Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. გარდა Phenom II X4 980-ისა, AMD-ს შემდეგი და ალბათ Phenom II პროცესორების საბოლოო ნაკადში შესული იქნება 3.50 გჰზ-იანი (17.5 x 200 მჰზ) აჩქარებული, dual-core Phenom II X2 570 Black Edition. ის დაფუძნებული იქნება 'Callisto' სილიკონზე, ექნება 512 კბ L2 კეშ-მეხსიერება თითოეულ ბირთვზე და 6 მბ საერთო L3. მეხსიერების ინტეგრირებულ 2-არხიან კონტროლერს გააჩნია DDR3-1333-ის მხარდაჭერა AM3 სოკეტზე და DDR2-1066-ის - AM2+ -ზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს Black Edition-ია, BClk მამრავლი გახსნილია, რაც ხელს უწყობს ოვერქლოქინგს. ამ სიხშირეებისათვის, TDP შეადგენს 80 ვ-ს.
  2. კომპანია Super Talent-მა კიდევ უფრო გაზარდა თავისი ფლეშ-მეხსიერების ასორტიმენტი და ამჯერად გვთავაზობს ახალ, Express DUO მოდელს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Express DUO 2-CH. მას გააჩნია USB 3.0 ინტერფეისი და ორარხიანი დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს წაკითხვა/ჩაწერის სიჩქარეებს - 67/25 მბ/წმ-ებში შესაბამისად. პროდუქტის გარე საცავი დამზადებულია პლასტიკისაგან, აქვს 'გამოსაწევი' USB პორტი და ჩატვირთულია Microsoft Security Essentials-ის real-time დაცვის პროგრამით. Express DUO 2-CH (ცოტა ხანში) იქნება ხელმისაწვდომი 8, 16 და 32 გბ ვერსიებში. TC Magazine
  3. ვიდეოკარტებს შორის განსხვავება მინიმალური იქნება შედეგების კუთხით,რაღაც 20-30 მჰზ-ს დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევ,მთავარია ნორმალური გაგრილება ჰქონდეს და მაგ მხრივ MSI ალბათ ყველაზე უკეთესი ვარიანტი იქნება..
  4. პროგრესი ერთ ადგილას არ დგას და გასული წლების პროცესორებს, რომლებიც გვაოგნებდნენ თავიანთი წარმადობის დონით, დღეს მხოლოდ ბიუჯეტური ხაზის CPU-ებს თუ გაუწევენ კონკურენციას. ტენდენცია კარგია მწარმოებელთათვის, რადგანაც მათთვის აუცილებელია საქონლის გაყიდვა, მაგრამ არც თუ ისე სასიამოვნოა მომხმარებელთათვის, რომლებიც აპგრეიდის მოლოდინში არიან. ამ სტატიის მიზანი არის ის, რომ დავინახოთ პროცესორების გამომთვლელი სიმძლავრეების ზრდის დონე, ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე და ერთმანეთს შევადაროთ AMD-ს ოთხბირთვიანი პლატფორმების ევოლუციის ყველა განშტოება: დაწყებული ორი Core-ის მქონე Quad FX-ებით - ორბირთვიან Athlon 64 FX-ებზე, რომლებიც წარდგენილ იქნა შორეულ 2006 წელს და დამთავრებული თანამედროვე Phenom II X4-ებით. ტესტირების მონაწილეები AMD Quad FX უჩვეულო და ექსკლუზიური სამაგიდო სეგმენტის პლატფორმა AMD Quad FX წარმოადგენდა ერთგვარ პასუხს Intel Kentsfield-ის ახალ ოთხბირთვიან პროცესორებზე. თუმცა, მაშინ, როდესაც Kentsfield-ი იყო ფიზიკურად განმარტოებული CPU, ის ეფუძნებოდა უკვე არსებულ LGA775 პლატფორმას და საერთო ჯამში, შეეძლო მუშაობა იმ მომენტისათვის საკმაოდ თანამედროვე სისტემურ დაფებზე, ხოლო AMD-ს მიერ გამოშვებული ნაწარმი მოითხოვდა სრულიად ახალ პლატას (რომელიც არ იყო თავსებადი ჩვეულებრივ ‘საოჯახო’ პროცესორებთან) და ორი CPU-საგან შემდგარ სპეციალური კომპლექტის შეძენას. ამგვარმა სპეციფიკამ კი, განაპირობა Quad FX-ის მცირე პოპულარობა და ამიტომ, უამრავი დედაპლატა ბაზარზე არც კი გამოჩენილა. ფიზიკურად, პლატფორმა წარმოადგენს Windsor ბირთვზე და 90 ნმ-იან ბაზაზე დაფუძნებული ორი პროცესორის გაერთიანება HyperTransport სალტის მეშვეობით, რაც Socket AM2-სათვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო, სადაც კონტაქტების რაოდენობა მხოლოდ ერთპროცესორიანი კონფიგურაციის ამოქმედების საშუალებას იძლევა, ამიტომ, გამოყენებულ იქნა იმ მომენტისათვის უკვე არსებული და მუშაობაში გამოცდილი Socket F. ბედის ირონიით, ეს უკანასკნელი იყო Intel-ის სოკეტის მსგავსი: იგივე LGA, მხოლოდ ბუდის სადები 775-ის ნაცვლად, იყო ორჯერ დიდი - 1207. მისი წარდგენის დროს, გამოსული იყო ამ პლატფორმაზე დამზადებული დაფის მხოლოდ ერთი მოდელი - Asus L1N64-SLI WS და სწორედ მან მიიღო მონაწილეობა ამ მიმოხილვაში. Quad FX ხაზი შედგებოდა სამი ცენტრალური პროცესორისაგან: FX-70, FX-72 და FX-74-ისაგან, რომელთა ღირებულებაც იყო 599, 799 და 999 დოლარი შესაბამისად. ტესტებისათვის არჩეულ იქნა უფროს მოდელ FX-74-ის