Jump to content

Archili1997

წევრი
  • Posts

    1220
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    2

Everything posted by Archili1997

  1. ეს ერორი როგორ გავასწორო,თითქმის ყველა აპზე ასე მიწერს, ზოგ აპებს იწერს შერჩევითად, ძველი 1607 ის ბილდია და ამის ბრალი ხომ არაა, store-ს განახლება გავუკეთე თვითონ მაღაზიიდან.
  2. ესე სცადე, კონტროლ პანელში შედი და მერე Turn Windows features on or off შემდეგ სიაში მონახე Legacy components ჩამოწიე და მიუთითე DirectPlay, თამაში ძველია საკმაოდ ვინდოუსთან შედარებით, ადრე მქონდა მეც age of empires 3 ში მსგავსი რაღაც პრობლემა და ამ მეთოდმა უშველა
  3. ისე ghostspectre-ს სბორკა თუ გყენებიათ ვინმეს ან გსმენიათ მემგონი ძაან ოპტიმიზირებული და შემსუბუქებული ვერსიაა რამდენიმე ვიდეოს ვუყურე და ცუდი არ მსმენია ამ სბორკაზე არც ხალხის კომენტარები წამიკითხია ნეგატიური
  4. მივაგენი წავშალე რეესტრებში
  5. ამას მიწერს კი ანუ ადრეც გაჩნდა ჩემთან ასეთი ზედმეტი ლინკი ოღონდ კონტროლ პანელში და იმას მივაგენი რეესტრში იყო წავშალე და ისიც გაქრა ამას კი ვერ ვაგნებ
  6. დავძებნე მაგ სამივე მისამართებზე და არსად არაფერი იყო თითქოს რამე პროგრამის მიერ დატოვილი მარტო ვინდოუსის ფაილებია ccleaner შიც ვნახე და არც ამან უშველა მარტო startup ში ჩარჩენილ რაღაცეებს შლის.
  7. წაშლილი ფაილების აღსადგენად ერთი ორი პროგრამა ჩავიწერე და ერთ ერთმა recycle bin ის მენიუზე რაღაც მალსახმობივით ჩაამარგა რაც ვერაფრით ვერ მოვაშორე, Scan for deleted files with Disk ეს წარწერა, ის პროგრამა კი წავშალე მაგრამ ეს ჩატოვა, ხელს მიშლის ხშირად ხოლმე და რამენაირად ვერ ამოვშლი? regedit ში ხომ არააა შენახული .
  8. შესაბამისი ტოპიკი ვერ ვნახე და აქ ვიკითხავ თუ არ მიწყენთ, მოკლედ ასუსის მიერ წარმოებულ ბარათებისთვის თვითონვე ასუსს აქვს წარმოებული სპეციალური ტვიკერი სახელად GPU Tweak III და II ვერსიები , გადმოვწერე და აქვს რაღაც რეჟიმები OC Mode, Gaming Mode და ასე შემდეგ OC რეჟიმზე რომ დავაყენო აჩქარებს გრაფიკულ პროცესორს და მეხსიერების ჩიპებსაც მაინტერესებს საშიში ხომ არაა კარტისთვის ასე რომ ვამუშაო თამაშებში, ნუ დიდად არც მატებს სიხშირეებს თავისით როგორც თვლის საჭიროდ ისე. კარტას ხომ არ დამიწვავს ? ტემპერატურები იდეალური იყო და აშკარად 3-5 FPS მოამატა https://www.asus.com/campaign/GPU-Tweak-III/eg-en/index.php
  9. აქ რა არის გამოსართავი ვერ ვხვდები მეორე ჰარდ დრაივია გადაეკიდა ყოველ ჩართვაზე რაღაცას ჩალიჩობს და ფაილებს მიქმნის ამ დრაივზე როგორ გავთიშო საერთოდ, ან რატომ ჩაირთო ბექაბით არ მისარგებლია
  10. გასაგებია, მადლობა რჩევისთვის
  11. ამ კვებაზე რას მეტყვით, ეს მაინც თუ გაუქაჩავს 460-ს? ნუ კი დიდი არაფერი კვება არც ესაა, ერთი ცალი 8 პინიანი აქვს კარტისთვის. https://element.am/ru/power-supply-mercury-atx-600w.html
  12. ნუ შეიძლება დაძრას კიდეც მარა მალევე მოკლას ხო კარტა ?
