მოგესალმებით. თქვენი აზრი მაინტერესებს, შეიძლება კითხვა? რატომ იწერს ქართველი მომხმარებელი ებეზიე ან ამაზონზე ნივთებს - უფრო იაფია, სანდოა ხარისხის ამბავში, თუ ყველაფერი ერთად?
და რომ არსებობდეს სერიოზული ალტერნატივა ქართული საიტის სახით, სადაც არ გადაიხდით გზის ზედმეტ თანხას (ზედმეტს კი არა, საერთოდ არ გადაიხდიდით ტრანსპორტირების თანხას), მიიღებდით ორიგინალურ პროდუქციას ადეკვატურ ფასებში, რეალურ ქეშბექებს და სასიამოვნო საჩუქრებს, არჩევანს გააკეთებდით?
წინასწარ გმადლობთ თითოეულს თქვენს საზრიან კომენტარებზე!
პ.ს: ადმინს წინასწარ ვუხდი მადლობას პოსტის გაშვებაზე. აქ ახალი ვარ და თუ რამე დამატებითი, ჩემთვის ჯერ უცნობი წესები გაქვთ, სიამოვნებით გავეცნობი.