Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. კომპანია LG Electronics-მა და Intel-მა ოფიციალურად წარადგინეს როგორც იტყობინებიან, ინოვაციურ 3D-ტექნოლოგია Film-type Patterned Retarder (FPR)-თი აღჭურვილია პირველი მონობლოკური კომპიუტერი, რომელიც უკვე გამოყენებული იყო ტელევიზორ LG CINEMA 3D-ებში. მოდელ LG V300-ს გააჩნია Full HD-ისა და 1920 х 1080 გაფართოვების მქონე, 23-დუიმიანი მულტისენსორული დისპლეი შუქდიოდური განათებით (გამოყენებულია მატრიცა IPS ტექნოლოგიით, რომელიც უზრუნველყოფს 178O-იან ხედვის კუთხეს ორივე სიბრტყეში). მწარმოებელთა თქმით, ნაწარმს შეუძლია 3D-გამოსახულების კაშკაშა და მკვეთრი გამოტანა, ნაკლები ჯვარედინი შეფერხებებითა და ეკრანის ციმციმით. სისტემასთან ერთად, კომპლექტში შესულია პოლარიზებული ტიპის მსუბუქი სათვალეების წყვილი, რომლებიც უზრუნველყოფენ 3-განზომილებიანი კონტენტის უფრო კომფორტულ ჩვენებას. გარდა ამისა, პროდუქტში რეალიზებულია DLNA (Digital Living Network Alliance) სტანდარტის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც ხდება მონაცემების გაცვლა სხვა თავსებად მოწყობილობებთან და ასევე Intel Wireless Display ტექნოლოგია, რომელიც ცნობილია კიდევ როგორც Wi-Di - ტელევიზორზე მასალის უკაბელო ნაკადური გადაცემისათვის. ნაწარმს, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7-ზე, სხვა ტექნიკურ მახასიათებლები შემდეგნაირი აქვს: Sandy Bridge თაობის Intel Core i7/i5/i3 პროცესორი; 8 გბ-მდე DDR3-1333 ოპერატიული მეხსიერება; ინტეგრირებული გრაფიკა Intel HD Graphics 3000 ან 1 გბ-ს მქონე, დისკრეტული AMD Radeon HD 6650M; 2,5-დუიმიანი SATA მყარი დისკი 750 გბ-მდე; DVD Super-Multi ან Blu-ray ოპტიკური წამყვანი; Gigabit Ethernet ქსელური ბარათი; Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი; Bluetooth 3.0+HS ან Bluetooth 2.1+EDR მოდული; აუდიოსისტემა SRS Sound ან SRS Wide 3D Sound-ის მხარდაჭერით; ტვ-ტუნერი (ოპციონალურად); ინტეგრირებული ქარდ-რიდერი 5-1-ში; ჩაშენებული ვებ-კამერა და მიკროფონი; ერთი RJ-45, ორი USB 3.0, ოთხი USB 2.0, HDMI და eSATA პორტი; ასევე გასასვლელები ყურსასმენებისა და შიდა მიკროფონისათვის. LG V300 სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მოგვიანებით კი, ის ხელმისაწვდომი გახდება ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ბაზრებზეც. 3DNews
  2. კომპანია GIGABYTE Technology-მ წარმოადგინა კომპიუტერი-ტრანსფორმერი GIGABYTE T1005M, რომელიც დაფუძნებულია მობილურ პლატფორმა Intel Pine Trail-M-ზე. მისი წონა 1,45 კგ-ია, კორპუსის გაბარიტები - 265 x 214 x 41,4 მმ და ხელმისაწვდომია Latte Gold შეფერილობაში. ის აღჭურვილია 10,1-დუიმიანი, 180O-ით მბრუნავ მულტისენსორულ დისპლეითა და ეკრანის შუქდიოდური განათებით. გარდა ამისა, მოდელის სპეციფიკაციაში, რომელსაც გააჩნია Windows 7 Starter ან Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემა, აგრეთვე შედის: ორბირთვიანი პროცესორი Intel Atom N550(1,50 გჰზ) ან Intel Atom N570 (1,66 გჰზ); Intel NM10 Express ჩიპსეტი; ინტეგრირებული გრაფიკა - Intel GMA 3150; 2 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერება; 320 გბ-მდე მყარი დისკის ტევადობა, 2,5-დუიმიან და 5400 ბრ/წთ შპინდელის ბრუნვის სიჩქარის მქონე SATA HDD-თი; 1,5 ვ-იანი ინტეგრირებული ორი ცალი დინამიკი Gigabit Ethernet ქსელური ბარათი; Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი; Bluetooth V2.1+EDR და 3.5G მოდულები; 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა და მიკროფონი; 4-1-ში ჩაშენებული ქარდ-რიდერი; თითო-თითო USB 3.0, USB 2.0, eSATA/USB Combo, D-sub, RJ-45, DC-პორტი; გასასვლელები ყურსასმენებისა და შიდა მიკროფონისათვის; 6-უჯრედიანი ელემენტი. ინფორმაცია ნეტბუქის ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების შესახებ, ჯერჯერობით არ ვრცელდება. 3DNews
  3. კომპანია ASUS-მა გამოფენაზე გამოიტანა Eee PC X101 ნეტბუქი, რომელიც დაფუძნებულია Intel Atom N435 პროცესორზე. ნაწარმის მახასიათებლების შესახებ, ჯერჯერობით მხოლოდ მცირე ინფორმაცია მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ მისი წონა შეადგენს 950 გ-ს, კორპუსის სისქე - 17,6 მმ-ს, ეკრანის დიაგონალის სიგრძე - 10,1 დუიმს, ხოლო გაფართოვება 1024х600 პიქსელს. მოწყობილობის სპეციფიკაცია გარდა ამისა, აგრეთვე შეიცავს 3,5 მმ-იან აუდიოგასასვლელს ყურსასმენებისათვის, Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერს, ვებ-კამერას და USB პორტებს. ოპერატიული მეხსიერებისა და HDD-ის მოცულობებზე (მყარსა და ჰიბრიდულზე) ცნობილი არაფერია. ASUS Eee PC X101 ნეტბუქი ხელმისაწვდომი იქნება როგორც Windows 7, ასევე MeeGo ოპერაციულ სისტემასთან. ღირებულების ნიშნული იწყება 200$-დან, ხოლო გაყიდვების დაწყების თარიღი მოგვიანებით გახმაურდება.
