Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Posts posted by X-treme user

  1. ასეთი სიმძლავრის კონფიგები ნოუთებზე რა საჭიროა არ მესმის, ძლიერი ვიდეო კიდევ ხო, მაგრამ 990X-ის და 6 გბ ოპერების მნიშვნელობა? ალბათ ბენჩებისთვის უფროა განკუთვნილი

  2. ფასი, წესით მართლაც რომ მაღალი უნდა ჰქონდეს, თუ გავითვალისწინებთ ახლად მოდერნიზებულ Sony VAIO S-ს მონაცემებს, რომლებიც დიდად არ განსხვავდება:

    Intel Huron River პლატფორმა, 2.7 გჰზ-იანი Intel Core i7-2620M, Radeon HD 6470M ან HD 6630M ვიდეო, მაქსიმუმ შესაძლებელია 128 გბ-იანი SSD-სა და 8 გბ ოპერატიული მეხსიერების დაყენება. კომპლექტაციიდან გამომდინარე, ფასი 1000-დან 2000 ევრომდე იმერყევებს.

    დასკვნები თქვენზეა ..

  3. კომპანია Mushkin-მა განაცხადა ახალი თაობის კვების ბლოკების სერიების - Volta და Joule-ის გამოსვლის შესახებ. პირველი მათგანი განეკუთვნება მასიურ სეგმენტს და მასში შესულია ორი მოდელი: 500 და 650 ვ-იანი. ორივე მოდულური სისტემებია, ხოლო კომპლექტაციაში კი მოყვებათ ერთ-ერთი ATX 24/20 და ESP/ATX12V, PCI-E-ის ექვსპინიანი ორი ცალი დამატებითი კვებისა და 3.5 ტიპის დისკწამყვანის კაბელები. გარდა ამისა, უმცროს ვერსიას, აგრეთვე გააჩნია SATA დისკების ჩართვისათვის საჭირო და ე.წ.'მოლექს' (Molex 8981) ოთხ-ოთხი კაბელი, უფროსს კი ექვს-ექვსი.

    ხოლო კომპიუტერულ ენთუზიაზისტებისა და მაღალი მოთხოვნილებების მქონე მომხმარებლებს, კომპანია სთავაზობს Joule კვების ბლოკებს.700, 800 და 1000 ვ-იანი მოდელები შეესაბამებიან 80 PLUS Bronze, 80 PLUS Silver და 80 PLUS Gold კატეგორიებს შესაბამისად. მწარმოებლის თქმით, ეს პროდუქტები უზრუნველყოფენ მაღალწარმადობიანი CPU-ებისა და მრავალპროცესორიანი გრაფიკული სისტემების კვებას. მათი კაბელების კომპლექტაცია კი დამოკიდებულია სიმძლავრის მაჩვენებელზე.

    ახალი ნაწარმების სრული სია ასე გამოიყურება:



    • KNPSVT500 (Volta,500 ვ)
    • MKNPSVT650 (Volta,650 ვ)
    • MKNPSJL700 (Joule,700 ვ)
    • MKNPSJL800 (Joule,800 ვ)
    • MKNPSJL1000 (Joule,1000 ვ)

    ევროპული ბაზრებისათვის, მოდიფიკაციები განსხვავდება სახელწოდებაში 'EU' სუფიქსით. მოდელი MKNPSVT650 ევროპაში ხელმისაწვდომი არ იქნება. ახალი კვების ბლოკების გაყიდვები უკვე დაწყებულია.

    126a038aaf58.jpg

    • Upvote 4
  4. მოხდება თუ არა ნეტბუქების tablet-ებით ჩანაცვლება? მომავალში მართლაც შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ამის საშიშროება არ არსებობს. მათზე დღესაც საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და კომპანია MSI-მ გადაწყვიტა თავისი ახალი პროდუქტის გამოშვება.

    ზოგიერთი ექსპერტი და ანალიტიკოსი შეიძლება თვლიდეს, რომ მათი ბაზრებიდან გაქრობა მართლაც მოსალოდნელია, თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე, ეს ნაპირი ჯერ კიდევ შორსაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დღეს არსებული tablet-ების ფასები, ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმისათვის, რომ უზრუნველყონ უფრო მძლავრი, სრული ზომის ნოუთბუქების შეძენა, რომლებსაც გააჩნიათ hardware-ის ვრცელი ასორტიმენტი - Windows software ეკოსისტემისათვის.

