Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. Intel Core i7-3770K-ის მაგალითიდან (და არამარტო მისგან) ჩვენ ვიცით, რომ Ivy Bridge არქიტექტურის მქონე პროცესორებისგან არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ ზრდას წარმადობაში - Sandy Bridge-ებთან შედარებით. ასეა თუ ისე, მათ მხარეს მაინც მთელი რიგი უპირატესობებია, ესენია: გაუმჯობესებული გრაფიკული ქვესისტემა, შედარებით ნაკლები TDP და გარკვეული 'კოსმეტიკური' ცვლილებები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს CPU-ები უკვე თავისუფალ გაყიდვაშია, ქსელში ნელ-ნელა ვრცელდება მათი წინასწარი მიმოხილვებიც. ამჯერად, ტესტირება განხორციელებულ იქნა TweakTown-ის ლაბორატორიაში, ხოლო 'საცდელი თაგვის' სახით, წარმოგვიდგება მოდელი Core i5-3570K, რომლის შესწავლაც, მისი მთავარი მეტოქის Core i5-2500K-ის მსგავსად, მოხდა სისტემურ დაფა Gigabyte Z77X-UD5H-თან ერთად და პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს პერფორმანსში სწორედ მათ შორის განსხვავებას. ხოლო LGA 1155-ის მესამე წევრი, Core i7-2600K მუშაობდა Z68 ჩიპსეტზე დაფუძნებულ პროდუქტზე. პროცესორის გარეგნულ მხარეში და მის CPU-Z-ში უჩვეულოს ვერაფერს ვხედავთ. გადავიდეთ უშუალოდ ტესტებზეც: თუ Core i5-3570K-ის წარმადობაში ჩვენთვის ახალი არაფერია, შეუძლებელია ყურადღება არ გავამახვილოთ ენერგომოხმარებისა და ტემპერატურის რეჟიმზე. როგორც იცით, Ivy Bridge-ების უფროსი მოდელებისთვის, Intel-მა შეამცირა TDP 77 ვ-მდე, მაგრამ Core i5-3570K-თი აღჭურვილი სისტემის ჯამურმა ენერგომოხმარებამ შეადგინა მხოლოდ 2 ვ-ით ნაკლები, ვიდრე საჭიროა ანალოგიური კომპიუტერისთვის - Core i5-2500K-ზე. უფრო მეტიც, ტესტირების დროს, 22 ნმ მიკროსქემა გახურდა შესამჩნევად უფრო მეტად და დატვირთვის დროს, 'დაეწია' 6-ბირთვიან Core i7-3960X-ს: Overclockers.ru
  2. ბოდიში, შემშლია. ჩავასწორე :)
  3. Notebook Italia იუწყება, რომ კომპანია Medion-მა გამოსაშვებად მოამზადა შარშანდელ პლანშეტ LifeTab P9514-ის შემცვლელი, სახელწოდებით LifeTab 9516. დიზაინის მხარე უცვლელი დარჩა, თუმცა მახასიათებლების კუთხით, შეინიშნება გარკვეული გაუმჯობესებები. ამჯერადაც, პროდუქტს საფუძვლად დაედო ერთკრისტალიანი სისტემა NVIDIA Tegra 2 და იმართება Android 3.2 Honeycomb-ის მეშვეობით, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში გამოვა განახლება, რომლითაც მოხდება მისი ჩანაცვლება Android 4.0 Ice Cream Sandwich-ით. დიაგონალის ზომა შეადგენს 10,1 დუიმს, გაფართოება - 1280 х 800 პიქსელს. ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების ოდენობა კი წარმოდგენილია 1 და 32 გბ-ის სახით შესაბამისად. კამერების თვალსაზრისით, ყველაფერი უწინდებურ მდგომარეობაშია: ფრონტალური 2 და უკანა 5 მპ-იანი. გარდა ამისა, დამატებულია ფუნქცია USB Host და Bluetooth 3.0 ადაპტერი, რომელიც გასწევს Bluetooth 2.1-ის მაგივრობას. ასევე, მის აღჭურვილობაში მოხვდა 3G/UMTS და Wi-Fi 802.11b/g/n, GPS თანამგზავრული ნავიგაციის მიმღები და Micro HDMI პორტი. LifeTab P9514-თან შედარებით, ახალმა მოდელმა სულ ოდნავ მოიმატა წონაში (720-750 გ-ის წინააღმდეგ), მაგრამ შემცირდა სისქეში (13,1-13,2 მმ). ინფორმაციულ წყაროს ცნობებით, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა - 10 სთ-ია. ევროპულ ბაზარზე (ყოველ შემთხვევაში, იტალიაში) პლანშეტის გაყიდვები დაიწყება 29 მარტს და მისი ღირებულება იქნება 399 ევრო. IXBT