  4. კომპანია ViewSonic-მა წარმოადგინა როგორც იუწყებიან, მსოფლიოში პირველი მობილური პლანშეტი, რომელიც ერთდროულად დაფუძნებულია ორ ოპერაციულ სისტემაზე, კერძოდ კი Windows 7 Professional-სა და Android 2.2-ზე. უნდა ითქვას, რომ ახალ ნაწარმში რეალიზებულია მოწინავე ტექნოლოგია BlueStacks-საგან, რომელიც იძლევა Android-აპლიკაციების ჩართვის საშუალებას და ამავდროულად, არ იქნას დაკარგული ჩვეული Windows-გარემო. ViewSonic ViewPad 10Pro დამზადებულია პროგრესულ პლატფორმა Intel Oak Trail-ზე და აღჭურვილია 10,1-დუიმიანი ეკრანით, რომელიც შეხება-მგრძნობიარეა. მოწყობილობის არსენალშია 1,5 გჰზ-იანი Intel Atom Z670 პროცესორი, რომელსაც გააჩნია შიდა მეხსიერება 32 გბ ტევადობით. გარდა ამისა, ადგილზეა microSD-ბარათების ჩართვისათვის განკუთვნილი სლოტი, USB ინტერფეისი და 3G ქსელების მხარდაჭერა. ხოლო ელემენტი კი, უზრუნველყოფს 1080p ხარისხის ვიდეოს ჩვენებას 4,5 სთ-ის განმავლობაში. ღირებულებასა და გაყიდვების დაწყების შესახებ, ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. 3DNews
  5. Computex 2011-ზე კომპანია Noctua-მ წარმოადგინა თავისი ახალი პროდუქტები, პროცესორების გაგრილების სისტემების სეგმენტში. შთამბეჭდავად გამოიყურება სამი რადიატორის მქონე ქულერის პროტოტიპი, რომელთა შორის განთავსებულია 120 მმ-იანი Focused Flow ფენების წყვილი. გარდა ამისა, ის აგრეთვე აღჭურვილია რვა სითბური მილაკით, რომლებიც უზრუნველყოფენ სითბოს თანაბარზომიერ განაწილებას აღნიშნულ სამ დეტალს შორის. მწარმოებლის თქმით, მათი 'გაფანტვის' ფართობი 20%-ით უფრო მეტია, ვიდრე NH-D14-ს. გვერდითა რადიატორები, თავის მხრივ, აწეულნი არიან იმისათვის, რომ არ შეიქმნას დაბრკოლება მეხსიერების მოდულების განთავსებისას. მეორე მოდელს გააჩნია ექვსი ჰითპაიპი, რომლებიც უზრუნველყოფს სითბოს აწევას 70 მმ სიმაღლეზე, ხოლო მასიური რადიატორი კი, რომლის ფართობიც ასევე 20%-ით აღემატება NH-D14-ისას, გრილდება ორი 120 მმ-იანი Focused Flow ფენით. ჰაერის ნაკადი აღწევს პროცესორის ახლოს განლაგებულ სისტემური დაფის კომპონენტებამდეც. მესამე პროტოტიპის ეტალონად მიჩნეულია მოდელი NH-D14, მხოლოდ გარკვეული გაუმჯობესებებით. პირველ რიგში, რადიატორის თითოეულ სექციაში, ფარფლების რაოდენობა გაზრდილია 42-დან 50-მდე. მეორეც, ეს ქვედა დეტალები უფრო მცირე ზომისაა და განლაგებულნი არიან უფრო ვიწროდ იმისათვის, რომ გაანთავისუფლონ ადგილი მეხსიერების მოდულებისათვისა და ძაბვის რეგულატორებისათვის. ფენი NF-P12, რომელიც გამოყენებულია ორიგინალურ მოდელში, შეცვლილია 120 მმ-იანი Focused Flow ვერსიით. რამდენიმე არაორდინალური ნაწარმის შემდეგ, კომპანია დაუბრუნდა 'ტაუერ' ტიპის, ტრადიციული ფორმის ქულერებს. აღნიშნულ მოდელს გააჩნია ვიწრო, მაგრამ მაღალი რადიატორი, რომელიც იძლევა 140 მმ-იანი ფენის დაყენების საშუალებას (კომპლექტში შედის ერთი ცალი NF-P14). მიუხედავად მოკრძალებული გაბარიტებისა, ამ დეტალს უერთდება ნიკელით დაფარული, შვიდი სპილენძის სითბური მილაკი ბოლო პროდუქტი წააგავს მოდელ NH-C14-ის შემცირებულ ვარიანტს. კონსტრუქციაში გამოყენებულია ოთხი ჰითპაიპი და ორი ფენი, მათგან ზედა არის 120 მმ-იანი Focused Flow, ხოლო ქვედა კი - 92 მმ-იანი NF-B9. ქულერის სიმაღლე, დაყენებულ ორ ვენტილატორთან ერთად, შეადგენს 91 მმ-ს, მხოლოდ მეორეთი კი - 66 მმ-ს, რაც იძლევა მისი განთავსების საშუალებას დაბალპროფილიან კორპუსებში. TechPowerUP!, IXBT
  6. Computex-ზე, კომპანია ASUS-მა გამოიტანა თავისი ახალი ულტრათხელი ნოუთბუქი UX21. ის დაფუძნებულია Core i7 Sandy Bridge პროცესორზე, მისი წონა შეადგენს 1,1 კგ-ს, ხოლო სისქე კი სულ რაღაც 17 მმ-ს. კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობისაგან, დიდი სენსორული პანელი - მინისაგან, ხოლო კლავიატურის კლავიშები კი მეტალისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ მოწყობილობას შეუძლია 'ძილის' რეჟიმიდან თავისით გამოსვლა ASUS-ის საკუთარი ტექნოლოგიის მეშვეობით. ის აღჭურვილია ნახევრადგამტარი მყარი დისკით, რომელსაც გააჩნია SATA III-ის მხარდაჭერა და ასევე USB 3.0 პორტებით. ნოუთბუქის გამოსვლა დაგეგმილია სექტემბრის თვეში. მის უფრო დეტალურად გასაცნობად, ხელმისაწვდომია ვიდეორგოლიც.
  7. კომპანია Corsair-მა დააანონსა შვიდი ცალი 2-არხიანი DDR3 კომპლექტი ახალ ხაზ Vengeance LP სერიიდან, მთლიანობაში რომელთა ტევადობაც შეადგენს 4, 8 და 16 გბ-ს. 240-კონტაქტიანი DIMM-მოდულები მუშაობენ 1600 მჰზ-იან სიხშირეზე, 9-9-9-24 ტაიმინგებით და აღჭურვილნი არიან 26,25 მმ-იანი სიმაღლის მქონე, კონსტრუქციულად ორიგინალური დაბალპროფილიანი რადიატორებით, რომლებიც თავის მხრივ, ხელმისაწვდომია სამ ფერში (Jet Black, Cerulean Blue ან Arctic White). ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, კვების ძაბვა შეადგენს 1,5 ვ-ს (გამონაკლისია მხოლოდ თეთრ ჰიტ-სპრედერებიანი ერთადერთი კომპლექტი, რომლის ეს მახასიათებელიც გახლავთ 1,35 ვ. ყველა აღნიშნული პროდუქტი თავსებადია Intel და AMD პლატფორმებთან, ხოლო გაყიდვები კი მიმდინარე თვის ბოლოსთვის დაიწყება. 3DNews