    რასაკვირველია, წარმოებისა და დიზაინის ტექნოლოგიური მიღწევებით, ბოლო-ბოლო დაეცემა tablet-ების ფასებიც, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ მათ, ვისაც სურთ ჰქონდეთ ჯერჯერობით ძალიან მაღალ-მობილური კომპიუტერული მოწყობილობა, არ გაცვლიან თავიანთ მოხერხებულ ნეტბუქებს - 10-ინჩიან გაჯეტზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისად დიდი ზომის ფიზიკური კლავიატურა და რომელიც ასეთი აუცილებელია მათი საჭიროებებისათვის. როგორც ჩანს, კომპანია სწორედ ამაზე ამყარებს იმედს და უშვებს თავის ახალ ნეტბუქ - MSI Wind U160MX-ს.

    e99540501388.png

    MSI-ის პრეს-რელიზიდან ცნობილი ხდება, რომ U160MX-ს აღჭურვილია 2 გბ DDR3 მეხსიერებით, 10-ინჩიანი LED-ბექლიტ ეკრანით, ხოლო სამუშაო სიმძლავრისათვის კი გამოყოფილია არც თუ ისე შთამბეჭდავი ერთბირთვიანი Intel Atom N455 პროცესორი და ინტეგრირებული GPU - GMA 3150.

    MSI ნეტბუქს უზრუნველყოფს ისეთი თავისებურებებით, როგორიცაა მის მიერ დაპატენტებული TDE Overclocking ძრავი, რომლის საშუალებითაც, კონკრეტული მძიმე დატვირთვების დროს,მოხდება პროცესორის ასწრაფება. ხოლო ECO energy-saving ტექნოლოგია კი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ პროდუქტი ვამუშაოთ 8.5 სთ-ის მანძილზე ავტონომიურ რეჟიმში, ელემენტის ერთი დატენვით.

    სამწუხაროდ, როგორც ეს MSI-სთან დაკავშირებულ ანონსებთან ხდება, ამჯერადაც არ ხმაურდება ინფორმაცია რელიზის თარიღსა და ფასის შესახებ. თუმცა, ტექნიკური სპეციფიკაციები მაინც ცნობილია:

    cd698db0ff78.jpg

    • Upvote 6
  5. ამბობენ, GTX 550 Ti თითქმის ისეთივე სწრაფი იქნება, როგორც GeForce GTX 460-ის ოჯახის კარტები, მას ასევე ექნება 3-ფაზიანი VRM - ბირთვზე და 1-ფაზიანი - მეხსიერებაზე. TDP-ს მაჩვენებელმა კი დაიწია 110 ვ-მდე.

    უფრო მეტი ინფორმაცია ალბათ მარტის CEBIT-ამდე არ გავრცელდება..

  6. მომდევნო თვის CeBIT 2011-ის გამოფენაზე, კომპანია Prolimatech-ი აპირებს პროცესორის ახალი ქულერის ჩვენებას, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რომ გაუმკლავდეს არამხოლოდ CPU-ს, არამედ მეხსიერების მოდულებსაც მის გვერდით და VRM უბნებს სოკეტის ირგვლივ.

    აღნიშნული ნაწარმის ზომებია 146 (L) x 216.5 (W) x 160 მმ, წონა - 800 გ და აღჭურვილია ექვსი 6 მმ-იანი სითბური მილაკით, რომელიც გადის ალუმინის ორ ჰითსინკში, მათგანი ერთი განლაგებულია ჰორიზონტალურად, მეორე კი ვერტიკალურად. Genesis-ზე შესაძლებელია დაყენდეს სამამდე 120/140 მმ-იანი ფენი, გააჩნია Intel LGA 775/1155/1156/1366 და AMD AM2/AM2+/ AM3 პროცესორების მხარდაჭერა და კომპლექტში მოყვება თერმოპასტით სავსე შპრიცი.

    პროდუქტის ღირებულება 59.90 €-ია და წესით, ხელმისაწვდომი იქნება 4 მარტისათვის.

