Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. კომპანია AMD-მ ოფიციალურად დააანონსა ვიდეობარათი Radeon HD 6930, რომელმაც მათი თვალსაზრისით, კონკურენცია უნდა გაუწიოს NVIDIA GeForce GTX 560 Ti 448 Cores-ს. ეს მოხდა ზედმეტი გახმაურების გარეშე, რადგანაც ის ხელმისაწვდომი, როგორც ჩანს, მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში იქნება. პროდუქტი წარმოადგენს Radeon HD 6950-ის შეკვეცილ ვერსიას - ნაკადური პროცესორებისა და ტექსტურული მოდელების (TMU) რაოდენობა, 1408-ისა და 88-ის ნაცვლად, შეადგენს 1280-ს და 80-ს შესაბამისად, ხოლო რასტერული ბლოკები, კვლავინდებურად 32 ცალია. ნაწარმი დამზადებულია 40 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით და საფუძვლად უდევს ჩიპი Cayman CE და VLIW4 არქიტექტურა - Radeon HD 6900 სერიის მსგავსად. გარდა ამისა, ის აღჭურვილია 1024 ან 2048 მბ GDDR5 მეხსიერებით და 256-ბიტიანი ინტერფეისით, ხოლო სიხშირეები კი ამგვარია: 750/4800 მჰზ. დამატებითი კვებისთვის, გათვალისწინებულია სპეციალური 6-პინიანი პორტების დუეტი. უკანა პანელზე გამოტანილია ორ-ორი DVI და Mini DisplayPort, ერთი HDMI. მაქსიმალური გამოყენებადი სიმძლავრე დატვირთვისას, არ აჭარბებს 225 ვ-ს. ზედმეტი სითბოს მოცილებას უზრუნველყოფს აქტიური ჰაერის გაგრილების ორსლოტიანი სისტემა, რომელიც კონსტრუქციის მხრივ, Radeon HD 6950-ის იდენტურია. ჩინურ რესურს Expreview-მა უკვე მოასწრო Radeon HD 6930 და Radeon HD 6950-ის შედარება ტესტებში (ორივე 2048 მბ მეხსიერებით), სადაც გაირკვა, რომ სისწრაფის თვალსაზრისით, პირველი მეორეს 7,8%-ით ჩამორჩება. 3DNews
  2. აგვისტო-სექტემბერში დაეცა ფასები რეკორდულად, ახლა იმდენად არა, მაგრამ ისევ გაიზარდა, არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა ჩემი აზრით
  3. უახლეს მომავალში, Zalman აპირებს საკუთარი წარმოების ვიდეობარათების გამოშვების საკითხის მოწესრიგებას. მის პირველ სერიულ პროდუქტების გამოჩენამდე, ცნობილი გახდა, რომ ის გეგმავდა HIS-თან თანამშრომლობას - სადებიუტო გადაწყვეტილებების მომზადებაში. თუმცა, მისი ნაწარმების უბრალო კოპირების ნაცვლად, მას შეუძლია სულ მცირე დროში გადავიდეს თავის VGA-ქულერებით აღჭურვილ, დისკრეტული გრაფიკის წარმოებაზე. ამას ადასტურებს სანიმუშო მოდელების ფოტოსურათები, რომელთა ჩვენებასაც ის აპირებს იანვრის CES 2012 გამოფენაზე. მარცხნივ თქვენ ხედავთ Radeon HD 6770-ს, მარჯვნივ კი - GeForce GTX 560 (Ti?)-ს, რომელსაც მთლიანად ფარავს 4-5 სითბური მილაკისა და ორი ~100 მმ-იანი ფენის მქონე, უსახელო გაგრილების სისტემა. ამავდროულად ირკვევა, რომ ის გეგმავს Nvidia GeForce ბარათების გამოშვებასაც. ქვემოთ მოყვანილია იმ სრული პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა დემონსტრაციასაც კომპანია მოახდენს ზემოაღნიშნულ გამოფენაზე: ქულერები - CNPS20LQ (СВО), CNPS8900 Extreme/Quiet, CNPS10X Optima, CNPS11X Performa; გამაგრილებელი სადგამები ნოუთბუქებისთვის - NC3500 Plus, NC11; ვიდეობარათები - Radeon HD 6870/6850/6770, GeForce GTX 560 Ti/560/550 Ti - Zalman-ის ქულერით; კორპუსები - Z11 Series и GX2000; SSD-დისკები - SATA II P Series 2,5" და SATA III F1 Series 2,5"; კვების ბლოკები - GS Series 450W/550W, GT Series 500W/600W/700W, ZM750-HP Plus; გარე ჯიბე 2,5-იან მყარი დისკისთვის - ZM-VE300 - USB 3.0-ით; სათამაშო მაუსები - ZM-GM1, ZM-M100, ZM-M200 და ZM-M300; ალუმინის სადგამი DS1000 მონიტორისთვის. Eletek, Overclockers.ua
  4. Radeon HD 6930, რომელიც ჯერჯერობით არ გამოჩენილა AMD-ს საიტზე, შენიშნულ იქნა ვიდეობარათებში მის პარტნიორ, HIS Digital-ისაზე. მისი სახელწოდება გახლავთ HIS 6930 IceQ X 1GB GDDR5 PCI-E 2xDVI/HDMI/2xMini DP და როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, მასში გამოყენებულია ორსლოტიანი საფირმო გაგრილების სისტემა IceQ X. ის კი, თავის მხრივ, მოიცავს 92 მმ ზომის ფენსა და ოთხ სითბურ მილაკს. ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია GPU, რომელიც მოიცავს 750 მჰზ სიხშირეზე მომუშავე, 1280 ნაკადურ პროცესორს. ის 256-ბიტიანი ინტერფეისით უკავშირდება 4800 მჰზ-იან, 1 გბ GDDR5 მეხსიერებას. გარდა ამისა, პროდუქტს გააჩნია CrossFireX და Eyefinity ტექნოლოგიების მხარდაჭერა. ადგილზეა ორ-ორი DVI და mDP, ასევე ერთი HDMI გასასვლელიც. კომპლექტს თან ერთვის თამაშ DiRT 3-ის კუპონიც. მწარმოებელი არ ასახელებს ღირებულებას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის არ გადააჭარბებს 200$-ს. უცნობია გაყიდვების დაწყების თარიღიც. IXBT
  5. კომპანია Club 3D-მ, საკუთარი 15 წლის იუბილე აღნიშნა ვიდეობარათ GeForce GTX 570-ის გამოშვებით. ბეჭდური დაფის შემადგენლობა და გაგრილების სისტემის კონსტრუქცია ორიგინალური სახისაა, ხოლო დამატებითი ყურადღების მიქცევის მიზნით, პროდუქტს ეწოდა Battlefield 3 Edition და მოთავსებულია ამ თამაშის თემატიკის მიხედვით გაფორმებულ ყუთში. მოდელის ტაქტური სიხშირეები ქარხნულია და შეადგენს 732 მჰზ-ს GPU-სთვის, რომელიც მოიცავს 1464 მჰზ-ზე მომუშავე, 480 CUDA-ბირთვს. ხოლო GDDR5 მეხსიერების ოდენობა გახლავთ 1280 მბ და ის იმყოფება 3800 მჰზ ნიშნულზე. ინტერფეისი კი, თავის მხრივ, 320-ბიტიანია. ქულერი CoolStream შედგება ალუმინის რადიატორის, სპილენძის ხუთი მილაკისა და ფენისგან, რომლის ბრუნვის სისწრაფეც რეგულირდება ტემპერატურისდა მიხედვით. სპეციფიკაციების მიხედვით, TDP-ს დონე მაქსიმალურ დატვირთვაზე აღწევს 219 ვ-ს. პროდუქტი ხასიათდება 267 х 115 х 37 მმ ზომებით და იწონის 929 გ-ს. კომპლექტს თანდართული აქვს ვაუჩერი - Battlefield 3-ის სრული ვერსიის ჩასართავად. ღირებულება და გამოჩენის თარიღი, არ ხმაურდება. IXBT