  8. კომპანია Corsair-მა ოფიციალურად წარმოადგინა Corsair Hydro H80 და Corsair Hydro H100 სისტემები - პროცესორის ხარისხიან და თხევადი გაგრილებისთვის, რომლებიც თავსებადია Intel-ის LGA775/1156/1155/1366/2011 ან AMD-ეს AM2/AM2+/AM3 სოკეტებთან. ორივე მათგანი კომპლექსური, ჩაკეტილი ნაწარმია და უზრუნველყოფს ხანგრძლივ სამუშაო პერიოდს, მომხმარებლის ჩარევის გარეშე. კონსტრუქციული თვალსაზრისით, ისინი შედგებიან გაუმჯობესებული სპილენძის ძირის მქონე წყლის ბლოკისაგან, ინტეგრირებულ პომპისაგან, რეზერვუარისაგან და აგრეთვე ალუმინის რადიატორისაგან, რომელთა გაბარიტებიც შეადგენს 120 x 152 x 38 მმ-ს - Corsair Hydro H80-სათვის და 122 x 275 x 27 მმ-ს - Corsair Hydro H100-სათვის. უმცროსი მოდელის რადიატორზე დამაგრებულია ერთი 120 მმ-იანი ფენი, ხოლო მის უფროს ძმას, ის ორი ცალი ერგო, ამავდროულად, მწარმოებლებმა გაითვალისწინეს მათი მუშაობის სამი რეჟიმი, კერძოდ კი, Low Noise (1300 ბრ/წთ-ში), Balanced (2000 ბრ/წთ-ში) და High Performance (2500 ბრ/წთ-ში). მუშაობის დროს, მათ შეუძლიათ წუთში 46-დან 92 კუბური ფუტ ჰაერის ნაკადის გადასროლა, ხოლო ხმაურის დონე კი მერყეობს 22-დან 39 დბ-მდე. Corsair Hydro H80 და Corsair Hydro H100-ს საფირმო, ხარისხის ხუთწლიანი გარანტია თან მოყვებათ. გაყიდვები კი უკვე მომდევნო თვეს დაიწყება - 109 და 119$-ად შესაბამისად. 3DNews
  9. კომპანია ASUSTeK Computer-მა წარმოადგინა ახალი, პრემიუმ-კლასის ნეტბუქი ASUS Lamborghini Design Eee PC VX6S, რომელიც ორიენტირებულია მულტიმედიური გართობის მოყვარულთათვის. მისი კორპუსი გაფორმებულია შავ-ფორთოხლისფერში, გააჩნია აგრესიული 'სარბოლო' დიზაინი და აღჭურვილია 1366x768 გაფართოვების მქონე, 12,1-დუიმიანი თხევადკრისტალური ეკრანით, შუქდიოდური განათებით. გარდა ამისა, პროდუქტი დაფუძნებულია Intel NM10 Express ჩიპსეტსა და Intel Atom პროცესორზე (მოდელი არ სახელდება), ხოლო გრაფიკული ქვესისტემის მხრივ, საქმე აბარია დისკრეტულ ვიდეობარათ AMD Radeon HD 6470M-ს. ასევე, ნაწარმის არსენალში შედის 500 გბ ტევადობის მყარი დისკი, 4 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, აუდიოქვესისტემა, რომელიც შემუშავებულია კომპანია Bang & Olufsen-თან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერი, Bluetooth 3.0 მოდული, ინტეგრირებული ქარდ-რიდერი და 6-უჯრედიანი ელემენტი. უნდა აღინიშნოს, რომ ნეტბუქში რეალიზებულია ტექნოლოგია ASUS Express Gate, რომლის საშუალებითაც, ინტეგრირებული მეხსიერების მიკროსქემით, 5 წმ-ში ხდება Linux-ის ჩატვირთვა, რის შემდეგადაც შესაძლებელია ინტერნეტში შესვლა, მუსიკის მოსმენა და გამოსახულებების დათვალიერება - ძირითადი ოპერაციული სისტემის, კერძოდ კი, Windows 7 Home Premium-ის გაშვების გარეშე დარჩა მხოლოდ იმის გაგება, თუ სად, როდის და რა ფასად იქნება აღნიშნული პროდუქტი ხელმისაწვდომი. 3DNews
  10. კომპანია Toshiba Corporation-ის ევროპულმა წარმომადგენლობამ განაცხადა Qosmio სერიის ორი პორტატული კომპიუტერის გამოშვების შესახებ, რომლებიც პირველ რიგში, ორიენტირებულნი არიან ვირტუალური ბატალეების ნამდვილი მოყვარულებისათვის. მოდელები Toshiba Qosmio X770 და Toshiba Qosmio X770 3D ერთმანეთისაგან იმით განსხვავდება, რომ პირველი აღჭურვილია 17,3-დუიმიანი თხევადკრისტალური მონიტორით 1600x900 გაფართოვებით, ხოლო მეორე კი, მსგავსი ზომის, 1920 x 1080 პიქსელითა და 3D-კონტენტის ჩვენების შესაძლებლობით, რომლის საყურებლადაც, კომპლექტში შედის სპეციალური სათვალეებიც. ორივე ნაწარმი აგებულია პროგრესულ მობილურ პლატფორმა Intel Huron River-ზე და მუშაობს ოპერაციულ სისტემა Windows 7 Home Premium-ის ქვეშ. გარდა ამისა, ორივე მათგანის არსენალი ასევე შეიცავს: Sandy Bridge თაობის Intel Core i5/i7 პროცესორი; 8 გბ-მდე DDR3 ოპერატიული მეხსიერება; ორი მყარი დისკი (ტევადობა არ ხმაურდება); 1,5 გბ ვიდეომეხსიერების მქონე NVIDIA GeForce GTX 560M გრაფიკული ადაპტერი; DVD ან Blu-ray ოპტიკური წამყვანი; ინტეგრირებული სტერეოდინამიკები და საბვუფერი; ქსელური ბარათი Gigabit Ethernet; Wi-Fi 802.11b/g/n უკაბელო ქსელების ადაპტერები; Bluetooth 3.0 მოდული; ჩაშენებული მულტიფორმატული ქარდ-რიდერი; USB 3.0 და HDMI ინტერფეისები. მოსალოდნელია, რომ პროდუქტები გაყიდვაში მიმდინარე თვის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა ღირებულების შესახებ ჯერჯერობით, ცნობილი არაფერია. 3DNews
  11. რა მოხდება, თუ ავიღებთ 13,3-დუიმიან MacBook Pro-ს და შევამცირებთ მის ზომას 11,6-იანი ეკრანის მქონე, ულტრაპორტატულ ნოუთბუქამდე და ამავდროულად შენარჩუნებულ იქნება სწორხაზოვანი დიზაინი? ალბათ მივიღებთ საკმაოდ საინტერესო მოწყობილობას, რომელიც წარმოადგინა კომპანია ჩრდილოკორეულმა კომპანია LG-მ Computex 2011 გამოფენაზე. ამ მსუბუქი და თხელი ნოუთბუქის ნახვა, შესაძლებელი იყო Intel-ის სტენდზე. პროდუქტის კორპუსი დამზადებულია პლასტიკისაგან და არა ალუმინისაგან, თუმცა ტექნიკური თვალსაზრისით, როგორც ჩანს, ის არც თუ ისე ურიგოდ გამოიყურება: ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის დაფუძნებულია Sandy Bridge Core i7 პროცესორზე. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ნოუთბუქი აღჭურვილია LG Shuriken ეკრანით, რომელიც თხელი ჩარჩოთი გამოირჩევა. ნაწარმის უფრო დეტალურად გასაცნობად, წარმოდგენილ იქნა ვიდეორგოლიც. http://www.viddler.com/explore/engadget/videos/2813/ 3DNews
  12. კომპანია NZXT-მა, თავის მხრივ, გამოფენაზე წარმოადგინა FX სერიის ორი ახალი კეისის ფენი, რომლებიც პირველ რიგში, ორიენტირებულია კომპიუტერული ენთუზიაზისტებისათვის. ორივე მათგანის ჩარჩო გაფორმებულია შავ ფერში, აღჭურვილნი არიან თეთრი ხრახნებითა და ინტეგრირებული 3-ფაზიანი ბრუნვის სიჩქარის კონტროლერით. მათი მუშაობის ხანგრძლივობა საშუალოდ 35000 სთ-ს მოიცავს. NZXT FX 120LB-ის სპეციფიკაციებია: ზომები: 120 x 120 x 25 მმ; ხრახნების რაოდენობა: შვიდი; ბრუნვის სიჩქარე: 1000-დან 2600 ბრ/წთ; ჰაერის ნაკადი: 35,8-დან 96 CFM-მდე; ხმაურის დონე: 22-დან 36,5 დბ-მდე; ხარისხის საფირმო გარანტიის ვადა: ორი წელი. NZXT FX 140LB: ზომები: 140 x 140 x 25 მმ; ხრახნების რაოდენობა: ცხრა; ბრუნვის სიჩქარე: 1000-დან 2000 ბრ/წთ; ჰაერის ნაკადი: 49,1-დან 98,3 CFM-მდე; ხმაურის დონე: 22,1-დან 37 დბ-მდე; ხარისხის საფირმო გარანტიის ვადა: ორი წელი. პროდუქტების რეკომენდირებული ღირებულება შეადგენს 13/15 ევროს - NZXT FX 120LB და NZXT FX 140LB-სათვის შესაბამისად. 3DNews
