Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. დღეს, Intel-ის პრაის-ლისტში უნდა გამოჩნდეს ოთხი Pentium პროცესორი LGA 1155-ზე, ასევე ორი Core i5 და ერთი Core i3 მოდელი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ცვლილებები დათარიღებული იქნება 22 მაისით, მაგრამ ფაქტიურად, დოკუმენტის ახალი რედაქცია კომპანიის საიტზე ორშაბათს დილით გამოჩნდება. ამგვარი ტექნიკური დაყოვნება ხელს არ უშლის აღნიშნული CPU-ების თავისუფალ გაყიდვებს ევროპისა და იაპონიის მაღაზიებში. პროცესორების მახასიათებლები და მარკირება, ჩვენთვის უკვე ცნობილია: Pentium G850 (SR05Q) -> 2.9 გჰზ, $86; Pentium G840 (SR05P) -> 2.8 გჰზ, $75; Pentium G620 (SR05R) -> 2.6 გჰზ, $64; Pentium G620T (SR05T) -> 2.2 გჰზ, $70. შეგახსენებთ, რომ ბოლო პროცესორი დანარჩენებისაგან გამოირჩევა 65-დან 35 ვ-მდე შემცირებული TDP-თი, დაიწია მისმა გრაფიკული ქვესისტემის სიხშირემ - 850-დან 650 მჰზ-მდე. Pentium G6xx განსხვავდება Pentium G8xx სერიისაგან DDR3-1066 ტიპის მეხსიერების მხარდაჭერით, ნაცვლად DDR3-1333-ისა. გაყიდვაში გამოვიდა LGA 1155-ზე შესრულებული სამი სხვა CPU-ც, რომელთაგანაც ორს გააჩნია გრაფიკული სისტემის ბლოკების 'გაძლიერებული' რაოდენობა. Core i5-2405S (SR0BB) -> 2.5 გჰზ, $205; Core i5-2310 (SR02K) -> 2.9 გჰზ, $177; Core i3-2105 (SR0BA) -> 3.1 გჰზ, $134. დარჩა მხოლოდ Intel-ის საიტზე ახალი პრაის-ლისტის გამოქვეყნება და ახალი მოდელების ანონსის დასკვნითი სტადია, შეიძლება უკვე შემდგარად ჩაითვალოს. წყარო
  2. თავის მხრივ, კომპანია Colorful-მაც გადაწყვიტა GeForce GTX 560-ზე დაფუძნებული არასტანდარტული ბარათების გამოშვება, რომლებმაც მიიღეს სახელწოდებები iGame560-1024M D5 Ymir და iGame560-1024M D5 Ymir-U. მათ შორის მთავარი განსხვავება - გაგრილების სისტემებშია. iGame560-1024M D5 Ymir-ის ქულერი აღჭურვილია ორი ფენით, ხოლო რადიატორი კი გაყოფილია ორი სექციით. მთლიანობაში, კონსტრუქცია ადრე წარმოდგენილი iGame560Ti-ის ანალოგიურია. ორივე მოდელი საკმაოდ დიდი ზომისაა, ასე, რომ მჭიდრო სივრციანი კორპუსის მფლობელებმა, დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად, ეს დეტალი უნდა გაითვალისწინონ. ბეჭდური პლატები იგივე iGame560Ti-სგან არის მიღებული. თავისებურებათა თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს მძლავრი კვების სისტემა, რომელიც შესრულებულია 6+1 სქემის მიხედვით და შეიცავს NEC Proadlizer კონდენსატორს, ფერიტული შიგთავსის მქონე დროსელებსა და BIOS-ის ორ მიკროსქემას, რომელშიც ჩაშენებულია სტანდარტული და გაზრდილი სიხშირეები. მაშინ, როდესაც კონკურენტები განაგრძობენ ბირთვზე 950 მჰზ ნიშნულთან მიახლოებას, Colorful-ი რჩება 850-ზე. მეხსიერების ოდენობა ერთნაირია - 1 გბ, ისევე როგორც ვიდეოგასასვლელების ნაკრები, რომელიც შედგება ორი DVI და ერთი mini HDMI-საგან. IXBT
  3. USB 3.0 და Thunderbolt-ს შორის რომელი სტანდარტი გახდება გამარჯვებული საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ კი ცხადია: მწარმოებლები უშვებენ საკმაო რაოდენობის პერიფირიებს პირველი მათგანის მხარდაჭერით. მათ რიცხვს მიეკუთვნება უახლესი USB-ბრელოკი DataTraveler Ultimate 3.0 Generation 2, რომლებსაც Kingston-ი უწოდებს ყველაზე სწრაფ ფლეშ-ბარათებს. მართალია, ახალი ნაწარმი ვერ დაიკვეხნის SSD-ს მსგავს მახასიათებლებზე, მაგრამ ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით, მისი სიჩქარე მეტისმეტად მაღალია. ეს მაჩვენებლები შეადგემს 100 და 70 მბ/წმ-ს - ჩაწერა/წაკითხვის დროს შესაბამისად. ამ ნიშნულების მისაღწევად კი, მოწყობილობა უნდა დავუკავშიროთ SuperSpeed პორტს. ჩვეულებრივი, USB 2.0-თან მუშაობის შემთხვევაში, მივიღებთ მაქსიმუმ 30 მბ/წმ-ს - ორივე მხრიდან. სამწუხარო ის არის, რომ წარმადობის მაღალი დონე არ გახლავთ იაფი სიამოვნება. 16 გბ-იანი Kingston DataTraveler Ultimate 3.0 G2-ის ღირებულება 77$-ია, ხოლო 32 და 64 გბ-იანი მოდელებისა კი - 116 და 213$. ეს ცოტა არ არის, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 64-გბ-იანი SSD-ს შეძენა 124$-ად არის შესაძლებელი. 3DNews
  4. კომპანია Point of View-მ, 'ტუნინგურ ატელიე' TGT-სთან ერთად, წარმოადგინა ორი ახალი ვიდეობარათი სულ ცოტა ხნის წინ დაანონსებულ GPU NVIDIA GeForce GTX 560-ზე. POV/TGT GeForce GTX 560 1 GB UltraCharged ვერსია მუშაობს 900 მჰზ-ზე, ხოლო შეიდერთა ბლოკებისა და მეხსიერების სიხშირეეები უტოლდება 1800/4104 მჰზ-ს. მეორე ნაწარმის ანალოგიური მახასიათებლები კი შედარებით მოკრძალებულია და შეადგენს 864, 1728 და 4008 მჰზ-ს შესაბამისად. აღნიშნული პროდუქტების კონფიგურაციაში შესულია 336 CUDA ბირთვი, 1 გბ GDDR5, მეხსიერების ინტერფეისი - 256 ბიტი, ორი DVI და ერთი HDMI გასასვლელი. ორივე მათგანს აგრეთვე გააჩნია NVIDIA-ს ისეთი საფირმო ტექნოლოგიების მხარდაჭერა, როგორებიცაა: 2-way SLI, CUDA, PhysX, 3D Vision და 3D Vision Surround. მიუხედავად ოფიციალური ანონსისა, არ ვრცელდება ინფორმაცია მათ ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების თარიღზე. IXBT
  5. MSI გამოსაშვებად ამზადებს N580GTX Lightning ვიდეობარათის მხეც, პარდონ, Xtreme Edition ვერსიას. ფიზიკური იერ-სახის მხრივ, შეიცვალა გარე საფარველი, მეტალისფერი რუხის ნაცვლად, ამჯერად ის გაფორმებულია შავ ფერში, ხოლო ფენები კი ლურჯი ფერისაა. ის მიიღებს 3 გბ(3072 მბ-ს უფრო ზუსტად) GDDR5 მეხსიერებას, რაც უმეტესობა სხვა GTX 580-ებთან შედარებით, ორჯერ მეტია. გარდა ამისა, ის აღჭურვილია 16-ფაზიანი PWM-თი, დამოუკიდებელი მეხსიერების კვებით, Military Class II კომპონენტებით (Solid Caps, Super Ferrite Chokes, Hi-c Cap with a Tantalum core) და Twin Frozr III ქულერით, ორი ცალი 90 მმ-იანი ფენებითა და სამი სპილენძის მილაკით. ასევე, 512 CUDA ბირთვით, GPU/შეიდერ სიხშირეებით - 832 (772 ქარხნული) და 1747 მჰზ (1544 მჰზ). მეხსიერების ნიშნული 4200 მჰზ-ს აღწევს (4008 მჰზ), პროდუქტს გააჩნია 3-way SLI კონფიგურაციის მხარდაჭერა და ოთხი ცალი პორტი - dual DVI, HDMI და DisplayPort. ოფიციალურად კი, ბარათი Computex 2011-ზე უნდა გამოჩნდეს. VR-Zone, TC Magazine
