსები დაუდიათ რო რავი შენ თუ არ შეგიძლია თამაში და რაღაცას ვერ აკეთებ წადი ქსოვა ისწავლე და ნერვი დაიწყნარე
  17. cool.. ისე რაღა მაინც და მაინც 10 რიცხვი გამოსვლის თარიღი.. იმიტომ რომ 10.12.2054 არის ჩვენი main ანუ მთავარი პერსონის V-ს დაბადებისდღე და ის 23 წლის ახალგაზრდაა თავისი ამბიციებით და იმ ცხოვრების სტილით რასაც ავირჩევთ.
  18. ისე ერთ-ორ საინტერესო დეტალზე გეტყვით, თურმე თამაშში ტრანსპორტს რომელსაც გინდა ეგრევე ვერ მოტეხავ და იგრიალებ ამისთვის პერკებია საჭიროო რო ყველა ტრანსპორტის სახეობაზე მიგიწვდეს ხელი. ეს GTA-ს მსგავსი თამაშების მოყვარულ ხალხს არ მოეწონათ მარა ნუ ... მეორე საინტერესო დეტალი ისაა რო თამაშის დახურვა შესაძლებელი იქნება მთავარი ქვესთების გასვლის გარეშეც რაც ძაან უცნაური და ახალი თემაა. ისე ეს ფირმა იცოდით ? მძიმე სატვირთოების სავეცკი მწარმოებელი.
  19. კი ნამდვილად, მე არ მახსოვს თამაშს ასეთე აჟიოტაჟი გამოეწვია რავი 10 კი არა მეტი წლის მანძილზეც, კი იყო რაღაც თამაშები ძველ წლებში რომელიც ახალი ხილი და თემა იყო მარა ასეთი ამბავი ძაან დიდი ხანია არ ყოფილა. ისე კი ვიცი რატოა ასეთი უდიდესი დაინტერესება ამ თამაშით და გარკვეულად კი ერთი-ორი დეტალით...
  20. რაღაც იაფია თუ მე მეშლება? ამაზე ბევრად ძვირი 2080-80ti ღირდა მარა კარტაში ამდენს მაინც არ გადავიხდი რაც არ უნდა იყოს
  21. ცაკალელი გოგოს ტკბილი სიმღერა
  22. რატომღაც ამ თამაშში მგონია რომ სირილას (Ciri) კამეო/ისთერეგი გაიჩითება სადღაც რუკაზე... იმიტომ რომ მან ამ თაიმლაინში ტელეპორტაცია მოახდინა როცა ერედინს და მის მხედრებს გაურბოდა, თან გერალტსაც ხო ელაპარაკება როცა ნისლების კუნძულზე შეხვდება, რაღაც უცნაურ დროში მოვხვდიო ხალხი რაღაც უცნაურად ჩაცმული დადიოდაო, მეტალის მსგავსი დეტალები ჰქონდათო სხეულზე, უზარმაზარი მინის და შენობებიო, უცნაური ტრანსპორტიო და ა.შ. ასე რომ მაგრა ველოდები სად გაიჩითება და როგორ გამოიყურება ამ გრაფიკით
  23. ტიპებმა გეიმინგ ისტორიაში რევოლუციური ელემენტი გააკეთეს (რავი მე პირადად არ მახსოვს ასეთი) თამაში ოფიციალურად 10 ენაზეა გახმოვანებული და როცა ენას ცვლი პირის მოძრაობის ანიმაცია კონკრეტულ ენას უმთხვევს... გიჟები არიან
  24. კორპორაციული ომები ამ თემაში მოგიყვებით საიბერპანკის სამყაროში მომხდარ კორპო. ომებზე პირველი სერიოზული შეტაკება, რომელიც 2004-2006 წლებში მიმდინარეობდა და კორპორაციული ომის სახე მიიღო, იყო EBM (Euro Business Machines) და Orbital Air-ს შორის. დავა მიდიოდა Transworld Airlines (TWA) შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ ჩაძირვის პირას მყოფი კომპანია იყო. EBM -ს გადაწყვეტილი ჰქონდა უკვე TWA-ს შესყიდვა როდესაც საქმეში Orbital Air - ჩაერია და მოლაპარაკება ჩაიშალა. EBM-მა ჩაშლილი მოლაპარაკების გამო დაიქირავა ტერორისტების მცირერიცხოვანი რაზმი რათა გაეტაცებინათ და საქმეს ჩამოეშორებინათ Orbital Air -ის ბიზნეს ჯგუფი. ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ გაირკვა რომ ტერორისტულ აქტს სათავეში EBM ედგა. Orbital Air-მა თავის მხრივ საპასუხოდ ჰაკერეპისგან დაკომპლექტებული კორპორაცია Zetatech ჩამოაყალიბა, შემდგომ კი EBM-ზე სერიოზული ჰაკერული თავდასხმა განახორციელა. არც Orbital Air -ის ცდა აღმოჩნდა წარმატებული, შეტევა მოიგერიეს და აიძულეს ნებისმიერი ძალის გამოყენებისგან თავშეკავება და უკან დახევა. კიბერ ომში Zetatech ის დამარცხების შემდეგ, EBM– მა დაიწყო საკუთარი შეტევები - ფიზიკური და ტექნოლოგიური TWA– სა და Orbital Air– ის ობიექტების წინააღმდეგ. ორივე მხარე ერთმანეთს უსასტიკესი მეთოდებით ებრძოდა, კერძოდ ტერორიზმის, ქსელური თავდასხმების, მეკობრეობის, დაქირავებული მკვლელებისა და დისტანციურად მართული მარიონეტული ჯარისკაცების გამოყენებით. ამ პერიოდში ორივე კომპანიამ მილიონობით ევროდოლარით (ფიქციური ვალუტა საიბერპანკის სამყაროში) იზარალა. მეორე კორპორაციული ომიც მსხვილი მასშტაბის გამოდგა, სადაც ერთმანეთს ისევ ორი მეგა კორპორაცია Sovoil და Petrochem დაუპირისპირდა. 2006 წელს SovOil– მა დაიწყო ციმბირიდან CHOOH2– ის წარმოება, ალკოჰოლზე დაფუძნებული საწვავის, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა მანქანებისთვის. Petrochem– მა, CHOOH2– ის პირველმა მწარმოებელმა, შესთავაზა SovOil–ს განახლებული ტექნოლოგიით მომარაგება რაც მეტად გაუადვილებდა მათ საქმიანობას, ამ შეთავაზებასთან ერთად კი Petrochem-ს ციმბირის ტერიტორიის ნაწილი უნდა მიეღო. ამ ორი მაგნატის შეთანხმებამდე, როდესაც მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული იყო, ბოლო წუთს Sovoil-ში მიიღეს გადაწყვეტილება რომ ეს კონტრაქტი ტყუილი რესურსის კარგვა გამოდიოდა, და შეთანხმება გაუქმდა. 2007 წელს ორივე კომპანია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სერიოზულ ტერიტორიებს ფლობდა, ამბიციებმა კი ისინი საბოლოოდ დააპირისპირა ერთმანეთს. მათ შორის სერიოზული შეტაკება Sabina Bravo-ს აფეთქებამ გამოიწვია, ეს იყო საზღვაო ნავთობმომპოვებელი პლატფორმა, რომელიც Petrochem- ს ეკუთვნოდა. Petrochem-მა რათქმაუნდა დაადანაშაულა SovOil-ი ტერორისტულ ქმედებაში, ეს ყოველივე დრო და დრო დიპლომატიურ უთანხმოებებშიც გადაიზარდა. მოგვიანებით უკვე Petrochem-მა გასცა იგივე დავალება და ააფეთქა SovOil–ის პლატფორმა. ეს დაპირისპირება ძალიან ძვირი დაუჯდა ორივე მეგაკომპანიას. პეტროჩემმა შეძლო მოკლე დროში უპირატესობის მოპოვება, კუნძული Spratly Island ხელში ჩაიგდო, და შეიწირა ანოტოლი ნოვიკოვო, SovOil– ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი. თუმცა ეს არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი SovOil-სთვის, ბრძოლის ბედი შემოეტრიალებინა და რამდენიმეხნიანი შეტევების შემდგომ სამხრეთ ჩინეთის ზღვას სრულად დაეპატრონა. ყველაზე ღადაობა ისაა რომ ეს ომი მოყვა არა ტერორისტულ შეტევას, არამედ უბრალო ავარიას