    6f4096fd6217.jpg

    30fd48770bf0.jpg

    9ddf3bd46ddd.jpg

    2ec705bf2c1c.jpg

    • Upvote 5
  7. როგორც ჩანს, კომპანია Intel-მა სწრაფად გამოასწორა Cougar Point ჩიპსეტების ხარვეზი და ამტკიცებს, რომ უკვე 14 თებერვისათვის, OEM-პარტნიორებისათვის გასაგზავნად, მზად ექნება აღნიშნული კომპონენტის B3 სტეპინგები (Intel P67, H67, ა.შ.). უკანასკნელი ინფორმაციით, ნომერ 110456-00 დათარიღებულ 2/9/2011-ით, Cougar Point B3-ს ექნება შემდეგი ცვლილებები/თავისებურებები:



    • ID რევიზია შეიცვლება 04h-დან 05h-მდე
    • BIOS-ის სპეციფიკაციისა და რეფერენს-კოდის განახლება 1.1.4-მდე
    • B3 სტეპინგის კომპლექტი არის პინ-თავსებადი B2-თან
    • უმნიშვნელო მეტალის ზედაპირის ცვლილება B2-დან B3-ზე, გაზრდის მუშაობის ხანგრძილოვობის დონეს - ფუნქციონალურობისა და დიზაინის სპეციფიკაციის შეუცვლელად

    SATA 3 გბ/წმ პორტთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც იწვევდა ჩიპსეტის ფიზიკური ნაწილების სწრაფად მწყობრიდან გამოსვლასა დაა წარმადობის გაუარესებას, უკვე მოგვარებულია.

    რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს გახლავთ ის თარიღი, როდესაც კომპანია დაიწყებს მწარმოებლებისათვის აღნიშნული რევიზიის ჩიპსეტების მიწოდებას, რაც დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ხაზში ისინი ჯერჯერობით არ გამოჩნდებიან. სათანადო პიროვნებებთან საუბრის შემდეგ, შევიტყვეთ, რომ ძირითად შემთხვევებში, საჭიროა ერთი კვირა მაინც, იმისათვის, რომ ისინი OEM-პარტნიორებთან მოხვდნენ, კიდევ ორი კვირა - დედაპლატებში მათ განსათავსებლად და დაახლოვებით ექვსი კვირა - პროდუქტის დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. რა თქმა უნდა, დროის ეს პერიოდები მაინც მიახლოვებითია და ისინი დამოკიდებულია რეგიონებსა და შესაძლო ცვლილებებზე.

    საუკეთესო შემთხვევაში, ხაზში ამ ნაწარმების ნახვა მარტის დასასრულის ან აპრილის დასაწყისისათვის გახდება შესაძლებელი. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ცვლილებას უამრავი ხალხი ელოდება და ჩვენ ვერანაირად ვერ გავიგებთ, თუ რა სიდიდის იქნება პირველი შიფინგი, ასე, რომ ახალი B3 Sandy Bridge-ების გამოჩენას retail/e-tail თაროებზე აპრილში ან კიდევ უფრო გვიან უნდა ველოდოთ.

    • Upvote 3
  8. ახალი ASUS GT 440 ვიდეოკარტა იდეალურია როგორც მულტიმედიური კომპიუტერებისათვის, ასევე უბადლო სათამაშო პროცესებისთვისაც. ის აღჭურვილია კომპანიის ექსკლუზიური ტექნოლოგია Super Alloy Power ტექნოლოგიით, რომელსაც გააჩნია სპეციალური alloy ფორმულა, რომელიც გამოიყენება კონდენსატორების, დროსელებისა და MOSFET-ების კვების უზრუნველსაყოფად. ის სწრაფად ახდენს ტემპერატურების დაწევას 35°C-ით, ზრდის პროდუქტის მუშაობის პერიოდს 2.5-ჯერ და აუმჯობესებს მის წარმადობას 15%-ით. ეს კი, თავის მხრივ, იძლევა ოვერქლოქინგის უფრო მაღალ პოტენციალს, რამეთუ რეფერენს-მოდელებთან შედარებით, GT 440-ს შეუძლია გაუძლოს უფრო რთულ დონეზე მუშაობას. ASUS-ის ექსკლუზიური უტილიტა Voltage Tweak-ით კი შესაძლებელია სიხშირეების გაზრდა 50%-მდე.