  4. კომპანია Antec-მა განაცხადა 1000 ვ-იანი, High Current Pro Platinum სერიის კვების ბლოკის გაყიდვების დაწყების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 80 PLUS Platinum სერტიფიკატის მქონე ასეთი სიმძლავრის პროდუქტი, მის ასორტიმენტში აქამდე არ ყოფილა. მქკ-ის დონე არ ეცემა 89%-ზე ქვემოთ - 20-100%-იან დატვირთვის პირობებში, ხოლო მწარმოებლის სიტყვებით, ეს მაქსიმალური მაჩვენებელი შეადგენს 94%-ს. ალბათ ზედმეტია იმის თქმა, რომ ასეთი PSU პირველ რიგში განკუთვნილია კომპიუტერულ ენთუზიასტებსა და ოვერქლოქინგის მოყვარულებისთვის. HCP-1000 Platinum-ის სქემა დამზადებულია იმგვარად, რომ +12 ვ ძაბვა გამოიტანება ოთხი ხაზის მეშვეობით, თითოეულზე 40 А-ს შესაძლებლობით. კომპანია აგრეთვე აღნიშნავს მხოლოდ იაპონური კონდენსატორებისა და 135 მმ-იანი ფენის გამოყენებას, რომლის ბრუნვის სისწრაფეც რეგულირდება უშუალოდ ბლოკის შიგნით არსებული ტემპერატურის მიხედვით. ნაწარმის მოდულურია და კომპლექტაციაში მოყვება შავი ფერის Stealth Wires კაბელები, რაც Antec-ის აზრით, კორპუსში მათ შედარებით ნაკლებად შესამჩნევ იერ-სახეს ანიჭებს. ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები უკვე დაწყებულია 269,95 $-ის ფასად, ხოლო ევროპის ბაზრებზე პროდუქტი აპრილის დასაწყისში გამოჩნდება, მწარმოებლის 7-წლიან გარანტიასთან ერთად. IXBT
  5. Sony-ის ასორტიმენტში გამოჩნდა სმარტფონი Xperia neo L (MT25i), რომელიც გახდა კომპანიის პირველი აპარატი წინასწარ დაყენებული Android 4.0.3 Ice Cream Sandwich ოპერაციული სისტემით. ნაწარმი დამზადებულია შარშან აგვისტოს ბოლოს გამოშვებულ Xperia neo V-ის მიხედვით და ორიენტირებულია ჩინური ბაზრისთვის. ის აგრეთვე ეფუძნება ერთბირთვიან 1 გჰზ სიხშირის და გრაფიკულ ამსწრაფებელ Adreno 205-ის მქონე SoC Qualcomm MSM8255-ს. ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების ოდენობა თითო-თითო გბ-ია, თუმცა აქედან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 301 მბ-ია. გარდა ამისა, სმარტფონი აღჭურვილია 4-დუიმიანი ეკრანით, 480 х 854 პიქსელ გაფართოებით. კონფიგურაციაში ასევე შესულია 0,3 და 5 მპ-იანი კამერები (წინა და უკანა შესაბამისად), Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, microSD ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტი, აქსელერომეტრი და ციფრული კომპასი. ელემენტის ტევადობა უტოლდება 1500 mAh-ს, რომელსაც მწარმოებლის თქმით, შეუძლია საუბრის რეჟიმში 7 სთ და 53 წთ-ის განმავლობაში ავტონომიური მუშაობის უზრუნველყოფა, ხოლო მუსიკისთვის კი - 36 სთ და 35 წთ. პროდუქტის მასა შეადგენს 131,5 გ-ს და ზომები - 120 x 61 x 12,8 მმ-ს, რაც ამტკიცებს იმას, რომ ის Xperia neo V-ზე ოდნავ გრძელი და უფრო თხელია. Sina, GSMArena, IXBT
  6. ვებ-გვერდი Fudzilla ამტკიცებს, რომ რეკომენდებული საცალო ფასი GeForce GTX 680-ზე იქნება 499 $-ის ნიშნულზე და იქვე დასძენს, რომ მისი აჩქარებული ვერსიები გაყიდვაში აპრილის ან მაისის თვეში უნდა გამოჩნდეს. როგორც ჩანს, საუბარია არარეფერენსული დიზაინისა და გაზრდილი სიხშირეების მქონე ბარათებზე. Overclockers.ru
  7. NCIX-ის ონლაინ-მაღაზიის კატალოგში აღმოაჩინეს ქარხნულად აჩქარებული NVIDIA GeForce GTX 680-ის ორი ვერსია. ეს თავისებურად საინტერესო ფაქტია, რადგან მათი ოფიციალური პრემიერა, როგორც თქვენთვის ცნობილია, მხოლოდ ხვალისთვის არის დაგეგმილი. თანაც, თავდაპირველად ჩნდებიან რეფერენსული დიზაინის მქონე მოდელები, გარკვეული ხნის შემდეგ - OC და საფირმო გაგრილების სისტემით აღჭურვილი ვარიანტები. ბოლოს კი, 3D-ბარათების მწარმოებლების მიერ შემუშავებული და არასტანდარტული კომპლექტაციით - მომატებული მეხსიერებით ან ალტერნატიულ ვიდეოგასასვლელების ნაკრებით. ზემოაღნიშნული შემთხვევა კი იმედს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ NVIDIA-მ თავის პარტნიორებს ამ სეგმენტში მისცა შემოქმედების ფართო არეალი. ტაქტური სიხშირე MSI-ის მოდელისთვის, რომლის დასახელებაც არის N680GTX-PM2D 2GD5/OC, შეადგენს 1056 მჰზ-ს, ხოლო მეხსიერებისთვის კი - 6 გჰზ (ეფექტური). ხოლო EVGA-ს ნაწარმისთვის, 02G-P4-2682-KR ნომრით, ეს მახასიათებლები აღნიშნული არ გახლავთ, თუმცა სიტყვა SuperClocked მის სახელწოდებაში ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს აჩქარებაზე. კიდევ ერთი აღსაღნიშნი მომენტი გახლავთ ღირებულება. თითოეული ბარათი შეფასებულია 578,2 $-ად. TechPowerUP!