  6. მადლობა ინფოსთვის, აი ზუსტი ფასები ასეთია: Palit GeForce GTX560 1GB - $210, Sonic Platinum - $230, Palit GeForce GTX560 2GB - $250
  7. თებერვლის თვეში წარმოდგენილი, HP-ის 60-გრადუსიანი დახრის კუთხის მქონე, TouchSmart 610 all-in-one კომპიუტერი განახლდა და აღჭურვილ იქნა Sandy Bridge პროცესორით. შეგახსენებთ, რომ მასზე დაფუძნებული მოდელებს აგრეთვე განეკუთვნებიან TouchSmart 610xt და TouchSmart 610 Quad-ი. აღნიშნულ ორ პროდუქტს გააჩნიათ 23-დუიმიანი LED-ბექლაით თაჩ-სკრინი, 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, მაქსიმუმ 2 ტბ ტევადობის მქონე მყარი დისკი, DVD-ჩამწერი, 6-in-1 ქარდ-რიდერი. გარდა ამისა, Gigabit Ethernet, ვებ-კამერა და ოპციონალურად, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth, TV-ტუნერი და Beats აუდიო. TouchSmart 610x-ის ფასის ნიშნული იწყება 1,049.99$-დან და შესაძლებელია მისი დაკომპლექტება ოთხიდან ნებისმიერი პროცესორით (i5-2300, i5-2400, i5-2500 და i7-2600), ხოლო გრაფიკული თვალსაზრისით, ხელმისაწვდომია ინტეგრირებული ვარიანტი (Intel HD) ან დისკრეტული (AMD ან Nvidia). TC Magazine
  8. ჩინურმა წყარომ გაავრცელა ცნობები Zambezi სერიის პირველი პროცესორების ფასების შესახებ. მან იქვე დასძინა, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით სავარაუდო, წინასწარი ხასიათისაა, თუმცა მოცემული ნიშნულები სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება (ტრადიციულად, წარმოდგენილია ერთი CPU-ს ღირებულება, რომელიც მოქმედებს მინიმუმ 1000 პროცესორისაგან შემდგარ შეკვეთის შემთხვევაში) FX-8130P: 8 ბირთვი, II თაობის 8 მბ და 8 მბ-მდე III თაობის კეშ-მეხსიერება, DDR3-1866 მჰზ-ის მხარდაჭერა, 32 ნმ, 125 ვ TDP — $320; FX-8110: 8 ბირთვი, II თაობის 8 მბ და 8 მბ-მდე III თაობის კეშ-მეხსიერება, DDR3-1866 მჰზ-ის მხარდაჭერა, 32 ნმ, 95 ვ TDP — $290; FX-6110: 6 ბირთვი, II თაობის 6 მბ და 6 მბ-მდე III თაობის კეშ-მეხსიერება, DDR3-1866 მჰზ-ის მხარდაჭერა, 32 ნმ, 96 ვ TDP — $240; FX-4110: 4 ბირთვი, II თაობის 4 მბ და 4 მბ-მდე III თაობის კეშ-მეხსიერება, DDR3-1866 მჰზ-ის მხარდაჭერა, 32 ნმ, 97 ვ TDP — $190. მოსალოდნელია, რომ AMD FX პროცესორები კონკურენციას გაუწევენ Intel-ის შემდეგ მოდელებს: FX-8130P — Intel Core i7-2600K ($317), FX-8110 და FX-6110 — Intel Core i5-2500K ($216), FX-4110 — Intel Core i5-2400 ($184). ტაქტური სიხშირეები არ ხმაურდება, თუმცა წყარო ამტკიცებს, რომ მათ გამოშვებასთან ერთად, Phenom II სერიის პროცესორების ღირებულება დაიწევს 20%-ით.
  9. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Dell-ი მიმდინარე წლის ივნისში გეგმავდა პლანშეტ Streak Pro-ს გამოშვებას, ცნობილი აპრილში გახდა. ეს გახლავთ 10-დუიმიანი გაჯეტი Android-ზე, რომელიც, როგორც ირკვევა, მიიღებს ამ ოპერაციული სისტემის უახლეს ვერსიას. მისი გაბარიტები შეადგენს 261 x 176,4 x 12,9 მმ-ს, ხოლო წონა კი 720 გ-ს. გარდა ამისა, ეკრანის გაფართოებაა 1280x800-ზე, აღჭურვილი იქნება 1 გბ DDR2-თა (რომლის მოცულობის გაზრდაც ხდება SD-ბარათის საშუალებით) და 16, 32 ან 64 გბ ფლეშ-მეხსიერებით, ბაზისად კი წარმოდგენილია ერთკრისტალიანი პლატფორმა NVIDIA Tegra 2. მოწყობილობის არსენალში აგრეთვე შესულია უკაბელო კავშირის საშუალებები - 802.11 b/g/n Wi-Fi და Bluetooth 2.1, 2 და 5 მპ-იანი კამერები წინა/უკანა მხარეს შესაბამისად. როგორც იუწყებიან, ავტონომიურ რეჟიმში Dell Streak Pro იმუშავებს 12-სთ-მდე. მოსალოდნელია LTE-ს მხარდაჭერაც. მომხმარებლისთვის პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ოთხი ფერის ოპციით: შავი, ლურჯი, წითელი და ვარდისფერი. Tweakers.net, IXBT
  10. ბოდიში, გამომრჩა, რა თქმა უნდა ტნ მატრიცაზეა.
  11. კომპანია HP-მ გუშინ წარმოადგინა თავისი ახალი, ელეგანტური, LCD-მონიტორი - x2301 და წყაროზე დაყრდნობით, ის ლიმიტირებული ვერსიით გამოვა. ის სასიამოვნო და თვალწარმტაცი დიზაინით გამოირჩევა, ხოლო მისი დაუჯერებლად თხელი პანელის სისქე სულ რაღაც 9.8 მმ-ია. მისი ეკრანის ზომა 23 დუიმია, გახლავთ full HD (1920 x 1080) და აღჭურვილია LED-ბექლაიტით. გარდა ამისა, მისი ფერთა სიღრმე 72%-ია, დინამიური კონტრასტულობის დონე კი 8000,000:1-ზე (სტატიკურზე ინფორმაცია არ ვრცელდება). ასევე, გამოხმაურების დრო შეადგენს 3 მ/წმ-ს და გააჩნია HP-ის საკუთარი BrightView ტექნოლოგიაც იქიდან გამომდინარე, რომ მონიტორი ასეთი სისქისაა, გასაკვირი არ არის, რომ ყველა პორტი მის ქვედა მხარეს განათავსეს, რომელშიც შედის DVI და VGA. x2301 ხელმისაწვდომი ივნისის 10-დან იქნება და ეღირება 279.99$. ZDNet, VR-Zone
  12. კომპანია Seagate-მა წარმოადგინა მყარი დისკი GoFlex Satellite, რომლის მთავარი თავისებურებაც იმაში მდგომარეობს, რომ მას გააჩნია უკაბელო ინტერფეისი და იკვებება ელემენტის საშუალებით. 500 გბ-იანი პროდუქტი გათვლილია მობილური მოწყობილობებთან კავშირზე - Wi-Fi 802.11 b/g/n-ის საშუალებით. ამისათვის კი, მათ უყენდებათ უფასო პროგრამა GoFlex Media, თუმცა შესვლა შესაძლებელია უბრალო ბრაუზერის გამოყენებითაც. ჯერჯერობით, GoFlex Media App ხელმისაწვდომია Apple iOS ოპერაციული სისტემების მქონე გაჯეტებისათვის: iPad, iPhone და iPod. Android ვერსიის გამოშვება ზაფხულშია დაგეგმილი. ერთდროულად, ერთ დისკს შეუძლია სამი მობილური აქსესუარის 'მომსახურება'. ლითიუმ-პოლიმერული აკუმულატორული ელემენტი კი უზრუნველყოფს 25 სთ-იან მუშაობას ლოდინის რეჟიმში ან 5 სთ-ს - ნაკადური ვიდეოს უწყვეტი ტრანსლაციის შემთხვევაში. კომპლექტში შესულია დამტენი მოწყობილობები როგორც სტაციონარულ ელექტრო ხაზებისათვის, ასევე ავტომობილის საბორტო ქსელებისთვისაც. კომპიუტერთან დაკავშირება შესაძლებელია კაბელური გზითაც, USB 3.0 ინტერფეისის მეშვეობით. პრე-ორდერების მიღება უკვე წარმოებს და მისი ფასი შეადგენს 200$-ს. მომარაგებები კი ივლისის თვიდან დაიწყება. IXBT
