Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Posts posted by X-treme user

  1. ერთ-ერთ იაპონურ ვებ-რესურსზე გამოქვეყნდა ცნობები GK104-ზე დაფუძნებულ, Zotac-ის ორ ახალ ვიდეობარათის შესახებ. პირველი მათგანი გახლავთ GeForce GTX 680 4GB, რომელიც იმეორებს რეფერენსულ დიზაინს და ფუნქციონირებს 1008/6008 მჰზ-ზე (GPU Boost-ის შემთხვევაში - 1058 მჰზ). მისი მთავარი თავისებურება არის მეხსიერების გაორმაგებული მოცულობა, რომელიც განთავსებულია ბეჭდური დაფის მეორე მხარეს.

    298715c81059305e2c0e0b97a7570fb5.jpg

    GeForce GTX 680 AMP! Edition კი, აღჭურვილია მასიური ზომის, სამსლოტიანი ქულერით, რომელიც შედგება სპილენძის ოთხ ცალ სითბური მილაკისგან, ალუმინის რადიატორების ფირფიტებისგან და წყვილ 90 მმ-იან ფენისგან. ვიდეოგასასვლელების ნაკრები სტანდარტულია და მოიცავს DVI-I, DVI-D, HDMI, DisplayPort-ს. ამ მოდელის სიხშირეები გაზრდილია და შეადგენს 1110(1176)/6608 მჰზ-ს. გარდა ამისა, ის აგრეთვე დაკომპლექტებულია Assassin's Creed სერიის თამაშების ლიცენზიური გასაღებებით და კუპონით - TrackMania 2 Canyon-ის 3-დღიან სარგებლობაზე. GDDR5-ის ოდენობა 2 გბ-ია.

    61fef1bc5a0859704cba84a4c2e54821.jpg

    61c03a03ac13d8e7a905b2e516dc4b2a.jpg

    პროდუქტების შემადგენლობაში შესულია 1536 ნაკადური პროცესორი, 128 ტექსტურული და 32 რასტერიზაციის ბლოკი, 256-ბიტიანი ინტერფეისი. PCB-ს სიგრძე კი - 254 მმ-ია. ამომავალი მზის ქვეყანაში, ორივე მათგანის ღირებულება იქნება 60 ათასი იენი, რაც დაახლოებით 750$-ის ტოლია. აშშ-ში, ეს ნიშნულები სავარაუდოდ 600$-ის ფარგლებში იმერყევებს.

    • Upvote 3
  2. უახლოეს დროში, კომპანია Zotac ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნებს ინფორმაციას თავის ახალ ვიდეობარათ GeForce GTX 690-ის შესახებ. ხოლო იმ პირობებში, რომ ორ GK104 გრაფიკულ ბირთვზე დაფუძნებული ყველა ეტალონური მოდელი ერთმანეთისგან არ გამოირჩევა (ეტიკეტებითაც კი), გადამწყვეტ როლს თამაშობს ბრენდის ავტორიტეტი და პროდუქტის კომპლექტაცია.

    12ab172dac982bc7e97747f6d30fd4fe.jpg

    ჰონგ-კონგურმა მწარმოებელმა გადაწყვიტა Assassin's Creed სერიის მოყვარულების გულის მოგება და ყუთში მოათავსა ლიცენზირებული გასაღებები - პირველ, მეორე და აგრეთვე, შედარებით ახალ, მესამე ნაწილისთვისაც (2008, 2009, 2011). მათი გააქტიურება შესაძლებელი იქნება ვებ-სერვის Steam-ის მეშვეობით.

    ebfda96278d2acd8aab7cdd9ef0b666e.jpg

    როგორც უკვე იცით, Nvidia-ს ეს გადაწყვეტილება აღჭურვილია 2x1536 CUDA-ბირთვით, ორ 256-ბიტიანი ინტერფეისით და 6 გჰზ-ზე მომუშავე, 2x2 გბ GDDR5 ვიდეომეხსიერებით. GPU მეტად სავარაუდოდ, აჩქარებული არ იქნება. ამ კომპონენტის რეკომენდებული მაჩვენებელი, შეგახსენებთ, რომ შეადგენს 915 მჰზ-ს (1019 მჰზ - ტურბო-რეჟიმში).