  8. II კვარტალში AMD აპირებს Bulldozer სერიის ორი ახალი პროცესორის გამოშვებას - 4-ბირთვიან FX-4130 და 6-იან FX-6130-ს. ისინი ეფუძნებიან 32 ნმ ტექნოლოგიურ ნორმას და თავსებადნი არიან Socket AM3+ სისტემურ დაფებთან. FX-4130 მუშაობს ნომინალურ 3,8 გჰზ სიხშირეზე, Turbo Core-ის დინამიური აჩქარებით კი, ეს მაჩვენებელი შესაძლებელია გაიზარდოს მხოლოდ 100 მჰზ-ით, რაც ალბათ უნდა დავუკავშიროთ Zambezi კრისტალებისგან მაქსიმალური წარმადობის მიღების მცდელობას. როგორც II, ასევე III დონის კეშ-მეხსიერების ოდენობა შეადგენს 4 მბ-ს, რაც FX-4100-ზე ორჯერ ნაკლებია, ხოლო თერმოპაკეტის ნიშნული 125 ვ-ს უტოლდება. ხაზის დანარჩენ წარმომადგენლების მსგავსად, ეს მოდელი აღჭურვილია ორარხიანი DDR3-1866 კონტროლერით და გახსნილი მამრავლით. მისი ღირებულება საბითუმო პარტიებში დაახლოებით 110-120$-ის ფარგლებში იქნება. განსხვავება 6-ბირთვიან FX-6130-სა და FX-6200-ს შორის კი, მხოლოდ ტაქტურ სიხშირეშია. პირველი მათგანის შემთხვევაში, ის წარმოდგენილია 3,6/3,9 გჰზ-ის, ხოლო მეორესთვის კი - 3,8/4,1 გჰზ-ის სახით. კეშ-მეხსიერება მასში საკმარისად არის განთავსებული: 6 და 8 მბ - მეორე და მესამე დონეებისთვის შესაბამისად. საორიენტაციო ფასი დისტრიბუტორებისთვის 155$-ია. Overclockers.ua
  9. "III თაობის" Intel Core (Ivy Bridge) პროცესორების საორიენტაციო ფასების შესახებ ცნობები არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ვებ-გვერდ VR-Zone-ის ჩინელმა კოლეგებმა მასში გარკვეული კორექტივები შეაქვს და წარმოგვიდგენს უკვე განსხვავებული ფორმით. როგორც თქვენთვის ცნობილია, ამ CPU-ების დებიუტი შედგება 29 აპრილს და ამავე დღეს დაიწყება შვიდი მოდელის ოფიციალური გაყიდვებიც, რომლებსაც ქვემოთ მოყვანილ ცხრილში გთავაზობთ. რაც შეეხება 'მეშვიდე სერიის' ჩიპსეტებზე დაფუძნებულ სისტემურ დაფებს, Intel-ის ეს ნაწარმები მაღაზიებში გამოჩნდებიან უკვე 2 აპრილს, მაშინ, როდესაც კომპანიის პარტნიორები თავიანთ გადაწყვეტილებების შემოთავაზებებს არაუადრეს 7 რიცხვისა შეძლებენ. Overclockers.ru
  10. სოსო დიდი მადლობა, შენი ნებართვით აქვე მცირე ინფოს ჩავამატებ: X-bit labs-ის ცნობით, LGA2011 პლატფორმის განახლება ამ წელს არ შედგება. ჯერ Intel-ს იმედი აქვს, რომ გაყიდოს Sandy Bridge-E (32 ნმ) CPU-ების გარკვეული რაოდენობა და მხოლოდ შემდეგ გადავიდეს Ivy Bridge-E (22 ნმ)-ზე. ახალი თაობის ჩიპების კომპლექტაციაში შევა არაუმეტეს ექვსი x86-ბირთვი, მაგრამ მათი სიხშირული პოტენციალი, როგორც გვპირდებიან, იქნება უფრო მაღალი, თვითონ ისინი კი - ეკონომიური. Ivy Bridge-E-ების დაგვიანება დიდწილად განპირობებულია მათ თანამოძმე Ivy Bridge (LGA1155)-ების მიწოდებების დაწყების გადადებით. როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება სანტა-კლარაში მიიღეს იმის გამო, რომ AMD Bulldozer - Phenom II-ის ფონზე, აღმოჩნდა არც ისეთი სწრაფი. უახლესი ინფორმაციის მიხედვით, რელიზი შედგება 2013-ის მეორე ნახევარში. მანამდე კი, გამოჩნდებიან ახალი, შედარებით მაღალი ტემპის მქონე, Ivy Bridge და Sandy Bridge-E მოდელები, ასევე 22 ნმ Haswell-ები, რომლებიც თავის მხრივ, გამოვლენ მომდევნო წლის მარტ-ივნისის პერიოდში და იქნებიან Ivy Bridge-E-ზე ცოტათი უფრო ნელები. არცთუ შორეულ მომავალში კი, ჩვენ ვიხილავთ Core i7-3980X Extreme Edition-საც, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გახდება ის 'აჩქარებული' 6-ბირთვიანი i7-3960X თუ 8-იანი Xeon E5-ების ნათესავი. Overclockers.ua
