Jump to content

X-treme user

VIP
  • Posts

    946
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    120

Everything posted by X-treme user

  1. სხვათა შორის, გრაფიკული ბარათების მწარმოებლები დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილი 28 ნმ პროდუქტების მიმართ, რაც დაკავშირებულია 40 ნმ ტექ-პროცესის წარმოების ადრეულ ეტაპზე შექმნილ პრობლემებთან. გარდა ამისა, თავის როლს თამაშობს ბაზარზე მოთხოვნილების შემცირება ვიდეოდაფებზეც, რომელიც შეინიშნება საშუალო და დაწყებითი დონის ამ ნაწარმებზე, რადგან შესაბამისი გადაწყვეტილებები თანდათანობით ინაცვლებენ AMD-სა და Intel-ის პროცესორებში.
  2. ხო, მართლა ძალიან კარგი მოდელია, რევიუ რომ გამოჩნდება, დავწერ აუცილებლად. 560-570 დღეისთვის სავსებით საკმარისია ჩემი აზრით
  3. თანამშრომლობა თამაშების შემქმნელებსა და კომპანია-მწარმოებლებს შორის სულ უფრო მეტად ვრცელდება. პრაქტიკულად ყველა გეიმერული ანონსს (თუნდაც Battlefield 3 ან DiRT 3-ის შემთხვევაში) თან ერთვის აქტიური ხელშეწყობა პოპულარიზაციის მიზნით - AMD-ს, Nvidia-ს და მათი პარტნიორების მხრიდან. საპასუხოდ კი, ამ კორპორაციების საამებლად, სტუდიები ძირითად ყურადღებას უთმობენ გრაფიკულ შემადგენლობას და ხშირად სხვა სფეროებზე მეტისმეტად გულმოდგინედ არ იხარჯებიან. ამჯერად, კომპანია EVGA-მ დაანონსა ვიდეობარათი GeForce GTX 580 Superclocked Batman Arkham City Edition. შეფუთვის დიზაინი და აღნიშნული გმირის გამოსახულებამ წესით უნდა მიიზიდოს ამ მუქი რაინდის ეპოპეის მოყვარულები. შედის თუ არა კომპლექტში კუპონი მის ჩასატვირთად, ჯერჯერობით უცნობია. ჩვენს წინაშე, ფაქტიურად უბრალო GeForce GTX 580 Superclocked ვერსიაა, იგივე სიხშირე - 797/1594/4050 მჰზ-ით - ბირთვის, შეიდერული ბლოკებისა და 1,5 გბ ვიდეომეხსიერებისთვის შესაბამისად. კომპონენტური თვალსაზრისითაც, ის რეფერენსული პროდუქტის იდენტურია. პორტების სახით, წარმოდგენილია ორი DVI და ერთი mini-HDMI. რაც შეეხება მის ფასს, ის 30$-ით უფრო მეტია (530$) - ადრე გამოშვებულ 'ჩვეულებრივ სუპერ-აჩქარებულ' მოდელთან შედარებით. Overclockers.ua
  4. BL სერიის მონიტორი გამოუშვია კიდევ, TN-პანელზე, 5 მ/წმ-ით http://www.ixbt.com/news/hard/index.shtml?15/19/49
  5. კომპანია Colorful-მა, რომელიც ცნობილია ბეჭდური დაფების დიზაინსა და კომპონენტებზე ზედმიწევნით დიდი ყურადღების გამახვილებით, დაამზადა გრაფიკულ ვიდეობარათ GeForce GTX 560 Ti-ის კიდევ ერთი ვერსია. ის გამოირჩევა უფრო დახვეწილი კვების სქემითა და საიდუმლო გაფართოების სლოტებით, რომელთა ხარჯზეც, გაიზარდა მისი სიგრძეც. PCB-ზე, ინჟინრებმა დამატებითი სივრცე საკმაოდ საზრიანად გამოიყენეს და 4-4 ფაზა ორ რიგად განათავსეს. გარდა ამისა, მან მიიღო სამი ცალი 8-პინიანი PCI-E პორტი, რის მეშვეობითაც ხდება ნაწარმის 300 ვ სიმძლავრის ენერგიით უზრუნველყოფა. იქვეა განლაგებული ძაბვის დონეების 'ხელით' მართვისთვის აუცილებელი წერტილებიც. ტაქტური სიხშირეები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოდელის პოტენციალი საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ეს ნიშნულები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ქარხნულ მაჩვენებლებს. პროდუქტს გააჩნია ორი BIOS მიკროსქემა, რომელთა შორის გადართვაც შესაძლებელია დაფაზე განლაგებული ღილაკით. რთული გაგრილების სისტემა ითვალისწინებს ათ სითბურ მილაკს, რომელთაგანაც ხუთი უზრუნველყოფს სითბოს გადატანას რადიატორისკენ, დანარჩენი კი - იგივე დეტალზე, მხოლოდ შედარებით მცირე ზომისაზე, რომელმაც ადგილი კვების ქვესისტემის თავზე დაიკავა. ასეთი კონსტრუქცია, როგორც მინიმუმ ორ ან უფრო მეტ 80 მმ-იანი ფენით უნდა იყოს აღჭურვილი. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, ინტერესს იწვევს კიდევ ორი რამ. თუ ფრონტალურ მხარეს განთავსებული Mini PCI-E სლოტი უკვე გამოიყენებოდა ამ კომპანიის მიერ - WHDI-ს საშუალებით, მაღალი გაფართოების ვიდეოს ტრანსლირებისთვის, მაშინ უკანა პანელზე არსებული SO-DIMM-ის მსგავსი ინტერფეისის დანიშნულებაზე, მხოლოდ ვარაუდი თუ შეგვიძლია. TechPowerUP
