Jump to content

zura Kostava

წევრი
  • Posts

    42
  • Joined

  • Last visited

Everything posted by zura Kostava

  1. ფენი მაქსიმალურად ავამუშავე. მაგრამ როგორც ჩანს არ ყოფილა ფენის ბრალი ალბათ. იმიტორო მაინც გადარესტარტდა. ტემპერატურა მაქსიმუმ 89 იყო. საშუალოდ 70. ჩემი აზრით არ არის ტემპერატურის ბრალი უკვე. მყარი დისკის დატვირთვა იყო ძალიან მაღალი. ისედაც ხშირად მაღალი აქვს. ხშირად 100%. ეხლა gta5 ინსტალაციის დროს გადარესტარტდა
  2. ხო მაგრამ ისედაც არ ადის უკვე მაღალ ტემპერატურაზე. მირჩევნია საერთოდ აფეთქდეს ვიდრე რამე მნიშვნელოვანი წამეშალოს. შეცდომა თუ ეს არის უკეთესია. ანუ პრობლემაც ამაში იყო. მგონი ნორმალურად დავაყენე boot-ში ყველაფერი. რას მირჩევ?
  3. არ ვიცი მეგობარო ამისი უნდა იყოს წესით. მგონი მეშველა. ბიოსი ჩავწერე იგივე ვერსია რაც მქონდა, უბრალოდ მოდიფიცირებულია და აქვს advenced პარამეტრები. დაყენებული იყო რო 100 გრადუსზე კომპიუტერი გაითიშებოდა. დავაყენე 120-ზე. ასევე სხვა რამეებიც მოვუმატე. მათ შორის ქულერის რაღაცეები. ქულერის სისწრაფე არ ვიცი მაგრამ კომპიუტერიც ასწრაფდა და გრადუსი მგონი 83 ზე ზემოთ არც ასულა. pes 2017-ზეც დავტესტე და აღარ რესტარტდება. (სულ უჭირდა და რესტარტდებოდა) აღარც ჭედავს. შევხედავ დღეს რას იზამს და თუ გაამართლა გავაფრენ სიხარულისგან სად ვიყავი აქამდე
  4. ბიჭებო მგონი საერთოდ ბიოსიდანაა მითითებული რო 100 გრადუსზე რომ ავა გადარესტარტდეს. ვნახულობ acer-ის ბიოსის ვიდეოებს (მათ შორის ჩემი მოდელისაც) დაერთგან ეწერა "shat down temp 100" მაგრამ ჩემს ბიოსს არ აქვს advenced ფუნქცია. 1.13 ვერსია მაქვს და ვერაფრით ვერ დავააფდეითე და ვერც ის advenced ვერ გავუკეთე. მთელი დღეა ვეწვალები. იქნებ დამეხმაროთ ამ ბიოსში