    • Upvote 4
  3. K|ngp|n Cooling-ის ფორუმის გვერდებზე, ცნობილმა ენთუზიასტმა განაცხადა ქარხნული გაგრილების სისტემის მქონე, EVGA GeForce GTX 680 SuperClocked ვიდეობარათის 1442 მჰზ-მდე აჩქარების შესახებ.

    უტილიტაში მოცემული ძაბვა, რეალურ მაჩვენებელთან შედარებით, რამდენადმე შემცირებულია. ავტორის თქმით, ის გაზრდილ იყო 1.3 ვ-ზე მეტად. პროდუქტს განუხორციელდა საფუძვლიანი აპარატული მოდიფიკაცია ამ თვალსაზრისით. მიღწეულ იქნა 1442/3623 მჰზ ნიშნულები, ხოლო Core i7-3960X პროცესორის სიხშირემ შეადგინა 4.98 გჰზ. 3DMark'11 Performance-ში დაფიქსირდა P12745 ბალი.

    093f4f0039d44d02902f8841afcac748.jpg

  4. დაპირებისამებრ, ქალაქ შანხაიში გამართულ ღონისძიებაზე, კომპანია NVIDIA-მ წარმოადგინა ორ GK104-ზე დაფუძნებული ვიდეობარათი GeForce GTX 690. თუმცა, ამ შემთხვევას რთულია ვუწოდოთ ანონსი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან პროდუქტის ძირითადი მახასითებლები კვლავინდებურად უცნობია, ხოლო გაყიდვაში ის მხოლოდ 3 მაისიდან გამოჩნდება, თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობებით, ოთხი დღის შემდეგ კი, ხელმისაწვდომი გახდება ფართო მასებისთვის. მის გამოსაშვებად განკუთვნილ პარტნიორებად სახელდებიან: ASUS, EVGA, Gainward, Galaxy, Gigabyte, Inno3D, MSI, Palit და Zotac. მოსალოდნელი საცალო ღირებულება 999$-ია.

    dae135a439dc091ec9564a26b7e6f0ff.jpg

    ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ საერთო ჯამში, ნაწარმი აღჭურვილია 3072 ნაკადური პროცესორით, 10-ფაზიანი კვების ქვესისტემით (თითოეულ ბირთვზე ხუთი ცალი) და 10-ფენიანი (რასაკვირველია, იგულისხმება შრე და არა ვენტილატორი) ბეჭდური დაფით. გარდა ამისა, საუბრობენ, რომ ქარხნული გაგრილების სისტემა წარმოქმნის ხმაურის დონეს არაუმეტეს 47 დბ-ისა, მაშინ, როდესაც ორ GeForce GTX 680-სგან შემდგარ კონფიგურაციისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენს 51-ს. ტექსტურიზაციისა და რასტერიზაციის ბლოკების რიცხვი გახლავთ 256 და 64 შესაბამისად, ხოლო სიხშირეები, 1006/6008-დან შემცირდა 915/6008 მჰზ-მდე. დინამიური აჩქარების რეჟიმში, ბირთვის ნიშნული იზრდება 1019-მდე.

    0689a8c73996b874b4bf6dc7ecefbfd3.jpg

    თითოეული გრაფიკული პროცესორი უკავშირდება ინდივიდუალურ, 2 გბ GDDR5 მეხსიერებას - 256-ბიტიანი ინტერფეისის მეშვეობით. კვება ხორციელდება ორ 8-პინიანი გასასვლელით, ენერგომოხმარების ჯამური ნიშნული კი არ აჭარბებს 300 ვ-ს. ხოლო, ორ GPU-ს შორის მუშაობას ათანხმებს PCI Express 3.0-ის მხარდაჭერის მქონე PLX-ხიდის მიკროსქემა.