  11. Radeon HD 7770-ის უშუალო კონკურენტად მოიაზრება.
  12. GPU Reactor მრგვალი მოწყობილობაა, რომელიც განთავსებულია PCB-ზე და იკავებს ტანტალის კონდენსატორების ელემენტებს. მისი მთავარი მიზანია GPU-მდე მიმავალი დენის უკეთესი სტაბილიზაცია და მან, წესით, ხელით უნდა შეუწყოს ექსტრემალურ ოვერქლოქინგს. ერთადერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მან შესაძლოა პრობლემა შეუქმნას მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ რამდენიმე ბარათის კონფიგურაციით და სწორედ ამ მიზეზით, MSI-მ გადაწყვიტა ეს დეტალი გაეხადა ოპციონალური ან ხსნადი, ვიდრე მიემაგრებინა ის default-ზე. ის აგრეთვე აღჭურვილია ლურჯი ფერის LED მაშუქებით და გამჭვირვალე ფანჯრით. როგორც ჩანს, ამ კომპონენტით მხოლოდ ეს ბარათი არ იქნება დაკომპლექტებული, ის აღნიშნულია R7870 Hawk-ის სპეციფიკაციაშიც. AVENGER სულ ესაა, ჯერჯერობით ამაზე მეტი ინფორმაცია არ არის ცნობილი.
  13. კომპანია Micro-Star International (MSI)-ის პრეს-სამსახურმა განაცხადა MSI R7970 Lightning ვიდეობარათის გამოსვლის შესახებ, რომლის პირველი დემონსტრაციაც შედგა სულ ახლახანს, ჰანოვერში გატარებულ CeBIT 2012 გამოფენაზე. რთულად მისახვედრი არ არის, რომ ეს მოდელი წარმოადგენს AMD Radeon HD 7970-ის ალტერნატიულ ვერსიას, დაფუძნებულია 28 ნმ ჩიპ Tahiti XT-ზე, Graphics Core Next (GCN) არქიტექტურით და 2048 ნაკადური პროცესორით. პროდუქტი ერთდროულად რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმით, რომ ის დამზადებულია ბეჭდური დაფის არასტანდარტული სიგანითა და კომპონენტური განლაგებით PCI Express 3.0 х16 ინტერფეისზე და მეორეც, პროგრესულ საფირმო კონცეპცია Military Class III-ის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ, ითვალისწინებს ისეთ მაღალხარიხოვან და საიმედო დეტალების გამოყენებას, როგორებიცაა CopperMOS, Hi-c CAP, Golden SSC, Dark Solid CAP და სრულად აკმაყოფილებენ MIL-STD-810G სტანდარტის ყველა მკაცრ მოთხოვნილებას. მესამე - ბარათი აღჭურვილია ციფრული კონტროლერის მქონე, 14-ფაზიანი ძაბვის გარდამქმნელით. მეოთხე - აჩქარების დროს სტაბილურობის მაღალი დონის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილზეა ტანტალის კონდენსატორებზე აგებული, დამატებითი მოდული GPU Reactor, რომელიც განათავსეს PCB-ს უკანა მხარეს. მეხუთე ასპექტი - უსარგებლო სითბოს მოცილებაზე ზრუნავს ორიგინალური კონსტრუქციის, მასიური ალუმინის რადიატორით ეკიპირებული, ორსლოტიანი აქტიური ჰაერის გაგრილების სისტემა Twin Frozr IV, სპილენძის ხუთი სითბური მილაკით და ორი 100 მმ-იანი ფენით, მტვრის მოშორების ფუნქციით. გარდა ამისა, ბეჭდური დაფის ზურგის მხარეს, ქულერის ქვეშ, განლაგებულია სპეციალური ფირფიტები-რადიატორები. მეექვსე - გრაფიკული ბირთვისა და 3072 მბ ტევადობისა და 384-ბიტიანი ინტერფეისის მქონე, GDDR5 მეხსიერების სიხშირეები ქარხნულად გაზრდილია 1070 და 5600 მჰზ-მდე შესაბამისად. ბოლოს, მეშვიდე - უკანა პანელზე გამოტანილია მოოქროვილ ზედაპირიანი, ორი DVI და ოთხი Mini DisplayPort გასასვლელი. ნაწარმი თავსებადია DirectX 11.1-თან და გააჩნია გაუმჯობესებული ვიდეოპროცესორი Unified Video Decoder (UVD) - H.264/AVCHD, VC-1/WMV profile D, MPEG-2, Multi-View Codec (MVC) და MPEG-4/DivX-ის მხარდაჭერით. მის არსენალში აგრეთვე შესულია Video Codec Engine (VCE) ძრავი და ის 'მეგობრობს' AMD Steady Video 2.0, AMD Eyefinity 2.0 Technology (AMD Eyefinity Technology-სა და AMD HD3D Technology-ს სიმბიოზი), AMD CrossFireX Multi-GPU Technology, AMD PowerTune Technology და AMD ZeroCore Power Technology-თან. ბარათის უფრო დეტალურად გაცნობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სადემონსტრაციო ვიდეორგოლიც. MSI R7970 Lightning-ის რეკომენდებული ღირებულება აშშ-ში 620$-ია. 3DNews