  6. გაგრილების სისტემის მწარმოებელმა Phanteks-მა წარმოადგინა თავისი სადებიუტო ნაწარმი - პროცესორის ქულერი PH-TC14PE. პროდუქტის წინასწარი ანონსი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში შედგა, თუმცა კომპანიამ მხოლოდ დღეს გაავრცელა ინფორმაცია მის დეტალურ მახასიათებლებსა და რეკომენდირებულ ღირებულების შესახებ. ფერადი ვერსიები ევროპაში გაიყიდება 85, ხოლო პირველ ორ ფოტოსურათზე მოცემული მოდელები კი 80 ევროდ. ნაწარმს გააჩნია Intel-ისა და AMD-ს ყველა თანამედროვე პლატფორმის მხარდაჭერა (მათ შორის LGA2011 და AM3+-სიც) და შედგება სპილენძის ნიკელირებულ ძირისგან, ხუთ ამავე მეტალის, 8 მმ სისქის სითბური მილაკისგან, ალუმინის ორსექციანი რადიატორისა და ორიგინალური მოყვანილობის ხრახნების მქონე, წყვილ, 140 x 140 x 25 ზომის ფენისგან. ისინი თავის მხრივ, მუშაობენ 1200 ან 900 ბრ/წთ სისწრაფით (გადამყვანით დაკავშირებით) და გამოსცემენ არაუმეტეს 19 დბ ხმაურს. კონსტრუქციის წონა შეადგენს 1,25 კგ-ს - ორი 'პროპელერის' მასის ჩათვლით. თვითონ Phanteks PH-TC14PE-ის გაბარიტები შემდეგნაირია: 159 მმ (სიგრძე) x 140 მმ (სიგანე) x 171 (სიმაღლე). Overclockers.ua
  7. როგორც ინფორმაციული წყარო იტყობინება, კომპანია NVIDIA მუშაობს გრაფიკულ ბარათ GeForce GTX 560 Ti-ს ახალ ვერსიაზე. მისი სახელწოდება იქნება GTX 560 Ti 448 Core (სამი წლის წინ, ანალოგიური სიტუაცია მოხდა GeForce GTX 260-თანაც, რომელიც გახდა GTX 260 216 Core), ხოლო ტექნიკური მახასიათებლების მხრივ, ის ფაქტიურად გარდაიქმნება GeForce GTX 570-ის 'დეფორსირებულ' ვარიანტად. GF114 GPU-ზე დაფუძნებულ GTX 560 Ti-სგან განსხვავებით, ახალი პროდუქტი დამზადდება იმ GF110-ზე, რომელიც გამოიყენება GeForce GTX 570 და GTX 580-ებში. გარდა ამისა, ის მიიღებს ერთ ნაკადურ პროცესორზე ნაკლებს, ვიდრე პირველი მათგანი (14-ს - 15 აქტიურის ნაცვლად), ხოლო მისი ბირთვი კი, იფუნქციონირებს შედარებით დაბალ ტაქტურ სიხშირეზე. მის კომპლექტაციაში აგრეთვე შევა 56 ტექსტურული ბლოკი, 40 ROP, მეხსიერების 320 ბიტიანი ინტერფეისი (უნივერსალური პროცესორების რაოდენობა, როგორც ეს სახელწოდებიდანაც ჩანს, 448-ს შეადგენს). კიდევ ერთ მნიშვნელოვან თავისებურებად, რაც GTX 560 Ti-ში არ გვხვდებოდა, ეს გახლავთ ორი SLI-პორტის არსებობა, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია სამი ვიდეობარათისგან შემდგარი კონფიგურაციის შექმნა. აღნიშნავენ იმასაც, რომ ის აღჭურვილი იქნება DVI, HDMI და DisplayPort ვიდეოგასასვლელით, ხოლო მისი ეტალონური დიზაინი - GTX 570-ის რეფერენსული მოდელის მსგავსი გახდება. ვარაუდობენ, რომ GeForce GTX 560 Ti-ს გაუმჯობესებული ვარიანტი ადგილს დაიკავებს AMD Radeon HD 6950 2GB-სა და NVIDIA GeForce GTX 570/ AMD Radeon HD 6970-ს შორის. სწორედ აქედან გაჩნდა მისი ჯერჯერობით დაუზუსტებელი ღირებულება - 300$-იც. IXBT
  8. დაიწყო გაყიდვები საკმაოდ არასტანდარტული გრაფიკული გადაწყვეტილებების მწარმოებელ Galaxy-ის GeForce GTX 570-ის მოდიფიცირებული ვერსიის გაყიდვები. მას აქვს ერთდროულად ოთხამდე LCD-მონიტორის მხარდაჭერის შესაძლებლობა - 1920 x 1080 პიქსელ გაფართოებით. მისი ერთ-ერთი მთავარი თავისებურება გახლავთ ‘Virtual single monitor mode’, რაც იძლევა თამაშის დროს ერთი გამოსახულების გამოტანის შესაძლებლობას 3 დისპლეიზე - პანორამული ატმოსფეროს შესაქმნელად. პროდუქტი გამოშვებულ იქნება KFA2 მარკის ქვეშ და ერქმევა MDT X4 GeForce GTX 570. მის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციის მიხედვით, ეს უკვე მესამე ვიდეობარათია - MDT (Multi Display Technology) ხაზიდან - MDT X4 GeForce 210 და MDT X5 GeForce GTX 560 Ti-ს შემდეგ. პროდუქტზე განთავსებულია ოთხი DVI და ერთი Mini-HDMI გასასვლელი - ციფრული ხმის მხარდაჭერით, რომლის საშუალებითაც, სურვილისამებრ შესაძლებელია მონიტორის დაკავშირება ტელევიზორთან. დისპლეებისა და აპლიკაციების ფანჯრების სამართავად, კომპანიამ სპეციალურად შეიმუშავა პროგრამული უზრუნველყოფა EZY Display Setting Management. რასაკვირველია, მას გააჩნია Microsoft DirectX11 და NVIDIA PhysX-ის მხარდაჭერაც. ბარათში რეალიზებულია კიდევ ერთი ექსკლუზიური ტექნოლოგია - KFA2 HT-Engine, KFA2-ს ინჟინრების მიერ შემუშავებული მიკროკონტროლერი - დაფის მართვის, მონიტორინგისა და აჩქარებისთვის. ის მოიცავს მთელ რიგ ფუნქციებს: Power Meter თვალ-ყურს ადევნებს პროდუქტისა და მონიტორის მიერ გამოყენებული სიმძლავრის სტატუსს, Voltage Setting უზრუნველყოფს ძაბვის დარეგულირებას - ექსტრემალური აჩქარების მოყვარულთათვის, ხოლო Dual BIOS იძლევა BIOS-ის აღდგენის შესაძლებლობას რეზერვული კოპიიდან - მის წარუმატებელ მომართვის ან განახლების შემთხვევაში. გაყიდვების დაწყებასთან ერთად, ცნობილი გახდა მონაცემებიც. მაშ ასე, ბირთვის სიხშირე შეადგენს 800 მჰზ-ს, შეიდერული დომენის - 1500 მჰზ-ს და მეხსიერებისა კი - 1900 მჰზ-ს (ეფექტური 3800 მჰზ). ბარათზე მოქმედებს მწარმოებლის 2-წლიანი გარანტია, მისი საორიენტირო ფასი კი - 320 ევროა. Guru3D, Overclockers.ua, TechPowerUP
  9. Llano-სთან შედარებით, Trinity 20%-მდე უფრო მეტ წარმადობას მიიღებსო მულტიმედიურ მონაცემებთან მუშაობის დროს. ასევე ექნება Turbo Core 3.0 ტექნოლოგიის და DDR3-2133 მეხსიერების სრულ მხარდაჭერას, მათ შორის შემცირებულ ძაბვების მქონე მოდულებთანაც (1,25-1,35 ვ). გაუმჯობსდება ვიდეოქვესისტემის სისწრაფეც (30%-მდე), რაც გამოწვეულია Radeon HD 7000 გრაფიკის ინტეგრაციით.
  10. Nokia World ღონისძიებაზე, რომელიც ამჟამად, ქალაქ ლონდონში მიმდინარეობს, კომპანია Nokia-მ წარმოადგინა ტელეფონების ხაზი Asha, რომელშიც შევიდა ოთხი მოდელი - 200, 201, 300 და 303 - პლატფორმა Series 40-ის მეექვსე გამოცემაზე. ისინი გამოირჩევიან კორპუსის კაშკაშა გაფორმებით, საინტერესო მახასიათებლებით და არცთუ მაღალი ფასით. Nokia Asha 200 სერიას ხსნის მონობლოკური 200 და 201, რომლებიც აღჭურვილი არიან QWERTY-კლავიატურით და გარეგნულად საკმაოდ გვანან Nokia C3-ს. კონფიგურაციაში შედის 2,4-დუიმიანი 320 х 240 რეზოლუციის ეკრანი, 64 მბ-იანი ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება, 32 გბ-მდე ტევადობის microSD-ჩიპების მხარდაჭერა, 2 მპ-იანი კამერა, Bluetooth-მოდული. ზომები შეადგენს 115,4 x 61,1 x 14 მმ-ს, წონა კი 105 გ-ს, ხოლო ერთადერთი განსხვავება მათ შორის მხოლოდ ის არის, რომ პირველ მოდელს შეუძლია ორ SIM-ბარათთან ერთდროული მუშაობა, მეორეს კი - ერთთან. ნაწარმების გამორჩეულ თავისებურებად ასევე ასახელებენ ძალიან ხმამაღალ დინამიკს. Nokia Asha 201 Nokia Asha 300 - X3-02-ის ერთგარ მსგავსებას წარმოადგენს. ის დაკომპლექტებულია 2,4 დუიმის და 320 х 240 გაფართოების მქონე, სენსორულ რეზისტიული ეკრანით, 1 გჰზ-იანი პროცესორით, 130 მბ ინტეგრირებული მეხსიერებით და microSD-ბარათებისთვის განკუთვნილი სლოტით. გარდა ამისა, ადგილზეა 5 მპ-იანი კამერა და Bluetooth-ადაპტერი. ამ მოდელში, კომპანია აქცენტს CPU-ზე აკეთებს, რომლის საშუალებითაც, ინტერნეტ-გვერდების დათვალიერება საკმაოდ სწრაფად ხდება, თუმცა ამავდროულად, გაჯეტს არ გააჩნია Wi-Fi-მოდული. მისის ზომები გახლავთ 112,8 x 49,5 x 12,7 მმ, ხოლო მასა კი - 85 გ. Nokia Asha 300 Asha 303-ის პროცესორიც 1 გჰზ-ზე ფუნქციონირებს, მაგრამ ტელეფონის სტანდარტული კლავიატურა შეცვლილია QWETY-ით და Bluetooth-თან ერთად, თქვენ აგრეთვე ნახავთ Wi-Fi-საც. მისი სენსორული ეკრანის დიაგონალი 2,6 დუიმია, რეზულიცია კი - 320 х 240 პიქსელი. ჩაშენებული მეხსიერების ოდენობა 170 მბ-ს აღწევს, გარდა ამისა, აქვეა microSD-ბარათების სლოტი და 3,2 მპ-იანი კამერა. Nokia Asha 303 Nokia Asha 200-ს გაყიდვები მეოთხე კვარტალში დაიწყება - 60 ევროდ. ეს ნიშნული Asha 201-სთვისაც იდენტურია, თუმცა ის ბაზრებზე 2012-ის I კვ-ში გამოჩნდება. Noki Asha 300 და 303 ამ წლის ბოლომდე გამოვა - 85 და 115 ევროდ შესაბამისად. IXBT