  5. ესეიგი ქულერი სუფთაა და გამოსასვლელი სივრცეც თავისუფთად აქვს. უბრალოდ ქულერსაც ხმა აქვს სუსტი თითქოს უნდა სწრაფად ტრიალი და არ გამოსდის. კივის. ქულერის რეგულირების რაღაც პროგრამა ჩავრთე და ბრუნვა დეფაულთზე ძალიან დაბალი ქონდა მგონი 300RPM თუ რაღაც ასე. მერე დავაწერე 2000 მარა მაინც არანაირი შედეგი. ბიოსში ფანი კიარა ძალიან ბევრი ფუნქცია არ აქვს. ძალიან უბრალოა გაწმენდით ისიც არ ვიცი გაწმინდეს თუ არა საერთოდ და მითუმეტეს რა პასტა წაუსვეს. (საერთოდ არ იქნება გამოცვლილი ასე ვფიქრობ) რადიატორი ნამდვილად არ ვიცი როგორ მდგომარეობაშია. მხოლოდ დაშლილზე მაქვს შენახედი ჭუჭყიანი არ იყო. მე და მამაჩემმა დავშალეთ რო შეგვეხედა. დღეს დავშლი და ვნახავ ყველაფერს საგულდაგულოდ. მარა რაც ხელოსანმა ვერ მიხვდა მე რას მივხდები. გრადუსებში თუ ამხელა სხვაობა იქნება ალბათ აღარც გადარესტარტდება. რას მირჩევთ? ხო კიდე მნიშვნელოვანი შეტყობინება argus monitor-ისგან. რას უნდა ნიშნავდეს? მაგის ბრალიც შეიძლება იყოს? ხშირად 100% დატვირთვაზეა
  6. აშკარად ხელოსანი უნდა ერთი მეგობარი (არც ისე გამოცდილი) მაგას მიმტკიცებდა დაჟინებით რო ქულერის ბრალი იყო. ნეტა მხოლოდ მაგის ბრალი იყოს. ისიც მაინტერესებდა თუ შეიძლება კონტროლი ქულერის აჩქარება და ა.შ მადლობა გენაცვალე საინტერესო და დამაკმაყოფილებელი პასუხებისთვის წინ კი წამწიე ცოტა და რეკომენდაციაც მომეცი. გაიხარე
  7. კი მუშაობს მაგრამ ისე ძლიერად არა. მე პირადად რაც ნანახი მაქვს უფრო მაგრად უბერავს ლეპტოპის ქულერები. დატვირთვის დროს (მაგალითად თამაშის დროს) კი არის აქტიური მაგრამ ისე ძალიანაც არ ბრუნავს. ქარი არ იგრძნობა გამოდევნის. როცა გამოირთვება და უკვე ჩართვას იწყებს ძლიერად ამოიხვნეშებს და აგრძელებს ნელ მუშაობას. ის "ამოხვნეშებაა" ალბათ ყველაზე მაღალი ქარი გადარესტარტების დროს რო აკეთებს
  8. ვცდი აუცილებლად რაც ჩამივარდება ხელში ნორმალური. ქულერი რომ ამოვუდგი და გავაგრილე ამანაც არ უშველა. უბრალოდ დროში ალბათ 20-30% ქულერი არ მუშაობს ისე ძლიერად როგორც საჭიროა. საშინლად ხურდება
  9. არა საქმე იმაშია რომ ელემენტი საერთოდ ვერ ძლებს. როგორც კი გამოვაძრობ ეგრევე კვდება. ითიშება. ადრე როცა დაახლოებით 15 წუთს ძლებდა მგონი მაშინაც არესტარტებდა. რას იტყვი ელემენტის ბრალიც შეიძლება იყოს?
  10. power limit არ გააჩნია, temp limit არ გააჩნია და არც fan speed. მხოლოდ იყო core clock და memory clock. რაღაც ვიმაიმუნე მერე და core voltage დავაყენე მარა მგონი ეგ არაფერს მაძლევს. და რა მაინტერესებს. რაც ასეა ჩამუქებული ანუ ავტომატურად იმას ნიშნავს რომ არ აქვს ამ კონკრეტულ აპარატს მაგის მხარდაჭერა? და კიდე მეორე მაინტერესებს. ზოგან წერია რომ კვების ბლოკის ბრალია, ანუ დენი არ მიეწოდება საკმარისადო. 12 ვოლტზე ნაკლები თუა შეიძლება მაგიტო რესტარტდებაო. ამას ეწოდება 11.93 ზუსტად. ზოგადი სტანდარტი რა აქვს ესენი მიპასუხე და აღარ შეგაწუხებ