  13. Computex 2011-ზე კომპანია ტაივანურმა ICE Computer-მა წარმოადგინა კონცეპტი Trinity. ის წარმოადგენს მობილური ტელეფონის დოკ-სადგურს, რომელთანაც შესაძლებელია როგორც სპეციალური კომპიუტერული მოდულის, ასევე სმარტფონის დაკავშირებაც (არ არის აუცილებელი, ეს იყოს iPhone), რის შედეგადაც მიიღება განახლებადი პროგურამული უზრუნველყოფის მქონე, ფუნქციონალური სენსორული პლანშეტი. კომპანია ამტკიცებს, რომ აღნიშნული ნაწარმი შესაძლებელია აღჭურვილი იყოს სამი USB 3.0 პორტით, დამატებითი ტევადობით და ფენითაც კი - ყველაფერი მხოლოდ კლიენტის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ICE-ის პროდუქტ-მენეჯერი ჯერისონ ვუ (Jaryson Wu) იტყობინება, რომ მისი კომპანია ამ კონცეპტზე უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს, თუმცა არ გეგმავს პროდუქტების გამოშვებას საკუთარი ბრენდის ქვეშ. ასეა თუ ისე, რეალური შემოთავაზებები, ბაზარზე წესით 2012 წლის პირველ კვარტალში უნდა გამოჩნდეს. 3DNews
  14. კომპანია Arctic Cooling-მა Computex 2011-ზე წარმოადგინა ვიდეობარათების გაგრილების ახალი სისტემა Arctic Accelero Twin Turbo II, რომელიც წინამორბედს წარმადობის მხრივ, თითქმის სამჯერ აღემატება. 92 მმ-იანი ფენების რაოდენობა და ალუმინისგან დამზადებული რადიატორის ფარფლები არ შეცვლილა (ორი და 35 ცალი შესაბამისად), სამაგიეროდ, ამჯერად სითბური მილაკის რიცხვი, ოთხიდან ხუთამდე გაიზარდა, მთლიანობაში კი, პროდუქტი უზრუნველყოფს 160 ვ-მდე სითბური ენერგიის მოცილებას. გარდა ამისა, Accelero Twin Turbo II-თან ერთად, კომპლექტს მოყვება თერმოპასტა Arctic MX-4, ნაცვლად MX-2-სა და აგრეთვე ახალი თერმოწებო, რომლის საშუალებითაც ხდება რადიატორების დამაგრება ვიდეობარათის მეხსიერებასა და ძალურ ელემენტებზე. აღნიშნული თერმოწებო ხელმისაწვდომია ცალკეც, მისი თბოგამტარობის დონე შეადგენს 4,3 ვ/მკ-ს და არ არ ატარებს დენს, რამეთუ არ შეიცავს მეტალის ნაწილაკებს. მისი წასმა და მოცილება ადვილად ხდება, ერთი შეკვრა კი შეიცავს სამ პორციას. Overclockers.ru
  15. ATI-ს და Nvidia-ს სტატიებს მერე მივხედოთ, ჯერ ეს Computex-ი მოვრჩეთ
  16. მე ერთ დიდ რევიუს გამოვაცხობ სამივე დღის ჩათვლით და თანდათან განვაახლებ ხოლმე. ამ პატარა ნიუსებს ლევან შენ რომ მოიცლი, ნელ-ნელა მიხედე და მერე შემოგიერთდები, $#^#(|დები მალე მოვრჩე.. :)
  17. კომპანია EVGA-მ გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა პროცესორების ქულერების სეგმენტშიც და გამოუშვა მოდელი, სახელწოდებით Superclock-ი. ამგვარმა ხმამაღალმა ეპითეტმა შესაძლებელია სავსებით გაამართლოს, რადგანაც მან შვეიცარიული სიზუსტით 'ისესხა' Swiftech-ის გამოცდილება, რომელიც მას დაუგროვდა Polaris 120-ის შემუშავებისას. ამ ორი პროდუქტის ყველა ძირითადი ტექნიკური მახასიათებელი იდენტურია, თუმცა ერთი-ორი მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც არსებობს. Swiftech-ისაგან განსხვავებით, EVGA-ს ნაწარმი შესრულებულია გამჭვირვალე პლასტიკისაგან, რადიატორის ფარფლები გაფორმებულია შავ ფერში და ამასთან, ის 10$-ით ორიგინალზე იაფია. ამგვარად, თუ თქვენ ინტერესს იჩენდით Polaris 120-ის მიმართ, თუმცა ვერ წყვეტდით მის შეძენას, ახლა უკვე თქვენ გაქვთ შესანიშნავი ალტერნატივა. იმედი ვიქონიოთ, რომ პროცესორის ქულერების სფეროში კვლავ დაიწყება გაბედული და ინოვაციური იდეების ნაკადი, ხოლო მომხმარებლებს კი მრავალფეროვანი არჩევანი გაუჩნდებათ. IXBT
  18. Corsair-მა განაცხადა, რომ წარმოების პროცესში აქვს ოპერატიული მეხსიერების ახალი ნაკრები Dominator GT CMGTX7, რომელსაც შეუძლია მუშაობა 2400 მჰზ-ზე - 1.65 ვ ძაბვაზე. ასეთი სიხშირე მართალია უკვე დიდი ხანია, რაც მიღწეულია, თუმცა 8 გბ-იან კომპლექტთან ის პირველად გვხვდება. ორი ცალი 4 გბ-იანი მოდული ფუნქციონირებს ზემოაღნიშნული მაჩვენებლითა და 9-11-10-30-1T ტაიმინგებით. მწარმოებლის თქმით, შესაფერისი მიკროსქემების მკაცრ შერჩევის პროცესს მხოლოდ 'პრეტენდენტთა' 1/20 გადის. ტესტირება სრულდება Intel P55 ჩიპსეტიან სისტემურ დაფაზე, რომლის სახელწოდებაც არ ხმაურდება. უნდა აღინიშნოს, რომ მათ SPD-ში ჩაშენებულია 1333 მჰზ-იანი სიხშირე - 9-9-9-24 და 1.5 ვ-თი. საფირმო ალუმინის რადიატორები DHX+ და ბეჭდური პლატები ოპტიმიზირებულნი არიან უფრო ეფექტური გაგრილებისათვის. მეტისმეტი გადახურებისაგან მოდულებს შესაძლებელია დაუყენდეთ ქულერი 2 ცალ 60 მმ-იანი ფენით - Corsair Airflow 2 GTL-იც. ხოლო პარამეტრული დისპლეი AirFlow Pro უზრუნველყოფს ტემპერატურისა და აღნიშნული ქვესისტემაზე დატვირთვის დონის ვიზუალურ ინდიკაციას. ორარხიანი კომპლექტი Corsair Dominator GT CMGTX7 უკვე ხელმისაწვდომია მწარმოებლის საიტზე - 500$-ად. IXBT
  19. კომპანია Philips-მა დაანონსა 27-დუიმიანი პრემიუმ-დისპლეი Brilliance 273P3L-ები, რომელიც TN მატრიცაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია (ღირებულება დაახლოებით 475$-ია). ის აღჭურვილია შუქდიოდური განათებითა და დახრის, ბრუნვის და სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობის მქონე უნივერსალური სადგამით. საფირმო ტექნოლოგია PowerSensor-ის საშუალებით, ხდება ელ.ენერგიის დაზოგვა: თუ მომხმარებელი გარკვეული დროით ტოვებს სამუშაო ადგილს, ავტომატურად ვარდება ეკრანის სიკაშკაშისა (მაქს. 395 კდ/მ2) და კონტრასტულობის დონე (მაქს. 500000:1 - დინამიური). გარდა ამისა, მონიტორის გაფართოება შეადგენს 1920x1080 პიქსელს, ხოლო გამოხმაურების დრო - 2 მ/წმ-ს. D-Sub, DVI და HDMI ვიდეოგასასვლელებთან ერთად, Brilliance 273P3L-ს გააჩნია USB-კონცენტრატორი სამ ცალ USB 2.0-ისათვის. მწარმოებლის პრეს-სამსახურის თქმით, მონიტორი გაყიდვაში ივნისის დასაწყისში გამოჩნდება, ზემოაღნიშნულ ფასად. Overclockers.ua