  6. კომპანია Seasonic-მა დაიწყო Platinum სერიის მაღალეფექტური, 80 PLUS სერტიფიკატის მქონე, კვების ბლოკების მიწოდებები (მქკ შეადგენს არანაკლებ 94%-ს). თავდაპირველად, მასში შესული იქნება ორი - 860 და 1000 ვ-იანი მოდელი. მათი კაბელური სისტემა სრულიად მოდულარულია. P-860XP-ს შეუძლია 71 A დენის ძალის უზრუნველყოფა, ხოლო P-1000XP-ს კი - 83 A-ის. +12 ვ ძაბვა, როგორც ერთ, ასევე მეორე პროდუქტში, გამოტანილია ერთი ხაზის მეშვეობით. გარდა ამისა, მათში გამოყენებულია სიმძლავრის კოეფიციენტის აქტიური კორექციის სქემა (APFC). მწარმოებელი აგრეთვე აღნიშნავს მაღალი ხარისხის კონდენსატორებს, ორმხრივ ბეჭდურ დაფებსა და მოოქროვილ კლემებს. ხოლო კომპონენტების გაგრილებაზე ზრუნავს 120 მმ-იანი ფენი Sanyo Denki San Ace, რომელსაც გააჩნია მუშაობის ორი რეჟიმი: Normal და Hybrid. მეორის დროს, ვენტილატორი გაჩერებულია იქამდე, სანამ დატვირთვა არ მიაღწევს 50%-ს. უფროსი მოდელი უკვე შენიშნეს გაყიდვაში შვეციაში 2700 კრონად (დაახლოებით 391$). ნაწარმებზე მოქმედებს შვიდწლიანი გარანტია. NordicHardware
  7. inSpectrum-ის სტატისტიკის მიხედვით, ფასებმა ოპერატიულ მეხსიერებებზე მოულოდნელად 20%-ით მოიმატეს. 16 დეკემბრის მონაცემებით, 2 გბ მოცულობის DDR2 და DDR3 მიკროსქემები ხელმისაწვდომი იყო 0,79 და 0,89$-ად (რაც 16%-ით მეტია, ვიდრე ერთი კვირის წინ). ამ სეგმენტისთვის ასეთი სიტუაციები არცთუ ისე ხშირია. ხოლო, სპეციალისტების აზრით, ეს ზრდა არ უნდა ჩაითვალოს მდგომარეობის გამოცოცხლების ნიშნად და ის მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში გაგრძელდება. მთლიანობაში კი, ამ პროდუქტებზე წარმოების მაჩვენებელი გადაჭარბებულიცაა - შემოთავაზებების დონე დაახლოებით 15%-ით აღემატება მოთხოვნილებისას. დამაჯერებელ ახსნა შეიძლება აგრეთვე იყოს ახალი წლის და მასთან დაკავშირებულ უქმე დღეების მოახლოებაც, როდესაც გარიგებათა რიცხვი მკვეთრად შემცირდება და ამის გათვალისწინებით, მწარმოებლები ცდილობენ საწყობების მარაგების შევსებას. თუ მიზეზი ამაშია, ფასები უახლოეს რამდენიმე კვირის განმავლობაში, კიდევ უფრო გაიზრდება. IXBT
  8. LGA 2011 სოკეტს, როგორც თქვენთვის ცნობილია, მომდევნო წლის პირველ კვარტალს შეემატება მოდელი Core i7-3820, რომელსაც თავის უფროს წინამორბედთან შედარებით, გააჩნია მხოლოდ 4 ბირთვი, 10 მბ მესამე თაობის კეშ-მეხსიერება, ბაზური სიხშირე 3.6 გჰზ და დახურული მამრავლი. გარდა ამისა, გათვალისწინებული აქვს 30 PCI Express 3.0 ხაზი, 4-არხიანი მეხსიერების კონტროლერი და სხვადასხვა ტექნოლოგიები. იაფი ღირებულებით, რომელიც შეადგენს 294$-ს (რაც LGA 1155-ის ფლაგმან გადაწყვეტილებებზე დაბალია) და პლატფორმისთვის დამახასიათებელ, აჩქარების ფუნქციების მხარდაჭერით, აღნიშნული პროცესორი შეიძლება საკმაოდ ღირსეულ გადაწყვეტილებად ჩაითვალოს. ComputerBase-ის მიმოხილვის მიხედვით, Core i7-2600K და Core i7-3820-ის შედეგები დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ მეორე მათგანი წინ გადის იმ ტესტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან III დონის კეშისა და მეხსიერების ორი დამატებითი არხის მიმართ. ასეთი ბენჩმარკები, ტრადიციულად, 'სინთეზურია' და ყოველდღიურ სიტუაციებში, მომხმარებელი ნაკლებსავარაუდოდ შეძლებს მათ შორის დიდი განსხვავების შემჩნევას. რაც შეეხება Sandy Bridge-E ხაზის ფლაგმან, Core i7-3960X-თან 20%-იან დაშორებას, ეს მოსალოდნელი იყო და მარტივად აიხსნება ორი ბირთვის არქონით. მიუხედავად იმისა, რომ Core i7-3820-ის მამრავლი გახსნილი არ არის, ის არცთუ ისე ცუდად ეგუება ტაქტურ სიხშირის გაზრდასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს. პირველ რიგში, მისი მომატება შესაძლებელია 44х მაჩვენებლამდე (ბაზური უტოლდება 36х-ს), რაც უკვე იძლევა 4.4 გჰზ-ს. ხოლო ნამრავლებთან ერთად, რომლებიც LGA 2011 პლატფორმის ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ, ეს თეორიული ზღვარი ადის 5.5 გჰზ-მდე (BLCK-ს სიხშირე - 125 მჰზ) და მეტად (სხვა ნამრავლების გამოყენების საშუალება, კვლავინდებურად ადგილზეა). თუმცა, პროცესორის დაუოკებელი მადის გათვალისწინებით (4.5 გჰზ-მდე აჩქარებისა და კვების ძაბვის 1.26 ვ-მდე გაზრდისა და ენერგომოხმარების სრული დატვირთვის დროს, ენერგომოხმარების დონე აღწევს 233 ვ-ს), ასეთ ცდებს მხოლოდ ნამდვილი ენთუზიასტები თუ განახორციელებენ. საერთო ჯამში, Core i7-3820 საინტერესო პროდუქტი გამოვიდა - პოზიციონირების თვალსაზრისით. უფროს თანამოძმეებთან შედარებით, ის მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ იქ, სადაც მას მოუწევს გამოსვლა, უკვე დიდი ხანია მეფობს Core i7-2600K. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ LGA 1155 სოკეტის სისტემური დაფების არჩევანი შედარებით ფართოა, მათი ფასი უფრო დაბალია ვიდრე LGA 2011-ისა, რომელმაც დიდი ხნით მოიპოვა 'ძვირადღირებული და წარმადოვანის' სტატუსი. მიუხედავად ამისა, ახალ CPU-ს გააჩნია დიდი რაოდენობის PCI Express ხაზის მხარდაჭერა, სოლიდური L3 კეში და Sandy Bridge-E პროცესორების სხვა თავისებურებები, რაც კარგ სისტემურ დაფასთან ერთად, შეიძლება იქცეს არცთუ ისე ურიგო არჩევნად. ------------------------------------------------------ პროცესორის ახალ მოდელ Core i7-3820-ის გამოსვლამდე კიდევ ერთი თვე რჩება, მაგრამ მასზე უკვე შესაძლებელია პრე-ორდერის გაკეთება ონლაინ-მაღაზია Provantage-ზე. ამ მომენტისთვის, როგორც ხედავთ, მისი ღირებულება 311.5$-ია, რაც დაახლოებით 17%-ით აჭარბებს ოფიციალურს. როგორც ზემოთ ითქვა, მას გააჩნია ოთხი ბირთვი, 3.6 ტაქტური სიხშირე (3.9 გჰზ - Turbo Boost-ის რეჟიმში), Hyper-Threading, VT-d და AES დაშიფვრის ალგორითმები. ტიპიური თერმოპაკეტის დონე შეადგენს 130 ვ-ს. Overclockers.ru