  13. ამ კვებას GTX 460 ან 560-ის ამუშავების შანსი ააქვს? ორი ცალი 6 პინიანი უნდა ამ ბარათებს და ამ კვებას კი სულ 3 მოლექს შესაერთებლები აქვს, ვიფიქრე ასეთი ერთი მოლექსის თავიანი გადამყვანებით რომ ჩავრთო საშიშია ? ორ თავიანებს ფიზიკურად ვერ დავუერთებ 4 მოლექსი არ აქვს. მაგალითად GTX 660 ზე გაიტესტა და ამუშავებს უპრობლემოდ.
  14. ახლობისაა, შორი შორს ვართ, ადგილზე რომ ვნახო არ გამოდის, თუ გავცვლით გავცვლით, მეც არ ვიცი მოშორდება თუ არა და ვერ გადავწყვიტე გავუცვალო თუ არა, მაგ ლაქებით რომ დარჩეს არ მინდა ძაან ჩასვრილია, სველი ნაჭრის სცადა მარტო და არ ამოვიდაო თვითნაც არ იცის რა აქვს წაცხული ნუ დიდადაც არ გადაყვა როგორც მითხრა თუ გაწყობს გავცვალოთო ამ ლაქების გამო არ უნდოდა ურჩევნია პატარა და სუფთა იყოსო ) მე ვიფიქრე ჩემით რომ შეიძლება რაიმე ქიმიური შეესხა და ამოწვა ზედაპირი რამდენად შეიძლება ?
  15. გამარჯობა მოკლედ მონიტორს გარედან აქვს რაღაც შავი ლაქები რამოდენიმე ადგილას ჩართულზე დიდად არ ეტყობაო მეუბნება მფლობელი მარტო გამორთულზეო და შავ ფონებზეო სველი ნაჭრით სცადა და არ შორდება რა შეიძლება იყოს მჟავა ან რაიმე ქიმიური ნივთიერება ვიფიქრე მე და შეიძლება ვითომ? ან ზეთი და მეორე თუ ტექნიკურად სჭირს რაღაც და მონიტორის შიგნითა მხარეა დაზიანებული სხვა ფონებზეც იქნებოდა ხომ შესამჩნევი ? მოკლედ გაცვლას მთავაზობს იდეალურ 19 ინჩიანში და რას მირჩევთ ღიირს ? ან თუ მოშორდება სპეციალური რაიმე ხსნარებით ?
  16. საილენთ ბარათებზე თერმოპასტის შეცვლას აზრი აქვს საერთოდ უნდა ?
  17. გასაგებია ok მადლობა არა ორივე ddr3 ზეა კეპლერი 64 ბიტზეა და ახალი დრაივერებზე აქვს საპორტი როგორც ინტერნეტში ვნახე
  18. ხოო ეგ კი მართალია, მაგრამ რომელიღაც ვერსია ხომ უკეთესია და რომელი ჯობია ეგ მაინტერესებს უბრალოდ, არ მაქ ერთ ერთს მჩუქნიან და რომელი ავიღო ეგ მაინტერესებდა
  19. სალამი 730 ის რომლის ვერსია ჯობია ძალიან მაინტერესებს იქნებ მითხრათ? ორნაირია გამოსული სათამაშოდ არც ერთია მაგრამ მაინც ასაღებად რომელი ჯობია კეპლერი რომელიცაა მოკლეა და სლოტში ბოლომდე არ ჯდება რაღაცით ფერმი ჯობია რაღაცით კეპლერი კი მივხვდი მაგრამ მაინც საბოლოოდ
  20. გამარჯობა შემთხვევით ძველის ძველი კარტები ხომ არ გაქ შემორჩენილი ? მაგალითად GTS 250 - 9800 gtx ან მსგავსები
  21. სალამი მეგობართან ვაყენებ ვინდოუსს აქვს დაირექსტ 10 ის ძველი ბარათი gt 9600 და ჩვეულებრივ directx 10 გადმოვწერო და დავუყენო ხო მაიკროსოფტის საიტიდან ? ან მაგალითად ეს თუ წავა https://www.filehorse.com/download-directx-10/
  22. გასაგებია მადლობა დიდი .
  23. ესე უწერიათ სატაზე, დიდად ვერ გავიგე, ის მივხვდი, რომ იასამნისფერი სატა პორტები მუშაობენო gigabyte sata 2 ჩიფსეტითო და ყვითლებიო ich9r ზე
  24. სატა პორტის ბრალი ყოფილა სხვაზე დავსვი და აციმციმდა, ახლა რა მაინტერესებს ჰარდ დრაივი მქონდა სატა 1 პორტზე დასმული ბევრი აქვს პლატას, მე დავსვი მეოთხეზე თუ მეხუთეზე არ მახსოვს ხოდა რაიმე მნიშვნელობა აქვს რომელ პორტზე დავსვავ ჰარდ დრაივს რაიმე წარმადობას ხომ არ აგდებს ან მაგდაგვარი ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.