გამარჯობათ, ახლობელს ქონდა gtx 960 რომლის ქულერებსაც ხმა (შესაბამისად ალბათ სისწრაფეც) ემატებოდა და აკლდებოდა, დაახლოებით 1, 2 წამის სიხშირით, დენის ცვალებადობას რო წააგავს ისე და კვების ბრალი მეგონა მაგრამ სხვა კვების ბლოკზე შევამოწმე და მაინც იგივე ხმა ქონდა(ორივე კვების ბლოკი საკმარისი სიმძლავრის და ხარისხის იყო). ესე ამუშავებდა სადღაც წელზე მეტი. ეხლა მითხრა რომ გაუფუჭდა და კვების კაბელს რო აერთებს ვიდეოს, კომპიუტერი ითიშება და სხვა ძველ ვიდეოზე ამუშავებს. მაინტერესებს რამდენად სერიოზული დაზიანება შეიძლება იყოს, კეთდება თუ არა, რამდენად ხშირია ესეთი პრობლემები... მადლობა ყურადღებისთვის.