Jump to content

MaKaSaRa

წევრი
  • Posts

    3635
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    40

Everything posted by MaKaSaRa

  1. 1.6 რომ აჩვენებს ეგ არაფერი. ეგრე უნდა იყოს. როცა დატვირთული არაა ენერგიის დაზოგვის მიზნით ეგრე ჩამოდის. რომ დატვირთო ნახავ რომ აიწევს სიხშირე. ევერესტს რაც შეეხება ეგ დენიკინის დროინდელი ვერსიაა, ევერესტიც აღარ ქვია მაგ პროგრამას AIDA 64-ია ახლა. ანუ მაგ პროგრამის ბაზაში შენი დედადაფის ჩიპსეტის მონაცემები არ იქნება ჩადებული და იმიტომ არ გიჩვენებს. დააყენე ახალი ვერსია და წესით გამოსწორდება სიტუაცია
  2. system restore გაუთიშე თუ არ იყენებ მაგ ფუნქციას. მოშნად ადგილს გამოგითავისუფლებს. მე პირადად system hibernate-ს ვუთიშავხოლმე კიდე მაგ ფუნქციასაც არასდროს ვიყენებ და ტყუილად ადგილს იკავებს. ეგეც საკმაოდ დიდ ადგილს გამოათავისუფლებს.
  3. როგორც მახსოვს ჩემთანაც ჩატვირთვის მერე ემარტებოდა. ან იმდენად სწრაფად იტვირთებოდა რომ მაგ პრობლემას ვერ ვხედავდი ნუ მაინც გამოსარიცხია მონიტორის ფაქტორი ჩემი აზრით. დრაივერის ბრალიც შეიძლება იყოს. მოკლედ პრობლემებს რა დალევს..
  4. მონიტორის კაბელი გამორიცხე? ჩემთან როცა კონტაქტი არ ქონდა კარგი „(HDMI კაბელი მქონდა) ზოგიერთ ფერს კარგავდა. წითელი კონტურები და წერტილები უჩნდებოდა გამოსახულებს. ვთქვათ ვიდეოს ვუყურებდი. ადამიანის გარშემო წერტილები იჩითებოდა. მერე რადგანაც დამტანჯა hdmi-მ გადავედი DVI-ზე. მჭიდროდაა მიმაგრებული და ეგეთ რაღაცეებს აღარ აკეთებს. ჰო ეკრანიც ქვრებოდა და ინთებოდახოლმე. ნუ მსგავსი სიმპტომებით ჩემთან კაბელის ბრალი იყო. წინა თემა ბოლომდე ვერ გადავიკითხე და არ ვიცი გქონდა თუ არა შემოწმებული.
  5. კი შეერთდება ჩვეულებრივ. როგორც წესი წითელი ფერის კაბელიც და პორტიც სატა 2-საა. ჩემთან მაგალითად სატას კაბელი შავია. პორტი არ მახსოვს რა ფერია. მაგრამ ვინჩესტერი სატა 2-ზეა ასე რომ მაგ მხრივ პრობლემა არ იქნება. საერთოდაც თვითონ MB-ზე ეწერება რომელი პორტი რომელს ეკუთვნის. შეერთებით შეერთდება.
  6. შეერთებით პირდაპირ შეაერთე არაფერი შამანობა არაა საჭირო. დანახვით იმ ახალ ვინჩესტერს ერთ ფართიშენად დაინახავს თუ არ დაყოფ. თუ გქონდა წინა ვინჩესტერი 2 ნაწილად გაყოფილი, ახალის ჩაყენების მერე გამოჩნდება ფართიშენი. ნუ რამდენადაც დაყოფ იმდენი მიემატება რა. სახელებს რაც შეეხება შემდეგნაირადაა. სიტყვაზე პირველი HDD გაყოფილია 2ად. C და D. მეორეს რომ დაყოფ იმას სხვა სახელები მიენიჭება თავისთავად თუ მეორე HDDც შეერთებული გექნება. სიტყვაზე E და F. ანუ გექნება C,D,E,F partition-ები. თანმიმდევრობა თუ დაყენებულ სისტემაზე მიაერთებ მეორეს ჩვეულებრივ დაიწერება. მაგრამ ვთქვათ და გადააყენე ვინდოუსი. მანდ დააკვირდი რომ დისკები არ აგერიოს. პირველი HDDს პირველი ფართიშენი იქნება C, მეორე HDD-შ პირველი ფართიშენი კი D. შემდეგ პირველი HDD-ს მეორე ფართიშენი E და ასე შემდეგ. ალბათ მიხვდი. თანმიმდევრობა ფართიშენებისა იქნება რიგობითი. შეერთების ტიპებსაც არ აქვს მგონი მნიშვნელობა. მთავარია სატა3-ს სტანდარტის ვინჩო სატა3-ავე სტანდარტის კაბელით შეაერთო შესაბამის პორტში.