  9. 'უფრო მაღალი სიხშირე იმავე ფასად' - დაახლოებითი ასე შეიძლება Intel-ის მიდგომის დახასიათება, მომავალ Ivy Bridge პროცესორებისთვის. Lynnfield/Clarkdale-დან Sandy Bridge-ზე გადასვლის შემთხვევის მსგავსად, ოთხბირთვიან Core i5/i7-3000-ების ანონსით, კომპანია გეგმავს საფირმო CPU-ებზე საკმაოდ მაღალი ფასების შენარჩუნებას და მომხმარებელთა მოზიდვას გაზრდილი წარმადობით. ეს მატება კი, არცთუ ისე დიდი, 100, 200 ან 300 მჰზ იქნება. ამას დაემატება უმნიშვნელოდ გაუმჯობესება კრისტალის დონეზე. ხუთი მოდელი იმუშავებს იმავე სიხშირეზე, როგორზეც წინამორბედი Core i5/i7-2000-ები. შედარებით იაფფასიანი Core i5-3450, Hyper-Threading-ის მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ Turbo Boost-ით, შემკვეთს დაუჯდება 184$ - მინიმუმ 1000 ერთეულისგან შემდგარ პარტიებისთვის. რა ეღირება ენერგოეკონომიური Core i5-3450S (4 ბირთვი, 65 ვ) და Core i5-3470T (2 ბირთვი, 35 ვ), ჯერჯერობით უცნობია. ოვერქლოქერული ვერსიები Core i5-3570K და Core i7-3770K შეფასებულია 225 და 332$-ად შესაბამისად. ამ თერთმეტი CPU-დან, ალბათ, გახსნილი მამრავლის მქონე, Core i5 უნდა ჩაითვალოს ყველაზე ოპტიმალურ შენაძენად. ამგვარად, მომავალი წლის აპრილისთვის, პრაის-ლისტში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები - AMD-ს ფასების პოლიტიკისდა მიხედვით. CPU-World, Overclockers.ua
  10. წყაროს ინფორმაციით, Nvidia-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვათ რასტერულ (გეიმეტრიულ) და შეიდერულ დომენებზე - პროდუქტების სწრაფი გამოსვლის სასარგებლოდ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ TSMC-ს 28 ნმ ტექპროცესს, უფრო სწარად კი, მის HKMG-ვერსიას, რომელიც განკუთვნილია მაღალწარმადოვან კრისტალებისთვის, აქამდე სერიოზული პრობლემები გააჩნია და იმისთვის, რომ არცთუ ისე დიდი მანძილით ჩამორჩნენ AMD-ს Southern Island-ებს, კომპანიაში გეგმავენ საფირმო GPU-ს სიხშირეების ძირფესვიანად შეცვლას. ახალ, HPL თავსართის მქონე, შედარებით ენერგოეფექტურ ნორმაზე შესაძლებელი გადასვლა ინჟინრებს მისცემს უფრო სწრაფ ტემპში განახორციელონ ტაივანიდან ჩამომავალი ჩიპების ლაბორატორიული ტესტირებები და მათი კომპანიის AIB-პარტნიორებისკენ გაგზავნა - კომერციულად ხელმისაწვდომ ვიდეობარათების სახით. გარდა ამისა, GPU-ს სხვადასხვა სიხშირეების გათანაბრებით, შესაძლებელი გახდება ბირთვის ნომინალური მაჩვენებლის (რასტერული დომენის) გაზრდა, რაც დიდი ალბათობით მოეწონებათ Nvidia-ს მარკეტინგულ განყოფილებას. ასე მაგალითად, საშუალო ღირებულების ადაპტერი GK104, წინასწარი მონაცემებით, იმუშავებს 1 გჰზ-ზე მაღალ დონეზე. Overclockers.ua
  11. დადასტურდა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია Tahiti სერიის (Radeon HD 79xx) ვიდეობარათების მახასიათებლების შესახებ. მათში გამოყენებული იქნება მომავალი თაობის არქიტექტურა GCN, ხოლო მაქსიმალურ კონფიგურაციაში, GPU მიიღებს 32 გამომთვლელ, z ან შაბლონურ (Z/Stencil) რასტერიზაციის ოპერაციების 128 და 32 Color ROP-ს. მეორე დონის კეშ-მეხსიერებამ შეიძლება მიაღწიოს 768 კბ-ს და მხარდაჭერილია 384-ბიტიანი ინტერფეისი, GDDR5 მეხსიერებით. აღინიშნება PCI Express 3.0 სალტე და ტრანზისტორების რაოდენობა - 4,3 მლრდ ერთეული. aliamo-ს მიერ ზემოთ დადებული პირველი სლაიდით, საშუალება გვეძლევა გავეცნოთ Tahiti XT-ს უკანა პანელს. ინტერფეისის გასასვლელები (DVI, HDMI, 2 x Mini DisplayPort), როგორც ხედავთ, განლაგდა ერთ მწკრივად, რითაც უნდა გაიზარდოს გისოსიდან გამოტყორცნილი, ცხელი ჰაერის ნაკადის ოდენობა, ამით, თავის მხრივ, შემცირდება GPU-ს ტემპერატურა. პლასტიკის საფარველი, ტრადიციულ, შავ და წითელ ფერებშია გაფორმებული. გარდა ამისა, განცხადებულია, რომ შესაძლებელი იქნება გამოსახულების ექვს დისპლეიზე გამოტანაც. რა იქნება ამისთვის საჭირო, გადამყვანების ჩართვა თუ სპეციალური Eyefinity-ვერსიის ბარათის შეძენა, ჯერჯერობით უცნობია. Radeon HD 6970-ის გაგრილების სისტემასთან შედარებით, ინჟინრებმა ამ მხრივ, შეიტანეს უმნიშვნელო ცვლილებები. კერძოდ კი, გაზარდეს ტურბინული ტიპის ფენის ზომა, რის მეშვეობითაც, ოპტიმიზირებულია თანაფარდობა - ეფექტურობისა და ხმაურიანობას შორის. თხევადის ნაცვლად, ქულერში გამოყენებულია საორთქლე ტიპის კამერა. CrossFire-ის ორ პორტთან ახლოს კი, განთავსდა გადამრთველი BIOS-ის ორ, სამომხმარებლო და ჩაწერისგან დაცულ, უსაფრთხო პარამეტრების მქონე ვერსიებს შორის. კომპანიის მარკეტოლოგები ასევე გვპირდებიან გრაფიკული ბირთვის აჩქარების საშუალებას - 900-დან 1 გჰზ-მდე და უფრო მაღალ დონეზე. GCN არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება იქნება ფრეიმრეიტის მნიშვნელოვანი გაზრდილი დონე თამაშებში, სადაც ფართოდ გამოიყენება ტესელაციის ალგორითმები. ცალკეულ ტაიტლებში, Radeon HD 7970-ის უპირატესობა წინამორბედ HD 6970-თან შედარებით, მიაღწევს 60-80%-ს, ხოლო Unigine Heaven-ში - 140%-ს. ----------------------------------------------------------- AMD Tahiti სერიის უფროსი ვიდეობარათების (Radeon HD 7970) მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ისინი ხელმისაწვდომნი მხოლოდ 9 იანვრიდან გახდებიან. ხოლო რაც შეეხება Radeon HD 7950-ებს, ისინი მიიღებენ არაეტალონურ დიზაინს და ამიტომაც, გაყიდვაში უფრო მოგვიანებით გამოჩნდებიან. ჰოლანდიურ მაღაზია ComCom-მა საკუთარ ვირტუალურ ვიტრინაში უკვე განათავსა Asus-ის წარმოების ვიდეობარათი Radeon HD 7970. მახასიათებლებიდან აღინიშნება მხოლოდ GDDR5 ტიპის მეხსიერება, სამი DVI, ერთი HDMI და ორი mini-DisplayPort გასასვლელი. თუმცა, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ის, რომ ფასები აღნიშნულ პროდუქტის ეტალონურ ვერსიის შესახებ, ჯერჯერობით ზუსტად არ დამტკიცებულა, ამიტომ, დასკვნებს ნაჩქარევად ნუ გამოვიტანთ. Overclockers.ru, Overclockers.ua
  12. ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ვიცით კიდევ ის, რომ ბარათი დაფუძნებულია GCN არქიტექტურაზე და იქნება Cape Verde სერიის უფროსი წარმომადგენელი. ზუსტი მონაცემები სიგრძის შესახებ არ ვრცელდება, მაგრამ ის ძალიან წააგავს Radeon HD 5770-ისას. უკანა პანელზე განთავსებულია DVI, HDMI, mini-DisplayPort და CrossFire პორტი. კვების მისაღებად გამოყენებულია ერთი 6-პინიანი გასასვლელი. სავარაუდოდ, ენერგომოხმარების დონე სულ ოდნავ გადააჭარბებს 100 ვ-ს. GDDR5 ტიპის ოთხი მიკროსქემა იმის მანიშნებელია, რომ პროდუქტი დაფუძნებულია 128-ბიტიან ინტერფეისზე. სავარაუდო შეფასებებით, გრაფიკული ბირთვის ფართობი არ აჭარბებს 150 მმ2-ს. ანონსის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ჩანს, ეს მომდევნო წლის I კვარტალში უნდა შედგეს.