წყვილი. მოდით, თემას მცირედით ჩამოვშორდეთ: სურვილისამებრ, აღნიშნულ პლატფორმაზე შესაძლებელია ჩვეულებრივი Opteron-ების ჩართვაც (რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ითხოვდნენ რეგისტრული მეხსიერების ქონას, სინამდვილეში მუშაობდნენ ჩვეულებრივ DDR2-თან ერთად, Quad FX-ის ფარგლებში), რაც რამდენადმე ზრდიდა მის შესაძლებლობათა რიცხვს. პირველი შთაბეჭდილება კი ასეთია - როგორ ხმაურობს... ალბათ ზედმეტი არ იქნება ამის ჩვენებაც: შემდგომში, გამოყენებულ იქნა Zalman CNPS9700 NT-ის წყვილი, რომელთა მიერ გამოცემული ხმაურის დონეც (მაქსიმალურ ბრუნებზეც კი), გაცილებით მცირე იყო. სატესტო რეჟიმების სკრინშოტები: როგორც ხედავთ, ოვერქლოქინგით ეს პროცესორები არ გვაოცებენ და აჩვენებენ 3092 მჰზ-ს, რომელიც 3%-ით ოდნავ მეტია ქარხნულ სიხშირეზე. AMD Phenom AMD-ეს ოთხბირთვიანი პროცესორები სინამდვილეში 2007 წლის შემოდგომაზე გამოჩნდნენ. არქიტექტურამ სიმბოლურად მიიღო კოდური სახელწოდება ‘Stars’. დიახ, ‘რასაც ხომალდს დაარქმევ - ცურვასაც ისე გააგრძელებს’... თუ ამ CPU-ებს ახლა ისე შევხედავთ, როგორც ისტორიულ ეტაპს, გასაგები ხდება, რომ ვარსკვლავებამდე მათ ბევრი აკლდათ. ბირთვის კოდური სახელწოდება - Agena, ტექპროცესი - 65 ნმ., ძირითადი ორიენტირი - იაფფასიანი სისტემების სეგმენტზეა. დაბალი ფასები განპირობებული იყო Intel-თან კონკურენციით. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო ხაზის უფროსმა წარმომადგენელმა - Phenom 9950 BE-მ. წინა პლატფორმასთან შედარებით, პროგრესი რასაკვირველია არსებობს. თუმცა, აქაც, საბოლოო სიხშირე თვალს არც ისე ახარებს, სულ რაღაც 3178 მჰზ. ძაბვის მომატებით, პროცესორი რეაგირებდა მხოლოდ სითბოს გაზრდით, რაც ისედაც არ იყო მცირე დონის. AMD Phenom II 2009 წლის დასაწყისი, Phenom-ის ლოგიკური გაგრძელება 45 ნმ ტექპროცესის დანერგვითა და ‘Stars’ არქიტექტურის შემდგომი განვითარებით. პროცესორები ციდან ვარსკვლავებს არ კრეფდნენ, მაგრამ მათთვის განკუთვნილი ადგილი მტკიცედ დაიკავეს და მათი გაყიდვები დღესაც მიმდინარეობს. ამ სერიის წარდგენის ღირსება წილად ხვდა ოთხბირთვიანებს შორის ერთ-ერთ უფროს მოდელ - Phenom II 970 BE-ს. იქიდან გამომდინარე, რომ Phenom II CPU-ების ექსპანსია ორსაფეხურიანი იყო (ჯერ AM2, შემდეგ კი AM3 სოკეტი), პროცესორი დაიტესტა როგორც AM2, ასევე AM3 პლატაზეც. წარმადობის ტესტირებისათვის, ოვერქლოქინგის რეჟიმში, პროცესორის სიხშირე AM2 პლატაზე შეადგენდა 3.8 გჰზ-ს - დაახლოებით ასეთ ნიშნულებამდე საშუალოდ ‘ჩქარდებოდნენ’ პირველი Phenom II X4-ები - 940 და 920 მოდელები. მახასიათებლების შედარებითი ცხრილი AMD Athlon 64 FX-74 AMD Phenom 9950 Black Edition AMD Phenom II X4 970 Black Edition ტესტირება ტარდებოდა შემდეგ კონფიგურაციებზე: სტენდი №1: სისტემური პლატა: Asus L1N64-SLI WS, bios 0402; პროცესორები: 2 x AMD Athlon 64 FX-74 3 გჰზ (200x15, 1,47 В); ოპერატიული მეხსიერება, კომპლექტი 1: Corsair TWIN2X2048-6400C4DHX 4*1 გბ DDR2-800 (4-4-4-12, 2,1 ვ); გაგრილების სისტემა 1: 2 x Zalman CNPS9700 NT (2800 ბრ/წთ) + Scythe Ultra Kaze 2k . სტენდი №2: სისტემური პლატა: Asus M3A79-T Deluxe, bios 1702; პროცესორი: AMD Phenom 9950 Black Edition 2,6 გჰზ (200x13, 1,35 В); ოპერატიული მეხსიერება, კომპლექტი: Corsair CM2X1024-8500C5D 4*1 გბ DDR2-1066 (5-5-5-15, 2,1 ვ); გაგრილების სისტემა: Zalman CNPS10X Performa (ქარხნული ფენი + Xilence Red Wing, ~1300 ბრ/წთ). სტენდი №3: სისტემური პლატა: Gigabyte 890GPA-UD3H, bios F7; პროცესორი: AMD Phenom II X4 970 Black Edition 3,5 გჰზ (200x17,5, 1,38 ვ); ოპერატიული მეხსიერება, კომპლექტი 3: Corsair CMX4GX3M2A1600C7 2*2 გბ DDR3-1600 (7-8-7-20, 1,65 ვ); გაგრილების სისტემა: Zalman CNPS10X Performa (ქარხნული ფენი + Xilence Red Wing, ~1300 ბრ/წთ); დანარჩენი მაკომპლექტებელი ნაწილები: თერმოინტერფეისი: Xilence Silver Tim; ვიდეოკარტა: NVIDIA GeForce GTX 295 1792 მბ 576/1242/1000 @ 661/1564/1135 მჰზ, 1.08 ვ; მყარი დისკი: Western Digital Caviar Blue (WD500AAKS), 500 გბ; კვების ბლოკი: Corsair CMPSU-750HX (750 ვ); კორპუსი: ღია სატესტო სტენდი. პროგრამული უზრუნველყოფა: ოპერაციული სისტემა: Windows 7 Ultimate, build 7600.16385 