  14. მიუხედავად იმისა, რომ Kepler თაობის ვიდეობარათების ოფიციალურ ანონსის მოსალოდნელ თარიღამდე უკვე ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩება, NDA-ს მკაცრი წესების დამცველები უკვე ვეღარ ახერხებენ ამ პროდუქტებზე ინფორმაციის ნაკადის შეჩერებას. ინტერნეტ-გამოცემა HKEPC-ის საშუალებით, ჩვენ უკვე შეგვიძლია თვალი შევავლოთ GPU GK104-ის სქემატურ აგებულებას. პირველ რიგში, დადგინდა CUDA-ბირთვების ზუსტი რაოდენობა, რომელიც მართლაც 3-ჯერ აღემატება GeForce GTX 580-ისას და შეადგენს 1536 ცალს. შეგახსენებთ, რომ GK104 დამზადებულია 28 ნმ ტექ-პროცესის მიხედვით, მისი ფართობი გახლავთ 318 მმ2 (18.55 x 17.18), ხოლო GPU-კომპონენტების იერარქიამ კი, Fermi არქიტექტურასთან შედარებით, გარკვეული ცვლილებები განიცადა. GK104 'იწყება' ნაკადების განმანაწილებელ ბლოკ GigaThread Engine-ით, გრაფიკული პროცესორი მოიცავს ოთხ კლასტერს (GPC), რომლებიც უკავშირდებიან II თაობის საერთო კეშ-მეხსიერებას (768 კბ) და 4 რასტერულს (32 ROP). თითოეული GPC-ში, თავის მხრივ, ჩადებულია 2 ცალი სტრიმ-მულტიპროცესორი, ამჯერად უკვე SMX სახელწოდებით. SMX-ის შემადგენლობაში შესულია: გაუმჯობესებული PolyMorph 2.0 გეომეტრიის ბლოკი (აგრეთვე მოიცავს ტესელატორს); I თაობის (64 კბ), ინსტრუქციისა და ტექსტურების კეში; 4 მგეგმავი - Warp Scheduler-ის მონაცემთა ნაკადის ჯგუფისთვის; 8 ინსტრუქციების დისპეტჩერი; 128 კბ ტევადობის რეგისტრის ფაილი; 192 CUDA-ბირთვი; SFU-ს სპეციალური ფუნქციების 32 ბლოკი; LSU-ს მონაცემთა ჩატვირთვისა და შენახვის 32 ბლოკი; 16 TMU-ბლოკი. გარდა ამისა, შეიცვალა გრაფიკული პროცესორის ტაქტური სიხშირეების განსაზღვრის სისტემაც. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ NVIDIA-მ უარი განაცხადა Hotclocks-კონცეპციის მომავალ გამოყენებაზე, რომელიც გულისხმოვს ორმაგ განსხვავებას GPU-ბირთვისა და შეიდერულ დომენის სიხშირეს შორის - დინამიური რეგულირების ტექნოლოგიის სასარგებლოდ, დატვირთვის შესაბამისად. თუმცა, არსებული სლაიდების მეშვეობით, მაინც რთულია ამ ინოვაციის ყველა თავისებურების გაგება. ახლა კი, მოდით გადავიდეთ GeForce GTX 680-ის წარმადობაზეც და შევადაროთ ის კომპანიის წინა თაობის ფლაგმან GeForce GTX 580-ს და საპირისპირო ბანაკის რაინდ Radeon HD 7970-ს. ტესტები გატარებულ იქნა არა თვითონ NVIDIA-ს და არც მის დაინტერესებულ პარტნიორების, არამედ HKEPC-ის სპეციალისტების მიერ. ტესტური სტენდი ამგვარია: სისტემური დაფა - ASUS Rampage IV Extreme; პროცესორი - Intel Core i7-3960X (ქარხნული სიხშირეებით); ოპერატიული მეხსიერება - 8 გბ GeIL EVO 2 DDR3-2200 (4 ცალი 2 გბ-იანი მოდული) . შედარება წარმოებდა 3DMark 2011 და Unigine Heaven ბენჩმარკებში (ვერსია არ ზუსტდება), აგრეთვე კომპიუტერულ თამაშებში: Battlefield 3, Batman: Arkham City, Call of Duty: Modern Warfare 3 და Lost Planet 2. ყველა შემთხვევაში გაფართოება შეადგენდა 1920x1080 პიქსელს, ალიასინგის დონე კი - 8x MSAA-ს. როგორც უკვე იცით, შეიცვალა ალიასინგის ალგორითმიც. შეგახსენებთ, რომ ამ ტექნოლოგიამ მიიღო სახელწოდება TXAA და უზრუნველყოფს ხარისხს, რომელიც 16x MSAA რეჟიმის შესაბამისია, ამასთან, დატვირთვა GPU-ზე შეადგენს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ეს არის 2x MSAA-ის დროს. გარდა ამისა, Kepler თაობის ვიდეობარათები მიიღებენ ახალ 'ადაპტირებულ' V-Sync-სა და გამოსახულების ერთდროულად 4 მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობას, ყოველივე დამატებითი მოწყობილობების გარეშე. TXAA-ალიასინგი ორი სახისაა: TXAA1 - ტვირთავს GPU-ს 2x MSAA-ის მსგავსად და იძლევა გამოსახულებას, რომელიც ხარისხით უთანაბრდება 16x MSAA-ს; TXAA2 - დატვირთვა 4x MSAA-ის შესაბამისია, მაგრამ გამოსახულების ხარისხი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ეს შესაძლებელია 16x MSAA-ის დროს. ვერტიკალური სინქრონიზაციის ადაპტირებული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ მძიმე სცენების დროს, შეზღუდულ იქნას კადრების სიხშირე - ეკრანის განახლების მაჩვენებელზე უფრო დაბალ დონეზე, რითაც მოხდება არასასიამოვნო არტეფაქტების გაჩენის თავიდან აცილება. გარდა ოთხი მონიტორისა, NVIDIA-ს ახალმა GPU-ებმა შეითვისეს ტექნოლოგია 3D Vision Surround, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სტერეოსკოპული გამოსახულების გამოტანა ერთდროულად სამ დისპლეიზე. Overclockers.ru