  13. ხო, საკმაოდ ძლიერი სერიაა. არაფერი ზედმეტი, მკაცრი, დახვეწილი სტილის და წარმადობის იდეალური შეხამებაა
  14. Aerocool-მა, რომელიც ცნობილია თავის თვალწარმტაცი გარეგნობის მქონე და ამავდროულად იაფფასიანი კომპიუტერული კეისების გამოშვებით, განაცხადა Full-Tower მოდელ XPredator Evil Green Edition-ის დებიუტზე, რომელიც ევროპაში სულ ცოტა ხანში შედგება. კომპანიის სხვა 'მტაცებელ' ასეთ პროდუქტების ანალოგიურად, აღნიშნული მოდელიც დამზადებულია 0,8 და 1,0 მმ სისქის, ფოლადის ფირფიტებისგან, მარცხენა მხარეს დატანებული აქვს აკრილის დიდი ფანჯარა. გარდა ამისა, მას აგრეთვე გააჩნია ექვსი განყოფილება ოპტიკური წამყვანებისთვის, ხოლო ზედა პანელი კი, შესრულებულია პლასტიკის 'ფარფლებისმაგვარ' ფორმებში. შიგნით შესაძლებელია XL-ATX, ATX ან microATX ტიპის სისტემური დაფის, მაქსიმუმ ექვსი მყარი დისკის, ცხრამდე PCI Express ან PCI გაფართოების ბარათის, სტანდარტულ ATX-თან თავსებადი კვების ბლოკისა და რვა ფენის (ორი 230 მმ-იანი მოდელი კომპლექტს თან ერთვის) დაყენება. უნდა აღინიშნოს უამრავი ხვრელიც - კაბელების მოწესრიგებისთვის და 33 სმ-მდე სიგრძის გრაფიკული ადაპტერებისა და 19 სმ-მდე სიმაღლის პროცესორული ქულერის ჩადგმის შესაძლებლობაც. წინა პანელზე განთავსებულია სამი USB 2.0, ერთი USB 3.0, პორტების ყურსასმენებისა და მიკროფონისთვის და eSATA. პროდუქტი ევროპაში იანვრიდან გამოჩნდება და მისი ფასი დაახლოებით 120 ევრო იქნება. TechPowerUP!
  15. კომპანია Galaxy-ის ევროპულ ბრენდ KFA2-მა განაცხადა MDT X4 GeForce GTX 580 EX OC ვიდეობარათის გამოშვების შესახებ. ის მუშაობს გაზრდილ, 840/1680/4008 მჰზ სიხშირეებზე, ხოლო GDDR5-ის ოდენობა შეადგენს 1,5 გბ-ს. გარდა ამისა, დამხმარე ჩიპ IDT VMM1403-ის საშუალებით, მას გააჩნია გამოსახულების ერთდროულად რამდენიმე მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობაც. პროდუქტის გაგრილების სისტემა მოიცავს მასიურ ალუმინის რადიატორს, სპილენძის ხუთ სითბურ მილაკს და სამ, 92 მმ ზომის ფენს. ის აგრეთვე აღჭურვილია აჩქარებისთვის განკუთვნილ პროგრამული უზრუნველყოფით და EZY Display Setting Management-ით - აპლიკაციის დისპლეებისა და ფანჯრების მომართვისთვის. ინტერფეისის პანელზე მოთავსებულია DisplayPort და mini-HDMI გასასვლელები. გარანტიის ხანგრძლივობა 2 წელია. მოდელი გაყიდვაში სულ მცირე დროში გამოჩნდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ ხმაურდება. Overclockers.ua
  16. WD-მა გადაწყვიტა, რომ 2012-ის დასაწყისში, ერთი მესამედით, ანუ 3-დან 2 წლამდე შეამციროს გარანტიის ხანგრძლივობა Caviar Blue, Caviar Green და Scorpio Blue სერიის მყარ დისკებზე. უფრო ზუსტად კი, ეს ცვლილება შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებსაც პარტნიორები მიიღებენ 2 იანვრის შემდეგ. ამგვარად, იქმნება სიტუაცია, როდესაც იგივე მოდელები ხელმისაწვდომნი იქნებიან სხვადასხვა აღნიშნული ვადებით. -------------------------------------------------- კომპანია Seagate-იც, თავის მხრივ, ამცირებს ზოგიერთი მყარი დისკის საგარანტიო თარიღებს 5-დან 1 წლამდე - 2011-ის 31 დეკემბრიდან. Barracuda, Barracuda Green (3,5 დუიმი), Momentus (2,5 დუიმი, 5400 და 7200 ბრ/წთ) — ერთი წელი; Pipeline HD Mini, Pipeline HD, SV35 — ორი წელი; Barracuda XT, Momentus XT, Constellation 2 და Constellation ES.2 - სამი წელი IXBT
  17. საკუთარი წარმოების ბეჭდური დაფის, გაგრილების სისტემისა და ბირთვზე 800 მჰზ სიხშირით, გამოშვებით, კომპანია KFA2-მა ვიდეობარათი GeForce GTX 570 შემდეგ საფეხურზე აიყვანა. მოდით, ჯერ პირველ რიგში გავარკვიოთ ის, თუ რას ნიშნავს MDT X4.. როდესაც მოხდა Eyefinity-ის წარდგენა, NVIDIA-სთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო და საინტერესო ის გახლავთ, რომ ის არასდროს იყენებდა რაიმე სახის ამგვარ ტექნოლოგიას თავის ერთ ვიდეობარათისთვის. დღესდღეობით, მას გააჩნია Surround view რეჟიმი, მაგრამ ამისთვის, საჭიროა ორი ცალი ასეთი პროდუქტი SLI-ში ან ძალიან ძვირადღირებული GeForce GTX 590, ორი ბირთვით. ამჟამად, ტემპი ამ სეგმენტის ბაზარზე, საკმაოდ დაბალია და დაფების პარტნიორები გულმოდგინედ ცდილობენ თავიანთ ნაწარმებში ახალი ოპციების შეტანას - მათი გარჩევისა და სათანადო დონის გადაწყვეტილებების შემოთავაზებას -კონკურენტებთან შედარებით. ხოლო, ერთ-ერთი მოთხოვნა, GTX 560, GTX 570 და GTX 580-ს მაგვარ ბარათებზე იყო ის, რომ მათ ჰქონოდათ surround view-ის მხარდაჭერა. დღევანდელი ტესტირების მთავარი გმირი გახლავთ MDT X4 მოდელი, რაც გულისხმობს ოთხი მონიტორის ერთდროულად დაკავშირების საშუალებას და მათ გამოყენებას დესქტოპისთვის, წარმადობის რეჟიმისთვის და ასევე გეიმინგისთვის. მას გააჩნია 2/3/4 დისპლეის მხარდაჭერა - span და 2x2-ის - stack კონფიგურაციაში, DVI-კონექტორების მეშვეობით. თუმცა, ამის შესახებ, ოდნავ მოგვიანებით. ახლა კი, მგონი უკვე დროა უშუალოდ მიმოხილვაზე გადავიდეთ. GeForce GTX 570-ის გრაფიკული პროცესორი პირველ რიგში, მოდით ვთქვათ ორიოდე სიტყვა რეფერენს პროდუქტზე. GTX 570-ში გამოყენებულია მსგავსი GPU, რაც GTX 580-ში, თუმცა რამდენადმე შეზღუდული უნარებით. ეს გახლავთ GF100 ASIC-ზე დაფუძნებული რევიზია, რომელიც ცნობილია GF110 სახელწოდებით. მასში მცირე არქიტექტურული ცვლილებებია, ზოგიერთი რამ ამოღებულ იქნა, თუმცა გაჩნდა დამატებითი ფუნქციონალური იუნიტები ტესელაციისთვის, შეიდინგისა და ტექსტურებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ბირთვი კვლავინდებურად დიდი ზომისაა, რადგანაც ის ისევ 40 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით მზადდება. აქვე უნდა ითქვას, რომ რეფერენსული GeForce GTX 570 აჩქარებულია 732, ხოლო შეიდერ პროცესორები - 1464 მჰზ-მდე. მეხსიერების ოდენობამ, NVIDIA-ს 400 და 500 სერიის ვიდეობარათების უმეტესობაში, 1 