    ASUS Dust-proof ფენი თავიდან იცილებს მტვერსა და ჭუჭყს, რითაც აუმჯობესებს გაგრილებისა და ზრდის მუშაობის ხანგრძლივობას. რეფ.ბარათების ქულერებთან შედარებით, ის უფრო ჩუმია და ამგვარად ქმნის სასიამოვნო გარემოს, home theater-ისათვის.

    8be3e8da49c7.jpg

    • Upvote 7
  9. მას შემდეგ, რაც NVIDIA-ამ წარმოგვიდგინა ახალი GeForce GTX 560 Ti ვიდეოკარტები, AMD-მ პარტნიორებს გაუმარტივა აჩქარებული და ე.წ. 'custom-დიზაინის' მქონე Radeon HD 6870-ების რელიზების დაწყებაც. როგორც ჩანს, მათ ეს წინადადება უყურადღებოდ არ დატოვეს და კომპანია HIS-მა გამოუშვა აღნიშნული პროდუქტის საკუთარი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია IceQ X ტიპის დაფაზე, რომელიც მან უკვე HD 6850 IceQ X-ებში გვიჩვენა. მის მსგავსად, გრაფიკულ ბარათს ამჯერადაც ორი ვერსია ექნება. პირველი, ეს გახლავთ სტანდარტული ვარიანტი, რომელსაც რეფერენსული სიხშირეები - 900/1050 მჰზ (ბირთვი/მეხსიერება) აქვს და მეორე, Turbo-X, გაზრდილი მაჩვენებლებით - 975/1150 მჰზ, რომელშიც 'X'აღნიშნავს იმას, რომ ის AMD-ს რეფ.ვიდეოკარტის მონაცემების მქონე Turbo მოდელზე უფრო სწრაფია. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია ოდნავ დიდი ზომის ალუმინის ფარფლი, რომლიდანაც სითბო გადის 8 მმ-იანი ნიკელით დაფარული სქელი სპილენძის მილაკებიდან, რომლებსაც თავის მხრივ, გააჩნიათ ცენტრალური 92 მმ-იანი ფენი. ქულერი გარეგნულად შესრულებულია ყინულისებრი დიზაინით. ისევე, როგორც ყველა სხვა HD 6870, აღნიშნული ვიდეოკარტა აღჭურვილია 1120 სტრიმ-პროცესორით და 1 გბ GDDR5 მეხსიერებას უკავშირდება 256-ბიტიანი ინტერფეისით. კომპანია ჯერჯერობით არ აქვეყნებს ინფორმაციას ღირებულების შესახებ.

    af9a0c409471.jpg

    fd6ed7fff67c.jpg

    • Upvote 5
  10. პროფესიონალ გეიმერებს ხშირად უწევთ რთული არჩევანის გაკეთება, მაუსპედის არჩევის დროს და ვერ გადაუწყვეტიათ თუ რომლის შეძენაა უმჯობესი: იმ პროდუქტის, რომელიც სისწრაფეს გვთავაზობს, თუ იმის, რომელიც გათვლილია საუკეთესო კონტროლისათვის. ამით კი, სხვადასხვა შეჯიბრებებზე მათ უწევთ ყველა სახის 'ხალიჩის' წაღება და შემდეგ, აუცილებლობის მიხედვით, მათი შერჩევა. კომპანია Roccat-მა სცადა ამ პრობლემის მოგვარება და გამოსაშვებად ამზადებს Alumic-ს. ეს გახლავთ ორმხრივი პადი, რომლის თვითოეული ზედაპირი განკუთვნილია ზემოაღნიშნული მახასიათებლებისათვის. ასე, რომ თამაშის დროს, სნაიპერსა და გრუნტს შორის გადართვას, ნაწარმის მარტივი ამოტრიალებით შეძლებთ.

    პროდუქტს გააჩნია ანოდიზირებული ალუმინის ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფს მის მოყვანილობასა და სისწორეს. ორივე მხარის კუთხეები რეზინისაა, რაც გამორიცხავს მის სრიალს სიბრტყეზე. კომპლექტში ასევე შედის გელისებური ხსნადი იდაყვის სადებიც. Alumic-ის ზომებია 331 x 272, ხოლო სისქე კი 3 მმ. მაღაზიებში მაუსპედი გამოჩნდება უკვე ამ თვის ბოლოსთვის და მისი ღირებულება იქნება 39.99€.