RTM, x64; ვიდეოკარტის დრაივერი: 266.58 WHQL; დამატებითი პროგრამები: MSI Afterburner 1.6.1; FRAPS 3.2.3, build 11797; AutoHotkey 1.0.48.05. წარმადობის ტესტისათვის გამოყენებული იყო შემდეგი აპლიკაციები: LinX 0.6.4; Super Pi Mod 1.5 XS; wPrime v.1.55; Fritz Chess Benchmark v.4.2; Maxon Cinebench R10 x64; Maxon Cinebench 11.5 x64; POV-Ray v3.7b4; Autodesk 3dsMax 2011; TOC F@H Bench v.0.4.8.1; WinRar X64 4.0 b6; 7-Zip 9.20; Adobe Photoshop CS5; MeGUI 0.3.5; dBpoweramp Music Converter 14. შემდეგ თამაშებში გამოყენებული იყო წარმადობის საზომი ინტეგრირებული საშუალებები: Borderlands; Colin McRae DIRT 2; F1-2010; Grand Theft Auto IV EFLC (The Lost and Damned); Lost Planet Colonies (Area 1); Lost Planet 2 (წარმადობის ტესტი ; Mafia II; Resident Evil 5 (Fixed Benchmark); Warhammer 40000: Dawn of War 2 - Chaos Rising. შემდეგ თამაშებში წარმადობა იზომებოდა Autohotkey სცენების მეშვეობით: Battlefield Bad Company 2; Call of Duty Black OPS; Dragon Age Origins; Medal of Honor (2010). იმ შემთხვევებში, სადაც გამოიყენებოდა უტილიტა FRAPS-ი, იზომებოდა მნიშვნელობები Min და Avg FPS. ამ პროგრამითვე იწერებოდა FPS-ის მინიმალური დონე ინტეგრირებულ ტესტებში, რომლებსაც არ გააჩნიათ აღნიშნული ფუნქციები. თითოეული პროცესორის ტესტირება ჩატარებულ იქნა ორ რეჟიმში: ტესტირება ყველასათვის მსგავს სიხშირე 3000 (200x15) მჰზ-ზე. მეხსიერების მუშაობის რეჟიმი – DDR2-750 4-4-4-12-2T - Asus L1N64-SLI WS-სათვის, DDR2-800 4-4-4-12-2T - Asus M3A79-T Deluxe-ისათვის და DDR3-1600 7-8-7-20-1T - Gigabyte 890GPA-UD3H-ისათვის. ყველა პროცესორის მაქსიმალური ოვერქლოქინგის რეჟიმი. LinX ტესტირება ტარდებოდა დავალების ტევადობით 18265 (2560 მბ მეხსიერება). იწერებოდა ის შედეგი, რომელიც ხუთი გასვლის მიხედვით, საუკეთესო იყო. თანაბარ სიხშირეებზე (გარდა FX-74-ისა), მაჩვენებლები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა. ოვერქლოქინგის დროს, გასაკვირი არ არის, რომ პროცესორი Phenom II, ნებისმიერ პლატფორმაზე ძალიან შორს იტოვებს 9950 BE-საც კი. X4 970-ის ორ ‘ვარიანტს’ შორის, განსხვავება არაპრინციპულია. Super Pi Mod 1.5XS თაობიდან თაობამდე, პროცესორების წარმადობის დონე ამ ტესტში იზრდება. ამ ფაქტორის შეფარდება - ტაქტურ სიხშირეებთან და მისი მატებით, გასაკვირი არ არის, რომ ოვერქლოქინგის დროს, დაშორების მაჩვენებელი - საუკეთესო და ყველაზე ცუდ შედეგს შორის, 60%-ზე მაღალია. wPrime v.1.55 პროცესორების თანაბარ სიხშირეებზე შედარების შედეგები, ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა, ბენჩმარკის თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ მაჩვენებლები ძირითადად დამოკიდებულია სწორედ პროცესორის ტაქტურ სიხშირეზე. საინტერესო ის არის, რომ საუკეთესო შედეგი აჩვენა FX-74-ზე აწყობილმა სისტემამ, როგორც ჩანს, L2 კეშ-მეხსიერების დიდი მოცულობის გამო. 970@AM2-ს სიმბოლური უპირატესობა 970@AM3-ზე აიხსნება იმით, რომ M3A79-T Deluxe ოდნავ ზრდის ბაზურ სიხშირეს და ჯამში, პროცესორის ეს მაჩვენებელიც 10 მჰზ-ით მაღალია. Fritz Chess Benchmark v.4.2 წარმადობის შედარების დროს, თანაბარ სიხშირეებზე, ყოველი ახალი არქიტექტურაში შეინიშნება ამ მაჩვენებლის მცირე ზრდა, ხოლო ოვერქლოქინგის დროს, განსხვავება საუკეთესო და ყველაზე ცუდ შედეგს შორის, 50%-ზე ოდნავ მეტია. Maxon Cinebench R10 x64 სურათი იმის მსგავსია, რაც ჭადრაკის ტესტში. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ 9950 BE თავისი მინიმალური კოეფიციენტით გამოირჩევა ერთი ბირთვისა და პროცესორის წარმადობას შორის - 3.52, თუმცა დანარჩენი CPU-ების ეს მაჩვენებელი ვარირებდა 3.65-დან 3.66-მდე. Maxon Cinebench 11.5 x64 განსხვავება პროცესორებს შორის, წარმადობის მხრივ, თითქმის იგივე დარჩა, რაც Cinebench-ის წინა ვერსიაში. POV-Ray v3.7b4 წარმადობის ყველაზე დიდი ზრდის დონე შეიმჩნევა Phenom-იდან Phenom II-ზე გადასვლისას. X4 970-სათვის განსხვავება DDR2-სა და DDR3-ს შორის უმნიშვნელოა და DDR3 სისტემის უპირატესობა ოვერქლოქინგის დროს, განპირობებულია მხოლოდ პროცესორის უფრო მაღალი სიხშირით. Autodesk 3Ds Max 2011 X64 ‘არქიტექტურების შემოწმებისას’, გვყავს მხოლოდ აშკარა