Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Posts posted by X-treme user

  1. ასეთ სისტემებზე აპგრეიდი არც არის საჭირო. ვიზუალურად ულამაზესია, საერთოდ რომც არ ჩართო, ისედაც დატკბები მაგის ყურებით.. :rolleyes: ყოველდღიური საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერია, გეიმინგისთვის და ბენჩებისათვის ამას არც იყიდი

  2. CES-ზე დაანონსებულმა MSI Wind Top AE2210 21.5-დუიმიანმა all-in-one დესქტოპმა, რომელიც აღჭურვილია Intel-ის მეორე თაობის Core პროცესორებით, სამი დღის წინ, წილად ხვდა სათანადო გულთბილი მიღება, რაც იმის მაუწყებელია, რომ ცოტა ხანში უნდა ველოდოთ მის რითეილ-რელიზსაც.

    მას გააჩნია Full HD (1920 x 1080) თაჩსქრინი და თან მოყვება უკვე ჩატვირთული, რამდენიმე touch-enabled საჩუქარიც, რომლებშიც შესულია Wind Touch ინტერფეისი, ArtRage painting პროგრამა და YouCam v4.0.

    ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, თვალწარმტაცი AiO აღჭურვილია 3.1 გჰზ-იანი Core i3-2100 ან 2.5 გჰზ-იანი Core i5-2400 პროცესორით, 2/4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 640 გბ მყარი დისკით, DVD-ჩამწერითა და ან ინტეგრირებული Intel HD 2000-ით, ან GeForce GT 540M ბარათით. გარდა ამისა, პროდუქტს აგრეთვე გააჩნია 1.3 მპ-იანი ვებ-კამერა, ორი ცალი 3W სპიკერი - THX TruStudio Pro ტექნოლოგიასთან ერთად, 802.11 b/g/n WiFi, 6-in-1 ქარდ-რიდერი და სურვილისამებრ, TV-ტუნერიც.

    Wind Top AE2210-ის გამოსვლა მოსალოდნელია ამ თვის ბოლოს და მისი ფასი დაიწყება 800$-იდან.

    fc6b0f752a69.jpg

    667e837e19ef.jpg

    55923cedd394.jpg

    • Upvote 3
  3. ვაგრძელებ Enermax-ის თემას და ამჯერად წარმოგიდგენთ მის ახალ კეისებს. კორპუსი Hoplite-ი განკუთვნილია ATX ზომის სისტემური პლატებისათვის. ის აღჭურვილია სამი სლოტით ხსნადი HDD-ებისათვის (წინა და ზედა კედელზე) და ორი USB 3.0 პორტით.

    c8694e29ae39.jpg

    0dc09e39a7ba.jpg

    1cee3952ea68.jpg

    320153514101.jpg

    ამ მონსტრისებურ კორპუს ECA5020-ში შესაძლებელია 20-მდე (!) ფენის დამონტაჟება. ATX ზომის პლატებისათვის განკუთვნილი 'ტაუერის' გაბარიტები შეადგენს - 64 х 235 х 640 მმ-ს. ხოლო შასი გათვლილია 14 მყარი დისკისათვის. ზედა კედელზე განთავსებულია SATA ინტერფეისის მქონე დისკებისათვის განკუთვნილი სადგური.

    e6c09dedf20e.jpg

    c70f28c84483.jpg

    15938193c92d.jpg

    2eaaab52d9c5.jpg

    SpineRex კორპუსი ჯერ კიდევ CeBIT-ის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ხოლო ამ განვლილ დროში მასზე განხორციელდა ყველა რეკომენდაციის შესაბამისი რიგი ცვლილებები. მისი ზომები შეადგენს 544 х 213 х 591 მმ-ს და მასში შესაძლებელია ATX ზომის დაფებისა და 6 ფენის განთავსება. ხოლო 25 სმ-იანი ვენტილატორი უკვე დაყენებულია გვერდითა პანელზე.