  13. მობილური მოწყობილობების მწარმოებლების პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ხდება ნაწარმის ფრაგმენტების დემონსტრირება, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ყურადღებას იმსახურებს. კომპანია Dell-მა საშუალება მოგვცა, რომ გავცნობოდით მის ახალ ნოუთბუქ XPS 15Z-ს. საინტერესოა, რომ რაკურსთა უმეტესობა, ამ კლასის პროდუქტების რეკორდულად დაბალ სისქეზე, საკმაოდ ზედაპირულად მიგვანიშნებს. ამის რეალურ წარმოდგენას გვიქმნის მხოლოდ ბოლო ფოტოსურათი, რომელზეც ჩანს მისი გვერდითა პანელი - ოპტიკური წამყვანის განყოფილებით. ინფორმაცია, რომ Dell-ი აპირებდა 15,6 დუიმიანი ეკრანის მქონე ულტრათხელი ლეპტოპის გამოშვებას, ცნობილი ათი დღის წინ გახდა. ის მიიღებს გაძლიერებულ კორპუსს და II თაობის Core i5 და i7 პროცესორებს, ხოლო დაფუძნებული იქნება Intel Huron River პლატფორმაზე. მიუხედავად ნაწარმის ინოვაციურობისა, მისი ღირებულება ჩრდილოამერიკულ ბაზარზე (როგორც მინიმუმ ბაზური კომპლექტაციით)არ გადააჭარბებს 1000$-ს. IXBT
  14. კომპანია Lenovo-ს ოფიციალურ საიტზე განახლდა კომპაქტურ ნოუთბუქ ThinkPad-ების შედარებითი ცხრილები და მსურველებს უკვე საშუალება ეძლევათ, რომ მეტი შეიტყონ ძალზედ თხელ ThinkPad X1-ის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი ამ თვეში გახდება. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ X1 თავისი შესაძლებლობებით უფრო მოდელ X200-ის მსგავსი იქნება. ის აღჭურვილია Windows 7 პროფესიონალური რედაქციით, SuperSpeed USB 3.0 გასასვლელით, მყარი დისკების დაცვის სისტემა - Hard Storage Drive protection-ით. სხვა თავისებურებებთან ერთად, მხოლოდ X1-სთვის არის ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც, ნოუთბუქის ელემენტის გამოყენება ხდება უფრო ეფექტურად და მისი 80%-ით დატენვა სულ რაღაც 30 წუთშია შესაძლებელი. გარდა ამისა, ხარისხიანი ეკრანის მოყვარულები შეაფასებენ მის IPS-მატრიცას, რომელიც გაცილებით დეტალურად გადმოსცემს ფერთა პალიტრას და გააჩნია უკეთესი ხედვის კუთხეები - ბიუჯეტურ ანალოგებთან შედარებით. წყარო
  15. კომპანია Genius-მა, მანიპულატორების და კომპიუტერული აქსესუარების ცნობილმა მწარმოებელმა, სულ ახლახანს გამოუშვა მოწყობილობა Ring Mouse-ი, რომელიც წარმოადგენს უკაბელო მაუსის ალტერნატივასა და პრეზენტაციების მართვის პულტს. მოყვანილობით, ის წააგავს მსხვილ ბეჭედს, რომელზეც განთავსებულია ორი ღილაკი და 1000 dpi-ს მქონე სენსორული ზედაპირი - კურსორის გადაადგილების უზრუნველსაყოფად. ამ დავალების ზუსტად ათვისებას კი, გარკვეული სიმარჯვეც სჭირდება. გაჯეტს კომპლექტაციაში მოყვება მყარი ფუტლარი, მისი მოხერხებული ტრანსპორტირებისათვის და USB-გადამცემი, რომლის საშუალებითაც ხდება კომპიუტერთან დაკავშირება და ბრძანებების გადაგზავნა, 2.4 გჰზ სიხშირესა და 10 მეტრამდე მანძილზე. ჩაშენებული ლითიუმ-იონური აკუმულატორი კი იკვებება USB-პორტის მეშვეობით. Ring Mouse-თან ერთად თანდართული პროგრამული უზრუნველყოფა უზრუნველყოფს მუშაობას Internet Explorer, Windows Media Player, Windows Picture, Fax Viewer და Adobe Reader-თან. მუშაობს Windows 7, Windows Vista და Windows XP ოპერაციულ სისტემებზე და მისი ღირებულება შეადგენს 70$-ს. წყარო
  16. იაპონიის მაღაზიებში გაჩნდა პასიური გაგრილების მქონე Radeon HD 6770 - Gigabyte GV-R677SL-1GD, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული ვიდეობარათი წარმოადგენს Radeon HD 5770-ის რებრენდინგის შედეგად მიღებულ პროდუქტს, გასაკვირი აქ არაფერია, ასეთი სახის Radeon HD 5770 გაყიდვაში ჯერ კიდევ შარშანდელი ზაფხულიდან გაიშვა. ახალი ნაწარმის ზომები შეადგენს 42 х 172 х 278 მმ-ს და უჩვეულო მოყვანილობით გამოირჩევა. ფართო რადიატორი, რომელიც სცილდება ბეჭდური სქემის ფარგლებს, შედგება სამი სექციისაგან, მათ შორის ძირითადს უკავშირდება ორი სითბური მილაკი და ამდენივე - დამატებითს. რასაკვირველია, ზემოაღნიშნულმა კონსტრუქციამ განაპირობა ვიდეობარათის სიგრძისა და სიგანის გაზრდა, ამიტომ, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ მის განსათავსებლად სისტემაში საკმარისი ადგილი მოგეპოვებათ. მეხსიერების მიკროსქემები PCB-ის მეორე მხრიდან, არანაირი რადიატორებით არ არის დაფარული. პროდუქტი მუშაობს უცვლელ სიხშირეებზე - 850/4800 მჰზ-ზე და აღჭურვილია 1 გბ GDDR5 მეხსიერებით. გარდა ამისა, მას ასევე გააჩნია სრული ზომის მქონე HDMI, DVI და DisplayPort გასასვლელები. ღირებულება იაპონურ მაღაზიებში 186$-ს აღწევს. Overclockers.ru
  17. მოგესალმებით, ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ამა თუ იმ პროგრამის უხილავი, დაშიფრული კოდები, რომლებსაც სიამოვნებით გვიმხელენ პროგრამისტები, რითაც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ამ პროფესიის ადამიანებსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა გააჩნიათ. ბევრი ასეთ 'ოინი' ბევრი თქვენგანისათვის შეიძლება უკვე ცნობილიც არის და არც გაუკვირდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს თემა პირველ რიგში სახუმარო, გასართობი ხასიათის უფროა, ვიდრე შემეცნებითი.. Microsoft: ხუმრობიდან - საქმეზე. სამწუხაროდ, დამსაქმებელს ყოველთვის არ შესწევს უნარი შეაფასოს პროგრამისტების შემოქმედებითი ნაყოფი, რომლებიც გამოიხატება პროგრამების სხვადასხვა საინტერესო არადოკომენტირებული შესაძლებლობებით. ასე მაგალითად, Windows 7-ის გამოსვლასთან ერთად, ოფიციალურად განაცხადეს იმის შესახებ, რომ ახალ ოპერაციულ სისტემაში არანაირი ფარული ტეტრისი, სკრინმეიტი და თვალწარმტაც სლაიდთა საიდუმლო განყოფილებები არ იქნებოდა. Microsoft-ის ხელმძღვანელობამ აუკრძალა პროგრამისტებს, რომ წარმოეჩინათ მსგავსი სახის ინიციატივები კოდის დაწერისას იმისათვის, რომ Windows-ის კორპორატიულ მომხმარებლებს, მუშაობისას, დრო არ დაეკარგათ 'Easter Eggs'-ის ძიებაზე. ამის შედეგად კი, მიღწეულ იქნა ის, რომ სისტემის ადრეულ ვერსიებში აღმოჩენილი ბევრი ხუმრობა არ მუშაობს 'შვიდიანზე'. Microsoft Word-ის ბოლო ვერსიებიც კი უფრო მეტად სერიოზული გახდა. სტაჟიან იუზერებს ალბათ ახსოვთ, რომ ამ ტექსტური რედაქტორის ძველ რელიზებში, =rand() ტექსტის აკრეფისას და შემდეგ Enter ღილაკზე დაჭერისას, ეკრანზე ჩნდებოდა წინადადება 'Съешь ещё этих мягких французских булок, да выпей чаю» (ინგლისურ ვერსიაში — 'The quick brown fox jumps over the