აუტსაიდერი FX-74-ის სახით, სხვა პროცესორები აჩვენებენ წარმადობის მსგავს დონეს. DDR3-სა და DDR2-ს შედეგებს შორის განსხვავება დიდი არ არის. TOC F@H Bench v.0.4.8.1 წყვილ FX-74-ების სითბოს გამოყოფა ძალიან დიდია, ქარხნული სიხშირეებიც კი სტაბილურობის ზღვარზე დგანან, სიჩქარეც არც ისე მაღალია. ვხედავთ თითქმის იგივე სურათს, რასაც წინა ბენჩმარკების უმეტესობაში: თანაბარ სიხშირეებზე შედარების დროს, Phenom და Phenom II ახლოს არიან, თუმცა ოვერქლოქინგის დროს, ეს ორი მიუწვდომელი ხდება. WinRar X64 4.0b6 სატესტო არქივი: 180 ფაილი/15 საქაღალდე, 1,83 გბ. შეკუმშვის მეთოდი: მაქსიმალური. აქ სახეზეა წარმადობის თანდათანობითი ზრდა, თაობებს შორის და განსაკუთრებით ძლიერ აჩქარებას ვხედავთ Phenom II-ზე, რაც DDR3 მეხსიერების დამსახურებაა. ოვერქლოქინგის დროს, მონათესავე პროცესორებს შორის განსხვავება მხოლოდ იზრდება და 970@AM3-ც თავის ლიგაშია. რეალურად, არქივაციის შედეგები რამდენადმე განსხვავებულია. ბენჩმარკთან შედარებით, შესამჩნევად კლებულობს FX-74 წყვილის წარმადობის დონე სხვების ფონზე, ხოლო 970@AM2 კი, პირიქით, უფრო უახლოვდება AM3 პლატფორმას. დეარქივაციის დროს, შედეგები კიდევ უფრო მეტად განსხვავდება წარმადობის ინტეგრირებულ ტესტთან შედარებით. თანაბარ სიხშირეებზე შედარების დროს, FX-74 კვლავ ჩამორჩება, ხოლო Phenom და Phenom II პროცესორები ერთმანეთთან ახლოს არიან, თანაც, მეორე მათგანი DDR2 მეხსიერებით აჩვენებს უკეთეს რეზულტატს. ოვერქლოქინგის დროს, სურათი დიდად არ იცვლება. 7-Zip 9.2 როგორც ვხედავთ, 7-Zip-ში ინტეგრირებული ტესტის შედეგები რამდენადმე არაორდინალურია და ცოტათი წააგავს wPrime-ს. FX-74 უსწრებს პირველ Phenom-ს, რასაც გაზომვის შეცდომას ვერ დავაბრალებთ. ოვერქლოქინგის დროს თითქმის 100 მჰზ-იანი განსხვავებაც კი, საშუალებას არ აძლევს 9950 BE-ს, რომ ძველ მოდელს გაუსწროს. ამჯერადაც, ლიდერობს Phenom II. საერთო ჯამში, მტკიცდება ბენჩმარკის შედეგები, DDR3 მეხსიერების სტენდი კიდევ უფრო დიდი მანძილით დაწინაურდა. ოვერქლოქინგის დროს, 9950 BE-მ აღადგინა სტატუს-კვო - FX-74-თან შედარებით. თანაბარ სიხშირეებზე შედარების დროს, ყველა მონაწილის შედეგი ერთმანეთთან ახლოსაა, ხოლო აჩქარების დროს, ძველი მოდელები თმობენ პოზიციებს წარმადობაში. Adobe Photoshop CS5 შედეგის სახით, აღებულია Surface Blur ფილტრის შესრულების დრო. ფაილი - .bmp, 12000*9000, 308 მბ. არქიტექტურის სამი განახლება და განსხვავება წარმადობაში პრაქტიკულად არ არის. თანამედროვე პროცესორები მხოლოდ აჩქარების დროს, გადიან მოწინავე პოზიციებზე. MeGUI 0.3.5 კოდირება მიმდინარეობდა x264 AVCHD (DVD5/9)-ში. რეჟიმები: Automated 2pass, bitrate 2000, Presets: Slow. ფაილი - FRAPS-ით ჩაწერილ იქნა 30-წამიანი .avi რგოლი, 1920x1080, 901 კადრი/1,3 გბ. საერთო შედეგად აღებულ იქნა დრო, რომელიც დაიხარჯა Queue Analysis Pass-ს + ვიდეოს გადაკოდირება. თანაბარ სიხშირეების შედეგებს თუ შევხედავთ, დავინახავთ მსგავსებას 970@AM2-სა და 9950BE-ს შორის. როგორც ჩანს, წარმადობა აქ მეხსიერების მუშაობის სისწრაფეს ებჯინება. სხვა მხრივ, უჩვეულო არაფერია. dBpoweramp Music Converter 14 ტესტირება მიმდინარეობდა ოცდაორ wave ფაილთან, საერთო მოცულობით - 1.59 გბ, ორ რეჟიმში: Wave-mp3 (lame), VBR, 240 კბიტ/წმ, Encoding: Slow (High Quality). Wave-flac, compression level 8. თანაბარ სიხშირეებზე, გვყავს ერთი აუტსაიდერი - FX-74, დანარჩენი პროცესორები მსგავს შედეგებს აჩვენებენ. ოვერქლოქინგის დროს, Phenom II წინ იჭრება. განსხვავება DDR2-სა და DDR3-ს შორის, პრაქტიკულად არ არის. Lame-ში კოდირების შედეგები მეორდება, FLAC-ის დროსაც კი. Battlefield Bad Company 2 გრაფიკის პარამეტრები: გაფართოება: 1920х1080; დეტალიზაციის დონე: High; ტექსტურების ხარისხი: High; ჩრდილების ხარისხი: High; ეფექტების ხარისხი: High; ალიასინგი: 4x; ანიზოტროპული ფილტრი: 16x; ვერტიკალური სინქრონიზაცია: Off; HBAO: On. Phenom და Phenom II პრაქტიკულად ერთ დონეზე იმყოფებიან და უკან იტოვებენ FX-74-ს. საერთოდ, 2006 წლის ორპროცესორიანი პლატფორმა, აქ მკაფიოდ არ გამოიყურება, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მრავალმომხმარებლიან რეჟიმში (რომელიც სარგებლობს ყველაზე დიდი პოპულარობით), თამაში