Petrochem-ის Sabina Bravo -ს სადგურზე ამ კონფლიქტის მიერ მიყენებული ზარალი მსოფლიოსთვის მიუღებელი და შეუფასებლად დიდი აღმოჩნდა. ორივე მხარეს კი ბრალი ედებოდა ეროვნულ და საერთაშორისო კანონების უხეშ დარღვევაში. მესამე კორპორაციული დაპირისპირება წინა ორისგან განსხვავდება, ეს იყო კიბერ-ომი, ბრძოლა კომპიუტერული ქსელების მეშვეობით. მიმდინარეობდა 2016-17 წლებში. საომარი მოქმედებები მაშინ იწყება, როდესაც ლოს-ანჯელესის სავაჭრო პალატის შემსწავლელებმა კომისიამ აღმოაჩინა დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიხედვითაც Merrill, Asukaga და Finch კერძო კომპანია, Rothstein ფონდის (ნიუ იორკის ბანკის შვილობილი) სახელს უკანონოდ იყენებდა. Rothstein-ს დაინტერესდა ასეთი უკანონო ქმედების უკან არსებული სიმართლით და საკუთარ ჰაკერებს დაავალა გაერკვიათ მაქინაციური სიტუაციის არსის გაგება. MA&F -მა ეს ოპერაცია ჰაკერულ თავდასხმად აღიქვა და საპასუხოდ თავისი ჰაკერული ჯგუფის გამოყენება გადაწყვიტა, თავდასხმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ Rothstein -ს სერვერული ბაზა გაუნადგურა. დასაბამი მიეცა სერიოზულ შეტაკებას ვირტუალური რეალობის სამყაროში, სადაც შემდგომში ჩაერია Netwatch (სამართალდამცავი კიბერორგანიზაცია რომელიც ფინანსდებოდა სახელმწიფო ორგანოების მიერ და დაარსდა 2013 წელს ინგლისში, მას ევალებოდა კიბერ უსაფრთხოების დაცვა ევროპა-ამერიკის მაშტაბით) რომელმაც რაღაც დონეზე აღკვეთა ჰაკერული მოქმედებები. ამის მიუხედავად MA&F -მა და Rothstein -მა უკვე რეალურ სივრცეში დაპირისპირება დაიწყეს დაქირავებული მებრძოლების დახმარებით. ომს შეეწირა უამრავი ადამიანი, მილიონობით დოლარის მატერიალური ზარალი მიადგა ქალაქებს. კიბერ შეტევები ერთმანეთის მიმართ ბოლომდე მაიც არ შეჩერებულა, საბოლოოდ ამდენს ვეღარ გაუძლო Rothstein -მა და ორგანიზაციის სახე დაკარგა, ჩამოიშალა. ადამიანები დიდხანს საუბრობდნენ ომის ასეთ სახეზე, ჰაკერულ თავდასხმებზე და თუ რამდენად საშიში იყო ეს ყოველივე. მეოთხე ყველაზე მასშტაბური და საკვანძო დაპირისპირება რომელმაც საბოლოო სახე მისცა საიბერპანკის სამყაროს, იყო გლობალური კონფლიქტი რომელიც 2021 - 2023 წლებში მიმდინარეობდა. ერთმანეთს ორი დიდი აქვაკორპორაცია (ანუ წყალქვეშა ტრანზიტის ამბავში) ესენი იყვნენ ფრანგული C.I.N.O. და ამერიკული OTEC დაუპირისპირდნენ IHAG-ის (ასევე წყალქვეშა სატრანზიტო კომპანია რომელიც ამ პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო დაიშალა) ფინანსური წილებზე ვერ შეთანხმების გამო. ერთწლანი დაუშოშმინებელი შეტაკებები ვერც ერთი მათგანისთვის სასურველად ვერ სრულდებოდა ამიტომაც გადაწყვიტეს საომარი მზადყოფნის გაძლიერება და ორ (ერთმანეთთან უკვე დაპირისპირებულ) მეგაკორპორაციასთან გააფორმეს მეგობრობა. OTEC-მა MILITECH დაიმეგობრა, C.I.N.O.