Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. ბევრი თქვენთაგანისათვის უკვე ცნობილია, რომ EVGA-ს გააჩნია P67-ზე დაფუძნებული სისტემური დაფები EVGA P67 SLI სახელწოდებით, რომელთა გამოშვებაც მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაიწყო. თუმცა, მე-6 სერიის ჩიპსეტებთან დაკავშირებულმა ხარვეზის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო ამ პროდუქტის B3 ვერსიაზე მუშაობა და როგორც ჩანს, მას უკვე ერქმევა P67 FTW. აღნიშნული ნაწარმი გამოირჩევა რამდენიმე საინტერესო თავისებურებით და მიუხედავად იმისა, რომ მისი დეტალური სპეციფიკაციები ჯერჯერობით არ ხმაურდება, დადის ხმები, რომ ის აღჭურვილი იქნება 12-ფაზიანი კვების დიზაინით, ექვსი PCIe x16 სლოტით და რასაკვირველია, აგრეთვე ექნება SLI-სა და CrossFireX-ის მხარდაჭერა. გარდა ამისა, P67 FTW-ს ასევე ერგება power, reset და CMOS განახლების ღილაკები - ოთხ SATA2 და ორ SATA3 პორტთან ერთად. VR-ZONE
  2. არის უკვე ამის რევიუები, ინტერესი თუ იქნება, დავწერ :)
  3. გუშინ, AMD-მ წარმოადგინა თავისი ახალი, საწყისი დონის ბარათი - Radeon HD 6450, რომელიც განკუთვნილია ინტეგრირებული გრაფიკის შემცვლელ პროდუქტად და იძლევა ყველა აუცილებელ თავისებურებას, რაც თანამედროვე სამაგიდო სისტემებს სჭირდებათ, მაგალითად DirectX 11-ის მხარდაჭერა, Aero აქსელერაცია, სხვადასხვა სახის HD-ვიდეოს hardware acceleration-ს. ბარათი დამზადებულია 40 ნმ Caicos GPU-ზე და პირველ თაობაასთან შედარებით, გააჩნია შეიდერების გამოთვლისათვის საჭირო ორჯერ მეტი კვება, 625~750 ბირთვის სიხშირის მქონე 160 VLIW5 ნაკადური პროცესორი, 8 TMU, 4 ROP-ი და 370 მილიონი ტრანზისტორი. გარდა ამისა, 64-ბიტიანი მეხსიერების ინტერფეისი, რომელსაც აქვს GDDR5-ისა (3.20-დან 3.60 გჰზ-მდე) და GDDR3-ის (1066--დან 1600 მჰზ-მდე) მხარდაჭერა. პროდუქტის idle ენერგიის მოხმარების დონე 9W-ია, ხოლო მაქსიმალური 27W. რეფერენს ვიდეობარათი აღჭურვილია DVI, HDMI 1.4a და D-Sub-ით და მისი ღირებულება 50-60$-ის ფარგლებში იქნება. ოფიციალური ანონსი დაგეგმილია 19 აპრილისათვის. TechPowerUP!
  4. Sony-ს მიერ თებერვალში დაანონსებული VAIO L სერიის all-in-one სისტემა უახლოვდება ევროპაში გამოჩენის თარიღს, კერძოდ კი აპრილის შუა რიცხვებს. მწარმოებლის განცხადებით, ის დაფუძნებული იქნება Huron River-ზე და მისი ფასი დაიწყება 1,299€-დან. პროდუქტი აღჭურვილია 24-დუიმიანი Full HD (1920 x 1080) LED-ბექლაიტ თაჩ-სკრინით, ხოლო ჩარჩოზე კი განლაგებულია შეხებაზე რეაგირებადი რამდენიმე დამატებითი კონტროლის ფუნქცია (ზუმინგი, on-screen კლავიატურის აქტივაცია, ფანჯრების დახურვა და სხვა). გარდა ამისა, კონფიგურაციაში შედის 2.3 გჰზ-ის მქონე Core i5-2410M ან 2.0 გჰზ-იანი Core i7-2630QM პროცესორი, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, 1 ტბ-იანი მყარი დისკი, DVD ან Blu-ray წამყვანი, GeForce GT 540M გრაფიკული ბარათი, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 3.0, HD ვებ-კამერა, დუალ 5.5W სპიკერები, ორი USB 3.0 პორტები და ერთი HDMI. Sony-ის all-in-one კომპიუტერი ხელმისაწვდომი იქნება Windows 7 Home Premium ან Professional-თან ერთად. TC Magazine