გამომთვლელ რესურსებთან უფრო მომთხოვნია, ვიდრე კამპანიაში ერთ ადამიანზე. Borderlands გაფართოება: 1920x1080; ანიზოტროპული ფილტრაცია: 16x; დინამიური ჩრდილები: On; ტყვიის ნაკვალევი: On; მცენარეულობის ხარისხი: High; ტექსტურების ხარისხი: High; თამაშის დეტალიზაცია: High; უკლუზია: Off; Bloom: On; სიმკვეთრის სიღრმე: On; სინათლის არეკვლა: On. აქაც, FX-74-ის წყვილს არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს შედარებით უფრო ახალ პროცესორებს, განსაკუთრებით მინიმალური FPS-ის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ AM3 სისტემა სტაბილურად უფრო სწრაფია AM2-თან შედარებით, თანაბარ სიხშირეებზე. Call of Duty Black OPS გაფართოება: 1920x1080; ალიასინგი: 4х; კადრების სინქრონიზაცია: არა; ტექსტურების ფილტრაცია: სამხაზოვანი; ანიზოტროპული ფილტრაცია: 16x; ტექსტურების ხარისხი: მაქსიმალური; ჩრდილები: Yes; ტყვიის ნაკვალევი: Yes; გვამების რაოდენობა: დიდი. ერთიდან მეორე პროცესორზე გადასვლის დროს, წარმადობის ზრდა შესამჩნევია თანაბარ სიხშირეებზე შედარების დროსაც კი. განსხვავებას ვხედავთ 970@AM2-სა და 970@AM3-ს შორისაც. საინტერესოა, შენარჩუნდება თუ არა ასეთი ტენდენცია შემდეგ თამაშებში. ოვერქლოქინგთან ერთად, დაშორებები CPU-ებს შორის უფრო მატულობს, ხოლო ოვერქლოქინგის დროს, მანძილი თითქმის ორჯერ მეტია, თუ შევადარებთ ყველაზე ნელ და უსწრაფეს მოდელებს. Colin McRae DIRT 2 გაფართოება: 1920x1080; Multisampling: 8 x MSAA; Vsync: Off; Preset: Ultra. Dirt 2-სათვის, FX-74 სუსტია, თუმცა ყველა დანარჩენი პროცესორით, მას კონფორტულად ითამაშებთ, ოვერქლოქინგის გარეშეც კი. AM2 კვლავ ჩამორჩება AM3 პლატფორმას, მსგავსი CPU-ს შემთხვევაშიც. Dragon Age Origins გაფართოება: 1920х1080; გრაფიკის დეტალიზაცია: very high ალიასინგი: 4х; ტექსტურების დეტალიზაცია: high; კადრული ბუფერის ეფექტები: On; თამაში, რომელიც ძალიან დამოკიდებულია პროცესორზე და მართალი რომ ითქვას, მას ძალიან ‘ესიმპატიურება’ Intel-ის CPU-ები. AMD-ს ბანაკში არანაირი მოულოდნელობა არ შეინიშნება, რაც უახლესია მოდელი, მით მაღალია სიჩქარე, თანაც AM3 კვლავ AM2-ზე სწრაფია, თუმცა ეს განსხვავება უმნიშვნელოა. ოვერქლოქინგი პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს ძალების გადანაწილებაზე, თუმცა (9950 BE-სთან შედარებით), Phenom II აშკარად უფრო მარდია და ეს FRAPS-ის გარეშეც კი იგრძნობა. F1-2010 რეზოლუცია: 1920x1080; Multisampling: 8 x MSAA; Vsync: Off; Preset: Ultra. საერთო ჯამში, სურათი Dirt 2-ის მსგავსია. იგივე ლიდერები და აუტსაიდერი. Grand Theft Auto IV EFLC ვიდეორეჟიმი: 1920x1080 (60 Hz) ტექსტურების ხარისხი: high; ანარეკლების გაფართოება: high; წყლის ხარისხი: very high; ჩრდილების ხარისხი: high; გაუმჯობესებული ღამის ჩრდილები: Off; ტექსტურების ფილტრაციის ხარისხი: ანიზოტროპული x16; ხედვის დისტანცია: 62; დეტალიზაციის სიღრმე: 100; სატრანსპორტო ნაკადი: 100; დაკვირვების არეალის სიღრმე: On; ვერტიკალური სინქრონიზაცია: Off. Grand Theft Auto IV EFLC დიდად არის დამოკიდებული CPU-ზე და მისი თამაში შესაძლებელია მხოლოდ Phenom II პროცესორების მეშვეობით. ძველი მოდელების ადგილი აქ აშკარად არ არის, როგორც ქარხნულ, ასევე აჩქარებულ სიხშირეებზე. Lost Planet Colonies ეფექტების გაფართოება: high; HDR: ანიზოტროპული 16x; ტექსტურების გაფართოება: high; მოდელების ხარისხი: high; ჩრდილების ხარისხი: DX10; ჩრდილების გაფართოება: high; motion blur ხარისხი: high; კონტურის გასწორება: high; ეფექტების ხარისხი: high; დისპლეის გაფართოება: 1920x1080; ვერტიკალური სინქრონიზაცია: Off; რაკურსის გასწორება: Вкл; ერთდროული ოპერაციები: გამომთვლელი ბირთვების რაოდენობის მიხედვით; მულტი-გრაფიკული პროცესორი: On; ფილტრის ხარისხი: DX10; ბეწვის ხარისხი: DX10. კიდევ ერთი ტესტი, რომელიც კარგად იყენებს პროცესორის სიმძლავრეს. FX-74-ის შედეგები დაბალ დონეზეა, მაგრამ თამაში რაღაც მხრივ, მაინც შესაძლებელია. 