  11. გაჩნდა ინფორმაცია Intel X79 ჩიპსეტზე დაფუძნებულ სისტემურ დაფა ASUS Rampage IV Extreme-ის შესახებ, რომელიც რასაკვირველია ორიენტირებული იქნება Sandy Bridge-E (LGA2011) პროცესორებთან. ის შესრულებულია აგრესიულ შავ-წითელ ფერთა გამაში და შედის ელიტურ ASUS Republic Of Gamers (ROG) სერიაში. ის აღჭურვილია ოპერატიული მეხსიერების 8 სლოტით (მხარდაჭერილია DDR3-მოდულები 2400 მჰზ-მდე), ხუთი PCI-Express x16 ინტერფეისით და ერთი PCI-E x1-ით. ასევე, ოთხი SATA 6 და ამდენივე SATA 3 გბიტ/წმ პორტით. გათვალისწინებულია CPU-ქულერების გამოყენების შესაძლებლობა - როგორც LGA2011, აგრეთვე LGA1366 სოკეტისათვის, ხოლო ჩიპსეტის გაგრილების სისტემაში კი, აქტიური ელემენტი (ფენი) 'default'-ზეც ადგილზეა. კვებას თავის მხრივ, საფუძვლად უდევს II თაობის Extreme Engine Digi+ ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს ანალოგურ და ციფრული მართვის სქემებს. უკანა პანელზე განთავსებულია ოთხი USB 3.0 გასასვლელი (კიდევ ოთხი კი რეალიზებულია შესაბამის პორტების მეშვეობით) და რვა USB 2.0, PS/2, ორი eSATA 6 გბიტ/წმ, 3,5 მმ-იანი სტანდარტული პორტები - აკუსტიკური სისტემისა და აუცილებელ S/PDIF-სათვის. გარდა ამისა, RJ-45 - LAN-თან დაკავშირებისთვის. ნახევრადგამჭვირვალე ლურჯ გამობერილ თავსახურით ადვილად არის შესაძლებელი ინტეგრირებული Bluetooth მოდულის ამოცნობა. როგორც ამ რანგის პროდუქტების უმრავლესობა, Rampage IV Extreme-იც დაკომპლექტებულია ძაბვის გაზომვის საკონტროლო წერტილებით, ჩართვის, გადატვირთვისა და BIOS-ის განულების ღილაკებით და 'debugging' ინდიკატორით. Subzero Sense გასასვლელი იძლევა ერთდროულად CPU და GPU-ტემპერატურის მონიტორინგის საშუალებას - ორ თერმომზომის გამოყენებით. ხოლო ტექნოლოგია VGA Hotwire-ის გამოყენებით, ხდება GPU-ვოლტაჟის გაზრდას უსაფრთხო რეჟიმში. გარდა ამისა, კომპლექტს თან ერთვის OC Key სახელწოდების მქონე მოდული, რომელიც ერთდება დისპლეისთან ან ვიდეობარათთან და ამგვარად, უზრუნველყოფს მეორე მათგანის უფრო მოსახერხებელ აჩქარებას. როგორც ჩანს, აღნიშნული პროდუქტის გაყიდვები Sandy Bridge-E პროცესორების ოფიციალური პრემიერის შემდეგ დაიწყება, რომელიც როგორც ცნობილია, დაგეგმილია 14 ნოემბერს. დაახლოებითი ღირებულება კი - 300$-ია. XtremeSystems
  12. ეს კონსტრუქცია ნამდვილად ამართლებს, ვერაფერს იტყვი. ქულერი საკმაოდ კარგია, ნეჰალემზე არ არის გასაკვირი ასეთი ტემპერატურები, სენდიზე უფრო ნაკლები იქნება
  13. Digitimes-ის ცნობით, Ivy Bridge პროცესორების რელიზი შედგენა 2012 წლის მარტში, ხოლო პირველი შემოთავაზებები ფოკუსირებული იქნება 2 და 4-ბირთვიან ჩიპებზე. ის აგრეთვე აღნიშნავს, რომ 4 Core-ის მქონე მოდელების სითბოს გამოყოფის დონე იქნება 45, 65 და 77 ვ-ის დონეზე - პროდუქტის შესაბამისად, მაშინ, როდესაც 2-იანების ეს მაჩვენებელი გაუტოლდება 35 და 55 ვ-ს. Intel-ის მე-7 სერიის ჩიპსეტებს რაც შეეხება, ის წარმოადგენს სისტემურ ლოგიკის ნაკრებ Z77, Z75-ს და H77-ს, რომლებიც გახდებიან Z68, P67 და H67-ის შემცვლელნი. დამატებით, ის აგრეთვე გამოუშვებს ბიზნეს-ჩიპსეტებსაც - Q77, Q75, B75-ს, რომლებიც თავის მხრივ, იქნებიან Q67, Q65 და B65-ის მომდევნო თაობები. 3DNews