  7. მეც გადავხედე ახლა ტელეფონებს და შეკითხვა გამიჩნდა. (იმედია თემის ავტორი არ მიწყენს მაგრამ ნუ ამ ტელეფონს ეხება). მომეწონა ეგ ლუმია 520 მაგრამ micro sim რომ უნდა საიდან უნდა მოვიტანო სიტყვაზე? უნდა დავჭრა ? თუ რამე სხვა გზა არსებობს?
  8. ნეტა რა აზრი აქვს 14 ინჩიანი გეიმერული ნოუთბუქის გამოშვებას. პროსტა მუღამის გამო უშვებენ თუ რა ჭირთ?!
  9. `cuda `ბირთვების გამო მაშინ იდეალური შუალედი მაგ თანხის დიაპაზონში GTX 670 იქნება. 1344 ბირთვი აქვს . ფორუმზე დაძებნე, წესით უნდა იყოს მაგ ფასში. mymarket-ზე ეს იდო პირველივე გვერდზე http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=4766809
  10. steam-ზე საქართველო რომ იქნა ნახსენები ეროვნული სიამაყის გრძნობა დამეუფლა
  11. ზატო აქ ძაღლს მართავ ბფ-ს სად შეუძლია მაგდენი
  12. თქვენი არ ვიცი და ამის MP ძალიანაც მომწონს. დროის მცირე მონაკვეთში კარგი გასართობია. პ.ს. ეს ჩემი MP gameplay
  13. კი ჯობია მაგრამ ეგ მეორადია როგორც ხედავ. ბრენდს ნამდვილად არაფერი დაეწუნება. სერიოზულია.
  14. მიახლოებული ფასის ცოტა ნორმალური http://www.amazon.com/Wacom-Bamboo-Capture-Tablet-CTH470/dp/B005HGBEZ2/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1379192483&sr=8-4&keywords=pen+tablet
  15. ამის MP-იც თუ ისეთი ლეღვობა იქნა როგორიც BO2-ის იყო მაგარი გამიტყდება მაგრამ სულ ერთ ადგილზე არ კიდია activisions გამიტყდება თუ არა?!
  16. ამ ძრავის შესაძლებლობები შუთერებში ვიცით და ლაპარაკს არ საჭიროებს. ახლა უკვე ძალიან საინტერესო იქნება სხვა ჟანრში როგორ გამოიყურება. ამ Ryse: Son of Rome-ზე დიდი ხანია რაც მუშაობენ და ვნახოთ რა გამოვა.
  17. არ ერქვას assasins creed და მშვენიალური იქნება. გული მწყდება რომ თავდაპირველ იდეას გადაუხვიეს. აქ საერთოდ რომელ ასასინების კრედოზეა საუბარი იმენნა ჯეკბეღურა იჩითები. ჩემი კომენტარია- "ტფუი".
  18. არა თამაშს არაფერს ვერჩი. უბრალოდ რამდენიმე თამაში არსებობს რომლებზედაც ფიზიკურად გული მერევა. მაგალითად bioshock, cod. bo, Timeshift, DeadSpace. და კიდევ რამდენიმე. თვითონ ძრავში და ტექნიკურ რეალიზაციაშია პრობლემა ჩემთვის როგორც ჩანს
  19. bishock--ს ვცდი აბა. ადრე მქონდა ჩაწერილი მაგრამ 10 წუთზე მეტს ვერ ვთამაშობდი, გული მერეოდახოლმე
  20. ჰაი ოლ! მოკლედ სოფელში ვაპირებ წასვლას და იქ მაქვს სუსტი კომპიუტერი და ხანდახან რომ გავერთო რაიმე თამაში მირჩიეთ რა. შუთერები არ მინდა რაც მომწონდა ყველაფერი დახურული მაქვს მგონი. ვფიქრობ mass effect-ი ხომ არ წავიღო მაგრამ ეგ ძალიან ძნელი თამაშია ჩემთვის. 3-ჯერ დავიწყე და სამივეჯერ თავი დავანებე. არადა მაგ ტრილოგიის დახურვა მინდა.. მონაცემები ასეთია კომპის. AMD athlon x2 4400+, RAM: 4gb, Video: 8500gt 256mb (ddr3)