  5. ჩინურმა წყარომ გაავრცელა AMD Llano პროცესორებისა და მათთვის განკუთვნილი სოკეტ FM1-ის ფოტოსურათები. მიუხედავად იმისა, რომ OPN CPU-ს ნომერი არ ჩანს, CPU-Z-ის საშუალებით მცირე ინფორმაცია მაინც ცნობილი გახდა. ნაწარმი აღჭურვილია 2,4 გჰზ-ზე მომუშავე ოთხი გამომთვლელი ბირთვითა და 4 მბ კეშ-მეხსიერებით. ასევე, 320 ან 400 ნაკადური პროცესორის მქონე, ჩაშენებული GPU BeaverCreek-ით, DDR3-1866 მჰზ-ის ორარხიანი და PCI Express 2.0-ის კონტროლერით. AMD-მ უკვე დაიწყო ამ პროცესორების მიწოდება, ხოლო მათი ოფიციალური ანონსი მიმდინარე კვარტლის ბოლომდე უნდა შედგეს. Llano-სთან ერთად, უკვე სხვა წყარომ მოგვცა საშუალება გავცნობოდით Bulldozer არქიტექტურის პროცესორების პირველ სურათებს. სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა პროდუქტის ასეთი კოდი, AMD-ს არცერთ სხვა CPU-ს მსგავსი არ არის. ალბათ, წარმოდგენილი გამოსახულებები FX სერიის ერთ-ერთ წარმომადგენელს უნდა ეკუთვნოდეს(Zambezi ხაზი). კონტაქტების განლაგება, რომელიც AM3 პროცესორებთან შედარებით, განსხვავებულია. აქ კი ჩნდება კითხვა, არის თუ არა Zambezi - AM3 დედადაფებთან თავსებადი. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს სერიის მხოლოდ საცდელი ვერსიაა, ხოლო შემდგომი სამუშაოების პროცესის შემდეგ, AM3 და AM3+ CPU-ების კონტაქტების განლაგება ნამდვილად უნიფიცირებულ იქნა. შეგახსენებთ, რომ AMD Bulldozer-ის სამაგიდო პროცესორები დაყოფილი იქნება სამ სერიად: Zambezi, Valencia და Interlagos. მათი ოფიციალური ანონსი მოსალოდნელია ივნისის დასაწყისში, წინასწარი ცნობებით, 7 ან 11 რიცხვებში.
  6. კომპანია Acer-მა წარმოადგინა S3 სერიის ახალი მონიტორი S273HL, რომელიც ადრე დაანონსებული S243HL-ის უფროსი მოდელია და მის მსგავსად,თავს იწონებს ექსტრავაგანტული გარე გაფორმებით. Acer S273HL აღჭურვილია შუქდიოდური განათებით და დამზადებულია VA ტიპის LCD-პანელზე. მისი მახასიათებლებია: სიკაშკაშე - 300 კდ/მ2, კონტრასტულობა - 100 000 000:1, გამოხმაურების დრო - 10 მ/წმ, ხედვის კუთხეები - 178 გრადუსი, გაფართოება - 1920х1080-ზე. პროდუქტს ასევე გააჩნია D-Sub და ორი HDMI გასასვლელები,ხოლო სადგამში კი ჩაშენებულია დინამიკები. პროდუქტის ზომების შესახებ, სრული ინფორმაცია არ ვრცელდება, ცნობილია მისი სისქე - 21 მმ, რაც 6,2 მმ-ით მეტია Acer S243HL-ზე. მწარმოებლის მიერ, მასზე რეკომენდირებული ფასი შეადგენს 400 ევროს. PRAD
  7. UWB (Ultra Wide Band) ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან კავშირს 480 მბიტ/წმ-მდე - 3 მეტრის რადიუსის ფარგლებში და მისი საშუალებით შესაძლებელია მონიტორის კომპიუტერთან დაკავშირება ინტერფეისის კაბელის გარეშე. უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს, ეს ნახე
  8. ხო, კარგი რამეა, 480-იც აქვს ზოტაკს ასეთი დიზაინის
  9. ყველაზე მთავარი გამოგრჩა კომპლექტში შესულია თამაში Assassin’s Creed: Brotherhood-ი, პროდუქტის ღირებულება კი დაახლოებით 455 ევრო იქნება. მომწონს ეს ზოტაკის ბარათები