9950 BE უკეთესია, მაგრამ რეზულტატებით არ გვაოგნებს. კიდევ ერთი რამ, DDR3 მეხსიერება Phenom II X4 970-ის წარმადობაზე დადებით მოქმედებს. Lost Planet 2 რეჟიმი: DX9; გაფართოება: 1920х1080; ვერტიკალური სინქრონიზაცია: Off; ალიასინგი: MSAA 4x; motion blur: On; ჩრდილების ხარისხი: high; ტექსტურების ხარისხი: high; JobThread: გამომთვლელი ბირთვების რაოდენობის მიხედვით. თანაბარ სიხშირეებზე, პროცესორები ერთმანეთთან ახლოს არიან, აშკარა განსხვავება მხოლოდ მინიმალური FPS-ის დროს შეიმჩნევა. Mafia II გაფართოება: 1920х1080; ვერტიკალური სინქრონიზაცია: Off; ალიასინგი: On; ანიზოტროპული ფილტრაცია: 16х; ჩრდილების ხარისხი დონე: high; გარემოს გაბუნდოვნება: On; გეომეტრიის დეტალიზაციის დონე: high; PhysX: Off. როგორც მოსალოდნელი იყო, Phenom II პროცესორები პირველები არიან, თუმცა თამაში შესაძლებელია FX-74-ზეც, რაც დიდ დისკომფორტს არ შეგიქმნით. განსხვავება AM2 და AM3 სტენდს შორის მართალია მცირეა, მაგრამ ის მაინც არსებობს. Medal of Honor (2010) გაფართოება: 1920х1080; ვერტიკალური სინქრონიზაცია: Off; ხარისხი: high; ტექსტურების ხარისხი: high; გარემო სამყაროს ხარისხი: high; ჩრდილების ხარისხი: high; ალიასინგი: On. URL=http://www.radikal.ru] FX-74 აშკარა აუტსაიდერთა რიგებშია, თუმცა ისიც კი წარმადობის არც თუ ისე ურიგო დონეს აჩვენებს და იძლევა სათამაშო პროცესში ჩართვას კომფორტულად. განსხვავება სხვა პროცესორებს შორის დიდი არ არის. თანაბარ სიხშირეებზე, DDR2 და DDR3 სტენდებიც მინიმალურად გამოირჩევიან ერთი-მეორისაგან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ტესტებში შეცდომებიც არ გამოირიცხება. Resident Evil 5 ეკრანის რეზოლუცია: 1920х1080; ანტი-ალიასინგი: 8XQ; Motion Blur: On; ჩრდილების დეტალები: High; ტექსტურების დეტალები: High; საერთო ხარისხი: High. FX-74 ამჯერადაც ჩამორჩება დანარჩენებს, ხოლო Phenom და Phenom II პროცესორები წარმადობის კომფორტულ დონეს გვთავაზობენ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ თამაშში, ყველაზე ნელ და უსწრაფეს მოდელს შორის, დაფიქსირდა ყველაზე დიდი ზომის განსხვავება - თითქმის სამმაგი. მსგავსი ციფრები მხოლოდ LinX-ში შევგხვდა. Warhammer 40000: Dawn of War 2 - Chaos Rising გაფართოება: 1920х1080; Default პარამეტრები : ულტრა. ამ თამაშში, თანაბარ სიხშირეებზე, ერთიდან მეორე პროცესორზე გადასვლისას, ვხედავთ წარმადობის ზრდას, რაც კიდევ უფრო მაღალია ოვერქლოქინგის დროს. გარდა აშკარა აუტსაიდერ FX-74-ისა, 9950 BE-საც არ შეუძლია პერფორმანსის კომფორტული დონის უზრუნველყოფა. Phenom II-ებიც არ გვაოცებენ, მაგრამ ამ თაობებს შორის განსხვავება შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია. კვლავაც, DDR3 მეხსიერება ზედმეტი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მინიმალური FPS-ის კუთხით. დასკვნა თითქმის ყველა გამოყენებულ აპლიკაციაში, თაობებთან ერთად, ცალკულად მატულობს პროცესორის თითოეული ბირთვის წარმადობის დონე. ეს კი ხდება არამარტო არქიტექტურის გაუმჯობესების, ასევე ახალი ტექპროცესების ათვისების გამო, რომლებიც იძლევიან სიხშირეების ზრდის შესაძლებობასაც. ბოლო სამი-ოთხი წლის მანძილზე, პერფორმანსის ნიშნული გაიზარდა 1.5-2-ჯერ, თვითონ ოთხბირთვიანი პლატფორმა კი, გახდა უფრო გრილი და ეკონომიური - 2006 წლის მის თავდაპირველ წინამორბედთან შედარებით. დამატებითი ბონუსის სახით კი, მივიღეთ რამდენიმეჯერ დაწეული ფასები და მარტივი პლატფორმა. სულ ცოტა დრო რჩება AMD Zambezi პროცესორების გამოშვებამდე, რომლებიც დაფუძნებულია ახალ არქიტექტურა Bulldozer-ზე. ჯერჯერობით კი, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, თუ წარმადობის დონის როგორ გაუმჯებესებას დავინახავთ მათი მხრიდან. წყარო
  5. ხო, ეგ ინფო დავწერე ზევით, მარა მგონია Computex-ს მაინც არ დაამთხვევენ ასეთი პროცესორის გამოსვლას
  6. დიზაინს არა უშავს, მარა 79 ევრო კლავიატურისათვის მეტისმეტია ჩემი აზრით, რა ტექნოლოგიაც არ უნდა ჰქონდეს
  7. ხო, მეც პირველად მესმის
  8. ხო, ეგ სამსუნგის B და BX სერიის მონიტორები კარგებია და მაგარი ჩვენებაც ექნება. ჩემი აზრით, სახლისთვის მაინც არ ღის 24-იანზე დიდი მონიტორის ყიდვა, თუ დიზაინერ-არქიტექტორი არ ხარ რა თქმა უნდა
  9. HP-ის მყარი დისკი არ გინდა, Samsung Spinpoint F3 ან Seagate Barracuda აიღე ჯობია, რომელიმეს 500 გბ-იანი ან 1 ტბ-იანი მოდელი, ძალიან კარგებია
  10. ხაოიანი, ხორკლიანის მნიშვნელობით უფრო იქნება გამოყენებული ეგ სიტყვა, ეგეთი ტიპის ზედაპირი აქვს ალბათ ..