  14. Leadtek-ის ვიდეობარათების ასორტიმენტს შეემატა კიდევ ერთი ახალი მოდელი - WinFast GTX 560 Ti Hurricane. მის თავისებურებად, რომელიც მაშინვე იპყრობს ყურადღებას, წარმოადგენს ლურჯი შეფერილობის მქონე გაგრილების სისტემა, ორი 90 მმ-იან ფენით. საფარქვეშ დამალულია ალუმინის რადიატორი, რომელსაც უერთდება 8 მმ დიამეტრის, სპილენძის ორი სითბური მილაკი. მწარმოებლის განცხადებით, ასეთი ქულერი უფრო ეფექტურად ახდენს GF114 გრაფიკულ პროცესორის ტემპერატურის შემცირებას - რეფერენსულ მოდელთან შედარებით, რომელშიც გამოყენებულია 6 მმ დიამეტრის ჰითპაიპები. გარდა ამისა, აღნიშნული მოდელი ამავდროულად ჩუმიც არის: თავისუფალ რეჟიმში, ხმაურის დონე უტოლდება 21, ხოლო დატვირთვისას კი - 43 დბ-ს. GPU-ბირთვის ტაქტური სიხშირე შეადგენს 822, შეიდერ ბლოკებისთვის - 1644, 1 გბ მეხსიერებისთვის კი - 4000 მჰზ-ს. მას აგრეთვე გააჩნია DirectX11 - Shader Model 5.0-ით, OpenGL 4.1, NVIDIA PhysX, 3D Vision და CUDA-ს მხარდაჭერაც. ადგილზეა ორი DVI-I და ერთი mini-HDMI პორტიც. IXBT
  15. გერმანიის როგორც მინიმუმ ორ ონლაინ-მაღაზიაში მიიღება შეკვეთები LGA2011 სისტემური დაფების შეძენაზე. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ სამი მოდელი და ყველა მათგანი განეკუთვნება ASRock X79 სერიას. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი ფასები მაღალია: ASRock X79 Extreme4-M ღირს 179, Extreme4 – 192, Extreme7 – 265€. რა თქმა უნდა, ანონსის თარიღის მოახლოებისას, ეს ნიშნულები ალბათ რამდენადმე დაიწევს, მაგრამ უნდა გათვალისწინებულ იქნას ისიც, რომ მოწინავე მწარმოებლები Asus და Gigabyte-ის პროდუქტები შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე ASRock-ისა. Extreme7 გაფორმებულია შავ ფერში, აღჭურვილია ხუთი PCI Express x16 ინტერფეისით - Nvidia 3-Way SLI და AMD CrossFireX-ის მხარდაჭერით, ექვსი DDR3-2400+ სლოტით, 11 Serial ATA პორტით (4 ცალი - 3 გბიტ/წმ და 7 - 6 გბიტ/წმ), როგორც მინიმუმ ექვსი გასასვლელით - ფენებისთვის და ოთხი USB 3.0-ით (მათგანი ორი განთავსებულია უკანა პანელზე). გარდა ამისა, ის ითვალისწინებს 3-სექციან რადიატორს - კვების ელემენტებზე და მცირე ფენს, რომელიც მოთავსებულია X79-ის ქულერზე. აღსაღნიშნია ის ფაქტიც, რომ ასეთი ზომის 'ხრახნები', მტვრის შეგროვების მხრივ, განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით არ გამოირჩევიან და მისმა გაჩერებამ შესაძლოა ჩიპსეტის გადახურება და მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ASRock-ის ინჟინრებმა გაითვალისწინეს X79-ის დაცვის სისტემა - მაღალი ტემპერატურების გავლენისგან. LGA2011 სოკეტი დაკომპლექტებულია 8-არხიანი (ან 16-იანი) სქემით. დამატებით სიმძლავრეს უზრუნველყოფს EPS12V და Molex 4-pin კონექტორები. ივნისის Computex-ის გამოფენის ფოტოსურათები, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ოდნავ გავეცნოთ ASRock X79 Extreme4-საც. მასზე ჩვენ ვხედავთ 4 სლოტს - DDR3 ოპერატიული მეხსიერებისთვის, სამ PCI Express 3.0 x16 ინტერფეისს და 10 SATA-ს. მისი სხვა სპეციფიკაციები ჯერჯერობით არ ხმაურდება. Overclockers.ua
  16. Intel-მა გეგმის სრული დაცვით, წარმოადგინა ნომინალურ 3.5 გჰზ-ზე მომუშავე პროცესორი Core i7-2700K. პროდუქტი კომპანიის ოფიციალურ პრაის-ლისტში ჯერ კიდევ გუშინ მოხვდა და მისი რეალური საბითუმო ფასი აღმოჩნდა იმაზე დაბალი, ვიდრე ვარაუდობდნენ სინგაპურის წყაროები. უნდა აღინიშნოს, რომ ფორმალურად ის იძლევა რეკომენდირებულ ღირებულებებს თავის CPU-ებზე, მაგალითად Core i7-2600K-სთვის ეს დერეფანი შეადგენს 317-326$-ს, ამგვარად, ახალი წევრი მშვიდობიანად შეძლებს მასთან ერთად თანაცხოვრებას, რომლის სიხშირეც 100 მჰზ-ით ნაკლებია. პირველი Core i7-2700K, 1000 ცალიან პარტიებად ღირს 332, ხოლო მისი წინამორბედი კი - 317$. საერთო ჯამში 15$ - აღნიშნული მაჩვენებლის გაზრდისთვის. ეს არც ისე ბევრია, მაგრამ თვითონ ამ მოდელების ერთად არსებობა იწვევს მცირე გაურკვევლობას, რადგან გახსნილი მამრავლი ადვილად იძლევა საშუალებას, რომ Core i7-2600K იქცეს Core i7-2700K-დ. ვარაუდი - სიხშირულ პოტენციალის შედარებით დეტალურ გადარჩევის შესახებ, სტატისტიკური მეთოდით შემოწმდება, ჯერჯერობით კი, ახალ ნაწარმის ნიმუშებს, ოვერქლოქინგში ისეთი არაფერი გაუკეთებიათ, რასაც ვერ შეძლებდა Core i7-2600K. Turbo Boost რეჟიმში, ახალგამომცხვარი პროდუქტის სიხშირე იზრდება 3.9 გჰზ-მდე. ამავდროულად გაიაფდა Core i3-2120 ($138 -> $117), Pentium G850 ($86 -> $75), Pentium G630 პროცესორები. Intel-ის სხვა ნაწარმებზე ფასები არ შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ Core i7-2700K იაპონურ ბაზარზე გუშინ გამოჩნდა. Overclockers.ru
  17. Fudzilla-მ, ვიდეობარათების მწარმოებლების ლინკებთან ერთად, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამ წელს, Radeon HD 7xxx-ის დესქტოპ-გადაწყვეტილებები არ გამოვა, მისივე თქმით, ამ სექტორის პირველი მოდელების ანონსი მოხდება 2012-ის იანვარში. შესაძლოა, კომპანიამ წარმოადგინოს გარკვეული პროდუქტები მობილური კომპიუტერებისთვის. ამ სერიის სამაგიდო-ვერსიის ნაწარმები დაიწყება Tahiti სახელწოდების მქონე 'ერთპროცესორიანი', მოგვიანებით კი, მას შეუერთდება 'ორიანი' New Zealand, 'შუათანა' Pitcairn და ბიუჯეტური Cape Verde. გრაფიკული ადაპტერების ნიმუშები უკვე ხელთ აქვთ AMD-ს პარტნიორებს, მაგრამ ახალი წლის დასაწყისამდე, ისინი არ გამოჩნდებიან. თავის მხრივ, წყაროს მიხედვით, NVIDIA-ც გამოუშვებს 28 ნმ-ზე დაფუძნებულ ბარათებს არაუადრეს 2012-ის მარტისა. Overclockers.ru
  18. როგორც საიტი CNet გადმოსცემს, Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურში შედის უამრავი საჩივარი iPhone 4S-ის მფლობელებისგან. ყველა შემთხვევაში პრეტენზია ერთია: სმარტფონის ეკრანი გამოსახულებას გადმოსცემს 'ყვითელი ელფერით', რაც განსაკუთრებით შესამჩნევია აპარატის წინა ვერსიასთან შედარებით. ზოგიერთი მომხამრებელი ასევე აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ პრობლემა ეხებათ მხოლოდ შავი კორპუსის მქონე მოდელებს, მაშინ, როდესაც თეთრ მოდიფიკაციებს აღნიშნული დეფექტი არ აღენიშნებათ. iPhone 4S-ის ერთ-ერთმა პატრონმა განაცხადა, რომ ახალი პროდუქტის ეკრანი ნაკლებად კონტრასტულია, ვიდრე iPhone 4-ს, ფერებსაც შედარებით მცირე სიკაშკაშე აქვთ და უფრო 'გადღაბნილად' გამოიყურება, ხოლო მისი თეთრი ტონი კი ყვითელთან ახლოსაა. კომპანია ასეთ სირთულეს iPhone 4-ის გამოსვლისთანავე გადააწყდა, რომელიც ასევე iPad 2-ისა და iPhone-ის წინა თაობის აპარატებშიც შეინიშნებოდა. ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ ეს გამოიწვია დისპლეის ნაწილების დამაგრებისთვის გამოყენებულ წებოში, რომელიც საკმარისად არ გაშრა. სხვა მფლობელი კი იმასაც ამტკიცებს, რომ მისი iPhone 4S-იც 'განიცდიდა' ამ ნაკლს, თუმცა რამდენიმე კვირის ექსპლუატაციის შემდეგ, სიყვითლე 'თავისით' გაქრა. ---------------------------------------------------------------------------------- Apple-ის სმარტფონების ასაწყობად გამოყენებული დეტალებისა და მასალების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდიკა, რომლითაც სარგებლობენ IHS iSuppli-ის ექსპერტები, საშუალებას იძლევა, რომ დაახლოებით იქნას შეფასებული უშუალოდ ამ მოწყობილობების წარმოებისთვის გაწეული მწარმოებლის დანახარჯები. გასულ წელს, ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ 16 გბ-იანი iPhone 4-ის დამზადება კომპანიას უჯდებოდა 187,5$ - მომუშავეთა შრომის, პროგრამული უზრუნველყოფის, მიტანის, რეკლამისა და შემუშავებისთვის საჭირო გადასახადების გარდა. მათვე