    73a43feb308d.jpg

    ef91ef1c425e.jpg

    f4670ed6218a.jpg

    14d690fb7828.jpg

    467fc8adbaba.jpg

    მოდელი ECA3230ECA5020-ის უმცროსი ძმაა და ისიც ასევე განკუთვნილია ATX ზომის დაფებისათვის.გაბარიტები შემდეგნაირია - 520 х 221 х 505 მმ, ხოლო შეტანა-გამოტანის პანელზე გამოტანილია USB 3.0 პორტი. შიგნით კი, შესაძლებელია 9 ცალი ფენის მოთავსება.

    • Upvote 1
  4. მიმდინარე CeBIT 2011-ზე, Enermax-მა გარდა კვების ბლოკებისა, ასევე წარმოადგინა პროცესორის ქულინგ-სისტემებიც. ეს სფერო კომპანიისათვის მართალია ახალია, მაგრამ საქმეს ის თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა - სქემაზე დეტალურად არის ნაჩვენები რადიატორის გაგრილების ეფექტები და საჭირო ადგილზე განმუხტვის მიღების საიდუმლო.

    5fea7f80fb34.jpg

    რასაკვირველია, საქმე მხოლოდ ჰაერის ნაკადებში არ არის. ETS-T30 მოდელის კონსტრუქციაში შედის 10 მმ-იანი სამი სითბური მილაკი ხოლო რადიატორის გაგრილებაზე ზრუნავს 120 მმ-იან ფენი. ქულერს ასევე მოყვება უნივერსალური სამაგრი, რომელიც თავსებადია Intel LGA 775, 1155, 1156, 1366, AMD AM2, AM2+, AM3 სოკეტებთან.

    2f17bdf9a0f2.jpg

    მოდელი ETD-F40 ორიენტირებულია ზედა სეგმენტისათვის და ზემოაღნიშნულ სოკეტებთან ისიც თავსებადია. მისი კონსტრუქცია შედგება ოთხ 10 მმ-იან ჰითპაიპებისაგან, ხოლო ფენის ზომა კი 140 მმ-ია. წონას რაც შეეხება, ის 830 გ-ს შეადგენს.

    25a4b758ff6c.jpg

    ETD-T60 მოდელის სითბური მილაკები შედარებით თხელია, დიამეტრში ისინი 6 მმ-იანებია, მაგრამ მათი რაოდენობა უკვე 6-მდეა გაზრდილი. ქულერის გამოყენება შესაძლებელია 225 ვ სიმძლავრის პროცესორებთან ერთად.

    efc9b47780e1.jpg

    cf6d28bde40f.jpg

    2caa6b4e1bf8.jpg

    dc853e2b5850.jpg

    • Upvote 1
  5. სულ ცოტა ხნის წინ, რითეილ-ბაზრებზე დაიწყო Intel-ის მობილური dual core Sandy Bridge პროცესორებით აღჭურვილი ნოუთბუქების გაყიდვა, მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ტაივანში, მაგრამ სხვა ქვეყნებსაც არ მოუწევთ დიდი ლოდინი. პირველი ასეთი ტიპის ორი მოდელის გამოშვება ეკუთვნის კომპანია Acer-ს. პატარა მიუხედავად იმისა, რომ ჩიპსეტ snafu-ს შიფინგი მცირე ხნით გადაიდო, დუალ-ქორ ვერსიების გამოჩენა ამ დრომდე მაინც არ იყო მოსალოდნელი.

    მაშ ასე, გადავიდეთ უშუალოდ Acer Aspire 4750G-სა და Aspire 5750G-ზე. პირველი მოდელის ეკრანის ზომა 14, მეორესი კი - 15.6 დუიმია და ორივე მათგანი ხელმისაწვდომია ან Core i3-2310 ან Core i5-2410 ვარიანტებში. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცესორები რაღაცით განსხვავდება Intel-ის 35W dual core მობილური CPU-ებისაგან, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. Core i3-2310M-ის სიხშირე შეადგენს 2.1 გჰზ-ს და გააჩნია ქარხნული 650 მჰზ-ის მქონე Intel HD Graphics 3000, რომლის აჩქარებაც შესაძლებელი იქნება 1100 მჰზ-მდე.

