მოგესალმებით,
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, ესეთი რაღაც ჭირს კომპიუტერს:
8500GT ვიდეოკარტა არ ირთობა, როდესაც ვრთავ PC-ის BIOS-ი 1 გრძელ ხმას და 3 მოკლე სიგნალს გამოსცემს და ეკრანი შავი რჩება. ამოვიღე 8500GT და ჩავდე მეგობრის 7300GT და ჩაირთო ჩვეულებრივად. ეხლა ეს ჩემი 8500GT ჩავდე მეგობრის კომპიუტერში და იქ ჩაირთო ჩვეულებრივად, შემდგომ ისევ დავაბრუნე ჩემ კომპიუტერში და არ ჩაირთო და ისევ ისეთი ხმოვანი სიგნალები გამოსცა რაც მაღლა ვახსენე. ხომ არ იცით რისი ბრალი შეიძლება იყვეს? ადრე მუშაობდა ჩვეულებრივად 1 კვირაა რაც ეგრე დაემართა ჩემთან არ მუშაობს, ხოლო სხვა კომპიუტერში კიდევ ირთვება. მადლობა წინასწარ.