  11. მაგ ფასად ნორმალური კონფიგია, კვება და ვიდეო სუსტია, მარა საერთო ჯამში, ცუდი სისტემა ნამდვილად არ არის ..
  12. ორი ამ კარტის ყიდვას, ისევ ერთი არაფერენსული 570-ის აღება სჯობს, განსხვავება უმნიშვნელოა, რაზგონზე კი შეიძლება გაუთანაბრდეს კიდეც პერფომანსით.. მადლობა ბარსა +1
  13. ამ ტექნოლოგიით შეგიძლია, რომ მონიტორი დაუკავშირო კომპიუტერს/ლეპტოპს უკაბელოდ. მონიტორს ასევე მოყვება UWB dongle, რომელიც ერთდება დისპლეი პორტში და ამგვარად, უზრუნველყოფს ვიდეოს გადაცემას კაბელის გარეშე.
  14. არ არის ცუდი მონიტორი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ასეთი სადგამი დიდხანს ვერ გაძლებს
  15. ბიუჯეტურ სეგმენტს განეკუთვნება კომპანია BIOSTAR-ის მიერ გამოშვებული სისტემური პლატა - H61ML. მას გააჩნია II თაობის Intel Core i7, i5 და i3 პროცესორების მხარდაჭერა, 95 ვ-მდე TDP-თი, რომლებიც გათვლილია LGA 1155 სოკეტებისათვის. პროდუქტი Micro ATX ფორმ-ფაქტორისაა, შესრულებულია Cougar Point-ის ოჯახზე დაფუძნებულ Intel H61 ჩიპსეტზე და აქვს BIOSTAR-ის უახლესი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მათ შორის BIO Remote, BIO Remote 2, Charger Booster და BIOS Online Update-ის. გარდა ამისა, DDR3 DIMM, რომელშიც შესაძლებელია 8 გბ-მდე DDR3-1066 ან DDR3-13338 ტიპის 2-არხიანი ოპერატიული მეხსიერების ჩადგმა. გარდა ამისა, არსენალში აგრეთვე შესულია ოთხი SATA2 3 გ-ბიტ/წმ პორტი, ექვსი USB 2.0, Realtek RTL8105E ჩიპზე მომუშავე 10/100 Ethernet კონტროლერი და ექვსარხიანი Realtek ALC662 HD აუდიო - S/PDIF გასასვლელით. გაფართოების შესაძლებლობები წარმოდგენილია PCI-Express x1 2.0, PCI-Express x16 2.0 და ორი PCI სლოტით. H61ML-ს გააჩნია II თაობის Intel Core პროცესორების ინტეგრირებული გრაფიკის მხარდაჭერა და აღჭურვილია DVI და VGA პორტებით. მწარმოებლის სიტყვებით, მაღალხარისხიანი კომპონენტების გამოყენება, მათ შორის მყარი კონდენსატორების, უზრუნველყოფს დაფის საიმედოობასა და სტაბილურ მუშაობას. ახალი ნაწარმი სრულად აკმაყოფილებს Windows XP, Windows Vista და Windows 7 ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის მოთხოვნილებებს. BIOSTAR H61ML-ის რეკომენდირებული ფასი შეადგენს 65$-ს.
  16. 125 ლარად არა მგონია, მარა 140-150 ლარად ალტაში სამსუნგის სპინპოინტები და სიგეიტის ბარაკუდებია, ორივე სერიოზული HDD-ია
  17. ახალი თემის გახსნა არ ღირს და აქვე ჩავამატებ: AMD აპირებს Phenom II სერიის დასრულებას და უშვებს ახალ quad-core მოდელ - Phenom II X4 980 Black Edition-ს, რომლის სიხშირეც უკვე გაზრდილი იქნება 3.70 გჰზ-მდე (18.5 x 200 მჰზ). ის ამ მაჩვენებელს აღწევს იქამდე, სანამ მოქცეულია 125W TDP-ს ფარგლებში. დაფუძნებულია 45-ნმ 'Deneb' სილიკონზე და გააჩნია ოთხი x86-64 ბირთვი, 512 კბ თითოეულ L2-ზე და 6 მბ shared კეშზე. თავსებადია AM3 და AM2+ სოკეტებთან და აღჭურვილია 2-არხიანი მეხსიერების კონტროლერით, რომელსაც აქვს DDR3-1333 მჰზ ან DDR2-1066 სტანდარტების მხარდაჭერა. ახალი პროცესორი ცოტა ხანში გამოჩნდება
  18. დათო მქვია სხვა წყაროდან ჩავასწორე ეგ ინფო, დავამატე სპეციფიკაციის სრული ჩამონათვალიც
  19. ძალიან მოუხერხებელი ბრაუზერია, ერთხელ დავაყენე ვნახო, რა არის მეთქი და იმის მერე არც გავკარებივარ.