    6cc31c8fead5.jpg

    Core i5-2410M ოდნავ სწრაფია და დგას 2.3 გჰზ-ზე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს i5-ია, ამ მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელი იქნება ორივე ბირთვისათვის 2.6 გჰზ-მდე, ან მხოლოდ ერთი მათგანისათვის - 2.9 გჰზ-მდე. წინა მოდელის მსგავსად, გრაფიკული სიხშირე შეადგენს 650 მჰზ-ს, მაგრამ უკვე საშუალება გვექნება ისევ და ისევ გავაუმჯობესოთ ეს ნიშნული და ავწიოთ ის 1200 მჰზ-მდე. რა განსხვავებაა ამ ორ OEM მოდელსა და იმ პროდუქტს შორის, რომლებიც Intel-მა თავის პრაის-ლისტში შეიტანა? Core i5-2520M-თან შედარებით, აჩქარების დონე გაცილებით დაბალია, მაშინ, როდესაც ეს 2.5 გჰზ-იან პროცესორს, ორივე მომუშავე ბირთვით, შეუძლია 3 გჰზ-მდე მიღწევა, ეს კი, თავის მხრივ, 500 მჰზ-იანი ასწრაფებაა, თუ შევხედავთ Core i5-2410M-ის 300 მჰზ-საც. ასევე, იქნება გრაფიკის დონის 1300 მჰზ-მდე გაზრდის პოტენციალიც, თუმცა ეს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბოლოს კი, Core i5-2410M-ს არ გააჩნია Intel-ის AES, TXT და vPro ტექნოლოგიების მხარდაჭერა, რაც იმის მაუწყებელია, რომ ის დამზადებულია არა როგორც მომხმარებლის პროცესორი, არამედ როგორც turbo აჩქარების მქონე მოდელი, ანუ ის, რაც Core i3-ს არ აქვს.

    b34325c3b586.jpg

    ორივე მოდელი Acer-მა აღჭურვა 1 გბ მეხსიერების მქონე Nvidia GeForce GT 540M გრაფიკული ბარათებით, 640 გბ მყარი დისკებით, ოპტიკური წამყვანით, 802.11b/g/n Wi-Fi-ით, Bluetooth 3.0-ით და USB 3.0-თაც კი. გარდა ამისა, Gigabit Ethernet-ი, HDMI გარე გასასვლელი, წყვილი USB 2.0, ვებ-კამერა და სხვადასხვა სტანდარტული თავისებურებები, რომლებიც თანამედროვე ნოუთბუქებს გააჩნიათ. ორივე მოდელს აქვს 4400mAh 48Wh ტიპის ელემენტი, რომელიც კომპანიის მტკიცებით, უზრუნველყოფს 4.5 სთ-იან ავტონომიურ რეჟიმს. Aspire 4750G-ის წონა 2.25, ხოლო Aspire 5750G-ის კი - 2.6 კგ-ია.

    Aspire 4750G-ის ღირებულება, Core i3-2310 პროცესორით, შეადგენს 1,115-ს, ხოლო Core i5-2410M-ით კი - 1,249$-ს. რაც შეეხება მეორე მოდელს, Core i3-2310-ით დაკომპლექტებული, ის ხელმისაწვდომია 1,163$-ად, ხოლო მეორე CPU-თი კი ფასი პირველის მსგავსია.

    Acer-ი ჯერჯერობით ერთადერთი ნოუთბუქების მწარმოებელია, რომელიც გვთავაზობს Sandy Bridge-ზე დაფუძნებულ ნოუთბუქებს Intel-ის B3 სტეპინგით, თუმცა წესით, სხვა ბრენდებიც დიდხანს არ გვალოდინებენ ამ პროდუქტების გამოშვებით.