  21. `მანდ როგორც წერია ბიტებშორისაა სხვაობა. ნამდვილად შეესაბამება windows-ის თანრიგიანობას დრაივერის თანრიგიანობა?
  22. დროებითი ფაილები შეიძლება ინახება და მერე იშლება. მაგრამ არამგონია მაგდენი წაიღოს. მეორე ისაა რომ შესაძლოა system restore ინახავდეს ფაილებს მაგრამ მერე რატო აკლდება მაგას ვერ ვცდები. თავისით არ წაიშლება თუ მანუალურად არ წაშალე.. ნუ ზოგადად საგანგაშო არამგონია იყოს ეგ ამბავი. ხდებახოლმე.
  23. mac მისამართი არის კომპიუტერის ფიზიკური მისამართი. ყველა კომპიუტერისთვის წესით სხვადასხვა უნდა იყოს. მაგრამ დღესდღეობით მაგის შეცვლაც შეიძლება. როგორ გითხრა.. ეგ მისამართი არის ქსელის კარტის მისამართი რომელიც თავიდანვე, ქარხანაშივე ჩაუწერეს. თუ კომპიუტერს ქსელის კარტას შეუცვლი ეს მისამართიც შეიცვლება. წარმოიდგინე რომ ესაა კომპიუტერის სახელი რომლის საშუალებითაც ხდება ერთ ლოკალურ ქსელში ჩართული კომპიუტერების ერთმანეთისგან განსხვავება. შესაბამისად ერთ ლოკალურ ქსელში ჩართულ კომპიუტერებს არ შეიძლება ქონდეს ერთიდაიგივე mac მისამართი. ნუ რათქმაუნდა IP მისამართი და MAC მისამართი სხვადასხვაა. სხვებიც შემოვლენ და დაწერენ ალბათ ზუსტად თუ არადა მოგვიანებით შემოვალ და დავწერ ზოგადად IP რას აკეთებს.
  24. Router (ქართულად მარშ(რ)უტიზატორი არის პასუხისმგებელი ინტერნეტთან წვდომაზე. მისი საშუალებით ხდება Ip მისამართების გაწერა და ასე შემდეგ. ანუ წარმოადგენს გასასვლელს ინტერნეტში. ნუ არსებობს კომბინირებული როუტერებიც რომლებიც switch-ის ფუნქციასაც ითავსებენ მაგრამ როუტერის ხსენებისას ასოციაცია ინტერნეტთან გაკავშირებს. თუ უბრალოდ ლოკალური ქსელია იქ როუტერის არსებობა საჭირო არაა და აქ უკვე გამოიყენება switch ნუ hub-იც. მათ შორის ის განსხვავებაა რომ hub კვე მოძველებული სტანდარტია და აღარც გამოდის. switch თანამედროვეა. გარდა ამისა მათ შორის ის განსხვავებაა რომ switch ქსელში გადასაცემ იმფორმაციას ცალკეულ რომელიმე კონკრეტულ პორტზე ანაწილებს (mac მისამართების სიის საშუალებით) , ანუ პაკეტს აგზავნის კონკრეტულად იმ პორტზე რომელზედაც მიერთებულია ის კომპიუტერი რომლისთვისაც განკუთვნილია ეს ინფორმაცია. hub-ის შემთხვევაში ასე არ ხდება. ინფორმაცია ყველა პორტზე და შესაბამისად კომპიუტერზე იგზავნება რომელიც მასზეა მიერთებული. მერე კომპიუტერი თვითონ არკვევს მას ეკუთვნის თუ არა ეს ინფორმაცია. ფიზიკურად switch და hub-ი ერთნაირად გამოიყურება. უბრალოდ მაღაზიაში რომ მიხვიდე ამ უკანასკნელს ვერც იშოვი იმიტომ რომ როგორც ავღნიშნე მოძველებული სტანდარტია. modems რაც შეეხება მისი ფუნქია სიგნალის გარდაქმნაა. მაგალითად ანალოგური სიგნალი გარდაქმნას ციფრულად და პირიქით ციფრული ანალოგურად. კიდევ ბევრი მახასიათებლის დაწერა შეიძლება მაგრამ მოკლედ ასე შეიძლება დაახასიათო (ალბათ )
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.