გბ-იან ზღვარს უკვე გადააბიჯა. თითოეული ფართიშენი იყენებს ერთ კონტროლერს შესაბამის გრაფიკულ ბირთვზე და მასთან ერთად, 256 მბ-ს. GTX 470-ს გააჩნია ხუთი მეხსიერების კონტროლერი (5x256MB) = 1280 MB GDDR5 GTX 480-ს - ექვსი (6x256MB) = 1536 MB GDDR5 GTX 570-ს - ხუთი (5x256MB) = 1280 MB GDDR5 GTX 580-ს - ექვსი (6x256MB) = 1536 MB GDDR5 ამ ყველაფრისა და 320-ბიტიან ინტერფეისის საშუალებით, გრაფიკული ბირთვი მუშაობს ფრეიმბუფერის გამტარიანობის ძალიან მაღალ დონეზე. ეფექტური რეფერენს სიხშირე მეხსიერებისთვის შეადგენს 3800 მჰზ-ს. მეტი თვალსაჩინოებისთვის და განხორციელებული ცვლილებების გასაცნობად, გადავიტანოთ მონაცემები ცხრილში: გადავინაცვლოთ ROP (Raster Operation) ძრავზე, რომელიც GTX 580-ში 48 ცალია. ისინი განკუთვნილნი არიან ისეთი თავისებურებებისთვის, როგორიცაა პიქსელ-ბლენდინგი და ანტი-ალიასინგი, ხოლო GTX 570-ში, მათი რაოდენობა 8-ით ნაკლებია. გარდა ამისა, მას მთლიანობაში გააჩნია 6 ტექსტურების ფილტრაციის იუნიტი, მათგან ყოველი ოთხი კი მიბმულია თითოეულ SM-ზე. GeForce GTX 470 has 14 SMs X 4 Texture units = 56 GeForce GTX 480 has 15 SMs X 4 Texture units = 60 GeForce GTX 570 has 15 SMs X 4 Texture units = 60 GeForce GTX 580 has 16 SMs X 4 Texture units = 64 40 ნმ-ზე დაფუძნებული, GF110 გრაფიკული ბირთვი აღჭურვილია თითქმის 3 მლრდ ტრანზისტორით. თერმოპაკეტის დონე დაახლოებით 219 ვ-ია, რაც მსგავსი პერფორმანსის მქონე, GTX 480-თან შედარებით, 30 ვ-ით ნაკლებია. ეს კი არც თუ ისე ცუდი შედეგია. გალერეა გაიცანით, GeForce GTX 570, MDT X4 მოდელი. მისი ღირებულება დაახლოებით 325~350 ევროა. უშუალოდ ბარათის გარდა, ყუთში რა თქმა უნდა, მოთავსებულია სტანდარტული ნაკრები, რომელშიც შესულია ინსტრუქცია, დემო, დრაივერების დისკი, 6-პინიანი კვების კონექტორები და HDMI-კონვერტერი (მინი). რეფერენს GeForce GTX 570 ბარათები აღჭურვილნი არიან 1.2 გბ მეხსიერებით, ხოლო მათი სიხშირეები გაზრდილია 732/1464/3800 მჰზ-მდე, ხოლო KFA2-ს ამ მოდელისა კი - 800/1600/3800-მდე. ბარათის სიგრძე 27 სმ-ია. რასაკვირველია, სურვილისამბერ, შესაძლებელია მისი გამოყენება SLI-კონფიგურაციაშიც. KFA2-ს სურდა, რომ პროდუქტს ჰქონოდა ოდნავ მეტი აჩქარების პოტენციალი და გადაწყვიტა ის აღეჭურვა 6 და 8-პინიან PEG კონექტორებით. მთლიანობაში, მოწესრიგებული შესახედაობის და შავი გაფორმების მქონე PCB, უამრავი მცირე კომპონენტით. მასზე აგრეთვე განთავსებულია ყველა მაღალი რეზოლუციის მონიტორის მხარდაჭერის მქონე, ოთხი dual-link DVI კონექტორი და ხოლო უკიდურეს მარჯვენა მხარეს კი, ვხედავთ mini-HDMI-საც (კონვერტერი კომპლექტშია). როგორც ხედავთ, კონექტორების რაოდენობა სერიოზულად უშლის ხელს ჰაერის ნაკადის გამოსვლას, ასე, რომ დარწმუნდით, თქვენი კომპიუტერის კეისის კარგ ვენტილაციის ხარისხში. MDT - ამას როგორ აკეთებენ? მულტი-დისპლეი ტექნოლოგიის მხარდაჭერისთვის, Galaxy/KFA2-ს ალტერნატიული გზა უნდა მოეძებნა. IC იჭერს მონიტორის სიგნალს, შემდეგ ჰყოფს და აერთებს მას ერთ დიდ რეზოლუციად. გამოყენებული ჩიპის სახელწოდებაგახლავთ IDT VMM 1400 IC, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ ერთ DisplayPort გასასვლელით მოახდინოს ოთხამდე დისპლეის ჩართვა და მიიღოს ვერტიკალური გამოსახულების მხარდაჭერა. ის წარმოადგენს VESA DisplayPort v1.1a, HDMI v1.3 და VESA DDM Standard-თან თავსებად, მულტი-მონიტორ კონტროლერს - ერთ DisplayPort input და ოთხ HDMI ან DVI output გასასვლელებით. მისი გაშვების შემდეგ, ის ადგენს საკუთარ output პორტებში დაკავშირებულ დისპლეების რაოდენობას, პოულობს Extended Display Identification Data (EDID)-ს - თითოეული მათგანისთვის, ქმნის EDID-ის შესაბამის კომბინირებულ რეზოლუციებს და ეს ყველაფერი გამოაქვს DisplayPort ინტერფეისზე - Hot Plug Detect (HPD)-ის გააქტიურებით. კომპიუტერული კუთხით კი, ჩანს მხოლოდ ერთი, დიდი ზომის მონიტორი. KFA2 GeForce GTX 570MDT X4 კონფიგურაცია ამგვარად, MDT-ს ტექნოლოგია ფაქტობრივად ეფუძნება NVIDIA Surround Vision-ის მსგავს პრინციპს. იდეა მარტივია, KFA2 იღებს ყველაზე ფართო გამტარიანობის მქონე, ხელმისაწვდომ სიგნალს და ანაწევრებს მას. თუმცა, თუ ის შეზღუდულია, თქვენ მაშინვე სხვადასხვა ლიმიტაციების წინაშე აღმოჩნდებით. ამ მიზეზის გამო, ჩვენ სამ 1920x1200-ის ნაცვლად, შევაერთეთ ორი და განცალკევებით კიდევ ერთი ცალი - email/ბრაუზინგისა და მსგავს სამუშაოებისთვის. MDT ფუნქციას გააჩნია ვირტუალური რეზოლუციების მხარდაჭერა - 1920x1200-მდე, 3 დისპლეის გამოყენებით, თუმცა ერთი უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ ისინი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდნენ 50 ჰზ-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში, surround view რეჟიმში თამაში შეუძლებელი იქნება. სისტემის ჩართვის შემდეგ, მონიტორები მცირე ხანს დაიწყებენ ციმციმს და წესით, ისინი უკვე მზად უნდა იყვნენ გარკვეულ ფართო რეზოლუციისთვის. შედით properties/resolution პარამეტრებში და აირჩიეთ სასურველი ზომები. კიდევ ერთი უარყოფითი მხარე გახლავთ ის, რომ თქვენ ვერ შეძლებთ იმის მომართვას, თუ რომელი მონიტორი იქნება მარჯვნივ, მარცხნივ ან შუაში. ასე, რომ მოგიწევთ კაბელების ხელახლა დაკავშირება იქამდე, სანამ მათ სასურველ პოზიციებს მიუჩენთ. კვების მოხმარების დონე აქ ჩვენ ვტვირთავთ GPU-ს და არა პროცესორს. before და after ვოლტაჟებით შევიტყობთ, თუ დაახლოებით რამდენ კვებას მოიხმარს ვიდეობარათი დატვირთვაზე. სისტემა დაფუძნებულია 3.75 გჰზ-მდე აჩქარებულ Core i7 965-ზე. სისტემურ დაფისთვის და პროცესორისთვის, ენერგო დაზოგვის ფუნქციები გამორთულია. System in IDLE = 162W System Wattage with GPU in FULL Stress = 317W Difference (GPU load) = 155W Add average IDLE wattage ~ 25W Subjective obtained GPU power consumption = ~ 180 Watts ვიდეობარათის ტემპერატურები პირველ რიგში, შევიტყოთ IDLE (დესქტოპ) ტემპერატურები. 