lazy dog'). თუმცა, თუ ამ სიმბოლოებს Word 2007-ში ან 2010-ში გავიმეორებთ, პროგრამამ იმის ნაცვლად, რომ შემოგვთავაზოს ფუნთუშები ჩაისთან, გამოაქვს მშრალი ტექსტი ცნობარიდან. არც თუ ისე ურიგო ხერხია იმისათვის, რომ თანამშრომლებს წავაკითხოთ ინფორმაცია Word-ის შესაძლებლობებზე და ამითვე, დავეხმაროთ მათ აიმაღლონ ამ პროგრამის ფლობის დონე. თუ Microsoft-ის სტანდარტული აპლიკაციების ბოლო ვერსიებში რთულია პროგრამისტების ხუმრობების პოვნა, ისინი ჯერ კიდევ რჩებიან კორპორაციის ვებ-პროექტებზე. მაგალითად, თუ რესურს TechDays.ru-ზე, სადაც ხდება ტექნიკური სპეციალისტების სემინარების გამოქვეყნება, ძებნის ველში დაწერთ linux-ს, ეკრანზე მაშინვე გაჩნდება ფლეშ-მულტფილმი პინგვინის მონაწილეობით. ხოლო 'винда'-ს შემთხვევაში კი, თქვენ ნახავთ სხვა ანიმაციას, იგივე გმირების მონაწილეობით. შეიხედეთ About-ში ბევრი მომხმარებელი უკვე მიჩვეულია გარკვეული პროგრამების ყოველდღიურ გაშვებას, თუმცა არა ყველა მათგანმა იცის მცირე 'მისალმებების' შესახებ, რომლებსაც ტოვებენ იქ მწარმოებლები. ყველაზე ხშირად, ცნობას პროგრამისტებისაგან შეიძლება შევხვდეთ ინფორმაციულ ფანჯარა 'პროგრამის შესახებ'. მაგალითად, პოპულარული არქივატორი WinRAR-ი გვიჩვენებს წიგნების შეკვრას, ხოლო მათზე დაჭერისას კი, ის 'ვარდება' და სარკმლის კიდესთან მიღწევისას, იწყებს ბურთივით ხტუნვას. Bittorrent ქსელის კლიენტი - ბევრისათვის ისეთივე შეუცვლელი პროგრამაა, როგორიც მაგალითად ბრაუზერი ან საოფისე პაკეტი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასეთი აპლიკაციაა µTorrent-ი. თუ თქვენ არ იცით, რით დაკავდეთ იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ფაილები ერთი მომხმარებლიდან მეორისკენ გადადის, შეგიძლიათ ძალები მოსინჯოთ ტეტრისში. ამისათვის კი, ფანჯარა 'About'-ში დააჭირეთ ღილაკ T-ს. კიდევ ერთი 'ღია ბარათი' დამალულია დამამზადებლების სახელების ფანჯარაში, Adobe Photoshop-ში. აირჩიეთ პუნქტი 'About' და ამასთან, გეჭიროთ ღილაკ CTRL-ზე - ეკრანზე ჩნდება სულ სხვა ლოგოტიპი, რომელიც გამოხატავს გრაფიკული რედაქტორის დროებითი ბეტა-ვერსიის მოქმედ სახელწოდებას. თუ ამ პროგრამის ბოლო ვერსიას იყენებთ, მაშინ ეს იქნება თეთრი კურდღელი. 'ვარსკვლავური ომები' კონსოლებში ASCII სტილის გრაფიკა, იყო პროგრამისტის შემოქმედებითი ნატურის ერთ-ერთი პირველი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის მხოლოდ დიზაინერებისთვის არის საინტერესო და უფრო მეტად დავიწყებას ეძლევა, მასში შესრულებული ზოგიერთი ნაწარმოები ისე შესანიშნავად არის შესრულებული, რომ დღესაც კი გაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. გამოსახულების შემქნა ცალკეული სიმბოლოებისაგან - მომხმარებლისათვის ეს უკვე მიღწევაა. ანიმაციაზე რას იტყვით? თუ ბრძანებათა ველში ავკრიფავთ 'telnet towel.blinkenlights.nl'-ს, ეკრანზე გაიხსნება კონსოლური ფანჯარა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ლეგენდარულ საგა 'ვარსკვლავური ომების' IV ნაწილი - თავდაპირველი სლაიდით, ტიტრებითა და სავსებით ცნობადი პერსონაჟებით. Opera იუმორის გრძნობა არც ბრაუზერების მწარმოებლებს აკლიათ. Opera Software-ის გაფართოებების მთავარმა მენეჯერმა და 'ექსპრეს-პანელის' ერთ-ერთმა არქიტექტორმა, არნსტეინ ტიგენმა (Arnstein Teigene) წარმოგვიდგინა საკუთარ არსენალში არსებული სახალისო სათამაშო 'Kick Ass', რომელიც წარმოადგენს კლასიკური ასტეროიდული შუთერის რიმეიქს. თუმცა, ჩვეული კოსმოსური ხომალდის ნაცვლად, ეკრანზე დაფრინავს სამკუთხა კურსორი და გვიწევს გახსნილ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის განადგურება. ზალპების სეტყვის შედეგად (სროლისათვის საჭიროა ღილაკ Space-ის დაჭერა), ტექსტისგან, სურათებისაგან და სხვა ელემენტებისაგან აღარაფერი რჩება. თითოეული 'მტრის' მოსპობისათვის, პარალელურად მატულობს ქულათა რაოდენობაც. ყველაზე მოკლე ლინკი Opera-სთვის ამბობენ, რომ სიზარმაცე - პროგრესის ძრავაა. როდესაც ადამიანისათვის ძნელი გახდა სიმძიმეების ტარება, მან ბორბალი გამოიგონა, სწრაფად გადასაადგილებლად კი ეტლი. პროგრამისტებმა, რომლებიც მუშაობდნენ Opera-ზე, ასევე გადაწყვიტეს თავიანთი ცხოვრების გამარტივება. ჩაწერეთ მისამართის ველში /. და შედით ამ უცნაურ ბმულზე. თქვენ მოხვდებით ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტექნიკურ ბლოგ - slashdot.org-ზე. როგორც ჩანს, ამ ბრაუზერის შემქმნელები ამ რესურსის დიდი მოყვარულები არიან. ცეცხლოვანი მელას ღია ბარათები ხუმრობაზე უარს არც Firefox-ის მწარმოებლები ამბობენ. მისამართის ველში აკრიფეთ about:robots და დაინახავთ შეტყობინებას რობოტებისაგან. არ დაგავიწყდეთ ღილაკ 'Попробовать снова'-ზე დაჭერა, იმისათვის, რომ გამოჩნდეს ახალი წარწერა - 'Пожалуйста, больше не нажимайте эту кнопку' Firefox-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი 'ხუმრობა' - ეს გახლავთ Mozilla-ს წიგნი, რომელიც პირველად ჯერ კიდევ Netscape ბრაუზერში გაჩნდა. ამისათვის, საჭიროა მისამართის ველში შეიყვანეთ about:mozilla. მისი ტექსტი იცვლება ვერსიის განახლებასთან ერთად. chrome://browser/content/browser.xul-ის აკრეფისას კი, გაიხსნება ბრაუზერის კიდევ ერთი ასლი. ამ ფანჯარაში კი შესაძლებელია ახალ-ახალი ტაბების გაჩენა და Firefox-ის უსასრულობამდე 'გამრავლება'. გამარტივებული ძიება Яндекс-ისაგან მაქსიმალურად ლაკონიური დიზაინი - Google-ის ინტერფეისის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თავისებურებაა. ამ მხრივ, საკუთარი ვერსიები გააჩნია Яндекс-საც. ასე მაგალითად, yandex.ru/white.html მისამართზე, ხელმისაწვდომია საძიებო სისტემის სპეციალური ვარიანტი ოპტიმისტებისათვის. არაფერი ზედმეტი - მხოლოდ მოციმციმე კურსორი თეთრ ფონზე. yandex.ru/black.html - კი პესიმისტებისთვისაა. ეს სახუმარო მოდელები დამზადებულ იქნა პირველი აპრილისათვის, მაგრამ მათი გამოყენება წელიწადის სხვა დღეებშიც შეგიძლიათ. ბედნიერების გვერდი და საიდუმლო დონე Яндекс-ისაგან Яндекс-ის ვებ-პროგრამისტებმა იციან, თუ რა არის იუმორის გრძნობა, რაშიც ადვილად დარწმუნდებით, გვერდ 404-ის დიზაინის ნახვის შემდეგ, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ცდილობთ ამ სერვერზე არარსებული მისამართის გახსნას. 