  15. კომპანია SAPPHIRE Technology-ის კატალოგი შეივსო ვიდეობარათ Radeon HD 7970-ის კიდევ ერთი ვერსიით. რეფერენსული ვერსიისგან ის განსხვავდება ქარხნულ პირობებში გაზრდილი ტაქტური სიხშირეებით და ორი ფენის, სპილენძის რამდენიმე სითბური მილაკის მქონე, გაგრილების არასტანდარტულ სისტემა Dual-X-ით. მოდელმა მიიღო დასახელება OC Edition და გააჩნია BIOS-ის ორი მიკროსქემა, რომელთაგანაც ერთში ჩადებულია 950/1425 მჰზ მაჩვენებლები - ბირთვისა და მეხსიერებისთვის, ხოლო მეორეში კი - 1 გჰზ /1450 მჰზ. დამოუკიდებელი აჩქარების ექსპერიმენტებისთვის, მწარმოებელი გვთავაზობს საფირმო უტილიტა TriXX-ს, რომელიც იძლევა არამხოლოდ სიხშირეების, არამედ გრაფიკული პროცესორის ძაბვის შეცვლის საშუალებას, ტემპერატურის მატებაზე თვალ-ყურის დევნას და საჭიროების შემთხვევაში, ხრახნების ბრუნვების გაზრდას. ბეჭდურ დაფაზე განთავსებულია ოთხი ვიდეოგასასვლელი (DVI, HDMI და ორი mDP), რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ექვსი მონიტორის ერთდროული დაკავშირება. კომპლექტში აგრეთვე შესულია რამდენიმე გადამყვანი: mDP-DVI, HDMI-DVI, DVI-D-Sub და mDP-DisplayPort, CrossFire-ხიდი, 1,8 მ სიგრძის HDMI 1.4a კაბელი. მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ღირებულება. IXBT
  16. GIGABYTE-მა, CeBIT 2012 გამოფენაზე წარმოადგინა სათამაშო ნოუთბუქი P2542G, რომელიც ჩაანაცვლებს დაახლოებით ერთი წლის წინ გამოშვებულ, მოდელ P2542-ს. როგორც კომპანიაში ირწმუნებიან, მის შექმნაზე დიზაინერები შთაგონებას იღებდნენ სპორტქარებისგან და გასაკვირი არ არის, რომ საფარველის ყვითელი ფერი თითქმის (ან ზუსტად) ASUS Lamborghini-ის პროდუქტების იდენტურია. გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს მეტალისფერი მბზინვარე მცირე დეტალები, მათ კი, როგორც ჩანს, უნდა შექმნან ავტომობილის ქრომირებული ელემენტების ასოციაცია. P2542G-მ მიიღო Ivy Bridge სერიის 4-ბირთვიანი პროცესორი Intel Core i7, 2 გბ GDDR5-ის მქონე, დისკრეტული ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 660M. ოპერატიული მეხსიერების ოდენობა არ ხმაურდება, მაგრამ დიდი ალბათობით, ის მცირე არ იქნება. რაც შეეხება მყარ დისკს, ის შეიძლება დაფუძნებული იყოს როგორც SSD, აგრეთვე HDD-ზე, 7200 ბრ/წთ შპინდელის სისწრაფით. წამყვანის სახით, ოპციონალურად ხელმისაწვდომია Blu-ray დისკების წამკითხველი, ხოლო ინტერფეისის ნაკრებში შესულია ორი USB 3.0, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელები. მთავარ თავისებურებად კი, უნდა ჩაითვალოს ხმის სისტემა, რომელიც შედგება ოთხი ფართოველიან და ერთ დაბალსიხშირიან დინამიკისგან. ეკრანის დიაგონალის ზომა შეადგენს 15,6 დუიმს, გაფართოება კი - Full HD-ს. ჯერჯერობით უცნობია ნოუთბუქის დეტალური ზომები და ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. ამ ინფორმაციას, კომპანია ალბათ გაყიდვების დაწყების მომენტში გაახმაურებს, როდესაც უკვე ცნობილი გახდება პროდუქტის ღირებულებაც. Notebook Italia, IXBT