  10. 2010 წლის ოქტომბერში, AMD-მ წარმოადგინა Radeon HD 6850 და HD 6870 ბარათები, რომლებიც დაფუძნებულნი იყვნენ Barts GPU ბირთვზე. ამჯერად კი, ის გვთავაზობს მასზე დამზადებულ მესამე მოდელს - Radeon HD 6790-ს. დღევანდელ მიმოხილვაში საუბარი სწორედ მასზე გვექნება. HD 6790-ის ციფრების ამგვარი კომბინაცია კომპანიას აქამდე არ ჰქონია. არსებითად ეს ნიშნავს ‘ყველაზე სწრაფ ბარათს საშუალო სეგმენტში’. ზემოაღნიშნულ ორ პროდუქტთან შედარებით, HD 6790-ის წარმადობის დონე მნიშვნელოვნად შემცირებულია, მისი ღირებულება დაახლოებით 150$-იდან იწყება, ხოლო შეიდერების რიცხვი კი შეადგენს 800-ს, HD 6850-ის და HD 6870-ისა კი - 1120-ს და 960-ს. ბარათის განთავსებისათვის, საჭიროა ორი გაფართოების სლოტი. გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია ორი DVI პორტით, ერთი სრული ზომის HDMI-ით და ორი mini-DisplayPort-ით. ახალ ბარათებთან ერთად, AMD-მ ასევე წარმოადგინა DisplayPort 1.2-ის მხარდაჭერაც, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შესაბამისი ჰაბით მოვახდინოთ რამდენიმე მონიტორთან დაკავშირება. HDMI ინტერფეისი არის HDMI 1.4a-თან თავსებადი და მოიცავს Dolby TrueHD, DTS-HD, AC-3, DTS-სა და 192 კჰზ /24-ბიტიან output-ის მქონე 7.1-არხიან აუდიოს. მხარდაჭერილია Blu-ray 3D ფილმებიც, რომელიც მნიშვნელოვანი გახდება მოგვიანებით ამ წელს, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება ამ ხარისხის პროდუქტები 3D-ში. CrossFire-ში შესაძლებელია ნებისმიერი მწარმოებლის HD 6790-ების გაერთიანება. ახლო ხედიდან ჰითსინკი უზრუნველყოფს GPU-ს, მეხსიერების ჩიპებისა და ვოლტაჟის რეგულირების წრედის გაგრილებას. ბარათს გააჩნია ორი 6-პინიანი PCI-Express კვების კონექტორი. GDDR5 მეხსიერების ჩიპები დამზადებულია Hynix-ის მიერ და მუშაობენ 1250 მჰზ სიხშირეზე (5000 მჰზ ეფექტური). Barts გრაფიკული პროცესორი აგებულია 40-ნმ ტექპროცესის გათვალისწინებით, TSMC Taiwan-ში და მასში გამოყენებულია 1.7 მილიარდი ტრანზისტორი. ეს აგრეთვე გახლავთ პირველი GPU, რომელსაც გააჩნია AMD-ს ლოგო - ATI-ს ნაცვლად. სატესტო სისტემა Aliens vs. Predator ეს პირველი პირის შუთერი შემუშავებულია Rebellion Studios-ს მიერ, რომელსაც ეკუთვნის AVP-ს პირველი ვერსია PC-ზე და გამოშვებულ იყო 2010 წლის თებერვალში. ის აგრეთვე განეკუთვნება იმ თამაშების კატეგორიას, რომლებშიც გაჩნდა DirectX 11 და ჰქონდა ისეთი ახალი თავისებურებები, როგორიცაა Tesselation-ი და აღნიშნულ ბენჩმარკში ჩავრთეთ სწორედ ის და DX11-ის გაუმჯობესებული ჩრდილები. Battlefield: Bad Company 2 Battlefield: Bad Company 2 გამოუშვა Electronics Arts-მა 2010 წლის მარტის თვეში და ის ყველაზე წარმატებული DirectX 11 თამაშია. მიუხედავად იმისა, რომ ის შეიცავს სრულ single-player კამპანიას, რომლის დროსაც, მოთამაშემ უნდა იმუშაოს რაზმში, რომ დაიცვას საიდუმლო იარაღი, მას გააჩნია საკმაოდ დინამიური და მიმზიდველი მულტიპლეიერ რეჟიმი. CPU-ზე დაფუძნებული Havok ფიზიკური ძრავისა და სკრიპტინგის ოსტატური მოხმარების საშუალებით, თამაშში თქვენ ნახავთ ობიექტებს - მათი დანგრევის შესაძლებლობით, მცენარეულობასა და ტერიტორიებს, რომლებიც არ მოითხოვენ NVIDIA PhysX-ს. დატესტილ იქნა სატვირთო მანქანის დევნის სცენა single-player-ის მეორე მისიიდან, მაქსიმალურ პარამეტრებზე, ჩართული DirectX 11-ით. BattleForge ეს RTS დამზადებულია გერმანიის EA Phenomic Studio-ს მიერ და გამოშვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ის გადაიქცა Play 4 Free თამაშად. ასეთმა სვლამ და იმ ფაქტმა, რომ ის შედიოდა ATI-ს უამრავ ბარათის კომპლექტაციაში, გამოიწვია ის, რომ ის გახდა ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ნაცნობი პროდუქტი 2009 წელს. თამაშის დაწყებამდე, თქვენ გევალებათ საბრძოლო ერთეულების შერჩევა - ცეცხლის, ყინვის, ბუნებისა და ჩრდილთა კლასებიდან. BattleForge ძრავს გააჩნია DX 9, DX 10 და DX 10.1-ის სრული მხარდაჭერა. შედეგების გასაგებად, გამოყენებულ იქნა შიდა ბენჩმარკი DirectX 11 რეჟიმში. Call of Duty 4 Call of Duty 4 პირველი პირის შუთერია, რომელიც დამზადებულ იქნა წარმატებულ Call of Duty სერიის მიხედვით. ძრავი ეკუთვნის Infinity Ward-ს და მას გააჩნია ნამდვილი დინამური განათება, ჩრდილები და HDR, ასევე სივრცის სიღრმე. თქვენ მოგიწევთ საკმაოდ ინტენსიურ ბრძოლებში ჩაბმა და გამუდმებით გუნდური მუშაობა. Call of Juarez 2 Call of Juarez 2: Bound in Blood - გახლავთ გაგრძელება პირველი Call of Juarez-ისა, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი თამაში DX10-ზე. სიუჟეტის ხაზი ვითარდება ორი ძმის გარშემო და თითოეულ მისიის დაწყებისას, მოგიწევთ მათგან ერთ-ერთის არჩევა. თქვენი არჩევანის მიხედვით, შეიცვლება გეიმპლეიც, რადგანაც ორივე პერსონაჟს გააჩნია ბრძოლისა და პრობლემების მოგვარების საკუთარი ხერხები. Call of Juarez 2 იყენებს Techland-ის Chrome Engine 4-ს, რომელიც უმატებს Edge Anti Aliasing-ს და წარმოადგენს ამ ტიპის ერთ-ერთ პირველ ძრავს. ეს ჩვეულებრივი AA-ს მსგავსი რამაა, თუმცა მას უფრო ნაკლები წარმადობის ვარდნა გააჩნია. Civilization 5 Sid Meier-ის Civilization V აღნიშნული თამაშის ბოლო ნაწილია და ის შესანიშნავად გაფორმებული რეალური დროის სტრეტეგიაა, სადაც შესაძლებლობა გეძლევათ, რომ სურვილისამებრ აირჩიოთ ცივილიზაცია და მოახდინოთ მისი განვითარება - კოსმოსურ ეპოქამდე. მასში გამოყენებულია ვრცელი 3D სამყაროები, რომელთა სიდიდეც დროთა განმავლობაში იზრდება. ასევე, აქ წარმოდგენილია DirectX 11-ის hardware tessellation-იც, იმისათვის, რომ გაცილებით უკეთ აღიქვათ ქალაქების კომპლექსურობა, მოდელები, ტერიტორიები და ობიექტები. ამ თაობის GPU-ები უმკლავდებიან მეტ ტექსტურულ დატვირთვებს, რაც სათამაშო ატმოსფეროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Crysis Far Cry-ის უზარმაზარმა წარმატების შემდეგ, გერმანულმა სტუდია Crytek-მა, 2007 წელს გამოუშვა შუთერი Crysis-ი. სიუჟეტი ვითარდება ძალიან უღრან და მაღალხარისხოვან გაფორმების მქონე პატარა კუნძულზე, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა მცირე დეტალებსაც კი, მაგალითად ფიზიკის გასწორებას. Formula One 2010 თამაშის ერთ-ერთი თავისებურება გახლავთ შესანიშნავი, რეალობასთან მიახლოვებული გარემო და დეტალირებული ამინდის ეფექტები. ის დაფუძნებულია Dirt 2 ძრავზე და გააჩნია უახლესი DirectX 11 ტექნოლოგიის მხარდაჭერა. Far Cry 2 Far Cry-ის წარმატებიდან ოთხი წლის შემდეგ, Ubisoft-მა გამოსცა ამ თამაშის გაგრძელება - Far Cry 2. მაშინ, როდესაც პირველი ნაწილის სიუჟეტის ხაზი მიმდინარეობდა კუნძულზე, მეორეში თქვენ ხვდებით შუაგულ აფრიკაში. გეიმპლეი Grand Theft Auto-ს უფრო მეტად წააგავს, ვიდრე ორიგინალურ Far Cry-ს, რომელიც კლასიკური 3D-შუთერი იყო. კომპანიამ შეიმუშავა სრულიად ახალი 3D-ძრავი, სახელწოდებით ‘Dunia’, რომელიც უზრუნველყოფს მრავალ პოპულარულ თავისებურებას, მაგალითად DirectX 9-ისა და DirectX 10-ის მხარდაჭერას, გარემომცველი სამყაროს ნაწილების დანგრევის შესაძლებლობას, ფიზიკასა და ა.