  20. მეც ბოლო Ripjaws-ებს გირჩევდი, არა მგონია, რამით მაინც ჩამორჩეს იმ კიტებს, რაც აქ ჩამოთვალეს. რამდენიმე მჰზ-ის გულისთვის არც ღირს საუბარი, მთავარია კარგ ჩიპებზე იყოს.. რა ვიცი, აბა ეს კინგსტონის hyperx-ებიც ნახე: http://www.amazon.com/Kingston-Technology-Modules-KHX2000C9AD3T1K2-4GX/dp/B003B2FE3M/ref=sr_1_14?ie=UTF8&qid=1306415037&sr=8-14
  21. როგორც იცით, რეფერენსულ GeForce GTX 580-ის მეხსიერების ოდენობა 1,5 გბ-ია, ხოლო უფრო მეტის მოყვარულთათვის, Point of View და TGT სპეციალისტები გამოსაშვებად ამზადებენ საკუთარი წარმოების ბარათებს - POV/TGT GeForce GTX 580 3GB Charged და POV/TGT GeForce GTX 3GB 580 Ultra Charged ვერსიებს, რომლებიც გამოირჩევიან გაორმაგებული აღნიშნული მახასიათებლითა და კომპონენტების გაზრდილი ტაქტური სიხშირეებითაც. POV/TGT GeForce GTX 580 3GB Charged-ის GPU-ბირთვი, შეიდერების ბლოკი და მეხსიერება მუშაობს 810/1620/4008 მჰზ სიხშირეებზე შესაბამისად, ხოლო Ultra Charged მოდელისა კი 841/1682/4104 მჰზ-ებზე. ბარათებს გააჩნიათ SLI რეჟიმის მხარდაჭერა, აღჭურვილნი არიან DVI (ორი ცალი) და HDMI ვიდეოგასასვლელებით. მონაცემების შესახებ ცნობები არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია ის, რომ პროდუქტების გაყიდვების დაწყება სულ მცირე დროშია მოსალოდნელი. TC Magazine
  22. MARS II სერიის GeForce GTX 580-იც უნდა წარმოადგინონ Computex-ზე და მათ ფასებსაც მაშინ გავიგებთ
  23. Sony-მ დააანონსა განახლებული VAIO F სერიის ნოუთბუქები, რომლებიც განკუთვნილია 'მულტიმედიურ ენთუზიაზისტებისთვის, რომლებსაც სურთ თამაში, ფილმების ყურება და მუსიკის მოსმენა ყველგან და ნებისმიერ ადგილას'. ის დაფუძნებულია Intel Huron River პლაფტორმაზე და მისი საწყისი ღირებულება გახლავათ 1 100$. Sandy Bridge-ით აღჭურვილ, ამ ნაწარმს გააჩნია 16.4-დუიმიანი (1920 x 1080) დისპლეი (ოპციონალურად, ხელმისაწვდომია 3D ეკრანიც), Core i7 (i7-2630QM, i7-2720QM ან i7-2820QM) quad-core პროცესორი, 8 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება, GeForce GT 520M 512MB ან GT 540M 1GB გრაფიკული ბარათი, DVD ან Blu-ray წამყვანი და 640 გბ-მდე მყარი დისკი ან 256/512 გბ-იანი SSD. VAIO F აგრეთვე შეიცავს ბექლაიტ კლავიატურას, Gigabit Ethernet-ს, 802.11 b/g/n WiFi, Bluetooth 2.1, HD ვებ-კამერას. გარდა ამისა, საუნდ-სისტემას S-Force Front Surround 3D ტექნოლოგიით, SD ბარათის სლოტს, ორ USB 3.0 პორტს, HDMI-სა და მაღალ (5 სთ-მდე მუშაობის დროს ავტონომიურ რეჟიმში) ან ფართო ტევადობის მქონე (7.5 სთ) ელემენტს. TC Magazine
  24. Sandy Bridge პროცესორების გამოსვლამ, კომპიუტერულ ენთუზიაზმით შეპყრობილ ადამიანებს, მთელი რიგი საზრუნავი გაუჩინა, ერთ-ერთი ასეთი, ოპერატიული მეხსიერების სწორად შერჩევაა. LGA1155 სისტემებს შეუძლიათ DDR3-1067, DDR3-1333, DDR3-1600, DDR3-1866 და DDR3-2133-თან მუშაობა, მაგრამ აქვს კი საერთოდ აზრი მათში სუპერ-სწრაფი მოდულების გამოყენებას? მიიჩნევა, რომ მეხსიერების სიხშირე და ტაიმინგები არ ახდენენ გავლენას თანამედროვე სისტემების წარმადობაზე. თუ ისეთი სხვა კომპონენტები, როგორებიცაა პროცესორი, გრაფიკული ბარათი და მყარი დისკი უკვე მუშაობენ თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე, რატომ უნდა იყოს ზედმეტი მაღალი სიჩქარის მქონე მოდულების შეძენა? საკითხის ამგვარი დასმა შემთხვევითი სულაც არ არის, რადგანაც ამ ქვესისტემის გაუმჯობესების გზით და ტესტების მიხედვით, მართალია Phenom II, Core i7 და Core i5 სისტემებზე იზრდება სიჩქარე 3-7%-ით, მაგრამ ეს დონე უმნიშვნელოა. ასეთი დასკვნები გარკვეული ხნის წინ გაკეთდა და ამიტომაც, ისინი პირველ რიგში, წინა თაობის პლატფორმებს შეესაბამება. როგორც თქვენთვის ცნობილია, Sandy Bridge-ში მეხსიერების კონტროლერი განლაგებულია L3-კეშისაგან განსხვავებულ ფუნქციონალურ უნიტში და იყენებს ახალი სარტყელის მქონე სალტეს - პროცესორის გამომთვლელ ბირთვებთან დაკავშირებისათვის. ამგვარად, დღევანდელ ტესტირებაში, მოდით გავარკვიოთ, მოახდინა თუ არა ამ ყველაფერმა რაიმე სახის დადებითი ცვლილება მეხსიერების ქვესისტემის სასარგებლოდ და შევიტყოთ, თუ რომელია მათ შორის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება LGA1155 პროცესორებისათვის. მეხსიერების კონტროლერი ახლო ხედით წინამორბედებთან შედარებით, Sandy Bridge პროცესორების მეხსიერების კონტროლერსაც, მსგავსი გარეგნული მახასიათებლები გააჩნია. მწარმოებლის თქმით, ის თავსებადია 32 გბ-მდე DDR3-1066/1333 SDRAM-თან და როგორც ადრე, ამჯერადაც შესაძლებელია თითოეულ არხზე ერთი ან ორი unbuffered მოდულის გამოყენება. სამაგიდო პროცესორებში ამოღებულია ECC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, თუმცა ცალ-არხიანი და ასიმეტრიული რეჟიმები კვლავაც ხელმისაწვდომია: არ არის აუცილებელი იდენტური რაოდენობის ერთეულების ქონა მსგავსი მახასიათებლებით, მაგრამ წარმადობის მაქსიმალური დონეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ თქვენს სისტემაში მოიძებნება ერთნაირი DDR3 SDRAM მოდულების წყვილი. მიუხედავად იმისა, რომ Sandy Bridge-ის მეხსიერების კონტროლერი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ეს LGA1156 პროცესორებში იყო, მისი შიდა სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია. Nehalem-ის პირველ წარმომადგენლების ეს დეტალი და L3 კეში განლაგებული იყო ერთი და იმავე Uncore ფუნქციონალურ უნიტში, რომელიც მუშაობდა საკუთარ სიხშირესა და ვოლტაჟის პარამეტრებზე, ხოლო გამომთვლელ ბირთვებთან დასაკავშირებლად, იყენებდა განივ სალტეს. მოგვიანებით, Westmere-ის CPU-ების გამოშვების შემდეგ, კონტროლერი გაერთიანებულ იქნა პროცესორის გრაფიკულ ბირთვთან და განთავსდა ინდივიდუალურ, ნახევრადგამტარ მატრიცაზე. Sandy Bridge-ის შემთხვევაში, ამ მხრივ, ყველაფერი რადიკულარად შეიცვალა, რადგანაც მასში წარმოადგინეს სარტყელური სალტე, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა ყველა პროცესორული უნიტის ერთმანეთთან კონტაქტი, ხოლო L3 კეშ-მეხსიერება იქცა განცალკევებულ, სამუშაო ერთეულად. ამის შედეგად კი, მეხსიერების კონტროლერმა შეწყვიტა CPU-ს სხვადასხვა ნაწილში სეირნობა, გახდა დამოუკიდებელი და საკუთარი ადგილი System Agent-ის გვერდზე დაიკავა. აშკარად ჩანს, რომ Sandy Bridge თაობის პროცესორები ახლა უფრო სწრაფად მუშაობენ მეხსიერებასთან. ეს დებულების ილუსტრაციის მიზნით, გამოყენებულ იქნა ისეთი პოპულარული ბენჩმარკები, როგორიცაა AIDA64 Cachemem და MaxxMem2, იმისათვის, რომ გაგვეგო გამტარობისა და დაყოვნების დონე LGA1156 და LGA1155 პლატფორმებზე. ტესტირებაში მონაწილეობა მიიღეს Lynnfield (Nehalem არქიტექტურა), Clarkdale (Westmere) და Sandy Bridge CPU-ებმა, რომლებიც მუშაობდნენ ერთნაირ, 3.2 გჰზ-ზე და აღჭურვილნი იყვნენ ასევე იგივე, 2-არხიან DDR3-1333 SDRAM-ებზე, 7-7-7-21 ტაიმინგებით. Sandy Bridge-ში გამოსწორებულია Westmere არქიტექტურის ხარვეზები, სადაც მეხსიერების კონტროლერის წარმადობის დონე თითქმის ყველაზე დიდ იმედგაცრუებას წარმოადგენს. პრაქტიკული თვალსაზრისით, ის გახდა უფრო სწრაფი, ვიდრე ეს Lynnfield პროცესორებშია, რომელიც აქამდე ყველაზე ეფექტურის წოდებას ატარებდა. მისი უპირატესობა ყველაზე თვალსაჩინო არის იმ დროს, როდესაც საქმე ეხება გამტარობას, რაც საკმაოდ ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის პირდაპირ არის დაკავშირებული სალტესთან. როგორც ჩანს, აღნიშნული ქვესისტემის სისწრაფეს LGA1155-ში, შესაძლებელია ჰქონდეს გაცილებით უფრო სერიოზული ეფექტი წარმადობაზე, ვიდრე წინა თაობის პლატფორმებს, რამეთუ ახლა უფრო ნაკლები დაბრკოლებაა ბირთვებსა და თვითონ მეხსიერებას შორის. DDR3 სიხშირეები და ოვერქლოქინგი მხოლოდ ეფექტურობის გაზრდილი დონე არ გახლავთ ახალი კონტროლერის უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ Core-ის ამ დეტალებს ოფიციალურად გააჩნიათ მხოლოდ DDR3-1066 და DDR3-1333 SDRAM-ის მხარდაჭერა, რითაც შესაძლებელია მეხსიერების სიხშირეების უფრო აწევა, თუმცა ეს ახალი ამბავი სულაც არ არის. ასე მაგალითად, Core i7 LGA1156 პროცესორებს აქვთ პარამეტრები, რომლებიც იძლევიან DDR3-1600 SDRAM-ის გამოყენების საშუალებას, მაშინ, როდესაც Core i7-875K და Core i5-655K CPU-ები გათვლილნი არიან ამაზე კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებლებზე. LGA1155 პროცესორებს Sandy Bridge ოჯახიდან უნარი აქვთ იმუშაონ DDR3-1600-ზე მეტ სიხშირესთან ერთადაც. ნებისმიერ Core i3, Core i5 და Core i7-ს არაოფიციალურად გააჩნიათ DDR3-1866, DDR3-2133 და DDR3-2400 SDRAM-ის მხარდაჭერა. მამრავლები, რომელთა მხარდაჭერაც აქვს თითოეულ პროცესორის ტიპს, განსაზღვრავენ მისაღებ სიხშირეთა ინტერვალებს. Sandy Bridge CPU-ებში მათი რიცხვი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე ეს წინამორბედებში გვხვდებოდა. სწორედ ამ მიზეზით არის, რომ BIOS ოპცია, რომელიც პასუხისმგებელია ამ მაჩვენებელზე, LGA1155 სისტემებში შემდეგნაირად გამოიყურება: თუმცა, როგორც უკვე იცით, ახალი LGA1155 სისტემები არ იძლევიან base clock generator-ის სიხშირის მომატების საშუალებას. შესაძლებელია მხოლოდ BCLK მაჩვენებლის უმნიშვნელო გაზრდა და უმეტეს შემთხვევაში, თუ მისი დონე იქნება ნომინალურ 100 MHz-ზე 5%-ით მაღალი, იკარგება სტაბილურობა. ოვერქლოქინგი ამჯერად მხოლოდ მამრავლის მომართვას გულისხმობს, ამიტომ სავსებით ლოგიკურია, რომ Sandy Bridge პროცესორებმა მიიღეს DDR3 SDRAM პარამეტრების უფრო ფართო არეალი. თუ ადრე გვიწევდა პროცესორის აჩქარება იმისათვის, რომ მეხსიერებას ემუშავა გაზრდილ სიხშირეებზე, დღეს უკვე შეგვიძლია ამ პროცესს არ მივმართოთ და მხოლოდ გამოვიყენოთ მაღალსიჩქარიანი, ზემოაღნიშნული ტიპის კიტები. არც იმის აუცილებლობა არსებობს, რომ გვქონდეს სპეციალური ოვერქლოქერული CPU-ს მოდიფიკაცია გახსნილი სიხშირის მამრავლით: ნებისმიერი LGA1155 პროცესორით, უპრობლემოდ ჩავრთავთ ისეთ მეხსიერების რეჟიმებს, როგორიცაა DDR3-1866 ან DDR3-2133. თუ მეხსიერების მოდულებს, უნარი აქვთ იმუშაონ გარკვეულ სიხშირესა და ტაიმინგებზე, თქვენგან მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ‘გაამაგროთ’ ეს პარამეტრები სისტემური დაფის BIOS-ში, სულ ეს არის. კონტროლერი default ვოლტაჟით, იდეალურად ფუნქციონირებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ ოპციებთან ერთად. DDR3-2400 SDRAM-თან უკეთესი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ურიგო არ იქნება, თუ ოდნავ გავზრდით System Agent voltage (VccSA)-ის დონეს, მაგრამ არა 1.2 V-ზე მეტად. DIMM voltage-ს რაც შეეხება, მისთვის მოქმედებს იგივე რეკომენდაციები, რაც Nehalem პროცესორებზე. სატესტო კონფიგურაცია და მეთოდოლოგია Sandy Bridge პროცესორები გამოირჩევიან საკმაოდ კარგი მოქნილობით, როდესაც საქმე მეხსიერებასთან ჩატარებულ ექსპერიმენტებს