404-ის შეცდომის სტანდარტული ინფორმაციის გარდა, მასზე ასევე გამოიტანება შეტყობინება 'И помните: вы это не читали'. ზოგჯერ, შესაძლებელია Яндекс-ის საიდუმლო დონეზე მოხვედრა, ხოლო თუ გაგიმართლებთ, იპოვით ბედნიერების გვერდსაც კი. Google Logos — დუდლების სრული ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 'ხუმარა' - Google-ია. ყველა კარგად იცნობს ამ სერვისის სავიზიტო ბარათს - პოპულარულ ფერად ლოგოტიპს. ამ სურათით მწარმოებელთა გუნდი სარგებლობს ყოველ მოსახერხებელ შემთხვევის დროს და ცვლის მას დუდლით - გამოსახულებით, რომელიც გაფორმებულია მიმდინარე თარიღის მიხედვით. ზოგჯერ მის მაგივრად ჩნდება სახალისო Flash-ანიმაცია, როგორც ეს იყო კომპიუტერულ თამაშ Pac-Man-ის 30-წლის იუბელეზე. ხოლო 16 აპრილს კი, შესაძლებლობა გვქონდა, რომ გვენახა მთელი რგოლი, რომელიც ეძღვნებოდა ლეგენდარულ კომოკოს - ჩარლი ჩაპლინს. თუ ნანობთ იმაზე, რომ გამოტოვეთ რომელიმე დღე და ვერ მოასწარით განახლებული ემბლემის ნახვა - ნუ იღელვებთ. გვერდ Google Logos-ზე, განთავსებულია საძიებო სისტემის სურათები, როგორც ყველა მომხმარებლისათვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური დღესასწაულებისათვის. დასკვნა პროგრამული კოდი, ყოველწლიურად უფრო რთულდება, ამიტომ, დატოვებული საცავების პოვნა უკვე არც ისე მარტივი საქმეა. მათი ავტორები, მიუხედავად ხელმძღვანელების აკრძალვებისა, ალბათ მაინც არ დაიშლიან საკუთარი შემოქმედებითი შტრიხის დატოვებას და იმედი ვიქონიოთ, რომ როგორმე მინიშნებას მაინც მოგვცემენ, თუ სად მოვძებნოთ ისინი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. წყარო
  18. აი სრული ინფო. მოდერს ვთხოვ, ჩაამატოს პირველ პოსტში: ჭორები იმის შესახებ, რომ Microsoft-ი აპირებს Skype-ის შეძენას, უკვე სინამდვილეს შეესაბამება: ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზემოაღნიშნულმა კომპანიამ და საინვესტიციო ჯგუფმა, Silver Lake-ის ხელმძღვანელობით, მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას ამ საკითხის თაობაზე და პოპულარული ინტერნეტ-კომუნიკატორი გადავიდა ახალი მფლობელის ხელში, 8,5 მლრდ დოლარად. Microsoft-ი აღნიშნავს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება კომუნიკაციის ბიზნესში და სთავაზობს კლიენტებს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა Lync, Outlook, Messenger, Hotmail და Xbox LIVE. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამული გიგანტი ერთაზროვნად მიუთითებს Skype-ის საშუალებების სხვა მოწყობილობებთან გაერთიანებაზე, მაგალითად Xbox-თან, Kinect-თან და ასევე საკუთარ მობილურ პლატფორმა Windows Phone-თანაც. გარდა ამისა, ნახსენები იყო Skype-ის მხარდაჭერაზე უამრავ სხვა Windows-გაჯეტებში და ასევე მომხმარებლების კავშირზე - Lync, Outlook, Xbox Live-თან და სხვებთან. Skype-ი გახდება Microsoft-ის ახალი ბიზნეს-ქვეგანყოფილება, ხოლო კომუნიკატორის აღმასრულებელი დირექტორი ტონი ბეიტსი (Tony Bates) მიიღებს Microsoft Skype-ის პრეზიდენტობას და უშუალოდ დაექვემდებარება სტივ ბალმერს (Steve Ballmer). შეგახსენებთ, რომ კომპანია Skype დაარსდა 2003-ში, 2005 წლის სექტემბერში, ის შეიძინა eBay-მ, ხოლო 2009-ის ნოემბერში გახდა Silver Lake-ის ხელმძღვანელობაში არსებული საინვესტიციო ჯგუფის საკუთრება. უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წელს, Skype-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვმა შეადგინა 170 მლნ ადამიანი, რომლებმაც საერთო ჯამში, ისაუბრეს 207 მლრდ წუთი. სინამდველეში რას მოიტანს Microsoft-თან შერწყმა, ამას დრო გვიჩვენებს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გაზრდის შესაძლებლობებსა და უფრო მოხერხებულს გახდის მას მომხმარებლებისათვის.
  19. კომპანია Cooler Master-მა ახლახანს წარმოადგინა გამაგრილებელი სადები ნოუთბუქებისათვის NotePal LapAir, რომელიც გამოირჩევა აკურატული და უბრალო იერ-სახით. როგორც ხედავთ, მასზე მოთავსებული მობილური კომპიუტერი ერთგვარ დაქანებულ კუთხეს იღებს, რაც კლავიატურაზე მუშაობას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. გრილი ჰაერის ნაკადის მიღებას ვენტილატორი ახდენს მის უკანა ნაწილში დატანებული ხვრელების საშუალებით. პროდუქტის ზედა მხარე რეზინის საფარველით არის დაფარული, რაც გამორიცხავს ნოუთბუქის ჩამოცურების შესაძლებლობას. ხოლო, ქვედა ნაწილს კი, გააჩნია ერთგვარი 'ბალიში', რაც უზრუნველყოფს სადების კომფორტულ განთავსებას მუხლებზე. ამგვარი ხერხი გამოსადეგი იქნება ავტობუსში, ავტომობილსა თუ თვითმფრინავში. მეტალის ბადე, რომელიც ფარავს NotePal LapAir-ის 80 მმ-იან ფენს, ხსნადია და ეს რასაკვირველია, ამარტივებს მის მტვრისგან გაწმენდის პროცესს. ამ დეტალის მორგება-მოძრობისათვის, დამატებითი ინსტრუმენტების გარეშე ხდება. ფენის კვებას უზრუნველყოფს USB და ის ასრულებს 1650 ბრ/წთ-ში. მისი წარმადობის დონე შეადგენს 1,84 მ3/მ-ს, ხოლო ხმაურის მაჩვენებელი არ აღემატება 23 dBA-ს. პროდუქტის წონა 1,2 კგ-ია, გაბარიტები კი 430 x 316 x 18~56 მმ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასზე შესაძლებელია ნოუთბუქის მოთავსება, დიაგონალის სიგრძით 17 დუიმი. IXBT