შ. დატესტილ იქნა სცენა რანჩოდან, რომელშიც გამოყენებული იყო საშუალო დონე - DirectX 10 უმაღლესი დეტალებით. Tom Clancy's HAWX ამ თამაშში თქვენ გამოცდით 50-ზე მეტი სახეობის თვითმფრინავს, დაწყებული MIG 21-და და F22 Raptor-ით დამთავრებული. უნდა აღინიშნოს ძრავის თავისებურება, რომელიც იყენებს GeoEye-ს, მისი საშუალებით გაუმჯობესებულია ტერიტორიის გენერირება და ის მართლაც, რომ ძალზედ რეალისტურად გამოიყურება. Metro 2033 ძრავს გააჩნია ყველა უახლესი თვალწარმტაცი ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მაგალითად DirectX 11-ისა და Tesselation-ის. Crysis-ის მსგავსად, მასაც ძალზედ მაღალი სისტემური მოთხოვნილებები აქვს. ის დატესტილი იქნა DirectX 11 რეჟიმში და ‘Very High’ დეტალებზე. Unreal Tournament 3 ამ თამაშის Unreal 3 ძრავი ბევრგან გამოიყენება, ამიტომ ეს ბენჩმარკიც უთუოდ მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მას არ გააჩნია Anti-Aliasing-ის მხარდაჭერა. World of Warcraft: Cataclysm მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში 2004 წელს არის გამოშვებული, Blizzard ყოველთვის განაგრძობდა გრაფიკის მნიშვნელოვან დახვეწას, განსაკუთრებით ახალ ექსპანსიებში. მისი ასეთი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ მისი ჩართვა შესაძლებელია ბევრ სუსტ სისტემაზეც, მაგრამ ის არც ჰაი-ენდ კომპიუტერებში გამოიყურება ურიგოდ. ჩართულ იყო DirectX 11 რეჟიმი და დეტალების ‘Ultra’ დონე. 3DMark 11 Unigine Heaven 2.0 Power Consumption http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_idle.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_average.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_peak.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_maximum.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/power_bluray.gif Fan Noise http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/fannoise_idle.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/fannoise_load.gif Performance Summary http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1024.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1280.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1680.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_1920.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfrel_2560.gif Performance per Watt http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1024.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1280.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1680.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_1920.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfwatt_2560.gif Performance per Dollar http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1024.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1280.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1680.