გამარჯობათ,
რამდენიმე კითხვა მაქვს და თქვენს დახმარებაზე არ ვიტყოდი უარს.
მოკლედ ვიყიდე ვიდეოკარგა GTX 1080, მაგრამ აშკარად გადახურების პრობლემა აქვს. Furmark-ში ტესტის დროს, დარაზგონების გარეშე, 1 წუთში ადის 95 გრადუსზე. რაც კი სადმე ვნახე იგივე ვიდეო ბარათის განხილვა, ყველგან ძალიან კარგად ჩანს რომ 76-80 გრადუსი არის მაქსიმუმი ბოლომდე დატვირთულზეც. დაიტესტა ქეისშიც და ქეისის გარეთაც. გამყიდველი მეუბნება რომ ახალი ბარათია მაგრამ თუ პრობლემა ექნება გამომიცვლის.
მაგრამ აქ შემოდის ერთი ფაქტორი რამაც ძალიან დამაეჭვა. როდესაც ადგილზევე ვთქვი რომ ვიდეოკარტას უნდა იტესტებოდეს 10 წუთი ან მეტი როდესაც თავისი სტაბილურ ტემპერატურას აჩვენებს, გამყიდველა მითხრა რომ კომპიუტერულ ტექნიკაში საერთოდ ვერ ვერკვევი და Furmark-ის ტესტი 2 წუთზე მეტი არ შეიძლებაო.
სიმართლეს გეტყვით და მე პირადად ძალიან გარკვეული არ ვარ ამ ყველაფერში. ზედაპირულზე მეტი ვიცი მაგრამ ექსპერტი ნამდვილად არ ვარ. მაგრამ ის რომ 2 წუთზე მეტი არ შეიძლებაო ძალიან, ძალიან მაეჭვებს.
სანამ ამას აქ ვიკითხავდი სხვა ბევრს ადამიანს ვკითხე. გეიმ დეველოპერებისგან დაწებული, ჩემი AMD-ს ნაცნობებით დამთავრებული და აბსოლუტურად ყველამ მითხრა იგივე რომ როცა ვიდეობარათის ტემპერატურას ვტესტავ, სტრესის დროს მინიმუმ 10 წუთი მაინც უნდა მქონდეს ჩართული სტაბილური გრადუსის დაჭერის შემდეგ. 1 წუთში 1080-ზე 95 გრადუსი იმას ნიშნავს რომ ბარათი ან ძალიან ნახმარი ან გაუმართავია. მითუმეტეს მაშინ როდესაც აბსოლუტურად ყველგან სადაც ვნახე, ახალი, 3 ქულერიანი G1 1080-ის მაქსიმუმი 76 გრადუსია.
როგორც ვიცი ამ ბარათის გამყიდველი ფორუმელი და ჯერ სახელს არ დავასახელებ სანამ არ დავრწმუნდები რომ მე ყველაფერი სწორად მესმის და არ მინდა ვინმეს ბრალი დავდო იმაში თუ მართალს მეუბნება.
ასე რომ, ძალიან გთხოვთ მითხრაით რა დასკვნა გამოვიტანო ამ სიტუციიდან.
მადლობა