ეხება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღალი სისწრაფის მქონე DDR3 SDRAM მოდულები იმ სისტემებშიც კი, რომლებიც არ არიან ოვერქლოქინგისათვის განკუთვნილნი და რომელთა პროცესორებიც ნომინალურ რეჟიმში მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება აჩქარებულ და არააჩქარებულ Sandy Bridge CPU-ებს შორის მამრავლშია, არ არის გამორიცხული, რომ მეხსიერების სიხშირემ იქონიოს განსხვავებული გავლენა წარმადობაზე - ორივე შემთხვევაში. სისტემის კომპონენტები: პროცესორი: Intel Core i5-2500K (Sandy Bridge, 4 cores, 3.3 GHz, 6 MB L3); ქულერი: Thermalright Ultra-120 eXtreme with Enermax Everest fan; სისტემური დაფა: ASUS P8P67 Deluxe (LGA1155, Intel P67 Express); მეხსიერება: 2 x 2 GB DDR3 SDRAM, GeIL EVO ONE PC3-17000 (GE34GB2133C9DC); გრაფიკული ბარათი: ATI Radeon HD 6970. მყარი დისკი: Kingston SNVP325-S2/128GB. კვების ბლოკი: Tagan TG880-U33II (880 W). ოპერაციული სისტემა: Microsoft Windows 7 SP1 Ultimate x64. დრაივერები: Intel Chipset Driver 9.2.0.1025; Intel Rapid Storage Technology 10.1.0.1008; ATI Catalyst 11.3 Display Driver. ნომინალურ რეჟიმში, გააქტიურებული იყო Turbo Boost და Intel Enhanced SpeedStep ტექნოლოგიები. აჩქარებულზე კი, პირველი მათგანი გამოვრთეთ, ხოლო პროცესორის სიხშირე დაყენებულ იქნა 4.7 გჰზ-ზე. მეხსიერებები დაიტესტა შემდეგ რეჟიმებში, რომლებშიც შესულია დღესდღეობით ყველაზე პოპულარული DDR3 SDRAM კიტების პარამეტრები: DDR3-1066 CL7 (7-7-7-21-1T); DDR3-1333 CL9 (9-9-9-27-1T); DDR3-1333 CL7 (7-7-7-21-1T); DDR3-1600 CL9 (9-9-9-27-1T); DDR3-1600 CL8 (8-8-8-24-1T); DDR3-1600 CL7 (7-7-7-21-1T); DDR3-1866 CL9 (9-9-9-27-1T); DDR3-1866 CL8 (8-8-8-24-1T); DDR3-2133 CL10 (10-10-10-30-1T); DDR3-2133 CL9 (9-9-9-27-1T). წარმადობა და ბენჩმარკები პირველ რიგში, მოდით შევხედოთ მეხსიერების ქვესისტემის წარმადობის ტესტებს. AIDA64 უტილიტაში ჩაშენებული Cachemem ბენჩმარკის საშუალებით, შევიტყოთ გამტარობისა და დაყოვნების დონე. ამ შედეგებით, გამოვლინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი. უბრალოდ, DDR3 SDRAM-ის სიჩქარის 1067-დან 2133 მჰზ-მდე გაზრდით, ჩვენ მივიღეთ გიგანტური 60%-იანი მატება პრაქტიკულ გამტარობაში. ეს იმას ამტკიცებს, რომ არ არსებობს სერიოზული ‘ბოტლნეკები’ სალტის ფრაგმენტზე - პროცესორის ბირთვებსა და სისტემურ მეხსიერებას შორის. მეორე არის ის, რომ როგორც წაკითხვის, ასევე ჩაწერის სიჩქარეც დამოკიდებულია მოდულების სიხშირეზე. ასეთი რამ, წინა თაობის სისტემებში ან არ ყოფილა, ან ძალიან მინიმალური დონით. Sandy Bridge მეხსიერების კონტროლერის ეს თავისებურება დადებითად იმოქმედებს წარმადობის გაუმჯობესებაზეც, ამ მაჩვენებლის გაზრდის გზით. მესამეც, ამ ქვესისტემის პერფორმანსზე უფრო დიდ გავლენას ახდენს DDR3 მეხსიერების სიხშირე, ვიდრე ტაიმინგები. მეორე მათგანის შემცირებული დონე იძლევა ოდნავ მცირე პრაქტიკული დაყოვნების დონეს, მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული მაჩვენებლის 266 მჰზ-ზე მეტზე დაყენებით, თავისუფლად გავაუმჯობესებთ ტაიმინგების დაწევისაგან მიღებულ ეფექტს. ასეა თუ ისე, ეს მხოლოდ ბენჩმარკების შედეგებია, რომლებიც განკუთვნილია სისტემის წარმადობის დონის განსაზღვრელად - მეხსიერებასთან მუშაობის დროს. PCMark Vantage, 3DMark 11 პლატფორმის წარმადობის საშუალო დონის გასაგებად, PCMark Vantage ზომავს პოპულარული ალგორითმების სიჩქარეს, რომლებთანაც მომხმარებლები ყოველდღიურად მუშაობენ. მეხსიერების სიხშირის ერთი 266 მჰზ-იანი გაზრდით, სახეზეა 1-2%-იანი გაუმჯობესება პერფორმანსში. ხოლო, განსხვავება უსწრაფეს DDR3-2133-ით აღჭურვილ სისტემასა და ყველაზე ნელ DDR3-1067-ს შორის, ნომინალურ რეჟიმში მხოლოდ 5%-ია, აჩქარებულში კი - 6%. 3DMark 11-ის გრაფიკული ტესტის მიხედვით, ამ ქვესისტემის წარმადობა - მეხსიერების სიჩქარეზე სულაც არ არის დამოკიდებული. თუმცაღა, აღნიშნული ბენჩმარკი ასევე იძლევა სხვა შედეგსაც, რომელიც საინტერესოა Physics-ის რეიტინგის მხრივ. ეს ციფრი მიღებულია ფიზიკის სპეციფიური ტესტიდან, რომელიც ახდენს დიდი რაოდენობის ობიექტის მქონე, კომპლექსური მექანიკური სისტემის მუშაობის სიმულირებას. ირკვევა, რომ მათემატიკური კალკულაციები, რომლებიც ამ ტესტში განხორციელდა, საკმაოდ მგრძობიარეა მეხსიერების სიჩქარის მიმართ და მისი გაზრდის მეშვეობით, შესაძლებელია წარმადობის დონის მომატება 15-20%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაზე შესამჩნევი აჩქარებულ სისტემაზეა. თუმცა, როდესაც ჩვენი Core i5-2500K მუშაობს ნომინალურ სიხშირეზე, პერფორმანსის გაუმჯობესება უმეტესად ხდება DDR3-1067 და DDR3-1600 ინტერვალებში. უფრო სწრაფი მოდულების შემთხვევაში, ეფექტი შედარებით ნაკლებია. წარმადობის დონე აპლიკაციებში WinRAR უტილიტის საშუალებით და მაქსიმალური კომპრესიის დონით, დაარქივებულ იქნა საქაღალდე, სხვადასხვა ტიპის ფაილებით, რომლის ზომაც შეადგენდა 1.1 გბ-ს. უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც აჩქარებული Core i5-2500K მუშაობდა 4.7 გჰზ-ზე და DDR3-1067 ან DDR3-1333 SDRAM-თან, ის უფრო ნელია, ვიდრე ნომინალური სიხშირის მქონე პროცესორი - შედარებით სწრაფ DDR3-1866-სა და DDR3-2133-თან ერთად. ტაიმინგებზე, ეფექტი გაცილებით ნაკლებია: დონის გაზრდა გავლენას 2-3%-იან გავლენას ახდენს კომპრესიის დროზე. წარმადობის დონე Adobe Photoshop-ში შემოწმებულ იქნა მოდიფიცირებულ ]Retouch Artists Photoshop Speed Test ) ბენჩმარკით. ის მოიცავს ციფრული ფოტო-კამერიდან მიღებული ოთხ 10-მპ-იანი გამოსახულების ტიპიურ რედაქტირებას. გამოსახულების დამუშავების დროს, მეხსიერების ქვესისტემის სიჩქარე ახდენს გავლენას მთლიან წარმადობაზე, მაგრამ ის არც თუ ისე შესამჩნევია. თუ შევადარებთ დროს, რომლის განმავლობაშიც ყველაზე ნელი მეხსიერება ანდომებს ტესტის დასრულებას იმ პერიოდთან, რაც ამისათვის სჭირდება უსწრაფესს, შედეგები არ გადააჭარბებს 3.5%-საც - ნომინალურ და 5.5%-ს - აჩქარებული სისტემის შემთხვევაში. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რამდენად ჩქარა შეუძლიათ ტესტირების მონაწილეებს ვიდეოს გადაკოდირება H.264 ფორმატში, გამოყენებულ იქნა x264 HD ბენჩმარკი. ის მუშაობს ორიგინალურ MPEG-2 რგოლის ჩაწერით 720p გაფართოებაში - 4 მბ/წმ ბიტრეიტით. შედეგები თითქმის ისეთივეა, როგორიც Photoshop-ში. ამ პროცესსაც ნაკლებად ანაღვლებს მეხსიერების ქვესისტემის წარმადობა. გამოყენებულ იქნა სპეციალური Cinebench html ტესტი - Maxon Cinema 4D-ის საბოლოო სარენდერო სიჩქარის გასაზომად. როგორც ჩანს, სისტემის წარმადობის უმნიშვნელო გავლენა მეხსიერების სიჩქარესა და ტაიმინგების პარამეტრებზე - Sandy bridge-ისათვის ტიპიურია. თუმცა, საქმე უფრო მეტად აპლიკაციებშია, ვიდრე თვითონ პლატფორმაში: მათი უმეტესობა არ მუშაობს ვრცელი ზომის მონაცემებთან, ამიტომ თანამედროვე პროცესორების დიდი კეშ-მეხსიერება თავისუფლად უზრუნველყოფს მასთან სწრაფ კავშირს. წარმადობის დონე 3D თამაშებში ზოგიერთ აპლიკაციებს, რომლებიც ძალიან აქტიურად იყენებენ ოპერატიული მეხსიერებას და აქედან გამომდინარე, მაშინვე რეაგირებენ ნებისმიერ ცვლილებაზე თავიანთ სიჩქარეში, გახლავთ 3D თამაშები. არჩეულ იქნა ყველაზე მოთხოვნადი ტესტები CPU-ს მიმართ, ყველა მათგანი გავატარეთ antialiasing-ის გარეშე და არა ყველაზე მაღალი რეზოლუციებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შედეგების საფუძველზე, საშუალება გვეძლევა, რომ გავაანალიზოთ არა fps-ის რაოდენობა, რომლის მიღებაც შესაძლებელია თანამედროვე ვიდეობარათებით აღჭურვილ სისტემებში, არამედ უფრო ის, თუ რაოდენ კარგად უმკლავდებიან დღევანდელი პროცესორები სათამაშო დატვირთვას. სიტუაცია განსხვავებულია თამაშებს შორის, მაგრამ მეხსიერების ერთი 266 მჰზ-იანი ზრდა იწვევს დაახლოებით 2%-იან მატებას fps-ის რაოდენობაში - ნომინალურ და 3-4%-ს კი აჩქარებულ პროცესორის პირობებში. ნელი DDR3 SDRAM მოდულები შესაძლოა განიცადონ სისტემური ‘ბოტლნეკი’, რაც შეაფერხებს CPU-სა და გრაფიკული ბარათის სრული პოტენციალის გამოჩენას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული თამაშები (ჩვენ შემთხვევაში ეს არის F1 2010), სადაც ტაიმინგების ვარირებით მოიმატებთ ერთ-ორ fps-საც. აღარაფერს ვამბობთ პერფორმანსის მნიშვნელოვან ზრდაზე - მეხსიერების სიხშირის აწევის გზით. დასკვნა Intel-ის ინჟინრებმა არამხოლოდ შეძლეს მეხსიერების კონტროლერში არსებული ხარვეზების გამოსწორება, რაც იყო წინა თაობის Westmere-ის პროცესორების შემთხვევაში, მათ ეს დეტალი საერთოდ ახლად შემქნეს, რომელმაც გამოავლინა საუკეთესო წარმადობის დონე - არსებულ მოდიფიკაციებს შორის. Sandy Bridge-მა დაამტკიცა, რომ უფროა დამოკიდებული DDR3 SDRAM მოდულების სპეციფიკაციებზე, ვიდრე წინამორბედები და შეჯიბრების მონაწილეები. შედეგებმა გვიჩვენა, რომ მეხსიერების სიხშირის 266 მჰზ-იანი ზრდა იწვევს საშუალო წარმადობის მხოლოდ 2-4%-იან მატებას. ხოლო, თუ დაყოვნების ყველა დონეს შევამცირებთ ერთი საფეხურით, საუკეთესო შემთხვევაში, მივიღებთ 1-2%-იან გაუმჯობესებას. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიდი ყურადღება არ უნდა მიაქციოთ საუკეთესო მეხსიერების არჩევის საკითხს - LGA1155 სისტემისათვის. არის აპლიკაციები, რომლებიც მუშაობენ დიდი ზომის მონაცემებთან და მათი წარმადობის დონე მეტწილად დამოკიდებულია DDR3 SDRAM მონაცემებზე. მათ რიცხვს მიეკუთვნება რამდენიმე თანამედროვე თამაში, სადაც შესაძლებელია ერთი-ორი დამატებითი fps-ის მოპოვება - უბრალოდ მოდულების აპგრეიდის გზით. ამგვარი გაურკვევლობა - სხვადასხვა სპეციფიკაციების მქონე, DDR3 SDRAM კიტების ფასების საკმაოდ ფართო ასორტიმენტზე, არ გვრთავს ნებას, რომ დავასახელოთ ზუსტი რეკომენდაციები იმისათვის, რომ შევარჩიოთ ოპტიმალური მეხსიერება - Sandy Bridge პლატფორმისათვის. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ორი რამ. პირველი ის, რომ საერთო სისტემურ წარმადობისათვის, უფრო მნიშვნელოვანია სიხშირე, ვიდრე ტაიმინგები. მეორეც, დამატებითი თანხის გაღება უფრო სწრაფ მოდულებში, არ არის გამორიცხული, რომ მათი ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, სრულებით არც აგინაზღაურდეთ. DDR3-2133 და DDR3-1866 ნაკრები, შესაძლოა 1.5-2-ჯერ უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ვიდრე ჩვეულებრივი DDR3-1333 SDRAM. თუმცა, გვჯერა, რომ იაფფასიანი DDR3-1600 SDRAM-ი არც თუ ისეთი აგრესიული ტაიმინგებით, იქნება ყველაზე კეთილგონივრული არჩევანი - თანამედროვე LGA1155 სისტემებისათვის: ჩვენი მოსაზრებით, ღირებულება/წარმადობის კუთხით, სწორედ ასეთი მეხსიერება წარმოადგენს საუკეთესო შეთავაზებას დღესდღეობით. ამ მიმოხილვაში, ჩვენთვის ახალი არაფერია. დასკვნაში მოყვანილი არგუმენტები, ბევრი თქვენგანისათვის ისედაც კარგად არის ცნობილი და არა მგონია, რომ ვინმეს ზედმეტი შეხსენება სჭირდებოდეს, თუ რომელია ყველაზე ოპტიმალური ნაკრები აღნიშნული პლატფორმისათვის. სტატიის მიზანი ზოგადად, Sandy Bridge-ის ახალი კონტროლერის გაცნობა, მისი მუშაობის პრინციპები და იმ გავლენის გაგებაა, რასაც ის ახდენს მეხსიერების ქვესისტემაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. XbitLabs
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.