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_1920.gif http://tpucdn.com/reviews/AMD/HD_6790/images/perfdollar_2560.gif Overclocking ჩვენი ბარათის ოვერქლოქინგის დონე შეადგენს 915 მჰზ-ს ბირთვზე (9%-იანი აჩქარება) და 1200 მჰზ - მეხსიერებისათვის (14%-იანი აჩქარება). ეს პოტენციალი კარგია, მაგრამ არა შთამბეჭდავი. Overclocked Performance 3D წარმადობაში ოვერქლოქინგის დონე 8.5%-ია. Temperatures Clock Profiles დასკვნა Radeon HD 6790 1 GB-ს ღირებულება დაახლოებით 150$-ია. • წარმადობის კარგი გაუმჯობესება HD 5770-სთან შედარებით • მისაღები ფასი • სრული ზომის HDMI გასასვლელი • DirectX 11-ის მხარდაჭერა • ხმაურიანი ქულერი • დენის მოხმარების მაღალი დონე Blu-ray-ის დროს • სჭირდება 2 ცალი 6-პინიანი კვების კონექტორი • DirectX 11-სთან შესაბამისობა ჯერჯერობით ლიმიტირებულია • არ გააჩნია CUDA / PhysX-ის მხარდაჭერა Radeon HD 6790 - ეს არის AMD-ს პასუხი GTX 550 Ti-ზე. 1680x1050 რეზოლუციამდე, ის გვთავაზობს სათამაშო წარმადობის სოლიდურ დონეს. მუშაობა მას 1920x1200-ზეც შეუძლია, თუმცა ზოგ თამაშში მოგიწევთ დეტალების პარამეტრების შემცირება. დღევანდელი თაობის ბარათების გათვალისწინებით, HD 6790 აშკარად უკეთესი ვარიანტია. თუ თქვენ უარს არც შედარებით ძველ მოდელებზე ამბობთ, დამატებით ჩნდება AMD HD 5770 და NVIDIA GTX 460 768 MB. მიუხედავად მეხსიერების სიმცირისა, GTX 460 768 MB-ს შეუძლია 10%-ით მეტი წარმადობის დონის ჩვენება 149$-ად. HD 5770-ის ღირებულება 120$-ია და ის 13%-ით უფრო ნელია. ამგვარად, გამომდინარე იქიდან, გსურთ თუ არა უახლესი თაობის პროდუქტის შეძენა, რომელიც თავისებურებების მხრივ, თითქმის მსგავსია, თქვენ შეძლებთ ცოტაოდენი ფულის დაზოგვას ან დამატებითი პერფორმანსის მიღებას. საერთო ჯამში, HD 6790 მშვენიერი ბარათია, მაგრამ 150$-ის სეგმენტში, არსებობს არც თუ ურიგო, სხვა შემოთავაზებებიც. თუ AMD მას 10$-ით გააიაფებს, შეიძლება, რომ სიტუაცია დრამატულად შეიცვალოს და იქცეს შესანიშნავ ვარიანტად - ბიუჯეტზე ორიენტირებული გეიმერისათვის.
  11. 590-ს ძაბვის მომატების შესაძლებლობა დაუბლოკეს http://www.overclockers.ru/hardnews/41106/NVIDIA_blokirovala_vozmozhnost_povysheniya_napryazheniya_na_GeForce_GTX_590.html
  12. დღეს დავიწყებ ამ კარტის რევიუს :)
  13. ხო, ლამბორჯინს კი მოუხდება ეს ნოუთბუქი :D
  14. ნამდვილად კარგი ნოუთბუქებია, ფასებიც მშვენიერია, სახურავის შეცვლის ოპციაც არ არის ურიგო
  15. უილ სმიტი უკვე Men In Black 3-ში იღებენ, საინტერესო იქნება როგორი გაგრძელება იქნება
  16. ივლისშია ჰარი პოტერის პრემიერა
  17. SAPPHIRE-ისა და MSI-ს მიერ დაანონსებული Radeon HD 6970-ის შემდეგ, ბარათის საკუთარი ვერსია წარმოადგინა კომპანია PowerColor-მაც. მოდელი დაფუძნებულია 40-ნმ GPU Barts-ზე, რომელშიც გამოყენებულია 800 უნივერსალური პროცესორი, ისინი კი თავის მხრივ, გაერთიანებულნი არიან ორ მასივში, რომელთაგანაც თითოეულს გააჩნია საკუთარი დისპეტჩერი. GPU-ს ტაქტური სიხშირე შეადგენს 840 მჰზ-ს, 1 გბ GDDR5 მეხსიერება მუშაობს 4200 მჰზ-ზე, ხოლო ინტერფეისი კი 256-ბიტიანია. გაგრილების სისტემაში შედის ცენტრალური ფენი და სამი სპილენძის სითბური მილაკი. გასასვლელებს რაც შეეხება, ისინი წარმოდგენილია ერთ-ერთი DVI, HDMI და mDP-ით. ვიდეობარათის კვებისათვის კი, ექვსპინიანი პორტი თქვენს განკარგულებაშია. მოდელის რეკომენდირებული ღირებულება 150 $-ია, ხოლო Radeon HD 6970-ის ოფიციალური დებიუტი კი დაგეგმილია მომდევნო კვირაში. TechPowerUP!