გამოაქვეყნეს იგივე ინფორმაცია, მხოლოდ უკვე ახალ iPhone 4S-ის შესახებ, იდენტური მეხსიერების ოდენობით და ის შეადგენს 188$-ს, მიუხედავად იმისა, რომ მან მიიღო უფრო მაღალწარმადოვანი პროცესორი, შედარებით სრულყოფილი კამერა, დიდი მოცულობის მყარი დისკი და GSM, CDMA-ს მხარდაჭერა. კომპონენტებს შორის, ამჯერად, ყველაზე ძვირადღირებული გამოდის უკაბელო გადაწყვეტილებები (23,54$). გაჯეტის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს Hynix ან Toshiba-ს მიერ მოწოდებული მყარი დისკიც: 16 გბ შეფასებულია 19,20$-ად, 64-იანი კი - 76,80-ად. ამის გარეშეც კი, პროდუქტის წარმოებისთვის საერთო ჯამში, იხარჯება 245$, ზემოაღნიშნული გადასახადების გამოკლებით. შეგახსენებთ, რომ ეს სმარტფონის ფასი აშშ-ში, კონტრაქტის გარეშე 649$-ს აღწევს. Overclockers.ru
  19. Chiphell-ის საშუალებით, შესაძლებლობა მოგვეცა, რომ გავეცნოთ სისტემურ დაფა MSI X79A-GD65 (8D)-ის წინასერიულ ნიმუშს Sandy Bridge-E პროცესორებისთვის. მისი განმასხვავებელ ნიშნებს წარმოადგენს უახლეს PCI Express 3.0 სტანდარტის მხარდაჭერა, რვა სლოტი ოპერატიული მეხსიერებისთვის და Military Class III ელექტრული კომპონენტების არსებობა. ბეჭდურ სქემაზე განლაგებულია სამი PCI-E 3.0 x16 ინტერფეისი და წყვილი PCI-E 2.0 x16, 4-4 ცალი SATA 3 და SATA 6 გბიტ/წმ პორტი, კონტაქტები ძაბვის გასაზომად, Power, OC Genie ღილაკები. განცხადებულია Nvidia SLI და AMD CrossFire(X) კონფიგურაციების მხარდაჭერა. Intel X79 ჩიპსეტი და VRM-ტრანზისტორები გრილდება დიდი ზომის რადიატორებით, რომლებიც დეკორატიული ფუნქციასაც ითავსებენ. CPU-ს სოკეტის კვებაში გამოყენებულია ფერიტის შიგთავს Super Ferrite Choke-ის მქონე ინფუქციური კოჭები, ტანტალის კონდენსატორები და DrMOS-ის მაღალინტეგრირებული ელემენტები. პროდუქტის უკანა პანელი მოიცავს 10 USB პორტს (მათგან ორი USB 3.0), PS/2 ინტერფეისი - მაუსის და კლავიატურისთვის, S/PDIF, FireWire, Gigabit Ethernet, UEFI-პარამეტრების განულების ღილაკი და ექვსი აუდიოგასასვლელი. ოფიციალური ანონსი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შედგება. Overclockers.ua
  20. სისტემურ დაფა Classified SR-2-ის შარშანდელი რელიზი EVGA-სთვის წარმატებული აღმოჩნდა, ამჯერად კი, ის აპირებს ანალოგიური გადაწყვეტილების წარმოდგენას Intel Xeon E5 (LGA2011) მოდელებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოსურათზე ეს პროდუქტი გამოსახულია გაგრილების სისტემის ელემენტების, ჩიპსეტისა და დამატებითი მიკროსქემების გარეშე - PCI Express x16 ინტერფეისებთან. HPTX ფორმ-ფაქტორის ბეჭდურ სქემაზე განთავსებულია 12 სლოტი DDR3 ოპერატიული მეხსიერებისთვის, შვიდი - ვიდეობარათებისთვის, მინიმუმ ექვსი SATA პორტი - მყარი დისკებისთვის და USB 3.0-ის გარკვეული რაოდენობა. კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია წყვილი ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, 7.1-არხიან აუდიოკოდეკი, Bluetooth, EVBot-კონექტორი, POST-კოდების ინდიკატორი, Power, Reset და Clear CMOS ღილაკები. პროცესორის კვება ორგანიზებულია 7-ფაზიანი სქემის მიხედვით, ხოლო ძირითად ATX 24-pin-ის გარდა, ადგილზეა ორ-ორი 8 და 6-პინიანი გასასვლელიც. ჯერჯერობით უსახელო ნაწარმის ოფიციალური ანონსი შესაძლოა ან ამ წლის ბოლოს, ან მომდევნოს დასაწყისში. მისი ღირებულება ალბათ 500$-ს გადააჭარბებს. Overclockers.ua