  20. კომპანია Dell-მა გუშინ წარმოადგინა ახალი ლეპტოპი Vostro 3000, რომელიც დაფუძნებულია Sandy Bridge-ზე, გააჩნია დაცვის შესანიშნავი პარამეტრები და ფასითაც საკმაოდ საინტერესოა. Vostro 3000 სერიაში შესულია შემდეგი მოდელები: 13.3-დუიმიანი Vostro 3350, 14-იანი 3450, 15.6-იანი 3550 და 17.3-იანი 3750. ყველა მათგანი დამზადებულია ალუმინისაგან, აღჭურვილია II თაობის Core i3, i5 ან i7 პროცესორით (17.3-დუიმიან ვერსიისათვის ხელმისაწვდომია quad-core ვერსიაც), შეცვლადი გრაფიკით, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, HDD და SSD დისკების არჩევანით, HD ვებ-კამერით, USB 3.0 პორტებით, Bluetooth 3.0-ით. აგრეთვე, უკვე დაყენებული აქვთ Skype და SRS Premium Voice Pro პროგრამა, ხოლო ელემენტის ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის დრო შეადგენს 12 სთ-მდე (ხელმისაწვდომია მათი 6 და 9-უჯრედიანი ოპციები). Vostro 3350, 3450, 3550 და 3750 გაყიდვაში მომავალი კვირიდან გამოჩნდება და მათი ფასები დაიწყება 599, 499, 499 და 549$-დან შესაბამისად. ფერების არჩევანი კი შემდეგნაირია: აბერდინის ვერცხლისფერი, ლუცერნის წითელი და ბრისბანის ბრინჯაო. TC Magazine
  21. კომპანია Foxconn-ი აგრძელებს თავისი სისტემური პლატების გამოშვებას და ამჯერად გვთავაზობს ATX ტიპის პროდუქტს, სახელწოდებით Rattler. ის დაფუძნებულია Intel-ის P67 ჩიპსეტზე და გააჩნია LGA1155 პროცესორების მხარდაჭერა. დაფა გაფორმებულია შავ/წითელ ფერების კომბინაციით, აღჭურვილია პასიური (Cool Pipe) გაგრილებით, 14-ფაზიანი PWM-ით, ოთხი DDR3-2133 მეხსიერების სლოტით, ერთი ATA პორტით, ორი SATA 6.0 Gbps და ოთხი SATA 3.0 Gbps კონექტორით. გარდა ამისა, ორი PCI-Express x16-ით, რომელიც იძლევა CrossFireX კონფიგურაციის საშუალებას. ახალ პროდუქტს ასევე გააჩნია dual Gigabit Ethernet-ი, ორი USB 3.0 გასასვლელი, ორი eSATA, FireWire, 7.1-არხიანი აუდიო, debug LED-ი და ოვერქლოქინგის რამდენიმე ღილაკი. Quantum Force Rattler-ი ხელმისაწვდომი სულ მცირე დროში გახდება. TC Magazine
  22. 'ქალაქური ელეგანტურობა' - ასე შეიძლება ითარგმნოს მანიპულატორ Urban Chic M7800E-ის სახელწოდება, რომელმაც შეავსო კომპანია GIGABYTE-ის ასორტიმენტი. მაუსის ზომები შეადგენს 92 х 55,5 х 36,5 მმ-ს და ის შემოსილია პრიალა არშიების მქონე შავ 'კოსტუმში'. კომპლექტში შესულია მინიატურული მიმღები, რომელიც 'ჩვეულებრივზე 40%-ით მცირე ზომისაა', რითაც ის ადვილად თავსებადი ხდება მობილურ კომპიუტერებთანაც. აღნიშნულ დეტალს გააჩნია USB პორტი, მისი გაბარიტები კი 17,5 х 15 х 6 მმ-ია. კავშირის რადიუსი, შეფერხებების დონის მიხედვით, შეადგენს 6-8 მ-ს. სხვა თავისებურებებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ გადამრთველის არსებობაც, რომელიც იძლევა ლაზერული სენსორის გაფართოების არჩევის საშუალებას - 800 ან 1600 წერტილს/დუიმზე. კვების წყაროს წარმოადგენს AAA ელემენტების წყვილი და მწარმოებლის შეფასებით, მის გამოუცვლელად, მანიპულატორს შეუძლია იმუშაოს ნახევარ წელიწადი.
  23. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია Sapphire-ი გამოსაშვებად ამზადებს ვიდეობარათ Radeon HD 6950 FleX Edition-ს. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ მახასიათებლები, ღირებულებას, როგორც ჩანს, მოგვიანებით შევიტყობთ, ალბათ მისი ოფიციალური ანონსის შემდეგ. პროდუქტი დაფუძნებულია 40 ნმ ტექ.პროცესზე მომუშავე Cayman ბირთვზე და მის კონფიგურაციაში შესულია 2 გბ GDDR5, 256-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი და 1408 უნივერსალური პროცესორი. დამატებითი კვების მიწოდებისათვის, ის აგრეთვე აღჭურვილია ორი 6-პინიანი პორტით. რაც შეეხება გაგრილების სისტემას, ის არასტანდარტული ტიპისაა - 80 მმ-იანი ფენი მოთავსებულია ცენტრში. როგორც რეფერენსული მოდელი, Sapphire Radeon HD 6950 FleX Edition-იც მიიღებს ორ DVI გასასვლელს, ამდენივე Mini DisplayPort 1.2-სა და ერთ HDMI 1.4a-ს. სურვილისამებრ, შესაძლებელია ბარათის გაერთიანება - იგივე სერიის სამ პროდუქტთან ერთად, CrossFireX ტექნოლოგიით. ცნობები სიხშირეების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია. TechPowerUP!
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.