  18. Barts LE გრაფიკულ პროცესორზე დამზადებული პროდუქტების წარმოება გრძელდება, ამჯერად კი, კომპანია HIS-მა წარმოადგინა ვიდეობარათი HD 6790 IceQ X. სხვა ვერსიებისაგან ის განსხვავდება ტაქტური სიხშირეებით, რომლებიც ქარხნულ პირობებშია გაზრდილი. ასევე მომატებულია GPU-ს მაჩვენებელი და ის 60 მჰზ-ით აღემატება შტატურისას. რაც შეეხება მეხსიერებას, ის აღწევს 4400 მჰზ-ის ნიშნულს. ახალმა ნაწარმმა, HD 6870-ისა და HD 6850-ის მსგავსად, მიიღო ორსლოტიანი ქულერი IceQ, რომელიც ფარავს PCB-ის მთლიან ზედაპირს. მის კონსტრუქციაში შედის ალუმინის რადიატორი და სპილენძის ოთხი სითბური მილაკი. დამატებითი საშუალებები უზრუნველყოფენ სითბოს გადატანას მეხსიერების ჩიპებისა და კვების სქემის ელემენტებს. HIS-ის ამ ვიდეობარათის ფასი ცნობილი გახდება ოფიციალური ანონსის შემდეგ. IXBT
  19. მარტო ემბლემის გულისთვის იყიდის ზოგი ამ ნოუთბუქს ცუდი მონაცემები არა აქვს, მარა არ ღირს სხვადასხვა პროდუქტების ერთმანეთში არევა
  20. Asus-მა წარმოადგინდა ახალი და გაუმჯობესებული Lamborghini VX7 გეიმინგ-ლეპტოპი, რომელიც დაფუძნებულია Intel-ის Huron River პლატფორმაზე. აეროდინამიური და აგრესიული დიზაინის შექმნა განაპირობა იტალიური კომპანიის Murcielago LP640-მა. ამ პროდუქტში გამოყენებულია ისეთი საუკეთესო ხარისხის მასალები, როგორიცაა ტყავი - ხელისგულების სადებზე. ნოუთბუქი ხელმისაწვდომია ორ ფერში - ფორთოხლისფერ და კარბონისფერში, აღჭურვილია 15.6-დუიმიანი (1920 x 1080) LED-ბექლაიტ დისპლეით, 2.0 გჰზ-იანი Core i7-2630QM quad-core პროცესორით, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერებით, 1.5 ტბ-მდე ტევადობამდე ადგილით (ოპცია ორი HDD-თი), 3 გბ-ს მქონე GeForce GTX 460M გრაფიკული ბარათით. გარდა ამისა, Blu-ray კომბო-წამყვანით, 2.0 მპ-იანი ვებ-კამერით, 8-in-1 ქარდ-რიდერით, Gigabit Ethernet-ით, 802.11 b/g/n, Bluetooth 3.0, ერთი USB 3.0 პორტებით, ორი სპიკერით, HDMI გასასვლელითა და 8-უჯრედიან ელემენტით. Lamborghini VX7-ში უკვე დაყენებულია 64-ბიტიანი Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემა, მოყვება 2-წლიანი გარანტია და მზად არის პრე-ორდერისათვის - 1,995€-ს ფასად. TC Magazine
  21. ხო, მეც ეგრე მგონია, მარა მოდი მაინც დახურული იყოს ეს თემა, თუ ოფიციალურად დადასტურდება ეს ინფო, მერე გავხსნათ
  22. გიო კიდევ გავრცელდა ახალი ინფო ამ სერიის ბარათებზე, ისევ გავხსნი ამ თემას ლინკის ჩასასმელად http://www.nordichardware.com/news/71-graphics/42783-radeon-hd-7000-family-may-be-ready-for-q3-2011.html