50 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა ნორმალურ შედეგად მიიჩნევა, 40-მდე კი - საკმაოდ კარგად. რაც შეეხება გეიმინგის პროცესს, ჩვენ გავუშვით თამაშის მსგავსი ინტენსივობის მქონე აპლიკაცია და გავზომეთ GPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ კუთხით. GPU-ს მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსირებულ იქნა მის სრული დატვირთვის პირობებში. ხმაურის დონეები ხმაურიანობის გაზომვისთვის, dBA-მზომი შევაჩერეთ კომპიუტერის კეისიდან 75 სმ-ს დაშორებით. ზემოთ მოცემულია IDLE რეჟიმის შედეგები, სადაც ვიდეობარათს დიდად სულ არ არის დატვირთული. სრულად დატვირთულ პირობებში (თამაშის დროს), დაფიქსირდა 43 დბ. ამ დროს, ჰაერის ნაკადის გაგონება მართალია შესაძლებელია, მაგრამ გამაღიზიანებელი სულაც არ არის. ტესტირების გარემო და კომპონენტები სისტემური დაფა - MSI Big Bang XPower X58 პროცესორი - Core i7 965 Extreme @ 3750 MHz ვიდეობარათი - KFA2 GeForce GTX 570 MDT X4 6144 MB (3x 2048 MB) DDR3 Corsair @ 1500 MHz კვების ბლოკი - 1200 Watt მონიტორი - Dell 3007WFP - up to 2560x1600 ოპერაციული სისტემა და Software: Windows 7 RTM 64-bit DirectX 9/10/11 End User Runtime (latest available) NVIDIA GeForce series latest WHQL 285.62 WHQL ბენჩმარკები: Battlefield 3 Battlefield Bad Company 2 Colin McRae Dirt 2 Far Cry 2 Call of Duty: Modern Warfare 2 Crysis 2 Anno 1404 3DMark Vantage 3DMark 11 Metro 2033 Alien vs Predator Lost Planet 2 Hard Reset DX9: Hard Reset DirectX 9 Ultra Quality settings 4x MSAA 16x AF Internal benchmark ცხრილში აგრეთვე შეტანილ იქნა GTX 590, ASUS Mars II და EVGA GTX 580 Classified ვიდეობარათებიც. უჩვეულო აქ არაფერია, მხოლოდ უნდა აღინიშნოს ის, რომ არც თუ ისე ურიგოდ გამოიყურება GTX 560 Ti 448 core-ის შედეგიც. DX9: Call of Duty: Modern Warfare 2 გამოსახულების ხარისხის პარამეტრები ამ თამაშში მაქსიმალურ შესაძლებელ დონეზე იქნა დაყენებული. Level Contingency 4x Anti-Aliasing 16x Anisotropic Filtering All settings maxed out შედეგები მოცემულია 1920x1200 გაფართოებაზე. DX10: Far Cry 2 Level Ranch Small high-quality DX10 mode 8x AA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). საკმაოდ მსგავსი პარამეტრები, DX10, ძალიან მაღალი გამოსახულების ხარისხი და რვა AA. DX10: Anno 1404 - Dawn of Discovery enable everything enable the highest possible image quality settings. DirectX 10 mode 4x Anti-Aliasing enabled. Use campaign build mode and have built three islands with extensive sizes cities. მცირე შენიშვნა: 448 core-ის შედეგი 1600x1200 გაფართოებაზე არის 81 და არა 91 FPS. როგორც ხედავთ, წარმადობის დონე საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ თამაში ნებისმიერ რეზოლუციაზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდეს. DX10: 3DMark Vantage ბარათი აგროვებს დაახლოებით 23K GPU და ამდენივე P შედეგს, რაც უდავოდ მაღალი წარმადობის დონის მანიშნებელია. DX11: Metro 2033 - The Last Refuge ტესტს აქ გავატარებთ მხოლოდ DX11 რეჟიმში. ზემოთ მოცემულია შედეგები გამოსახულების სხვადასხვა რეზოლუციების დროს. ბარათს აქ არცთუ ისე იოლი პერიოდი უდგას, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პროდუქტსაც. პარამეტრები მაქსიმალურ დონეზეა, ჩართულია AAA ანტი-ალიასინგი, რომელიც დაახლოებით შეესაბამება 4xMSAA-ს. შემდეგში, ამ თამაშს გამოვიყენებთ DirectX 11 ბენჩმარკის სახით, რაც ნიშნავს იმას, რომ წინა თაობის (DX9/10) ვიდეობარათები ამ კონკრეტულ რეჟიმში, ტესტირებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ზევით მოცემულია შედეგები 1920x1200 გაფართოებაზე, მაქსიმალურ პარამეტრებზე. DX11: Colin McRae DiRT 2 Baja Iron Route 1 8x Anti-Aliasing 16x Anisotropic Filtering All settings maxed out აქ გავააქტიურეთ DX11-ტესელაცია და 8x ანტი-ალიასინგი - 1920x1200 გაფართოებაზე. DX11: Battlefield Bad Company 2 Level Upriver DirectX 11 enabled 8x Multi-sample Anti-aliasing 16 Anisotropic filtering All image quality settings enabled at maximum ცხრილში მოცემულია მთელ რიგ DX11 ბარათის შედეგები - 8xAA და 16xAF, 1920x1200 რეზოლუციაზე. DX11: 3DMark 11 Graphics Test 1 Based on the Deep Sea scene No tessellation Heavy lighting with several shadow casting lights Graphics Test 2 Based on the Deep Sea scene Medium tessellation Medium lighting with few shadow casting lights Graphics Test 3 Based on the High Temple scene Medium tessellation One shadow casting light Graphics Test 4 Based on the High Temple scene Heavy tessellation Many shadow casting lights Physics Test Rigid body physics simulation with a large number of objects This test runs at a fixed resolution regardless of the chosen preset 3DMark 11 ჩართულ იქნა წარმადობის რეჟიმში და იქიდან გამომდინარე, რომ ის არის DirectX 11 აპლიკაცია, ცხრილში მოხვდნენ მხოლოდ მისი მხარდაჭერის მქონე ბარათები. DX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) გასაკვირი აქ არაფერია, ეს თამაში 1900x1200 გაფართოებაზე, DX11/HQ ტექსტურების რეჟიმსა და Ultra პარამეტრებზე, ნებისმიერი ვიდეობარათისთვის ურთულესი გამოცდაა. ეს გახლავთ მცირე დემო-რგოლი - თამაშის წარმადობის გასაზომად. ეს მხოლოდ ზოგადი ჩანაწერია და ის სპეციალურად მხოლოდ დღეს ტესტირებად ბარათისთვის არ გაკეთებულა. ჩვენს წინაშე Times Square ეტაპია. DX11: Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAAAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker 1920x1200 გაფართოების შემდეგ, ფრეიმების