  17. ოვერქლოქერთა ლიგა HWBot-ის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, მეტსახელად oc_windforce-მა, გამოაქვეყნა ოთხბირთვიანი Core i7-3770K-ის ტესტირების შედეგები SuperPi 1M, SuperPi 32M, PiFast, wPrime 32M და wPrime 1024M-ში. სტენდი შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: სტეპინგ E1-ის მქონე, აღნიშნული CPU-ს მოდელი; სისტემური დაფა - MSI Z77A-GD65; ოპერატიული მეხსიერება - G.Skill DDR3-2000-ის 2x2 გბ-იანი ნაკრები, CL6 ტაიმინგებით; კვების ბლოკი - PC Power & Cooling 1000W; KingpinCooling მარკის ამაორთქლებელი თხევადი აზოტისთვის. კორეელმა ენთუზიასტმა, პროცესორის ეს კონკრეტული ეგზემპლიარი დაახასიათა როგორც 'ცუდი', ანუ დაბალი შედეგების მაჩვენებელი. მაგალითად, ჰაერის გაგრილების გამოყენებით, 5 გჰზ-მდე აჩქარებისთვის, აუცილებელი გახდა Vcore ძაბვის გაზრდა 1,42 ვ-მდე, რაც უწყვეტი მუშაობისთვის საკმაოდ სარისკოა. ბენჩმარკი SuperPi 1M კი გატარებულ იქნა 5,844 წმ-ში - 6211 მჰზ სიხშირის დროს. დანარჩენი შედეგები კი ამგვარია: SuperPi 32M (6103 მჰზ): 5:20,89. PiFast (6103 მჰზ): 11,77 წმ. wPrime 32M (5904 მჰზ): 4,238 წმ. wPrime 1024M (5800 მჰზ): 130,14 წმ. Screenshot შეგახსენებთ, რომ თებერვალში, Core i7-3770K-ის შეიძლება ითქვას უფრო წარმატებული ნიმუში, აჩქარებულ იქნა 7063 მჰზ-მდე - სისტემურ დაფა Asus P8Z77-V Deluxe-ზე. Overclockers.ua
  18. სავარაუდოდ 150$-ის ფარგლებში უნდა იყოს დაახლოებით
  19. მარტის ბოლომდე გამოვა გაყიდვაში, მაგრამ ასეთი კონფიგი მგონი უფრო ძვირი ეღირება
  20. ჰონგ-კონგურ ბრენდ Zotac-მა წარმოადგინა თავისი ახალი საშუალო-ბიუჯეტური ვიდეობარათი GeForce GTX 560 SE, რომელიც დაფუძნებულია მოდიფიცირებულ ბირთვ GF114-ზე, 288 შეიდერული ბლოკითა და 192-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისით. ის აღჭურვილია ტურბინული ტიპის, ორსლოტიანი ქულერით და ოთხი ვიდეოგასასვლელით - DVI (2), HDMI და DisplayPort-ით. ბეჭდური დაფის მეორე მხარეს კი, ჩვენ ვხედავთ გამაძლიერებელ ფირფიტას და SLI-პორტს. პროდუქტის შედარებით მაღალი სიხშირეები (746/1492/3828 მჰზ) და 40 ნმ ტექ-პროცესი თავის მხრივ, განაპირობებს კვების ორ 6-პინიან PCI-E Power გასასვლელის არსებობას. რაც შეეხება მეხსიერებას, მისი ჯამური ოდენობა შეადგენს 1 გბ-ს. გარდა ამისა, ადგილზეა API DirectX 11, Shader Model 5.0, Nvidia 2-Way SLI, CUDA, PhysX ტექნოლოგიებისა და Blu-ray 3D ფორმატის ვიდეოს ჩვენების მხარდაჭერაც. კომპლექტს თან ერთვის კუპონი - ონლაინ-თამაშ TrackMania 2 Canyon-ის 3-დღიან სარგებლობაზე. Overclockers.ua
  21. უკანასაკნელ მომენტში, Nvidia-მ გადადო GK104 ვიდეობარათის ანონსი, რომელიც წესით, ორი დღის წინ იყო დაგეგმილი. როგორც ჩანს, სერიული ნიმუშების არსებული რაოდენობა ჯერჯერობით არასაკმარისია შეუფერხებელი მიწოდებების განხორციელებისთვის, რაც თავის მხრივ, გავრცელებული ცნობებით, გამოწვეულია აღნიშნულ 28 ნმ მიკროჩიპების არაგეგმიური შეჩერებით ტაივანურ TSMC-ს ფაბრიკებში. ჩარლი დემერჯიანმა, SemiAccurate-იდან დაადგინა, რომ პაუზა გრძელდება თებერვლის შუა რიცხვებიდან და ეხება მხოლოდ Kepler-ს. ტექ-პროცესში შესაბამისი კორექტირებების შეტანის შემდეგ, GK104-ების წარმოება ან უკვე განახლებულია, ან ეს დღე-დღეზე მოხდება. ახალი სავარაუდო თარიღად კი უკვე 23 მარტი სახელდება. Fudzilla კი იტყობინება, რომ GK104-ს ერქმევა GeForce GTX 680, ხოლო 'GeForce GTX 670 Ti' - უბრალოდ ერთი და იმავე გადაწყვეტილების 'მუშა' დასახელებაა. GTX 680-ის გამოყენების იდეა გაუჩნდათ Nvidia-ს მარკეტოლოგებს - Radeon HD 7970/7950 (Tahiti)-ის ანონსის შემდეგ, რადგან ეს ბარათები აღმოჩნდნენ არცთუ ისეთი სწრაფები, როგორებსაც სანტა-კლარაში ვარაუდობდნენ. --------------------------------------------------------------- თქვენთვის უკვე ცნობილია, ახალი ერთჩიპიანი ფლაგმანი Nvidia GK104 მიიღებს სახელწოდება GeForce GTX 680-ს და კონკურენციას გაუწევს Radeon HD 7970-ს. სულ ახლახანს, ჩინურ ფორუმ Chiphell-ის ერთ-ერთმა წევრმა გამოაქვეყნა ამ პროდუქტის წინასერიული ნიმუშის ფოტოსურათები. ეს ფაქტიურად უკვე დასრულებული სახის რეფერენსული ბარათია, რომელსაც მხოლოდ მწარმოებლის სტიკერიღა აკლია. როგორც ჩანს, ზოლიანი პრიალა საფარველი დღესაც ყურადღების ქვეშ ექცევა, ხოლო დამატებითი კვების პორტების ნაკრები შედგება 6-პინიანი PCI-E Power-ებისგან. Overclockers.ua