    094b1d98e5f88381c5af3c496e5d4e76.jpg

    სამონტაჟო ძალაყინი, რომელიც ანონსის მზადების პერიოდში მიიღო ზოგიერთმა მიმომხილველმა, როგორც ჩანს, განკუთვნილია ბარათის ქარხნული გაგრილების სისტემის მოხსნისთვის, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს ორ საორთქლე კამერას (ყოველ მათგანზე დამონტაჟებულია ნიკელირებული ალუმინის რადიატორი), მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებულ მასიურ ფენს და აგრეთვე ქრომირებულ ალუმინის საფარველს. ცენტრალური პროპელერი ახდენს ჰაერის ნაკადის გამოტყორცნას პროდუქტის ორივე მხრიდან: კორპუსის უკანა პანელის გავლით და სისტემური ბლოკის შიგნით შესაბამისად. რადიატორს ზემოდან აკრავს გამჭვირვალე ფანჯრები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია ფირფიტებს შორის დაშორებების ვიზუალურად შეფასება.

    • Upvote 8
    • Downvote 1
  5. ვიდეობარათების მწარმოებლები აგრძელებენ გრაფიკულ პროცესორ GK104-ზე დაფუძნებულ, არარეფერენსული დიზაინის მქონე GeForce GTX 680-ების გამოშვებას. საკუთარი ვერსია თავის მხრივ, წარმოადგინა კომპანია Galaxy-მაც და როგორც იტყობინებიან, ის არის პირველი არაეტალონური მოდელი, რომლის კონსტრუქციაც მოწონებულ იქნა NVIDIA-ს მიერ. პროდუქტის სახელწოდებაა Galaxy GeForce GTX 680 GC 2 GB და ის გამოირჩევა ხუთი სითბური მილაკის, რადიატორისა და ორი ფენისგან შემდგარ ორსლოტიანი გაგრილების სისტემით (პარამეტრები ჯერჯერობით არ ზუსტდება).

    2dc3be397e2d3b4f146fccde30a9371d.jpg

    ნაწარმი ქარხნულად აჩქარებულია: GPU-ს ბაზური სიხშირე გაზრდილია 1100 მჰზ-მდე (Turbo-რეჟიმისთვის კი, ამ ნიშნულად სახელდება 1176 მჰზ), მეხსიერების ოდენობა კვლავინდებურად 2 გბ-ია, ისევე, როგორც მისი მაჩვენებელი - 6008 მჰზ. კვება ხორციელდება 6 და 8-პინიანი გასასვლელების მეშვეობით, ხოლო გამოსახულების გამოტანისთვის ადგილზეა DVI, HDMI და DisplayPort 1.2.

    ბარათის შეკვეთა უკვე შესაძლებელია მსხვილ ინტერნეტ-მაღაზიებში, საორიენტაციო ფასად 535$.

    • Upvote 3
  6. როგორც ცნობილია, ორ დღეში NVIDIA აპირებს განცხადების გაკეთებას GeForce LAN / NVIDIA Gaming Festivall-ზე, რომელიც გაიმართება ქალაქ შანხაიში და სავარაუდოდ, ის გახდება ერთგვარი 'პლატფორმა' - ვიდეობარათ GeForce GTX 690-ის გაშვებისთვის.

    ამასთან, ვებ-გვერდი Fudzilla, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აღნიშნული პროდუქტი წარმოდგენილ იქნება GeForce GTX 670-თან ერთად, 10 მაისს, ხოლო მათი საწყობებში გამოჩენა მოსალოდნელია უკვე მომდევნო კვირას.

    • Upvote 1
  7. როგორც ჩანს, NVIDIA-ს ყოველგვარად ცდილობს, რომ მომდევნო ვიდეობარათის ანონსს მისცეს ერთგვარი დასამახსოვრებელი შოუს სახე. ინფორმაციულმა წყარომ გამოაქვეყნა საინტერესო შეტყობინება იმის შესახებ, რომ კომპანიამ მათ გადასცა საკმაოდ უჩვეულო ნივთი, რომელიც წარმოადგენს სამონტაჟო ძალაყინისა და ლურსმნის ამომცლელის ჰიბრიდს. ინსტრუმენტის სახელურზე ამოტვიფრულია ლოგოტიპი და ტექსტი, რომელიც თარგმნას ნამდვილად არ საჭიროებს..

    a6b30cfc19df66c69dcf3619d7f76c6f.jpg

    b0993fc9ced7badb17b7ec267a0f8c04.jpg

    ამგვარი სახის აქციას NVIDIA-ს მარკეტოლოგებმა მიმართეს 2007 წელსაც, როდესაც ბუტაფორული ვიტამინების საშუალებით, ახდენდენ მის ჩიპსეტებზე დაფუძნებულ სისტემურ დაფების მიერ 1333 მჰზ სალტის მხარდაჭერის პოპულარიზაციას.