  20. კომპანია ASUS-მა დააანონსა Intel Z68 ჩიპსეტზე დაფუძნებული სისტემური დაფების პირველი ნაკადი, რომლის ოფიციალური დებიუტიც დღეს არის დაგეგმილი. მასში შესულ იქნა P8Z68 სერიის, ATX ფორმ-ფაქტორის სამი მოდელი და Micro-ATX ტიპის Maximus IV GENE-Z. ბოლო მათგანი ეკუთვნის ROG (Republic of Gamers) ხაზს და აღჭურვილია ისეთი გამორჩეული თავისებურებების მთელი ნაკრებით, როგორიც არის ROG Connect და ხმის კოდეკი SupremeFX X-Fi 2. ახალი პროდუქტები გათვლილნი არიან Intel Core-ის II თაობის პროცესორებთან მუშაობისათვის და გააჩნიათ ოთხი DDR3-2200 ოპერატიული მეხსიერების მოდულის მხარდაჭერა, საერთო მოცულობით 32 გბ. კვების ქვესისტემა ორგანიზებულია 16-ფაზიანი სქემის მიხედვით, 'ინტელექტუალური' დატვირთვის მართვით DIGI+-ით. აქედან 12 ფაზა გამოყოფილია CPU-სათვის, ხოლო დარჩენილი 4 კი - მასში ჩაშენებული გრაფიკული ბირთვისათვის. EPU და TPU მიკროსქემების საშუალებით, უნდა მოხდეს სისტემის წარმადობის დონის და ენერგოეფექტურობის გაზრდა. P8Z68 სერიის დაფებს გააჩნიათ SLI და CrossFireX-ის მხარდაჭერის მქონე, PCI-E x16 ტიპის სამი სლოტი. P8Z68-V PRO და P8Z68-V მოდელები აღჭურვილნი არიან D-Sub, DVI და HDMI გასასვლელებით, ხოლო P8Z68 Deluxe-ის კომპლექტაციაში ისინი არ გვხვდებიან. Maximus IV GENE-Z-მა მიიღო ორი ცალი PCI-E x16 და ერთი HDMI პორტი. თითოეული პროდუქტის ღირსებად კი უნდა ჩაითვალოს LucidLogix Virtu ტექნოლოგია, რომელიც იძლევა ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვისა და დისკრეტული ვიდეობარათების რესურსების ერთდროულ გამოყენების საშუალებას. P8Z68 Deluxe-სა და P8Z68-V PRO-ს გააჩნიათ ოთხ-ოთხი SATA 6 გბიტ/წმ პორტი, ხოლო P8Z68-V-სა და Maximus IV GENE-Z-ს - მხოლოდ ორი. გარდა ამისა, ყველა მათგანის არსენალში შედის Gigabit Ethernet ადაპტერი (Deluxe ვერსიაში ის ორი ცალია), ოთხი USB 3.0, ამდენივე SATA 3 გბიტ/წმ გასასვლელი და Bluetooth მოდული. მაუსის გამოყენების შესაძლებლობის მქონე UEFI BIOS-ის გრაფიკული ინტერფეისი შესამჩნევად ამარტივებს პარამეტრებისა და მონიტორინგის პროცესებს. მწარმოებელი ასევე აღნიშნავს 2,2 ტბ-ზე მეტი ტევადობის მქონე მყარი დისკების მხარდაჭერასაც. ცნობები აღნიშნული დაფების გამოსვლისა და ფასების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია. ASUS, IXBT
  21. HP-მ დღეს დააანონსა მობილური კომპიუტერების ტრიო, კერძოდ კი Pavilion dv4, განახლებული ENVY 14 და Mini 210 ნეტბუქი. პირველი მათგანი აღჭურვილია 14-დუიმიანი LED-ბექლაიტ BrightView დისპლეით, იყენებს CoolSense ტექნოლოგიას, რაც უზრუნველყოფს დაბალ ტემპერატურას ოპერატიულ რეჟიმში. ის წარმოებულ იქნება ორი ფერის ოპციით - espresso black-ში და pacific blue-ში, ბაზური ღირებულებით 600$-ად და ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე თვის 18 რიცხვიდან. ახალი ENVY 14-ის ეკრანის ზომა გახლავთ 14.5-დუიმი, შესრულებულია მეტალისფერში და მუშაობს II თაობის Core პროცესორზე, გააჩნია USB 3.0, Beasts აუდიო და თაჩ-პედი, რომელიც იყენებს გამოსახულების სენსორის ტექნოლოგიას - 'advanced gesture'-ისა და უფრო მეტი 'fluid control'-ის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული პროდუქტის დებიუტი შედგება ივნისის 15 რიცხვში, 1,000$-იანი ნიშნულით. Mini 210-ის დიზაინი მომრგვალებული, ნატიფი მოხაზულობით გამოირჩევა და გამოსულ იქნება ხუთ ფერში, ესენია: sweet purple, charcoal, crimson red, luminous rose და ocean drive. მის არსენალში აგრეთვე შესულია Beats აუდიო და QuickWeb 3.0 instant-on ოპერაციული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სუპერ-სწრაფ ინტერვებთან. ნეტბუქი ივნისის 15-დან გამოჩნდება, სულ რაღაც 300$-ად. TC Magazine
  22. კონცეპტუალური კლავიატურა COOL LEAF-ი კომპანია Minebea-მ ჯერ კიდევ 2010 წლის მარტში დააანონსა. მას არ გააჩნია ცალკეული მოძრავი კლავიშები, მათ ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ სენსორულ პანელს, რომელიც თავსებადია როგორც კომპიუტერებისათვის, ასევე დისტანციური მართვის პულტების, კალკულატორებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობებისათვის. აღნიშნული იდეა განხორციელებულ იქნა რეალური პროდუქტის სახით, რომლის გაყიდვებიც უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყება. ნაწარმის ზომები შეადგენს 383 x 17 x 128 მმ-ს და მუშაობს USB-პორტთან დაკავშირებით და Windows XP, Windows Vista ან Windows 7 სისტემებთან. სარკისებური პრიალა ზედაპირი მოიცავს სტანდარტულ 108-კლავიშს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ იაპონურ ენაზე. ივლისის თვეში, კომპანია გვპირდება ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ლეი-აუტებსაც. აგრეთვე დაგეგმილია ამ გაჯეტის გამოშვებაც Apple-ის კომპიუტერებისთვისაც. COOL LEAF (CLKB-01) კლავიატურა დაახლოებით 320$-ად არის შეფასებული. Minebea, IXBT
  23. AMD-ეს ახალი Radeon HD 6570 და 6670 გრაფიკული ბარათები, როგორც თქვენთვის ცნობილია, განკუთვნილნი არიან ბაზრის 80-100$-იანი სეგმენტისათვის და საინტერესოა, მართლა შეძლებენ თუ არა ისინი ამ უაღრესად კონკურენტუნარიან გარემოში ადგილის დამკვიდრებას თუ ეს მცირე ევოლუციური ცვლილებები მეტისმეტად უმნიშვნელო ხასიათისაა? ეს ახალი პროდუქტები Radeon HD 5570 და 5670-ის ერთგვარი ბუნებრივი გაუმჯობესებას წარმოადგენენ. მათი საწყისი ღირებულება 65 და 80$-იდან იწყება შესაბამისად, მეორე მათგანი კი გამორჩეულია იმით, რომ ის გახლავთ ყველაზე მძლავრი რეფერენსული გადაწყვეტილება, რომელსაც არ სჭირდება PCIe კვების კაბელი. Radeon HD 5000 სერიის ბარათებთან შედარებით, ახალი ხაზის პროდუქტებმა განიცადეს ოდნავი (თუმცა შესამჩნევი) არქიტექტურული მოდერნიზაცია, ასე, რომ შეგვიძლია იმის ვარაუდი, რომ ისინი წინამორბედების მსგავსნი იქნებიან. პირველ რიგში, მოდით შევიტყოთ თუ როგორ არის მოწყობილი Turks GPU: თქვენ ხედავთ Barts GPU-ს შთამომავალს, რომელიც წარდგენილ იყო Radeon HD 6800 სერიით, რომელიც თავის მხრივ, გახლდათ Cypress-ის გაგრძელება. მისი SIMD ძრავების რიცხვი შემცირებულ იქნა ექვსამდე, რომელთაგანაც თითოეული დაკავშირებულია ოთხ ტექსტურ იუნიტთან და გააჩნია 16 thread პროცესორი, ხოლო ორი ცალი 64-ბიტიანი მეხსიერების კონტროლერი უზრუნველყოფს პროდუქტს 128-bit ინტერფეისით. Turks-ს გააჩნია მსგავსი თავისებურებები, რაც Radeon 6000 ხაზს: გაუმჯობესებული ტესელაციური წარმადობა, Eyefinity (ამ კონკრეტულ მოდელებს აქვთ ოთხ დისპლეიმდე მხარდაჭერა) და Blu-ray 3D დეკოდური აქსელერაცია. ამ მომენტისათვის, აღნიშნულ GPU-ს თქვენ შეხვდებით ორ სპეციფიურ კონფიგურაციაში: Radeon HD 6570-სა და 6670-ში. ახლა კი, სქემაზე შევხედოთ მათ პოზიციურ განლაგებას: Radeon HD 5570-ისა და 6570-ის სიხშირეები მსგავსია, ხოლო Radeon HD 6670-ის მახასიათებელი კი, 25 მჰზ-ით აღემატება 5670-ისას. აქედან გამომდინარე, ახალმა ბარათებმა, წარმადობის მხრივ, წესით უნდა აჯობონ მათ წინამორბედებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უპირატესობა