    5900c196b8e9.jpg

    875dfcae5901.jpg

    1237255572ce.jpg

    e045fbd1467d.jpg

    • Upvote 7
  11. მადლობა სოსო, აი კიდევ ცოტაოდენი ინფო ამის შესახებ:

    ზოგიერთ შემთხვევაში, Serial-ATA (SATA) პორტები ჩიპსეტებში შესაძლოა დროთა განმავლობაში წყობიდან გამოვიდეს, რითაც პოტენციურად გავლენას მოახდენს SATA-სთან დაკავშირებულ ისეთ მოწყობილობებზე, როგორიცაა მყარი დისკები და DVD-წამყვანები. კომპანიამ თავისი ქარხნებიდან შეაჩერა დაზიანებული დამხმარე ჩიპების მიწოდება. მანვე უკვე გამოასწორა ეს შეცდომა და დაიწყო ახალი ვერსიის ჩიპსეტების წარმოება, რამაც პრობლემა უნდა აღმოფხვრას. Sandy Bridge მიკროპროცესორებსა და სხვა პროდუქტებზე ეს ყველაფერი არ ვრცელდება.

    განახლებული ვერსიის ჩიპსეტები თებერვლის ბოლოსთვის გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო მთლიანად მათი ოდენობის აღდგენა აპრილში მოხდება. კომპიუტერის დამამზადებლებისა და Intel-ის მომხმარებლებისათვის, რომლებმაც შეიძინეს აღნიშნული კომპონენტები ან სისტემები, კომპანია იმუშავებს თავის OEM პარტნიორებთან იმისათვის, რომ დათანხმდეს დაზიანებული ჩიპსეტების უკან დაბრუნებაზე და ასევე გეგმავს მოდიფიკაციებისა და იმ ჩანაცვლებების მხარდაჭერასაც, რომელიც საჭიროა დედაპლატებისა და პკ-ებისათვის. დაზიანებული ჩიპსეტების მქონე სისტემების შიფინგი მხოლოდ 9 იანვარს დაიწყო და Intel-ს სჯერა, რომ აღნიშნული პრობლემა სულ რაღაც რამდენიმე მომხმარებელს შეეხო, თანაც პოტენციურად ეს ფაქტი ხომ მხოლოდ Core i5 და Core i7 quad core-ზე დაფუძნებულ ს-ებს შეეხო. ის აგრეთვე მიიჩნევს, რომ მომხმარებლებს თავდაჯერებულად შეუძლიათ განაგრძონ თავიანთი სისტემების გამოყენება და მწარმოებელთან თანამშრომლობით, დროებით მოახერხებენ შექმნილი გაუგებრობის მოგვარებას.

    Intel-ი ვარაუდობს, რომ 2011 წლის პირველი კვარტალში, ეს შემთხვევა შეამცირებს შემოსავლის ოდენობას დაახლოებით 300 მილიონი დოლარით რადგანაც კომპანია წყვეტს მიმდინარე ვერსიის ჩიპსეტების პროდუქციას და იწყებს ახლის წარმოებას. ხოლო, გამოთვლებით კი, ბაზრებიდან დაზიანებული კომპონენტებისა და სისტემების შეკეთება- ჩანაცვლების ხარჯმა შესაძლოა მიაღწიოს 700 მლნ $-ს.

    • Upvote 3
  12. ADATA Technology-იმ, მაღალი წარმადობის მქონე DRAM მოდულებისა და NAND ფლეშ-აპლიკაციების პროდუქტების მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ, დღეს დააანონსა XPG Gaming Series V2.0 ხაზის DDR3 მეხსიერება, 1866 და 2133 მჰზ-ებით.