    • Upvote 2
  8. თურქულ ინფორმაციულ წყარო Donanim Haber-ის ცნობით, AMD-ს ფლაგმან ვიდეობარათ Radeon HD 7990-ის (New Zealand) ანონსი უნდა შედგეს ივნისის Computex 2012 გამოფენაზე. სავარაუდოდ, პროდუქტი მიიღებს ორ გრაფიკულ ბირთვს - თითოეულზე 2048 ნაკადური პროცესორით და 384-ბიტიანი სალტით, ხოლო GDDR5-ის მოცულობა მიაღწევს 6 გბ-ს. GeForce GTX 690-მდე დარჩენილი დრო კი, 'წითელ ბანაკს' მისცემს ახალი ტოპ-გადაწყვეტილების მახასიათებლების ოპტიმიზირების საშუალებას კონკურენტუნარიან მეტოქეობისთვის.

    • Upvote 2
  9. ვებ-გვერდ NordicHardware-მა შეძლო საკმაოდ დეტალური ინფორმაციის მოპოვება პროცესორ AMD A10-4600M-ის შესახებ (სერია Trinity). პროდუქტები მზადდებიან 32 ნმ ტექნოლოგიის მიხედვით, ხასიათდებიან Piledriver არქიტექტურის მქონე, წყვილი ორბირთვიანი მოდულით, 4 მბ II თაობის კეშ-მეხსიერებით, მუშაობს 2.3 გჰზ სიხშირეზე (Turbo Core მექანიზმით კი, 3 გჰზ-მდე გაზრდის შესაძლებლობით) და 384 ნაკადური VLIW4 პროცესორით აღჭურვილ GPU Radeon HD 7660G-ით (685 მჰზ).

    adf83ece6f4ce5720c456f62d51d4c2b.png

    9d63b23af1a407e7bbc4c7e573a9c006.jpg

    a7b316080799f03775a78e8fac2e9bc9.png

    აღნიშნულ ნაწარმს გააჩნია Dual Graphics ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებული ვიდეობირთვისა და ანალოგიური კლასის დისკრეტული გრაფიკული გადაწყვეტილების შეხამებას - სისწრაფის გაზრდის მიზნით. სარეკლამო სლაიდებს თუ დავუჯერებთ, წარმადობის მატების დონე შეადგენს 75%-მდე.

  10. FX-8150 პროცესორებს შეეძლოთ Intel-ის Sandy Bridge გადაწყვეტილებებთან კონკურენციის გაწევა, მაგრამ Ivy Bridge-ების გამოჩენამ ამ სეგმენტში ბალანსი დაარღვია. მდგომარეობის გამოსწორების და ფასი/წარმადობის თანაფარდობის გაუმჯობესების მიზნით, AMD-მ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული მოდელები ევროპული ბაზრისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. ინფორმაციულ წყაროების ცნობებით, ეს ნიშნული ამ მომენტისთვის იწყება 179 ევროდან (ოქტომბერში განხორცილებულ ფასდაკლების დროს, მისი შეძენა შესაძლებელი იყო 213 ევროდ).

    da74d4fcce3d65b65057a4575b5a664c.jpg

    b3ea8003c419c5b37a060e23ef15dab7.jpg

    საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ მწარმოებელმა შეცვალა შეფუთვაც. თუ ადრე პროდუქტი მოთავსებული იყო თუნუქის ყუთში, ახლა უკვე მისი ადგილი დაიკავა მომხმარებლისთვის უფრო ჩვეულმა, მუყაოსმა (ზედა და ქვედა ფოტოსურათები შესაბამისად).

    • Upvote 1
  11. TUL Corporation-მა, რომელიც აწარმოებს ვიდეობარათებს PowerСolor ბრენდის ქვეშ, დააანონსა Radeon HD 7870 Eyefinity. მის მთავარ თავისებურებად ითვლება გამოსახულების ერთდროულად ექვს მონიტორზე გამოტანის შესაძლებლობა, რაც მიღწეულ იქნა ამდენივე Mini DisplayPort გასასვლელის განთავსების გზით. შედარებისთვის, რეფერენსული მოდელი აღჭურვილია DVI, HDMI 1.4a და წყვილ Mini DisplayPort 1.2-ით.