  11. ახლა ბათუმში ვარ და ისედაც არ მაქ მაგის საშუალება ვგდივარ სახში და ვქექავ ინგლისურენოვან ფორუმებს. ეს საიტიც გადავქექე და იმედისმომცემია. მადლობა რეკომენდაციისთვის აუცილებლად დავუკავშირდები თუ ბევრს არ მომთხოვს ქულერმასტერით ამოვუყინე უკანა მხარე მთელი ვენტილატორებით და მაინც რესტარტდება. თუმცა არ დავკვირვებივარ გრაფიკულად რამდენად აგრილებს გრადუსებში ვინმემ ისეთი პროგრამა ხომ არ იცით რომელითაც გავაკეთებ ლიმიტს, რო მაგალითად 80 გრადუსს არ აცდეს, 90%-ზე მეტი არ გამოიყენოს. MSI Afterburner მაქვს მაგრამ ვერ გავუგე
  12. გასაკვირი ის არის რომ რეალური დიაგნოზი არცერთს არ დაუსვამს. თბილისში მქონდა რუსთაველზე რომ "ჩიპი" არის. იმის "დიაგნოზი" იყო რომ გამორიცხვის მეთოდით უნდა მივყოლოდი და გამეგო რა სჭირს. დიაგნოსტიკას არ გადაურესტარტებიაო (მერე მეც ვცადე და მართლაც) მერე მქონდა ვარკეთილში ზუსტად არ მახსოვს რა ქვია მეტროდან 200-300 მეტრში. იქ გაწმინდეს და მითხრეს თუ კიდევ გადარესტარტდა ვიდეო კარტის ბრალი იქნებაო. ხოდა ვიდეო კარტა შეიძლება იყოს გასაკეთებელი ან გამოსაცვლელი, რომელიც სარისკო, რთული, და ძვირიანი საქმეაო. მოკლედ ერთი სიტყვით უაზრო პასუხები მივიღე. რეალურად რას დავაბრალო არ ვიცი კი მაქსიმუმ 99 გრადუსზე ცხელდებოდა. მაშინ cpu z მქონდა ჩართული და ასე მიჩვენა. ახლა furmark-ის ვიდეო დატვირთვაზე მაქსიმუმ 95-96 გრადუსი მიჩვენა
  13. გავაწმენდინე კიდეც. ყველაფერი სუფთაა. თერმო პასთა სველი იყოო მაგრამ მაინც გამოვცვალეთო. არ ვიცი ვენდო თუ არა. მერე მეც დავშალე და სუფთად იყო ყველაფერი. მადლობა პასუხისთვის
  14. გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ ახალი ვარ ამ საიტზე. ძალიან გამიხარდა ასეთი საიტი თურმე არსებობს საქართველოშიც ჩემი მონაცემები მგონი გვერძე ეწერება ამიტომ აქ აღარ დავწერ მოკლედ პრობლემა რაშია: რამდენიმე თვის წინ გაჭირვებით როგორც იქნა შევიძინე ნახმარი ლეპტოპი, რომელიც მჭირდებოდა სამუშაოდ. ნუ რენდერინგისთვის, მუსიკის შექმნისთვის, დიზაინისთვის. დიდ იმედებს ვამყარებდი ამ ლეპტოპზე. მეორე მესამე დღეს დაიწყო გადარესტარტება. ყოველ ჯერზე რესტარტდება როცა ლეპტოპი დაიტვირთება მაგალითად როგორიცაა: photoshop, adobe premiere, sketchup, 3d maya, fl studio და ასე შემდეგ. რათქმაუნდა თამაშებზეც რესტარტდება. ძალიან დავითრგუნე თვეებია ვეწვალები რომ პროგრამულად გავასწორო მაგრამ არაფერი არ გამოდის. 15-20 წუთის მუშაობის მერე მოულოდნელად წკაპ და გადარესტარტდება. უამრავი პროექტი და ნამუშევარი დამეკარგა. სამწუხაროდ იმის ფუფუნება არ გამაჩნია რომ დედაპლატა ან ელემენტი ან რამე შევუცვალო და ვეძებ ალტერნატივას. მინიმუმ ელემენტი შემიძლია შევუძინო. ისედაც უვიც პროგრამისტებთან ნატარები ისედაც ბევრი ფული დავახარჯე. კომპიუტერი უბრალოდ ქრება და თავიდან ირთვება. ბევრი ამბობს რომ კვების ბლოკის ბრალია, ზოგი ამბობს მყარი დისკის ბრალიაო. არ ვიცი მოკლედ დავიღალე. ცხელდება მაქსიმუმ 94 გრადუსზე დატვირთვის რეჟიმში. ვიდეო კარტა 98-99% მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის რეჟიმში. იქნებ ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი და დამეხმაროს. მე სამაგიეროდ რამე სასიკეთოს გაგიკეთებთ
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.