არ არის გარკვევით წარმოჩენილი. მაშინ, როდესაც განსაკუთრებულს არაფერს ველით იგივე ღირებულების მქონე GeForce GT 240-საგან (Radeon HD 5670-ზე დაბალი წარმადობის დონით), ალბათ დაძაბული შეჯიბრი იქნება GeForce GTS 450-სა და ახალ Radeon HD 6670-ს შორის. თუმცა, სანამ უშუალოდ ტესტებზე გადავიდოდეთ, მოდით ჯერ თვალი შევავლოთ AMD-ს ორ ახალ რეფერენს პროდუქტს. ორივე ბარათის სიგრძე განახევრებულია, რითაც ისინი იდეალურნი არიან HTPC აპლიკაციებისათვის. ერთი შეხედვით, რთულია მათი ერთმანეთისაგან გარჩევა, მიუხედავად წარმადობაში დიდი განსხვავებისა. მხოლოდ Radeon HD 6670-ის გაცილებით დიდი ზომის ქულერი ამარტივებს მის ცნობას და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს კომპონენტი თავსდება ერთი PCIe სლოტისათვის განკუთვნილ სივრცეში. ბარათებს გააჩნიათ მეორე თაობის PCI Express სლოტის 75W-იანი ლიმიტი, ხოლო Radeon HD 6670, როგორც უკვე აღინიშნა, ხდება უსწრაფესი რეფერენს მოდელი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი კონექტორი. ორივე პროდუქტი აღჭურვილია DVI-D, DisplayPort და ანალოგ VGA გასასვლელებით. DVI-D-ს გააჩნია DVI-to-HDMI ადაპტერი - 3D დისპლეისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ GPU-თი შესაძლებელია ოთხი ეკრანის ჩართვა, გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა, თავის ბარათებზე განათავსოს უფრო მეტი პორტი, თუმცა მათი უმეტესობა, ალბათ მაინც უფრო გამარტივებულ კავშირის საშუალებებს აირჩევს. გამომდინარე იქიდან, რომ Radeon HD 6570-ს და 6670-ს მსგავსი PCB გააჩნიათ, გასაკვირი არ არის, რომ ორივე აღჭურვილია GDDR5 RAM-ით. შესაძლოა, Radeon HD 6570-ის DDR3 ვერსიას ოდნავ განსხვავებული აგებულება აქვს. მისი წარმადობის დონე, დღევანდელ ტესტირებაში მონაწილე ბარათთან შედარებით, უფრო დაბალია. სატესტო კონფიგურაცია და ბენჩმარკები გარდა ახალი Radeon HD 6570 GDDR5-ისა და 6670-ისა, ბენჩმარკებში შესულ იქნებიან ისეთი მნიშვნელოვანი მონაწილეებიც, როგორებიც არის Radeon HD 5570, Radeon HD 5670, GeForce GT 240 GDDR5 და GeForce GTS 450. დავიწყოთ 3DMark 11-ით: გაითვალისწინეთ, რომ GeForce GT 240 GDDR5 ამ ბენჩმარკიდან ამოღებულია, იმიტომ, რომ მას არ გააჩნია DirectX 11-ის მხარდაჭერა.GDDR5-ით აღჭურვილი Radeon-ები მჭიდრო შედეგებს გვიჩვენებენ და მხოლოდ DDR3-ის მქონე HD 5570 ჩამორჩება დანარჩენებს. როგორც ხედავთ, GeForce GTS 450-მა შესამჩნევი უპირატესობა მოიპოვა. DirectX 11 tessellation-ის მხარდაჭერის არქონის გამო, GeForce GT 240 არ მონაწილეობს მეორე ბენჩმარკშიც. Radeon HD 6570 GDDR5 ფეხდაფეხ მისდევს 5670-ს, ხოლო Radeon HD 6670-ს გააჩნია მცირე უპირატესობა AMD-ეს დანარჩენ მოდელებთან შედარებით. GeForce GTS 450 პირველ პოზიციაზე განთავსდა, რაც სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, თუ გავითვალისწინებთ მის პოზიციას უფრო მაღალი ღირებულების ბარათების სეგმენტში. Crysis 2 აქ კი, Radeon HD 6670-ის შედეგები, ჩვენდა გასაოცრად, თითქმის GeForce GTS 450-ის იდენტურია, ხოლო 5670 და 6570-იც ასევე, საკმაოდ ახლოს იმყოფებიან GeForce GT 240 GDDR5-თან. Bulletstorm Bulletstorm-ს, კვლავაც გარკვეული პრობლემები აქვს 1680x1050 გაფართოებაზე, თუმცა ტესტებში მასაც გამოვიყენებთ: 1280x1024-ზე, GDDR5-ის მქონე ბარათები, მჭიდრო შედეგებს აფიქსირებენ, ხოლო 1920x1080-ზე კი, ინტერვალები შესამჩნევად იზრდება. Metro 2033 ამ თამაშს გააჩნია DirectX 11 რეჟიმის ტესელაცია, მაგრამ GeForce GT 240-ს მისი მხარდაჭერა არ მოეპოვება. ამგვარად, ბენჩმარკში ის გატარებულ იქნა DirectX 10 კოდურ ველზე. ნაკლებად მომთხოვნ დატვირთვას, როგორც ჩანს, არ მოაქვს სარგებელი GeForce GT 240 GDDR5-ისათვის, რადგანაც ის არც თუ ისე დამაჯერებლად უსწრებს DDR3-ით აღჭურვილ Radeon HD 5570-ს. Aliens Vs. Predator კვლავაც, აქ გვაქვს DirectX 11 ბენჩმარკი, რომლის გაშვებაც GeForce GT 240-ს არ შეუძლია (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თამაშს გააჩნია DirectX 10 ბარათების მხარდაჭერა). მაღალ რეზოლუციებზე შედეგები ახლოს არის ერთმანეთთან, თუმცა პოზიციები ისევ მსგავსია. F1 2010 High details დონე, ამ კლასის გრაფიკული ბარათებისათვის ცოტა არ იყოს და მეტისმეტია. კარგია ის, რომ ეს თამაში ფანტასტიურად გამოიყურება საშუალო ხარისხის პარამეტრებზეც: სურათი უცვლელია, Nvidia-ს GeForce GTS 450 პირველ ადგილზეა. Just Cause 2 ახლა კი შევიტყოთ, გვიჩვენებს თუ არა ამ თამაშის მოთხოვნადი გრაფიკული ძრავი დაძაბულ პაექრობას ამ შეჯიბრში. როგორც ჩანს არა - შედეგები წინა ტესტების მსგავსია. H.A.W.X. 2 ეს თამაში მნიშვნელოვნად იყენებს ტესელაციას, მაგრამ ის გამორთულ იქნა იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო GeForce GT 240 GDDR5-საც. მიუხედავად ზემოაღნიშნული მოქმედებისა, H.A.W.X. 2 ძლიერ უპირატესობას მაინც GeForce ბარათების მიმართ იჩენს. GeForce GT 240 აქ შედარებით ნორმალურად გამოიყურება და ფეხდაფეხ მისდევს მაღალწარმადოვან Radeon-ებს. Anti-Aliasing Benchmarks Radeon HD 6670 ამცირებს დისტანციას GeForce GTS 450-თან მიმართებაში, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც მას გააჩნია 100 მჰზ-ით მეტი GDDR5 და ასევე ოდნავ დიდი მეხსიერების გამტარიანობა. Overclocking And CrossFire Benchmarks რეფერენს ბარათი Radeon HD 6570 GDDR5 შეზღუდულია 675 მჰზ-იანი ლიმიტით - Catalyst Control Center Overdrive პანელში. ამიტომაც, გამოვიყენეთ MSI Afterburner-ის ოვერქლოქინგის უტილიტა, უფრო მაღალი სიხშირეებისათვის. ამ ცდებს ტყუილად არ ჩაუვლია და მიღწეულ იქნა 845 და 1150 მჰზ აჩქარებები - ბირთვისა და მეხსიერებისათვის შესაბამისად. პირველ შემთხვევეაში, ეს 45 მჰზ-ით მეტია Radeon HD 6670-ის ქარხნულ მახასიათებლებზე. უფრო შთამბეჭდავი კი ის გახლავთ, რომ ეს მაქსიმალური მაჩვენებელია, რომელსაც Afterburner-ის იძლევა. Radeon HD 6670-ის Turks GPU უკვე აჩქარებულია 800 მჰზ-მდე, თუმცა მოვახერხეთ და ის გავზარდეთ 940-მდე. მეხსიერების ნიშნული Radeon HD 6570 GDDR5-ის მსგავსად, 1150 მჰზ-ია. ეს ბარათები ჩვენ ერთად განვათავსეთ CrossFire კონფიგურაციაში და სურვილი გვქონდა, რომ ისინი გვემუშავებინა Radeon HD 6670-ის ქარხნულ სპეციფიკაციებზე. თუმცა, ამისაგან არაფერი გამოვიდა, რადგანაც Afterburner-ი ‘იქრაშებოდა’, ამიტომ შევამცირეთ Radeon HD 6670-ის სიხშირეები: მაღალი მაჩვენებლებით, Radeon HD 6570 წარმადობის დონით უსწრებს ქარხნულ Radeon HD 6670-ს. მეორე მათგანის აჩქარებით, მიღწეულ იქნა შესამჩნევი გაუმჯობესება, თუმცა GeForce GTS 450-მდე მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა. ორი ცალი Radeon HD 6570 GDDR5, CrossFire რეჟიმში საოცრად გამოიყურებოდნენ და მიუახლოვდნენ Radeon HD 6790-ს. HD Video Quality: HQV 2.0 ახლა კი, მოდით HQV 2.0 ბენჩმარკის საშუალებით, გავიგოთ ამ ბარათების შესაძლებლობები - მაღალი ხარისხის ვიდეო გამოსახულების უზრუნველყოფის მხრივ. ამ ტესტში, მაქსიმალური მწვერვალი, AMD-ეს ბარათებს შორის, მიაღწია ~80$-იანმა Radeon HD 6570-მა (შედეგი - 201), უკეთესის ჩვენება ვერ შეძლეს უფრო ძვირადღირებულმა Radeon-მაც. ეს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა GeForce ხაზთან შედარებით, რომელშიც ტოპ-შედეგი დაახლოებით 160 ქულას გაუტოლდა. Power, Temperature And Noise Benchmarks სანამ უშუალოდ ტესტების შედეგებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ GT 240 GDDR5 არ არის რეფერენსული მოდელი, ხოლო Gigabyte GV-N240D5-512 - კი. Radeon HD 6670-მა გაგვაოცა, რადგანაც მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას დატვირთვის დროს, ვიდრე Radeon HD 5670. GeForce GTS 450-ს აქ გარკვეულ სირთულეებს განიცდის და მისი შედეგები ბევრად აღემატება დანარჩენებისას. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვიყენებთ 3DMark 11-ს, ასე, რომ DirectX 10-ის მქონე GeForce GT 240-ს არ შეუძლია ამ ბენჩმარკში მონაწილეობის მიღება. Radeon HD 6570-ის GPU ტემპერატურა ყველაზე მაღალია და ეს გასაკვირიც არ არის, თუ მხედველობაში მივიღებთ მის პაწაწინა ქულერს. ამ დავალებას უფრო ეფექტურად უმკლავდება 6670-ის უფრო დიდი ზომის დაფა და ფენი. ხმაურის მხრივ, GeForce-ის ბარათები შესანიშნავად გამოიყურებიან, თუმცა მათ არც თუ ისე დიდი მანძილით ჩამორჩევიან Radeon-ის პროდუქტები. დასკვნა საბოლოო შეჯამებისათვის, მოდით შევხედოთ სათამაშო წარმადობის საშუალო შედეგებს - 1680x1050-ზე, ამ დონის ბარათებისათვის ყველაზე გავრცელებულ რეზოლუციაზე: Radeon HD 6670 ცოტათი სჯობს 5670-ს, ხოლო GDDR5-ით აღჭურვილი 6570 ოდნავ უფრო ცუდად გამოიყურება.სიის ბოლოში განთავსდა AMD-ს Radeon HD 5570 DDR3. 60$-ის ფასად, ეს მშვენიერი საწყისი დონის სათამაშო ბარათია, რომელსაც შეუძლია 1280x1024-ზე მუშაობა და ზოგჯერ 1680x1050-ზეც, როდესაც დეტალების პარამეტრები შემცირებულია. GeForce GT 240 GDDR5 მასზე 20%-ით უკეთეს შედეგს გვიჩვენებს, მაგრამ ის 80$-ის ფარგლებში იმყოფება. თითქმის იგივეს თქმა შეიძლება Radeon HD 5670-ზეც, რომელიც აფიქსირებს წარმადობის ორმაგ ზრდას. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც DirectX 10-ით შემოიფარგლება, არის GeForce GT 240 და საოცარი არ არის, რომ ის მოწინავე პოზიციებზე არ მოხვდა. გადავიდეთ Radeon HD 6570-ზე. GDDR5-ით აღჭურვილი, ის არ გახლავთ ისეთი სწრაფი, როგორც Radeon HD 5670, თუმცა მისი რეკომენდირებული ფასი 79$, ძალიან წააგავს 5670-სას. თქვენ შეგიძლიათ შემეკამათოთ, რომ Radeon HD 6570 GDDR5-ს აჩქარების უკეთესი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ დარწმუნებულნი იქამდე ვერ ვიქნებით, სანამ არ დავტესტავთ უშუალოდ retail მოდელებს, ვიდრე რეფერენსულ პროდუქტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შედარებით ადრინდელი Radeon HD 5670 ინარჩუნებს მისაღებ 80$-იან ღირებულების ნიშნულს და ის ნამდვილად არ არის მოძველებული. საინტერესო იქნებოდა 512 მბ-იანი DDR3-ით აღჭურვილი Radeon HD 6570-ის დატესტვა. დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ GDDR5-ის მქონე 6570 საკმაოდ პოპოლარული გახდება თუ მწარმოებლები გადაწყვეტენ 5570-ის GDDR5 ვერსიის გამოშვებას, მხოლოდ უფრო შემცირებული DDR3 მეხსიერებით. არ არის გამორიცხული, რომ Radeon HD 6570-იც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდეს, თუმცა დაზუსტებით ამას მხოლოდ დროთა განმავლობაში შევიტყობთ. 512 მბ-იანი DDR3-ზე დაფუძნებული ბარათი, შეიძლება ვერ გვიჩვენებდა Radeon HD 5570-ზე უკეთეს შედეგებს თამაშების ბენჩმარკებში, მაგრამ ის საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება აღმოჩნდებოდა HTPC-ებისათვის, რომელსაც ექნებოდა მაღალხარისხიან ვიდეოსთან გამკლავების შესანიშნავი უნარი იმ ბარათების მსგავსად, რომლებიც დღევანდელ ტესტირებაში მონაწილეობდნენ. Turks-ით აღჭურვილ Radeon HD 6670-ს რაც შეეხება.. მისი წარმადობის დონე უდავოდ Radeon HD 5670-ზე უკეთესია, მაგრამ მისი ღირებულება 99$, მეტისმეტად ახლოს არის ისეთ მძლავრი ბარათების ნიშნულებთან, როგორებიცაა Radeon HD 5750 და GeForce GTS 450. ზედმეტი არ იქნება იმის აღნიშვნაც, რომ ყველაზე იაფი GTS 450 ხელმისაწვდომია 115$-ად, რაც მხოლოდ იმას ამტკიცებს, თუ როგორი ცვალებადია გრაფიკული ბარათების ბაზარი სინამდვილეში. 99$-იანი Radeon HD 6670-იც უბრალოდ მეტისმეტად ძვირია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Radeon HD 5750-ში და GeForce GTS 450-ში სულ რამდენიმე დოლარით მეტის გადახდა მოგიწევთ. დროთა განმავლობაში, AMD Radeon HD 6670-ის ფასი დაიწევს 80$-ის დონემდე, სადაც არის მისი ადგილი და ჩაანაცვლებს Radeon HD 5670-ს. გახსოვთ ალბათ, რომ მისი MSRP-იც, გამოშვების დროს ასევე 99$ იყო. დიდი მადლობა ყურადღებისათვის
  24. ჯერ ჩიპსეტი არ გამოსულა და უკვე დაფებს უშვებენ. ბარემ აქვე ჩავამატებ, მცირე ინფოა: უცნობი მიზეზების გამო, Intel-მა გადაწყვიტა Z68 ჩიპსეტის პრეზენტაციის თარიღის რამდენიმე დღით გადადება: ოფიციალური პრემიერა მოსალოდნელი იყო 8 მაისისთვის, ამჯერად კი, წყარო ასახელებს აღნიშნული თვის 11 რიცხვს.
  25. საკმაოდ საინტერესო პროდუქტები აქვს ამ ბრენდს, მარა მეტისმეტად ძვირი ფასები აქვს რატომღაც
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.