    167e6816a7771dcdab3634ec312f91e8.jpg

    პროდუქტი მუშაობს ქარხნულ სიხშირეებზე (GPU — 1000, მეხსიერება — 1200 მჰზ), მაგრამ დაკომპლექტებულია დაახლოებით ცენტრში განთავსებულ, გაზრდილი ზომის ფენის მქონე, უფრო გაუმჯობესებული გაგრილების სისტემით. გარდა ამისა, მას აგრეთვე ერგო ოთხი სითბური მილაკი და სავარაუდოდ, ალუმინის რადიატორიც. ვიდეომეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს, ხოლო ინტერფეისისა კი - 256 ბიტს.

    ამ მომენტისთვის, ღირებულება ჯერჯერობით არ ხმაურდება.

    • Upvote 2
  12. ონლაინ მაღაზია HID Evolution-მა დაიწყო შეკვეთების მიღება Ivy Bridge პროცესორზე დაფუძნებულ, ASUS G55 სერიის პირველ გეიმერულ ნოუთბუქზე. მართალია, გვერდი ამ პროდუქტის აღწერილობით საიტიდან უკვე წაშალეს, ინტერნეტში უკვალოდ მაინც არაფერი ქრება და ამგვარად, ჩვენ საშუალება მოგვეცა გავეცნოთ როგორც მის სპეციფიკაციას, აგრეთვე გარეგნულ მხარესაც.

    b9e616dd65f8fc1b306384582b8e2e97.jpg

    მაშ ასე, 1475$ ღირებულების მქონე მოდელ G55VW-DS71-მა მიიღო 15,6 დუიმ ზომის ეკრანი Full HD გაფართოებით. ის ხელმისაწვდომი იქნება პრიალა ან მქრქალი ზედაპირით (მეორე მათგანის შემთხვევაში, მომხმარებელს მოუხდება ცალკე 125$-ის დამატება). გარდა Intel Core i7-3610QM-ისა, კონფიგურაციაში შესულია 2 გბ GDDR5-ით აღჭურვილი ვიდეობარათი NVIDIA GeForce GTX 660M. პერსპექტივაში მოსალოდნელია შედარებით მაღალწარმადოვანი CPU-ს გამოჩენაც. შესაძლებელი გახდება თუ არა GPU-ს არჩევის საშუალება, ჯერჯერობით უცნობია. DDR3-1333 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 12 გბ (იზრდება 16 გბ-მდე). მყარი დისკის ქვესისტემა მოიცავს ორ განყოფილებას, რომელთაგანაც თითოეულში სურვილისამებრ თავსდება სტანდარტული HDD, ჰიბრიდული ან SSD. ზემოაღნიშნული ფასი ითვალისწინებს 750 გბ-იან მოდელს (7200 ბრ/წთ სისწრაფით) და წამყვანს DVD-ჩაწერის ფუნქციით (ოპციონალურად, Blu-ray მხარდაჭერის არსებობით).

    a53da4a242ece0a07354626de27e5dd4.jpg

    გარდა ამისა, კომპლექტაცია მოიცავს ხმოვან ქვესისტემას ინტეგრირებული საბ-ვუფერით და TNX TruStudio სერტიფიცირებით, 2 მპ ვებ-კამერას, სამ ცალ USB 2.0 და ერთ USB 3.0 გასასვლელს, აგრეთვე Thunderbolt, HDMI და Bluetooth-ს. ნოუთბუქის მასა გახლავთ 3,85 კგ, ხოლო ავტონომიური მუშაობის დროზე ცნობები არ ვრცელდება.

    • Upvote 4
  13. ინფორმაციულ წყაროს ცნობით, კომპანია HIS-მა გადაწყვიტა Radeon HD 7000 სერიის ყველა ვიდეობარათის გაიაფება. ეს ეხება როგორც რეფერენსულ, აგრეთვე აჩქარებულ სიხშირეებზე მომუშავე მოდელებსაც.