  23. Sandy Bridge-ის პროცესორების ლოგიკის ნაკრების მცირეოდენი ხარვეზი შეეხო მობილურ პლატფორმებსაც, ამიტომ ნოუთბუქის მწარმოებლებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს თავიანთი პროდუქტების ბაზარზე გატანა, გადაწყვიტეს მცირე ხნით შეჩერებულიყვნენ. MSI-ის ასორტიმენტშიც მოიძებნება ასეთი ნაწარმები და როდესაც უკვე ეს პრობლემები მოგვარდა, კომპანიამ საკუთარ პრეს-რელიზში გადაწყვიტა გამოექვეყნებინა ინფორმაცია 'განმეორებითი ანონსის' შესახებ. მოდელი GT608R რელიზისათვის მზად იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, მაგრამ მაღაზიების პრაის-ლისტებში ის მხოლოდ ახლა გაჩნდება. ნოუთბუქი აღჭურვილია 2 გჰზ-ის მქონე, ოთხბირთვიანი პროცესორ Intel Core i7-2630QM-ით, ხოლო Turbo Boost რეჟიმში, ამ მაჩვენებლის გაზრდა შესაძლებელია 2.9 გჰზ-მდე. გარდა ამისა, მას ასევე გააჩნია 8 გბ DDR3 მეხსიერება - DDR-ის ეფექტური სიხშირით 1066 მჰზ-ითა და ვიდეობარათ NVIDIA GeForce GTX 460M-ით. მოწყობილობა შესრულებულია 15,6 ფორმ-ფაქტორში და იყენებს თხევად-კრისტალურ მატრიცას 1920 х 1080 გაფართოებით. ნაწარმს ამშვენებს ორი ცალი 500 გბ-იანი მყარი დისკი, რაც ამ ზომის ნოუთბუქისათვის უჩვეულოა, ასევე THX-ის წარმოების აუდიოსისტემა და USB 3.0 ინტერფეისი. უკაბელო კავშირის თანამედროვე ფორმატები წარმოდგენილია Wi-Fi მოდულით, რომელსაც გააჩნია 802.11 a/b/g/n და Bluetooth-ის მხარდაჭერა. MSI GT608R-ის რეკომენდირებული ღირებულება იქნება 1649$, ხოლო დამატებითი ინფორმაცია კი, ხელმისაწვდომია მწარმოებლის ვებ-გვერდზე. Overclockers.ru
  24. მიუხედავად იმისა, რომ AMD Radeon HD 6790-ის ოფიციალური ანონსი მხოლოდ 5 აპრილისთვის არის დაგეგმილი, ინფორმაცია მისი ფოტოსურათებისა და მახასიათებლების შესახებ უკვე ვრცელდება. როგორც უკვე იცით, Sapphire-მა უკვე წარმოადგინა ვიდეობარათის საკუთარი ვერსია, ამჯერად კი, ეს პროდუქტი წარმოადგინა კომპანია MSI-მაც. ახალი ნაწარმი, სავარაუდოდ მიიღებს სახელწოდება R6790-2PM2D1GD5-ს და გამოშვებულ იქნება აგრესიულ შავ-წითელ ფერთა გამაში. თუმცა, თვალშისაცემი გაფორმების მიუხედავად, ის იმუშავებს სტადარტულ ტაქტურ სიხშირეებზე: 840 და 4200 მჰზ - GPU/მეხსიერებისათვის შესაბამისად. GDDR5-ის ოდენობა 1 გბ-ია, ხოლო ინტერფეისის კი - 256 ბიტი. გარდა ამისა, MSI-ის ახალი ვიდეობარათი აღჭურვილი იქნება ხუთი ვიდეო-გასასვლელით: ორ-ორი DVI და Mini DisplayPort, ერთი HDMI. გაგრილების სისტემა Sapphire-ის პროდუქტის მსგავსია - ორივეგან, ჩვენ ვხედავთ ცენტრალურ ვენტილატორს, რომელიც მუშაობს ალუმინის რადიატორისა და სამი სპილენძის ჰითპაიპთან ერთად. სისტემურ ბლოკში, აღნიშნული ბარათები იკავებენ გაფართოების ორ სლოტს. MSI R6790-2PM2D1GD5-ის ღირებულება უცნობია, თუმცა ცნობები მის შესახებ, 5 აპრილს გავრცელდება. VR-Zone
  25. 6 მ/წმ ამ მატრიცაზე მეც არ შემხვედრია და წარმოდგენაც მიჭირს, როგორი ჩვენება ექნება.. მადლობა ინფოსთვის
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.