    • Upvote 4
  6. გაგიჟებული ფანები კი იყიდიან, მარა თვითონ თამაშის თემაზე პროდუქტების დამზადება სისულელეა და მეტი არაფერი.. <_< ბარსა 10X 4 ინფო

  7. ჰაფი მგონი საუკეთესო ვარიანტია თბილისში, ორიონტეკს ადრე კოსმოსიც ჰქონდა თუ არ ვცდები, მარა 600 ლარამდე ღირდა თუ მეტი, არ მახსოვს.. კვებაზე თუ ვერაფერი გადაწყვიტე, PM და მაგარ ვარიანტს შემოგთავაზებ

  8. მადლობა ბარსა, მარა ასეთი სიმძლავრისათვის ასუსმა ცოტა უკეთესი დიზაინი ვერ გაიმეტა? :drug:

    დავამატებდი მხოლოდ იმას, რომ სიკაშკაშის მაქსიმალური დონე შეადგენს 300 cd/m2-ს და კლავიატურას აქვს ბექლიტ განათება.

  9. ხო, HP-ს ნოუთები დიდად არც მე მომწონს, არჩევანს ამ ბრენდზე ნამდვილად არ შევაჩერებდი. :chojinfc: მაგის ნოუთები ძირითადად საქმიან ხალხზეა გათვლილი, ვინც დიზაინს სულ არ უყურებს. ტაჩპადის მარცხნივ გადატანა კი, როგორც ვიცი, იდეაში იმიტომ გააკეთეს, რომ ის კლავიატურის ცენტრში მოეთავსებინათ..

  10. ძალიან საინტერესო ინფოა, რა თქმა უნდა, თავისი მომხმარებელი აუცილებლად ეყოლება, მაგრამ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა.

  11. მე 4510s მაქვს, ცოტა ადრინდელი ვერსია. ზუსტად ასეთია, მონაცემებით ცოტათი უკეთესია, 3 გბ ოპერები და 300 გბ დისკი.. საშუალო კლასის ბიზნეს-ლეპტოპია, ყოველდღიური საქმიანობისათვის ნორმალური რამეა

  12. Gigabyte Technology მზად არის, რომ წარმოადგინოს GeForce GTX 560 Ti ვიდეობარათის მეორე მოდელი GV-N560SO-1GI-950, რომლის GPU სიხშირეც იქნება 950 მჰზ, რაც 50 მჰზ-ით ნაკლებია პირველ ვერსიაზე, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა.

    უფროსი GeForce GTX 560 Ti SOC-ის მსგავსად, ახალ პროდუქტსაც გააჩნია Ultra Durable დიზაინი, დუალ-სლოტ, დუალ-ჰითპაიპ და დუალ-ფენ WindForce 2X ქულერი, 1900 მჰზ-ზე მომუშავე 384 CUDA ბირთვი, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი. ასევე, 4580 მჰზ-იანი 1 გბ GDDR5, 2-way SLI მხარდაჭერა, dual-DVI და mini HDMI პორტები.

    87cda290aadc.jpg

    2ecb9a68d3aa.jpg

    ჯერჯერობით GV-N560SO-1GI-950 მაღაზიებში არ შეინიშნება, თუმცა ის სულ მალე უნდა გახდეს ხელმისაწვდომი, ალბათ დაახლოვებით მარტის შუა რიცხვებისათვის.

    • Upvote 5
  13. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია MSI-ს უკვე გააჩნია Twin Frozr II-ით აღჭურვილი მოდელები, მან მაინც გადაწყვიტა, რომ ასევე გამოეშვა Radeon HD 6950-იც, რომელსაც ექნება Twin Frozr III ქულერი, რომელიც თავის წინამორბედთან შედარებით, გამოირჩევა 80 მმ-იანი ორი პროპელერის ახალი დიზაინით, თავის მხრივ კი, ეს უზრუნველყოფს 20%-ით მეტ ჰაერის ნაკადს.