    6bb52f3fed66d9c7f861961e0b621f24.jpg

    ახალი ნიშნულები შემდეგნაირად გამოიყურება:



    • HIS 7750 iCooler 1GB GDDR5 PCI-E DP/DVI/HDM — 89 ევრო;
    • HIS 7770 iCooler 1GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMiniDP — 114,90 ევრო;
    • HIS 7870 IceQ X Turbo 2GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 299 ევრო;
    • HIS 7870 IceQ Turbo 2GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 309,90 ევრო;
    • HIS 7950 Fan 3GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 329,90 ევრო;
    • HIS 7950 IceQ Turbo 3GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 349,90 ევრო;
    • HIS 7970 Fan 3GB GDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMini DP — 399,90 ევრო;
    • HIS 7970 IceQ X2 Turbo 3GBGDDR5 PCI-E DVI/HDMI/2xMiniDP — 419,90 ევრო.

    • Upvote 3
  14. ქსელში საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვრცელდება ხმები Ivy Bridge-ების შედარებით ნაკლები ენერგომოხმარების დონის შესახებ. თუ პოპულარული Core i7-2600-ის განცხადებული TDP შეადგენს არაუმეტეს 95 ვ-ს, მაშინ Core i7-3770K-სთვის ამ მაჩვენებლის შემცირება 77 ვ-მდე, Intel-ის ინჟინრების შესანიშნავი მიღწევად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ 22 ნმ ტექ-პროცესზე გადასვლა ნუთუ დადებითად არ უნდა აისახოს ახალი პროცესორების აღნიშნულ მახასიათებლებზე? თუმცა, Core i7-3770K-ის შეფუთულობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. საიდან გაჩნდა 95 ვ?

    564af1337d436c4a8f2ee7eab755df46.jpg

    NordicHardware ხსნის, თუ რა მიზეზით გადადგა კომპანიამ ამგვარი ნაბიჯი. მანამდე კი, ისინი ხუმრობით აღნიშნავენ იმას, რომ ყუთზე განთავსებულ წარწერას სერიოზული ყურადღება არ უნდა მიექცეს. ყველაზე მეტადსავარაუდოდ სახელდება ის ფაქტი, რომ Intel-ს არ სურს LGA 1155 სისტემური დაფების მწარმოებლების 'მოდუნება'. 95 ვ-იანი ზღვარი არ მისცემს მათ ისეთ CPU-ს კვების ქვესისტემის მქონე პროდუქტების გამოშვების საშუალებას, რომლებიც გათვლილნი იქნებიან მაქსიმალურ 77 ვ-ზე და ამგვარად, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს M/B-ების სიას, რომლებსაც არ შეეძლებათ ამაზე მაღალი ნიშნულის მქონე პროცესორებთან მუშაობა. მაგალითად, იგივე Core i7-2600-ებთან. 95 ვ-ს შენარჩუნება აუცილებელია Ivy Bridge-ების მოდელების საუკეთესო მხარდაჭერისთვისაც.

    ამიტომაც, ახალი CPU-ები ანონსის დღეს, სპეციფიკაციის სახით მიიღებენ 95 ვ-იან TDP-ს, სინამდვილეში კი, ეს მაჩვენებელი არ გადააჭარბებს 77 ვ-ს.

    • Upvote 1
  15. მართალია Ivy Bridge თაობის პროცესორები წარმოდგენილნი იქნებიან მომდევნო კვირას, მაგრამ Intel-ის ხელმძღვანელის თქმით, პირველები გამოჩნდებიან დესქტოპ და მობილური 4-ბირთვიანი გადაწყვეტილებები (მხოლოდ სრულზომიანი ნოუთბუქებისთვის). ხოლო ადრე თვლიდნენ, რომ აპრილში შედგებოდა ულტრაბუქებისთვის განკუთვნილი მოდელების რელიზიც. ამის გამო, კომპანიამ თითქოსდა გადმოიტანა კიდეც ანონსის თარიღი 29-დან 23-მდე.

    Computerworld-ის მტკიცებით, აღნიშნული სეგმენტის პროდუქტებს მოგვიანებით ვიხილავთ. ნოუთბუქების 2 core-იანი ვერსიები კი უნდა გამოვიდნენ 'პირველ ნაკადში' შესულ CPU-ებისგან განცალკევებით. ჩინური ინფორმაციული წყარო აგრეთვე იტყობინება, რომ ადგილობრივ ბაზარზე ჯერ შედგება Core i5-ების მიწოდებები, ხოლო უფროსი Core i7-ებისა კი - მაისში. შენარჩუნდება თუ არა იგივე თანმიმდევრობა სხვა ქვეყნებშიც, ჯერჯერობით უცნობია.