  21. Intel-მა განაცხადა იმის შესახებ, რომ 22 ნმ-ზე დაფუძნებული Ivy Bridge პროცესორების მასიური წარმოება III კვარტალში დაიწყო. ინტერვიუს დროს, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პოლ ოტელინიმ (Paul Otellini) აღნიშნა, რომ ამ ტექ-პროცესზე გადასვლა იტყობინება 3D-ტრანზისტორების ერის შემოსვლას, რომელთა მეშვეობითაც, მომავალ თაობებს ექნებათ მეტი წარმადობის დონე და ნაკლები ენერგომოხმარება. Intel-ის შეფასებით, ახალი ტექნოლოგია იძლევა 37%-ით უფრო მეტი პერფორმანსის მიღწევის საშუალებას შედარებით მცირე კვების ძაბვით - 32 ნმ-ს აღნიშნულ კომპონენტებთან შედარებით. ეს უზრუნველყოფს ენერგო-მოხმარების ორჯერ შემცირებას - წარმადობის იგივე დონით. 3-D Tri-gate-ების სხვა უპირატესობებს აგრეთვე მიეკუთვნება გადართვის გაუმჯობესებული მახასიათებლები და გაზრდილი სამართავი დენი. ამასთან, განსხვავება ღირებულებაში ამ დეტალებს შორის, 2-3%-ს შეადგენს. X-bit Labs, IXBT
  22. ტაივანურმა კომპანია Greenbook-მა, დღეს წარმოადგინა ელექტრონული წიგნი, რომელიც მისივე თქმით, სენსორულ ანალოგებს შორის, ყველაზე იაფფასიანი გადაწყვეტილებაა. EZRead Touch აღჭურვილია 6-დუიმიანი დისპლეი E Ink-ით და შეფასებულია 95$-ად. მის კომპლექტაციაში შესულია 800 მჰზ-ზე მომუშავე Freescale iMX508 პროცესორი და 128 მბ mDDR ტიპის ოპერატიული მეხსიერება. მონაცემების შესანახად გამოიყენება 2 გბ-იანი ინტეგრირებული ფლეშ-memory და microSD ფორმატის ბარათი. პროდუქტის ზომები შეადგენს 114,1 х 166,6 х 10 მმ-ს, წონა კი 215 გ-ს. გარდა ამისა, მას აგრეთვე გააჩნია Wi-Fi მოდული, ხოლო გარეთ გამოდის Micro USB პორტი, ხოლო ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს 1500 mAh ტევადობის ელემენტი. იდენტური მახასიათებლების მქონე ვერსია, სენსორული პანელის გარეშე კიდევ უფრო იაფად - 75$-ად არის ხელმისაწვდომი. პრე-ორდერების მიღება კი, დღევანდელი დღიდან, ორივე მათგანზე წარმოებს. TC Magazine, IXBT
  23. ინფორმაციულ წყაროს საშუალებით, შესაძლებლობა მოგვეცა, რომ გავეცნოთ პირველად IDF-ის გამოფენაზე წარმოდგენილ Gigabyte G1.Assassin 2 სისტემურ დაფას. მისი წინამორბედის მსგავსად, ის შესრულებულია შავ-სალათისფერ გამაში. 'კომპოზიციის' ცენტრალურ ელემენტად ითვლება რადიატორი, რომელიც შესრულებულია კომპაქტური პისტოლეტის ფორმის სახით, რაც ამ პერსპექტიულ პროდუქტს - კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით, კიდევ უფრო გამოსარჩევს გახდის. ტექნიკური მახასიათებლები საკმაოდ სტანდარტულია ღირებულების მაღალი დიაპაზონის ნაწარმებისა. ბეჭდურ სქემაზე განთავსებულია ოთხი სლოტი DDR3 ტიპის მეხსიერებისთვის, ექვსი SATA პორტი (მათგან ორის მონაცემთა გადაცემის სისწრაფე შეადგენს 6, დანარჩენი ოთხისთვის კი - 3 გბიტ/წმ-ს), ასევე Creative-ის X-Fi აუდიოჩიპი, Bigfoot Networks Killer E2100 კონტროლერი, რომელიც ახდენს ქსელური ტრაფიკის ოპტიმიზირებას სათამაშო საჭიროებებისდა მიხედვით. 'ჯენტლმენურ ნაკრებს' ავსებს სამი PCI Express x16 და ორი UEFI მიკროსქემა. უფრო დაწვრილებით ამ პროდუქტს, ანონსის მოახლოებასთან ერთად გავეცნობით, ჯერჯერობით კი, მხოლოდ ამ მცირეოდენი ინფორმაციით დავკმაყოფილდეთ. Overclockers.ua
  24. ინფორმაციული წყარო იტობინება, რომ ევროპულ მაღაზიებში უკვე შეუძლებელია FX-8150 პროცესორის შეძენა, სერიის სხვა მოდელები კი კვლავინდებურად ხელმისაწვდომია. ანალოგიური სიტუაცია შექმნა აშშ-ში წინა კვირას, როდესაც გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მათი შოვნა უკვე გართულებული იყო. ძნელი სათქმელია, თუ რამ გამოიწვია მისი დეფიციტი პირველ ზემოაღნიშნულ ბაზარზე. საეჭვოა, რომ ეს უკავშირდებოდეს ცოტაოდენი ხნის წინ განხორციელებულ 30 ევროიან გაიაფებას, რადგანაც ხაზის დანარჩენი წარმომადგენლების აღნიშნულმა მაჩვენებლებმაც დაიწიეს, მაგრამ ისინი მაინც არიან გაყიდვაში. წინა კვირასთან შედარებით, FX-8120-ის ღირებულება შემცირდა 10 ევროთი (ახლა მისი ფასია 180 ევრო), FX-6100-ისა 15-ით (147 ევრო), FX-4100-ისა კი 16-ით (98 ევრო). Softpedia, ComputerBase
  25. მომწონს ხარისხიანი პროდუქტები. ძალიან კარგი სერიაა, ფასიც ნორმალურია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.