    ორივე მოდული, XPG 2133G და 1866G მუშაობს CL 9-11-9-27 ტაიმინგებსა და 1.65 ვატებზე, შედგება 2oz ორმაგი სპილენძის PCB-ისაგან და ალუმინის ჰით-სპრედერებისაგან, რომლებსაც გააჩნიათ თერმო გამტარი ტექნოლოგია (TCT). რასაკვირველია, სწრაფი გაგრილების მიზნით, მეხსიერების ყოველი ჩიპი პირდაპირ კონტაქტში იმყოფება აღნიშნულ დეტალებთან.

    0e2ce93fff96.jpg

    d0ab741f0eb9.jpg

    XPG Gaming Series v2.0 DDR3 2133G და 1866G-ების ბაზარზე გამოტანით, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ კომპანია უკვე მზად არის ახალი თაობის დედაპლატების ნაკადთან შესახვედრად.

    • Upvote 2
  13. გაგრილების სისტემების და პროდუქტების ცნობილმა მწარმოებელმა Scythe Corporation-მა, რამოდენიმე დღის წინ, დააანონსა თავისი Universal Retention Kit-ის მესამე, განახლებული ვერსია, რომელიც რამდენადმე გაუმჯობესებულია და თავსებადია AMD 754, 939, AM2, AM2+, AM3, 940-თან და Intel Socket T / LGA775, LGA1156 LGA1366 და უახლეს LGA1155 სოკეტებთან. Universal Retention Kit 3 ამჯერადაც დაფუძნებულია ბექპლეიტის სამაგრ სისტემაზე და უზრუნველყოფს საიმედო კონტაქტს, დიდ და მძიმე ქულერებთანაც კი.

    Universal Retention Kit 3 დამზადებულია მტკიცე ფოლადისაგან და აქედან გამომდინარე, აქვს საკმარისი სიმძლავრე High-End CPU-Cooler-ებისათვის. Intel-ის არქიტექტურისათვის შესაძლებელია, რომ ეს კიტი გადაკეთდეს ე.წ. 'pushpin' სამაგრად, რომელიც კვლავაც გვაძლევს საჭირო სტაბილურობას. ხოლო იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს მათი მონტაჟის პროცესი, კომპლექტში ასევე მოთავსებულია მოსახერხებელი Push-Pin-ების საძრობი ინსტრუმენტი.

    აღნიშნული პროდუქტის (მოდელის ნომერი SCURK-3000) ღირებულებაა 9.95 ევრო (დღგ-ს გარეშე), ხოლო მისი მახასიათებლები კი შემდეგნაირია:



    • Model Name and Model No.: Universal Retention Kit 3 (SCURK-3000)
    • Compatible Sockets:Intel: Socket T / LGA775, LGA1155, LGA1156, LGA1366
    • AMD: Socket 754, 939, AM2, AM2+, AM3, 940
    • Accessory: Universal Backplate (Metal), Retention Bracket (Metal), Wrench, Mounting Screws, Manual (multilingual), Push-Pin Removal Tool
    • Dimensions: 3.62 x 5.71 x 1.42 inch / 92 x 145x 36 mm

    f397887a3e2a.jpg

    aec8b217e3d3.jpg

    b23b46cef579.jpg

    • Upvote 3
  14. კომპანია Club 3D B.V. მზად არის წარადგინოს NVIDIA GeForce GTX 560 Ti ვიდეოკარტის საკუთარი ვერსია, რომელსაც ექნება DirectX 11, CUDA და NVIDIA PhysX ტექნოლოგიების მხარდაჭერა და წინა თაობებთან შედარებით, 3-ჯერ გაიზრდება წარმადობის მაჩვენებელი, ასე, რომ უკვე თავისუფლად შეძლებთ დატკბეთ საყვარელი თამაშის მიმდინარეობით.

    NVIDIA 3D Vision technology იძლევა საშუალებას, რომ ვამუშავოთ ორი ცალი Gefore GTX 560Ti - NVIDIA SLI რეჟიმში და ჩავრთოთ სამი დისპლეი ერთად - NVIDIA 3D Vision Surround technology-ის მეშვეობით. ახალი ბარათის მახასიათებლები კი შემდეგნაირია: შთამბეჭდავი 822 მჰზ, 1024 მბ GDDR5 მეხსიერება და 256-ბიტიან ინტერფეისი. ახალი და დაკბილული ფორმის ქულერი აუმჯობესებს ჰაერის ნაკადების მიმოსვლას და ამცირებს GPU-ს ტემპერატურას.

    b111795f69c0.jpg

    da025c81e634.jpg

    • Upvote 3
  15. აღნიშნული კარტა ასევე აღჭურვილია GPU over voltage ფუნქციითაც, რაც მაქსიმალურად გაზრდის მისი ოვერქლოქინგის პოტენციალს. ასევე, რეფერენს-მოდელებთან შედარებით, მისი გაგრილების სისტემა შეამცირებს ტემპერატურას -200-ით.