  16. D3200-ის გამოშვებასთან ერთად, Nikon-მა წარმოადგინა ობიექტივი AF-S NIKKOR 28mm f/1.8G-ც. მოდელი განეკუთვნება ფართოკუთხიან მოდელებს და თავსებადია კომპანიის FX ფორმატის მქონე კამერებთან. რასაკვირველია, მისი გამოყენება შესაძლებელია DX-ებთანაც და ამგვარად, მიიღება 42 მმ-ის ეკვივალენტი ფოკუსური მანძილი. მწარმოებელი აღნიშნავს საფირმო ნანოკრისტალურ ზედაპირ Nano Crystal Coat-ის არსებობას, რომლის საშუალებითაც მცირდება ორეოლების და ანარეკლების გაჩენის რისკი და აგრეთვე იცავს პროდუქტს ნესტისგან.

    98dd85e689285bb6b3cf8c140eee336a.jpg

    ტექნიკური მახასიათებლები ამგვარია:



    • ფოკუსური მანძილი - 28 მმ (42-ის ეკვივალენტური - DX-ფორმატიან კამერებზე დაყენების შემთხვევაში);
    • მაქსიმალური და მინიმალური დიაფრაგმა - F/1,8 და F/16;
    • ოპტიკური სქემა - 9 ჯგუფში განთავსებული 11 ელემენტი, მათ შორის ორი ასფერული ლინზა;
    • ხედვის კუთხე - 75? (53? - Nikon DX-ფორმატის მქონე აპარატებთან);
    • მინიმალური ფოკუსური მანძილი - 0,25 მ;
    • მაქსიმალური ზუმი - х 0,22;
    • დიაფრაგმის 'ფურცლების' რიცხვი - 7 (მომრგვალებული);
    • ფოკუსირება: ავტომატური - ინტეგრირებულ ულტრახმოვანი წამყვანით და ხელით;
    • ფილტრის დასაყენებელი ზომა - 67 მმ;
    • ზომები: დიამეტრი - 73, სიგრძე - 80,5 მმ
    • მასა - 330 გ;

    ობიექტივი გაყიდვაში მაისის ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს. რეკომენდებული ღირებულება კი შეადგენს 699,95$-ს.

    • Upvote 4
  17. ინფორმაციულ წყაროს ცნობით, Dell-მა გადაწყვიტა შეწყვიტოს Alienware სერიის ყველაზე კომპაქტურ ნოუთბუქ M11x-ის წარმოება. მიზეზი ბანალურია: მან ვერ დააკმაყოფილა გეიმერების მოთხოვნილებები, ყველაზე მეტად კი, მათ არ მოეწონათ შემცირებული ზომის კლავიატურა და ოპტიკური წამყვანის არქონა.

    f78a2546c7b58bae2bd06730a3cca644.jpg

    შეგახსენებთ, რომ ამ მოდელის გაყიდვები დაიწყო 2010 წელს, ის აღჭურვილია 11,6 დუიმ-დიაგონალის მქონე ეკრანით, იწონის 2 კგ-ს და ამასთან, ის გამოირჩეოდა საკმაოდ მაღალი წარმადობის დონით. არსებობის მანძილზე, ის რამდენჯერმე იქნა განახლებული, თუმცა მისი ზომები და მასა პრაქტიკულად არ იცვლებოდა. თუმცა, კომპანიამ მაინც უარი განაცხადა მოწყობილობის შემდგომ გამოშვებაზე და აღნიშნულ ხაზში დატოვა მხოლოდ სამი მოდელი: M14x, M17x და M18x.

    მიუხედავად ამ ფაქტისა, ნოუთბუქის შეძენა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი. ასე მაგალითად, ოფიციალურ საიტზე, Intel Core i3-2357M (1,3 გჰზ)-ით, 4 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 750 გბ მყარი დისკით და NVIDIA GeForece GT540M ვიდეობარათით დაკომპლექტებული ვერსია ხელმისაწვდომია 900$-ად.

    • Upvote 1
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.