გამარჯობა. მონიტორის შერჩევაში მჭირდება თქვენი დახმარება და იქნებ მირჩიოთ რამე.
პოკერის სათამაშოდ მჭირდება მონიტორი, ამ ეტაპზე მაქვს სამსუნგის ორი 24იანი მონიტორი, 1920*1080 გაფართოებით. ამ მონიტორებს დიდი ხანია რაც ვიყენებ მაგრამ ძალიან არაკომფორტულია კისრისათვის ორი ამხელა მონიტორი გვერდი გვერდ.
თითო მონიტორზე პოკერის 6 მაგიდა ეტევა ისე რომ ხილვადობის პრობლემა არ მაქვს, 9-12 მაგიდა ცუდად ჩანს. ეხლა მინდა ერთ მონიტორზე გადასვლა რომელსაც უფრო მაღალი რეზოლუცია ექნება და მჭირდება თქვენი დახმარება რომელი მონიტორი ავიღო.
2560*1440 ან 4კ მონიტორი მინდა. მონიტორის მიმართ მაქვს მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა პოკერის მაგიდები დაეტიოს ბევრი და ჩანდეს კარგად, კომპიუტერული თამაშებისათვის რომელი მონიტორი უკეთესია ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება ჩემთვის.
ორიენტ ლოჯიკს რომ ქონდა დელის 25იანი 2560*1440 რეზოლუციით ეგ ვარიანტი მაწყობდა ძალიან, მაგრამ მარაგებში აღარ აქვთ და ფასიც აწიეს.