  16. კომპანია EVGA-ც უკვე იწყებს GeForce GTX 560 Ti ვიდეოკარტების გამოშვებას და ის წარმოგვიდგენს მის ორ ვერსიას: ბაზურს (01G-P3-1561-AR) და SuperClocked (01G-P3-1563-AR) მოდელს. პირველ მათგანს თან ერთვის 'Free Performance Boost'-ი და იქნება ცოტათი აჩქარებული, ხოლო მისი მახასიათებლები კი შემდეგნაირია: 850/1700/1026 (4104) მჰზ, მაშინ როდესაც რეფერენსული პროდუქტის სიხშირეებია 820/1640/1000 მჰზ. მისი ღირებულება 249$-ია.

    SuperClocked მოდელს კი, მნიშვნელოვნად აქვს გაზრდილი აღნიშნული მონაცემები, რომლებიც ამგვარად გამოიყურება: 900/1800/1053 მჰზ (4212 მჰზ ეფექტური). მისი ფასია 269$. ირწმუნებიან, რომ ორივე ვიდეოკარტა იქნება არარეფერენსული დიზაინის მქონე პროდუქტებზე უკეთესი, რომლებშიც გამოყენებულია უფრო ნაკლები რაოდენობის მქონე ფენებისგან შემდგარი PCB-ები და GPU-ს ელექტრული ფაზები.

    daaa0f0ae34c.jpg

    949373883df0.jpg

    • Upvote 4
  17. AMD-მ დაასრულა Radeon HD 6800 და Radeon HD 6900 სერიის ვიდეოკარტებზე ფასების დადგენა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც NVIDIA იწყებს GeForce GTX 560 Ti-ების გამოშვებას. მოსალოდნელია, რომ NVIDIA-ამ ახალი GPU-ების მეშვეობით, რომელთა ღირებულებაც 300$-ის ნიშნულს ქვემოდან დაიწყება, შესაძლოა მოახდინოს ერთგვარი დესტაბილიზაცია მწვანე გიგანტის აღნიშნულ სეგმენტში და ამიტომაც, მას მხოლოდ ისღა დარჩა, რომ დაეწესებინა შემდეგი ნიშნულები:



    • Radeon HD 6870 1 GB: 189.99€, $219
    • Radeon HD 6950 1 GB: 225.00€, $259
    • Radeon HD 6950 2 GB: 239.99€, $269~289

    აღნიშნული ფასების შეცვლა სულ ცოტა ხანში მოხდება. გარდა ამისა, AMD ასევე აპირებს ახალი დრაივერის გამოშვებას, რომლითაც Radeon HD 6000 სერიის ყველა ბარათს მნიშვნელოვნად გაეზრდებათ წარმადობის მაჩვენებელი.

    64f3d58f9bf1.jpg

    • Upvote 3
  18. Sapphire-ი აგრეთვე ამზადებს ახალი დიზაინის მქონე Radeon HD 6970 2 GB-საც. მისი PCB იქნება რეფერენს-მოდელის მსგავსი, მხოლოდ ლურჯი ფერის. მთავარი თავისებურება კი გახდება მრგვალი, მბრუნავი ბურთულა, რომელიც იძლევა ორ BIOS ROM ჩიპებიდან ერთ-ერთზე გადართვის საშუალებას და ამგვარად, შესაძლებელი ხდება ორი განსხვავებული სიხშირისა და ფენ-პროფაილების შენახვა. პროდუქტი აღჭურვილი იქნება 1536 VLIW4 ნაკადური პროცესორითა და 2 გბ მოცულობის GDDR5 მეხსიერებით.

    1839b495b9b3.jpg

    04428fbd68a7.jpg

    d9d094125495.jpg

    061f94e4f5de.jpg

    • Upvote 3
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.