სიხშირე ვარდება, რაც გამოწვეულია GPU-ზე გრაფიკული მეხსიერების შეზღუდვებით. ცხრილში მოცემულია სხვადასხვა ბარათები 1920x1200 გაფართოების დროს. რგოლი ჩაწერილ იქნა Operation Swordbreaker ეტაპის დროს, რაც კვლავინდებურად გაკეთდა თამაშის პერფორმანსის გასაზომად და არა კონკრეტულად ამ ვიდეობარათისთვის. აქ ჩვენ ვიყენებთ DX11 რეჟიმს, Ultra პარამეტრებით. ეს ეტაპი წარმოადგენს კარგ ბალანსს - ვიდეობარათის გრაფიკული ბირთვისა და პროცესორის გამოყენების მხრივ, რითაც ის იდეალურია GPU-წარმადობის გასაგებად და თამაშის ძრავიც, აქ საუკეთესოდ წარმოჩინდება. DX11: Alien Versus Predator თამაში დაიტესტა 1920x1200 გაფართოებაზე, 4xAA და 16X ანიზოტროპულ ფილტრაციაზე - ვიდეობარათის უფრო მეტად დატვირთვისთვის. გამოსახულების ყველა პარამეტრი დაყენებულ იქნა მაქსიმალურ ნიშნულებზე - customized კონფიგურაციის ფაილის დახმარებით. DX11: Lost Planet 2 გამოყენებულ იქნა 2560x1600 რეზოლუცია, 4xMSAA და 16X ანიზოტროპული ფილტრაცია - ვიდეობარათების კიდევ უფრო მეტად დატვირთვისთვის. ყველა პარამეტრი აქაც მაქსიმალურ დონეზეა. მულტი დისპლეი წარმადობა რასაკვირველია, მიმოხილვას ვერ დავასრულებდით სამი მონიტორისგან მიღებული წარმადობის შედეგების გარეშე. გამოსახულების ხარისხის პარამეტრები ზემოაღნიშნულ ბენჩმარკებში გამოყენებულის მსგავსია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ შეგვეძლო თამაშების სამ 1920x1200 დისპლეიზე განვრცობა, გამოვიყენეთ ორი და ამგვარად, მივიღეთ 3840x1080 პიქსელი. ხოლო მასთან შედარებით, 5760x1080-ზე, პერფორმანსის დონე შემცირდებოდა ერთი მესამედით, რაც არც თუ ისე კარგად გამოჩნდებოდა. DX11: Battlefield Bad Company 2 Crysis 2 - DX11 - High Res Textures 4xA DX10: Anno 1404 DX10: Far Cry 2 8xAA რასაკვირველია, ძველი თამაშების წარმადობის დონე უფრო მაღალი იქნებოდა, ვიდრე თანამედროვეებისა. რეალურად კი, თუ გსურთ ასეთ კონფიგურაციაში BF3, Crysis 2 და მისთ. ტაიტლებისგან თვალწარმტაცი გეიმპლეის მიღება, დაგჭირდებათ მეორე ვიდეობარათიც. ოვერქლოქინგი ბარათის აჩქარება შესაძლებელია 850 მჰზ-მდე ბირთვზე - ვოლტაჟის მომართვის გარეშე. ხოლო მასზე 1.1 ვ-ს დაყენებით, მიღწეულ იქნა სტაბილური 920 მჰზ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. თუმცა ამით, GPU-ს ტემპერატურამ მოიმატა 73 გრადუსამდე. ხმის დონე დაახლოებით იგივე, 44 დბ დარჩა. DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) ზემოთ მოცემულია წარმადობის შედეგები GPU-რესურსების საკმაოდ მომთხოვნ, 3DMark 11-ში. აქ კი, თამაში Alien versus Predator, 1920x1200 გაფართოებით - 4xAA და 16X ანიზოტროპულ ფილტრაციაზე. დასკვნა KFA2 GeForce GTX 570 MDT X4 მართლაც საოცრად სასიამოვნო პროდუქტია და ეს მხოლოდ მულტი-დისპლეი ფუნქციონალურობას არ ეხება. ძველი თამაშების ამ კონფიგურაციაში ჩართვით, არცთუ ურიგო გეიმპლეის მიღება შეიძლება, თუმცა არ არის გამორიცხული წარმოიქმნას გარკვეული პრობლემები იმ რეზოლუციებთან, რომელთა მხარდაჭერაც მათ არ გააჩნიათ. ახალი ტაიტლებისთვის კი, ეს რეჟიმი ერთი GPU-სთვის ზედმეტად დიდ დატვირთვას წარმოადგენს. თუ თქვენ გსურთ სამი მონიტორისგან შემდგარი გამოსახულების მიღება (5760x1080), როგორც უკვე ითქვა, მათ გათვალისწინებული უნდა ჰქონდეთ 50 ჰზ, შემდეგ თქვენ დაგჭირდებათ custom-რეზოლუციის შექმნა - NVIDIA-ს დრაივერის მეშვეობით. ეს კი ნამდვილად კომპრომისია. სიტყვაზე 1280x1024 ან მაგალითად 1680x1050/1600x1200 დისპლეის გამოყენებით, თუნდაც 60 ჰზ-ზე, არანაირ უსიამოვნებას არ შეხვდებით. გარდა თვალწარმტაცი გარეგნობისა, უნდა ითქვას ისიც, რომ ის მნიშვნელოვნად მაღალ სიხშირემდე (800 მჰზ) აჩქარებული პროდუქტია, ხოლო თუ ეს საკმარისი არ არის, მაშინ ბირთვის ვოლტაჟის 1.1 ვ-ზე დაყენებით, შესაძლებელია 900 მჰზ-ის გადაჭარბებაც. ამ ბარათს ნამდვილად არ აქვს ის უარყოფითი მხარეები, რომლებზეც შეშფოთება ღირდეს. ტემპერატურები კარგია, რეფერენს-მოდელთან შედარებით, უკეთესი, ამასთან, ის აჩქარებული მოდელიცაა. ხმაურიანობის დონე მნიშვნელოვნად დაბალია (თუმცა, კარგი იქნებოდა, დატვირთულზე უფრო ჩუმი რომ ყოფილიყო) და ის იძლევა შთამბეჭდავ წარმადობის დონეს ნებისმიერ თამაშში. პრობლემას არც მაღალი გაფართოება წარმოადგენს. ყველაზე მაღალ ანტი-ალიასინგსა და გამოსახულების ხარისხის პარამეტრებზე, 1920x1200-მდეც კი, თქვენ მაინც შეინარჩუნებთ თვალისმომჭრელ გეიმინგ-ატმოსფეროს. ხოლო თუ ამის გაკეთება MDT-რეჟიმში გადაწყვიტეთ, უმჯობესი იქნება, რომ მეორე, ნებისმიერი ბრენდის, იგივე ვიდეობარათზეც დაფიქრდეთ. თუმცა, რასაკვირველია, სამ 1280x1024 ან 1680x1050 მონიტორის გამოყენების შემთხვევაში, მისი დამატება არ მოგიწევთ. KFA2-მ უდავოდ დიდებული პროდუქტი წარმოადგინა. მართალია, შეიძლებოდა სულ ოდნავ ჩუმი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს დიდ უარყოფით მხარედ არ უნდა ჩაითვალოს. მოწონებას იმსახურებს ისიც, რომ ის წინასწარ არის აჩქარებული და მისი პერფორმანსის შედეგები, განუწყვეტლივ GTX 580-თან ახლოსაა. ამას დაუმატეთ თვალწარმტაცი გარეგნობაც და მიიღებთ შესანიშნავ ბარათს, რომელიც შედის კატეგორიაში ‘very much recommended’. იმედი ვიქონიოთ, რომ ის უფრო მეტად გახდება ხელმისაწვდომი ევროპაში, რადგან KFA2 ბრენდი ნამდვილად იმსახურებს ქსელების გაფართოებას, რის მიღწევაც, ამ კონტინენტზე არცთუ ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. GURU3D
  18. თუ აჯობებს, ისიც ძალიან უმნიშვნელოდ.. msi-ს ეგ სერია მეტისმეტად კარგია, ძნელი იქნება უკეთესის დამზადება, თუმცა ვნახოთ