    გარდა Twin Frozr III-ის 5 სითბური მილაკისა, Radeon HD 6950-ს აქვს 6+2 ფაზიანი PWM დიზაინი, Military Class II კომპონენტები, 1408 ნაკადური პროცესორი. ასევე, 5200 მჰზ-იანი 2 გბ GDDR5 (5000 მჰზ), 256-ბიტიანი მეხსიერების კონტროლერი, 850 მჰზ - GPU სიხშირე (800 მჰზ ქარხნული), CrossFireX, dual-DVI, ერთი HDMI 1.4 და dual mini DisplayPort 1.2 პორტების მხარდაჭერა - რამდენიმე მონიტორიანი კონფიგურაციისათვის.

    R6950 Twin Frozr III Power Edition მზად არის წინასწარი შეკვეთებისათვის და მისი ღირებულებაა 300€.

    9b792d94b00d.jpg

    • Upvote 6
  14. 686a6cd3d0d0.jpg

    სამი დღის წინ, კომპანია GIGABYTE-მა განაცხადა, რომ მან დაიწყო ახალი B3-სტეპინგის მქონე დედაპლატების გამოშვება Intel P67 და H67 ჩიპსეტებზე, რომლებიც წესით, ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე კვირის განმავლობაში.

    შეიცვალა ამ ახალი პროდუქტების დიზაინი და სახელწოდებები, იმისთვის, რომ ადვილად მოხდეს მათი გარჩევა შედარებით ძველი, B2 ვერსიებისაგან. მაგალითად, GA-P67A-UD7 შეიცვალა და გახდა GA-P67A-UD7-B3, GA-H67A-UD3H კი - GA-H67A-UD3H-B3. ეს ყველაფერი რასაკვირველია გარკვევით ჩანს ყუთებზეც, PCB-ზეც, ბიოსში სტარტ-აპის დროს და რიგ აპლიკაციებში, როგორიცაა GIGABYTE 6 Series SATA Check utility და CPU-Z.

    2e1aa85ede4c.png

    c91782dc011a.jpg

    უფრო მეტი სიზუსტისათვის და გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, B3 სტეპინგის ლოგოები გარკვევით არის აღნიშნული დედადაფებზე.

    • Upvote 3
  15. მეც მაგრად მომწონს ასეთი ტიპის კეისები.. 12 კი არა, 4 ფენითაც მაგარი გაგრილება ექნება, დარწმუნებული ვარ.. D-35 კი ძალიან კარგი ვარიანტია და აქ რომ იყოს, მართლაც რომ ბევრი იყიდიდა..

  16. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მაინც არ ღირს სენდიზე სისტემის აწყობა, მაინცდამაინც ძლიერი კონფიგი თუ გინდა, ნეჰალემი აიღე და გეყოფა ყველაფრისთვის უპრობლემოდ..

  17. ხო, ადრე მოვკარი ყური ამას, მაგრამ ეს ძირითადად მათთვის არის გასათვალისწინებელი, ვისაც ვორდში უხდება დიდი ხნით მუშაობა, სადაც მარტო ტექსტს უყურებ, რაც თვალისთვის ძალიან დამღლელია.. ოპერაზე და სხვა პროგებზე არ ღირს დაყენება ჩემი აზრით

  18. 560 ყველაზე კარგ ვარიანტად რჩება მაინც, ასუსი ან გიგაბაიტი, ორივე მშვენიერი რამეა.. გბ-ს დახრილი ფენების კონსტრუქციამ, როგორც ჩანს გაამართლა, აგრილებს და ყველა დანარჩენზე უხმაუროცაა.

    მადლობა მიშა, მეც ვაპირებდი მსგავსი რევიუს დაწერას :)

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.