-მ კი ARASAKA. მსოფლიოში არსებული ორი უმსხვილესი გასამხედროებული მეგაკორპი, ორივე არასაკა და მილიტეკი მრავალი წლის განმავლობაში კონკურენციას უწევდნენ ერთმანეთს მომგებიან კონტრაქტებზე ტაციაობაში. აღმოჩნდა რომ, ჩვეულებრივი დიპლომატიური და მშვიდი საუბრები ორივე მათგანს მობეზრდა და დრო იყო ერთმანეთისთვის კუნთებიც ეჩვენებინათ . ეს კორპორაციები უმაღლესი განვითარების სამხედრო ტექნოლოგიებს ფლობდნენ და ზედმეტად საშიშ ძალას წარმოადგენდნენ ნებისმიერი დაპირისპირებისთვის. ''მცირემასშტაბიანი'' შეტაკებები კი სწრაფად იზრდებოდა მასშტაბურში და მალე მთელი მსოფლიოს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩათრევაც მოახერხეს. ტოკიო, იოკოჰამა, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნაით სითი, ეს ომში მონაწილე ქალაქების ჩამონათვალია. ომი იმდენად მასშტაბური გახდა რომ არასაკას მოკავშირე ევროპის ეკონომიკურმა საბჭომ მისი დაფინანსება შეწყვიტა, იმ იმედით რომ ომი ნელ-ნელა შეჩერებულიყო, იგივე მოიმოქმედა იაპონიის მთავრობამაც და იაპონიის პრემიერ მინისტრმა ARASAKA-სკონტროლის ქვეშ აყვანა დააპირა, თუმცა საბურო არასაკამ(ARASAKA-ს დამფუძნებელი და მეპატრონე)თავის გავლენა გამოიყენა და პრემიერს ხელი შეუშალა ჩანაფიქრის ასრულებაში. არასაკას მეამბოხე ვაჟი, იორინობუ არასაკა ჰყავდა, რომელმაც კრიტიკულ მომენტში იაპონიის მთავრობას საჭირო ინფორმაცია მიაწოდა არასაკას კომპანიის შესუსტებისთვის. შეიძლება ითქვას რომ ომი ნაწილობრივ დასრულდა, თუმცა არა შტატებში. მილიტეკის დადუმება სცადა ამერიკის პრეზიდენტმა ელიზაბეტ კრესმა და წარმატებასაც მიაღწია (კომპანიის დამაარსებელი და დირექტორი იყო დონალდ ლანდი) . ნაით სითიში არასაკა და მილიტეკი მაინც კბენდნენ ერთმანეთს, როდესაც მილიტეკის აღჭურვილობით შეიარაღებულმა ანარქისტების დაჯგუფებამ არასაკას ამერიკულ სათაო შენობაში მინი ატომური ბომბი გააქტიურეს, რასაც აფეთქება მოყვა. კორპორაციული ომი 2023 წელს სრულდება, არასაკას კი იაპონიის მთავრობა გავლენის ზონას უმცირებს და ჩვეულებრივ კორპორაციად აღიარებს რომელსაც შეზღუდული რაოდენობის პრივილეგიები რჩებოდა. მილიტეკს რაც შეეხება, მასზე კონტროლი გაამკაცრა პრეზიდენტმა ელიზაბეტ კრესმა, და კომპანია შეერთებული შტატების არმიის მომმარაგებელ მოდერნიზატორ კომპანიად დაამტკიცა. შემდეგში განვიხილავთ მეგა კორპებს დაწვრილებით ARASAKA-ს და MILITECH-ს ყველაზე უძლიერის კომპანიებს რომლებიც 2077-ში აქტუალურები არიან... ( PS ადმინებს თუ შეგიძლიათ რო აპინოთ ეს თემები ერთად რო იყოს თუ შესაძლებელია, მადლობა წინასწარ ) ნუ დიდი ალბათობით მაგ დაზიანების მაჩვენებლის გამორთვა შესაძლებელი იქნება როგორ ბევრ RPG-ში და რაც შეეხება first person view-ს მაგაზე თქვეს რო რაც შეიძლება მაქსიმალური სიახლოვე პერსონაჟსა და ფლეირს შორისო, ისე კი ბაზარი არაა გემოვნების ამბავია ვის როგორ.. მამენტ ჩარაქთერს რო ხედავდე მესამე პირშიც კაი იქნებოდა მარა რავი მე ასეც გამისწორდება მაგრა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.