  22. ადრე გავრცელებულ ცნობების თანახმად, Ivy Bridge პროცესორების ოფიციალური ანონსი უნდა შემდგარიყო მომდევნო თვის 2 რიცხვში, ხოლო გაყიდვაში კი ისინი გამოჩნდებოდნენ 8-ში. თუმცა, თურქული საიტი DonanimHaber იტყობინება, რომ ეს პრემიერა უკვე აპრილის 29-სთვის იქნა გადატანილი. განახლებული როადმაპის მიხედვით, აღნიშნული სერიას თავდაპირველად გახსნიან ოთხბირთვიანი Core i7-3770K, i7-3770, i7-3770S, i7-3770T, i5-3570K, i5-3550, i5-3550S, i5-3570T, i5-3450 და i5-3450S. მათთან ერთად, აგრეთვე წარმოდგენილი იქნება სისტემური დაფები Intel Z77, Z75, H75 და B75-ზე. ანონსების მეორე ტალღა უკვე დაიწყება 3 ივნისს: Core i5-3470, i5-3470S, i5-3475S, i5-3570 და i5-3570S-ით (ყველა მათგანი 4-ბირთვიანია). ამავე ვადებში მოხდება კორპორატიული ბაზრისთვის განკუთვნილი ჩიპსეტეები Intel Q77 და Q75. ხოლო სავარაუდოდ აგვისტოში კი, დაიწყება იაფფასიანი, Core i3 და Pentium-ების მიწოდებები 22 ნმ-ზე. Overclockers.ua
  23. მაგ ორიდან მეც ASUS-ს ავიღებდი, DirectCU სერიის ბარათები ერთ-ერთი საუკეთესოებია
  24. გამომდინარე იქიდან, რომ AMD Radeon HD 7870 და HD 7850 ვიდეობარათების ოფიციალური ანონსი CeBIT 2012 გამოფენის გახსნის წინ შედგა, გასაკვირი არ არის, რომ მასზე ამ პროდუქტების თითქმის ყველა ვერსია იყო წარმოდგენილი. ასე მაგალითად, ჩინურ მწარმოებელ AFOX-მა მოახდინა მათგან უმცროსი მოდელის დემონსტრაცია ერთსლოტიანი შესრულებით. შიდა კლასიფიკაციის მიხედვით, ნაწარმს განკუთვნილი აქვს საიდენტიფიკაციო კოდი AF7850-1024D5S1. ბირთვი, რომლის გაგრილებას უზრუნველყოფს მცირე ზომის ფენი, სტანდარტულ 860 მჰზ-იდან აჩქარებულია 900-მდე. ხოლო მეხსიერების ნიშნული კი, თავის მხრივ, შეამცირეს 75 მჰზ-ით და ამგვარად, მისი ეფექტურიანობა 4,8 გჰზ-დან 4,5-მდე დაეცა. საინტერესოა, რომ ინჟინრებმა შეძლეს ოთხი ვიდეოგასასვლელის გამოტანა, რომელთაგანაც HDMI, Display Port,DVI სრულფორმატიანებია, Mini DisplayPort კი, წესისამებრ, მინიმუმ ადგილი უჭირავს. დანარჩენი მონაცემები, როგორიცაა ღირებულება და გაყიდვების დაწყების თარიღი, ჯერჯერობით არ ვრცელდება. VR-Zone, IXBT
  25. იაპონურ Toshiba-ს ბრიტანულმა ქვეგანყოფილებამ დააანონსა მაღალწარმადოვანი ნოუთბუქი Qosmio X870, რომელიც ორიენტირებულია გეიმერებზე, რაც აისახა როგორც მის სპეციფიკაციებში, ასევე გარეგნულ მხარეზეც. კორპუსი ალუმინისაა, ის შესრულებულია შავ-ნაცრისფერ ტონალობაში, ხოლო წითლად გააფორმეს გვერდითა პანელები, დინამიკები, სენსორული პანელის გარშემო შემოვლებული კანტი და კლავიშების შიდა განათება. გარდა ამისა, მასში გამოყენებულია Intel (Ivy Bridge)-ის ბოლო მოდელის პროცესორები, 3 გბ GDDR5 მეხსიერების მქონე, NVIDIA GeForce 600M სერიის ვიდეობარათი. საუკეთესო კომპლექტაციით, ის აგრეთვე მიიღებს 17,3 დუიმიან და 1920 х 1080 გაფართოების ეკრანს, 5 მ/წმ რეაგირების დროით. ადგილი მოიძებნა არამხოლოდ ოპტიკური წამყვანისთვის (სტანდარტული შესრულებით - DVD SuperMulti, დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში კი - Blu-ray დისკების წამკითხველი), არამედ ორი მყარი დისკისთვისაც, რის შედეგადაც, საერთო ჯამში, მათი ტევადობა აღწევს 2 ტბ-ს (ოპციონალურად, ხელმისაწვდომია ჰიბრიდული HDD-იც). მახასიათებლების სიაში შესულია Gigabit Ethernet, Bluetooth 4.0 და Wi-Fi 802.11n ადაპტერები, ოთხი USB 3.0 ინტერფეისი, HDMI და D-Sub ვიდეოგასასვლელები, ვებ-კამერა, რომელიც იძლევა ვიდეოს ტრანსლირების შესაძლებელობას Full HD ხარისხში, თაჩპადი multitouch ტექნოლოგიის მხარდაჭერით და აკუსტიკური სისტემა Harman Kardon. მწარმოებელი არაფერს ამბობს ლეპტოპის მასაზე, ღირებულებასა და ავტონომიურ მუშაობის დროზე. Toshiba, IXBT
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.