  19. მაშინ, როდესაც ზოგიერთი მწარმოებელი ემზადება მომავალ წელს ულტრაბუქების გაიაფებისთვის, დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, სხვები უკვე გვთავაზობენ ახალ მოდელებს მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასებად. Toshiba Portégé Z835 წარმოადგენს შედარებით მძლავრ Z830-ის რამდენადმე გამარტივებულ ვერსიას და კომპანიის საიტზე ის ხელმისაწვდომია 850$-ად. თუმცა, ყველაზე დაბალი ნიშნული მაინც Best Buy-ის ონლაინ-კატალოგშია (700$) - შობამდე მიღების გარანტიით. უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ამ პროდუქტის შეძენა მხოლოდ აღნიშნულ ქსელში იყო შესაძლებელი. ახალი პროდუქტი აღჭურვილია 1,4 გჰზ სიხშირის მქონე, ორბირთვიან Intel Core i3-2367M-ით, Turbo Boost-ის მხარდაჭერის გარეშე და 4 გბ RAM-ით (6 გბ-მდე გაზრდის შესაძლებლობით), ხოლო შედარებით ძვირადღირებულ, მეორე მოდელის კომპლექტაციაში შედის 1,7/1,8 გჰზ-იანი Core i5-2557M ან i7-2677M (Turbo რეჟიმში - 1 გჰზ-მდე) და 2 გბ მეხსიერება (მინიმალური შემადგენლობით). ამართლებს თუ არა 'თხელ და მსუბუქ' კატეგორიის, საიმიჯო მოწყობილობის გაზრდილი წარმადობა - მომატებულ ფასს (Portégé Z830 ხელმისაწვდომია 1100$-ად), მომხმარებლის გადასაწყვეტია. მოდელების დანარჩენი სპეციფიკაციები იდენტურია: 13,3-დუიმიანი ეკრანი 1366 х 768 პიქსელ გაფართოებით, 128 გბ-იანი SSD, Gigabit Ethernet და Wi-Fi 802.11b/g/n ადაპტერები. მეხსიერების ბარათების წამკითხველი მოწყობილობა, HDMI და D-Sub პორტები, ერთი USB 3.0 და ორი USB 2.0. ოპერაციული სისტემა - Windows 7 Home Premium (64-bit). Toshiba, IXBT
  20. გამოვიდა ოფიციალურად, ჩავამატე ცნობები
  21. კომპანია Intel-მა გამოუშვა LGA2011 სოკეტზე დაფუძნებული სისტემური დაფა Intel DX79TO. მისი ღირებულება დაახლოებით 200-210$-ს შეადგენს და ის ითვალისწინებს პროცესორ Core i7-39xx (Sandy Bridge-E), მაქსიმუმ რვა და საერთო ჯამში 64 გბ ოდენობის, DDR3-1600+ ტიპის ოპერატიულ მოდულის, ორი ვიდეობარათის (PCI Express 3.0 x16) და ექვსი SATA-მოწყობილობის, მათ შორის 6 გბიტ/წმ გამტარიანობის მქონე პორტების მხარდაჭერას. გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია PCIe x1 (3) და PCI სლოტებით, ოთხი გასასვლელით ფენებისთვის, Power და Reset ღილაკებით. გაგრილების სისტემის რადიატორები შედარებით მცირე ზომისაა და შესრულებულია შავ-ლურჯ ფერთა გამაში. დამატებითი კვების მიწოდება კი ხდება 8-პინიან EPS12V-ის მეშვეობით. ხოლო, შეტანა-გამოტანის უკანა პანელზე გამოტანილია S/PDIF (ოპტიკური), USB 3.0 (2), USB 2.0 (6), RJ-45 პორტები, FireWire და სამი ანალოგური პორტი 'მინი-ჯეკი'. Overclockers.ua
  22. AMD აპირებს ნომინალურ 3,8 გჰზ-ის მქონე პროცესორ FX-6200-ის გამოშვებასაც (4,1 გჰზ-მდე ავტომატური აჩქარების მხარდაჭერით). თუმცა, უნდა ითქვას, რომ Bulldozer-ის არქიტექტურის გამო, წარმადობის დონე - სიხშირის მატების დროს, არცთუ ისე სწორხაზოვნად იზრდება და აქედან გამომდინარე, ახალი ექვსბირთვიანისგან, განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგების მოლოდინი არ ღირს. კომპანიაში კი სხვაგვარად ფიქრობენ და FX-6200-ს აყენებენ Core i5-2400-ის პირისპირ. რასაკვირველია, ვიდეო კონვერტირების ტესტებში, აღნიშნული მოდელი არც უნდა იყოს Intel-ის პროდუქტზე სუსტი, მაგრამ თამაშებში ჩვენ კვლავინდებურად დავინახავთ საკმაოდ უსიამოვნო სურათს. გრაფიკის მარჯვნივ, AMD-ს მარკეტოლოგებმა დაამატეს ონლაინ-მაღაზია Newegg-ის მყიდველების დადებითი გამოხმაურებები. ახალი CPU, წინამორბედის მსგავსად, მიიღებს მეორე და მესამე თაობის 6 და 8 მბ კეშ-მეხსიერებას შესაბამისად და ასევე DDR3-1866 ინტეგრირებულ კონტროლერს. თერმოპაკეტის დონე, სავარაუდოდ, 95-დან 125 ვ-მდე გაიზრდება. FX-6200-ის ფასი კი, დაახლოებით 175–180$ იქნება. Overclockers.ua
  23. კომპანია Hitachi-მ დააანონსა კორპორატიულ ბაზრისთვის განკუთვნილი, სწრაფი მყარი დისკების Ultrastar C10K900-ების შესახებ. წარმადობის შთამბეჭდავი დონე მიღწეულ იქნება შპინდელის სისწრაფის 10000 ბრ/წთ-მდე გაზრდით და ზომების 2,5 დუიმამდე შემცირების მეშვეობით, WD VelociRaptor-ის მსგავსად. სერიას გახსნიან 300, 450, 600 და 900 გბ-იანი მოდელები, რომელთა დებიუტიც მომდევნო წლის პირველ კვარტლის განმავლობაში შედგება. ახალი პროდუქტები იყენებენ SAS 6 გბიტ/წმ ინტერფეისს, 64 მბ ბუფერულ მეხსიერებას. გამოირჩევიან ძებნის ზემცირე დრო (როგორც HDD-ები) - 3,8 მ/წმ-ით, საშუალო ლატენტურობით 3,0 მ/წმ-ით და შედარებით მოკრძალებულ ენერგომოხმარების დონე - 5,8 და 3,0 ვ-ით - სრული დატვირთვისა და თავისუფალ რეჟიმის პირობებში შესაბამისად. ხაზის ზოგიერთ წარმომადგენელს აგრეთვე ექნება მონაცემთა ავტომატური დაშიფვრის მხარდაჭერაც. Hitachi-ის მარკეტოლოგების მოსაზრებით, მათი ახალი მყარი დისკების უპირატესობის დონე - უახლოეს კონკურენტთან შედარებით, შეადგენს 18%-მდე - თანმიმდევრობით კითხვა/ჩაწერის და 17%-მდე - შემთხვევით ინფორმაციის ბლოკებთან მუშაობის დროს. TechPowerUP!
  24. radikal.ru კარგია, მაგრამ ზედმეტად არის რეკლამებით გადავსებული. fastpic.ru-საც არა უშავს კიდევ
  25. ხოლო Digitimes Research-ის სპეციალისტებმა სცადეს სიტუაციის სამომავლო განვითარების პროგნოზირება. მათი აზრით, დეფიციტი პიკს ამ და იანვრის თვეში მიაღწევს. თებერვლიდან, მიწოდებების ოდენობები თანდათანობით გაიზრდება. ხოლო ბაზრის შევსებას ხელს შეუშლის საწყობების მარაგების არქონა, თუმცა მარტისთვის, Western Digital და ამ კომპანიასთან დაკავშირებული კომპონენტების მწარმოებლები, შეძლებენ უწინდებური მოცულობების 70%-ის დონის მიღწევას. ეს კი, იმ ვარაუდებზე სამი თვით უფრო ადრეა, რომლებიც ადრე კეთდებოდა. აღდგენითი ტემპებიც აღმოჩნდა უფრი მაღალი და ამგვარად, მეორე კვარტალში, გამოშვებულ იქნება 165 მლნ მყარი დისკი, რაც თავის მხრივ, პირველ კვ-სთან შედარებით, 18%-ით მეტია. ამის შედეგად, დეფიციტი შემცირდება 5%-მდე. სასიკეთო პირობების შემთხვევაში, ბალანსი - მოთხოვნილებებსა და შემოთავაზებებს შორის, დამყარდება II კვარტლის ბოლოსთვის. IXBT
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.